ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) No 882/2004 ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად განხორციელებული კონტროლის შესახებ

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) No 882/2004 ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად განხორციელებული კონტროლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 882/2004
დოკუმენტის მიმღები ევროპარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/2004
დოკუმენტის ტიპი რეგულაციები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2017
სარეგისტრაციო კოდი
882/2004
29/04/2004
ვებგვერდი, 31/03/2017
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) No 882/2004 ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად განხორციელებული კონტროლის შესახებ
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) No 882/2004

ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად განხორციელებული კონტროლის შესახებ

(სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი აქტი)

ევროპარლამენტმა და ევროპის კავშირის საბჭომ,

ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად ამ ხელშეკრულების 37-ე, 95-ე და 154(4)(b)-ე მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადების გათვალისწინებით,

ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების(1) გათვალისწინებით,

ევროპის რეგიონთა კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით(2),

მოქმედებენ რა დამფუძნებელი ხელშეკრულების 251-ე მუხლით დადგენილი საკანონმდებლო პროცედურის თანახმად(3),

ვინაიდან:

(1) ცხოველის საკვები და სურსათი უნდა იყოს უვნებელი და ჯანსაღი. ევროპის კავშირის კანონმდებლობით დგინდება წესები აღნიშნული მიზნის მისაღწევად. აღნიშნული წესები ასევე ვრცელდება ცხოველის საკვებისა და სურსათის წარმოებასა და მათ ბაზარზე განთავსებაზე;

(2) ცხოველის საკვებსა და სურსათის შესახებ კანონთან დაკავშირებული ძირითადი წესები მოცემულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 28 იანვრის რეგულაციაში (EC) No 178/2002, რომელიც განსაზღვრავს სურსათის შესახებ კანონის ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, აყალიბებს ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოს და ადგენს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ პროცედურებს(4);

(3) აღნიშნულ ძირითად წესებთან ერთად, მოქმედი ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ უფრო სპეციფიკური ხასიათის კანონი მოიცავს სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა ცხოველთა კვება, მასში შემავალი ვეტერინარული პრეპარატების შემცველი ცხოველის საკვების, ცხოველის საკვებისა და სურსათის ჰიგიენის, ზოონოზების, ცხოველური სუბპროდუქტების, ნარჩენებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტების) ჩათვლით, ცხოველთა დაავადებების აღმოფხვრასა და კონტროლს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისათვის, ცხოველის საკვებისა და სურსათის ეტიკეტირებას, პესტიციდებს, ცხოველის საკვებისა და სურსათის დანამატებს, ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, მიკროელემენტებს და სხვა დანამატებს, სურსათთან კონტაქტში მყოფ მასალებს, მოთხოვნებს ხარისხისა და შემადგენლობის მიმართ, სასმელ წყალს, იონიზაციას, ახალი ტიპის სურსათს და გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს;

(4) გაერთიანების კანონი ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ ეფუძნება პრინციპს, რომ ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას ცხოველის საკვების და სურსათის სფეროში, პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი საწარმოს შიგნით ცხოველის საკვებისა და სურსათის შესაბამისობა ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის მოთხოვნებთან, წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე;

(5) ცხოველთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდენენ სურსათის ხარისხსა და უვნებლობაზე, ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებასა და ცხოველებისადმი ჰუმანურ მოპყრობაზე. ზემოხსენებული საკითხების მარეგულირებელი წესები, განსაზღვრულია რამდენიმე დადგენილებით. აღნიშნული დადგენილებებით ხდება ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებების, ასევე უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებების დაკონკრეტება ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებთან მიმართებაში;

(6) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ცხოველის საკვებისა და სურსათის კანონისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესების შესრულება, მონიტორინგი გაუწიონ და გადაამოწმონ ბიზნესოპერატორების მიერ წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე შესაბამისი მოთხოვნების შესრულება. აღნიშნული მიზნისათვის ხდება სახელმწიფო კონტროლის დაწესება;

(7) შესაბამისად, აღნიშნული კონტროლის განსახორციელებლად მიზანშეწონილია დაწესდეს ზოგადი წესების ჰარმონიზირებული სტრუქტურა გაერთიანების დონეზე. გამოცდილებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შეფასდეს აღნიშნული სტრუქტურის გამართულად ფუნქციონირება, სახელდობრ, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სფეროში. ამდენად მიზანშეწონილია, კომისიამ წარმოადგინოს ანგარიში ნებისმიერ საჭირო წინადადებასთან ერთად;

(8) როგორც წესი, გაერთიანების აღნიშნული სტრუქტურა არ უნდა შეიცავდეს მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტებზე მავნე ზემოქმედების მქონე ორგანიზმების სახელმწიფო კონტროლს, რადგანაც ეს კონტროლი უკვე ამომწურავადაა გათვალისწინებული საბჭოს 2000 წლის 8 მაისის დირექტივაში 2000/29/EC გაერთიანების ტერიტორიაზე მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტებზე მავნე ზემოქმედების მქონე ორგანიზმების შემოტანის და მათი გავრცელების წინააღმდეგ დამცავი ღონისძიებების შესახებ(5). წინამდებარე რეგულაციის ზოგიერთი ასპექტი ასევე უნდა გავრცელდეს მცენარეთა ჯანდაცვის სექტორზე, განსაკუთრებით ასპექტები, რომლებიც მოიცავს მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების შემუშავებას და წევრ სახელმწიფოებსა და მესამე ქვეყნებში გაერთიანების მიერ განხორციელებულ შემოწმებებს. ამდენად, მიზანშეწონილია შესაბამისად შეიცვალოს დირექტივა 2000/29/EC;

(9) საბჭოს 1991 წლის 24 ივნისის რეგულაცია (EEC) No 2092/91 სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანულ წარმოებასა და სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტებზე მოცემული აღნიშვნების შესახებ(6), და საბჭოს 1992 წლის 14 ივლისის რეგულაცია No 2081/92 სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტებისათვის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილ-წარმოშობის დასახელების დაცვის შესახებ(7) და საბჭოს 1992 წლის 14 ივლისის რეგულაცია No 2082/92 სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტებისათვის განსაზღვრული ტიპის სერტიფიკატების შესახებ, რომლებიც შეიცავენ კონკრეტულ ზომებს მოცემულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად(8). წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნები უნდა იყოს სათანადოდ მოქნილი, რათა მიესადაგოს მოცემული სფეროების სპეციფიკურ ბუნებას;

(10) სოფლის მეურნეობის პროდუქტების (სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ღვინო, ზეთისხილი, ხილი და ბოსტნეული, სვია, რძე და რძის პროდუქტები, ძროხის და ხბოს ხორცი, თხის და ცხვრის ხორცი და თაფლი) ბაზრის ერთიანი ორგანიზების წესებთან შესაბამისობის შესამოწმებლად უკვე მოქმედებს კონტროლის მყარი და განსაზღვრული სისტემა. ამდენად, წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება აღნიშნულ სფეროებზე, მეტიც, მისი მიზნები განსხვავდება კონტროლის მექანიზმებით დადგენილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრების საერთო ორგანიზების მიზნებისაგან;

(11) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები უნდა აკმაყოფილებდნენ მთელ რიგ ქმედით კრიტერიუმებს, რათა უზრუნველყონ საკუთარი მიუკერძოებლობა და ეფექტურობა. მათ უნდა გააჩნდეთ საკმარისი რაოდენობის შესაბამისად მომზადებული და გამოცდილი კადრები და საჭირო აღჭურვილობა მოვალეობების სათანადოდ შესასრულებლად;

(12) სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის განკუთვნილი შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, მათ შორის, რეგულარული მეთვალყურეობისა და უფრო ინტენსიური კონტროლის მეშვეობით, როგორიცაა ინსპექტირება, გადამოწმება, აუდიტი, ნიმუშების აღება და ნიმუშების ტესტირება. აღნიშნული მეთოდების სწორი განხორციელება მოითხოვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის შესაბამისად მომზადებას. მომზადება ასევე საჭიროა რათა უფლებამოსილმა ორგანოებმა შეძლონ გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიიღება, განსაკუთრებით საფრთხის ანალიზსა და საკონტროლო კრიტიკული წერტილების პრინციპებთან (HACCP) მიმართებაში;

(13) სახელმწიფო კონტროლის ჩატარება ხდება რეგულარულად, მისი ჩატარების სიხშირე არსებული რისკის პროპორციულია და გულისხმობს ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ, საფრთხის ანალიზის და HACCP ან ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამების შესაბამისად ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგების გათვალისწინებას. მოცემული კონტროლი ტარდება იმ შემთხვევებში, როდესაც ჩნდება ეჭვი შეუსაბამობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კონტროლი დამატებით შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როცა შეუსაბამობის თაობაზე არანაირი ეჭვი არ არსებობს;

(14) სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს დოკუმენტურად განსაზღვრული წესების საფუძველზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ კონტროლის ერთგვაროვნად და სტაბილურად მაღალი ხარისხით შესრულება;

(15) უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ სათანადოდ კოორდინირებული პროცედურების გამოყენება და მათი ეფექტურად განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კონტროლი ევალება სხვადასხვა საკონტროლო განყოფილებას;

(16) უფლებამოსილმა ორგანოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ ეფექტური და ქმედითი კოორდინაცია ცენტრალურსა და რეგიონალურ თუ ადგილობრივი დონის ორგანოებს შორის, იმ შემთხვევაში როდესაც სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების გადაცემა ცენტრალური დონიდან ხდება რეგიონალურ ან ადგილობრივ დონეზე;

(17) ლაბორატორიები, რომლებიც ატარებენ სახელმწიფო კონტროლის შედეგად მოპოვებული ნიმუშების ანალიზს, ფუნქციონირებენ იმ საერთაშორისოდ აღიარებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც ეფუძნება სამუშაოს შესრულების სტანდარტებს და იყენებენ ანალიზის მაქსიმალურად ვალიდურ მეთოდებს. აღნიშნულ ლაბორატორიებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი აღჭურვილობა, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ სტანდარტების როგორიცაა მაგალითად, ევროპის კავშირის კანონმდებლობით დადგენილი ნარჩენების მაქსიმალური დონე, ზუსტად განსაზღვრას;

(18) ევროპის კავშირისა და ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების ამოქმედებამ ხელი უნდა შეუწყოს ხარისხისა და ანალიტიკური შედეგების ერთგვაროვნებას. ეს მიზანი მიიღწევა ისეთი ღონისძიებებით, როგორიცაა ვალიდური ანალიტიკური მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება, რეფერალური ნიმუშების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, შედარებითი ტესტირების მოწყობა და ლაბორატორიების პერსონალის მომზადება;

(19) რეფერალური ლაბორატორიების საქმიანობა მოიცავს საკვებისა და სურსათის კანონის ყველა ასპექტს, განსაკუთრებით ასპექტებს, რომლებიც საჭიროებს ზუსტი ანალიტიკური და დიაგნოსტიკური შედეგების მიღებას;

(20) სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებებისათვის, „სტანდარტიზაციის ევროპულმა კომიტეტმა“ (CEN) შეიმუშავა წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის შესაბამისი ევროსტანდარტები. ეს სტანდარტები კონკრეტულად უკავშირდება საგამოცდო ლაბორატორიების საქმიანობასა და შეფასებას, ასევე მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობასა და აკრედიტაციას. „სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ (ISO) და „თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირმა“ (IUPAC) ასევე შეიმუშავეს საერთაშორისო სტანდარტები. ეს სტანდარტები ზოგიერთ მკაფიოდ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლოა შეესაბამებოდეს წინამდებარე რეგულაციის მიზნებს, იმის გათვალისწინებით, რომ შესრულების კრიტერიუმები მოცემულია საკვებისა და სურსათის კანონში და უზრუნველყოფს მოქნილობასა და ხარჯების ეფექტურობას;

(21) საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს კონკრეტული საკონტროლო ამოცანის შესრულების დელეგირება უფლებამოსილი ორგანოდან მაკონტროლებელი ორგანოსადმი და აღნიშნული დელეგირების პირობები;

(22) საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო პროცედურების ხელმისაწვდომობა, რათა უფლებამოსილმა ორგანოებმა ითანამშრომლონ წევრი სახელმწიფოების შიგნით და გარეთ, კერძოდ იმ შემთხვევებში როცა სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდება, რომ ცხოველის საკვებსა და სურსათთან დაკავშირებული პრობლემები ეხება ერთზე მეტ წევრ სახელმწიფოს. ასეთი თანამშრომლობის მხარდასაჭერად წევრმა სახელმწიფოებმა ერთ ან მეტ მეკავშირე ორგანოს უნდა დაავალონ დახმარების მიღების შესახებ განაცხადების გადაცემისა და მიღების კოორდინირება;

(23) ევროპის კავშირის რეგულაციის (EEC) No 178/2002 50-ე მუხლის თანახმად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას ცხოველის საკვებისა და სურსათისაგან გამოწვეული, ადამიანის ჯანმრთელობისათვის სერიოზული პირდაპირი ან არაპირდაპირი რისკის შესახებ;

(24) მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი წესები, მესამე ქვეყნიდან გაერთიანების ტერიტორიაზე შემოტანილი საკვებისა და სურსათის კონტროლისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე შექმნილია იმპორტის ჰარმონიზებული პროცედურები ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის საბჭოს დირექტივის 97/78/EC(9) და ცოცხალი ცხოველების შესახებ საბჭოს დირექტივის 91/496//EEC(10) თანახმად;

აღნიშნული წესები გამართულად ფუნქციონირებენ და ასეც უნდა გაგრძელდეს.

(25) დირექტივაში 97/78/EC, მოცემული მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი საკვებისა და სურსათის შემოწმება შემოიფარგლება ვეტერინარული ასპექტებით. აუცილებელია ასეთ შემოწმებებს თან ერთვოდეს იმ ასპექტების სახელმწიფო კონტროლი, რომლებსაც ვეტერინარულ შემოწმებები არ მოიცავს, მაგალითად დანამატებთან, ეტიკეტირებასთან, მიკვლევადობასთან, სურსათთან კონტაქტში მყოფი სურსათისა და მასალების რადიაციასთან დაკავშირებული ასპექტები;

(26) გაერთიანების კანონმდებლობა ასევე 1995 წლის 25 ოქტომბრის დირექტივით 95/53/EC, ადგენს იმპორტირებული საკვების კონტროლის წესებს, რომლებიც ითვალისწინებენ ცხოველთა კვების 1 სფეროში სახელმწიფო ინსპექტირების ჩატარების პრინციპებს(11). აღნიშნული დირექტივა შეიცავს იმ პრინციპებსა და წესებს, რომელთა გამოყენება უნდა მოხდეს წევრი სახელმწიფოების მიერ იმპორტირებული ცხოველის საკვების მიმოქცევაში გაშვებისას;

(27) მიზანშეწონილია შემუშავდეს გაერთიანების წესები, რათა მესამე ქვეყნებში წარმოებული ცხოველის საკვები და სურსათი ექვემდებარებოდეს სახელმწიფო კონტროლს გაერთიანების ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველის საკვებისა და სურსათის იმპორტის კონტროლს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დაბინძურების განსაკუთრებულ რისკს;

(28) მხედველობაში უნდა იქნეს ასევე მიღებული იმ ცხოველის საკვებისა და სურსათის სახელმწიფო კონტროლის ორგანიზება, რომელიც შემოსულია გაერთიანების ტერიტორიაზე საბაჟო პროცედურების დაცვით, გარდა თავისუფალი ცირკულაციისა. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება იმ პროდუქტებს, რომლებიც შემოსულია საბჭოს 1992 წლის 12 ოქტომბრის რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(16)(b)-(f) მუხლით განსაზღვრული საბაჟო პროცედურების დაცვით. აღნიშნული დირექტივა ადგენს გაერთიანების საბაჟო კოდექსს(12), ასევე აღნიშნული პროდუქტების შესვლას თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში. აღნიშნული ვრცელდება ცხოველის საკვებისა და სურსათის შემოტანაზე მესამე ქვეყნებიდან, საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების, მგზავრების და ფოსტით გამოგზავნილი ამანათების საშუალებით;

(29) ცხოველის საკვებისა და სურსათის სახელმწიფო კონტროლის მიზნებისათვის აუცილებელია განისაზღვროს გაერთიანების ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება ეს წესები, რათა მოხდეს წინამდებარე რეგულაციის თანახმად ამ ტერიტორიაზე შემოტანილი ცხოველის საკვებისა და სურსათის კონტროლისადმი დაქვემდებარება. არ არის აუცილებელი ეს ტერიტორია ემთხვეოდეს დამფუძნებელი ხელშეკრულებას, კონკრეტულად ამ ხელშეკრულების 299-ე მუხლში მოცემულ ან რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას;

(30) მესამე ქვეყნებში წარმოებული ცხოველის საკვებსა და სურსათზე სახელმწიფო კონტროლის უფრო ეფექტური ორგანიზებისათვის და პროდუქციის კომერციული მიმოქცევის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იქნება დაინიშნოს მესამე ქვეყნებიდან ცხოველის საკვებისა და სურსათის შემოსვლის კონკრეტული პუნქტები გაერთიანების ტერიტორიაზე. ამასთანავე, აუცილებელია მოთხოვნილ იქნეს გაერთიანების ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლის შესახებ წინასწარ შეტყობინება. აუცილებელია თითოეულ გამოყოფილ პუნქტში არსებობდეს სათანადო აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლის განხორციელებას შესაბამის ვადებში;

(31) მესამე ქვეყნებიდან ცხოველის საკვებსა და სურსათზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესების დადგენისას, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს უფლებამოსილი ორგანოების და საბაჟო სამსახურების კოორდინირებული მუშაობა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი წესები უკვე არსებობს საბჭოს 1993 წლის 8 თებერვლის რეგულაციაში (EEC) No 339/93 მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტის უვნებლობის წესებთან შესაბამისობის შემოწმების შესახებ(13);

(32) სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად, აუცილებელია გამოიყოს შესაბამისი ფინანსური რესურსები. ამდენად, წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა შეძლონ შესაბამისი საფასურის ან გადასახადის დაწესება, რათა დაფარონ სახელმწიფო კონტროლისთვის გაწეული ხარჯები. ამ პროცესში, წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მიენიჭოთ სრული თავისუფლება, დააწესონ ფიქსირებული საფასური და გადასახადი გაღებული ხარჯებიდან გამომდინარე და განსაზღვრულ დაწესებულებაში არსებული კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის დაწესება ხდება ბიზნეს ოპერატორებისათვის, მათზე უნდა გავრცელდეს ზოგადი პრინციპები. ამდენად, მიზანშეწონილია ინსპექტირების საზღაურის ოდენობის დასადგენი კრიტერიუმების დაწესება. იმპორტის კონტროლზე გავრცელებული გადასახადების შემთხვევაში, მიზანშეწონილია დაწესდეს ფიქსირებული განაკვეთები ძირითად საიმპორტო საქონელზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული გადასახადების ერთგვაროვნად გამოყენება და მოხდეს სავაჭრო დარღვევების თავიდან აცილება.

(33) გაერთიანების კანონმდებლობა ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ, მიზნად ისახავს გარკვეული სახის ცხოველის საკვებისა და სურსათთან დაკავშირებული ბიზნეს საქმიანობის რეგისტრაციასა და დამტკიცებას უფლებამოსილი ორგანოების მიერ. აღნიშნულ საკითხს უკავშირდება ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) No... /... კვების პროდუქტების ჰიგიენის შესახებ, ასევე ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) No... /...(14), რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს, საბჭოს 1995 წლის 22 დეკემბრის დირექტივა 95/69/EC, რომელიც ადგენს ცხოველის საკვების სექტორში მოქმედი კონკრეტული დაწესებულებებისა და შუამავალი კომპანიების დამტკიცებისა და მოწყობის პირობებსა და შეთანხმებებს და მომავალი რეგულაცია სურსათის ჰიგიენის შესახებ(15);

წესების ამოქმედება უზრუნველყოფს ცხოველის საკვებისა და სურსათის საწარმოების რეგისტრაციისა და დამტკიცების ეფექტიანად და გამჭვირვალედ განხორციელებას.

(34) სახელმწიფო კონტროლისადმი ერთიანი და ერთგვაროვანი მიდგომის უზრუნველსაყოფად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმები გაერთიანების დონეზე დადგენილი ზოგადი ინსტრუქციების შესაბამისად. ამ ინსტრუქციებმა ხელი უნდა შეუწყონ თანმიმდევრული ეროვნული სტრატეგიების განვითარებას, რისკის შეფასების შედეგად დაადგინონ პრიორიტეტები და მაქსიმალურად ეფექტური კონტროლის პროცედურები. გაერთიანების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს კონტროლის განხორციელებისადმი ყოვლისმომცველ და ინტეგრირებულ მიდგომას. ზოგიერთი დაგეგმილი ტექნიკური ინსტრუქციის არასავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კომიტეტის მიერ მათი საკონსულტაციო საკომიტეტო პროცედურით დამტკიცება;

(35) კონტროლის მრავალწლიანი ეროვნული გეგმა უნდა მოიცავდეს საკვებისა და სურსათის კანონს, და ცხოველთა კეთილდღეობისა და ჯანდაცვის შესახებ კანონმდებლობას;

(36) კონტროლის მრავალწლიანმა ეროვნულმა გეგმამ მყარი საფუძველი უნდა შეუქმნას კომისიის საინსპექციო სამსახურებს, წევრ სახელმწიფოებში სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად. კონტროლის გეგმების მეშვეობით, კომისიის საინსპექციო სამსახურებმა უნდა შეძლონ წევრ სახელმწიფოებში სახელმწიფო კონტროლის ჩატარების შესაბამისობის გადამოწმება წინამდებარე რეგულაციაში მოცემული კრიტერიუმებთან. საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა კონტროლის მრავალწლიანი გეგმების აუდიტი გვიჩვენებს აღნიშნული გეგმების სუსტ მხარეებს ან წარუმატებლობას, საჭიროა განხორციელდეს დეტალური აუდიტი და ინსპექტირება;

(37) წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ წარუდგინონ კომისიას წლიური ანგარიში, რომელიც შეიცავს კონტროლის მრავალწლიანი გეგმების განხორციელების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულ ანგარიშში უნდა იყოს მოცემული წინა წელს განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისა და აუდიტის შედეგები და, საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი საკონტროლო გეგმის განახლებული ვერსია შედეგებიდან გამომდინარე;

(38) გაერთიანების მიერ წევრ სახელმწიფოებში განხორციელებული კონტროლი კომისიის საინსპექციო სამსახურებს საშუალებას აძლევს, გადაამოწმონ ხორციელდება თუ არა ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონი და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობა სწორად და ერთიანი პრინციპით გაერთიანების მთელს ტერიტორიაზე;

(39) მესამე ქვეყნებში გაერთიანების კონტროლის განხორციელება საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობისა და, შესაბამის შემთხვევებში, მათი კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან ეკვივალენტობის შემოწმება. მესამე ქვეყნებს ასევე შესაძლოა მოეთხოვოს მათი საკონტროლო სისტემების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც დგება ევროპის კავშირის მითითებების საფუძველზე, წარმოადგენს კომისიის მიერ შემდგომი კონტროლის განხორციელების საფუძველს, რომელიც ტარდება მრავალდისციპლინარული მიდგომის საშუალებით და მოიცავს გაერთიანების ტერიტორიაზე ექსპორტის ძირითად სექტორებს. აღნიშნული პროცესის მეშვეობით, უნდა მოხდეს არსებული რეჟიმის გამარტივება, ეფექტური ერთობლივი კონტროლის გაძლიერება და შესაბამისად, ხელი უნდა შეეწყოს ვაჭრობას გაზრდას;

(40) იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმპორტირებული საქონელი შეესაბამება გაერთიანების ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონს ან მისი ეკვივალენტურია, აუცილებელია დადგინდეს პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება იმპორტის პირობებისა და სერტიფიცირების მოთხოვნების განსაზღვრა;

(41) ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის, ასევე ცხოველთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის შესახებ წესების დარღვევამ, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, ცხოველთა ჯანმრთელობასა და მათ კეთილდღეობას. შესაბამისად, აღნიშნული დარღვევებისათვის შეფარდებულ უნდა იქნეს ეფექტური, გადამწყვეტი და თანაზომიერი აღმკვეთი ზომები ეროვნულ დონეზე, გაერთიანების მთელ ტერიტორიაზე;

(42) ასეთი ზომები უნდა მოიცავდეს ადმინისტრაციულ ქმედებას წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან, რომელთაც უნდა ჰქონდეთ აღნიშნული მიზნებისათვის მზა პროცედურები შემუშავებული. ასეთი პროცედურების უპირატესობა იმაშია, რომ ისინი იძლევიან სიტუაციის გამოსასწორებლად სწრაფი ზომების მიღების საშუალებას;

(43) ოპერატორებს უნდა ჰქონდეთ უფლება, გაასაჩივრონ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და ისინი უნდა ფლობდნენ ინფორმაციას აღნიშნული უფლების შესახებ;

(44) მიზანშეწონილია მხედველობაში იქნეს მიღებული განვითარებადი, კერძოდ ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების კონკრეტული მოთხოვნილებები და შემოღებულ იქნეს მათზე მორგებული ზომები. კომისია მზად უნდა იყოს დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს ცხოველის საკვებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ადამიანის ჯანდაცვისა და ვაჭრობის განვითარებისათვის. ასეთი მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს გაერთიანების განვითარების თანამშრომლობის პოლიტიკის კონტექსტში;

(45) წინამდებარე რეგულაციაში მოცემული წესები ადასტურებენ იმ ინტეგრირებულ და სწორხაზოვან მიდგომას, რომელიც საჭიროა ცხოველის საკვებსა და სურსათის უვნებლობაზე და ცხოველთა კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე შესაბამისი კონტროლის პოლიტიკის განსახორციელებლად. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს კონკრეტული ხასიათის კონტროლის განხორციელების საშუალებაც, მაგ. ევროპის კავშირში ზოგიერთი დამაბინძურებლისათვის მაქსიმალური დასაშვები დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ასევე საჭიროა შენარჩუნდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის და ცხოველთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის კონტროლის სფეროებში არსებული უფრო კონკრეტული წესები;

კერძოდ, აღნიშნული წესები მოიცავს შემდეგ დადგენილებებს: დირექტივა 96/22/EC(16), დირექტივა 96/23/EC(17), რეგულაცია (EC) No …/…(18), რეგულაცია (EC) No 999/2001(19), რეგულაცია (EC) No 2160/2003(20), დირექტივა 86/362/EEC(21), დირექტივა 90/642/EEC(22) და მასთან დაკავშირებული განმახორციელებელი წესები, დირექტივა 92/1/EEC(23), დირექტივა 92/2/EEC(24), და აქტები, რომლებიც ეხება ცხოველთა დაავადებებს როგორიცაა თურქული, ღორის ვეზიკულარული დაავადება, სხვა.; ისევე როგორც ცხოველთა კეთილდღეობის სახელმწიფო კონტროლის მიმართ დაწესებული მოთხოვნები;

(46) წინამდებარე რეგულაცია მოიცავს იმ სფეროებს, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია ამჟამად ძალაში მყოფი კონკრეტული აქტებით. ამდენად, მიზანშეწონილია გაუქმდეს კონკრეტულად შემდეგი აქტები ცხოველთა საკვებისა და სურსათის შესახებ და შეიცვალოს ისინი წინამდებარე რეგულაციის წესებით: საბჭოს დირექტივა 70/373/EEC(25); საბჭოს დირექტივა 85/591/EEC(26); საბჭოს დირექტივა 89/397/EEC(27); საბჭოს დირექტივა 93/99/EEC(28); საბჭოს დირექტივა 93/383/EEC(29); საბჭოს დირექტივა 95/53/EC; საბჭოს დირექტივა 96/43/EC(30); საბჭოს გადაწყვეტილება 98/728/EC(31); და საბჭოს გადაწყვეტილება 1999/313/EC(32).;

(47) წინამდებარე რეგულაციის გათვალისწინებით დირექტივებში 96/23/EC, 97/78/EC და 2000/29/EC შეტანილი უნდა იქნეს ცვლილებები;

(48) ვინაიდან წინამდებარე რეგულაციის მიზანი, სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ჰარმონიზებული მიდგომა, შეუძლებელია სრულად იქნეს მიღწეული წევრი სახელმწიფოების მიერ მისი სირთულისა და საერთაშორისო ხასიათის გამო, ცხოველის საკვებისა და სურსათის იმპორტთან მიმართებაში, და აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების დონეზე, გაერთიანებას შეუძლია მიიღოს ზომები ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბსიდიარულობის პრინციპის შესაბამისად. იმავე მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, წინამდებარე რეგულაცია არ სცილდება ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად;

(49) წინამდებარე რეგულაციის განსახორციელებლად საჭირო ზომები უნდა იქნეს მიღებული საბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების 199/468/EC შესაბამისად, რომელიც ადგენს კომისიაზე დაკისრებული განმახორციელებელი უფლებამოსილების გამოყენების პროცედურებს(33).

