საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის დირექტივა 2005/94/EC გაერთიანების ფარგლებში ფრინველის გრიპის კონტროლის ღონისძიებების შესახებ, რომლითაც უქმდება დირექტივა 92/40/EEC

საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის დირექტივა 2005/94/EC

გაერთიანების ფარგლებში ფრინველის გრიპის კონტროლის ღონისძიებების შესახებ, რომლითაც უქმდება დირექტივა 92/40/ EEC

ევროპის კავშირის საბჭომ,

ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად ამ ხელშეკრულების 37-ე მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადების გათვალისწინებით,

ევროპარლამენტის დასკვნის გათვალისწინებით,1

ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით,2

რეგიონების კომიტეტთან შეთანხმებით,

ვინაიდან:

(1) ფრინველის გრიპი არის შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველების სერიოზული, მეტად გადამდები დაავადება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის გრიპის ვირუსებით. აღნიშნული ვირუსები შეიძლება, ასევე გავრცელდეს ძუძუმწოვრებზე, კერძოდ, ღორებსა და ადამიანებზე;

(2) იმის გათვალისწინებით, რომ შინაური ფრინველი შედის ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების I დანართში ჩამოთვლილი ცოცხალი ცხოველების სიაში, გაერთიანების ერთ-ერთი ამოცანა ვეტერინარიის სფეროში, არის შინაური ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს შინაური ფრინველით და მეფრინველეობის პროდუქტებით ვაჭრობას და უზრუნველყოფს ამ სექტორის განვითარებას.

უფრო მეტიც, გაერთიანების პოლიტიკისა და საქმიანობის განსაზღვრისა და განხორციელებისას, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადამიანის ჯანმრთელობის მაღალ დონეზე დაცვა;

(3) გრიპის ვირუსები დიდი რაოდენობით შეიცავენ სხვადასხვა ვირუსის შტამებს. ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა შტამის გრიპის ვირუსებით წარმოქმნილი რისკის დონე ძალიან ცვალებადი და გარკვეულწილად არაპროგნოზირებადია ვირუსის სწრაფი მუტაციისა და სხვადასხვა შტამებს შორის გენეტიკური მასალის შესაძლო ხელახალი კლასიფიკაციის გამო;

(4) ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის გარკვეული შტამებით დაინფიცირებამ, შესაძლოა გამოიწვიოს შინაურ ფრინველში ეპიზოოტიური მასშტაბის დაავადების აფეთქება, რაც გამოიწვევს შინაური ფრინველის სიკვდილიანობას და პათოლოგიურ გადახრებს ისეთი მასშტაბით, რომ საფრთხეს შეუქმნის, განსაკუთრებით, მთლიანობაში მეფრინველეობის რენტაბელობას;

(5) გაერთიანების მასშტაბით ფრინველის გრიპის კონტროლის ღონისძიებები დადგენილია საბჭოს 1992 წლის 19 მაისის დირექტივით 92/40/EEC, რომელიც ადგენს გაერთიანების ფარგლებში ფრინველის გრიპის კონტროლის ღონისძიებებს3, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისა და მეფრინველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

(6) დირექტივით 92/40/EEC დადგენილი ღონისძიებები ძირეულად უნდა იქნეს განხილული ცხოველებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის ფრინველის გრიპის რისკების შესახებ ბოლოდროინდელი მეცნიერული ცოდნის, ახალი ლაბორატორიული ტესტებისა და ვაქცინების შემუშავების და იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც მიღებული იქნა გაერთიანებაში ისევე როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, ამ დაავადების ბოლოდროინდელი აფეთქებისას;

(7) გაერთიანების ფარგლებში მოქმედი ახალი ღონისძიებები, ასევე უნდა ითვალისწინებდეს „ცხოველთა ჯანდაცვისა და კეთილდღეობის სამეცნიერო კომიტეტისა“ და „ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი ორგანოს“ (EFSA) მიერ წარმოდგენილ უახლეს მოსაზრებებს, ასევე ხმელეთის ცხოველთა ჯანდაცვის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და ფრინველის გრიპთან დაკავშირებით ეპიზოოტიის საერთაშორისო სამსახურის (O.I.E.) „ხმელეთის ცხოველთა დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოს.“;

(8) ფრინველური წარმოშობის გარკვეული გრიპის ვირუსებმა შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში ზეგავლენა მოახდინონ ადამიანებზე და შემდეგ სერიოზული საფრთხე შეუქმნან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. წინამდებარე დირექტივის დებულებებმა, რომელთა მიზანია ფერმის ცხოველებში დაავადებასთან ბრძოლა, შეიძლება ირიბად ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას. თუმცა, ამ ეტაპზე, ამ პრობლემის მოგვარება ძირითადად დამოკიდებულია წევრ სახელმწიფოებზე;

(9) გაერთიანების დონეზე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით წარმოქმნილი ადამიანის ჯანმრთელობის რისკები, ძირითადად რეგულირდება სხვა ქმედებებითა და საკანონმდებლო აქტებით. კერძოდ, ეს ეხება „დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრს“ (შემდგომში – ECDC), რომელიც დაფუძნებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) N 851/2004 თანახმად4, კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გაერთიანების ფარგლებში გრიპის პანდემიურობისთვის მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ, „ევროპის კავშირის ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების სისტემას“ და „ევროპის გრიპის ზედამხედველობის სქემის“ შექმნას;

(10) თუმცა, მიზანშოწონილია, რომ კომისიამ ECDC-თან ერთად შეაფასოს საჭიროა თუ არა გაერთიანების დონეზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები ამ დირექტივის ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ სამართლის ნორმების სრულყოფისთვის, რათა დარეგულირდეს ფრინველური წარმოშობის გარკვეული გრიპის ვირუსების რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანს, და განსაკუთრებით ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტში მყოფ თანამშრომლებს, და წარმოადგინოს აუცილებელი საკანონმდებლო წინადადებები;

(11) ამჟამად არსებული ცოდნა ცხადყოფს, რომ ე.წ. დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსებით წარმოქმნილი ჯანმრთელობის რისკები შედარებით დაბლა დგას მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსებით გამოწვეულ რისკებზე, რომლებიც წარმოიქმნებიან გარკვეული დაბალპათოგენური ვირუსების მუტაციის შედეგად;

(12) ფრინველის გრიპის კონტროლთან დაკავშირებული გაერთიანების კანონმდებლობა საშუალებას უნდა აძლევდეს წევრ სახელმწიფოებს პროპორციული და მოქნილი ფორმით მიიღონ დაავადების კონტროლის ღონისძიებები, სხვადასხვა ვირუსის შტამებით გამოწვეული რისკის სხვადასხვა დონის, სოფლის მეურნეობასა და სხვა დაკავშირებულ სექტორებზე სავარაუდო სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების გათვალისწინებით და ამვდროულად უზრუნველყონ, რომ დაავადების თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიღებული ღონისძიებები იყოს ყველაზე შესაფერისი;

(13) დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსების მაღალპათოგენურ ფრინველის გრიპის ვირუსებად მუტაციის პოტენციალის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ფრინველში ინფექციის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა სწრაფი რეაგირებისა და, ასევე კონტროლისა და აღმოფხვრის შესაბამისი და პროპორციული ზომების მიღების მიზნით, რომელიც უნდა მოიცავდეს წევრი სახელმწიფოების მიერ განსახორციელებელი აქტიური ზედამხედველობის სისტემას. აღნიშნული ზედამხედველობისას დაცული უნდა იქნეს ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ადაპტირებული უნდა იქნეს ამ სფეროში დამატებითი ცოდნისა და განვითარების გათვალისწინებით;

(14) ფრინველის გრიპით დაინფიცირების ეჭვის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას კლინიკური ან ლაბორატორიული გამოკლევის შედეგად ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, რომელიც იწვევს ეჭვს ინფექციის არსებობასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაწყებული ოფიციალური კვლევა, დადგენილი წესით სწრაფი და ეფექტური ქმედებების განხორციელების მიზნით. ასეთი ქმედებები უნდა გაძლიერდეს ინფექციის არსებობის დადასტურებისთანავე და უნდა მოიცავდეს დაინფიცირებული სადგომების და დაინფიცირების საფრთხის ქვეშ მყოფი სადგომების ფრინველისგან დაცარიელებას;

(15) დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში, კონტროლის ღონისძიებები შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც გამოიყენება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ამ ორი მდგომარეობით წარმოქმნილი რისკის სხვადასხვა დონის გათვალისწინებით;

(16) დაავადების კონტროლის ღონისძიებები და კერძოდ, შეზღუდული ზონების შექმნა, უნდა რეგულირდებოდეს შინაური ფრინველის სულადობის სიმჭიდროვის, და, ასევე სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოვლინდა ინფექცია;

(17) დაავადების აფეთქების შემთხვევაში, ასევე აუცილებელია, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის შემდგომი გავრცელება გულდასმითი მონიტორინგის და, ასევე შინაური ფრინველის გადაადგილებისა და იმ პროდუქტების გამოყენების შეზღუდვით, რომელიც შეიძლება იყოს დასნებოვნებული, მეფრინველეობის ყველა დონეზე ბიოუსაფრთხოების ზომების გამკაცრებით, დაინფიცირებული სადგომების დასუფთავებითა და დეზინფიცირებით, დაავადების აფეთქების არეალის გარშემო დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნით და საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინაციის საშუალებით;

(18) გაერთიანების ფარგლებში მოქმედი მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებები, პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს ინფიცირებული ფრინველების გუნდის გაყვანას სადგომებიდან ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად;

(19) საბჭოს 1993 წლის 22 დეკემბრის დირექტივა 93/119/EC დაკვლის ან დახოცვის დროს ცხოველთა დაცვის შესახებ5 ადგენს დაკვლის ან დახოცვის დროს ცხოველთა დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, მათ შორის დაავადების კონტროლის მიზნით. ეს წესები სრულად ვრცელდება დირექტივის შესაბამისად განხორციელებულ დაკვლის ან დახოცვის შემთხვევებზე;

(20) ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეიძლება იყოს დაავადების კონტროლის ღონისძიებისა და შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველების მასიური დახოცვისა და განადგურების თავიდან აცილების დამატებითი ეფექტური მეთოდი. არსებული მონაცემები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ვაქცინაცია შეიძლება სასარგებლო იყოს არა მხოლოდ როგორც მოკლევადიანი ღონისძიება საგანგებო სიტუაციებში, არამედ როგორც დაავადების პრევენციის გრძელვადიანი ღონისძიება ისეთ სიტუაციებში სადაც არსებობს გარეული ფრინველებიდან ან სხვა წყაროებიდან ფრინველის გრიპის ვირუსის შემოტანის მაღალი რისკი. აქედან გამომდინარე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ზომების მიღება როგორც გადაუდებელი, ასევე პროფილაქტიკური ვაქცინაციისთვის;

(21) ვაქცინირებული შინაური ფრინველი, მიუხედავად იმისა რომ დაცულია დაავადების კლინიკური ნიშნებისგან, შესაძლოა დაინფიცირდეს და, ამგვარად ხელი შეუწყოს ინფექციის შემდგომ გავრცელებას. აქედან გამომდინარე, ვაქცინაციას თან უნდა ახლდეს შესაბამისი ზედამხედველობისა და შემზღუდველი ღონისძიებები, რომლებიც დაწესდება გაერთიანების დონეზე. ამდენად, ვაქცინაციის სტრატეგია უნდა იძლეოდეს ინფიცირებულ და ვაქცინირებულ ცხოველებს შორის დიფერენცირების საშუალებას. ვაქცინირებული შინაური ფრინველის პროდუქტები, როგორიცაა ხორცი და სასურსათო კვერცხი, უნდა განთავსდეს ბაზარზე გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობის, მათ შორის, წინამდებარე დირექტივის თანახმად;

(22) გაერთიანებისა და წევრი სახელმწიფოებისთვის, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგების შექმნა, შინაურ ფრინველებსა და სხვა მოშინაურებულ ფრინველებში გამოსაყენებლად საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;

(23) მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი სამართლის ნორმები რომლებიც უზრუნველყოფს, ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკისთვის ჰარმონიზებული პროცედურებისა და მეთოდების გამოყენებას, მათ შორის, გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიისა და, ასევე წევრი სახელმწიფოების რეფერალური ლაბორატორიების ფუნქციონირებას;

(24) მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი სამართლის ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფს წევრი სახელმწიფოების საჭირო დონეზე მომზადებას რათა ეფექტურად გაუმკლავდნენ ფრინველის გრიპის ერთი ან მეტი აფეთქებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებს, კერძოდ კი საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შედგენისა და კონტროლის ცენტრების შექმნის საშუალებით;

(25) საკარანტინო ობიექტზე ან ცენტრში იმპორტის დროს ფრინველის გრიპის გამოვლენის შემთხვევაში, როგორც ეს გათვალისწინებულია კომისიის 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 2000/666/EC, რომელიც ადგენს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებს და შინაური ფრინველის გარდა სხვა ფრინველის იმპორტის ვეტერინარული სერტიფიკაციის საკითხებს და კარანტინის პირობებს6, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას. თუმცა შეტყობინება, გაერთიანების ფარგლებში ცხოველთა დაავადებების შესახებ შეტყობინების შესახებ საბჭოს 1982 წლის 21 დეკემბერის დირექტივის 82/894/EEC7 თანახმად არ იქნება მიზანშეწონილი სხვა წევრ სახელმწიფოებში აფეთქების შემთხვევაში;

(26) გაწმენდა და დეზინფექცია უნდა იყოს გაერთიანებაში ფრინველის გრიპის კონტროლის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი. სადეზინფექციო საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ბიოციდური პროდუქციის ბაზარზე განთავსების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1998 წლის 16 თებერვლის დირექტივის 98/8/EC შესაბამისად8;

(27) ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 3 ოქტომბრის რეგულაცია (EC) N 1774/2002, რომელიც ადგენს სანიტარულ ნორმებს ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისათვის9, ადგენს ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტების, მათ შორის: ეპიზოოტიური დაავადებების აღმოსაფხვრელად მოკლული ცხოველების შეგროვების, ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავებისა და გამოყენების ან განადგურების წესებს, ცხოველებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული რეგულაცია და მისი საიმპლემენტაციო ღონისძიებები ქმნის მკვდარი ცხოველების განადგურების ზოგად საერთო საფუძვლებს. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საკომიტეტო პროცედურით კონკრეტული, დამატებითი, ან საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ღონისძიებების მიღება ფრინველის გრიპის კონტროლის დამატებითი ღონისძიებების განმტკიცების მიზნით;

(28) ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) N 853/2004, რომელიც ადგენს კონკრეტულ ჰიგიენის წესებს ცხოველური წარმოშობის სურსათთან მიმართებაში10 და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) N 852/2004 საკვები პროდუქტების ჰიგიენის შესახებ11, გარკვეულ პირობებში შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ სადგომის კვერცხის მიმართ, სადაც მოთავსებულია ფრინველის გრიპით ინფიცირებაზე საეჭვო შინაური ფრინველი;

(29) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ წესები პასუხისმგებლობის ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოყენებული იქნება წინამდებარე დირექტივის დებულებების დარღვევის შემთხვევაში, და უნდა უზრუნველყონ მათი შესრულება. აღნიშნული პასუხისმგებლობის ზომები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი.