მიიღო წინამდებარე რეგულაცია:

კარი I

საგანი, რეგულირების სფერო და განმარტებები

მუხლი 1

საგანი და მოქმედების სფერო

1. წინამდებარე რეგულაციაში მოცემულია სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ზოგადი წესები იმ კანონებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რომლებიც მიზნად ისახავენ:

(a) ადამიანებისათვის და ცხოველებისათვის პირდაპირი ან მათ საარსებო გარემოსთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებას, აღმოფხვრას ან მისაღებ დონემდე შემცირებას; და

(b) ცხოველის საკვებითა და სურსათით ვაჭრობაში სამართლიანობის პრინციპის უზრუნველყოფას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, მათ შორის ცხოველის საკვებისა და სურსათის ეტიკეტირებისა და მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაციის მიწოდების სხვა ფორმების ჩათვლით.

2. წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთო ბაზრის ორგანიზების წესებთან შესაბამისობის დასადგენად განხორციელებულ სახელმწიფო კონტროლზე.

3. წინამდებარე რეგულაციით არ უნდა შეზღუდოს გაერთიანების რაიმე კონკრეტული დებულება, რომელიც ეხება სახელმწიფო კონტროლს.

4. წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება უნდა მოხდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების ძირითადი სამართლებრივი პასუხისმგებლობის, რომელიც გულისხმობს ცხოველის საკვებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას რეგულაციის (EC) No 178/2002 შესაბამისად, და მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლებრივი ხასიათის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის, გამოყენებულ უნდა იქნეს რეგულაციის (EC)No 178/2002 მე-2 და მე-3 მუხლებში მოცემული განმარტებები. ასევე გამოიყენება ქვემომოყვანილი განმარტებები:

1) „სახელმწიფო კონტროლი“ ნიშნავს კონტროლის ნებისმიერ ფორმას, რომელსაც ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან გაერთიანება ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონებთან, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან შესაბამისობის დასადგენად;

2) „შემოწმება“ ნიშნავს გამოკვლევებითა და ობიექტური მტკიცებულების გათვალისწინებით განხორციელებულ გადამოწმებას, იმის დასადგენად სრულდება თუ არა კონკრეტული მოთხოვნები;

3) „კანონი ცხოველის საკვების შესახებ“ ნიშნავს იმ კანონებს, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ დებულებებს, რომლებიც არეგულირებენ ცხოველის საკვებთან ზოგადად და კონკრეტულად მის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს როგორც გაერთიანების ისე ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონი მოიცავს ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და გამოყენების ყველა ეტაპს;

4) „უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს წევრი სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, ან ნებისმიერ სხვა ორგანოს, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. შესაბამის შემთხვევებში ტერმინი ასევე შეიძლება მოიაზრებდეს მესამე ქვეყნის შესაბამის ორგანოს;

5) „მაკონტროლებელი ორგანო“ ნიშნავს დამოუკიდებელ მესამე მხარეს, რომელსაც უფლებამოსილმა ორგანომ მიანდო გარკვეული საკონტროლო ამოცანების შესრულება;

6) „აუდიტი“ ნიშნავს რეგულარული და დამოუკიდებელი შემოწმების ჩატარებას, რათა დადგინდეს შეესაბამება თუ არა საქმიანობა და მასთან დაკავშირებული შედეგები დაგეგმილ ღონისძიებებს, თუ მოხდა აღნიშნული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელება და რამდენად წარმოადგენენ ისინი მიზნების მიღწევის საშუალებას;

7) „ინსპექტირება“ ნიშნავს ცხოველის საკვების, სურსათის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ნებისმიერი ასპექტის გამოკვლევას, რათა მოხდეს აღნიშნული ასპექტის ან ასპექტების შესაბამისობის შემოწმება ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ კანონების სამართლებრივ მოთხოვნებთან;

8) „მონიტორინგი“ ნიშნავს მთელი რიგი დაგეგმილი დაკვირვებების და შეფასებების განხორციელებას, ქვეყანაში ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან შესაბამისობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნის მიზნით;

9) „ზედამხედველობა“ ნიშნავს ცხოველის საკვებისა და სურსათის ერთი ან მეტი საწარმოს საქმიანობაზე, ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებზე და მათ საქმიანობაზე დეტალურად დაკვირვებას;

10) „შეუსაბამობა“ ნიშნავს ცხოველის საკვებსა და სურსათის შესახებ კანონთან და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის წესებთან შეუსაბამობას;

11) „ნიმუშების აღება ანალიზისათვის“ ნიშნავს ცხოველის საკვების ან სურსათის ან რაიმე სხვა მასალის აღებას (გარემოდან მოპოვებული მასალის ჩათვლით), რომელიც მნიშვნელოვანია ცხოველის საკვებისა და სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციისათვის ან ცხოველთა ჯანმრთელობისათვის, რათა ანალიზის მეშვეობით დადგინდეს მათი შესაბამისობა ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან და ცხოველთა ჯანმრთელობის წესებთან;

12) „სახელმწიფო სერტიფიცირება“ ნიშნავს პროცედურას, რომლის მეშვეობითაც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ან მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც აქვს უფლება იმოქმედოს აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონთან შესაბამისობის წერილობითი, ელექტრონული ან ეკვივალენტური დამადასტურებელი საბუთის წარმოებას;

13) „სახელმწიფო დაკავება“ ნიშნავს პროცედურას, რომლითაც უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის საკვების ან სურსათის ხელშეუხებლობას ან მათ ადგილზე დარჩენას, სანამ არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება მათი დანიშნულების ადგილის შესახებ. იგი მოიცავს პროდუქციის შენახვას ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ უფლებამოსილი ორგანოდან მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად;

14) „ეკვივალენტობა“ ნიშნავს სხვადასხვა სისტემებისა და ღონისძიებების უნარს, მიაღწიონ ერთსა და იმავე მიზნებს, ხოლო „ეკვივალენტური“ ნიშნავს სხვადასხვა სისტემებსა და ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურებიან ერთი და იგივე მიზნებს;

15) „იმპორტი“ ნიშნავს ცხოველის საკვებისა და სურსათის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას ან ამ გაშვების განზრახვას რეგულაციის (EEC) No 2913/92 79-ე მუხლის თანახმად, I დანართში მოცემული ტერიტორიებიდან რომელიმეზე;

16) „შემოტანა“ ნიშნავს იმპორტს, ზემოაღნიშნული მე-15 ქვეპუნქტის განმარტებით, და საქონლის იმ საბაჟო პროცედურებზე დაქვემდებარებას, რომლებიც მოცემულია რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(16)(b)-(f) მუხლით, ასევე მათ შესვლას გადასახადებისგან თავისუფალ ზონაში ან საწყობში;

17) „დოკუმენტური შემოწმება“ ნიშნავს კომერციული დოკუმენტების შემოწმებას, და, ასევე, საჭიროებისამებრ, იმ დოკუმენტების შემოწმებას, რომლებიც აუცილებლად თან უნდა ერთვოდეს ტვირთს, ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის შესაბამისად;

18) „იდენტურობის შემოწმება“ ნიშნავს ვიზუალურ ინსპექტირებას, რათა მოხდეს საქონლის ტვირთის თანმხლები სერტიფიკატების და სხვა დოკუმენტების შესაბამისობის დადგენა ეტიკეტირების ნორმებსა და პარტიის შიგთავსთან;

19) „ფიზიკური შემოწმება“ ნიშნავს თავად ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებულ შემოწმებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ტრანსპორტის საშუალებების, შეფუთვის, ეტიკეტირებისა და ტემპერატურის გადამოწმებას, ნიმუშების აღებას ანალიზისათვის და ლაბორატორიულ გამოკვლევას და სხვა ნებისმიერ შემოწმებას, რომელიც საჭიროა ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან შესაბამისობის დასადგენად;

20) „კონტროლის გეგმა“ ნიშნავს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მომზადებულ დადგენილ აღწერილობას, რომელიც შეიცავს აღნიშნული ორგანოს სახელმწიფო საკონტროლო სისტემების სტრუქტურისა და მოწყობის შესახებ ინფორმაციას.

კარი II

წევრი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი

თავი I

 ზოგადი ვალდებულებები

მუხლი 3

სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგადი ვალდებულებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო კონტროლის რეგულარულად განხორციელება საჭირო სიხშირით და არსებული რისკიდან გამომდინარე, რათა მიღწეულ იქნეს წინამდებარე რეგულაციის მიზნები შემდეგის გათვალისწინებით:

(a) ცხოველებთან, ცხოველის საკვებთან და სურსათთან, ცხოველის საკვებსა და სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობასთან, ცხოველის საკვების ან სურსათის გამოყენებასთან ან ნებისმიერ პროცესთან, მასალასთან, ნივთიერებასთან, ღონისძიებასთან ან ქმედებასთან დაკავშირებით გამოვლენილი რისკები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ცხოველის საკვებისა და სურსათის უვნებლობაზე, ცხოველების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე;

(b) ცხოველის საკვებისა და სურსათის ოპერატორების საქმიანობის შესახებ განვლილი პერიოდის მონაცემების შესაბამისობა, ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის ან ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან დაკავშირებით;

(c) ნებისმიერი საკუთარი ძალებით აქამდე განხორციელებული კონტროლის საიმედოობა; და

(d) ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ არსებული ინფორმაცია.

2. სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტარდება აუდიტი, რომლის ჩატარების შესახებ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორს წინასწარ ეგზავნება შეტყობინება.

სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ასევე შესაძლებელია კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.

3. სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის და ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე. იგი უნდა შეიცავდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის საწარმოების, ცხოველის საკვებისა და სურსათის გამოყენების, მისი შენახვის, ნებისმიერი დაკავშირებული პროცესის, მასალის, ნივთიერების, ღონისძიებისა თუ ქმედების კონტროლს, მათ შორის ცხოველის საკვებისა და სურსათის და ცოცხალი ცხოველების გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებს, რაც მოითხოვება წინამდებარე რეგულაციის მიზნების მისაღწევად.

4. სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს თანაბარი სიფრთხილით გაერთიანების ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ექსპორტზე, გაერთიანების ტერიტორიაზე არსებულ ბაზარზე პროდუქციის შემოტანასა და I დანართში მოცემულ ტერიტორიებზე მესამე ქვეყნებიდან შემოტანაზე.

5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ სხვა წევრ სახელმწიფოში გასაგზავნი პროდუქციის კონტროლი იმავე სიფრთხილით, როგორც ეს მოხდებოდა მათ საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ ბაზარზე პროდუქტის განთავსების შემთხვევაში.

6. დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება შეამოწმოს ცხოველის საკვების და სურსათის შესაბამისობა ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან არადისკრიმინაციული შემოწმების მეშვეობით. სახელმწიფო კონტროლის აუცილებლად საჭირო დონეზე განხორციელებისათვის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოსთხოვონ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც მათ სხვა წევრი სახელმწიფოებიდან მიაწოდეს საქონელი, ასეთი საქონლის შემოტანის შესახებ შეტყობინების უზრუნველყოფა.

7. თუ დანიშნულების ადგილზე განხორციელებული შემოწმების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს წევრი სახელმწიფო აღმოაჩენს, რომ ადგილი აქვს შეუსაბამობას, მან უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რომლებშიც შესაძლოა შედიოდეს ამ საქონლის გამომგზავნ წევრ სახელმწიფოში უკან გაგზავნა.

თავი II

უფლებამოსილი ორგანოები

მუხლი 4

უფლებამოსილი ორგანოების და მათი სამუშაო კრიტერიუმების განსაზღვრა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ის უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე რეგულაციის მიზნების და რეგულაციით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე.

2. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ:

(a) ცოცხალ ცხოველებზე, ცხოველის საკვებსა და სურსათზე წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, ასევე ცხოველის საკვების გამოყენებაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობა და მართებულობა;

(b) ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობა კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის მხრიდან;

(c) ტესტირებისათვის საჭირო ლაბორატორიების ქონა და შესაბამისად კვალიფიცირებული და გამოცდილი პერსონალის ყოლა ან მათი ხელმისაწვდომობა, რათა ეფექტურად განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი და შესრულდეს მაკონტროლებელი მოვალეობები;

(d) სათანადო და შესაბამისად გამართული შენობა-ნაგებობა და აღჭურვილობა იმისათვის, რომ პერსონალმა მოვალეობები შეასრულოს ეფექტურად;

(e) სამართლებრივი უფლებამოსილების ქონა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი და მიიღონ წინამდებარე რეგულაციაში მითითებული ზომები;

(f) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის შემუშავებული რეაგირების გეგმები, რათა საჭიროებისამებრ მოხდეს მათი გამოყენება;

(g) ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის ვალდებულების დაწესება, რომლის მიხედვითაც ისინი ვალდებულნი არიან დაექვემდებარონ ნებისმიერი სახის ინსპექციას და დაეხმარონ უფლებამოსილი ორგანოს პერსონალს მათი ამოცანების შესრულებაში წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად.

3. თუ წევრი სახელმწიფო, სახელმწიფო კონტროლის ჩატარების უფლებას გადასცემს ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს, გარდა რომელიმე სხვა ორგანოს ან ორგანოებს, კერძოდ კი, რეგიონალურ ან ადგილობრივ დონეზე, საჭიროა მოხდეს ეფექტური და ოპტიმალური კოორდინაცია ყველა კომპეტენტურ ორგანოს შორის, მათ შორის გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სფეროების ჩათვლით შესაბამის შემთხვევებში.

4. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო კონტროლის მიუკერძოებლობა, ხარისხი და მდგრადობა ყველა დონეზე. მე-2 აბზაცში ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინება უნდა მოხდეს იმ თითოეული ორგანოს მიერ, რომელსაც ევალება სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

5. თუ უფლებამოსილი ორგანოს შიგნით სახელმწიფო კონტროლზე უფლებამოსილი ერთზე მეტი ერთეულია, აღნიშნულ ერთეულებს შორის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ეფექტიანი და ოპტიმალური კოორდინაცია და თანამშრომლობა.

6. უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან ჩაატარონ შიდა აუდიტი ან ჩაატარებინონ გარე აუდიტი და მათი შედეგებიდან გამომდინარე მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევა. აღნიშნული აუდიტები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებლად და სრული გამჭვირვალობით.

7. წინამდებარე მუხლის შესრულების განხორციელების დეტალური წესები უნდა დამტკიცდეს 62(3)- ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 5

სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებების დელეგირება

1. უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლოა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებების შესრულება დაავალოს ერთ ან მეტ მაკონტროლებელ ორგანოს მე-2 − 4 აბზაცების შესაბამისად.

ამოცანათა სია, რომელთა დელეგირება დაშვებულია ან დაუშვებელია, უნდა შედგეს 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ დაუშვებელია 54-ე მუხლში მოცემული ღონისძიებების დელეგირება.

2. უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლოა დაავალოს კონკრეტული დავალებების შესრულება რომელიმე ერთ მაკონტროლებელ ორგანოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

(a) არსებობს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შესასრულებელი ამოცანების და მათ შესასრულებლად საჭირო პირობების ზუსტი აღწერილობა;

(b) არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მაკონტროლებელ ორგანოს:

(i) გააჩნია საკმარისი გამოცდილება, აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა მისთვის დელეგირებული ამოცანების შესასრულებლად;

(ii) ჰყავს შესაბამისად კვალიფიცირებული და გამოცდილი კადრების საკმარისი რაოდენობა; და

(iii) მისთვის დელეგირებული ამოცანების შესრულებისას არის მიუკერძოებელი და თავიდან აცილებულია ინტერესთა კონფლიქტი;

(c) მაკონტროლებელი ორგანო ფუნქციონირებს და აკრედიტებულია ევროპის სტანდარტის EN 45004 შესაბამისად, რომელიც ეხება „ინსპექტირების განმახორციელებელი სხვადასხვა ტიპის ორგანოთა მუშაობის ზოგად კრიტერიუმებს“ ან/და სხვა სტანდარტთან შესაბამისად, თუ აღნიშნული სტანდარტი უფრო მეტად შესაბამისობაშია კონკრეტულ დელეგირებულ ამოცანებთან;

(d) ლაბორატორიები ფუნქციონირებენ მე-12(2) მუხლში მოცემული სტანდარტების შესაბამისად;

(e) მაკონტროლებელი ორგანო მის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგებს ამცნობს უფლებამოსილ ორგანოს რეგულარულად და მისი მოთხოვნისთანავე. თუ განხორციელებული კონტროლის შედეგები გვიჩვენებს, რომ ადგილი აქვს შეუსაბამობას, ან მისი არსებობის შესაძლებლობას, მაკონტროლებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ უფლებამოსილ ორგანოს;

(f) არსებობს ეფექტური და ოპტიმალური კოორდინაცია მადელეგირებელ უფლებამოსილ ორგანოს და მაკონტროლებელ ორგანოს შორის.

3. უფლებამოსილმა ორგანოებმა, რომლებიც ახორციელებენ კონკრეტული ამოცანების დელეგირებას მაკონტროლებელი ორგანოებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახორციელონ მაკონტროლებელი ორგანოების აუდიტი ან ინსპექტირება. თუ აუდიტის ან ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ ასეთი ორგანოები სათანადოდ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს, უფლებამოსილმა ორგანომ, რომელიც ახდენს დელიგირებას, შეუძლია დაუყონებლივ შეწყვიტოს დელიგირება იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი ორგანო ვერ შეძლებს დროული და შესაფერისი გამოსასწორებელი ზომების მიღებას.

4. ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც სურს კონკრეტული კონტროლის დავალების დელეგირება მაკონტროლებელი ორგანოსათვის, ამის შესახებ უნდა შეატყობინოს კომისიას. ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგი საკითხების დეტალურ აღწერილობას:

(a) უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ახდენს ამოცანის დელეგირებას;,

(b) ორგანოს მიერ დელეგირებული ამოცანა; და

(c) მაკონტროლებელი ორგანო, რომელისთვისაც ხდება ამოცანის დელეგირება.

მუხლი 6

სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალი

უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა მთელმა პერსონალმა:

(a) გაიაროს მისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სასწავლო კურსი, რაც მათ მისცემს საშუალებას უფრო კომპეტენტურად გაართვან თავი თავიანთ მოვალეობებს და განახორციელონ უფრო მყარი და ერთგვაროვანი სახელმწიფო კონტროლი. ეს სასწავლო კურსები შესაბამისად უნდა მოიცავდეს II დანართის I თავში მოცემულ სფეროებს;

(b) გაიუმჯობესოს და შეივსოს ცოდნა კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში გაიაროს რეგულარული დამატებითი სასწავლო კურსი; და

(c) აღნიშნული პერსონალი უნდა ფლობდეს მრავალდისციპლინური თანამშრომლობისთვის საჭირო უნარს.

მუხლი 7

გამჭვირვალობა და კონფიდენციალურობა

1. უფლებამოსილმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის შესრულების გამჭირვალობა. აღნიშნული მიზნისათვის მათ ხელთ არსებული შესაბამისი ინფორმაცია უნდა იყოს დაუყოვნებლივ საჯაროდ ხელმისაწვდომი. ზოგადად, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემდეგი:

(a) უფლებამოსილი ორგანოების მიერ განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და მათი ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია; და

(b) რეგულაციის (EC) No 178/2002 მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიიღოს ზომები, რომ თანამშრომლებს დაეკისროთ ვალდებულება საიდუმლოდ შეინახონ სახელმწიფო კონტროლის ჩატარების დროს მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც როგორც წესი შეიცავს პროფესიულ საიდუმლოებებს სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში. პროფესიული საიდუმლოების დაცვამ ხელი არ უნდა შეუშალოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ 1(b) აბზაცში მოცემული ინფორმაციის გავრცელებას. უცვლელი რჩება ევროპარლამენტისა და საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის დირექტივის 95/46/EC წესები, რომელიც ეხება პერსონალური მონაცემების დამუშავებისას და მათი შეუზღუდავი მიმოქცევისას ადამიანის უფლებების დაცვას(34).

3. კერძოდ, პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:

– წინასაგამოძიებო სამართალწარმოების ან განხილვაში მყოფი სასამართლო საქმეების კონფიდენციალურობა;

– პირადი მონაცემები, დოკუმენტები, რომლებიც მიჩნეულია გამონაკლისად, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 30 მაისის რეგულაციით (EC) No 1049/2001 ევროპარლამენტის, საბჭოს და კომისიის დოკუმენტების საჯარო ხელმისაწვდომობის შესახებ(35);

– ინფორმაცია, რომელიც დაცულია ეროვნული და გაერთიანების კანონმდებლობით, კონკრეტულად კი, პროფესიული საიდუმლოების, თათბირის საიდუმლოების, საერთაშორისო ურთიერთობების და ეროვნული თავდაცვის საკითხები.

 

მუხლი 8

კონტროლისა და შემოწმების პროცედურები

1. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი დოკუმენტირებული პროცედურების შესაბამისად. ეს პროცედურები უნდა შეიცავდნენ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალისათვის განკუთვნილ ინფორმაციას და ინსტრუქციებს, II დანართის II თავში მოცემული სფეროების ჩათვლით.

2. წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ მოქმედი სამართლებრივი პროცედურები იმისათვის, რომ უზრუნველყონ უფლებამოსილი ორგანოების პერსონალისთვის იმ შენობა-ნაგებობების და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა, რომელსაც ფლობს ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორი, რათა აღნიშნულმა პერსონალმა შეძლოს დაკისრებული ამოცანების სათანადოდ შესრულება.

3. უფლებამოსილი ორგანოები უნდა ფლობდნენ ყველა საჭირო პროცედურას რათა:

(a) შეამოწმონ მათ მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობა; და

(b) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ, მაკორექტირებელი ზომების მიღება და პირველ აბზაცში მოცემული დოკუმენტაციის განახლება.

4. კომისიამ შეიძლება შეიმუშაოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ინსტრუქციები 62(2)-ე მუხლში მოცემული წესის შესაბამისად.

კერძოდ, აღნიშნული ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს შემდეგი სახის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით:

(a) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპების განხორციელება;

(b) მართვის სისტემები, რომლითაც ხელმძღვანელობენ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორები, ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

(c) ცხოველის საკვებისა და სურსათის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური უვნებლობა.

მუხლი 9

ანგარიშები

1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოამზადოს მის მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ანგარიშები.