(30) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, აუცილებელობის შემთხვევაში, ამ დირექტივის დანართებში შესწორებების დაუყოვნებლივ შეტანის შესაძლებლობა სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნის განვითარების გათვალისწინების მიზნით;

(31) გრიპის ვირუსების არაპროგნოზირებადი ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია რომ უზრუნველყოფილ იქნეს სწრაფი პროცედურების არსებობა გაერთიანების დონეზე დამატებითი ან უფრო სპეციფიკური ღონისძიებების სწრაფად მიღების მიზნით, შინაური ფრინველის და ცხოველთა სხვა სახეობების ინფექციის კონტროლის მიზნით, ასეთი ღონისძიებების აუცილებლობის შემთხვევაში;

(32) წინამდებარე დირექტივა უნდა ადგენდეს კონტროლის მინიმალურ ღონისძიებებს, რომელთა გამოყენებაც მოხდება შინაურ ფრინველებში ან სხვა მოშინაურებულ ფრინველებში ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში. თუმცა, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ უფრო მკაცრი ადმინისტრაციული და სანიტარული ზომები ამ დირექტივის მოქმედების სფეროში. გარდა ამისა, ეს დირექტივა უნდა ითვალისწინებდეს წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებათა მიერ სხვადასხვა დაავადების სიტუაციებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკის თანაზომიერი ღონისძიებების გამოყენებას;

(33) თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, მეფრინველეობის სექტორის განვითარების უზრუნველყოფისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის ძირითადი ამოცანების მიღწევის მიზნით, აუცილებელი და მიზანშეწონილია, რომ განისაზღვროს წესები განსაკუთრებულ ღონისძიებებთან და მინიმალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართული იქნება ფრინველის გრიპის პრევენციისა და კონტროლისკენ. წინამდებარე დირექტივა შემოიფარგლება იმით, რაც აუცილებელია დასახული მიზნების მისაღწევად ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5(3) მუხლის შესაბამისად;

(34) წინამდებარე დირექტივის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების მიღება ხდება საბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების 1999/468/EC შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს კომისიისთვის მინიჭებული საიმპლემენტაციო უფლებამოსილების განხორციელების პროცედურებს.12

(35) გაერთიანების კანონმდებლობის სიცხადისა და რაციონალურობის ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტივა 92/40/EEC უნდა გაუქმდეს და მისი ჩანაცვლება უნდა მოხდეს წინამდებარე დირექტივით.

(36) საბჭო, კანონშემოქმედების გაუმჯობესების შესახებ, უწყებათშორისი შეთანხმების 34-ე ქვეპუნქტის შესაბამისად13, მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს საკუთარი და გაერთიანების ინტერესებიდან გამომდინარე, შეიმუშაონ საკუთარი ცხრილები, რომელშიც შეძლებისდაგვარად ასახული იქნება კორელაცია ამ დირექტივასა და მის ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ღონისძიებებს შორის და გაასაჯაროონ ისინი,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

თავი I

საგანი, მოქმედების სფერო და განმარტებები

მუხლი 1

საგანი და მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დირექტივა ადგენს:

a) გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს ფრინველის გრიპზე დაკვირვებასა და ადრეულ გამოვლენასთან, და ამ დაავადების რისკების მიმართ კომპეტენტური ორგანოებისა და ფერმერთა საზოგადოების ცნობიერების დონის გაზრდასა და მზადყოფნასთან დაკავშირებით;

b) მინიმალური კონტროლის ღონისძიებებს, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს შინაურ ფრინველებში ან სხვა მოშინაურებულ ფრინველებში ფრინველის გრიპის აფეთქების და ფრინველის გრიპის ვირუსების ძუძუმწოვრებზე შესაძლო გავრცელების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში;

c) სხვა დამხმარე ღონისძიებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის გავრცელება სხვა სახეობებზე.

2. წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მიიღონ უფრო მკაცრი ზომები წინამდებარე დირექტივის მოქმედების სფეროში.

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

1. „ფრინველის გრიპი“ ნიშნავს გრიპის ნებისმიერ ინფექციას, რომელიც აღწერილია I(1) დანართში;

2. „მაღალპათოგენური ფრინველის გრიპი (HPAI)“ ნიშნავს ფრინველის გრიპის ნებისმიერ ინფექციას, რომელიც აღწერილია I (2) დანართში:

3. „დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი (LPAI)“ ნიშნავს ფრინველის გრიპის ნებისმიერ ინფექციას, რომელიც აღწერილია I (3) დანართში;

4. „შინაური ფრინველი“ ნიშნავს ყველა ფრინველს, რომელთა მოშენება ან გამოზრდა ხდება ტყვეობაში, სამომხმარებლო დანიშნულების ხორცის ან კვერცხის ან სხვა პროდუქტების წარმოების, სანადირო ფრინველის მარაგის შევსების მიზნით ან ამ კატეგორიის ფრინველების წარმოებასთან დაკავშირებული მოშენების პროგრამის მიზნებისთვის;

5. „გარეული ფრინველი“ ნიშნავს თავისუფლად მცხოვრებ ფრინველს, რომელიც არ იმყოფება მე-8 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სადგომზე;

6. „სხვა მოშინაურებული ფრინველი“ ნიშნავს შინაური ფრინველის გარდა სხვა ნებისმიერ ფრინველს, რომელიც მე-4 ქვეპუნქტში მითითებული მიზეზების გარდა სხვა მიზეზით იმყოფება ტყვეობაში, მათ შორის ფრინველები, რომლებიც იმყოფებიან ტყვეობაში შოუსთვის, კონკურსებისთვის, გამოფენებისთვის, შეჯიბრებებისთვის, მოშენებისთვის ან გასაყიდად;

7. „შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის ოფიციალურად დარეგისტრირებული იშვიათი ჯიშები“ ნიშნავს ნებისმიერ შინაურ ფრინველს ან სხვა მოშინაურებულ ფრინველს, რომლებიც 62-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფარგლებში, კომპეტენტურმა ორგანომ ოფიციალურად აღიარა იშვიათ ჯიშებად;

8. „სადგომი“ ნიშნავს ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ან სხვა ობიექტს, მათ შორის სანაშენეს, ცირკს, ზოოპარკს, შინაური ფრინველის მაღაზიას, ფრინველის ბაზარს და ფრინველთა ვოლიერებს, სადაც ხდება ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის მოშენება და გამოზრდა. თუმცა, ეს განმარტება არ მოიცავს სასაკლაოებს, სატრანსპორტო საშუალებებს, საკარანტინო ობიექტებს და ცენტრებს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და ლაბორატორიებს, რომელთაც კომპეტენტური ორგანოების მიერ მინიჭებული აქვთ ფრინველის გრიპის ვირუსის შეჩერების უფლებამოსილება;

9. „კომერციული შინაური ფრინველის სადგომი“ ნიშნავს სადგომს, სადაც ხდება შინაური ფრინველის გამოზრდა კომერციული მიზნებისთვის;

10. „არაკომერციული სადგომი“ ნიშნავს სადგომს, სადაც ხდება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გამოზრდა მეპატრონეების მიერ:

(a) პირადი მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის;

(b) სახლის ბინადარი მოშინაურებული ცხოველის სახით;

11. „შინაური ფრინველების მოსათავსებელი გალია“ ან „სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელი გალია“ ნიშნავს ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემის მქონე სადგომს ან სადგომებს, სადაც მოთავსებულია შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის პოპულაციის ქვეჯგუფი ფრინველის გრიპთან მიმართებაში გამორჩეული ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომლებიც ექვემდებარებიან შესაბამისი ზედამხედველობის, კონტროლის და ბიოუსაფრთხოების ღონისძიებებს;

12. „გუნდი“ ნიშნავს ერთი საწარმოო ერთეულის ფარგლებში მყოფ ყველა შინაურ ფრინველს ან სხვა მოშინაურებულ ფრინველს;

13. „საწარმოო ერთეული“ ნიშნავს სადგომის ერთეულს, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო ვეტერინარის მოთხოვნებს, ადგილმდებარეობით იმავე მეურნეობაში არსებული სხვა ერთეულებისგან, მისი სრული დამოუკიდებლობისა და მასში არსებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ყოველდღიური მართვის თვალსაზრისით.

14. „ერთი დღის ასაკის წიწილა" ნიშნავს 72 საათზე ნაკლები ასაკის ყველა შინაურ ფრინველს, რომელსაც ჯერ არა აქვს მიღებული საკვები, და, ასევე მუსკუსის იხვებს (Cairina moschata) ან 72 საათზე ნაკლები ასაკის მათ ნაჯვარებს, საკვების მიღების მიუხედავად;

15. „დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო“ ნიშნავს 50(1)-ე მუხლით გათვალისწინებულ დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოს;

16. „დაინფიცირებაზე საეჭვო შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი" ნიშნავს ნებისმიერ შინაურ ფრინველს ან სხვა მოშინაურებულ ფრინველს, რომელსაც აღენიშნება კლინიკური ნიშნები და სიკვდილის შემდგომი დაზიანებები ან რეაქცია ლაბორატორიულ ტესტებზე, რომელიც არ იძლევა ფრინველის გრიპის არსებობის გამორიცხვის საშუალებას;

17. „მეპატრონე“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან პირებს, რომელსაც ჰყავს შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი ან ეკისრება პასუხისმგებლობა მათ ყოლაზე როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული მიზნებისათვის;

18. „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს წევრი სახელმწიფოს ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ფიზიკური შემოწმება ან ადმინისტრაციული ფორმალობები, წინამდებარე დირექტივის შესაბამისად ან ნებისმიერი ორგანო, რომელსაც გადაეცემა აღნიშნული უფლებამოსილება;

19. „სახელმწიფო ვეტერინარი“ ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ დანიშნულ ვეტერინარს;

20. „სახელმწიფო ზედამხედველობა“ ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ ფრინველის გრიპთან დაკავშირებით სადგომში არსებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ან ძუძუმწოვრების ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლიან მონიტორინგს;

21. „სახელმწიფო კონტროლი" ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ ზომებს იმის დასადასტურებლად, რომ წინამდებარე დირექტივის მოთხოვნები და სახელმწიფო ორგანოს ნებისმიერი მითითება ამ მოთხოვნების შესრულების შესახებ სრულდება ან შესრულებულია;

22. „დახოცვა“ ნიშნავს დაკვლის გარდა ნებისმიერ სხვა პროცესს, რომელიც იწვევს ძუძუმწოვრების, შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის სიკვდილს;

23. „დაკვლა“ ნიშნავს ნებისმიერ პროცესს, რომელიც იწვევს ძუძუმწოვრების, შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის სიკვდილს სისხლისაგან დაცლით ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით;

24. „განადგურება“ ნიშნავს ცხოველური სუბპროდუქტების შეგროვების, ტრანსპორტირების, შენახვის, განკარგვის, დამუშავების და გამოყენების ან განადგურების ქმედებას:

(a) რეგულაციის (EC) N 1774/2002 თანახმად; ან

(b) 64(2)-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მიღებული წესების თანახმად.

25. „გაერთიანების ვაქცინის ბანკი“ ნიშნავს შესაბამის ობიექტს, რომელიც 58(1)-ე მუხლის შესაბამისად, განკუთვნილია ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგის შესანახად;

26. „საკონტაქტო სადგომი“ ნიშნავს სადგომს, საიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს ფრინველის გრიპი და სადაც ის შეიძლება იქნეს შეტანილი მისი ადგილმდებარეობის, ადამიანების, ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად ან სხვა გზით;

27. „საეჭვო აფეთქება" ნიშნავს სადგომს, სადაც კომპეტენტურ ორგანოს აქვს ფრინველის გრიპის არსებობის ეჭვი;

28. „აფეთქება“ ნიშნავს სადგომს, სადაც ფრინველის გრიპის არსებობა დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ;

29. „პირველადი აფეთქება“ ნიშნავს აფეთქებას, რომელიც ეპიდემიოლოგიურად არ არის დაკავშირებული წინა აფეთქებასთან წევრი სახელმწიფოს იმავე რეგიონში, როგორც ეს განსაზღვრულია „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვითა და ღორებით გაერთიანებისშიდა ვაჭრობაზე ზემოქმედების ცხოველთა ჯნმრთელობის პრობლემების შესახებ“ საბჭოს 1964 წლის 26 ივნისის დირექტივის 64/432/EEC მე-2(2) მუხლის (p) ქვეპუნქტით14, ან პირველ აფეთქებასთან იგივე წევრი სახელმწიფოს სხვა რეგიონში;

30. „ინფიცირებულ და ვაქცინირებულ ცხოველებს შორის დიფერენცირების (DIVA) სტრატეგია” ნიშნავს ვაქცინაციის სტრატეგიას, რომელიც იძლევა ვაქცინირებულ/ინფიცირებულ და ვაქცინირებულ/ არაინფიცირებულ ცხოველებს შორის დიფერენცირების საშუალებას ველზე არსებული ვირუსის მიმართ ანტისხეულების გამოვლენის დიაგნოსტიკური ტესტისა და არავაქცინირებული ინდიკატორული ფრინველების გამოყენების საშუალებით;

31. „ძუძუმწოვარი“ ნიშნავს Mammalia კლასის ცხოველს, გარდა ადამიანებისა;

32. „ტანხორცი” ნიშნავს შინაურ ფრინველს ან სხვა მოშინაურებულ ფრინველს ან მათ ნაწილებს, რომელიც დაიღუპა ან დაიხოცა და არ არის ვარგისი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის.

თავი II

პროფილაქტიკური ბიოუსაფრთხოება, ზედამხედველობა, შეტყობინება

და ეპიდემიოლოგიური კვლევა

მუხლი 3

ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროფილაქტიკური ღონისძიებები

ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაძლოა მიღებული იქნეს კონკრეტული დებულებები 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 4

ზედამხედველობის პროგრამები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ ზედამხედველობის პროგრამები რათა:

(a) გამოვლენილ იქნეს ფრინველის სხვადასხვა სახეობაში Н5 და Н7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის ვირუსის ინფექციის პრევალენტობა;

(b) რეგულარულად განახლებული რისკების შეფასების საფუძველზე ხელი შეუწყოს იმ საფრთხეების შესწავლას, რომელსაც ქმნიან გარეული ფრინველები ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსთან დაკავშირებით.

2. პირველი აბზაცის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს სახელმძღვანელო მითითებებს, რომელიც უნდა შემუშავდეს კომისიის მიერ 64(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 5

შეტყობინება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ფრინველის გრიპის არსებობისა და საეჭვო არსებობის შესახებ აუცილებლად და დაუყოვნებლივ ეცნობოს კომპეტენტურ ორგანოებს.

2. ცხოველთა დაავადებების აფეთქების შეტყობინების შესახებ გაერთიანების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, წევრმა სახელმწიფოებმა II დანართის შესაბამისად უნდა აცნობონ კომისიას კომპეტენტური ორგანოს მიერ დადასტურებული ნებისმიერი სახის ფრინველის გრიპის შესახებ, რომელიც გაჩნდება სასაკლაოზე, სატრანსპორტო საშუალებებში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და სხვა ადგილებში გაერთიანების საზღვარზე და საკარანტინო ობიექტებში ან ცენტრებში, რომლებიც ფუნქციონირებს შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის იმპორტის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ ძუძუმწოვრებში განხორციელებული ფრინველის გრიპის ვირუსის ზედამხედველობის შედეგების შესახებ.

მუხლი 6

ეპიდემიოლოგიური კვლევა

1. წევრმა სახელწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ეპიდემიოლოგიური კვლევის დაწყება 62-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების ფარგლებში დადგენილი კითხვარის საფუძველზე.

2. ეპიდემიოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:

(a) პერიოდის ხანგრძლივობას, რომლის განმავლობაშიც ფრინველის გრიპი შეიძლება არსებობდეს სადგომზე ან სხვა ობიექტში ან სატრანსპორტო საშუალებებში;

(b) ფრინველის გრიპის სავარაუდო წარმოშობას;

(c) საკონტაქტო სადგომის იდენტიფიცირებას;

(d) შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის, პირების, ძუძუმწოვრების, სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა ისეთი საშუალებების გადაადგილებას, რომელთა საშუალებითაც შეიძლება გავრცელდეს ფრინველის გრიპი.

3. კომპეტენტური ორგანო უნდა ითვალისწინებდეს ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებს:

(a) წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული დაავადების დამატებითი კონტროლის ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას; და

(b) წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული გამონაკლისების დაშვებას.

4. თუ ეპიდემიოლოგიური კვლევა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ფრინველის გრიპი შეიძლება გავრცელებულიყო ერთი წევრი სახელმწიფოდან სხვა წევრ სახელმწიფოში, კომისიას და სხვა შესაბამის წევრ სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ კვლევის ყველა შედეგის შესახებ.