2. აღნიშნული ანგარიშები უნდა შეიცავდეს სახელმწიფო კონტროლის მიზნისა და გამოყენებული მეთოდების აღწერილობას, სახელმწიფო კონტროლის შედეგებს და, საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესოპერატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას.

3. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა წარუდგინოს ბიზნესოპერატორს მე-2 პუნქტში მოცემული ანგარიშის ასლი, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში.

მუხლი 10

კონტროლის მეთოდები, ღონისძიებები და მეთოდოლოგია

1. სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ამოცანები, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს კონტროლის შესაბამისი მეთოდებისა და ტექნიკის გამოყენებით, მათ შორის როგორიცაა მონიტორინგი, ზედამხედველობა, შემოწმება, აუდიტი, ინსპექტირება, ნიმუშების აღება და ანალიზი.

2. ცხოველის საკვებისა და სურსათის სახელმწიფო კონტროლი უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ღონისძიებებს:

(a) ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ გამოყენებული კონტროლის სისტემების შემოწმება და მათი შემოწმების შედეგები;

(b) შემდეგი პუნქტების ინსპექტირება:

(i) პირველადი წარმოების მოწყობილობები, ცხოველის საკვებისა და სურსათის საწარმოები, მათ შორის საწარმოების მიმდებარე ტერიტორია, შენობა-ნაგებობები, ოფისები, აპარატურა-დანადგარები, ინსტალაციები და დანადგარები, ტრანსპორტისა და ცხოველის საკვებისა და სურსათის ჩათვლით;

(ii) ნედლეული, ინგრედიენტები, გადამუშავების დამხმარე საშუალებები და სხვა პროდუქტები, რაც აუცილებელია ცხოველის საკვებისა და სურსათის წარმოებისათვის;

(iii) ის მასალები და პროდუქტები, რომლებიც შედიან პირდაპირ კონტაქტში სურსათთან:

(iv) საწმენდი და სარემონტო საშუალებები და პროცესები, და პესტიციდები;

(v) ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამირება;

(c) ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების ჰიგიენის პირობების შემოწმება;

(d) კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP), კარგი ჰიგიენის პრაქტიკის (GHP), კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის პროცედურების შეფასება გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ინსტრუქციების გამოყენების გათვალისწინებით;

(e) წერილობითი მასალისა და სხვა დოკუმენტაციის შემოწმება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ხდებოდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;

(f) ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებთან და მათ პერსონალთან გასაუბრება;

(g) ცხოველის საკვებისა და სურსათის საწარმოების შეფასების მექანიზმების მიერ ნაჩვენები მონაცემები;

(h) უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკუთარი ინსტრუმენტების მეშვეობით განხორციელებული კონტროლი, რომელიც ადგენს თუ რამდენად მართებულია ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ მიღებული ზომები;

(i) ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევა.

თავი III

ნიმუშების აღება და ანალიზი

მუხლი 11

ნიმუშების აღებისა და ანალიზის მეთოდები

1. სახელმწიფო კონტროლის კონტექსტში გამოყენებული ნიმუშების აღებისა და ანალიზის მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანების შესაბამის წესებს ან,

(a) თუ ასეთი წესები არ არსებობს, საერთაშორისოდ აღიარებულ წესებსა ან პროტოკოლებს. მაგალითად, „სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის“ (CEN) მიერ აღიარებული ან ეროვნულ კანონმდებლობასთან შეთანხმებით მიღებული წესები; ან

(b) ზემოხსენებულის არარსებობის შემთხვევაში სხვა მეთოდებს, რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ მიზანს, ან რომლებიც შემუშავებულია სამეცნიერო პროტოკოლების შესაბამისად.

2. გარდა პირველ აბზაცში გათვალისწინებული შემთხვევებისა, ანალიზის მეთოდების ვალიდურობა დგინდება კონკრეტულ ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლის მიხედვით.

3. შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის მეთოდები უნდა განისაზღვროს III დანართში მოცემული შესაბამისი კრიტერიუმებით.

4. შემდეგი საიმპლემენტაციო ზომები შეიძლება მიღებულ იქნეს 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად:

(a) დავის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშების აღებისა და ანალიზის მეთოდები, დამადასტურებელი ან ეტალონური მეთოდების ჩათვლით;

(b) შესრულების კრიტერიუმები, ანალიზის პარამეტრები, გაზომვათა არასტაბილურობა; და (a) პუნქტში მოცემული მეთოდების ვალიდურობის დადგენის პროცედურები; და

(c) შედეგების განმარტების წესები.

5. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ შესაბამისი წესები ცხოველის საკვებისა და სურსათის იმ ბიზნესოპერატორების, რომელთა პროდუქცია ექვემდებარება ნიმუშების აღებასა და ანალიზს, უფლებების უზრუნველსაყოფად, რომ გამოიყენონ დამატებითი ექსპერტის დასკვნა, უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებაზე გავლენის გარეშე კრიტიკულ შემთხვევაში სწორი ზომების მისაღებად.

6. კერძოდ, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებმა შეძლონ მიიღონ დამატებითი საექსპერტო დასკვნისათვის საჭირო საკმარისი ნიმუშების რაოდენობა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული შეუძლებელია ვინაიდან საქმე ეხება მალფუჭებად პროდუქტებს ან არსებული სუბსტრატის ძალიან მცირე რაოდენობას.

7. ნიმუშების აღება, შეგროვება და ეტიკეტირება უნდა მოხდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი, როგორც სამართლებრივი ისე ანალიტიკური ვარგისიანობა.

მუხლი 12

სახელმწიფო ლაბორატორიები

1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეარჩიოს ის ლაბორატორიები, რომლებიც შეძლებენ სახელმწიფო კონტროლის დროს აღებული ნიმუშების ანალიზს.

2. თუმცა, უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ მხოლოდ იმ ლაბორატორიების განსაზღვრა, რომლებიც მუშაობენ, მოწმდებიან და აკრედიტებულნი არიან შემდეგი ევროპული სტანდარტების მიხედვით:

(a) EN ISO/IEC /17025 „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“;

(b) EN 45002 „საგამოცდო ლაბორატორიების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები“;

(c) EN 45003 „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების აკრედიტაციის სისტემის მუშაობისა და აღიარებისათვის“ გაერთიანების ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონში მოცემული ტესტირების სხვადასხვა მეთოდების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

3. მე-2 აბზაცში მოხსენიებული საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაცია და შეფასება შესაძლოა უკავშირდებოდეს ინდივიდუალურ ტესტებს ან მათ ჯგუფს.

4. უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლოა გააუქმოს პირველ აბზაცში მითითებული უფლება კონტროლზე იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება მე-2 აბზაცში მოცემული პირობების შესრულება.

თავი IV

კრიზისის მართვა

მუხლი 13

ცხოველის საკვებსა და სურსათთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები

განსახორციელებლად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოამზადონ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერატიული გეგმები, რომლებშიც მოცემული იქნება გადაუდებლად განსახორციელებელი ზომები ვითარებაში, როცა ცხოველის საკვები და სურსათი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანებს ან ცხოველებს პირდაპირ ან გარემოს მეშვეობით.

2. აღნიშნული გეგმები უნდა აკონკრეტებდეს შემდეგს:

(a) საქმიანობაში ჩართულ ადმინისტრაციულ ორგანოებს;

(b) მათ პასუხისმგებლობებს და უფლებამოსილებებს; და

(c) შესაბამის მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის არხებსა და პროცედურებს.

3. წევრმა სახელმწიფოებმა, საჭიროებისამებრ, უნდა განიხილონ რეაგირების გეგმები, განსაკუთრებით კომპეტენტურ ორგანოთა ორგანიზებაში მომხდარ ცვლილებათა ჭრილში და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სიმულაციური სავარჯიშოებიდან მიღებული გამოცდილების ჩათვლით.

4. საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზომები უნდა იქნეს მიღებული 62(3)-ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად. ასეთი ზომების განხორციელების შემდეგ უნდა შემუშავდეს ჰარმონიზებული წესები საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმებისათვის რათა ისინი შეესაბამებოდნენ რეგულაციის (EC) No 178/2002 55-ე მუხლში მოცემული კრიზისის მართვის ზოგად გეგმას. მათ ასევე უნდა მიუთითონ ამ გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილე დაინტერესებულ პირთა როლი.

თავი V

მესამე ქვეყნიდან შემოტანილი ცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 14

ცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი

1. წინამდებარე რეგულაციამ არ უნდა მოახდინოს გავლენა დირექტივაში 97/78/EC მოცემული ცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებული ვეტერინარული შემოწმების მოთხოვნებზე. თუმცა, დირექტივის 97/78/EC შესაბამისად განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ დამატებით უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, რათა დაადგინოს ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან დაკავშირებულ ასპექტებთან შესაბამისობა, რომელთაც არ ითვალისწინებს ეს დირექტივა, წინამდებარე რეგულაციის VI კარის II თავში მოყვანილი ასპექტების ჩათვლით.

2. წინამდებარე რეგულაციის მე-18 − 25-ე მუხლებში მოცემული ზოგადი წესები ასევე ვრცელდება ყველა ტიპის ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებულ სახელმწიფო კონტროლზე, ცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებისა და სურსათის ჩათვლით.

3. იმ საქონლის შემოწმების დამაკმაყოფილებელმა შედეგებმა, რომლებიც

(a) მოხსენიებულია რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(16) მუხლის (b)-(f) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ სასაქონლო ოპერაციაში; ან

(b) რომელთა განთავსება გათვალისწინებულია თავისუფალ ზონებში ან ერთ-ერთ საწყობში როგორც ეს მოცემულია რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(15)(b) მუხლში, არ უნდა მოახდინოს გავლენა ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მოვალეობაზე უზრუნველყონ მისი გაშვების მომენტისათვის ცხოველის საკვებისა და სურსათის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფნა და არც შეუშალონ ხელი ამა თუ იმ ცხოველის საკვებსა და სურსათზე შემდგომი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას.

მუხლი 15

არაცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებისა და სურსათის სახელმწიფო კონტროლი

1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განახორციელოს რეგულარული სახელმწიფო კონტროლი არაცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებსა და სურსათზე, რომელსაც არ ითვალისწინებს დირექტივა 97/78/EC და რომლებიც იმპორტირებულია I დანართში მითითებულ ტერიტორიებზე. მან ეს კონტროლი უნდა განახორციელოს იმ მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმის საფუძველზე, რომლიც მომზადდა 41-43-ე მუხლების შესაბამისად და პოტენციური რისკის გათვალისწინებით. კონტროლმა უნდა მოიცვას ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის ყველა ასპექტი.

2. ეს კონტროლი უნდა განხორციელდეს შესაბამის ადგილას, მათ შორის I დანართში მოხსენიებულ ერთ-ერთ ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო საზღვარზე ტვირთის გადაკვეთის პუნქტის, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გამშვები პუნქტის, საწყობების, იმპორტიორი ბიზნესოპერატორის საქმიანობის ტერიტორიაზე და ცხოველის საკვებისა და სურსათის ქსელის სხვა პუნქტებზე.

3. ეს კონტროლი ასევე უნდა განხორციელდეს იმ საქონელზე, რომელიც:

(a) მოხსენიებულია რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(16) მუხლის (b)-(f) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ სასაქონლო ოპერაციაში; ან

(b) განკუთვნილია თავისუფალ ზონაში ან საწყობებში შესასვლელად როგორც ეს მოცემულია რეგულაციის (EEC) 2913/92 მე-4(15)(b) მუხლში.

4. მე-3 აბზაცის თანახმად განხორციელებული კონტროლის დამაკმაყოფილებელმა შედეგებმა არ უნდა მოახდინოს გავლენა საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების მოვალეობაზე, უზრუნველყონ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მომენტიდან საკვებისა და სურსათის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფნა და არც შეუშალონ ხელი ამა თუ იმ საკვებსა და სურსათზე შემდგომი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას.

5. არაცხოველური წარმოშობის საკვებისა და სურსათის სია, რომელიც ცნობილი ან მოსალოდნელი რისკების შესაბამისად ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს საბაჟო საზღვარზე ტვირთის გადაკვეთის პუნქტში, რომელიც მდებარეობს I დანართში მოხსენიებულ ტერიტორიებზე, შესვლისთანავე უნდა მომზადდეს და განახლდეს 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. აღნიშნული კონტროლის სიხშირე და ტიპი უნდა დადგინდეს იმავე წესის შესაბამისად. ამავე დროს, აღნიშნულ კონტროლთან დაკავშირებული საზღაური შეიძლება დაწესდეს იმავე წესის შესაბამისად.

მუხლი 16

არაცხოველური წარმოშობის საკვებისა და სურსათის კონტროლის ტიპები

1. მე-15(1) მუხლში მოცემული სახელმწიფო კონტროლი უნდა შეიცავდეს სულ მცირე სისტემურ დოკუმენტურ, იდენტურობისა და საჭიროებისამებრ, ფიზიკურ შემოწმებას.

2. ფიზიკური შემოწმების სიხშირე დამოკიდებულია:

(a) საკვებისა და სურსათის სხვადასხვა ტიპებთან დაკავშირებულ რისკებზე;

(b) მონაცემებზე მესამე ქვეყნების პროდუქტზე მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, ასევე პროდუქტის ადგილ-წარმოშობის დადგენაზე და საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებზე, რომლებიც ახდენენ პროდუქტის იმპორტსა და ექსპორტს;

(c) ცხოველის საკვებისა და სურსათის იმპორტიორი ბიზნესოპერატორის მიერ ჩატარებულ კონტროლზე;

(d) გარანტიებზე, რომლებიც გასცა პროდუქტის წარმოშობის მესამე ქვეყნის უფლებამოსილმა ორგანომ.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ფიზიკური შემოწმების განხორციელება შესაბამის პირობებში და ისეთ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია ამისათვის საჭირო საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ხდება კვლევის სათანადოდ ჩატარება, რისკის მენეჯმენტზე მორგებული რიგი ნიმუშების აღება და საკვებისა და სურსათის ჰიგიენურად მოვლა. ნიმუშების მომზადებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მათი სამართლებრივი და ანალიტიკური ვალიდურობა. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ აღჭურვილობისა და მეთოდოლოგიის ადეკვატურობა გაერთიანების ან ეროვნულ კანონმდებლობაში მოცემული ზღვრულად დასაშვები ნორმების განსასაზღვრად.

მუხლი 17

საბაჟო საზღვარზე ტვირთის გადაკვეთის პუნქტები და წინასწარი შეტყობინება

1. წევრმა სახელმწიფოებმა მე-15(5) მუხლში მოხსენიებული სახელმწიფო კონტროლის ორგანიზებისათვის უნდა:

– დანიშნონ თავიანთ ტერიტორიაზე საბაჟო საზღვარზე ტვირთის გადაკვეთის პუნქტები, რომელთაც გააჩნიათ საკვებისა და სურსათის კონტროლის განსახორციელებლად შესაბამისი აღჭურვილობა;

– მოსთხოვონ პროდუქციის კონკრეტულ პარტიაზე პასუხისმგებელ საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებს წინასწარ შეატყობინონ აღნიშნული პარტიის შემოსვლისა და აღწერილობის შესახებ.

წევრ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ იგივე წესები არაცხოველური წარმოშობის სხვა ცხოველის საკვებსა და სურსათთან დაკავშირებით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეატყობინონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს ყველა იმ ზომების შესახებ, რომლებსაც ისინი იღებენ 1-ლი აბზაცის შესაბამისად.

მათ ეს ზომები იმგვარად უნდა დაგეგმონ, რომ თავიდან აიცილონ ვაჭრობის არასასურველი შეფერხება.

მუხლი 18

ეჭვის გაჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებები

იმ შემთხვევებში, როდესაც ჩნდება ეჭვი შეუსაბამობის შესახებ, ან არსებობს ეჭვი პროდუქტის პარტიის წარმოშობასთან და მისი რეალური დანიშნულების ადგილთან დაკავშირებით, ან მოცემული პარტია არ შეესაბამება თანდართულ სერტიფიცირებულ საგარანტიო დოკუმენტებს, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, რათა დაადასტუროს ან გამორიცხოს ეჭვი. კონტროლის შედეგების მიღებამდე, აღნიშნული ტვირთი უნდა იმყოფებოდეს სახელმწიფო დაკავების ქვეშ უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

 

მუხლი 19

მესამე ქვეყნებიდან შემოსულ ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებული კონტროლის შემდეგ განსახორციელებელი ქმედება

1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სახელმწიფო დაკავების ქვეშ მოათავსოს მესამე ქვეყნებიდან შემოსული ისეთი ცხოველის საკვები და სურსათი, რომელიც არ შეესაბამება ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონს და ამ პარტიაზე პასუხისმგებელი ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ მან უნდა მიიღოს შემდეგი ზომები ცხოველის საკვებთან და სურსათთან მიმართებაში:

(a) ბრძანოს აღნიშნული ცხოველების საკვებისა და სურსათის განადგურება, მათი დამუშავება სპეციალური მეთოდით მე-20 მუხლის შესაბამისად, ან გადაგზავნა გაერთიანების ტერიტორიის გარეთ 21-ე მუხლის თანახმად; სხვა შესაბამისი ზომებიც, როგორიცაა ცხოველის საკვებისა და სურსათის თავდაპირველი დანიშნულების გარდა, სხვა მიზნებისათვის გამოყენება, ასევე შეიძლება იქნეს მიღებული;

(b) თუ ცხოველების საკვებისა და სურსათის ბაზარზე გატანა უკვე განხორციელდა, უნდა მოხდეს მისი მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში კი, უნდა გაიცეს მისი უკან გამოთხოვნის ან ბაზრიდან ამოღების ბრძანება ზემოაღნიშნული ერთ რომელიმე ზომის მიღებამდე;

(c) დაადასტუროს, რომ ცხოველების საკვებსა და სურსათს არ მოაქვს რაიმე ზიანი ადამიანისათვის ან მისი ჯანმრთელობისათვის პირდაპირ ან გარემოს მეშვეობით (a) და (b) ქვეაბზაცებში მოყვანილი ზომების განხორციელების დროს ან მანამდე.

2. თუ მაინც:

(a) მე-14 და მე-15 მუხლებში მოცემული სახელმწიფო კონტროლი უჩვენებს, რომ პარტია ზიანის მომტანი ან საფრთხის შემქმნელია ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განათავსოს აღნიშნული პარტია სახელმწიფო დაკავების ქვეშ მისი განადგურების ან სხვა შესაბამისი ზომის მიღებამდე, რათა დაიცვას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობა;

(b) არაცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვები და სურსათი, რომლისთვისაც დადგენილია გამკაცრებული კონტროლის ჩატარება მე-15(5) მუხლის შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი სახელმწიფო კონტროლზე ან არ არის წარმოდგენილი სახელმწიფო კონტროლზე მე-17 მუხლის შესაბამისად დადგენილი კონკრეტული მოთხოვნის შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გასცეს ბრძანება მის დაუყოვნებლივ უკან გამოთხოვაზე და სახელმწიფო დაკავების ქვეშ განთავსებაზე. მოგვიანებით კი ის უნდა გაანადგურონ ან გადაგზავნონ 21-ე მუხლის შესაბამისად.

3. თუ უფლებამოსილი ორგანო არ იძლევა ცხოველის საკვებისა და სურსათის შემოტანის უფლებას, მან უნდა შეატყობინოს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს მისი დაკვირვებებისა და შესაბამისი პროდუქტების იდენტიფიცირების შესახებ რეგულაციის (EC)No 178/2002 50(3)-ე მუხლის შესაბამისად და მისი გადაწყვეტილებები და პარტიის საბოლოო დანიშნულების ადგილი აცნობოს საბაჟო სამსახურებს.

4. კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება 54(3)-ე მუხლში მოხსენიებულ გასაჩივრების უფლებას.

მუხლი 20

პროდუქციის სპეციალური მეთოდით დამუშავება

1. პროდუქციის მე-19 მუხლში მოხსენიებული სპეციალური მეთოდით გადამუშავება გულისხმობს:

(a) ცხოველის საკვების და სურსათის გადამუშავებას და დამუშავებას, რათა აღნიშნული პროდუქცია გაუთანაბრდეს გაერთიანების კანონის ან მესამე ქვეყნაში გადაგზავნის მოთხოვნებს, საჭიროების შემთხვევაში, გაუსნებოვნების ჩათვლით, გარდა გამოფიტვისა;

(b) დამუშავებას ნებისმიერი სხვა შესაბამისი გზით, გარდა ადამიანის ან ცხოველების მოხმარების მიზნით დამუშავებისა.

2. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სპეციალური გადამუშავების ჩატარება მისი ან სხვა წევრი სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფ დაწესებულებებში 62(3)-ე მუხლში განსაზღვრული წესის თანახმად დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთი პირობების არ არსებობის შემთხვევაში, სპეციფიკური დამუშავება უნდა განხორციელდეს ეროვნული წესების შესაბამისად.

მუხლი 21

პარტიის გადაგზავნა

1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაუშვას პარტიის გადაგზავნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

(a) დანიშნულების ადგილი შეთანხმებულია ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორთან, რომელიც პასუხისმგებელია ამ აღნიშნულ პარტიაზე; და

(b) საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორმა პირველმა შეატყობინა წარმოშობის მესამე ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან დანიშნულების მესამე ქვეყანას, თუ იგი განსხვავებულია, იმ მიზეზებისა და გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლიან გაერთიანების შიგნით შესაბამისი ცხოველების საკვებისა და სურსათის ბაზარზე განთავსებას; და

(b) თუ დანიშნულების მესამე ქვეყანა არ წარმოადგენს წარმოშობის მესამე ქვეყანას, დანიშნულების მესამე ქვეყნის უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეატყობინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ტვირთის მისაღებად მისი მზადყოფნის შესახებ.

2. იმ ეროვნული კანონების შეზღუდვის გარეშე, რომლებიც განსაზღვრავს ექსპერტის დამატებითი დასკვნისათვის მიმართვის ვადებს, იმ შემთხვევაში როცა სახელმწიფო კონტროლის შედეგი არ გამორიცხავს აღნიშნულს, გადაგზავნა უნდა განხორციელდეს, როგორც წესი არა უმეტეს 60 დღის ვადაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ პარტიის საბოლოო დანიშნულების ადგილთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან, თუ არ იქნა მიღებული სამართლებრივი ხასიათის ზომები. თუ 60 დღიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, არ მოხდება პარტიის გადაგზავნა, ის უნდა განადგურდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეყოვნება დასაბუთებულია.

3. პარტიის გაგზავნის ან უარყოფის მიზეზების დადასტურების მოლოდინის პერიოდში, ხდება პარტიის სახელმწიფო დაკავების ქვეშ მოთავსება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

4. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აცნობოს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს რეგულაციის (EC) No 178/2002 50(3)-ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად და მისი გადაწყვეტილებების შესახებ უნდა შეატყობინოს საბაჟო სამსახურებს. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ VI კარის შესაბამისად, რათა მიიღონ შემდგომი ზომები, რომლითაც დასტურდება უარყოფილი პარტიის ხელახალი შემოტანის შეუძლებლობა გაერთიანების შიგნით.

მუხლი 22

ხარჯები

პარტიაზე პასუხისმგებელმა ცხოველების საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორმა ან მისმა წარმომადგენელმა თავის თავზე უნდა აიღოს ხარჯები, რომლებიც გაწიეს უფლებამოსილმა ორგანოებმა მე-18; მე-19; მე-20 და 21-ე მუხლებში მოხსენიებული საქმიანობის განსახორციელებლად.

მუხლი 23

მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული წინასაექსპორტო შემოწმების სანქცირება

1. მესამე ქვეყანის მიერ განხორციელებული კონკრეტული წინასაექსპორტო შემოწმება ცხოველების საკვებსა და სურსათზე მის გაერთიანებაში ექსპორტირებამდე იმის დადასტურების თვალსაზრისით, რომ ექსპორტირებული პროდუქტი აკმაყოფილებს გაერთიანების მოთხოვნებს, უნდა იქნეს დამტკიცებული 62(3)-ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად. სანქცია შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ იმ საკვებსა და სურსათზე, რომელიც წარმოებულია მესამე ქვეყანაში და შეიძლება დაშვებულ იქნეს ერთ ან მეტ პროდუქტზე.

2. შემოწმების სანქცირების შედეგად ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებული საიმპორტო კონტროლის სიხშირე შეიძლება შემცირდეს. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი იმ საკვებსა და სურსათზე, რომელიც იმპორტირებულია პირველ აბზაცში მოცემული სანქცირების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მესამე ქვეყანაში განხორციელებული წინასაექსპორტო კონტროლის ეფექტიანობა.

3. პირველ აბზაცში აღნიშნული სანქცირება შეიძლება დაიშვას მესამე ქვეყნისთვის მხოლოდ მაშინ, თუ:

(a) გაერთიანების მიერ განხორციელებული აუდიტის შედეგად გამოვლინდება, რომ გაერთიანებაში ექსპორტირებული ცხოველების საკვები და სურსათი აკმაყოფილებს გაერთიანების ან ეკვივალენტურ მოთხოვნებს;

(b) მესამე ქვეყანაში გაგზავნის წინ განხორციელებული კონტროლი მიჩნეულია საკმარისად ეფექტურად და ოპტიმალურად იმისათვის, რომ მოხდეს დოკუმენტური, იდენტურობის და ფიზიკური შემოწმებების ჩანაცვლება ან შემცირება.

4. პირველ პუნქტში აღნიშნულ სანქცირებაში უნდა იყოს მითითებული მესამე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, რომლის პასუხისმგებლობითაც ხორციელდება წინასაექსპორტო შემოწმებები და, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი მაკონტროლებელი ორგანო, რომლისთვისაც უფლებამოსილ ორგანოს დელეგირებული აქვს გარკვეული ამოცანების შესრულება. ასეთი დელიგირება დამტკიცებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დააკმაყოფილებს მე-5 მუხლში მითითებულ კრიტერიუმებს ან ეკვივალენტურ პირობებს.