თავი III

საეჭვო აფეთქება

მუხლი 7

აფეთქებაზე საეჭვო სადგომებზე გამოსაყენებელი ღონისძიებები

1. საეჭვო აფეთქების შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოკვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ფრინველის გრიპის არსებობის დადგენის ან გამორიცხვის მიზნით და მოაქციოს სადგომი სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ. კომპეტენტურმა ორგანომ, ასევე უნდა უზრუნველყოს მე-2 და მე-3 აბზაცებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება.

2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სადგომზე შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

(a) შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის და ყველა შინაური სახეობის ძუძუმწოვრის დათვლა ან, საჭიროების შემთხვევაში, მათი რაოდენობის დაახლოებით განსაზღვრა შინაური ფრინველის ტიპის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სახეობათა მიხედვით;

(b) სადგომზე თითოეულ კატეგორიაში დაავადებული, მკვდარი ან სავარაუდოდ დაინფიცირებული შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველისა და შინაური სახეობის ყველა ძუძუმწოვრის სავარაუდო რაოდენობის სიის შედგენა; ეს ჩამონათვალი ყოველდღიურად უნდა განახლდეს საეჭვო აფეთქების მთელი პერიოდის განმავლობაში გამოჩეკვის, დაბადებისა და სიკვდილის მაჩვენებლების გათვალისწინებით და მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინოს კომპეტენტურ ორგანოს;

(c) ყველა ფრინველისა და სხვა მოშინაურებული ფრინველის სადგომის შენობებში განთავსება. თუ ეს არაპრაქტიკულია ან თუ მათ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება, ისინი უნდა მოთავსდნენ იგივე სადგომში რომელიმე სხვა ადგილას ისე, რომ კონტაქტი არ ჰქონდეთ სხვა სადგომების შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან. მიღებულ უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა გარეულ ფრინველთან მათი კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;

(d) აკრძალულია სადგომში შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის შეყვანა ან მათი სადგომიდან გაყვანა;

(e) კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე და შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ღონისძიებების დაუცველად, როგორიცაა: ფრინველის გრიპის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანა, აკრძალულია შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ტანხორცის, შინაური ფრინველის ხორცის, მათ შორის ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი შიგნეულის (შემდგომში „ფრინველის ხორცი"), შინაური ფრინველის საკვების (შემდგომში „საკვები"), ჭურჭლის, მასალების, ნარჩენების, სკორეს, შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ნაკელის (შემდგომში „ნაკელი"), წუნწუხის, ჭუჭყიანი საგებლის და ნებისმიერი ისეთი რამის გატანა სადგომიდან, რასაც შეუძლია ფრინველის გრიპის გადატანა;

(f) აკრძალულია სადგომიდან კვერცხის გატანა;

(g) ადამიანების, შინაური სახეობის ძუძუმწოვრების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობა-დანადგარების გადაადგილებაზე, ფერმაში ან ფერმიდან, ვრცელდება კომპეტენტური ორგანოს პირობები და ნებართვა;

(h) შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს იმ შენობის შესასვლელსა და გასასვლელში, სადაც იმყოფება შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი, და თავად სადგომის შესასვლელსა და გასასვლელში, კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად.

3. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარდება მე-6 მუხლის შესაბამისად („ეპიდემიოლოგიური კვლევა").

4. პირველი აბზაცის მიუხედავად, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა სხვა შემთხვევებში უზრუნველყოს ნიმუშების წარდგენა. ასეთ პირობებში, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა განახორციელოს ქმედებები მე-2 მუხლში მითითებული რამდენიმე ან ყველა ღონისძიების მიღების გარეშე.

მუხლი 8

აფეთქებაზე საეჭვო სადგომებში გამოსაყენებელი ღონისძიებებიდან გამონაკლისის დაშვება

1. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-7(2) მუხლის (c) − (e) ქვეპუნქტებიდან, რისკების შეფასების საფუძველზე და სიფრთხილის ზომებისა და გადასაადგილებელი ფრინველების და პროდუქტების დანიშნულების ადგილის გათვალისწინებით.

2. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა, ასევე დაუშვას გამონაკლისი მე-7(2) მუხლის (h) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან არაკომერციულ სადგომებში სხვა მოშინაურებული ფრინველის არსებობის შემთხვევაში.

3. მე-7(2) მუხლის (f) ქვეპუნქტთან მიმართებაში, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას კვერცხების გაგზავნა:

(a) პირდაპირ საწარმოში კვერცხის პროდუქტების საწარმოებლად, რეგულაციის (EC) N 853/2004, III დანართის, X ქვეთავის, II თავის თანახმად, რათა მისი განკარგვა და გადამუშავება მოხდეს რეგულაციის (EC) N 853/2004, II დანართის, IX ქვეთავის შესაბამისად; იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანო გასცემს ასეთ ნებართვას, ეს უკანასკნელი უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე დირექტივის III დანართით დადგენილ პირობებს; ან

(b) გასანადგურებლად.

მუხლი 9

აფეთქებაზე საეჭვო სადგომებში გამოსაყენებელი ღონისძიებების ხანგრძლივობა

მე-7 მუხლის თანახმად, საეჭვო აფეთქების შემთხვევაში, სადგომზე გამოსაყენებელი ღონისძიებების გამოყენება უნდა გაგრძელდეს სანამ კომპეტენტური ორგანო არ დარწმუნდება რომ სადგომში ფრინველის გრიპის ეჭვი არის გამორიცხული.

მუხლი 10

დამატებითი ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე

1. ეპიდემიოლოგიური კვლევის წინასწარი შედეგების საფუძველზე კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გამოიყენოს მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცებით გათვალისწინებული ღონისძიებები, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ სადგომი მდებარეობს შინაური ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის მქონე ზონაში.

2. გარკვეულ ზონაში ან წევრი სახელმწიფოს მთელს ტერიტორიაზე შეიძლება დაწესდეს დროებითი შეზღუდვები შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის და კვერცხის გადაადგილებაზე და მეფრინველეობის სექტორში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობაზე. ამგვარი შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს შინაური სახეობის ძუძუმწოვრების გადაადგილებაზე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დასაბუთების გარეშე არ უნდა აჭარბებდეს 72 საათს.

3. მე -11 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გამოყენებული იქნეს სადგომებში. თუმცა, თუ პირობები ამის საშუალებას იძლევა, აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება შეიძლება შემოიფარგლებოდეს ინფიცირებაზე საეჭვო შინაური ფრინველით ან სხვა მოშინაურებული ფრინველით და მათი საწარმოო ერთეულებით. შინაური ფრინველისგან ან სხვა მოშინაურებული ფრინველისგან ნიმუშები აღებული უნდა იქნეს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, თუ ფრინველი დახოცილია საეჭვო აფეთქების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

4. მეურნეობის გარშემო შეიძლება დაწესდეს დროებითი კონტროლის ზონა და ამ ზონის ფარგლებში არსებულ სადგომებზე საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე ან ყველა ღონისძიება.

თავი IV

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპი (HPAI)

ქვეთავი 1

სადგომები, ცალკე საწარმოო ერთეულები და საკონტაქტო სადგომები

მუხლი 11

ღონისძიებები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს სადგომებზე აფეთქების დადასტურების შემთხვევაში

1. მაღალ პათოგენული ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მე-7(2) ან მე-7(3) მუხლის და ამ მუხლის მე-2-10 აბზაცებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება.

2. სადგომზე არსებული ყველა შინაური ფრინველი და სხვა მოშინაურებული ფრინველი დაყოვნების გარეშე უნდა იქნეს დახოცილი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. დახოცვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფრინველის გრიპის გავრცელების რისკი, განსაკუთრებით კი ტრანსპორტირებისას. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა დაუშვან გამონაკლისი გარკვეული სახეობის შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის მიმართ, რათა არ მოხდეს მათი დახოცვა, ფრინველის გრიპის შემდგომი გავრცელების რისკების შეფასებიდან გამომდინარე. კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეზღუდოს სადგომზე ფრინველის გრიპის გარეულ ფრინველებზე გავრცელების შესაძლებლობა.

3. სადგომზე არსებული ყველა ტანხორცი და კვერცხი უნდა განადგურდეს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ.

4. სადგომში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის სავარაუდო შეტანის თარიღიდან მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებამდე სადგომში შეგროვებული კვერცხიდან გამოჩეკილ შინაურ ფრინველზე უნდა დაწესდეს სახელმწიფო კონტროლი და გამოკვლევა უნდა ჩატარდეს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

5. სადგომში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის სავარაუდო შეტანის თარიღიდან მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებამდე დაკლული შინაური ფრინველის ხორცისა და შეგროვებული კვერცხის მიკვლევადობა და განადგურება, თუ შესაძლებელია, უნდა მოხდეს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ.

6. ყველა შესაძლო დასნებოვნებული ნივთიერება და ნარჩენი, როგორიცაა საკვები, უნდა განადგურდეს ან დამუშავდეს სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ფრინველის გრიპის ვირუსის განადგურება.

7. თუმცა, სავარაუდოდ დასნებოვნებული ნაკელი, წუნწუხი და საგებელი უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით.

8. ტანხორცის განადგურების შემდეგ მათ შესანახად გამოყენებული სავარაუდოდ დასნებოვნებული შენობა, საძოვრები ან მიწა, და მოწყობილობა-დანადგარები, სავარაუდოდ დასნებოვნებული ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, ტანხორცის, ხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის, საგებლის და ნებისმიერი სხვა მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით.

9. სხვა მოშინაურებული ფრინველი ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრები არ უნდა იქნან შემოყვანილი ან გაყვანილი სადგომიდან კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება შინაური სახეობის ძუძუმწოვრებზე, რომლებსაც აქვთ წვდომა მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ზონასთან.

10. პირველადი აფეთქების შემთხვევაში, გენეტიკური ქვეტიპის იდენტიფიცირების მიზნით ვირუსის იზოლატი ექვემდებარება ლაბორატორიულ პროცედურას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად. ვირუსის იზოლატი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გადაეცეს გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას, 51(1)-ე მუხლის თანახმად.

მუხლი 12

გამონაკლისის დაშვება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ დეტალური წესები გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მე-11(2), მე-13 და მე-14 მუხლების თანახმად, მათ შორის შესაბამისი ალტერნატიული ღონისძიებები და პირობები. აღნიშნული გამონაკლისები უნდა უფუძნებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებულ რისკების შეფასებას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას მე-13(1) მუხლისა და მე-14 მუხლების შესაბამისად გამონაკლისების დაშვების შესახებ.

3. მე-13(1) მუხლისა და მე-14 მუხლის თანახმად, გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს სიტუაცია შესაბამის წევრ სახელმწიფოსთან ერთად და „კვებითი“ ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედ კომიტეტში" (შემდგომში „კომიტეტი“) შეძლებისდაგვარად სწრაფად.

4. მე-13(1) მუხლისა და მე-14 მუხლის თანახმად, დაშვებული გამონაკლისის გათვალისწინებით, შეიძლება დამტკიცდეს ღონისძიებები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 13

გამონაკლისები გარკვეულ სადგომებთან დაკავშირებით

1. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-11(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში არაკომერციულ სადგომში, ცირკში, ზოოპარკში, შინაური ფრინველის მაღაზიაში, ველური ბუნების პარკში, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც შინაური ფრინველები და სხვა მოშინაურებული ფრინველი განთავსებულია სამეცნიერო მიზნებისათვის ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების და ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაცვის მიზნებისათვის, იმ პირობით თუ ასეთი გამონაკლისები საფრთხეს არ უქმნის დაავადების კონტროლს.

2. პირველი აბზაცის თანახმად გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ ის შინაური ფრინველი და სხვა მოშინაურებული ფრინველები, რომელთაც ეხებათ გამონაკლისი:

(a) განთავსდნენ და იმყოფებოდნენ მათი სადგომის შენობის შიგნით. თუ ეს არაპრაქტიკულია ან თუ საფრთხე ემუქრება მათ კეთილდღეობას, ისინი გადაყვანილ უნდა იქნან სხვა ადგილას იმავე სადგომზე ისე, რომ არ ჰქონდეთ კონტაქტი სხვა ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან სხვა სადგომებში. მიღებულ უნდა იქნეს ყველა გონივრული ზომა გარეულ ფრინველებთან მათი კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

(b) ექვემდებარებოდნენ შემდგომ ზედამხედველობას და ტესტების ჩატარებას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მათი გადაადგილება არ უნდა მოხდეს იქამდე, სანამ ლაბორატორიული ტესტებით არ დადასტურდება, რომ ისინი აღარ ქმნიან მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის შემდგომი გავრცელების საფრთხეს; და

(c) (c) არ გადაადგილდნენ მათი წარმოშობის ადგილის სადგომიდან, დაკვლის ან სხვა სადგომში გადაყვანის გარდა, რომელიც:

(i) მდებარეობს იმავე წევრ სახელმწიფოში, კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად; ან

(ii) მდებარეობს სხვა წევრ სახელმწიფოში, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს თანხმობის საფუძველზე.

3. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-11(5) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან კვერცხებთან დაკავშირებით, რომელიც იგზავნება პირდაპირ საწარმოში კვერცხის პროდუქტების საწარმოებლად, რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, სადაც მათი განკარგვა და დამუშავება უნდა მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის შესაბამისად. ნებისმიერი ასეთი ნებართვა ექვემდებარება წინამდებარე დირექტივის III დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

მუხლი 14

ღონისძიებები რომლებიც გამოიყენება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევებში ცალკეულ საწარმოო ერთეულებში

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში ისეთ სადგომში, რომელიც შედგება ორი ან მეტი ცალკეული საწარმოო ერთეულისგან, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-11(2) მუხლის პირველი ქვეაბზაცით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან იმ საწარმოო ერთეულებისთვის, სადაც განთავსებულია შინაური ფრინველი და სხვა მოშინაურებული ფრინველი და სადაც არ არის ეჭვი მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობაზე, იმ პირობით თუ ასეთი გამონაკლისები საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

აღნიშნული გამონაკლისების დაშვება უნდა მოხდეს მხოლოდ ორ ან მეტ საწარმოო ერთეულთან მიმართებაში, სადაც სადგომის სტრუქტურის, ზომის, მუშაობის, ფრინველების განთავსების ტიპის, კვების, წყლის წყაროს, მოწყობილობა-დანადგარების, პერსონალის და ვიზიტორების გათვალისწინებით, სახელმწიფო ვეტერინარი დარწმუნებულია, რომ ისინი სრულადაა გამოყოფილი სხვა საწარმოო ერთეულისგან იქ არსებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ადგილმდებარეობის და ყოველდღიური მართვის თვალსაზრისით.

მუხლი 15

საკონტაქტო სადგომებში გამოსაყენებელი ღონისძიებები

1. ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს ჩაითვალოს თუ არა სადგომი საკონტაქტო სადგომად.

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოყენებულ იქნეს საკონტაქტო სადგომებში სანამ არ გამოირიცხება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გამოიყენოს მე-11 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საკონტაქტო სადგომებში, კერძოდ კი თუ საკონტაქტო სადგომი მდებარეობს შინაური ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის მქონე ტერიტორიაზე.

საკონტაქტო სადგომებში მე-11 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისას გასათვალისწინებელი მთავარი კრიტერიუმები, განისაზღვრება IV დანართით.

3. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვისას ნიმუშების აღება, მათ საკონტაქტო სადგომებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

4. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ სადგომში, სადაც ხდება შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვა და განადგურება, და სადაც მოგვიანებით დასტურდება ფრინველის გრიპი, სავარაუდოდ დასნებოვნებული შენობები და ნებისმიერი მოწყობილობა-დანადგარი და სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც გამოიყენება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, ტანხორცის, ხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის, საგებლის და სხვა შესაძლო დასნებოვნებული მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით.

ქვეთავი 2

დამცავი, საკონტროლო და დამატებით შეზღუდული ზონები

მუხლი 16

დამცავი, საკონტროლო და დამატებით შეზღუდული ზონების შექმნა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში

1. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქებისთანავე კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შექმნას:

(a) დამცავი ზონა მინიმუმ სამი კილომეტრის რადიუსში სადგომის გარშემო;

(b) საკონტროლო ზონა სადგომის გარშემო მინიმუმ 10 კილომეტრის რადიუსში, დამცავი ზონის ჩათვლით.

2. თუ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქება დადასტურდა სხვა მოშინაურებულ ფრინველებში არაკომერციულ სადგომებში, ცირკში, ზოოპარკში, შინაური ფრინველების მაღაზიაში, ველური ბუნების პარკში, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც სხვა მოშინაურებული ფრინველები განთავსებულია სამეცნიერო მიზნებისათვის ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების და ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის სხვა მოშინაურებული ფრინველის, რომლებიც არ მოიცავს შინაურ ფრინველებს, დაცვის მიზნებისათვის, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია რისკების შეფასების საფუძველზე დაუშვას გამონაკლისი მე-2-4 ქვეთავების დებულებებიდან, რამდენადაც ეს აუცილებელია, დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნასთან და იქ გამოყენებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, იმ პირობით თუ ასეთი გამონაკლისები საფრთხეს არ უქმნის დაავადების კონტროლს.

3. პირველი აბზაცის თანახმად, დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნისას კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მინიმუმ შემდეგი კრიტერიუმები:

(a) ეპიდემიოლოგიური კვლევა;

(b) გეოგრაფიული მდგომარეობა, განსაკუთრებით კი ბუნებრივი საზღვრები;

(c) სადგომების ადგილმდებარეობა და სიახლოვე და შინაური ფრინველის სავარაუდო რაოდენობა;

(d) შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილებისა და ვაჭრობის მოდელები;

(e) ობიექტები და პერსონალი, რომელთა საშუალებითაც კონტროლდება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, მათი ტანხორცის, ნაკელის, საგებლის ან გამოყენებული ჭუჭყიანი საგებლის დამცავ და საკონტროლო ზონებში გადაადგილება და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დახოცვისთვის ან განადგურებისთვის განკუთვნილი შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი უნდა იქნეს გატანილი მათი წარმოშობის ადგილის სადგომიდან.

4. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია შექმნას დამატებითი შეზღუდული ზონები დამცავი და საკონტროლო ზონების გარშემო ან მათ მიმდებარედ მე-3 აბზაცით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

5. თუ დამცავი, საკონტროლო ან დამატებითი შეზღუდული ზონა მოიცავს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიას, აღნიშნული წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ზონის შექმნის მიზნით.

მუხლი 17

დამცავ და საკონტროლო ზონებში გამოსაყენებელი ღონისძიებები

1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დამცავ და საკონტროლო ზონებში შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:

(a) ზომების მიღება, რომლებიც იძლევა ყველაფრის გაკონტროლების საშუალებას, რასაც შეუძლია ფრინველის გრიპის ვირუსის გადატანა, მათ შორის შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის, ხორცის, კვერცხის, ტანხორცის, საკვების, ჭუჭყიანი საგებლის, ადამიანების რომლებიც კონტაქტში იმყოფებოდნენ დაინფიცირებულ შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან ან მეფრინველეობის მრეწველობასთან დაკავშირებულ სატრანსპორტო საშუალებებთან;

(b) მოთხოვნის შემთხვევაში, მეპატრონეებმა უნდა მიაწოდონ კომპეტენტურ ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც ეხება სადგომში შეტანილ ან სადგომიდან გამოტანილ შინაურ ფრინველსა და სხვა მოშინაურებულ ფრინველს და კვერცხებს.

2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა პირი დამცავ და საკონტროლო ზონებში, რომლებზედაც მოქმედებს შეზღუდვები, სრულად იყოს ინფორმირებული არსებული შეზღუდვების შესახებ.

აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია გამაფრთხილებელი შეტყობინებების მეშვეობით, მედია საშუალებებით, როგორიცაა პრესა და ტელევიზია ან სხვა ნებისმიერი საშუალებით.

3. ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის ან სხვა მტკიცებულების არსებობისას, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია განახორციელოს პრევენციული აღმოფხვრის პროგრამა, რომელიც მოიცავს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის პრევენციულ დაკვლას ან დახოცვას რისკის ქვეშ მყოფ სადგომებსა და ტერიტორიებზე.

4. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც იყენებენ მე-3 აბზაცით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას და კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს აღნიშნული მდგომარეობა დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.

ქვეთავი 3

დამცავ ზონებში გამოსაყენებელი ღონისძიებები

მუხლი 18

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ აღწერის ჩატარება, ვიზიტები და ზედამხედველობა

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონებში შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:

(a) რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად უნდა ჩატარდეს ყველა სადგომის აღწერა;

(b) სახელმწიფო ვეტერინარი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ეწვიოს ყველა კომერციულ სადგომს შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის კლინიკური გამოკვლევის და, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ლაბორატორიული ტესტებისთვის ნიმუშების შეგროვების მიზნით; უნდა მოხდეს ასეთი ვიზიტების და მათი შედეგების აღრიცხვა; სახელმწიფო ვეტერინარი ახორციელებს ვიზიტებს არაკომერციულ სადგომებში დამცავი ზონის გაუქმებამდე;

(c) დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დამატებითი ზედამხედველობის განხორციელება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, დამცავ ზონაში მდებარე სადგომებში ფრინველის გრიპის ნებისმიერი შემდგომი გავრცელების იდენტიფიცირების მიზნით.

მუხლი 19

დამცავ ზონებში მდებარე სადგომებში გამოსაყენებელი ღონისძიებები

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, დამცავ ზონებში მდებარე სადგომებში შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:

(a) ყველა შინაური ფრინველი და სხვა მოშინაურებული ფრინველი უნდა განთავსდეს მათ სადგომებზე მდებარე შენობების შიგნით,

თუ ეს არაპრაქტიკულია ან თუ მათი კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ არის, ისინი გადაჰყავთ სხვა ადგილას იმავე სადგომზე ისე, რომ არ ჰქონდეთ კონტაქტი სხვა ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან სხვა სადგომებში.

მიღებულ უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა გარეულ ფრინველთან მათი კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;

(b) შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განადგურდეს ტანხორცი;

(c) სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა-დანადგარები, რომლებიც გამოიყენება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, ხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის, საგებლის და სხვა შესაძლო დასნებოვნებული მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით;

(d) სატრანსპორტო საშუალების ყველა ნაწილი, რომელიც გამოიყენება პერსონალის ან სხვა პირების მიერ რომლებიც შედიან სადგომში ან გადიან სადგომიდან და რომლებიც სავარაუდოდ დასნებოვნებულია, დაუყოვნებლივ უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით;

(e) დაუშვებელია შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრების სადგომში შეყვანა ან სადგომიდან გაყვანა კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე;

ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ძუძუმწოვრებზე, რომლებსაც წვდომა აქვთ მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც მათ:

(i) არა აქვთ კონტაქტი ადგილობრივად მობინადრე შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან; და

(ii) არა აქვთ წვდომა გალიებთან ან ტერიტორიასთან, სადაც განთავსებულია ასეთი ადგილობრივად მობინადრე ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველი;

(f) სადგომში ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდის ან პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც განახორციელებს შესაბამის კვლევას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;

(g) ნებისმიერი პირი, რომელიც შედის სადგომში ან გადის სადგომიდან, უნდა იცავდეს შესაბამის ბიოუსაფრთხოების ზომებს, რომლებიც მიმართულია ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენციისკენ;

(h) მეპატრონემ უნდა მოახდინოს ყველა პირის აღრიცხვა, რომელიც შედის სადგომში, გარდა საცხოვრებელი შენობებისა, დაავადებაზე ზედამხედველობისა და მისი კონტროლის ხელშეწყობის მიზნით და აღნიშნული აღრიცხვის ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით.

აღნიშნული აღრიცხვის წარმოება აუცილებელი არ არის ისეთ სადგომებში ვიზიტების შემთხვევაში, როგორიცაა ზოოპარკები და ველური ბუნების პარკები, სადაც ვიზიტორებს არ აქვთ წვდომა იმ ადგილებზე სადაც განთავსებულია ფრინველი.

მუხლი 20

აკრძალვა ჭუჭყიანი საგებლის, ნაკელის ან წუნწუხის სადგომებიდან გატანაზე ან გავრცელებაზე

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონებში არსებული სადგომებიდან ჭუჭყიანი საგებლის, ნაკელის ან წუნწუხის მიმოფანტვის ან გატანის აკრძალვა მისი ნებართვის გარეშე.

თუმცა, სადგომებიდან ნაკელის ან წუნწუხის გადაადგილება შეიძლება დაშვებული იქნეს ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვით ამისთვის განკუთვნილ საწარმოში გადასამუშავებლად ან გადამუშავების მიზნით დროებით შესანახად, რათა აღმოიფხვრას ფრინველის გრიპის ვირუსის შესაძლო არსებობა რეგულაციის (EC) N 1774/2002 ან კონკრეტული წესების შესაბამისად, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 21

ბაზრობები, ბაზრები ან სხვა შეკრება და სანადირო ფრინველის რეპოპულაცია

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონებში შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ბაზრობების, ბაზრების, გამოფენებისა და შეკრებების აკრძალვა.

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი არ იქნეს გაშვებული დამცავ ზონაში სანადირო ფრინველის რეპოპულაციის მიზნით.

მუხლი 22

ფრინველის, კვერცხის, შინაური ფრინველის ხორცის და ტანხორცის გადაადგილების და ტრასპორტირების აკრძალვა

1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონებში შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის, კვერცხის დასადებად მომზადებული შინაური ფრინველის, ერთი დღის ასაკის წიწილების, კვერცხის და ტანხორცის გადაადგილება და ტრანსპორტირება სადგომიდან საავტომობილო გზებზე, ან სარკინიგზო გზებზე, სადგომების კერძო სამომსახურეო გზების გარდა.

2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შინაური ფრინველის ხორცის ტრანსპორტირების აკრძალვა სასაკლაოდან, ხორცის დამჭრელი საწარმოდან და სამაცივრე საწყობიდან, გარდა იმ შემთხვევისა თუ ხორცი წარმოებულია:

(a) შინაური ფრინველისგან, რომლის მიღება ხდება იმ რეგიონიდან, რომელიც არ შედის დამცავ ზონაში, და შენახვა და ტრანსპორტირება ხორციელდება დამცავი ზონის შინაური ფრინველის ხორცისგან განცალკევებით; ან

(b) დამცავ ზონაში არსებულ სადგომზე ყველაზე ადრეული ინფიცირების სავარაუდო თარიღად სულ მცირე 21 დღით ადრე, რომლის შენახვა და ტრანსპორტირება წარმოების მომენტიდან ხორციელდებოდა ამ თარიღის შემდეგ წარმოებული ხორცისგან განცალკევებით.

3. თუმცა, პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული აკრძალვები არ ეხება ტრანზიტს დამცავი ზონის გავლით საავტომობილო და სარკინიგზო გზებზე გადმოტვირთვისა და შეჩერების გარეშე.

მუხლი 23

გამონაკლისები შინაური ფრინველის გადაუდებელი დაკვლის მიზნით პირდაპირ ტრანსპორტირებასთან და შინაური ფრინველის ხორცის გადაადგილებასთან ან გადამუშავებასთან დაკავშირებით

1. 22-ე მუხლიდან გამონაკლისის დაშვების მიზნით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას დამცავ ზონებში არსებული სადგომებიდან შინაური ფრინველის პირდაპირი ტრანსპორტირება გადაუდებელი დაკვლის მიზნით სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოებზე შემდეგი პირობებით:

(a) დასაკლავად გაგზავნიდან 24 საათის განმავლობაში წარმოშობის სადგომზე უნდა ჩატარდეს შინაური ფრინველის კლინიკური გამოკვლევა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ;

(b) სადაც შესაძლებელია, წარმოშობის სადგომზე უნდა ჩატარდეს შინაური ფრინველის ლაბორატორიული ტესტები დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და ამ ტესტების შედეგები უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი;

(c) შინაური ფრინველის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი ზედამხედველობით დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით;

(d) კომპეტენტური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამისთვის განკუთვნილ სასაკლაოზე, უნდა იღებდეს ინფორმაციას და თანახმა იყოს შინაური ფრინველის მიღებაზე და შემდეგ დაუდასტუროს დაკვლა გამგზავნ კომპეტენტურ ორგანოს;

(e) დამცავი ზონიდან მიღებული შინაური ფრინველი განთავსებული უნდა იყოს სხვა შინაური ფრინველისგან განცალკევებით და მათი დაკვლა უნდა მოხდეს განცალკევებით ან სხვა დროს, უმჯობესია სამუშაო დღის ბოლოს; ამის შემდეგ სხვა შინაური ფრინველის დაკვლამდე უნდა მოხდეს გაწმენდა და დეზინფექცია;

(f) სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისთვის განკუთვნილ სასაკლაოზე ჩატარდეს შინაური ფრინველის დეტალური გამოკვლევა შინაური ფრინველის შემოსვლისას და მისი დაკვლის შემდეგ;

(g) ხორცი არ უნდა იქნეს ჩაშვებული გაერთიანების ფარგლებში ან საერთაშორისო ვაჭრობაში და მასზე უნდა იყოს ახალი ხორცის აღმნიშვნელი სანიტარული ეტიკეტი, საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივის N 2002/99 თანახმად, რომელიც ადგენს ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, დამუშავების, დისტრიბუციის და შემოტანის მარეგულირებელ ცხოველთა ჯანმრთელობის წესებს15, თუ სხვაგვარად არ გადაწყდა ამ დირექტივის 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად;

(h) ხორცის მიღება, დამუშავდება, ტრანსპორტირება და შენახვა უნდა განხორციელდეს გაერთიანების ფარგლებში და საერთაშორისო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ხორცისგან განცალკევებით და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი შეტანა ხორცის პროდუქტებში, რომლებიც განკუთვნილია გაერთიანების ფარგლებში და საერთაშორისო ვაჭრობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ:

(i) მისი დამუშავება მოხდა დირექტივის 2002/99/EC III დანართის შესაბამისად; ან

(ii) სხვაგვარად გადაწყდა 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

2. 22-ე მუხლიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ არსებული შინაური ფრინველის პირდაპირი ტრანსპორტირება გადაუდებელი დაკვლის მიზნით სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე დამცავ ზონაში და ასეთი შინაური ფრინველისგან მიღებული ხორცის შემდგომი გადაადგილება იმ პირობით, თუ:

(a) კომპეტენტური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე, მიიღებს ინფორმაციას და თანახმა იქნება შინაური ფრინველის მიღებაზე, და შემდეგ დაუდასტურებს დაკვლას გამგზავნ კომპეტენტურ ორგანოს;

(b) შინაური ფრინველი მოთავსდება დამცავი ზონიდან მიღებული სხვა შინაური ფრინველისგან განცალკევებით და დაიკვლება სხვა შინაური ფრინველისგან განცალკევებით ან განსხვავებულ დროს;

(c) შინაური ფრინველისგან წარმოებული ხორცის დაჭრა, ტრანსპორტირება და შენახვა ხორციელდება დამცავი ზონიდან მიღებული შინაური ფრინველის ხორცისგან განცალკევებით;

(d) სუბპროდუქტები განადგურდება.

მუხლი 24

გამონაკლისები ერთი დღის ასაკის წიწილების პირდაპირ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

1. 22-ე მუხლიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას წიწილების პირდაპირი ტრანსპორტირება დამცავ ზონაში მდებარე სადგომებიდან იგივე წევრი სახელმწიფოს სხვა სადგომებში ან ამ სადგომების ფარდულებში, უპირატესად დამცავ და საკონტროლო ზონებს გარეთ, შემდეგი პირობების დაცვით:

(a) თუ მათი ტრანსპორტირება ხორციელდება კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი ზედამხედველობით დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით;

(b) თუ ტრანსპორტირების დროს და დანიშნულების სადგომში გამოიყენება შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომები;

(c) თუ ერთი დღის ასაკის წიწილების ჩამოსვლის შემდეგ დანიშნულების სადგომი იმყოფება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;

(d) იმ შემთხვევაში, თუ მოხდა შინაური ფრინველის გაყვანა დამცავი და საკონტროლო ზონებიდან, მათი გაჩერება დანიშნულების სადგომში უნდა მოხდეს მინიმუმ 21 დღის განმავლობაში.