5. სანქცირებაში მითითებული უფლებამოსილი ორგანო ან ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო პასუხისმგებელია გაერთიანებასთან კავშირის დამყარებაზე.

6. მესამე ქვეყნის უფლებამოსილმა ან მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს I დანართში მოცემულ ერთ-ერთ ტერიტორიაზე შესვლამდე თითოეული პარტიის სახელმწიფო სერტიფიცირება. პირველ აბზაცში მოხსენიებულ სანქცირებაში უნდა იყოს დაკონკრეტებული აღნიშნული სერტიფიკატების მოდელი. 

7. ევროპის კავშირის რეგულაციის (EC) No 178/2002 50(3)-ე მუხლის შეუზღუდავად, თუ მე-2 აბზაცში მოხსენიებულ პროცედურაზე დაქვემდებარებულ იმპორტზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდება შეუსაბამობა, წევრმა სახელმწიფოებმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ გაერთიანებას, სხვა წევრ სახელმწიფოებს და შესაბამის ოპერატორებს წინამდებარე რეგულაციის IV კარით განსაზღვრული წესის შესაბამისად. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ შემოწმებული პარტიების რაოდენობა, და, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ სიტუაციის სწორი ანალიტიკური კვლევა და შესაბამის პირობებში შეინახონ ნიმუშების შესაბამისი რაოდენობა.

8. თუ აღმოჩნდება, რომ პარტიების მნიშვნელოვანი რაოდენობა არ შეესაბამება იმ სერტიფიკატებში მითითებულ ინფორმაციას, რომლებიც გაიცა მესამე ქვეყნის მაკონტროლებელი ან უფლებამოსილი ორგანოების მიერ, მე-2 აბზაცში მოხსენიებული შემცირებული სიხშირე ძალას კარგავს.

მუხლი 24

უფლებამოსილი ორგანოები და საბაჟო სამსახურები

1. წინამდებარე თავში მითითებული სახელმწიფო კონტროლის ორგანიზებისათვის, უფლებამოსილმა ორგანოებმა და საბაჟო სამსახურებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

2. ცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებისა და სურსათის პარტიებთან და მე-15(5) მუხლში მითითებულ ცხოველის საკვებსა და სურსათთან დაკავშირებით, საბაჟო სამსახურებმა არ უნდა დაუშვან მათი შესვლა ან ჩატვირთვა-გადმოტვირთვა თავისუფალ ზონებში ან თავისუფალ საწყობებში უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე.

3. თუ ნიმუშები აღებულია, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეატყობინოს საბაჟო სამსახურებს და შესაბამის ოპერატორებს და მიუთითოს, შესაძლებელია თუ არა საქონლის გათავისუფლება მანამდე, ვიდრე არ გახდება ცნობილი აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგები იმ პირობით, რომ ამ პარტიის მიკვლევადობა უზრუნველყოფილი იყოს.

4. თუ საქონელი დაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში, უფლებამოსილმა ორგანოებმა და საბაჟო სამსახურებმა უნდა ითანამშრომლონ რეგულაციის (EEC) No 339/93 მე-2-6 მუხლებში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 25

საიმპლემენტაციო ზომები

1. ცხოველების საკვებისა და სურსათის შემოტანაზე სახელმწიფო კონტროლის მსგავსი პრინციპით განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომები უნდა შეესაბამებოდეს 62(3)-ე მუხლში მოცემულ პროცედურას.

2. კერძოდ, დეტალური წესები უნდა შემუშავდეს:

(a) საკვებისა და სურსათისათვის, რომელიც იმპორტირებულია ან ექვემდებარება რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(16)(b)-(f) მუხლში მოხსენიებულ სასაქონლო ოპერაციებს, ან მზადაა თავისუფალ ზონებში ან საწყობებში გადასაცემად რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-4(25) მუხლის შესაბამისად;

(b) ტრანსპორტის საერთაშორისო საშუალებების ეკიპაჟისა და მგზავრებისათვის განკუთვნილი საკვებისათვის;

(c) დისტანციურად შეკვეთილი (მაგ: ფოსტით, ტელეფონით, ინტერნეტით) და მომხმარებლისთვის მიწოდებული საკვებისა და სურსათისათვის;

(d) შინაური ცხოველებისათვის და ცხენებისათვის განკუთვნილი ცხოველის საკვებისა და საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების მგზავრების და ეკიპაჟის მიერ გადაზიდული სურსათისათვის;

(e) რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-3 მუხლში მოცემულ რიგ ტერიტორიებზე კონკრეტული პირობების ან გამონაკლისებისათვის, ამ ტერიტორიებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობების მხედველობაში მიღებით;

(f) უფლებამოსილი ორგანოების მიერ მესამე ქვეყნებიდან შემოტანილ ცხოველების საკვებსა და სურსათთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა ერთგვაროვნებისათვის მე-19 მუხლის ფარგლებში;

(g) მესამე ქვეყნიდან დაბრუნებული გაერთიანებაში წარმოებული პარტიისთვის;

(h) ნიმუშების აღებისას ტვირთის თანმხლები დოკუმენტებისათვის.

 

თავი VI

სახელმწიფო კონტროლის დაფინანსება

მუხლი 26

ზოგადი პრინციპები

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო პერსონალის და სხვა რესურსების მობილიზაციისათვის, რაც უნდა მოხდეს შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, მათ შორის საერთო წესით დაბეგვრით თუ გადასახადებისა და მოსაკრებლების დაწესებით.

მუხლი 27

გადასახადები და მოსაკრებლები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ მოსაკრებლებისა და გადასახადების ამოღება, რათა დაფარონ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხარჯები.

2. ასევე, IV დანართის A ქვეთავში და V დანართის A ქვეთავში მოხსენიებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ გადასახადების გადახდევინება.

3. მე-4 და მე-6 აბზაცების შეზღუდვის გარეშე, IV დანართის A ქვეთავში და V დანართის A ქვეთავში მოხსენიებულ კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებული გადასახადები არ უნდა იყოს IV დანართის B ქვეთავში და V დანართის B ქვეთავში მითითებულ მინიმალურ განაკვეთებზე დაბალი. თუმცა, გარდამავალ პერიოდში 2008 წლის 1 იანვრამდე, IV დანართის A ქვეთავში მოცემულ ღონისძიებებთან დაკავშირებით წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ ამჟამად არსებული განაკვეთებით ხელმძღვანელობა დირექტივიდან 85/73/EEC გამომდინარე.

IV დანართის B ქვეთავში და V დანართის B ქვეთავში მითითებული განაკვეთების განახლება უნდა მოხდეს, სულ მცირე, ყოველ ორ წელიწადში 63(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, კერძოდ ინფლაციის გათვალისწინებით.

4. სახელმწიფო კონტროლის მიზნებისათვის დაწესებული გადასახადი პირველი და მეორე აბზაცების შესაბამისად:

(a) არ უნდა აღემატებოდეს პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაწეულ ხარჯებს VI დანართში ჩამოთვლილ პუნქტებთან მიმართებაში; და

(b) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაწეული ხარჯების საფუძველზე ან, შესაბამის შემთხვევებში, შეიძლება მოხდეს ფიქსირებული ტარიფის დადგენა IV დანართის B ქვეთავში ან V დანართის B ქვეთავში მოცემულ რაოდენობებზე დაყრდნობით.

5. გადასახადის დაწესებისას წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ:

(a) საქმიანობის ტიპი და შესაბამისი რისკის ფაქტორები;

(b) დაბალი მწარმოებლურობის მქონე საწარმოთა ინტერესები;

(c) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ტრადიციული მეთოდები;

(d) იმ საწარმოთა საჭიროებები, რომლებიც მდებარეობენ გეოგრაფიული შეზღუდვის მქონე რეგიონებში.

6. როდესაც საკვებისა და სურსათის საწარმოს მიერ განხორციელებული თვით-კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემების, ასევე გარკვეული ტიპის საკვებისა და სურსათის სახელმწიფო კონტროლის ან კონტროლის ღონისძიების შედეგად დადგენილი შესაბამისობის გათვალისწინებით ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი შემცირებული სიხშირით, ასევე მე-5(b)-(d) აბზაცში მოცემული კრიტერიუმების მხედველობაში მიღებით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ სახელმწიფო კონტროლის გადასახადი მე-4(b) აბზაცში მოცემულ მინიმალურ განაკვეთებზე დაბლა იმ პირობით, რომ შესაბამისი წევრი სახელმწიფო წარუდგენს კომისიას ანგარიშს, სადაც მოცემული იქნება:

(a) შესაბამისი ცხოველის საკვების ან სურსათის ან ღონისძიების ტიპი;

(b) ცხოველის საკვების და სურსათის საწარმოში განხორცილებული კონტროლი;

(c) საფასურის შემცირების გამოანგარიშების მეთოდი.

7. როცა უფლებამოსილი ორგანო ერთდროულად ახორციელებს რამდენიმე სახელმწიფო კონტროლს ერთსა და იმავე საწარმოში, მან ეს კონტროლი ერთ ღონისძიებად უნდა მიიჩნიოს და მისი შესრულებისათვის დააწესოს ერთიანი გადასახადი.

8. იმპორტის კონტროლთან დაკავშირებული გადასახადები გადახდილი უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის ან მისი წარმომადგენლის მიერ იმპორტის კონტროლზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოსათვის.

9. გადასახადების უკან დაბრუნება არ შეიძლება მოხდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზებით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოხდება მათი დარღვევით გადახდევინება.

10. 28-ე მუხლში მოხსენიებული ხარჯებიდან წარმოქმნილი დანახარჯების შეზღუდვის გარეშე, წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება გადაახდევინონ სხვა რაიმე გადასახადი გარდა იმ გადასახადებისა, რომლებიც მოხსენიებულია წინამდებარე მუხლში ამ რეგულაციის განსახორციელებლად.

11. ოპერატორებმა ან სხვა შესაბამისმა საწარმოებმა ან მათმა წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ გადასახადის დაგახდის შესახებ დასტური.

12. წევრმა სახელმწიფოებმა საჯარო უნდა გახადონ გადასახადების გამოანგარიშების მეთოდი და აცნობონ ამის შესახებ კომისიას. კომისიამ უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეესაბამება ეს მოსაკრებლები წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნებს. 

მუხლი 28

დამატებითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხარჯები

თუ შეუსაბამობის აღმოჩენას მივყავართ სახელმწიფო კონტროლამდე, რაც აჭარბებს და აღემატება უფლებამოსილი ორგანოს ჩვეულებრივ საკონტროლო ღონისძიებებს, უფლებამოსილმა ორგანომ ამ შეუსაბამობაზე პასუხისმგებელ ოპერატორებს ან იმ ოპერატორს, რომელიც ფლობს ან ინახავს საქონელს იმ დროისათვის, როდესაც ხორციელდება დამატებითი სახელმწიფო კონტროლი, უნდა აანაზღაურებინოს დამატებითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხარჯები. კონტროლის ჩვეულებრივი ღონისძიებები იგივეა, რაც ყოველდღიური კონტროლის ღონისძიებები, რომელთაც ითვალისწინებს გაერთიანების ან ეროვნული კანონმდებლობა, და განსაკუთრებით ეხება იმ ღონისძიებებს რომელიც აღწერილია 41-ე მუხლში მოცემულ გეგმაში. ღონისძიებები, რომლებიც აღემატება ჩვეულებრივ საკონტროლო ღონისძიებებს, მოიცავს ნიმუშების აღებას და მათ ანალიზს და ასევე სხვა სახის კონტროლს, რომელიც საჭიროა პრობლემის სირთულის შესამოწმებლად, რათა შემოწმდეს მაკორექტირებელი ზომების მიღება ან მოხდეს შეუსაბამობის დადგენა ან დასაბუთება.

მუხლი 29

ხარჯების დონე

28-ე მუხლში მოხსენიებული ხარჯების მოცულობის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული 27-ე მუხლში მოყვანილი პრინციპები.

თავი 7

სხვა დებულებები

მუხლი 30

სახელმწიფო სერტიფიცირება

1. ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზნით შემოღებული სახელმწიფო სერტიფიცირების მოთხოვნების შეზღუდვის გარეშე, კომისიის მიერ შესაძლებელია 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების მიღება, რომელიც ეხება:

(a) გარემოებებს, რომელთა დროსაც საჭიროა სახელმწიფო სერტიფიცირება;

(b) სერტიფიკატის ნიმუშებს;

(c) სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის კვალიფიკაციას;

(d) სერტიფიცირების საიმედოობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პრინციპების გამოყენებას, მათ შორის ელექტრონული სერტიფიცირებისას;

(e) სერტიფიკატების ჩამორთმევის ან მათი შეცვლის შემთხვევაში საჭირო პროცედურების დაცვას;

(f) ტვირთის იმ პარტიებს, რომლებიც გაყოფილია უფრო მცირე პარტიებად ან შერეულია სხვა პარტიებში;

(g) ყველა საჭირო დოკუმენტს, რომელიც თან უნდა ახლდეს ტვირთს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შემდეგ.

2. სახელმწიფო სერტიფიცირების საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემდეგი:

(a) სერტიფიკატსა და ტვირთს შორის შესაბამისი კავშირის არსებობა;

(b) სერტიფიკატში მოცემული ინფორმაციის სიზუსტე და უტყუარობა.

3. შესაბამის შემთხვევებში, სერტიფიკატის ერთიანი ნიმუში უნდა აერთიანებდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის სახელმწიფო სერტიფიცირების და სახელმწიფო სერტიფიცირებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნებს.

მუხლი 31

საკვებისა და სურსათის საწარმოების რეგისტრაცია/სანქცირება

1. (a) უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა დააწესონ საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის პროცედურები, რომელთა შესრულება მათ ევალებათ თავიანთი დაწესებულების დარეგისტრირების მოთხოვნის შემთხვევაში რეგულაციის (EC) No …/…, დირექტივის 95/69/EC, ან კვების ჰიგიენის შესახებ მომავალი რეგულაციის შესაბამისად.

(b) მათ უნდა შეადგინონ და მუდმივად განაახლონ რეგისტრირებული საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების სია, ხოლო თუ სხვა მიზნებისათვის შედგენილი ასეთი სია უკვე არსებობს, მისი გამოყენება შესაძლებელია წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვისაც.

2. (a) უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა დააწესონ საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის პროცედურები, რომელთა შესრულება მათ ევალებათ თავიანთი დაწესებულების დარეგისტრირების მოთხოვნის შემთხვევაში რეგულაციის (EC) No …/… (36), რეგულაციის (EC) No …/…(37), ან კვების ჰიგიენის შესახებ მომავალი რეგულაციის შესაბამისად.

(b) ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორისაგან სანქცირების შესახებ განაცხადის მიღებისთანავე, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს ობიექტის ადგილზე დათვალიერება;

(c) მან უნდა გასცეს დასტური საწარმოს მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორმა აჩვენა, რომ იგი აკმაყოფილებს ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის შესაბამის მოთხოვნებს;

(d) უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება გასცეს წინასწარი დასტური თუ აღმოჩნდება, რომ საწარმო აკმაყოფილებს ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მიმართ ყველა მოთხოვნას. ან გასცეს სრული დასტური, თუ წინასწარი დასტურის გაცემიდან სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საწარმოში ჩატარებული განმეორებითი სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდება, რომ საწარმო აკმაყოფილებს ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის სხვა შესაბამის მოთხოვნებს. თუ ადგილი ექნება რეალურ წინსვლას, მაგრამ საწარმო კვლავ არ აკმაყოფილებს ყველა შესაბამის მოთხოვნას უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია გააგრძელოს წინასწარი დასტურის მოქმედების ვადა. თუმცა, მთლიანობაში იგი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

(e) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეამოწმოს დაწესებულების მუშაობისთვის გაცემული დასტური. თუ უფლებამოსილი ორგანო აღმოაჩენს სერიოზულ ნაკლოვანებებს ან განმეორებით აჩერებს საწარმოო პროცესს და თუ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორს არ შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი გარანტიები საწარმოს მომავალი ფუნქციონირებისათვის, უფლებამოსილი ორგანო უნდა შეუდგეს დაწესებულების მუშაობისათვის გაცემული დასტურის გაუქმების პროცედურას. თუმცა, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, თუ ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორი შეძლებს იმის გარანტირებას, რომ იგი გონივრულ ვადაში აღმოფხვრის აღნიშნულ ნაკლოვანებებს;

(f) უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა აწარმოონ მათ მიერ დამტკიცებული ორგანიზაციების განახლებული სიები და გახადონ ისინი სხვა წევრი სახელმწიფოებისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

კარი III

რეფერალური ლაბორატორიები

მუხლი 32

გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიები

1. VII დანართში მოხსნიებული საკვებისა და სურსათის რეფერალური ლაბორატორიები უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი შემდეგზე:

(a) ანალიტიკური მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაციით, მათ შორის რეფერალური მეთოდების შესახებ ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების უზრუნველყოფაზე;

(b) ეროვნული ლაბორატორიების მიერ (a) პუნქტში მოხსენიებული მეთოდების გამოყენების კოორდინირებაზე, კონკრეტულად კი შედარებითი ტესტირების ორგანიზებასა და მისი ჩატარების შემდეგ საჭირო ზომების მიღებაზე საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლების შესაბამისად;

(c) უფლებამოსილების ფარგლებში ახალი ანალიტიკური მეთოდების დასანერგად საჭირო პრაქტიკული ღონისძიებების კოორდინირებაზე და ეროვნული რეფერალური ლაბორატორიებისათვის ამ სფეროში არსებული მიღწევების შესახებ ინფორმირებაზე;

(d) საწყისი და შემდგომი განათლების სასწავლო კურსების ჩატარებაზე ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების პერსონალისა და განვითარებადი ქვეყნების ექსპერტების პროფესიული განვითარებისთვის;

(e) გაერთიანებისთვის სამეცნიერო და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა წევრი სახელმწიფოები ასაჩივრებენ ანალიზების შედეგებს;

(f) მესამე ქვეყნებში ცხოველების საკვებისა და სურსათის ანალიზებზე პასუხისმგებელ ლაბორატორიებთან თანამშრომლობაზე.

2. გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიები ცხოველთა ჯანმრთელობის სექტორში პასუხისმგებელნი არიან:

(a) წევრ სახელმწიფოებში დაავადებების დიაგნოზირებისთვის საჭირო მეთოდების კოორდინირებაზე;

(b) წევრ სახელმწიფოებში დაავადებათა აფეთქების დიაგნოზირებაში აქტიურად მონაწილეობაზე პათოგენური იზოლატების მიღებით, რათა მოხდეს დადასტურებითი დიაგნოზის დადგენა, დაავადების დახასიათებია და ეპოზოოტიკური შესწავლა;

(c) სადიაგნოსტიკო მეთოდების ჰარმონიზაციის მიზნით ლაბორატორიულ დიაგნოზირებაში ექსპერტთა საწყისი ან შემდგომი განათლების სასწავლო კურსის მთელი გაერთიანების ტერიტორიაზე;

(d) უფლებამოსილების ფარგლებში ცხოველთა დაავადებების დიაგნოზირების მეთოდებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე უფლებამოსილ ლაბორატორიებთან მესამე ქვეყნებში სადაც ეს დაავადებებია გავრცელებული;

(e) საწყისი და შემდგომი განათლების სასწავლო კურსების ჩატარებაზე ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის მუშაკებისა და განვითარებადი ქვეყნების ექსპერტებისათვის.

3. მე-12(2) და (3) მუხლი ვრცელდება გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიებზე.

4. გაერთიანების რეფერალურმა ლაბორატორიებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები. მათ უნდა:

(a) ჰყავდეთ სათანადოდ კვალიფიცირებული კადრები, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი სასწავლო კურსი მათი კომპეტენციის სფეროში საჭირო დიაგნოსტიკურ და ანალიტიკურ მეთოდებში;

(b) გააჩნდეთ ის აღჭურვილობა და პროდუქტები, რომლებიც საჭიროა მათთვის მიცემული ამოცანების შესასრულებლად;

(c) გააჩნდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა;

(d) ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ მათი მუშაკები იცავენ ზოგიერთი საკითხის, შედეგებისა და კომუნიკაციების კონფიდენციალურ ხასიათს;

(e) გააჩნდეთ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესახებ საკმარისი ცოდნა;

(f) საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ მათ ხელთ არსებული ნივთიერებებისა და ქიმიური რეაქტივების და ასევე მათი მწარმოებლების და მიმწოდებლების განახლებული სიების წარდგენა;

(g) გაითვალისწინონ ეროვნულ და ევროპის კავშირის დონეზე ჩატარებული კვლევითი ღონისძიებები;

(h) ჰყავდეთ სათანადოდ მომზადებული პერსონალი გაერთიანების ფარგლებში მომხდარი საგანგებო სიტუაციებისათვის.

5. პირველ მუხლში მოხსენიებული სფეროების შესაბამისი გაერთიანების სხვა რეფერალური ლაბორატორიები შესაძლებელია შეტანილ იქნეს VII დანართში 62(3)-ე მუხლში განსაზღვრული წესის შესაბამისად. იგივე პროცედურების მიხედვით შესაძლებელია VII დანართის განახლებაც.

6. გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიების დამატებითი ვალდებულებანი და ამოცანები შეიძლება განისაზღვროს კომისიის მიერ 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

7. რეფერალურ ლაბორატორიებს შეიძლება გამოეყოს გაერთიანების ფინანსური დახმარება ვეტერინარიის სფეროში არსებული დანახარჯების შესახებ საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების 90/424/EEC(38) შესაბამისად.

8. რეფერალურ ლაბორატორიებზე შეიძლება განხორციელდეს გაერთიანების კონტროლი, რათა დადასტურდეს შესაბამისობა წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნებთან. თუ ამ კონტროლის შედეგად აღმოჩნდება, რომ ლაბორატორია არ შეესაბამება ამ მოთხოვნებს და არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ამოცანებს, მიღებულ უნდა იქნეს საჭირო ზომები 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

9. პირველი-მეშვიდე აბზაცები უნდა გავრცელდეს უფრო კონკრეტულ წესებზე მათი შეზღუდვის გარეშე, კერძოდ რეგულაციის (EC) No 999/2001 VI თავზე და დირექტივის 96/23/EEC მე-14 მუხლზე.

მუხლი 33

ეროვნული რეფერალური ლაბორატორიები

1. 32-ე მუხლში მოხსენიებულ გაერთიანების ყოველ რეფერალურ ლაბორატორიად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ ერთი ან მეტი ეროვნული რეფერალური ლაბორატორია. წევრ სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს სხვა წევრ სახელმწიფოში განლაგებული, „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის“ (EFTA) წევრი ლაბორატორია და ასევე ერთი ლაბორატორია შესაძლოა ასრულებდეს ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოსათვის ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის როლს.

2. ამ რეფერალურმა ლაბორატორიებმა უნდა:

(a) ითანამშრომლონ გაერთიანების ლაბორატორიებთან უფლებამოსილების ფარგლებში;

(b) უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინირება გაუწიონ იმ ოფიციალური ლაბორატორიების საქმიანობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნიმუშების აღებაზე მე-11 მუხლის შესაბამისად;

(c) საჭიროებისამებრ ჩაატარონ შედარებითი ტესტები ოფიციალურ ეროვნულ ლაბორატორიებს შორის და მათი დასრულების შემდეგ, გააკეთონ შესაბამისი დასკვნები;

(d) უზრუნველყონ უფლებამოსილი ორგანოებისადმი და ოფიციალური ეროვნული ლაბორატორიებისადმი იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც მათ აწვდის გაერთიანების რეფერალური ლაბორატორია;

(e) უზრუნველყონ უფლებამოსილი ორგანოს მეცნიერული და ტექნიკური მხარდაჭერა 53-ე მუხლის შესაბამისად მიღებული კოორდინირებული საკონტროლო გეგმების განსახორციელებლად;

(f) პასუხისმგებელია სხვა კონკრეტული მოვალეობების შესრულებაზე 62(3)-ე მუხლში მოხსენიებული პროცედურის შესაბამისად არსებული დამატებითი სახელმწიფო ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე.

3. მე-12(2) და (3) მუხლი ვრცელდება ეროვნულ რეფერალურ ლაბორატორიებზე.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაწოდონ კომისიას, გაერთიანების შესაბამის რეფერალურ ლაბორატორიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს თითოეული ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის სახელწოდება და მისამართი.

5. წევრმა სახელმწიფოებმა, რომელთაც აქვთ ერთზე მეტი ეროვნული რეფერალური ლაბორატორია, გაერთიანების საკონტროლო ლაბორატორიისათვის უნდა უზრუნველყონ ამ ლაბორატორიების მჭიდრო თანამშრომლობა ერთმანეთთან, რათა მოხდეს სხვა ეროვნულ ლაბორატორიებსა და გაერთიანების ლაბორატორიებთან ეფექტური კოორდინირება.

6. ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების დამატებითი ვალდებულებანი და ამოცანები შეიძლება განისაზღვროს 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

7. პირველი-მეხუთე აბზაცები შეზღუდვების გარეშე ვრცელდება უფრო კონკრეტულ წესებზე. კერძოდ, კი რეგულაციის (EC) No 999/2001 VI თავსა და დირექტივის 96/23/EC მე-14 მუხლზე.

კარი IV

ადმინისტრაციული დახმარება და თანამშრომლობა ცხოველების საკვებისა და სურსათის სფეროში

მუხლი 34

ზოგადი პრინციპები

1. თუ ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად საჭირო იქნება ერთზე მეტ წევრ სახელმწიფოში ქმედებების განხორციელება, შესაბამისი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა ერთმანეთის მიმართ ადმინისტრაციული დახმარება უნდა უზრუნველყონ.

2. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ადმინისტრაციული დახმარება მოთხოვნის შესაბამისად ან სპონტანურად, თუკი ეს აუცილებელია კვლევის მიზნებისთვის. ადმინისტრაციული დახმარება შეიძლება მოიცავდეს საჭიროების შემთხვევაში ადგილზე განხორციელებულ კონტროლში მონაწილეობას, რომელსაც ხელმძღვანელობს სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილები ორგანო.

3. 35-ე-მე-40 მუხლებმა არ უნდა შეზღუდონ იმ დოკუმენტების გაცემისათვის საჭირო ეროვნული კანონები, რომლებიც სასამართლო დოკუმენტაციასთანაა დაკავშირებული, ან ის წესები, რომლებიც მიზნად ისახავენ ბუნებრივი/ფიზიკური ან იურიდიული პირების კომერციული ინტერესების დაცვას.

მუხლი 35

საკონტაქტო ორგანოები

1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა დანიშნოს ერთი ან მეტი საკონტაქტო ორგანო, რომელთა მეშვეობითაც მოხდება კავშირის დამყარება საჭიროებისამებრ სხვა წევრი სახელმწიფოების საკონტაქტო ორგანოებთან. აღნიშნულ ორგანოებს ეკისრებათ როლი ხელი შეუწყონ და კოორდინირება გაუწიონ უფლებამოსილ ორგანოებს შორის კავშირს, კერძოდ დახმარებისათვის მიმართული თხოვნების გადაცემას და მიღებას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეატყობინონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს მათ მიერ დანიშნული საკონტაქტო ორგანოების შესახებ ყველა შესაბამისი დეტალისა და მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

3. პირველი აბზაცის შეუზღუდავად, საკონტაქტო ორგანოების დანიშვნა არ გამორიცხავს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების პერსონალს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას, ინფორმაციის გაცვლას ან თანამშრომლობას.

4. უფლებამოსილმა ორგანოებმა, რომლებზეც ვრცელდება 1989 წლის 21 ნოემბრის საბჭოს დირექტივა 89/608/EEC ვეტერინარული და ზოოტექნიკური საკითხების შესახებ კანონმდებლობის სწორი და მიზანშეწონილი გამოყენების უზრუნველსაყოფად წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ორმხრივი ურთიერთდახმარებისა და ამ უკანასკნელსა და კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ(39), უნდა იქონიონ კავშირი შესაბამის ორგანოებთან.

მუხლი 36

მოთხოვნის საფუძველზე დახმარება

1. დასაბუთებული თხოვნის მიღებისთანავე, განცხადების მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს განმცხადებელი უფლებამოსილი ორგანო საჭირო ინფორმაციითა და დოკუმენტებით, რაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობას მისცემს შეამოწმოს საკვებისა და სურსათის კანონის შესრულება მისი იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნული მიზნისათვის განცხადების მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული გამოკითხვა ამ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოსაპოვებლად.

2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები დაუყოვნებლივ უნდა გადაიგზავნოს. დოკუმენტები შესაძლოა გაიგზავნოს ორიგინალის ან ასლის სახით.

3. განმცხადებელ და განცხადების მიმღებ ორგანოებს შორის შეთანხმების საფუძველზე, განმცხადებელი ორგანოს მიერ დანიშნულ პერსონალს შეუძლია დაესწროს ამ ადმინისტრაციულ გამოკითხვას.

ამგვარი გამოკითხვები ყოველთვის უნდა განხორციელდეს განცხადების მიმღები ორგანოს პერსონალის მიერ. განმცხადებელი ორგანოს პერსონალს საკუთარი ინიციატივით არ შეუძლია გამოიყენოს გამოკითხვის ჩატარების ის უფლება, რომელიც მინიჭებული აქვთ განცხადების მიმღები ოფიციალური ორგანოების თანამშრომლებს. თუმცა, მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ იგივე საწარმოებზე და დოკუმენტაციაზე, როგორც ამ უკანასკნელს, თავიანთი შუამავლის მეშვეობით და განხორციელებული ადმინისტრაციული გამოკვლევის მიზნით.

4. განმცხადებელი ორგანოს პერსონალმა, რომელიც იმყოფება სხვა წევრ სახელმწიფოში, მე-3 აბზაცის შესაბამისად ნებისმიერ დროს უნდა შეძლოს გასცეს წერილობითი უფლებამოსილება მათი ვინაობისა და ოფიციალური შესაძლებლობების მითითებით.

მუხლი 37

მოთხოვნის გარეშე დახმარება

1. თუ უფლებამოსილი ორგანო შეიტყობს, რომ ადგილი აქვს შეუსაბამობას, და თუ ასეთი შეუსაბამობა უკავშირდება სხვა წევრ სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს, ის ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადასცეს სხვა წევრ სახელმწიფოს/სახელმწიფოებს მათ მიერ წინასწარი მოთხოვნის გარეშე.

2. აღნიშნული ინფორმაციის მიმღებმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიკვლიონ საკითხი და შეატყობინონ ინფორმაციის მიმწოდებელ წევრ სახელმწიფოს, ინფორმაცია მათი კვლევის შედეგების და საჭიროებისამებრ მიღებული ზომების შესახებ.

მუხლი 38

შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში დახმარება

1. თუ საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილზე ან მისი ტრანსპორტირების დროს განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას, დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო დაადგენს, რომ ეს საქონელი არ შეესაბამება ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონს და ადამიანის ან ცხოველების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს, ან წარმოადგენს საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის სერიოზულ დარღვევას, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს გამგზავნი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 

2. გამგზავნი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს საკითხი, მიიღოს ყველა საჭირო ზომა და შეატყობინოს დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისა და მოკვლევის, ასევე მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათი მიღების მიზეზების შესახებ.

3. თუ დანიშნულების ადგილის უფლებამოსილ ორგანოს აქვს მიზეზი იფიქროს, რომ ასეთი ზომები არაადეკვატურია, ორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა ერთად უნდა ეძებონ გზები და საშუალებები სიტუაციის გამოსასწორებლად და საჭიროების შემთხვევაში 36(3)-(4)-ე მუხლის შესაბამისად განახორციელონ ერთობლივი შემოწმება ადგილზე. მათ უნდა შეატყობინონ კომისიას, თუ ისინი ვერ შეთანხმდნენ შესაბამის ზომებთან დაკავშირებით.

მუხლი 39

მესამე ქვეყნებთან ურთიერთობა

1. როცა უფლებამოსილი ორგანო მიიღებს ინფორმაციას მესამე ქვეყნისაგან იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს მოთხოვნების შეუსრულებლობას ან/და ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე, მან უნდა გადასცეს ეს ინფორმაცია სხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩათვლის რომ ისინი დაინტერესდებიან ან მოითხოვენ ასეთ ინფორმაციას. მან ასევე უნდა მიაწოდოს ასეთი ინფორმაცია კომისიას, თუ აღნიშნული მნიშვნელოვანია გაერთიანების დონეზე.

2. თუ მესამე ქვეყანამ თავის თავზე აიღო იურიდიული ვალდებულება საჭირო დახმარება გასწიოს იმ არასწორი ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოსაგროვებლად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან შესაბამის ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონს, წინამდებარე რეგულაციის თანახმად მიღებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მესამე ქვეყანას იმ უფლებამოსილი ორგანოების თანხმობის საფუძველზე, რომლებმაც მიაწოდეს ეს ინფორმაცია იმ კანონების შესაბამისად, რომლებიც შეეხება მესამე ქვეყნისათვის პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 

მუხლი 40

კომისიის მიერ გაწეული კოორდინირებული დახმარება და შემდგომი ზომები

1. კომისიამ დროულად უნდა გაუწიოს კოორდინირება წევრი სახელმწიფოების მიერ განხორციელებულ ზომებს, როცა იგი წევრი სახელმწიფოებისგან მიღებული ინფორმაციით ან სხვა წყაროებიდან შეიტყობს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ან შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საკვებისა და სურსათის შესახებ კანონს და გაერთიანების ინტერესის განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს, და ასევე მაშინ, როცა:

(a) ასეთ ღონისძიებებს მოჰყვება ან შესაძლოა მოჰყვეს არასასურველი შედეგები რამდენიმე წევრ სახელმწიფოში;

(b) აღმოჩნდება, რომ მსგავსი ღონისძიებები განხორციელდა რამდენიმე წევრ სახელმწიფოში; ან

(c) წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ შეთანხმებულად განახორციელონ ის ზომები, რომლებიც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაშია მისაღები.

2. როცა დანიშნულების ადგილზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი გვიჩვენებს, რომ ადგილი აქვს მოთხოვნების განმეორებად შეუსრულებლობას ან საკვები და სურსათი პირდაპირ ან გარემოს მეშვეობით რისკს უქმნის ადამიანებს, მცენარეებსა და ცხოველებს, დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომისიასა და სხვა წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს.

3. კომისიას შეუძლია:

(a) შესაბამის წევრ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით გაგზავნოს საინსპექციო ჯგუფი ადგილზე სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად;

(b) მოსთხოვოს ტვირთის გამგზავნი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს გააძლიეროს შესაბამისი სახელმწიფო კონტროლი და აცნობოს მიღებული ზომებისა და ქმედების შესახებ.

4. თუ მე-2 და მე-3 აბზაცებში მითითებული ზომები მიიღება იმისათვის, რომ გამოსწორდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორის მხრიდან დაფიქსირებული შეუსაბამობის პრობლემა, უფლებამოსილმა ორგანომ ასეთი ზომების მიღების შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი ხარჯის ანაზღაურება შესაბამის საწარმოს უნდა დააკისროს.

კარი V

კონტროლის გეგმები

მუხლი 41

მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმები

თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოამზადოს ერთი ინტეგრირებული მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმა იმისათვის, რომ უზრუნველყოს ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესების შესახებ რეგულაციის (EC) No 178/2002 მე-17(2) მუხლის და წინამდებარე რეგულაციის 45-ე მუხლის ეფექტური განხორციელება.

მუხლი 42

მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების მომზადების პრინციპები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა:

(a) განახორციელონ 41-ე მუხლში მოხსენიებული გეგმა პირველად არაუგვიანეს 2007 წლის 1 იანვრისა; და

(b) მოახდინონ მისი რეგულარული განახლება დახვეწის მიზნით; და

(c) კომისიას მოთხოვნისამებრ მიაწოდონ გეგმის უახლესი ვერსია.

2. თითოეულ ასეთ მრავალწლიან ეროვნული კონტროლის გეგმაში, უნდა შედიოდეს ზოგადი ინფორმაცია ცხოველის საკვებისა და სურსათის კონტროლის სისტემების სტრუქტურისა და ორგანიზების შესახებ, ასევე ინფორმაცია შესაბამის წევრ სახელმწიფოებში ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შემოწმებაზე. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:

(a) გეგმის სტრატეგიულ მიზნებს და გზებს რომელთა მეშვეობითაც აღნიშნული მიზნები აისახება კონტროლის განხორციელების პრიორიტეტებზე და რესურსების გადანაწილებაზე;

(b) შესაბამისი ღონისძიებების რისკის ფაქტორის მიხედვით დაყოფას;

(c) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისა და მათი ამოცანების განსაზღვრას ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე და ასეთი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომ რესურსების დადგენას;

(d) სახელმწიფო კონტროლის ზოგად ორგანიზებას და მართვას ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე მათ შორის კონკრეტულ დაწესებულებებში სახელმწიფო კონტროლის ჩათვლით;

(e) სხვადასხვა სექტორებში გამოყენებულ კონტროლის სისტემებს და აღნიშნულ სექტორებში სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოს სხვადასხვა სამსახურების კოორდინირებას;

(f) შესაბამის შემთხვევებში, მაკონტროლებელი ორგანოებისთვის ამოცანათა დელეგირებას;

(g) მე-4(2) მუხლში მოცემულ სამუშაო კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მეთოდებს;

(h) მე-6 მუხლში მოხსენიებული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრენინგს;

(i) მე-8 და მე-9 მუხლებში მოხსენიებულ დოკუმენტირებულ პროცედურებს;

(j) ცხოველის საკვებითა და სურსათით მოწამვლის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სხვა სარისკო შემთხვევების დროს, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების ორგანიზებასა და გამოყენებას;

(k) თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარების ორგანიზებას.

3. მრავალწლიან ეროვნულ კონტროლის გეგმებში შეიძლება მოხდეს კორექტირების შეტანა მათი განხორციელების პროცესში. ცვლილებები და დამატებები უნდა იქნეს შეტანილი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

(a) ახალი კანონმდებლობა;

(b) ახალი დაავადებების ან ჯანმრთელობისათვის სხვა რისკის ფაქტორების აღმოცენება;

(c) უფლებამოსილი ეროვნული ორგანოების სტრუქტურაში, მენეჯმენტსა და საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები;

(d) წევრი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები;

(e) გაერთიანების მიერ 45-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგები;

(f) 43-ე მუხლში მოხსენიებულ ინსტრუქციებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება;

(g) მეცნიერული დასკვნები;

(h) წევრ სახელმწიფოში მესამე ქვეყნის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგები.

მუხლი 43

მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმებისათვის განსაზღვრული ინსტრუქციები

1. 41-ე მუხლში მოხსენიებული მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმები უნდა ითვალისწინებდეს იმ ინსტრუქციებს, რომლებიც უნდა დადგინდეს გაერთიანების მიერ 62(2)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ ინსტრუქციებმა კონკრეტულად:

(a) მხარი უნდა დაუჭირონ ერთგვაროვან, საყოველთაო და ინტეგრირებულ მიდგომას ცხოველის საკვებისა და სურსათის სახელმწიფო კონტროლისა და ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობის მიმართ და მოიცვან ცხოველის საკვებისა და სურსათის ქსელის ყველა სექტორი და ეტაპი იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ჩათვლით;

(b) რისკის შეფასების საფუძველზე უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტები და კრიტერიუმები შესაბამის ღონისძიებათა რისკის ფაქტორის მიხედვით დახარისხებისათვის და ყველაზე ეფექტიანი კონტროლის პროცედურები;

(c) უნდა გამოკვეთონ სხვა პრიორიტეტები და კონტროლის ყველაზე ეფექტური პროცედურები;

(d) უნდა გამოკვეთონ ცხოველის საკვებისა და სურსათის წარმოების, დამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები, საკვების გამოყენების ჩათვლით, რაც შესაძლებელს გახდის საიმედო და დამადასტურებელი ინფორმაციის მიღებას ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის დაცვასთან დაკავშირებით;

(e) ხელი უნდა შეუწყონ კონტროლის სისტემის ყველა დონეზე საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებას;

(f) ხელი უნდა შეუწყონ მიკვლევადობის სისტემებზე ეფექტური კონტროლის შემუშავებას;

(g) უნდა მიაწოდონ რჩევები კონტროლის ზომების განხორციელების და მათი შედეგების დოკუმენტირების სისტემების შემუშავებასთან დაკავშირებით;

(h) ოფიციალური მომსახურებების ორგანიზების და ამოქმედების პროცესში უნდა იმოქმედონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების სტანდარტებითა და რეკომენდაციებით;

(i) უნდა განსაზღვრონ მე-4(6) მუხლით განსაზღვრული აუდიტის ჩატარების კრიტერიუმები;

(j) უნდა განსაზღვრონ 44-ე მუხლით განსაზღვრული წლიური ანგარიშის სტრუქტურა და მასში შესატანი ინფორმაცია;

(k) უნდა მიუთითონ შესრულების შეფასების მთავარი ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებული იქნება მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების შეფასებისას.

2. საჭიროებისამებრ უნდა მოხდეს ინსტრუქციების შეცვლა იმ წლიური ანგარიშების ჭრილში, რომლებსაც წარმოადგენენ წევრი სახელმწიფოები 44-ე მუხლის შესაბამისად, ან 45-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად.

მუხლი 44

წლიური ანგარიშები

1. მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების დანერგვიდან ერთი წლის შემდეგ და შესაბამისად ყოველწლიურად, წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ანგარიში შემდეგის მითითებით:

(a) მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებები და დამატებები 42(3)-ე მუხლში მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით;

(b) წინა წელს განხორციელებული კონტროლისა და აუდიტის შედეგები მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების დებულებების თანახმად;

(c) აღმოჩენილი შეუსაბამობის შემთხვევების ტიპი და რაოდენობა;

(d) მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების ეფექტურად მუშაობისათვის საჭირო ზომები, მათ შორის სააღსრულებო მოქმედება და მისი შედეგები.

2. იმისათვის, რომ წინამდებარე ანგარიში სრული სახით იყოს წარმოდგენილი, კერძოდ კი ოფიციალური შემოწმების შედეგები, პირველ პუნქტში მოხსენიებულ ინფორმაციაში უნდა იყოს გათვალისწინებული კომისიის მიერ შესამუშავებელი ინსტრუქციები 62(2)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ საკუთარი ანგარიშების საბოლოო ვერსიის შემუშავება და მიაწოდონ ისინი კომისიას ანგარიშში მითითებული წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

4. პირველ აბზაცში მოხსენიებული ანგარიშების, 45-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგებისა და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით, კომისიამ უნდა მოამზადოს წლიური ანგარიში წევრ სახელმწიფოებში სახელმწიფო კონტროლის მუშაობის შესახებ. ეს ანგარიში საჭიროებისამებრ უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს:

(a) წევრ სახელმწიფოებში სახელმწიფო კონტროლისა და აუდიტის სისტემების შესაძლო გაუმჯობესებაზე მათ შორის მათი მოქმედების სფეროს, მართვისა და განხორციელების ჩათვლით;

(b) სხვადასხვა სექტორთან და ღონისძიებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ კონტროლის ზომებზე, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ჩართული მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმებში;

(c) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად გამიზნულ კოორდინირებულ გეგმებთან დაკავშირებით.

5. მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმები და შესაბამისი მითითებები საჭიროებისამებრ უნდა იქნეს ადაპტირებული კომისიის ანგარიშში მოცემული დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.

6. კომისიამ თავისი ანგარიში უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს და გახადოს იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი.

კარი VI

გაერთიანების მიერ განხორციელებული ღონისძიებები

თავი I

გაერთიანების მიერ განხორციელებული კონტროლი

მუხლი 45

გაერთიანების მიერ განხორციელებული კონტროლი წევრ სახელმწიფოებში

1. კომისიის ექსპერტებმა წევრ სახელმწიფოებში უნდა ჩაატარონ ზოგადი და კონკრეტული ხასიათის აუდიტორული შემოწმებები. კომისიამ საკუთარი ექსპერტების დასახმარებლად უნდა დანიშნოს ექსპერტები წევრი სახელმწიფოებიდან. ზოგადი და კონკრეტული აუდიტები უნდა ჩატარდეს წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით. ასეთი აუდიტები უნდა ხორციელდებოდეს რეგულარულად. მათი მთავარი მიზანი უნდა იყოს იმის გადამოწმება, რომ მთლიანობაში, სახელმწიფო კონტროლი წევრ სახელმწიფოებში ხორციელდებოდეს 41-ე მუხლში მითითებული მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმებისა და გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მიზნისათვის და ასევე კონტროლის ეფექტურობისა და ოპტიმალურობის უზრუნველსაყოფად, კომისიას ასეთი აუდიტების განხორციელებამდე შეუძლია მოითხოვოს წევრი სახელმწიფოების მიერ ეროვნული კონტროლის გეგმების განახლებული ვარიანტების დაუყონებლივ წარდგენა.

2. ერთ ან მეტ კონკრეტულ სფეროში ჩატარებული კონკრეტული აუდიტები და ინსპექციები შეიძლება თან ახლდეს ზოგად აუდიტებს. ამ კონკრეტული აუდიტებისა და ინსპექციების ძირითადი მიზანია:

(a) მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების, ცხოველთა საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობის განხორციელების შემოწმება. საჭიროების შემთხვევაში ისინი უნდა შეიცავდნენ სახელმწიფო სამსახურებისა და შესამოწმებელ სექტორთან დაკავშირებული აღჭურვილობის ადგილზე განხორციელებულ ინსპექციებს;

(b) გადამოწმდეს უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციონირება და ორგანიზაცია;

(c) გამოკვლეული იქნეს წევრი სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ან მწვავე პრობლემები;

(d) გამოკვლეული იქნეს საგანგებო სიტუაციები, ახლად წამოჭრილი პრობლემები ან მათი ახლებურად განვითარება წევრ სახელმწიფოებში.

3. კომისიამ უნდა წარადგინოს ანგარიში ყოველი განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ. მისი ანგარიში, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს წევრი სახელმწიფოებისათვის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონისა და ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესების შესრულების გაუმჯობესების შესახებ. კომისიის მიერ მომზადებული ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. წევრ სახელმწიფოში განხორციელებული კონტროლის ანგარიშების შემთხვევაში, კომისიამ ამ ანგარიშის პროექტი კომენტარებისათვის უნდა მიაწოდოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, მხედველობაში მიიღოს ეს კომენტარები საბოლოო ანგარიშის მომზადებისას და გამოაქვეყნოს უფლებამოსილი ორგანოს კომენტარები საბოლოო ანგარიშთან ერთად.

4. კომისიამ უნდა შეადგინოს კონტროლის წლიური პროგრამა, მიაწოდოს იგი წინასწარ წევრ სახელმწიფოებს და მისი შედეგების შესახებ მოამზადოს ანგარიში. კომისიას შეუძლია ცვლილებები შეიტანოს პროგრამაში საკვებისა და სურსათის უვნებლობის, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის და ცხოველთა კეთილდღეობის სფეროებში მიმდინარე სიახლეების გათვალისწინებით.

5. წევრმა სახელმწიფოებმა:

(a) გაერთიანების მიერ ჩატარებული კონტროლის შედეგად გაცემული რეკომენდაციების თანახმად უნდა მიიღონ შემდგომი შესაბამისი ზომები;

(b) უნდა გაუწიონ ყველანაირი საჭირო დახმარება, წარმოადგინონ ყველანაირი დოკუმენტაცია და უზრუნველყონ სხვა სახის ტექნიკური დახმარება, რომელსაც მოითხოვენ გაერთიანების ექსპერტები, კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით;

(c) უზრუნველყონ, რომ კომისიის ექსპერტებს ხელი მიუწვდებოდეთ ყველა საწარმოზე ან მათ ნაწილებზე და ინფორმაციაზე, კომპიუტერული სისტემების ჩათვლით, რომლებიც მათი მოვალეობების შესასრულებლადაა საჭირო.

6. წევრ სახელმწიფოებში შეიძლება მომზადდეს გაერთიანების მიერ კონტროლის ჩატარების დეტალური წესები ან შეტანილ იქნეს ცვლილებები 62(3)-ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 46

გაერთიანების მიერ განხორციელებული კონტროლი მესამე ქვეყნებში

1. კომისიის ექსპერტებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფო შემოწმება მესამე ქვეყნებში იმისათვის, რომ 47(1)-ე მუხლში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შემოწმდეს მესამე ქვეყნების საკანონმდებლო ბაზისა და სისტემების შესაბამისობა ან ეკვივალენტურობა გაერთიანების ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ რეგულაციებთან. კომისიამ უნდა დანიშნოს ექსპერტები წევრი სახელმწიფოებიდან, რომლებიც მის ექსპერტებს გაუწევენ დახმარებას. ასეთი სახელმწიფო კონტროლის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:

(a) მესამე ქვეყნის კანონმდებლობა;

(b) მესამე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურა, მათი უფლებამოსილებანი და დამოუკიდებლობა, ზედამხედველობა რომელსაც ისინი ექვემდებარებიან და უფლებები, რომლებიც მათ გააჩნიათ კანონმდებლობის ეფექტურად განხორციელებისათვის;

(c) სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად პერსონალის მომზადება;

(d) უფლებამოსილი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომი რესურსები, სადიაგნოსტიკო აღჭურვილობის ჩათვლით;

(e) პრიორიტეტებზე დაყრდნობით, დოკუმენტირებული შემოწმებების პროცედურების და კონტროლის სისტემების არსებობა და მუშაობა;

(f) შესაბამის შემთხვევებში ცხოველთა ჯანმრთელობის, ზოონოზების და მცენარეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ვითარება და ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების კერების შესახებ კომისიის და შესაბამისი საერთაშორისო ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პროცედურები;

(g) ცხოველთა, მცენარეთა და მათი პროდუქტების იმპორტზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის მუშაობა და მასშტაბი;

(h) გარანტიები, რომლების გაცემაც შეუძლია მესამე ქვეყანას გაერთიანების მოთხოვნებთან შესაბამისობასა და ეკვივალენტურობასთან დაკავშირებით.

2. იმისათვის, რომ მესამე ქვეყანაში კონტროლი ეფექტურად და ოპტიმალურად განხორციელდეს, კომისიას ასეთი კონტროლის განხორციელებამდე შეუძლია წინასწარ მოითხოვოს შესაბამისი ქვეყნისაგან, რომ მან წარადგინოს 47(1)-ე მუხლში მოხსენიებული ინფორმაცია და ასევე, საჭიროებისამებრ, წარმოადგინოს ასეთი კონტროლის განხორციელების შესახებ არსებული წერილობითი ჩანაწერები.