2. 22-ე მუხლიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას დამცავი და საკონტროლო ზონების მიღმა მდებარე სადგომის კვერცხიდან გამოჩეკილი ერთი დღის ასაკის წიწილების პირდაპირი ტრანსპორტირება იგივე წევრი სახელმწიფოს ნებისმიერ სხვა სადგომში, რომელიც უმჯობესია მდებარეობდეს დამცავი და საკონტროლო ზონების ფარგლებს გარეთ იმ პირობით, რომ გამგზავნი სანაშენე თავისი მატერიალურ-ტექნიკური და ჰიგიენური სამუშაო პირობებით უზრუნველყოფს, რომ არ არსებობდეს კონტაქტი ამ კვერცხებსა და სხვა საინკუბაციო კვერცხებს ან ერთი დღის ასაკის წიწილებს შორის ამ ზონების შინაური ფრინველის გუნდებიდან, რომლებსაც აქედან გამომდინარე, აქვთ ჯანმრთელობის განსხვავებული მდგომარეობა.

მუხლი 25

გამონაკლისები კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის პირდაპირ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

22-ე მუხლის დებულებებიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის პირდაპირი ტრანსპორტირება სადგომში ან სადგომის ფარდულში, რომელიც უმჯობესია მდებარეობდეს დამცავი და საკონტროლო ზონების ფარგლებს გარეთ, სადაც არ იქნება განთავსებული სხვა შინაური ფრინველი, შემდეგი პირობების დაცვით:

(a) სახელმწიფო ვეტერინარი განახორციელებს შინაური ფრინველისა და სხვა მოშინაურებული ფრინველის, კერძოდ კი გასაგზავნი ფრინველის, კლინიკურ გამოკვლევას წარმოშობის სადგომზე;

(b) სადაც მიზანშეწონილია, წარმოშობის სადგომში შინაურ ფრინველზე ჩატარებულია ლაბორატორიული ტესტები დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და ტესტების შედეგები დამაკმაყოფილებელია;

(c) კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის ტრანსპორტირება ხორციელდება კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი ზედამხედველობით დალუქული სატრანსპორტო საშუალებით;

(d) დანიშნულების სადგომი ან ფარდული იქნება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის მიწოდების შემდეგ.

მუხლი 26

გამონაკლისები საინკუბაციო და სასურსათო კვერცხების პირდაპირ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

1. 22-ე მუხლის დებულებებიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას საინკუბაციო კვერცხის პირდაპირი ტრანსპორტირება ნებისმიერი სადგომიდან დამცავ ზონაში მდებარე, კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ სანაშენეში („სპეციალურად განსაზღვრული სანაშენე"), ან შემდეგი პირობების დაცვისას დამცავ ზონაში მდებარე სადგომიდან ნებისმიერ სპეციალურად განსაზღვრულ სანაშენეში, თუ:

(a) სანაშენე კვერცხისმდებელი ფრინველების გუნდი, საიდანაც იწარმოება საინკუბაციო კვერცხები, შემოწმებულია დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და ამ სადგომებში არ არსებობს ეჭვი ფრინველის გრიპზე;

(b) გაგზავნამდე ხდება საინკუბაციო კვერცხისა და მათი შეფუთვის დეზინფექცია და უზრუნველყოფილია ამ კვერცხის მიკვლევადობა;

(c) საინკუბაციო კვერცხის ტრანსპორტირება ხორციელდება კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი ზედამხედველობის ქვეშ დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით;

(d) სპეციალურად განსაზღვრულ სანაშენეში გამოიყენება ბიოუსაფრთხოების ღონისძიებები კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად.

2. 22-ე მუხლის დებულებებიდან გადახვევით კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას კვერცხის პირდაპირი ტრანსპორტირება:

(a) კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ შეფუთვის ცენტრში ("სპეციალურად განსაზღვრული შეფუთვის ცენტრი") იმ პირობით, რომ ისინი დაფასოებულია ერთჯერად შეფუთვაში და დაცულია კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ყველა ბიოუსაფრთხოების ზომა;

(b) კვერცხის პროდუქტების საწარმოში რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, სადაც მათი განკარგვა და გადამუშავება უნდა მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI ქვეთავის შესაბამისად; ან

(c) გასანადგურებლად.

მუხლი 27

გამონაკლისები ტანხორცის პირდაპირ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

22-ე მუხლის დებულებებიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას ტანხორცის პირდაპირი ტრანსპორტირება იმ პირობით, თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მათი განადგურების მიზნით.

მუხლი 28

სატრანსპორტო საშუალებების გაწმენდა და დეზინფექცია

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ 23-27-ე მუხლების თანახმად ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა-დანადგარები ტრანსპორტირების შემდეგ დაუყოვნებლივ იქნეს გაწმენდილი და დეზინფიცირებული 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის საშუალებით.

მუხლი 29

ღონისძიებების ხანგრძლივობა

1. ამ ქვეთავით გათვალისწინებული ღონისძიებების მოქმედება უნდა გაგრძელდეს 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის მეშვეობით, ინფიცირებული სადგომის წინასწარი გაწმენდისა და დეზინფექციის დასრულების თარიღიდან მინიმუმ 21 დღის განმავლობაში, სანამ არ მოხდება დამცავ ზონაში მდებარე სადგომებში ტესტების ჩატარება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. როდესაც აღარ გრძელდება ამ ქვეთავით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება ამ მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, 30-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები გამოყენებული უნდა იქნეს ყოფილ დამცავ ზონაში, მათი გამოყენების შეწყვეტამდე 31-ე მუხლის შესაბამისად.

ქვეთავი 4

საკონტროლო ზონებში გამოსაყენებელი ღონისძიებები

მუხლი 30

საკონტროლო ზონებში გამოსაყენებელი ღონისძიებები

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს საკონტროლო ზონებში შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:

(a) ყველა კომერციული შინაური ფრინველის სადგომის აღწერა ხორციელდება შეძლებისდაგვარად სწრაფად;

(b) აკრძალულია შინაური ფრინველის, კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის, ერთი დღის ასაკის წიწილებისა და კვერცხების გადაადგილება საკონტროლო ზონის ფარგლებში კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომების გამოყენებას ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება გადმოტვირთვის და შეჩერების გარეშე საავტომობილო ან სარკინიგზო გზით საკონტროლო ზონის გავლით ტრანზიტზე;

(c) აკრძალულია შინაური ფრინველის, კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის, ერთი დღის ასაკის წიწილებისა და კვერცხების გადაადგილება სასაკლაოებზე, შეფუთვის ცენტრებში ან კვერცხის პროდუქტების საწარმოებში, რომლებიც მდებარეობს საკონტროლო ზონის ფარგლებს გარეთ; თუმცა, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას ქვემოთ ჩამოთვლილთა პირდაპირი ტრანსპორტირება:

(i) შინაური ფრინველის ტრანსპორტირება სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლის მიზნით 23(1)-ე მუხლის (a), (b) და (d) ქვეპუნქტების შესაბამისად; კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას დამცავი და საკონტროლო ზონებიდან შინაური ფრინველის პირდაპირი ტრანსპორტირება საკონტროლო ზონაში მდებარე სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოებზე გადაუდებელი დაკვლის და ასეთი შინაური ფრინველისგან მიღებული ხორცის შემდგომი გადაადგილების მიზნით;

(ii) კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის ტრანსპორტირება იმ სადგომებში სადაც არ არის სხვა შინაური ფრინველი იმავე წევრ სახელმწიფოში; აღნიშნული სადგომები უნდა მოთავსდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის მიღების შემდეგ, და კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველი უნდა იმყოფებოდეს დანიშნულების სადგომზე არანაკლებ 21 დღის განმავლობაში;

(iii) ერთი დღის ასაკის წიწილების ტრანსპორტირება:

სადგომზე ან ასეთი სადგომის ფარდულში, იმავე წევრ სახელმწიფოში, იმ პირობით თუ მოხდება ბიოუსაფრთხოების სათანადო ზომების მიღება და ტრანსპორტირების შემდეგ სადგომის მოთავსება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო ერთი დღის ასაკის წიწილები დარჩებიან სადგომზე არანაკლებ 21 დღის განმავლობაში, ან

თუ წიწილები გამოიჩეკნენ დამცავი და საკონტროლო ზონების ფარგლებს გარეთ მდებარე შინაური ფრინველის სადგომებში წარმოებული კვერცხებიდან, ნებისმიერ სხვა სადგომში იმ პირობით, თუ თავისი ტექნიკურ-მატერიალური და ბიოუსაფრთხოების სამუშაო პირობებიდან გამომდინარე გამგზავნი სანაშენე უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს კონტაქტი ამ კვერცხებსა და ამ ზონებში განთავსებული შინაური ფრინველის გუნდიდან მიღებულ საინკუბაციო კვერცხებს ან ერთი დღის ასაკის წიწილებს შორის, რომლებსაც შესაბამისად აქვთ განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა;

(iv) საინკუბაციო კვერცხების ტრანსპორტირება საკონტროლო ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ მდებარე სპეციალურად განსაზღვრულ სანაშენეში; გაგზავნამდე უნდა მოხდეს კვერცხებისა და მათი შეფუთვის დეზინფიცირება და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ კვერცხების მიკვლევადობა;

(v) სასურსათო კვერცხის ტრანსპორტირება შეფუთვის ცენტრში, იმ პირობით თუ კვერცხი დაფასოებული იქნება ერთჯერად შეფუთვაში და მიღებული იქნება კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ყველა ზომა;

(vi) კვერცხების ტრანსპორტირება საკონტროლო ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ მდებარე კვერცხის პროდუქტების საწარმოში რეგულაციის N (EC) 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, რომელთა განკარგვა და დამუშავებაც უნდა მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის დებულებების შესაბამისად;

(vii) კვერცხების ტრანსპორტირება გასანადგურებლად;

(d) ნებისმიერმა პირმა, რომელიც შედის საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომში ან გადის ასეთი სადგომიდან, უნდა დაიცვას ბიოუსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რომელთა მიზანია ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენცია;

(e) ცოცხალი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, ტანხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის და საგებლის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სავარაუდოდ დასნებოვნებული სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა-დანადგარები და სხვა მასალები ან ნივთიერებები, დასნებოვნებისთანავე უნდა გაიწმინდოს ან ჩაუტარდეს დეზინფექცია 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით;

(f) დაუშვებელია შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრების შეტანა სადგომში ან სადგომიდან გატანა კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ძუძუმწოვრებზე, რომელთაც აქვთ წვდომა მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც მათ:

(i) არა აქვთ კონტაქტი ადგილობრივად მობინადრე შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან, და

(ii) არა აქვთ წვდომა გალიებთან ან ტერიტორიასთან, სადაც განთავსებულია ასეთი ადგილობრივად მობინადრე ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი;

(g) სადგომში ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდის ან პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც განახორციელებს შესაბამის კვლევას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;

(h) აკრძალულია ჭუჭყიანი საგებლის, ნაკელის ან წუნწუხის გატანა ან მიმოფანტვა, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს ნებადართულია კომპეტენტური ორგანოს მიერ; კონტროლის ზონაში მდებარე სადგომიდან ნაკელის გადაადგილება შეიძლება დაშვებულ იქნეს ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვით, დამუშავებისათვის ან

შემდგომი დამუშავების მიზნით დროებითი დასაწყობებისთვის ფრინველის გრიპის ვირუსის სავარაუდო არსებობის აღმოსაფხვრელად რეგულაციის (EC) N 1774/2002 ან სპეციალური წესების შესაბამისად, რომლებიც შეიძლება მიღებული იქნეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად;

(i) აკრძალული შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის ბაზრობები, ბაზრები, გამოფენები და სხვა სახის შეკრებები;

(j) არ უნდა მოხდეს შინაური ფრინველის გაშვება სანადირო ფრინველის რეპოპულაციის მიზნით.

მუხლი 31

ღონისძიებების ხანგრძლივობა

ამ ქვეთავით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება უნდა გაგრძელდეს 48-ე მუხლის შესაბამისად, ინფიცირებული სადგომის წინასწარი გაწმენდის და დეზინფექციის დასრულების დღიდან მინიმუმ 30 დღის განმავლობაში.

ქვეთავი 5

დამატებით შეზღუდულ ზონებში გამოსაყენებელი ღონისძიებები

მუხლი 32

დამატებით შეზღუდულ ზონებში გამოსაყენებელი ღონისძიებები

1. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა უზრუნველყოს მე-3 და მე-4 ქვეთავებით გათვალისწინებული რამდენიმე ან ყველა ღონისძიების გამოყენება მე-16(4) მუხლით განსაზღვრულ დამატებით შეზღუდულ ზონებში (შემდგომში „დამატებითი შეზღუდული ზონები").

2. ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის ან სხვა მტკიცებულების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა განახორციელოს პრევენციული აღმოფხვრის პროგრამა, რომელიც მოიცავს IV დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის პრევენციულ დაკვლას ან დახოცვას რისკის ჯგუფში არსებულ სადგომებზე ან ტერიტორიებზე, რომლებიც მდებარეობს დამატებით შეზღუდულ ზონებში.

ამ სადგომების რეპოპულაცია უნდა განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად.

3. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც იყენებენ პირველი და მეორე აბზაცებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

4. კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს არსებული სიტუაცია ამ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.

5. ვეტერინარიის სფეროში ხარჯების შესახებ საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების 90/424/EEC16 შესაბამისად მისაღები გადაწყვეტილებების შეზღუდვის გარეშე, შეიძლება მიღებულ იქნეს დამატებითი ზედამხედველობის, ბიოუსაფრთხოებისა და კონტროლის ღონისძიებები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

ქვეთავი 6

გამონაკლისები და ბიოუსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები

მუხლი 33

გამონაკლისის დაშვება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ დეტალური ზომები, რომელთა გათვალისწინებითაც მათ შეუძლიათ დაუშვან გამონაკლისი მე-16 და 23-27-ე მუხლების დებულებებიდან, მათ შორის ადეკვატური ალტერნატიული ღონისძიებები და პირობები.

აღნიშნული გამონაკლისები უნდა ეფუძნებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ჩატარებულ რისკების შეფასებას.

2. რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-3 და მე-4 ქვეთავებით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან სანაშენეში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში.

3. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-18 მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტებით, 22-ე მუხლით და 30-ე მუხლის (b), (c) და (f) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში არაკომერციულ სადგომში, ცირკში, ზოოპარკში, ველური ბუნების პარკში, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც შინაური ფრინველები ან სხვა მოშინაურებული ფრინველები განთავსებულია სამეცნიერო მიზნებისათვის, ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების და ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაცვის მიზნებისთვის.

4. მე-3 და მე-4 ქვეთავების დებულებებიდან გამონაკლისის დაშვებით, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა რისკების შეფასების საფუძველზე შემოიღონ კონკრეტული ღონისძიებები სპორტული დანიშნულების მტრედების დამცავი და საკონტროლო ზონების ფარგლებში, ამ ზონებში და ამ ზონებიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით.

5. პირველი-მეოთხე აბზაცებით გათვალისწინებული გამონაკლისები შესაძლოა დაშვებულ იქნეს მხოლოდ იმ პირობით, თუ ასეთი გამონაკლისები საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

6. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ გამონაკლისების დაშვებას პირველი-მეოთხე მუხლების დებულებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

7. კომისიამ, ყველა შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს სიტუაცია შესაბამის წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.

პირველი-მეოთხე მუხლებით დაშვებული გამონაკლისების გათვალისწინებით შესაძლოა დამტკიცდეს ღონისძიებები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

8. ნებისმიერი შინაური ფრინველი (მათ შორის, ერთი დღის ასაკის წიწილები), სხვა მოშინაურებული ფრინველები, საინკუბაციო კვერცხები, გამოყენებული ჭუჭყიანი საგებელი, ნაკელი ან წუნწუხი იმ სადგომიდან, რომელმაც მიიღო გამონაკლისის დაშვების უფლება ამ მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება გაყიდულ იქნეს შესაბამისი წევრი სახელმწიფოების ფარგლებს გარეთ, თუ სხვაგვარად არ გადაწყდა 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 34

ბიოუსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები

1. ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მე-3, მე-4, მე-5 ქვეთავებით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გასცეს ბრძანება ბიოუსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ დამცავ და საკონტროლო ზონებში, და დამატებით შეზღუდულ ზონებში არსებულ სადგომებში, ისევე როგორც შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელ გალიებში შესაბამის წევრ სახელმწიფოებში.

აღნიშნული ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს შეზღუდვებს სატრანსპორტო საშუალებების ან ადამიანების გადაადგილებაზე საკვების მიწოდების და კვერცხის შეგროვების მიზნით, სასაკლაოებზე შინაური ფრინველის ტრანსპორტირებაზე, ტანხორცის შეგროვებაზე განადგურების მიზნით და პერსონალის, ვეტერინარების და იმ ადამიანების გადაადგილებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მოწყობილობა-დანადგარების მიწოდებას ფერმაში.

2. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც იღებენ 1-ლი აბზაცით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

3. კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს არსებული სიტუაცია ამ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.

4. გადაწყვეტილების 90/424/EEC შესაბამისად მისაღები გადაწყვეტილებების შეზღუდვის გარეშე, შეიძლება მიღებულ იქნეს შემდგომი ზედამხედველობის, ბიოუსაფრთხოებისა და კონტროლის ზომები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

ქვეთავი 7

ღონისძიებები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების გარდა გარკვეულ ობიექტებზე მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობის ეჭვის ან დადასტურების შემთხვევებში

მუხლი 35

სასაკლაოებსა და სატრანსპორტო საშუალებებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის საეჭვო არსებობის კვლევა

როდესაც მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობა საეჭვოა ან დადასტურებულია სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში, კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კვლევა შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის წარმოშობის სადგომზე, რათა დაადასტუროს ან გამორიცხოს მისი არსებობა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

 

მუხლი 36

სასაკლაოზე გამოსაყენებელი ღონისძიებები

1. როდესაც მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობა საეჭვოა ან დადასტურებულია სასაკლაოზე, რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სასაკლაოზე არსებული ყველა შინაური ფრინველის დახოცვა ან დაკვლა შეძლებისდაგვარად სწრაფად სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ.

აღნიშნული შინაური ფრინველის დაკვლის შემთხვევაში, შინაური ფრინველის ხორცი და შინაური ფრინველისგან და შინაური ფრინველის ხორცისგან მიღებული სუბპროდუქტები, და ნებისმიერი სხვა შინაური ფრინველის სუბპროდუქტები, რომლებიც შეიძლება დასნებოვნდეს დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, უნდა ინახებოდეს განცალკევებით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, სანამ არ დასრულდება კვლევები დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში, შინაური ფრინველის ხორცი და შინაური ფრინველისგან და შინაური ფრინველის ხორცისგან მიღებული სუბპროდუქტები და სხვა შინაური ფრინველის სუბპროდუქტები, რომელიც შეიძლება დასნებოვნდეს დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, უნდა განადგურდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ.

მუხლი 37

სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში და სატრანსპორტო საშუალებებში გამოსაყენებელი ღონისძიებები

1. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ან სატრანსპორტო საშუალებებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში, რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ან სატრანსპორტო საშუალებებში არსებული ყველა შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვა, დაკვლა ან იზოლირება შინაური ფრინველისგან ან სხვა მოშინაურებული ფრინველისგან და მათი სახელმწიფო ზედამხედველობა სანამ არ დასრულდება კვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გამოიყენოს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საჭიროებიდან გამომდინარე.

კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილება სხვა ადგილას, სადაც მოხდება მათი დახოცვა, დაკვლა ან იზოლირება.

კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ არ დახოცოს და არ დაკლას სასაზღვრო გამშვებ პუნქტში არსებული შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი, რომლებსაც კონტაქტი არ ჰქონიათ ინფიცირებაზე საეჭვო შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან.

2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული შინაური ფრინველის დაკვლის შემთხვევაში შინაური ფრინველის ხორცი და ამ შინაური ფრინველისგან ან შინაური ფრინველის ხორცისგან მიღებული სუბპროდუქტები ან სხვა შინაური ფრინველის სუბპროდუქტები, რომლებიც შეიძლება დასნებოვნდეს დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, უნდა მოთავსდეს განცალკევებით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, სანამ არ დასრულდება კვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით.

3. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში შინაური ფრინველის ხორცი და ამ შინაური ფრინველისგან და შინაური ფრინველის ხორცისგან მიღებული სუბპროდუქტები, და ნებისმიერი სხვა შინაური ფრინველის სუბპროდუქტები, რომელიც შეიძლება დასნებოვნდეს დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, უნდა განადგურდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ.

მუხლი 38

სასაკლაოებზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და სატრანსპორტო საშუალებებში გამოსაყენებელი დამატებითი ღონისძიებები

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სასაკლაოებზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ან სატრანსპორტო საშუალებებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის საეჭვო არსებობის ან დადასტურების შემთხვევაში შემდეგი დამატებითი ღონისძიებების გამოყენება:

(a) არ უნდა მოხდეს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის შეყვანა სასაკლაოზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ან სატრანსპორტო საშუალებაში (b) ქვეპუნქტის თანახმად, 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის საშუალებით დასუფთავებისა და დეზინფექციის ჩატარებიდან მინიმუმ 24 საათის გასვლამდე; სასაზღვრო გამშვები პუნქტების შემთხვევაში, ფრინველის შეყვანის აკრძალვა შეიძლება გავრცელდეს სხვა ცხოველებზეც;

(b) დასნებოვნებული შენობების, მოწყობილობა-დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია უნდა განხორციელდეს 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის შესაბამისად სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;

(c) უნდა ჩატარდეს ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა;

(d) მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოყენებული უნდა იქნეს ინფიცირებული შინაური ფრინველის ან ტანხორცის წარმოშობის სადგომებში და საკონტაქტო სადგომებში;

(e) თუ ეპიდემიოლოგიური გამოკვლევით და 35-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი კვლევებით სხვაგვარად არ განისაზღვრა, წარმოშობის სადგომზე გამოყენებული უნდა იქნეს 11-ე მუხლით დადგენილი ღონისძიებები;

(f) ფრინველის გრიპის ვირუსის იზოლატზე უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული პროცედურა ვირუსის ქვეტიპის იდენტიფიცირების მიზნით დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

თავი V

დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი (LPAI)

ქვეთავი 1

სადგომებზე აფეთქების დადასტურების შემთხვევაში გამოსაყენებელი ღონისძიებები

მუხლი 39

გამოსაყენებელი ღონისძიებები

1. დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მე-7(2) მუხლის (a), (b), (c), (e), (g) და (h) ქვეპუნქტებითა და ამ მუხლის მე-2-5 აბზაცებით განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენება რისკების შეფასების საფუძველზე და მინიმუმ V დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ სახეობის შინაური ფრინველისა და სხვა მოშინაურებული ფრინველის, რომლებშიც დადასტურდა დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი, გაყვანა სადგომებიდან სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ მოხდეს ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილება.

ასევე შესაძლებელია მოხდეს სადგომებიდან სხვა მოშინაურებული ფრინველების გაყვანაც იმ რისკის შეფასების საფუძველზე, რომელსაც ისინი ქმნიან ფრინველის გრიპის შემდგომ გავრცელებასთან დაკავშირებით და, ასევე უქმნიან სხვა სადგომებს, რომლებიც ითვლება საკონტაქტო სადგომებად ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

სადგომების დაცარიელებამდე დაუშვებელია შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის შეყვანა სადგომში ან გაყვანა სადგომიდან გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს ნაბადართულია კომპეტენტური ორგანოს მიერ.

3. მე-2 აბზაცის მიზნებისთვის სადგომების დაცარიელება ფრინველისგან უნდა განხორციელდეს დირექტივის 93/119/EC შესაბამისად და კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი უნდა:

(a) დაიხოცოს შეძლებისდაგვარად სწრაფად; ან

(b) დაიკლას სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე მე-4 აბზაცის შესაბამისად.

როდესაც სადგომების ფრინველისგან დაცარიელება ხდება სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოებზე დაკვლის გზით, შინაურ ფრინველზე უნდა განხორციელდეს შემდგომი ზედამხედველობა და კვლევა.

დაუშვებელია შინაური ფრინველის გადაყვანა სადგომებიდან სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოებზე სანამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოსა და რისკების შეფასების შესაბამისად ჩატარებული კვლევისა და ლაბორატორიული ტესტების გათვალისწინებით, რომელთა მიზანია შინაური ფრინველის მიერ ვირუსის გამოყოფის ხარისხის განსაზღვრა, კომპეტენტური ორგანო დარწმუნდება, რომ დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის შემდგომი გავრცელების რისკი მინიმალურია.

4. დაკვლა სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე მე-3 აბზაცის შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ:

(a) შინაური ფრინველი იგზავნება სადგომიდან პირდაპირ სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე;

(b) თითოეული პარტია გაგზავნამდე ილუქება სადგომზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან მისი ზედამხედველობის ქვეშ;

(c) თითოეული პარტია არის დალუქულ მდგომარეობაში, სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაომდე ტრანსპორტირების პერიოდში;

(d) დაცულია კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი დამატებითი ბიოუსაფრთხოების ზომები;

(e) სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანო ინფორმირებულია და თანახმაა შინაური ფრინველის მიღებაზე;

(f) სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა-დანადგარები, რომლებიც გამოიყენება ცოცხალი ფრინველის და სხვა სავარაუდოდ დასნებოვნებული მასალის და ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის, დასნებოვნების შემდეგ სასწრაფოდ გაიწმინდება და ჩაუტარდება დეზინფექცია 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით, და

(g) შინაური ფრინველის სუბპროდუქტები განადგურდება სასაკლაოზე.

5. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შემდეგის განადგურება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ:

(a) ტანხორცი, და

(b) საინკუბაციო კვერცხი სადგომზე.

6. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ზომების მიღება:

(a) სადგომზე დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის სავარაუდო შეტანიდან ამ დირექტივით გათვალისწინებული ზომების მიღებამდე პერიოდში სადგომში შეგროვებული საინკუბაციო კვერცხის მიკვლევადობა და გამოჩეკა შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;

(b) სადგომზე დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის სავარაუდო შეტანიდან ამ დირექტივით გათვალისწინებული ზომების მიღებამდე პერიოდში სადგომში შეგროვებული კვერცხებიდან გამოჩეკილი შინაური ფრინველი, შეძლებისდაგვარად უნდა მოექცეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ და გამოკვლევა ჩატარდეს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;

(c) სადგომზე არსებული კვერცხებისა და მე-2 აბზაცის თანახმად სადგომიდან ფრინველის გაყვანამდე წარმოებული კვერცხების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს იმ პირობით, თუ დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის გავრცელების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი:

(i) კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ შეფუთვის ცენტრში („სპეციალურად განსაზღვრული შეფუთვის ცენტრი"), იმ პირობით, თუ ისინი დაფასოებულია ერთჯერად შეფუთვაში და მიღებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოება ყველა ზომა;

(ii) კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, რათა მათი განკარგვა და დამუშავება მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის შესაბამისად; ან

(iii) გასანადგურებლად.

(d) ნებისმიერი სავარაუდოდ დასნებოვნებული მასალა ან ნივთიერება უნდა დამუშავდეს ან განადგურდეს სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესაბამისად;

(e) სავარაუდოდ დასნებოვნებული ნაკელი, წუნწუხი და საგებელი უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით;

(f) ფრინველის გაყვანის შემდეგ, შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის განთავსებისთვის გამოყენებული შენობები, სავარაუდოდ დასნებოვნებული მოწყობილობა-დანადგარები და სავარაუდოდ დასნებოვნებული ტანხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის და საგებლის და ნებისმიერი სხვა მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის მიხედვით;

(g) დაუშვებელია შინაური სახეობის ძუძუმწოვრების შეყვანა სადგომზე ან გაყვანა სადგომიდან კომპეტენტური ორგანოს ავტორიზაციის გარეშე. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ძუძუმწოვრებზე, რომელთაც წვდომა აქვთ მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ტერიტორიებზე, სადაც მათ:

(i) არა აქვთ კონტაქტი ადგილობრივად მობინადრე შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან, და

(i) არ აქვთ წვდომა გალიებთან ან ტერიტორიებთან, სადაც განთავსებულია ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი.

(h) დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის პირველადი აფეთქების შემთხვევაში, ვირუსის იზოლატს უტარდება ლაბორატორიული ტესტები ვირუსის ქვეტიპის დასადგენად დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად; ვირუსის იზოლატი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა წარედგინოს გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას, 51(1)-ე მუხლის შესაბამისად.

7. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც იყენებენ მე-2, მე-4 და მე-5 აბზაცებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

მუხლი 40

გამონაკლისები გარკვეულ სადგომებთან დაკავშირებით

1. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისები 39(2)-ე მუხლით და 39(5)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში არაკომერციულ სადგომში, ცირკში, ზოოპარკში, შინაური ფრინველების მაღაზიაში, ველური ბუნების პარკში, შემოღობილ ადგილას, სადაც განთავსებულია შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი სამეცნიერო მიზნებისათვის ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების და ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაცვასთან დაკავშირებული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ ამ გამონაკლისების დაშვება საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ პირველი აბზაცით გათვალისწინებული გამონაკლისების დაშვების შემთხვევაში, შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი, რომლებზეც ვრცელდება ეს გამონაკლისები:

(a) უნდა განთავსდნენ და იმყოფებოდნენ მათი სადგომის შენობის შიგნით. თუ ეს არაპრაქტიკულია ან თუ საფრთხე ემუქრება მათ კეთილდღეობას, ისინი გადაყვანილ უნდა იქნან სხვა ადგილას იმავე სადგომზე ისე, რომ არ ჰქონდეთ კონტაქტი სხვა ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან სხვა სადგომებში. მიღებულ უნდა იქნეს ყველა გონივრული ზომა გარეულ ფრინველებთან მათი კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

უნდა დაექვემდებარონ შემდგომ კვლევას და ტესტირებას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და არ გადაადგილდნენ იქამდე, სანამ ლაბორატორიული ტესტებით არ დადასტურდება რომ ისინი აღარ ქმნიან დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის შემდგომი გავრცელების საფრთხეს; და

(b) არ უნდა გადაადგილდნენ მათი წარმოშობის ადგილის სადგომიდან, დაკვლის ან სხვა სადგომში გადაყვანის გარდა, რომელიც:

(i) მდებარეობს იმავე წევრ სახელმწიფოში, კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად; ან

(ii)მდებარეობს სხვა წევრ სახელმწიფოში, რომელზეც ვრცელდება დანიშნულების წევრი სახელმწიფოს შეთანხმება.

3. სანაშენეებში დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში, რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისები 39-ე მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე ან ყველა ღონისძიებიდან.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ დეტალური წესები პირველი და მესამე აბზაცებით გათვალისწინებული დებულებებიდან გამონაკლისების დაშვებასთან დაკავშირებით.

5. წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას პირველი და მესამე აბზაცებით დაშვებული ნებისმიერი გამონაკლისის შესახებ.

6. კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს არსებული სიტუაცია ამ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.