3. გაერთიანების მიერ მესამე ქვეყნებში განხორციელებული კონტროლის სიხშირე უნდა განისაზღვროს შემდეგი ფაქტორების საფუძველზე:

(a) გაერთიანების ტერიტორიაზე ექსპორტირებულ პროდუქტთა რისკის შეფასება;

(b) გაერთიანების კანონმდებლობის დებულებები;

(c) შესაბამისი ქვეყნიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა და ტიპი;

(d) იმ კონტროლის შედეგები, რომელიც კომისიის შესაბამისმა სამსახურებმა ან ინსპექციის სხვა ორგანოებმა უკვე განახორციელეს;

(e) იმ საიმპორტო ან სხვა ტიპის კონტროლის შედეგები, რომლებიც წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა განახორციელეს;

(f) ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ან მსგავსი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია;

(g) საერთაშორისოდ აღიარებული ორგანოებიდან, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, კოდექს ალიმენტარიუსის კომისია, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია;

(h) დაავადებათა გაჩენასთან დაკავშირებული სიტუაციების ან სხვა გარემოებათა არსებობის მტკიცებულება, რამაც შესაძლოა რისკი შეუქმნას მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებულ საკვებსა და სურსათს, ან ცოცხალი ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობას;

(i) ცალკეულ მესამე ქვეყნებში არსებული საგანგებო სიტუაციების მოკვლევის ჩატარების და მათზე რეაგირების საჭიროება.

(a) ქვეპუნქტში მითითებული რისკის შეფასების მიზნებისათვის რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები უნდა დადგინდეს კ 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

4. მესამე ქვეყნებში კონტროლის განხორციელების პროცედურები და დეტალური წესები უნდა განისაზღვრებოდეს, ან მათში უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კერძოდ, ისინი უნდა შეიცავდნენ შემდეგ პროცედურებსა და დეტალურ წესებს:

(a) ორმხრივი შეთანხმების კონტექსტში მესამე ქვეყანაში განსახორციელებელი კონტროლის შესახებ;

(b) სხვა მესამე ქვეყნებში განსახორციელებელი კონტროლის შესახებ. იგივე პროცედურის მიხედვით, ზემოთ მოყვანილი კონტროლის ხარჯები ერთობლივად უნდა განისაზღვროს.

5. თუ გაერთიანების მიერ განხორციელებული კონტროლის დროს აღმოჩენილ იქნა ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის სერიოზული რისკის შემქმნელი ფაქტორები, კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა რეგულაციის (EC) No 178/2002 53-ე მუხლის შესაბამისად, ან დაიცვას გაერთიანების სხვა შესაბამისი კანონმდებლობის დებულებები.

6. კომისიამ თითოეული განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს ანგარიში, რომელიც საჭიროებისამებრ უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს. კომისიამ მისი ანგარიშები საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს.

7. კომისიამ წინასწარ უნდა მიაწოდოს წევრ სახელმწიფოებს მესამე ქვეყნებში მის მიერ კონტროლის განხორციელების პროგრამა და წარადგინოს ამ კონტროლის ანგარიში. მას შეუძლია შესწორებები შეიტანოს პროგრამაში საკვებისა და სურსათის უვნებლობის, ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობის სფეროებში არსებული სიახლეების გათვალისწინებით.

თავი II

იმპორტის პირობები

მუხლი 47

იმპორტის ზოგადი პირობები

1. კომისია ვალდებულია მოსთხოვოს იმ მესამე ქვეყნებს, რომლებიც მიზნად ისახავენ საქონლის ექსპორტს გაერთიანების ტერიტორიაზე, წარმოადგინონ შემდეგი ზუსტი და უახლესი ინფორმაცია სანიტარული კონტროლის სისტემების ზოგადი ორგანიზაციისა და მართვის შესახებ:

(a) მის ტერიტორიაზე მიღებული ან წარდგენილი ნებისმიერი სანიტარული ან ფიტოსანიტარული რეგულაციები;

(b) მის ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი კონტროლის ან ინსპექციის პროცედურები, წარმოებისა და კარანტინის პროცედურები, პესტიციდებისადმი მგრძნობელობისა და საკვების დანამატების სანქცირების პროცედურები, რომლებიც მის ტერიტორიაზე მოქმედებს;

(c) რისკის შეფასების პროცედურები, მხედველობაში მიღებული ფაქტორები და სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის დადგენილი დონე;

(d) საჭიროებისამებრ, 46-ე მუხლში მოხსენიებული კონტროლის განხორციელების შემდეგ გაცემული რეკომენდაციების შედეგები.

2. პირველ აბზაცში მოხსენიებული ინფორმაცია უნდა იყოს საქონლის ტიპის პროპორციული და ითვალისწინებდეს მესამე ქვეყნის კონკრეტული სიტუაციის, სტრუქტურისა და გაერთიანებაში ექსპორტირებული პროდუქციის ტიპს. იგი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, გაერთიანებაში საექსპორტოდ განკუთვნილ საქონელს.

3. პირველ და მე- 2 აბზაცებში მოცემული ინფორმაცია შეიძლება ასევე უკავშირდებოდეს:

(a) გაერთიანებაში საექსპორტოდ განკუთვნილი საქონლის ეროვნული კონტროლის შედეგებს;

(b) მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც დაფიქსირდა კონტროლის შესაბამისი სისტემების სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში გაერთიანების მოთხოვნების ან რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად.

4. თუ მესამე ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის მოწოდებას, ან თუ ასეთი ინფორმაცია არ არის სრული, უნდა დაწესდეს იმპორტის კონკრეტული პირობები 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ეს უნდა მოხდეს შესაბამის მესამე ქვეყანასთან კონსულტაციების შემდეგ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე და უნდა ატარებდეს დროებით ხასიათს.

5. ინსტრუქციები, რომლებიც აკონკრეტებენ, თუ როგორ უნდა მომზადდეს პირველ, მე- 2 და მე-3 აბზაცებში მოცემული ინფორმაცია და წარედგინოს კომისიას, ასევე ის გარდამავალი ზომები, რომლებიც საშუალებას აძლევენ მესამე ქვეყნებს მოამზადონ ეს ინფორმაცია, უნდა დადგინდეს 62(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 48

იმპორტის სპეციფიკური პირობები

1. თუ მესამე ქვეყნებიდან ან მათი რეგიონებიდან საქონლის იმპორტირებისას დასაცავ დეტალურ პროცედურებსა და პირობებს არ ითვალისწინებს გაერთიანების კანონმდებლობა, კონკრეტულად კი რეგულაცია (EC) No …/2004(40), ისინი საჭიროებისამებრ უნდა განისაზღვროს 62(4)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. პირველ აბზაცში მოცემული პირობები და დეტალური პროცედურები უნდა შეიცავდეს:

(a) იმ მესამე ქვეყნების სიის შედგენას, საიდანაც I დანართში მოხსენიებულ ტერიტორიებზე შეიძლება მოხდეს კონკრეტული საქონლის იმპორტირება;

(b) იმ სერტიფიკატების ნიმუშების შექმნას, რომლებიც თან ახლავს საქონლის პარტიებს;

(c) პროდუქტის ტიპის ან ცხოველის სახეობიდან მასთან დაკავშირებულ რისკის ფაქტორებიდან გამომდინარე იმპორტის კონკრეტულ პირობებს.

3. მესამე ქვეყნები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნან შეყვანილი მე-2(a) აბზაცში მოცემულ სიებში, თუ მათი უფლებამოსილი ორგანოები წარმოადგენენ შესაბამის გარანტიებს ცხოველების საკვებისა და სურსათის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის ან ცხოველთა ჯანდაცვის წესებთან შესაბამისობასა და ეკვივალენტურობასთან დაკავშირებით.

4. სიების შედგენისას და მათი განახლებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი კრიტერიუმები:

(a) მესამე ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა შესაბამის სექტორში;

(b) მესამე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოსა და მისი მაკონტროლებელი სამსახურების სტრუქტურა და ორგანიზაცია, ასევე მისი/მათი უფლებამოსილებანი და ის გარანტიები, რომლებიც შესაძლოა გაიცეს შესაბამისი კანონმდებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით;

(c) ადეკვატური სახელმწიფო კონტროლის არსებობა;

(d) მესამე ქვეყნის მიერ საკვებსა და სურსათში და ცოცხალ ცხოველებში რისკის ფაქტორების არსებობის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის რეგულარულობა და დროულობა;

(e) მესამე ქვეყნის მიერ გაცემული გარანტიები იმის შესახებ; რომ:

(i) იმ დაწესებულებების მიმართ წაყენებული პირობები, საიდანაც ხდება ცხოველის საკვებისა და სურსათის იმპორტი გაერთიანების ტერიტორიაზე, შეესაბამება ან ეკვივალენტურია ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ გაერთიანების კანონის მოთხოვნებისა;

(ii) ასეთი დაწესებულებების სია შედგენილია და ხდება მისი მუდმივად განახლება;

(iii) ასეთი დაწესებულებების სია და მისი განახლებული ვარიანტები დაუყოვნებლივ მიეწოდება კომისიას;

(iv) ეს დაწესებულებები ექვემდებარება მესამე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მუდმივად და ეფექტიანად განხორციელებულ კონტროლს.

5. მე-2(c) აბზაცში მოცემული იმპორტის სპეციალური პირობების მიღების დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი მესამე ქვეყნების მიერ მოპოვებული ინფორმაცია და საჭიროებისამებრ ამ მესამე ქვეყნებში გაერთიანების მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგები. ერთი კონკრეტული პროდუქტისათვის ან პროდუქტთა ჯგუფისათვის შეიძლება დაწესდეს იმპორტის განსაკუთრებული პირობები, რომლებიც გავრცელდება ერთ კონკრეტულ მესამე ქვეყანაზე, მის რეგიონებზე ან მესამე ქვეყნების ჯგუფზე.

მუხლი 49

ეკვივალენტობა

1. ეკვივალენტური შეთანხმების ან დამაკმაყოფილებელი აუდიტის განხორციელების შემდეგ, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება 62(3)-ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად და იმის აღიარებით, რომ ის ზომები, რომლებსაც მესამე ქვეყნები ან მათი რეგიონები იღებენ, კონკრეტულ ადგილებში გვთავაზობენ გარანტიებს, რომლებიც ეკვივალენტურია გაერთიანებაში მიღებული გარანტიებისა იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყნები წარმოადგენენ ობიექტურ მტკიცებულებას.

2. პირველ აბზაცში მოცემულ გადაწყვეტილებაში უნდა იყოს მოცემული ის პირობები, რომლებითაც ხელმძღვანელობენ მესამე ქვეყნიდან ან მესამე ქვეყნის რეგიონიდან იმპორტისას.

ეს პირობები შეიძლება შეიცავდეს:

(a) იმ სერტიფიკატების ტიპს და აღწერილობას, რომლებიც თან უნდა ახლდეს პროდუქტებს;

(b) გაერთიანების ტერიტორიაზე იმპორტის განსახორციელებლად საჭირო კონკრეტულ მოთხოვნებს;

(c) საჭიროების შემთხვევაში, რეგიონის ან დაწესებულებების სიების შედგენის და მათში ცვლილებების შეტანის წესებს საიდანაც ნებადართულია იმპორტი.

3. პირველ აბზაცში მოხსენიებული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად იგივე პროცედურების შესაბამისად და დაუყოვნებლივ, მისი ეკვივალენტურად აღიარების პირობებიდან ნებისმიერის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

მუხლი 50

განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა

1. 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად შემდეგი ხასიათის ზომები უნდა იქნეს მიღებული და დაცული, ვინაიდან ისინი აშკარა გავლენას ახდენენ განვითარებადი ქვეყნების მიერ წინამდებარე რეგულაციის დებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე:

(a) 47-ე და 48-ე მუხლებში მოცემულია გაერთიანების ტერიტორიაზე ექსპორტირებულ პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნების ეტაპობრივი შემოღება. აღნიშნული მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი უნდა შეფასდეს და იქნეს გათვალისწინებული, კონკრეტული ვადით მოთხოვნებისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების საჭიროების განსაზღვრისას. ეტაპობრივი შემოღება ასევე გაითვალისწინებს მე-2 აბზაცში მოცემული ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერებისას მიღწეულ პროგრესს;

(b) საჭიროებისამებრ, გაერთიანების ექსპერტების მიერ გაწეული დახმარება 47-ე მუხლში მითითებული ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

(c) განვითარებად ქვეყნებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

(d) იმ ინსტრუქციების შემუშავება, რომლებიც დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს გაერთიანების ტერიტორიაზე იმპორტირებულ პროდუქციაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში;

(e) განვითარებად ქვეყნებში გაერთიანების ექსპერტების გაგზავნა იმისათვის, რომ მათ დახმარება გასწიონ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას;

(f) განვითარებადი ქვეყნებიდან კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის მონაწილეობა 51-ე მუხლში მითითებულ სასწავლო კურსებში.

2. გაერთიანების განვითარების პოლიტიკის კონტექსტში, კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს განვითარებადი ქვეყნების მიმართ დახმარებას ზოგადად ცხოველის საკვებისა და სურსათის უვნებლობისა და, კონკრეტულად, ცხოველის საკვებისა და სურსათის სტანდარტების შესრულების თვალსაზრისით, რათა შექმნას მე-5, მე-12, 47-ე და 48 -ე მუხლებში მოცემული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინსტიტუციური პოტენციალი.

თავი III

კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრეინინგი

მუხლი 51

კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრეინინგი

1. კომისიამ უნდა მოაწყოს სასწავლო კურსები წევრი სახელმწიფოების იმ უფლებამოსილი ორგანოების პერსონალისთვის, რომელიც პასუხისმგებელია წინამდებარე რეგულაციაში მოცემული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე. ამ სასწავლო კურსების დანიშნულებაა განავითაროს ჰარმონიზებული მიდგომა წევრ სახელმწიფოებში სახელმწიფო კონტროლის ჩასატარებლად. კერძოდ, ეს სასწავლო კურსები შეიძლება შეიცავდეს ტრეინინგს შემდეგ სფეროებში:

(a) გაერთიანების კანონი ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ და ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესები;

(b) კონტროლის მეთოდები და ტექნიკა, როგორიცაა იმ სისტემების აუდიტი, რომლებსაც ბიზნესოპერატორები ნერგავენ, რათა შეესაბამებოდნენ ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონს და ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებს;

(c) გაერთიანებაში იმპორტირებულ საქონელზე განხორციელებული კონტროლი;

(d) ცხოველის საკვებისა და სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და მარკეტინგის მეთოდები და ტექნიკა.

2. პირველ აბზაცში მოცემული სასწავლო კურსები ღიაა მესამე ქვეყნების, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენელთათვის დასასწრებად.

3. სასწავლო კურსების მოსაწყობად საჭირო დეტალური წესები შეიძლება მომზადდეს 62(3)-ე მუხლში განსაზღვრული წესის შესაბამისად.

თავი IV

გაერთიანების მიერ განხორციელებული სხვა ღონისძიებები

მუხლი 52

მესამე ქვეყნების მიერ წევრ სახელმწიფოებში განხორციელებული კონტროლი

1. კომისიის ექსპერტებმა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების თხოვნით და მათთან ურთიერთთანამშრომლობით, დახმარება უნდა გაუწიონ წევრ სახელმწიფოებს მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული კონტროლის დროს.

2. ასეთ შემთხვევებში, იმ წევრმა სახელმწიფოებმა, რომელთა ტერიტორიაზეც მესამე ქვეყანამ უნდა განახორციელოს კონტროლი, უნდა შეატყობინოს კომისიას დაგეგმვის, მოქმედების სფეროს, საჭირო დოკუმენტაციისა და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაციის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს კონტროლის განხორციელებაში კომისიის ეფექტურ მონაწილეობას.

3. კომისიის მიერ გაწეული დახმარების მიზანი კონკრეტულად უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ:

(a) განმარტოს გაერთიანების კანონი ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ და ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოველთა კეთილდღეობის წესები;

(b) მიაწოდოს გაერთიანების დონეზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია და მონაცემები, რომელიც შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მესამე ქვეყნის მიერ განხორციელებული კონტროლისათვის;

(c) უზრუნველყოს ერთგვაროვნება მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებულ კონტროლთან დაკავშირებით.

მუხლი 53

კონტროლის კოორდინირებული გეგმები

კომისიას შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს კოორდინირებულ გეგმებს, რომელიც უნდა მომზადდეს და განახლდეს 62(2)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. აღნიშნული გეგმები უნდა:

(a) განხორციელდეს ყოველწლიურად პროგრამის შესაბამისად; და

(b) საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს კონკრეტულად მოცემული შემთხვევისათვის რათა დადგინდეს საფრთხეები, რომელიც დომინირებს ცხოველის საკვებში, სურსათსა და ცხოველებში.

კარი VII

აღსრულების ზომები

თავი I

აღსრულების ეროვნული ზომები

მუხლი 54

ქმედებები შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში

1. როდესაც უფლებამოსილი ორგანო დაადგენს, რომ ადგილი აქვს შეუსაბამობას, მან უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რათა ოპერატორმა გამოასწოროს მდგომარეობა. საჭირო ზომის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, თუ რა სახის შეუსაბამობას აქვს ადგილი და ბიზნესოპერატორის მიერ წარსულში შეუსაბამობასთან დაკავშირებული ფაქტები.

2. შესაბამის შემთხვევებში, ასეთი ზომები უნდა შეიცავდეს:

(a) სანიტარული პროცედურების დაწესებას ან ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საჭიროა ცხოველის საკვებისა და სურსათის უვნებლობისა და ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად;

(b) ცხოველის საკვების, სურსათის ან ცხოველების ბაზარზე განთავსებასთან, იმპორტსა ან ექსპორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ან აკრძალვას;

(c) ცხოველის საკვებისა და სურსათის მონიტორინგს და საჭიროებისამებრ მის ბაზრიდან გამოთხოვას ან/და განადგურებას;

(d) უფლებამოსილებას იმისათვის, რომ ცხოველის საკვები და სურსათი გამოყენებულ იქნეს პირველადი დანიშნულების გარდა სხვა მიზნებისთვისაც;

(e) გარკვეული დროით შესაბამისი საწარმოს მუშაობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებას ან მის საერთოდ დახურვას;

(f) დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებას ან საერთოდ გაუქმებას;

(g) მესამე ქვეყნიდან მიღებული საქონლის პარტიების შესახებ მე-19 მუხლში მითითებულ ზომებს;

(h) ნებისმიერ სხვა ზომას, რომელთა მიღებასაც საჭიროდ ჩათვლის უფლებამოსილი ორგანო.

3. უფლებამოსილმა ორგანომ შესაბამის ბიზნესოპერატორს ან წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს:

(a) პირველი პუნქტის შესაბამისად მისაღები ზომების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილობითი შეტყობინება აღნიშნული გადაწყვეტილების განმაპირობებელ მიზეზებთან ერთად; და

(b) აღნიშნული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გასაჩივრების უფლების და შესაბამისი პროცედურისა და ვადების შესახებ ინფორმაცია.

4. საჭიროებისამებრ უფლებამოსილმა ორგანომ ასევე უნდა შეატყობინოს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მისი გადაწყვეტილების გაგზავნის შესახებ.

5. ამ მუხლიდან გამომდინარე გაწეული ყველა ხარჯი უნდა გაიღოს დამრღვევმა ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორმა.

მუხლი 55

სანქციები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოამზადონ წესები იმ სანქციებისათვის, რომლებიც გამოიყენება ცხოველის საკვებისა და სურსათის კანონის და გაერთიანების სხვა დებულებების დარღვევებისას, რომლებიც უკავშირდება ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას და მიიღონ აღნიშნული სანქციების განხორციელებისათვის საჭირო ყველა ზომა. აღნიშნული სანქციები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი.

2. წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ კომისიას იმ დებულებების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის დარღვევების შემთხვევაში და ასევე ნებისმიერი შესაბამისი შესწორებების თაობაზე.

 

თავი II

აღსრულების ზომები გაერთიანების ტერიტორიაზე

მუხლი 56

უსაფრთხოების ზომები

1. რეგულაციის (EC) No 178/2002 53-ე მუხლში მოცემული პროცედურების თანახმად, ზომები უნდა იქნეს მიღებული იმ შემთხვევაში თუ:

(a) კომისიას აქვს წევრი სახელმწიფოს კონტროლის სისტემების მნიშვნელოვნად არადამაკმაყოფილებელი მუშაობის მტკიცებულება; და

(b) თუ ამგვარი მუშაობა წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის დიდ რისკ-ფაქტორს პირდაპირ ან გარემოს გავლით.

2. ასეთი ზომები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განხორციელდეს, რაც:

(a) გაერთიანების მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგად დაფიქსირდება, რომ ადგილი აქვს გაერთიანების კანონმდებლობის შეუსრულებლობას; და

(b) შესაბამისი წევრი სახელმწიფო ვერ შეძლებს სიტუაციის გასწორებას კომისიის მოთხოვნის შესაბამისად და მის მიერ დადგენილ ვადებში.

თავი VIII

გაერთიანების კანონმდებლობის ადაპტაცია

მუხლი 57

დირექტივაში 96/23/EC შეტანილი ცვლილება

დირექტივა 96/23/EC შეცვლილია შემდეგნაირად:

1) მე14(2) მუხლი შეცვლილია შემდეგნაირად:

„2. გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიები მოხსენიებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს...... რეგულაციის (EC) No …/2004 VII დანართის შესაბამის ნაწილში სახელმწიფო კონტროლის შესახებ, რომელიც ხორციელდება ცხოველთა საკვების და სურსათის შესახებ კანონის და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესების შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით*.

* ოფიციალური ბიულეტენი, L (შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი და ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების თარიღი)“;

2) 30-ე მუხლის პირველი აბზაცის დასაწყისი „სადაც ასეთი დამატებითი შემოწმებები აჩვენებს...“ და დასასრული „...ან გამოიყენოს ის გაერთიანების კანონმდებლობით დაშვებული სხვა მიზნებისათვის, გარანტიისა და კომპენსაციის გარეშე,“ შეიცვალოს შემდეგნაირად:

„შემთხვევებზე, როდესაც შემოწმებები ავლენს კანონმდებლობით დაუშვებელი ნივთიერებების ან პროდუქტის არსებობას ან როდესაც მაქსიმალური ზღვარი გადაჭარბებულია, რეგულაციის (EC) No …/2004 მე-19 და მე-20 მუხლების დებულებები უნდა გავრცელდეს“.

∗ შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტინთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.

3) V დანართი იქნეს ამოღებული.

მუხლი 58

დირექტივაში 97/78/EC შეტანილი ცვლილება

დირექტივა 97/78/EC შეცვლილია შემდეგნაირად:

1) პირველი მუხლი შეიცვალოს შემდეგნაირად:

„I დანართში მოცემულ ტერიტორიებზე შეტანილი მესამე ქვეყნის პროდუქტების ვეტერინარული შემოწმება უნდა განხორციელდეს წევრი სახელმწიფოების მიერ ამ დირექტივისა და ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EC) No …./2004 ცხოველის საკვების და სურსათის შესახებ კანონის, ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან(*) შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად განხორციელებული კონტროლის შესახებ.

* ოფიციალური ბიულეტენი, L (შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი და ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების თარიღი)“;

2) მე-2 მუხლის მე-2(a) აბზაცი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„(a) „პროდუქტები“ ნიშნავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომელიც მოხსენიებულია დირექტივებში 89/662/EEC და 90/425/EEC, ევროპარლამენტისა და საბჭოს 3 ოქტომბრის 2002 წლის რეგულაციაში (EC) No 1774/2002 რომელიც ეხება ჯანმრთელობის საკითხებს ცხოველური პროდუქტების შესახებ, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისათვის(*), საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივაში 2002/99/EC ცხოველთა ჯანმრთელობის წესების შესახებ, რომელიც არეგულირებს ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოებას, დამუშავებას, დისტრიბუციას და ბაზარზე განთავსებას(**) და ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაში (EC) No …./…. მოცემული კონკრეტული წესები ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების შესახებ(***); ის აგრეთვე შეიცავს მე-19 მუხლში მოხსენიებულ მცენარეულ პროდუქტებს.

(*) ოფიციალური ბიულეტენი, L 273, 10.10.2002, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა კომისიის დირექტივის (EC) No 808/2003 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 117, 13.05.2003, გვ. 1);

(**) ოფიციალური ბიულეტენი, L 18, 23.01.2003, გვ. 11;

(***) ოფიციალური ბიულეტენი, L.... (შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ რეგულაციის ნომერი და თარიღი).“.

3) მე-7(3) მუხლში სიტყვები „ინსპექციის გადასახადები, რომელიც მოხსენიებულია საბჭოს 1985 წლის 29 იანვრის დირექტივაში 85/73/EEC იმ ვეტერინარული ინსპექციების და კონტროლის დაფინანსების შესახებ, რომელიც განსაზღვრულია დირექტივებით 89/662/EEC, 90/425/EEC, 90/675/EEC და 91/496/EEC (შეცვლილი და კონსოლიდირებული)“ უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: „ინსპექციის გადასახადი რომელიც მოხსენიებულია რეგულაციაში (EC) No …/2004*“;

(∗) შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტინთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.

4) მე-10 მუხლის 1(b)-ელ აბზაცში უნდა მოხდეს შემდეგი ფრაზის ამოღება: „ან იმ დაწესებულებების შემთხვევაში, რომელიც დამტკიცებულია საბჭოს 1995 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების 95/408/EC შესაბამისად, რომელიც ეხება მესამე ქვეყნის იმ დაწესებულებების წინასწარი სიების შემუშავების პირობებს, რომელთაგან წევრ სახელმწიფოებს ნებართვა აქვთ აწარმოონ ცხოველური წარმოშობის გარკვეული პროდუქტების, თევზეულის ან ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების იმპორტი, ასევე იმ საწარმოთა სიები, რომელმაც გაიარეს გაერთიანების ან ეროვნული ინსპექცია.“.

5) მე-12 მუხლში მე-9 აბზაცი უნდა იქნეს ამოღებული.

6) მე-15 მუხლში მე-5 აბზაცი უნდა იქნეს ამოღებული.