7. პირველი აბზაცით გათვალისწინებული დებულებებიდან გამონაკლისების დაშვების გათვალისწინებით, შესაძლებელია მიღებული იქნეს ზომები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 64(3)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

ქვეთავი 2

ცალკეული საწარმოო ერთეულები და საკონტაქტო სადგომები

მუხლი 41

ცალკეულ საწარმოო ერთეულებში დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში გამოსაყენებელი ღონისძიებები

1. ორი ან მეტი ცალკეული საწარმოო ერთეულისგან შემდგარ სადგომზე დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისები 39(2)-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებებიდან იმ საწარმოო ერთეულების მიმართ, სადაც განთავსებულია ჯანმრთელი შინაური ფრინველი იმ პირობით, რომ ამ გამონაკლისების დაშვება საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ დეტალური წესები პირველი აბზაცით გათვალისწინებული დებულებებიდან გამონაკლისების დაშვებასთან დაკავშირებით ცხოველთა ჯანმრთელობის გარანტიების გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლოა მიღებული იქნეს, და განსაზღვრონ ადექვატური ალტერნატიული ზომები.

3. წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას პირველი აბზაცის შესაბამისად დაშვებული გამონაკლისების შესახებ.

4. კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს არსებული სიტუაცია ამ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.

5. პირველი აბზაცით გათვალისწინებული დებულებებიდან გამონაკლისების დაშვების გათვალისწინებით, შესაძლებელია მიღებული იქნეს ზომები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 64(3)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 42

საკონტაქტო სადგომებში გამოსაყენებელი ღონისძიებები

1. ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს ჩათვალოს თუ არა სადგომი საკონტაქტო სადგომად.

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოყენებულ იქნეს საკონტაქტო სადგომებში სანამ დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობა არ გამოირიცხება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გამოიყენოს 39-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საკონტაქტო სადგომებში, კერძოდ კი, თუ საკონტაქტო სადგომი მდებარეობს შინაური ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის მქონე ტერიტორიაზე.

39-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების საკონტაქტო სადგომებში გამოყენებისთვის გასათვალისწინებელი მთავარი კრიტერიუმები, დადგენილია IV დანართით.

3. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შინაური ფრინველის დახოცვისას ნიმუშების აღება, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, აღნიშნულ საკონტაქტო სადგომებში დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

4. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ სადგომზე, სადაც ხდება შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის დაკვლა ან დახოცვა და განადგურება რის შედეგადაც დასტურდება დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობა, ნებისმიერი სავარაუდოდ დასნებოვნებული შენობა და საძოვარი, რომელიც გამოიყენება ამ ფრინველის განთავსებისთვის, ფერმის ეზო და მოწყობილობა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, ტანხორცის, ხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის, საგებლის და სხვა შესაძლო დასნებოვნებული მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით.

ქვეთავი 3

შეზღუდული ზონების შექმნა

მუხლი 43

შეზღუდული ზონების შექმნა დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში

დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქებისთანავე კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შექმნას შეზღუდული ზონა სადგომის გარშემო მინიმუმ ერთი კილომეტრის რადიუსით.

მუხლი 44

შეზღუდულ ზონაში გამოსაყენებელი ღონისძიებები

1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შეზღუდულ ზონაში შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:

(a) შეძლებისდაგვარად სწრაფად განხორციელდეს ყველა კომერციული სადგომის აღწერა;

(b) სადგომის გარშემო მინიმუმ ერთი კილომეტრის რადიუსში მდებარე კომერციულ შინაური ფრინველის სადგომებში ჩატარდეს ლაბორატორიული ტესტები დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;

(c) შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის, კვერცხის დასადებად მომზადებული შინაური ფრინველის, ერთი დღის ასაკის წიწილების და კვერცხების ყოველგვარი გადაადგილება შეზღუდულ ზონაში ან მის ფარგლებში დაექვემდებაროს ავტორიზაციას და სხვა კონტროლის ღონისძიებებს, რომელსაც კომპეტენტური ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად; აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება გადმოტვირთვის და შეჩერების გარეშე საავტომობილო ან სარკინიგზო გზით ტრანზიტზე შეზღუდული ზონის გავლით;

(d) აკრძალულია შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის, კვერცხის დასადებად მომზადებული შინაური ფრინველის, ერთი დღის ასაკის წიწილების და კვერცხების გადაადგილება შეზღუდული ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა თუ კომპეტენტურ ორგანო არ დაუშვებს პირდაპირ ტრანსპორტირებას შემდეგი მიზნებისთვის:

(i) შინაური ფრინველის ტრანსპორტირებას სასაკლაოზე იმავე წევრ სახელმწიფოში;

(ii) ცოცხალი შინაური ფრინველის ტრანსპორტირებას სადგომში ან ფარდულში იმავე წევრ სახელმწიფოში, სადაც არ იმყოფება სხვა შინაური ფრინველი;

ცოცხალი შინაური ფრინველი უნდა იმყოფებოდეს სადგომში არანაკლებ 21 დღის განმავლობაში და შინაური ფრინველის შეყვანის შემდეგ ეს სადგომი უნდა იყოს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;

(iii) ერთი დღის ასაკის წიწილების ტრანსპორტირებას:

იმავე წევრი სახელმწიფოს სადგომში ან სადგომის ფარდულში; ერთი დღის ასაკის წიწილები უნდა იმყოფებოდნენ სადგომში არანაკლებ 21 დღის განმავლობაში და მათი შეყვანის შემდეგ ეს სადგომი უნდა მოთავსდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ; ან

თუ წიწილები გამოიჩეკნენ შეზღუდული ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე შინაური ფრინველის სადგომებში წარმოებული კვერცხიდან, ნებისმიერ სხვა მეურნეობაში იმ პირობით, რომ სანაშენეს შეუძლია თავისი მატერიალურ-ტექნიკური და ბიოუსაფრთხოების სამუშაო პირობებით გამორიცხოს ნებისმიერი კონტაქტი შეზღუდულ ზონაში არსებული შინაური ფრინველის გუნდებიდან მიღებულ საინკუბაციო კვერცხთან ან ერთი დღის ასაკის წიწილებთან, რომელთაც შესაბამისად აქვთ განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა;

(iv) საინკუბაციო კვერცხების ტრანსპორტირებას სპეციალურად განსაზღვრულ სანაშენეში; კვერცხები და მათი შეფუთვა უნდა იქნეს დეზინფიცირებული გაგზავნამდე და, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ კვერცხების მიკვლევადობა;

(v) სასურსათო კვერცხის ტრანსპორტირებას შეფუთვის ცენტრში იმ პირობით, რომ კვერცხი დაფასოებული იქნება ერთჯერად შეფუთვაში და მიღებული იქნება კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ყველა ზომა;

(vi) კვერცხების ტრანსპორტირებას შეზღუდულ ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ მდებარე კვერცხის პროდუქტების საწარმოში, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავში, და რომელთა განკარგვა და დამუშავება ხდება რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის დებულებების შესაბამისად;

(vii)კვერცხების ტრანსპორტირებას გასანადგურებლად;

(e) ტანხორცი უნდა განადგურდეს;

(f) ნებისმიერმა პირმა, რომელიც შედის შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომში ან გადის ასეთი სადგომიდან უნდა დაიცვას ბიოუსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რომელთა მიზანია ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენცია;

(g) ცოცხალი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, საკვების, ნაკელის, წუნწუხისა და საგებლის, და სავარაუდოდ დასნებოვნებული ნებისმიერი მასალისა თუ ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები უნდა გაიწმინდოს და დეზინფიცირებული იქნეს დაუყოვნებლივ დასნებოვნებისთანავე 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით;

(h) დაუშვებელია შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრების შეყვანა სადგომში ან გაყვანა სადგომიდან კომპეტენტური ორგანოს ავტორიზაციის გარეშე.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ძუძუმწოვრებზე, რომელთაც აქვთ წვდომა მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც მათ:

(i) არა აქვთ კონტაქტი ადგილობრივად მობინადრე შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან; და

(ii) არა აქვთ წვდომა გალიებთან ან ტერიტორიასთან, სადაც განთავსებულია ასეთი ადგილობრივად მობინადრე ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი;

(iii) აკრძალულია გამოყენებული, ჭუჭყიანი საგებლის, ნაკელის ან წუნწუხის გატანა ან მიმოფანტვა გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ნებადართულია კომპეტენტური ორგანოს მიერ; შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომიდან ნაკელის ან წუნწუხის გადაადგილება სპეციალურად განსაზღვრულ ქარხანაში შესაძლოა დაშვებულ იქნეს ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვით, გადასამუშავებლად ან დროებით შესანახად შემდგომი გადამუშავებისთვის სავარაუდოდ არსებული ფრინველის გრიპის ვირუსის განადგურების მიზნით რეგულაციის (EC) N 1774/2002 ან სპეციალური წესების შესაბამისად, რომლებიც შესაძლოა მიღებული იქნეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად;

(j) აკრძალული ბაზრობები, ბაზრები, შოუები და შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან დაკავშირებული სხვა შეკრებები გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს დაშვებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ;

(k) დაუშვებელია შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გაშვება სანადირო ფრინველის რეპოპულაციის მიზნით.

2. რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაადგინოს ამ ქვეთავით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა დამატებითი ღონისძიებები და აცნობოს ამის შესახებ კომისიას.

3. შესაძლებელია მიღებული იქნეს დამატებითი ღონისძიებები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 45

ღონისძიებების ხანგრძლივობა

ამ ქვეთავით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს:

(a) მინიმუმ 21 დღის განმავლობაში, ინფიცირებული სადგომის წინასწარი გაწმენდისა და დეზინფექციის დასრულების დღიდან, 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის მეშვეობით იქამდე, სანამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად შეზღუდულ ზონაში ჩატარებული კვლევისა და ლაბორატორიული ტესტების და რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტური ორგანოები არ ჩათვლიან, რომ დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა;

(b) აფეთქების დადასტურებიდან მინიმუმ 42 დღის განმავლობაში იქამდე, სანამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად შეზღუდულ ზონაში ჩატარებული კვლევისა და ლაბორატორიული ტესტების და რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტური ორგანოები არ ჩათვლიან, რომ დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა;

(c) ნებისმიერი სხვა ვადის განმავლობაში 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად დადგენილი პირობებით.

მუხლი 46

გამონაკლისის დაშვება

1. სანაშენეში დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში, რისკების შეფასების საფუძველზე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან.

2. დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში არაკომერციულ სადგომში, ცირკში, ზოოპარკში, შინაური ფრინველის მაღაზიაში, ველური ბუნების პარკში, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც იმყოფება შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი სამეცნიერო მიზნებისათვის, ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების და ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაცვის მიზნით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი იმ პირობით, რომ ასეთი გამონაკლისი საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

3. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც დაუშვებენ გამონაკლისს პირველი და მეორე აბზაცების თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

4. კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს არსებული სიტუაცია ამ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.

5. პირველი და მეორე აბზაცების თანახმად დაშვებული გამონაკლისების გათვალისწინებით, ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შესაძლოა მიღებულ იქნეს ზომები 64(3)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

 

თავი VI

ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსების სხვა სახეობებზე გავრცელების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები

მუხლი 47

ღორებსა და სხვა სახეობის ცხოველებთან დაკავშირებული ლაბორატორიული ტესტები და სხვა ღონისძიებები

1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ სადგომში ფრინველის გრიპის დადასტურების შემდეგ, სადგომში არსებულ ღორებს ჩაუტარდეთ ლაბორატორიული ტესტები დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ამ ღორების ფრინველის გრიპის ვირუსით მოცემული პერიოდისთვის ან წარსულში დაინფიცირების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

აღნიშნული ტესტების შედეგების მიღებამდე, დაუშვებელია ღორების გადაადგილება სადგომის ფარგლებს გარეთ.

2. თუ პირველი აბზაცით გათვალისწინებული ლაბორატორიული ტესტებით დადასტურდება ღორებში ფრინველის გრიპის ვირუსის არსებობა, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას ასეთი ღორების გადაადგილება სხვა ღორების სადგომზე ან სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე იმ პირობით, რომ მომდევნო შესაბამისი ტესტებით გამოვლინდება ფრინველის გრიპის გავრცელების უმნიშვნელო რისკი.

3. თუ პირველი აბზაცით გათვალისწინებული ლაბორატორიული ტესტებით დადასტურდება ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის არსებობა, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ღორების შეძლებისდაგვარად სწრაფად დახოცვა სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელება, განსაკუთრებით კი ტრანსპორტირებისას და დირექტივის 93/119/EC შესაბამისად.

4. სადგომზე ფრინველის გრიპის დადასტურების შემდეგ, რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გამოიყენოს პირველი, მე-2 და მე-3 აბზაცებით გათვალისწინებული ღონისძიებები სადგომში არსებულ ნებისმიერ სხვა ძუძუმწოვრებთან მიმართებაში და შესაძლოა გაავრცელოს ასეთი ღონისძიებების მოქმედება საკონტაქტო სადგომებზე.

5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას კომიტეტის ფარგლებში ტესტების შედეგებისა და პირველი-მეოთხე აბზაცების შესაბამისად გამოყენებული ღონისძიებების შესახებ.

6. სადგომზე არსებულ ღორებში ან სხვა ძუძუმწოვრებში ფრინველის გრიპის ვირუსის დადასტურების შემდეგ კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა განახორციელოს ზედამხედველობა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ფრინველის გრიპის ვირუსის შემდგომი გავრცელების გამოსავლენად.

7. 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად შესაძლოა მიღებული იქნეს დამატებითი ზომები ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის სხვა სახეობებზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

თავი VII

გაწმენდა, დეზინფექცია და რეპოპულაცია

მუხლი 48

გაწმენდა, დეზინფექცია და ფრინველის გრიპის ვირუსის განადგურების პროცედურები

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ:

(a) სადგომის და მასში არსებული სავარაუდოდ დასნებოვნებული ნებისმიერი მასალის ან ნივთიერების გაწმენდა, დეზინფექცია და დამუშავება მოხდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ:

(i) სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების; და

(ii) VI დანართში განსაზღვრული გაწმენდის, დეზინფექციის და გადამუშავების პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად.

(b) სადგომში შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველისთვის გამოყენებული ნებისმიერი მიწის ნაკვეთი ან საძოვარი, სადაც დადასტურებულია ფრინველის გრიპის არსებობა, არ გამოიყენებოდეს ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის მიერ სანამ კომპეტენტური ორგანო არ დარწმუნდება, რომ არსებული ფრინველის გრიპის ვირუსი უკვე განადგურებული ან ინაქტივირებულია;

(c) ფრინველის გრიპის ვირუსით დასნებოვნებული ან სავარაუდოდ დასნებოვნებული სასაკლაოების, სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების ან ნებისმიერი სხვა ტრანსპორტირების საშუალების, სასაზღვრო გამშვები პუნქტების და მათში არსებული ნებისმიერი მასალის გაწმენდა, დეზინფექცია და გადამუშავება განხორციელდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესაბამისად;

(d) განადგურდეს ფრინველის გრიპის ვირუსით დასნებოვნებული ან სავარაუდოდ დასნებოვნებული ნებისმიერი მოწყობილობა-დანადგარი, მასში არსებული მასალა და ნივთიერება, რომელთა ეფექტურად გაწმენდა, დეზინფიცირება ან გადამუშავება შეუძლებელია;

(e) გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებები და მათი კონცენტრაცია ნაბადართული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.

მუხლი 49

სადგომის რეპოპულაცია

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ამ მუხლის მე-2-6 აბზაცების დაცვა, მე-11 და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შემდეგ.

2. კომერციული შინაური ფრინველის სადგომების რეპოპულაცია არ უნდა მოხდეს 48-ე მუხლის თანახმად საბოლოო დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულების დღიდან 21 დღის განმავლობაში.