7) მე16 მუხლში უნდა ჩაემატოს შემდეგი აბზაცი:

„4. ტრანსპორტის საერთაშორისო საშუალებების ეკიპაჟისა და მგზავრებისთვის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით მომარაგების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან დაკავშირებული დისტანციური შეკვეთების (მაგალითად, ფოსტით, ტელეფონით და ინტერნეტით) განხორციელების და მომხმარებლისთვის მიწოდების წესები უნდა დადგინდეს რეგულაციის (EC) No …/…(*) 25-ე მუხლის თანახმად“;

8) მე-21 მუხლი უნდა იქნეს ამოღებული;

9) მე-23 მუხლი უნდა იქნეს ამოღებული;

10) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე აბზაცში სიტყვები „მე-17(2)(a) და (b) მუხლის შესაბამისად“ უნდა შეიცვალოს როგორც „მე17-მუხლის შესაბამისად.“.

(∗) შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტინთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.

მუხლი 59

დირექტივის 2000/29/EC ცვლილება

შემდეგი მუხლი შეტანილ უნდა იქნეს დირექტივაში 2000/29/EC:

„მუხლი 27a

წინამდებარე დირექტივის მიზნისათვის და მისი 21-ე მუხლის შეზღუდვის გარეშე, ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) No …/… 41-46-ე მუხლები ცხოველთა საკვების და სურსათის შესახებ კანონთან ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესების(*) შესაბამისობის უზრუნველყოფის დასადგენად სახელმწიფო კონტროლის ჩატარების შესახებ, გამოყენებულ იქნეს მიზანშეწონილობის მიხედვით.

(*) ოფიციალური ბიულეტენი, L (შენიშვნა ოფიციალური ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების ნომერი და თარიღი).“.

მუხლი 60

რეგულაციის (EC) …/…(*) ცვლილება

რეგულაციაში (EC) …/…(*) შევიდეს შემდეგი შესწორებები:

1) პირველ მუხლში უნდა ჩაემატოს შემდეგი აბზაცი:

„1a. წინამდებარე რეგულაცია შეიძლება დამატებით გავრცელდეს ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაზე (EC) No …/…, ცხოველის საკვების და სურსათის შესახებ კანონის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესების შესაბამისობის უზრუნველყოფის დასადგენად სახელმწიფო კონტროლის ჩატარების შესახებ(**).

2) მე-2 მუხლში:

(a) პირველი აბზაცის (a), (b), (d) და (e) ქვეაბზაცები უნდა იქნეს ამოღებული; და

შემდეგი ქვეაბზაცები უნდა დაემატოს მე-2 აბზაცს 

„(ba) რეგულაცია(EC) No …/…(***)".

(*) გთხოვთ მიუთითოთ რეგულაცია, რომელიც მოხსენიებულია დოკუმენტის დეკლარაციულ ნაწილში 45 (მე-2 და მე-3 სქოლიოს შორის).

(**) ოფიციალური ბიულეტენი, L (შენიშვნა ოფიციალური ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი და ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების თარიღი).“

(***) შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.

3) მე-3 მუხლში:

(a) პირველი აბზაცი შეიცვალოს შემდეგნაირად:

„1. „უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ დაწესებულებები რეგულაციის (EC) No …/…31(2)-ე მუხლით განსაზღვრული პერიოდის და წესის შესაბამისად; და

(b) მე-4 (a) და (b) აბზაცები და მე-6 აბზაცი უნდა იქნეს ამოღებული.

4) მე-9 მუხლი უნდა იქნეს ამოღებული.

5) მე-10 მუხლი შეიცვალოს შემდეგნაირად: 

„მუხლი 10

რეგულაციის (EC) No 178/2002 მე-11 მუხლისა და რეგულაციის (EC) No …/…(*) VI კარის II თავით განსაზღვრული პრინციპებისა და პირობების ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად ამ თავში დადგენილი პროცედურები უნდა იქნეს გამოყენებული.“

(∗) შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტინთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.

6) მე-11 მუხლში:

(a) მე-2 აბზაცი შეიცვალოს შემდეგნაირად:

„2. მესამე ქვეყანა უნდა განთავსდეს ასეთ სიაში, მხოლოდ თუ ასეთი გაერთიანების მიერ ჩატარდა კონტროლი ამ ქვეყანაში რამაც აჩვენა, რომ უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ შესაბამის გარანტიებს, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის (EC) No …/…(*) 48(3)-ე მუხლის შესაბამისად. თუმცა, მესამე ქვეყანა შესაძლოა აღმოჩნდეს ასეთ სიაში გაერთიანების მიერ კონტროლის ჩატარების მიუხედავად თუ:

(a) რისკი, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის (EC) No …/…(*), 46(3)(a)-ე მუხლის შესაბამისად არ განაპირობებს მას; და

(b) გადაწყვეტილება მიღებულია კონკრეტული მესამე ქვეყნის სიაში დამატების შესახებ პირველი აბზაცის 1, თუ სხვა ინფორმაცია მიანიშნებს, რომ უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამის გარანტიებს.“

 (b) მე-4 აბზაცში შესავალი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„4. სიების განახლების ან შედგენის დროს, განსაკუთრებით გათვალისწინებული უნდა იქნეს კრიტერიუმები, რომლებიც მოხსენიებულია რეგულაციის (EC) No …/… 46-ე და 48(3)-ე მუხლებში. ყურადღება აგრეთვე უნდა დაეთმოს:“ და

(∗) შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.

(c) მე-4 აბზაცის (b)-(h) ქვეაბზაცები უნდა იქნეს ამოღებული.

7. მე-14(2)(b) მუხლი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„(b) ნებისმიერი კონკრეტული იმპორტის პირობები, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის (EC) No …/… 48-ე მუხლის თანახმად.“

8) მე-18 მუხლის მე-17-20 ქვეპუნქტები უნდა იქნეს ამოღებული.

მუხლი 61

გაერთიანების აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება

1. დირექტივები 70/373/EEC, 85/591/EEC, 89/397/EEC და 95/53/EC და გადაწყვეტილებები 93/383/EEC, 98/728/EC და 1999/313/EC გამოცხადდეს ძალადაკარგულად 2006 წლის 1 იანვრიდან. დირექტივა 85/73/EEC გამოცხადდეს ძალადაკარგულად 2008 წლის 1 იანვრიდან.

2. მიუხედავად ამისა, ამ აქტების საფუძველზე მიღებული საიმპლემენტაციო წესები, კერძოდ კი VIII დანართში მითითებული წესები, დარჩება ძალაში თუ ისინი არ მოდის წინააღმდეგობაში წინამდებარე რეგულაციასთან, წინამდებარე რეგულაციით საჭირო დებულებების მიღებამდე.

3. მითითება გაუქმებულ აქტებზე მიჩნეულ იქნეს მითითებად წინამდებარე რეგულაციაზე.

(*) შენიშვნა ოფიციალური ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.

კარი IX

ზოგადი დებულებანი

მუხლი 62

საკომიტეტო პროცედურა

1. კომისიას დახმარება უნდა გაუწიოს, სურსათის ქსელისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა, რომელიც დაარსებულ იქნა რეგულაციის (EC) No 178/2002 58-ე მუხლით ან, ძირითადად მცენარეთა ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ შემთხვევებში, მცენარეთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა, რომელიც დაარსდა საბჭოს გადაწყვეტილებით 76/894/EE(41).

2. თუ მითითება კეთდება ამ აბზაცთან, გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-3 და მე-7 მუხლები უნდა იქნეს გამოყენებული, მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

3. თუ მითითება კეთდება ამ აბზაცთან, გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები უნდა იქნეს გამოყენებული, მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5(6) მუხლით განსაზღვრული პერიოდი შეადგენს სამ თვეს.

4. კომიტეტმა უნდა მიიღოს თავისი რეგლამენტი.

მუხლი 63

საიმპლემენტაციო და გარდამავალი ზომები

1. საიმპლემენტაციო და გარდამავალი ზომები, რომელიც საჭიროა წინამდებარე რეგულაციის ერთიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად 62(2)-ე მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად. კერძოდ, აღნიშნული შეეხება შემდეგს:

(a) მაკონტროლებელი ამოცანების დელეგირება რათა მოხდეს მე-5 მუხლში მოხსენიებული ორგანოების კონტროლი, იმ შემთხვევაში როდესაც აღნიშნული მაკონტროლებელი ორგანოები მოქმედებდნენ წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე;

(b) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ეხება მე-12(2) მუხლში მოხსენიებულ სტანდარტებს;

(c) შეუსაბამობა, რომელიც მოხსენიებულია 28-ე მუხლში, რომელიც გამოიწვევს ხარჯებს დამატებითი სახელმწიფო კონტროლიდან გამომდინარე;

(d) 54-ე მუხლის თანახმად გაწეული დანახარჯები;

(e) სახელმწიფო კონტროლის ჩატარებისთვის განსაზღვრული მიკრობიოლოგიური, ფიზიკური ან/და ქიმიური ანალიზის წესები, განსაკუთრებით, რისკის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის მესამე ქვეყნიდან პროდუქტების უსაფრთხოების ზედამხედველობის ჩათვლით.

(F) იმის დადგენა თუ რა სახის ცხოველის საკვები უნდა იქნეს მიჩნეული ცხოველური წარმოშობის სავებად წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის.

2. რეგულაციების (EEC) No2092/91, (EEC) No 2081/92 და (EEC) No 2082/92 სპეციფიური ხასიათის გათვალისწინების მიზნით, სპეციალური ზომები, რომელიც უნდა იქნეს მიღებული 62(3)-ე მუხლში განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეიძლება მოითხოვდეს წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრული წესების შეუსრულებლობას ან კორექტირებას.

მუხლი 64

ცვლილებები ევროპული სტანდარტების დანართებსა და სქოლიოებში

 62(3)-ე მუხლში მითითებული პროცედურის თანახმად:

1. წინამდებარე რეგულაციის დანართები შესაძლოა იყოს განახლებული, გარდა I, IV და V დანართებისა, 27(3)-ე მუხლის შეზღუდვის გარეშე, კერძოდ ადმინისტრაციული ცვლილებებისა და მეცნიერული ან/და ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინების მიზნით;

2. წინამდებარე რეგულაციაში მითითებული ევროპული სტანდარტების სქოლიოები შესაძლოა შეიცვალოს როდესაც სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი შეიტანს ცვლილებებს.

მუხლი 65

ევროპარლამენტსა და საბჭოსათვის წარსადგენი ანგარიში

1. კომისიამ, არა უგვიანეს... (*)-სა უნდა წარუდგინოს ანგარიში ევროპარლამენტსა და საბჭოს.

(*) წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლიდან 3 წლის შემდეგ.

2. კერძოდ, ანგარიში უნდა შეიცავდეს წინამდებარე რეგულაციის განხორციელებიდან მიღებულ გამოცდილებას და განიხილავდეს შემდეგ საკითხებს:

(a) ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით მოქმედების სფეროს ხელახალი შეფასება;

(b) სხვა სექტორების მიერ სახელმწიფო კონტროლის დაფინანსებაში წვლილის შეტანის უზრუნველყოფა, IV დანართის A ქვეთავსა და V დანართის A ქვეთავში მოხსენიებული აქტივობების სიის გაზრდით, ასევე გაერთიანების მიერ მიღებული ცხოველის საკვების და სურსათის ჰიგიენის შესახებ კანონმდებლობის ზეგავლენის მხედველობაში მიღება აღნიშნულის მიღების შემდეგ;

(c) გადასახადების განახლებული მინიმალური ზღვარის დადგენა IV დანართის B ქვეთავსა და V დანართის B ქვეთავში მოხსენიებული ტარიფებისათვის, რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით.

3. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მოხსენებას თან ურთავს შესაბამის წინადადებებს.

მუხლი 66

გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერა

1. თანხები, რომელიც საჭიროა:

(a) წევრი სახელმწიფოების ექსპერტების მგზავრობისა და ტრანსპორტის ხარჯები, რომელთა გაღებაც მოხდა გაერთიანების მიერ მათი საკუთარი ექსპერტებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით დანიშვნის გამო 45(1)-ე მუხლის და 46(1)-ე მუხლის შესაბამისად;

(b) კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრენინგი 51-ე მუხლის შესაბამისად;

(c) წინამდებარე რეგულაციის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა სხვა ზომის დაფინანსების დამტკიცება უნდა მოხდეს ყოველწლიურად საბიუჯეტო პროცედურების ფარგლებში.

2. 1(c)-ელ აბზაცში მოხსენიებული ზომები შესაძლოა მოიცავდეს კონფერენციების ორგანიზებას, მონაცემთა ბაზის დაარსებას, ინფორმაციის გამოქვეყნებას, სწავლებისა და შეხვედრების ორგანიზებას, რომ მომზადდეს საკვები ქსელისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივი კომიტეტის სხდომები.

3. გაერთიანების მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერა და ფინანსური ხელშეწყობა 50-ე მუხლში მოხსენიებული აქტივობების ორგანიზების მიზნით შესაძლოა მინიჭებული იყოს კომისიისათვის ხელმისაწვდომი ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში.

თავი X

დასკვნითი დებულება

მუხლი 67

ძალაში შესვლა

წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში მისი გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

წინამდებარე რეგულაცია გამოიყენება 2006 წლის 1 იანვრიდან.

თუმცა, 27-ე და 28-ე მუხლები ძალაში შედის 2007 წლის 1 იანვრიდან.

წინამდებარე რეგულაცია მთლიანად სავალდებულოა და ის უშუალოდ ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე. შედგენილია სტრასბურგში 2004 წლის 29 აპრილს.

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე პ. კოქსი

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე მ. მაკდოუელი

დანართი I

მე-2(15) მუხლში მოხსენიებული ტერიტორიები

1. ბელგიის სამეფოს ტერიტორია;

2. დანიის სამეფოს ტერიტორია, ფაროს კუნძულებისა და გრენლანდიის გარდა;

3. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ტერიტორია;

4. ესპანეთის სამეფოს ტერიტორიები ცეუტას და მელილას გარდა;

5. საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

6. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

7. ირლანდიის ტერიტორია;

8. იტალიის რესპუბლიკის ტერიტორია;

9. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორია;

10. ევროპაში ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია;

11. პორტუგალიის რესპუბლიკის ტერიტორია;

12. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორია;

13. ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორია;

14. ფინეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

15. შვედეთის სამეფოს ტერიტორია.

დანართი II

უფლებამოსილი ორგანოები

თავი I

სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის სწავლების საგანი

1. კონტროლის სხვადასხვა მეთოდები, როგორიცაა აუდიტი, ნიმუშის აღება და ინსპექტირება.

2. კონტროლის პროცედურები.

3. კანონი ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ.

4. წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის სხვადასხვა საფეხურები, ასევე, ადამიანთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო რისკები და, საჭიროების შემთხვევაში, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობისა და გარემოსთან დაკავშირებული შესაძლო რისკები.

5. ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან შეუსაბამობის შეფასება.

6. ცხოველის საკვებისა და სურსათის წარმოებასთან დაკავშირებული საფრთხეები.

7. HACCP პროცედურების გამოყენების შეფასება.

8. მენეჯმენტის სისტემების, როგორიცაა ხარისხის კონტროლის პროგრამები ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესის ფუნქციონირებისა და მათი შეფასების უზრუნველსაყოფად ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის მოთხოვნებთან მიმართებაში.

9. ოფიციალური სერტიფიცირების სისტემები.

10. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები, წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას შორის კომუნიკაციის ჩათვლით.

11. სასამართლო პროცესები და სახელმწიფო კონტროლის სხვა შედეგები.

12. წერილობითი, დოკუმენტირებული მასალისა და სხვა ჩანაწერების შემოწმება, მათ შორის პროფესიული ტესტირების, აკრედიტაციისა და რისკის შეფასების მასალების ჩათვლით, რომელიც საჭიროა ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად, რაც შესაძლოა შეიცავდეს ფინანსურ და კომერციულ ასპექტებსაც.

13. ნებისმიერი სხვა სფერო, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად ჩასატარებლად.

 

თავი II

კონტროლის პროცედურებს დაქვემდებარებული სფეროები

1. უფლებამოსილი ორგანოს მოწყობა და ურთიერთობები ცენტრალურ უფლებამოსილ ორგანოსა და იმ ორგანოებს შორის, რომელთათვისაც ხდება ამოცანების დელეგირება სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად.

2. ურთიერთობა უფლებამოსილ ორგანოებს და იმ მაკონტროლებელ ორგანოებს შორის, რომელთათვისაც მოხდა ამოცანების დელეგირება სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით.

3. განცხადება მისაღწევი მიზნების შესახებ.

4. პერსონალისთვის მიცემული დავალებები, პერსონალის პასუხისმგებლობები და მოვალეობები.

5. ნიმუშის აღების პროცედურები, კონტროლის მეთოდები და ტექნიკა, შედეგების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებები.

6. მონიტორინგისა და კვლევის პროგრამები.

7. ურთიერთდახმარება იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო კონტროლი საქმეში ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოს ჩართვას მოითხოვს.

8. სახელმწიფო კონტროლის შემდგომ განსახორციელებელი ქმედებები.

9. თანამშრომლობა სხვა სამსახურებთან ან დეპარტამენტებთან, რომლთაც გააჩნიათ მსგავსი პასუხისმგებლობები.

10. ნიმუშების აღების, ანალიზის და გამოსავლენი ტესტების მეთოდების შესატყვისობის გადამოწმება.

11. სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ნებისმიერი სხვა ქმედება ან ინფორმაცია.

დანართი III

ანალიზის მეთოდების დახასიათება

1. ანალიზის მეთოდები უნდა ხასიათდებოდეს შემდეგი კრიტერიუმებით:

(a) სიზუსტე;

(b) გამოყენებადობა (მატრიცა და კონცენტრაციის დონე);

(c) გამოვლენის ზღვარი;

(d) განსაზღვრის ზღვარი;

(e) სიზუსტე;

(f) განმეორებადობა;

(g) რეპროდუქციულობა;

(h) აღდგენადობა;

(i) შერჩევითობა;

(j) მგრძნობელობა;

(k) სწორხაზოვნება;

(l) გაზომვების არაერთგვაროვნება;

(m) სხვა კრიტერიუმები, რომელიც მოთხოვნისამებრ შეირჩევა.

2. 1(e)-ელ პუნქტში მოხსენიებული სიზუსტის მაჩვენებელი მიიღწევა ერთობლივი ცდების შედეგად, რომლებიც ტარდება ერთობლივი ცდების შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლის თანახმად (მაგ.: ISO 5725:1994 ან IUPAC საერთაშორისო ჰარმონიზებული პროტოკოლი) ან, იმ შემთხვევებში რომელთათვისაც შემუშავებულ იქნა ანალიტიკური მეთოდების შესრულების კრიტერიუმები, ცდები ეფუძნება კრიტერიუმებთან შესაბამისობის ტესტებს. განმეორებადობისა და რეპროდუქტიულობის მაჩვენებლები შეიძლება გამოხატულ იქნეს საერთაშორისოდ მიღებული ფორმით (მაგ.: 95%-იანი სანდოობის ინტერვალი ISO 5725:1994 ან IUPAC შესაბამისად). ერთობლივი ცდების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს და საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

3. ანალიზის მეთოდებს, რომელიც გამოიყენება ერთნაირად საქონლის სხვადასხვა ჯგუფებისთვის, უნდა მიეცეს უპირატესობა იმ მეთოდებთან შედარებით, რომელიც მხოლოდ ერთი ცალკეული სახის საქონლისთვის გამოიყენება.

4. როდესაც ანალიზის მეთოდების ვალიდურობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთ ცალკეულ ლაბორატორიაში, მათი ვალიდურობა უნდა დადგინდეს მაგ: IUPAC ჰარმონიზებული ინსტრუქციების თანახმად, ან თუ ანალიზის მეთოდების განხორციელების კრიტერიუმები დადგენილია, ის უნდა დაეყრდნოს კრიტერიუმებთან შესაბამისობის ტესტებს.

5. წინამდებარე რეგულაციით მიღებული ანალიზის მეთოდები უნდა დაკორექტირდეს ISO-ს მიერ რეკომენდირებული ანალიზის მეთოდების სტანდარტული ფორმით.

დანართი IV

სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა და გადასახადებისა და მოსაკრებლების მინიმალური კოეფიციენტები გაერთიანების დაწესებულებებთან მიმართებაში

ქვეთავი A

საქმიანობა

1. საქმიანობა, რომელიც მოცემულია დირექტივებში 89/662/EC, 90/425/EEC, 93/119/EC და 96/23/EC, რომლისთვისაც წევრი სახელმწიფოები ამჟამად ახდევინებენ გადასახადს დირექტივის 85/73/EEC შესაბამისად.

2. ცხოველის საკვების დამტკიცება.

ქვეთავი B

მინიმალური ტარიფები

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ სულ მცირე თანამდევი მინიმალური გადასახადები ან მოსაკრებლები ქვემოთ დასახელებული საქონლის სიის კონტროლთან დაკავშირებით

თავი I

ცხოველთა დაკვლის ინსპექციისათვის დადგენილი გადასახადებისა და სახდელების მინიმალური ტარიფი

(a) საქონლის ხორცი

– ზრდასრული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 5 ევრო/პირუტყვი

– ახალგაზრდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:  2 ევრო/პირუტყვი

(b) კენტ – ჩლიქიანები  3 ევრო/პირუტყვი

(c) გოჭის ხორცი: დაუფეშხოებელი ნაკლავის წონა

– 25 კილოზე ნაკლები:  0,5 ევრო/პირუტყვი

– 25 კილო ან მეტი:   1 ევრო/პირუტყვი

(d) ცხვრის ხორცი და თხის ხორცი: დაუფეშხოებელი ნაკლავის წონა

– 12 კილოზე ნაკლები: 0,15 ევრო/პირუტყვი

– 12 კილო ან მეტი: 0,25 ევრო/პირუტყვი

(e) ფრინველის ხორცი

– შინაური ქათმის და ციცრების გვარის ფრინველი:  0 005 ევრო/პირუტყვი

– იხვები და ბატები: 0,01 ევრო/პირუტყვი

– ინდაური: 0 025 ევრო/პირუტყვი

– შინაური კურდღლის ხორცი:     0,005 ევრო/პირუტყვი

თავი II

საჭრელი საწარმოების კონტროლისთვის დადგენილი გადასახადებისა და სახდელების მინიმალური ტარიფი

1 ტონა ხორცზე:

– საქონლის, ხბოს, ღორის, კენტ-ჩლიქიანების, ცხვრის და თხის ხორცი 2 ევრო

– ფრინველის ხორცი და შინაური კურდღლის ხორცი 1,5 ევრო

– შინაური და გარეული ნანადირევი:

• მცირე ზომის ნანადირევი ფრინველი და ხმელეთის ნანადირევი 1,5 ევრო

• უტროპო ფრინველების ხორცი(სირაქლემა, ემუ, ნანდუ): 3 ევრო

• ტახი და მცოხნავი ცხოველები: 2 ევრო

თავი III

ნანადირევის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის დადგენილი გადასახადებისა და სახდელების მინიმალური ტარიფი

(a) მცირე ზომის ნანადირევი ფრინველი: 0,005 ევრო/ცხოველი

(b) პატარა ზომის ხმელეთის ნანადირევი: 0,01 EUR/ცხოველი

(c) უტროპო ფრინველი:  0,5 ევრო/ცხოველი

(d) ხმელეთის ძუძუმწოვრები:

• ტახი:    1,5 ევრო/ცხოველი

• მცოხნავი ცხოველები:  0,5 ევრო/ცხოველი

თავი IV

რძის წარმოებაზე დადგენილი გადასახადებისა და სახდელების მინიმალური ტარიფი

• 1 ევრო 30 ტონაზე; და

• 0.5 ევრო ტონაზე 30 ტონაზე მეტის შემთხვევაში.

თავი V

წარმოებასა და ბაზარზე გატანისათვის დადგენილი გადასახადებისა და სახდელების მინიმალური ტარიფი თევზისა და ზღვის პროდუქტებისათვის

(a) თევზისა და ზღვის პროდუქტების პირველადი განთავსება ბაზარზე:

• 1 ევრო ტონაზე, პირველი 50 ტონის შემთხვევაში ერთი თვის პერიოდში;

• 0,5 ევრო ტონაზე, აღნიშნულის შემდეგ.

(b) პირველი გაყიდვა თევზის ბაზარზე:

• 1 ევრო ტონაზე, პირველი 50 ტონის შემთხვევაში ერთი თვის პერიოდში;

• 0,25 ევრო ტონაზე, აღნიშნულის შემდეგ.

(c) პირველი გაყიდვა რეგულაციების (EEC) No 103/76 და No 104/76 შესაბამისად დადგენილი პროდუქტის სიახლის ან/და ზომის გრადაციის უქონლობის ან არასაკმარისი დონის შემთხვევაში:

• 1 ევრო ტონაზე პირველი 50 ტონის შემთხვევაში ერთი თვის პერიოდში;

• 0,5 ევრო ტონაზე აღნიშნულის შემდეგ.

გადასახადები, რომელთა გადახდაც ხდება საბჭოს რეგულაციაში (EEC) No 3703/85 მოხსენიებული ჯიშებისათვის, არ უნდა აჭარბებდეს 50 ევროს თითო პარტიაზე.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ 0.5 ევრო/ტონაზე გადასახადი თევზისა და ზღვის პროდუქტების დამუშავებისთვის.

დანართი V

გაერთიანების ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის და ცოცხალი ცხოველების სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა და გადასახადებისა და მოსაკრებლების მინიმალური ტარიფები

ქვეთავი A

საქმიანობა ან კონტროლი

საქმიანობა, რომელიც მოცემულია დირექტივებში 97/78/EC და 91/496/EEC და რომლისთვისაც წევრი სახელმწიფოები ამჟამად ახდევინებენ გადასახადს დირექტივის 85/73/EEC შესაბამისად.

ქვეთავი B

გადასახადები და მოსაკრებლები

თავი I

იმპორტირებულ ხორცზე დაწესებული გადასახადები

იმპორტირებულ ხორცის პარტიაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური გადასახადის ტარიფი შემდეგია:

– 55 ევრო პარტიაზე, 6 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; და

– 9 ევრო პარტიაზე 46 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; ან

– 420 ევრო პარტიაზე 46 ტონაზე მეტის შემთხვევაში.

თავი II

იმპორტირებულ თევზის პროდუქტებზე დაწესებული გადასახადები

1. იმპორტირებული თევზის პროდუქტების პარტიაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური ფიქსირებული გადასახადი არის შემდეგი:

– 55 ევრო პარტიაზე, 6 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში და

– 9 ევრო პარტიაზე 46 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; ან

– 420 ევრო პარტიაზე 46 ტონაზე მეტის შემთხვევაში.

2. იმპორტირებული თევზის პროდუქტების პარტიაზე, რომელიც შემოტანილია როგორც საცალო ტვირთი, დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური გადასახადი არის შემდეგი:

– 600 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 500 ტონამდე თევზის პროდუქტი,

– 120 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 1000 ტონამდე თევზის პროდუქტი,

– 2400 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 2000 ტონამდე თევზის პროდუქტი,

– 3600 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 2000 ტონაზე მეტი ოდენობის თევზის პროდუქტი.

3. IV დანართის B ქვეთავის V თავის (a) ქვეპუნქტში მოცემული დებულებები ვრცელდება თევზის პროდუქტზე, რომელიც დაჭერილია ბუნებრივ გარემოში მესამე ქვეყნის დროშით მცურავი გემის მიერ.

თავი III

ხორცის პროდუქტებზე, ფრინველის ხორცზე, გარეული ნანადირევის ხორცზე, კურდღლის ხორცზე, შინაური ნანადირევის ხორცზე ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტებზე და ცხოველების საკვებზე დაწესებული გადასახადები და მოსაკრებლები

1. იმპორტირებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების პარტიაზე, რომელიც არ არის მოხსენიებული I და II თავებში, ან ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტებზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური გადასახადი არის შემდეგი:

– 55 ევრო პარტიაზე, 6 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; და

– 9 ევრო პარტიაზე 46 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; ან

– 420 ევრო პარტიაზე 46 ტონაზე მეტის შემთხვევაში.

2. იმპორტირებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების პარტიაზე, რომელიც არ არის მოხსენიებული I და II თავებში ან ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტებზე, რომელიც შემოტანილია საცალო ტვირთის სახით, დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური გადასახადი არის შემდეგი:

– 600 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 500 ტონამდე აღნიშნული პროდუქტების შემცველი ტვირთი;

– 1200 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 1000 ტონამდე აღნიშნული პროდუქტების შემცველი ტვირთი;

– 2400 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 2000 ტონამდე აღნიშნული პროდუქტების შემცველი ტვირთი;

– 2400 ევრო გემზე, რომელზეც განთავსებულია 2000 ტონამდე აღნიშნული პროდუქტების შემცველი ტვირთი.

თავი IV

გაერთიანების ტერიტორიაზე ტრანზიტით მოძრავ საქონელსა და ცოცხალ ცხოველებზე დაწესებული გადასახადები

გაერთიანების ტერიტორიაზე ტრანზიტით მოძრავი საქონლისა და ცოცხალი ცხოველების სახელმწიფო კონტროლზე დაწესებული გადასახადების რაოდენობა უტოლდება მინიმუმ 30 ევროს და შეიძლება გაიზარდოს 20 ევროთი საათის ყოველ მეოთხედში კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის თითოეული წევრისთვის.

თავი V

იმპორტირებულ ცოცხალ ცხოველებზე დაწესებული გადასახადები

1. ცოცხალი ცხოველების პარტიაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლისათვის მინიმალური გადასახადი არის შემდეგი:

(a) მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე, კენტ-ჩლიქიანებზე, ღორებზე, ცხვრებზე, თხებზე, ფრინველზე, კურდღელზე და მცირე ზომის ნანადირევ ფრინველზე ან ხმელეთის ნადავლზე და ხმელეთის ძუძუმწოვრებზე, როგორიცაა ტახი და მცოხნავი ცხოველები, დაწესებული გადასახადი:

– 55 ევრო პარტიაზე, 6 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; და

– 9 ევრო პარტიაზე 46 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; ან

– 420 ევრო პარტიაზე 46 ტონაზე მეტის შემთხვევაში.

(b) სხვა ჯიშის ცხოველებზე, რომელთა ინსპექტირების რეალური ღირებულება გამოიხატება იმპორტირებულ თითო ცხოველზე ან ერთ ტონაზე, დაწესებული გადასახადი არის შემდეგი:

– 55 ევრო პარტიაზე, 46 ტონამდე ოდენობის შემთხვევაში; ან

– 420 ევრო პარტიაზე 46 ტონაზე მეტის შემთხვევაში.

მიიჩნევა, რომ აღნიშნული მინიმუმი არ ვრცელდება იმ ჯიშების იმპორტზე, რომელიც მოხსენიებულია საბჭოს დირექტივაში 92/432/EEC.

2. წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია, და დირექტივის 89/662/EEC მე-18 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შესაძლებელია დაწესდეს ნაკლები გადასახადი გარკვეული მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტზე.

დანართი VI

გადასახადის გამოთვლისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები

1. სახელმწიფო კონტროლში ჩართული პერსონალის ხელფასები.

2. სახელმწიფო კონტროლში ჩართული პერსონალის მიერ გაწეული ხარჯები, მათ შორის ხარჯები ნაგებობებზე, ხელსაწყოებზე, აღჭურვილობაზე, სასწავლო პროგრამებზე, მოგზაურობაზე და მათთან დაკავშირებული ხარჯები.

3. ლაბორატორიული ანალიზის და ნიმუშების აღების ხარჯები.

დანართი VII

გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიები

I. ცხოველების საკვებისა და სურსათის რეფერალური ლაბორატორიები გაერთიანების ტერიტორიაზე

1. რძისა და სურსათის რეფერალური ლაბორატორიები გაერთიანების ტერიტორიაზე

AFSSA-LERHQA

94700 მაისონს-ალფორტი

საფრანგეთი

2. ზოონოზების ანალიზისა და ტესტირების რეფერალური ლაბორატორიები (სალმონელა) გაერთიანების ტერიტორიაზე

Rijksinstituut voor Volksgezondheid en Milieu (RIVM)

3720 BA ბილთოვენი, ნიდერლანდები

3. ზღვის ბიოტოქსინების მონიტორინგის რეფერალური ლაბორატორია გაერთიანების ტერიტორიაზე

Community reference laboratory for the monitoring of marine biotoxins

Ministerio de Sanidad y Consumo, ვიგო, ესპანეთი.

4. ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების ვირუსული და ბაქტეოროლოგიური დაბინძურების მონიტორინგის რეფერალური ლაბორატორია გაერთიანების ტერიტორიაზე.

გარემოს, თევზსაშენებისა და აკვაკულტურის ცენტრის ლაბორატორია,

უეიმუტი, გაერთიანებული სამეფო.

5. ნარჩენების რეფერალური ლაბორატორიები გაერთიანების ტერიტორიაზე

(a) საბჭოს დირექტივის 96/23/EC I დანართის, A1, 2, 3, 4 ჯგუფში, B2(d) ჯგუფსა და B3(d) ჯგუფში ჩამოთვლილი ნარჩენებისათვის;

Rijksinstituut voor Volksgezondheid en Milieu (RIVM) NL-3720 BA

ბილთოვენი, ნიდერლანდები

(b) საბჭოს დირექტივის 96/23/EC I დანართის, B1, და B3(e) ჯგუფში ჩამოთვლილი ნარჩენებისათვის და კარბადოქსის და ოქვიდონქსის ლაბორატორიები:

Laboratoires d'études et de recherches sur les médicaments vétérinaires et les désinfectants

AFSSA - Site de Fougères

BP 90203, საფრანგეთი

(c) საბჭოს დირექტივის 96/23/EC I დანართის, A5, და B2(a), (b), (e) ჯგუფში ჩამოთვლილი ნარჩენებისათვის

Bundesamt für Verbraucherschutz und Lebensmittelsicherheit (BVL) Postfach 140162

53056 ბონი, გერმანია

(d) საბჭოს დირექტივის 96/23/EC I დანართის, B2(c) და B3(a), (b), (c) ჯგუფში ჩამოთვლილი ნარჩენებისათვის:

Instituto Superiore di Sanità

I-00161-რომი, იტალია

6. გადამდები ღრუბლისებური ენცეფალოპათიის რეფერალური ლაბორატორია (TSEs), რომელიც მოხსენიებულია რეგულაციის (EC) No 999/2001 X დანართის B თავში.

7. ცხოველთა კვებაში გამოყენებული დანამატების რეფერალური ლაბორატორია, რომელიც მოხსენიებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 22 სექტემბრის რეგულაციაში (EC) 1831/2003 ცხოველთა კვებაში გამოყენებული დანამატების შესახებ(42).

8. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (GMO) რეფერალური ლაბორატორია, რომელიც მოხსენიებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 22 სექტემბრის რეგულაციის (EC) No 1829/2003 დანართში გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველების საკვებისა და სურსათის შესახებ(43).

9. კვების პროდუქტებთან შეხებისათვის გამიზნული მასალის რეფერალური ლაბორატორია გაერთიანების ტერიტორიაზე კომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრი

II. ცხოველების ჯანმრთელობის რეფერალური ლაბორატორიები გაერთიანების ტერიტორიაზე

თავი VIII

61- მუხლის შესაბამისად ძალაში მყოფი განმახორციელებელი წესები

1. განმახორციელებელი წესები, რომელიც ეფუძნება დირექტივას 70/373/EEC გაერთიანებისათვის კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ჩასატარებლად ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ.

(a) კომისიის 1971 წლის 15 ივნისის პირველი დირექტივა 71/250/EEC, რომელიც გაერთიანებისთვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(44);

(b) კომისიის 1971 წლის 18 ნოემბრის მეორე დირექტივა 71/393/EEC რომელიც ადგენს გაერთიანებისათვის კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(45);

(c) კომისიის 1972 წლის 27 აპრილის მესამე დირექტივა 72/199/EEC, რომელიც ადგენს გაერთიანებისათვის კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(46);

(d) კომისიის 1972 წლის 5 დეკემბრის მეოთხე დირექტივა 73/46/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(47);

(e) კომისიის 1976 წლის 1 მარტის პირველი დირექტივა 76/371/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(48);

(f) კომისიის 1976 წლის 1 მარტის მეშვიდე დირექტივა 73/372/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(49);

(g) კომისიის 1978 წლის 15 ივნისის მერვე დირექტივა 78/633/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(50);

(h) კომისიის 1981 წლის 1 ივლისის მეცხრე დირექტივა 81/715/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(51);

(i) კომისიის 1984 წლის 25 ივლისის მეათე დირექტივა 84/425/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(52);

(j) კომისიის 1993 წლის 28 ივლისის მეთერთმეტე დირექტივა 93/70/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(53);

(k) კომისიის 1993 წლის 17 დეკემბრის მეთორმეტე დირექტივა 93/117/EEC რომელიც ადგენს გაერთიანებისათვის კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის მეთოდებს(54);

(l) კომისიის 1998 წლის 3 სექტემბრის დირექტივა 98/64/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს ამინო მჟავების, ცხოველების საკვებ პროდუქტში არსებული ნედლი ზეთების და ცხიმების და ოქვინდოქსის განსაზღვრისთვის საჭირო ანალიზის მეთოდებს(55);

(m) კომისიის 2003 წლის 23 დეკემბრის დირექტივა 2003/126/EC, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის ძირითადი შემადგენლების განსაზღვრისთვის საჭირო ანალიტიკურ მეთოდებს კვების პროდუქტების სახელმწიფო კონტროლისათვის(56);

(n) კომისიის 1999 წლის 20 აპრილის დირექტივა 1999/27/EC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს ანალიზის მეთოდებს ცხოველის საკვების პროდუქტებში ამპროლიუმის, დიკლაზურილი და კარბადოქსის განსაზღვრისათვის(57);

(o) კომისიის 1999 წლის 23 ივლისის დირექტივა 1999/27/EC, რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს ანალიზის მეთოდებს ცხოველების საკვების პროდუქტებში ლასალოციდის განსაზღვრისთვის(58);

(p) კომისიის 2000 წლის 6 ივლისის დირექტივა 2000/45/EC რომელიც გაერთიანებისათვის ადგენს ანალიზის მეთოდებს ცხოველების საკვების პროდუქტებში ვიტამინი A, ვიტამინი E და ტრიფტოფანიის განსაზღვრისათვის(59);

(q) 2002 წლის 26 ივლისის დირექტივა 2002/70/EC, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ცხოველების საკვების პროდუქტებში დიოქსინის და დიოქსინის მსგავსი PCB-ს განსაზღვრისათვის(60).

2. განმახორციელებელი წესები, რომლებიც ეფუძნება 1995 წლის 25 ოქტომბრის დირექტივას 95/53/EC, რომელსაც ცვლილებები შეაქვს ცხოველთა კვების სფეროში სახელმწიფო ორგანიზების რეგულირების პრინციპებში.

კომისიის 1998 წლის 10 სექტემბრის დირექტივა 98/68/EC, რომელიც განსაზღვრავს საბჭოს დირექტივის 95/53/EC მე-9(1) მუხლში მოხსენიებულ სტანდარტულ დოკუმენტს და მესამე ქვეყნებიდან ცხოველების საკვები პროდუქტების გაერთიანების ტერიტორიაზე შემოტანის შემოწმების კონკრეტულ წესებს(61).


1 ოფიციალური ბიულეტენი, C 234, 30.09.2003, გვ. 25;

2 ოფიციალური ბიულეტენი, C 23, 27.01.2004, გვ. 14;

3 ევროპარლამენტის 2004 წლის 9 მარტის მოსაზრება (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში) და საბჭოს 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;

4 ოფიციალური ბიულეტენი, L 31, 01.02.2002, გვ. 1. რეგულაცია, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა რეგულაციის (EC) No 1642/2003 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 245, 29.09.2003, გვ. 4);

5 ოფიციალური ბიულეტენი, L 169, 10.07.2000, გვ. 1. დირექტივა 2004/31/EC დირექტივით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 85, 23.03.2004, გვ. 18);

6 ოფიციალური ბიულეტენი, L 198, 22.07.1991, გვ. 1. რეგულაცია (EC) No 392/2004 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 65, 03.03.2004, გვ. 1);

7 ოფიციალური ბიულეტენი, L 208, 24.07.1992, გვ. 1. რეგულაცია (EC) No 806/2003 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 122, 16.05.2003, გვ. 1);

8 ოფიციალური ბიულეტენი, L 208, 24. 07.1992, გვ. 9. რეგულაცია, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაცია (EC) No 806/2003 შესაბამისად

9 საბჭოს 1997 წლის 18 დეკემბრის დირექტივა 97/78//EC, რომელიც განსაზღვრავს მესამე ქვეყნებიდან გაერთიანების ტერიტორიაზე შემოტანილ პროდუქტებზე ვეტერინარული შემოწმების ჩატარების რეგულირების პრინციპებს (ოფიციალური ბიულეტენი, L 24, 30.01.1998, გვ.9);

10 საბჭოს 1991 წლის 15 ივლისის დირექტივა 91/496/EEC, რომელიც განსაზღვრავს მესამე ქვეყნებიდან გაერთიანების ტერიტორიაზე შემოყვანილ ცხოველებზე ვეტერინარული შემოწმების ჩატარების რეგულირების პრინციპებს (ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 24.09.1991, გვ.56). დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება დირექტივის 96/43/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 162, 01.07.1996. გვ.1) შესაბამისად;

11 ოფიციალური ბიულეტენი, L 265, 08.11.1995, გვ. 17. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივით 2001/46/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 234, 01.09.2001, გვ. 55);

12 ოფიციალური ბიულეტენი, L 302, 19.10.1992, გვ. 1. რეგულაცია, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილებები ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაციის (EC) No 2700/2000 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 311, 12.12.2000, გვ. 17);

13 ოფიციალური ბიულეტენი, L 40, 17.02.1993, გვ. 1. რეგულაცია, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 806/2003 შესაბამისად;

14 ოფიციალური ბიულეტენი, მიუთითეთ რეგულაცია;

15 ოფიციალური ბიულეტენი, L 332, 30.12.1995, გვ. 15. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება დირექტივის (EC) No 806/2003 შესაბამისად;

16 საბჭოს 1996 წლის 29 აპრილის დირექტივა 96/22/EC, რომელიც ეხება ჰორმონალური ან ტაიროსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერების ან ბეტა-აგონისტების გამოყენების აკრძალვას მეცხოველეობაში (ოფიციალური ბიულეტენი, L 125, 23.05.1996, გვ. 3. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 2003/74/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 262, 14.10.2003, გვ. 17);

17 საბჭოს 1996 წლის 29 აპრილის დირექტივა 96/23/EC ცოცხალ ცხოველებში და ცხოველურ პროდუქტებში გარკვეული ნივთიერებებისა და ნარჩენების მონიტორინგის ზომებზე (ოფიციალური ბიულეტენი, L 125, 23.05.1996, გვ. 10). დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება დირექტივის (EC) No 806/2003 შესაბამისად;

18 ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) No..../... (…) რომელიც ადგენს ადამიანის მოხმარებისთვის გამიზნული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისათვის სახელმწიფო კონტროლის ჩატარების კონკრეტულ წესებს (ოფიციალური ბიულეტენი: მიუთითეთ შესაბამისი რეგულაცია);

19 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 22 მაისის რეგულაცია (EC) No 999/2001 რომელიც ადგენს ზოგიერთი ტიპის გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალიტის პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესებს (ოფიციალური ბიულეტინი, L 147, 31.05.2001. გვ.1). რეგულაცია, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილებები რეგულაციის (EC) No 2245/2003 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 333, 20.12.2003, გვ. 28);

20 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 17 ნოემბრის რეგულაცია, (EC) No 2160/2001 სალმონელოზისა და სხვა საკვებით გადაცემადი ზოონოზური აგენტების კონტროლის შესახებ; (ოფიციალური ბიულეტენი L 325, 12.12.2003, გვ. 1);

21 საბჭოს 1986 წლის 24 ივლისის დირექტივა 86/362/EEC მარცვლეულ კულტურებში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის დადგენის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 221, 07.08.1986, გვ. 37). დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა კომისიის დირექტივის 2004/2/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 14, 21.01.2004, გვ. 10);

22 საბჭოს 1990 წლის 27 ნოემბრის დირექტივა 90/642/EEC მცენარეული წარმოშობის ზოგიერთ პროდუქტში, მათ შორის ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური ზღვარის დადგენის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 350, 14.12.1990, გვ. 71). დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა კომისიის დირექტივის (2004/2/EC) შესაბამისად;

23 კომისიის 1992 წლის 13 იანვრის დირექტივა 92/1/EEC ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სწრაფად გასაყინი საკვების გადამტანი სატრანსპორტო საშუალების, საწყობებისა და შესანახი ადგილების ტემპერატურის მონიტორინგის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 34, 11.02.1992, გვ. 28);

24 კომისიის 1992 წლის 13 იანვრის დირექტივა 92/2/EEC, რომელიც ადგენს ნიმუშის აღების წესს და გაერთიანების ანალიზის მეთოდებს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სწრაფად გასაყინი საკვების ტემპერატურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 34, 11.02.1992, გვ. 30);

25 საბჭოს 1970 წლის 20 ივლისის დირექტივა 70/373/EEC ნიმუშების აღების და ანალიზის გაერთიანების მეთოდების დაწესებაზე ცხოველის საკვები პროდუქტების სახელმწიფო კონტროლისათვის (ოფიციალური ბიულეტენი, L 170, 03.08.1970, გვ. 2). დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 807/2003 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 122, 16.05.2003, გვ. 36);

26 საბჭოს 1985 წლის 20 დეკემბრის დირექტივა 85/591/EEC ნიმუშების აღების და ანალიზის გაერთიანების მეთოდების დაწესებაზე ცხოველის საკვები პროდუქტების სახელმწიფო კონტროლისათვის (ოფიციალური ბიულეტენი, L 372, 31.12.1985, გვ. 50). დირექტივა, რომელშიც ბოლო ცვლილება შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EC) No 1882/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 284, 31.10.2003, გვ. 1);

27 1989 წლის 14 ივნისის საბჭოს დირექტივა 89/397/EEC საკვები პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 186, 30.06.1989, გვ. 23);

28 საბჭოს 1993 წლის 29 ოქტომბრის დირექტივა 93/99/EEC საკვები პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის დამატებითი ზომების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 290, 24.11.1993, გვ. 14). დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 1882/2003 შესაბამისად;

29 საბჭოს 1993 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება 93/383/EEC ზღვის ბიოტოქსინის მონიტორინგის რეფერალური ლაბორატორიების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 166, 08.07.1993, გვ. 31). დირექტივა, რომელშიც ცვლილება შევიდა გადაწყვეტილების 1999/312/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 120, 08.05.1999, გვ. 37);

30 საბჭოს 1996 წლის 25 ივნისის დირექტივა 96/43/EC რომელსაც შესწორებები შეაქვს დირექტივაში 85/73/EEC და ახდენს მის კონსოლიდაციას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ცოცხალი ცხოველებისა და კონკრეტული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ვეტერინარული ინსპექციების და კონტროლის დაფინანსება (ოფიციალური ბიულეტენი, L 162, 01.07.1996, გვ. 1);

31 საბჭოს 1998 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება 98/728/EC, რომელიც ეხება გაერთიანების მიერ დადგენილ გადასახადების სისტემას ცხოველის საკვების სექტორში (ოფიციალური ბიულეტენი, L 346, 22.12.1998, გვ. 51);

32 საბჭოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება 1999/313/EC ორსარქველიანი მოლუსკების ბაქტეოროლოგიული და ვირუსული დაბინძურების მონიტორინგის რეფერალური ლაბორატორიების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 120, 08.05.1999, p. 40);

33 ოფიციალური ბიულეტენი, L 184, 06.08.1999, გვ. 23;

34 ოფიციალური ბიულეტენი, L 281, 23.11.1995, გვ. 31. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 1882/2003 შესაბამისად;

35 ოფიციალური ბიულეტენი, L 145, 207.2001, გვ. 43;

36 შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში: მიუთითეთ რეგულაციის ნომერი წინა გვერდის N 1 სქოლიოდან;

37 ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაცია (EC) No..../...., რომელიც ადგენს ჰიგიენის კონკრეტულ წესებს ადამიანის მოხმარებისათვის გამიზნული ცხოველური წარმოშობის საკვებისათვის და შეაქვს შესწორება დირექტივებში 89/662/EEC და 91/67/EEC (ოფიციალური ბიულეტენი L....);

38 ოფიციალური ბიულეტენი, L 224, 18.08.1990, გვ. 19. გადაწყვეტილება, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციის (EC) No 806/2003 შესაბამისად;

39 ოფიციალური ბიულეტენი, L 351, 02.12.1989, გვ. 34;

40 ოფიციალური ბიულეტენი, გთხოვთ მიუთითოთ რეგულაცია, დოკუმენტის დეკლარაციულ ნაწილში 45 (მე-2 და მე-3 სქოლიოს შორის);

41 ოფიციალური ბიულეტენი, L 340, 09.12.1976, გვ. 25;

42 ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 18.10.2003, გვ. 29;

43 ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 18.10.2003, გვ. 1;

44 ოფიციალური ბიულეტენი, L 155, 12.07.1971, გვ. 13. დირექტივა, რომელშიც ცვლილებები შევიდა დირექტივის 1999/27/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 118, 06.05.1999, გვ. 36);

45 ოფიციალური ბიულეტენი, L 279, 20.12.1971, გვ. 7. დირექტივა, რომელშიც ცვლილებები შევიდა დირექტივის 98/64/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 257, 19.09.1998, გვ 14);

46 ოფიციალური ბიულეტენი, L 123, 29.05.1972, გვ. 6. დირექტივა, რომელშიც ცვლილებები შევიდა დირექტივის 1999/79/EC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 209, 07.08.1999, გვ. 23);

47 ოფიციალური ბიულეტენი, L 83, 30.03, 1973, გვ. 21. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება კომისიის დირექტივის 1999/27/EC შესაბამისად;

48 ოფიციალური ბიულეტენი, L 102, 15.04.1976, გვ. 1;

49 ოფიციალური ბიულეტენი, L 102, 15.04.1976, გვ. 8. ბოლოს დირექტივით 94/14/EC შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, 94, 13.04.1994, გვ. 30);

50 ოფიციალური ბიულეტენი, L 206, 29.07.1978, გვ. 43. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა კომისიის დირექტივის 84/4/EEC შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 15, 18.01.1984, გვ. 28);

51 ოფიციალური ბიულეტენი, L 257, 10.09.1981, გვ. 38;

52 ოფიციალური ბიულეტენი, L 238, 06.09.1984, გვ. 34;

53 ოფიციალური ბიულეტენი, L 234, 17.09.1993, გვ. 17;

54 ოფიციალური ბიულეტენი, L 329, 30.12.1993, გვ. 54;

55 ოფიციალური ბიულეტენი, L 257, 19.09.1998, გვ. 14;

56 ოფიციალური ბიულეტენი, L 339, 24.12.2003, გვ. 78;

57 ოფიციალური ბიულეტენი, L 118, 06.05.1999, გვ. 36;

58 ოფიციალური ბიულეტენი, L 207, 06.08.1999, გვ. 13;

59 ოფიციალური ბიულეტენი, L 174, 13.07.2000, გვ. 32;

60 ოფიციალური ბიულეტენი, L 209, 06.08.2002, გვ. 15;

61 ოფიციალური ბიულეტენი, L 261, 24.09.1998, გვ. 32.