3. კომერციული შინაური ფრინველის სადგომის რეპოპულაციის თარიღიდან 21-დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) შინაურ ფრინველს უნდა ჩაუტარდეს მინიმუმ ერთი კლინიკური გამოკვლევა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ;

კლინიკური გამოკვლევა, ან ერთზე მეტი კლინიკური გამოკვლევის შემთხვევაში საბოლოო კლინიკური გამოკვლევა, ხორციელდება ზემოთ ნახსენები 21-დღიანი ვადის გასვლის დღესთან შეძლებისდაგვარად მიახლოებით;

(b) ლაბორატორიული ტესტები ტარდება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;

(c) რეპოპულაციის ფაზაში დაღუპულ ფრინველზე ტესტები ტარდება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;

(d) ნებისმიერი პირი, რომელიც შედის კომერციული შინაური ფრინველის სადგომში ან გადის ასეთი სადგომიდან, იცავს შესაბამის ბიოუსაფრთხოების ზომებს, რომელთა მიზანია ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენცია;

(e) რეპოპულაციის ფაზაში დაუშვებელია შინაური ფრინველის გაყვანა კომერციული შინაური ფრინველის სადგომიდან კომპეტენტური ორგანოს ავტორიზაციის გარეშე;

(f) მეპატრონე აღრიცხავს წარმოების პროცესის მონაცემებს, მათ შორის ავადობისა და სიკვდილიანობის მონაცემებს, რომელიც რეგულარულად უნდა განახლდეს;

(g) წარმოების პროცესის მონაცემებში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ (f) ქვეპუნქტის თანახმად, და სხვა დარღვევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომპეტენტურ ორგანოს.

4. რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გასცეს ბრძანება კომერციული შინაური ფრინველის სადგომების გარდა სხვა სადგომებზე ან კომერციული შინაური ფრინველის სადგომში არსებულ სხვა სახეობებზე მე-3 აბზაცით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების თაობაზე.

5. შინაური ფრინველის რეპოპულაცია საკონტაქტო სადგომებში უნდა განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად რისკების შეფასების საფუძველზე.

თავი VIII

დიაგნოსტიკური პროცედურები, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო და რეფერალური ლაბორატორიები

მუხლი 50

დიაგნოსტიკური პროცედურები და დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო

1. შინაურ ფრინველში ან სხვა მოშინაურებულ ფრინველში ფრინველის გრიპის არსებობის, ან ძუძუმწოვრებში ფრინველის გრიპის ვირუსის არსებობის გამოსავლენად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება, ნიმუშების აღება და ლაბორატორიული ტესტების განხორციელება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დიაგნოსტიკის ერთიანი პროცედურების გამოყენება.

ეს სახელმძღვანელო 2006 წლის 3 აგვისტომდე უნდა დამტკიცდეს 64(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

სახელმძღვანელოში შეტანილი ნებისმიერი შემდგომი ცვლილება უნდა იქნეს მიღებული იმავე პროცედურის შესაბამისად.

2. პირველი აბზაცით გათვალისწინებულ დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოში უნდა დადგინდეს მინიმუმ შემდეგი:

(a) ბიოუსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები და ხარისხის სტანდარტები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს სანქცირებული ლაბორატორიების მიერ, რომლებიც ატარებენ ტესტებს ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის მიზნით;

(b) კრიტერიუმები და პროცედურები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს კლინიკური და სიკვდილის შემდგომი გამოკვლევების ჩატარებისას ფრინველის გრიპის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით;

(c)კრიტერიუმები და პროცედურები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს ლაბორატორიული ტესტებისთვის შინაური ფრინველისგან და სხვა მოშინაურებული ფრინველისგან ნიმუშების აღებისას, ფრინველის გრიპის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით; მათ შორის ნიმუშის აღების მეთოდები სეროლოგიური და ვირუსოლოგიური სკრინინგისთვის, რომელიც ტარდება ამ დირექტივის შესაბამისად;

(d) ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკისათვის, მათ შორის:

(i) ტესტები დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის;

(ii) ტესტები მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის და დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის დიფერენცირებისთვის;

(iii) შესაბამისი ტესტები ვაქცინირებულ ფრინველსა და ფრინველის გრიპის ვირუსის ველზე გავრცელებული შტამით ინფიცირებულ ფრინველს შორის დიფერენცირებისთვის;

(iv) ლაბორატორიული ტესტების შედეგების შესაფასებელი კრიტერიუმები;

(e)ლაბორატორიული მეთოდები ფრინველის გრიპის ვირუსის იზოლატების ტიპირებისთვის.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ფრინველის გრიპის ვირუსის, მათი გენომის და ანტიგენების და ვაქცინის კვლევების, დიაგნოსტირებისა და წარმოებისთვის საჭირო ვაქცინების დამუშავება და გამოყენება მოხდეს მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს მიერ უფლებამოსილ ადგილებში, საწარმოებსა და ლაბორატორიებში, სადაც დაცულია ბიოუსაფრთხოების შესაბამისობის მოთხოვნები.

უფლებამოსილი ადგილების, საწარმოებისა და ლაბორატორიების ჩამონათვალი უნდა გაეგზავნოს კომისიას 2007 წლის 30 სექტემბრამდე და მუდმივად უნდა განახლდეს.

მუხლი 51

რეფერალური ლაბორატორიები

1. VII(1) დანართში დასახელებული ლაბორატორია უნდა იყოს გაერთიანების ფრინველის გრიპის რეფერალური ლაბორატორია (შემდგომში მოხსენიებული, როგორც გაერთიანების რეფერალური ლაბორატორია).

დირექტივის 90/424/EEC დებულებების შეზღუდვის გარეშე, გაერთიანების რეფერალურმა ლაბორატორიამ უნდა შეასრულოს VII(2) დანართში ჩამოთვლილი ფუნქციები და მოვალეობები.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ ეროვნული რეფერალური ლაბორატორიები და აცნობონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს დეტალური ინფორმაცია ამ და ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ.

კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს და განაახლოს აღნიშნული ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების სია.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეროვნულმა რეფერალურმა ლაბორატორიებმა:

(a) შეასრულონ VIII დანართში განსაზღვრული ფუნქციები და მოვალეობები;

(b) პასუხისმგებელნი იყვნენ დიაგნოსტირების სტანდარტებისა და მეთოდების კოორდინაციაზე თითოეულ წევრ სახელმწიფოში VIII დანართის შესაბამისად და, ასევე გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიასთან ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებაზე.

4. გაერთიანების რეფერალურმა ლაბორატორიამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და კონტაქტი იქონიოს „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ რეფერალურ ლაბორატორიასა და „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) რეფერალურ ლაბორატორიასთან, ფრინველის გრიპთან დაკავშირებით, და საჭიროების შემთხვევაში გაერთიანებაში სხვა საერთაშორისოდ აღიარებულ ლაბორატორიებთან, წევრ სახელმწიფოებსა და მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ეროვნული რეფერალური ლაბორატორიებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით.

თავი IX

ვაქცინაცია

ქვეთავი 1

ვაქცინაციის საერთო აკრძალვა

მუხლი 52

ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოება, გაყიდვა და გამოყენება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ:

(a) ვაქცინაცია ფრინველის გრიპის წინააღმდეგ აიკრძალოს მათ ტერიტორიაზე, გარდა მე-2 და მე-3 ქვეთავებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

(b) ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების განკარგვა, წარმოება, შენახვა, მიწოდება, დისტრიბუცია და გაყიდა მათ ტერიტორიაზე განხორციელდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;

(c) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ის ვაქცინები, რომლებიც ნებადართულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 6 ნოემბერის დირექტივით 2001/82/EC ვეტერინარული სამკურნალწამლო პროდუქტების შესახებ გაერთიანების კოდექსის თაობაზე17, ან ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 31 მარტის რეგულაციით N 726/2004, რომელიც ადგენს გაერთიანების პროცედურებს ადამიანებისა და ცხოველთა მოხმარებისთვის განკუთვნილი სამკურნალწამლო პროდუქტების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ და აფუძნებს „ევროპის წამლის სააგენტოს“18.

2. გაერთიანებაში ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებისა და მარაგების შენახვის პირობებთან დაკავშირებული წესები მიღებული უნდა იქნეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

ქვეთავი 2

გადაუდებელი ვაქცინაცია

მუხლი 53

შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაუდებელი ვაქცინაცია

1. წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა დააწესოს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაუდებელი ვაქცინაცია აფეთქების ლოკალიზების მოკლევადიანი ღონისძიების სახით, როდესაც რისკების შეფასებიდან ჩანს, რომ არსებობს მოცემულ წევრ სახელმწიფოში ან მის ფარგლებს გარეთ ფრინველის გრიპის გავრცელების მნიშვნელოვანი და უშუალო საფრთხე ამ ქვეთავის თანახმად, შემდეგი ერთი ან მეტი ფაქტორის არსებობის შემთხვევაში:

(a) აფეთქება აღნიშნულ წევრ სახელმწიფოში;

(b) აფეთქება ახლომდებარე წევრ სახელმწიფოში; ან

(c) თუ ფრინველის გრიპის არსებობა დადასტურდა შინაური ფრინველში ან სხვა მოშინაურებულ ფრინველში ახლომდებარე მესამე მსოფლიოს ქვეყანაში.

2. თუ წევრი სახელმწიფო აპირებს, რომ შემოიღოს გადაუდებელი ვაქცინაცია პირველი აბზაცის შესაბამისად, მან დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს კომისიას გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა.

მოცემული გეგმა უნდა შეესაბამებოდეს DIVA სტრატეგიას და უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:

(a) დაავდებით გამოწვეული სიტუაცია, რომელმაც განაპირობა გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარება;

(b) გეოგრაფიული ზონა, სადაც უნდა ჩატარდეს გადაუდებელი ვაქცინაცია და სადგომების რაოდენობა აღნიშნულ ზონაში და, თუ განსხვავებულია, იმ სადგომების რაოდენობა, სადაც უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია;

(c) შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სახეობები და კატეგორიები, ან თუ მიზანშეწონილია, შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გალიები, რომლებიც ექვემდებარება ვაქცინაციას;

(d) ვაქცინაციას დაქვემდებარებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაახლოებითი რაოდენობა;

(e) ვაქცინის მახასიათებლების მოკლე აღწერა;

(f) გადაუდებელი ვაქცინაციის პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა;

(g) განსაკუთრებული სამართლის ნორმები ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომლითაც არ უნდა შეიზღუდოს IV თავის მე-3, მე-4 და მე-5 ქვეთავებით და V თავის მე-3 ქვეთავით გათვალისწინებული ღონისძიებები;

(h) საკონტაქტო სადგომებში, გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები;

(i) ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის აღრიცხვა და რეგისტრაცია;

(j) კლინიკური და ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც ტარდება იმ სადგომებში, სადაც უნდა ჩატარდეს გადაუდებელი ვაქცინაცია და სხვა სადგომებში, რომლებიც მდებარეობს გადაუდებელი ვაქცინაციის ზონაში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, გადაუდებელი ვაქცინაციის პროგრამის ეფექტურობის მონიტორინგისა და ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის კონტროლის მიზნით.

3. გადაუდებელი ვაქცინაციის დეტალური წესები უნდა დადგინდეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 54

გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმების დამტკიცება

1. კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს 53(2)-ე მუხლით გათვალისწინებული გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შესაბამის წევრ სახელმწიფოსთან ერთად და შეძლებისდაგვარად სწრაფად განიხილოს სიტუაცია კომიტეტში.

2. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა უნდა დამტკიცდეს 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმების დამტკიცება შეიძლება მოიცავდეს ღონისძიებებს, რომლებიც ზღუდავს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის და მათი პროდუქციის გადაადგილებას.

აღნიშნული ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს შეზღუდვებს კონკრეტული შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელ გალიებთან დაკავშირებით და შეზღუდული ზონების შექმნას.

მუხლი 55

გამონაკლისის დაშვება

1. 54-ე მუხლის დებულებებიდან გამონაკლისის დაშვებით წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა გამოიყენონ გადაუდებელი ვაქცინაცია გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმის დამტკიცებამდე შემდეგი პირობების დაცვით:

(a) კომისიას უნდა ეცნობოს გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმის და გადაუდებელი ვაქცინაციის დაწყებამდე გადაუდებელი ვაქცინაციის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ;

(b) შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ უნდა აკრძალოს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის და მათი პროდუქტების გადაადგილება, IX დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გადაადგილების გარდა;

(c) გადაწყვეტილება გადაუდებელი ვაქცინაციის გამოყენების შესახებ არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს დაავადების კონტროლს.

2. თუ წევრი სახელმწიფო დაუშვებს პირველი აბზაცით გათვალისწინებულ გამონაკლისს, კომიტეტის შეხვედრაზე შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაანალიზდეს დაავადებით გამოწვეული სიტუაცია და გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა.

3. გამოყენებული ღონისძიებები შეიძლება დამტკიცდეს ან შეიცვალოს 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

ქვეთავი 3

პროფილაქტიკური ვაქცინაცია

მუხლი 56

შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის პროფილაქტიკური ვაქცინაცია

1. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა დაიწყონ შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის პროფილაქტიკური ვაქცინაცია გრძელვადიანი ღონისძიებების სახით ამ ქვეთავის დებულებების შესაბამისად, თუ რისკების შეფასების საფუძველზე მათ მიაჩნიათ, რომ მათი ტერიტორიის გარკვეული რაიონები, შინაური ფრინველის მეურნეობის ტიპი ან შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გარკვეული კატეგორია ან შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელი გალიები არიან ფრინველის გრიპის რისკის ქვეშ.

2. თუ წევრი სახელმწიფო აპირებს პროფილაქტიკური ვაქცინაციის შემოღებას პირველი აბზაცის თანახმად, მან დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს კომისიას პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმა.

მოცემული გეგმა უნდა შეესაბამებოდეს DIVA სტრატეგიას და უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:

(a) პროფილაქტიკური ვაქცინაციის ჩატარების მიზეზების, მათ შორის დაავადების ისტორიის გარკვევით აღწერას;

(b) ზონა, შინაური ფრინველის მეურნეობის ტიპი ან შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის განსაზღვრული კატეგორიები, ან შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელი გალიები, სადაც უნდა ჩატარდეს გადაუდებელი ვაქცინაცია და სადგომების რაოდენობა აღნიშნულ ზონაში და, თუ განსხვავებულია, იმ სადგომების რაოდენობა და ტიპი, სადაც უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია;

(c) შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სახეობები და კატეგორიები, ან თუ მიზანშეწონილია, შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელი გალიები, სადაც უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია;

(d) ვაქცინაციას დაქვემდებარებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაახლოებითი რაოდენობა;

(e) ვაქცინის მახასიათებლების მოკლე აღწერა;

(f) პროფილაქტიკური ვაქცინაციის პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა;

(g) განსაკუთრებული სამართლის ნორმები ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომლითაც არ უნდა შეიზღუდოს IV თავის მე-3, მე-4 და მე-5 ქვეთავებით და V თავის მე-3 ქვეთავით გათვალისწინებული ღონისძიებები;

(h) ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის აღრიცხვა და რეგისტრაცია;

(i) ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ტარდება იმ სადგომებში, სადაც უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური ვაქცინაცია ზედამხედველობასა და ტესტების ჩატარებასთან ერთად სხვა შესაბამისი რაოდენობის სადგომებში, რომლებიც მდებარეობს ვაქცინაციის ზონაში, ან შინაური ფრინველისა და სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელ გალიებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, პროფილაქტიკური ვაქცინაციის პროგრამის ეფექტურობის მონიტორინგისა და ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილების კონტროლის მიზნით.

3. პროფილაქტიკური ვაქცინაციის დეტალური წესები შეიძლება მიღებულ იქნეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 57

პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმის დამტკიცება

1. კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა შეამოწმოს 56(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმა შესაბამის წევრ სახელმწიფოსთან ერთად და შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს სიტუაცია კომიტეტში.

2. პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმა უნდა დამტკიცდეს 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმების დამტკიცება შეიძლება მოიცავდეს ღონისძიებებს, რომლებიც ზღუდავს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის და მათი პროდუქციის გადაადგილებას.

აღნიშნული ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს შეზღუდვებს კონკრეტული შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელ გალიებთან დაკავშირებით და შეზღუდული ზონების შექმნას.

ქვეთავი 4

ვაქცინის ბანკები

მუხლი 58

გაერთიანების ვაქცინის ბანკი

1. 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად შეიძლება შეიქმნას დირექტივით 2001/82/EC ან რეგულაციით (ЕС) N 726/2004 დაშვებული გაერთიანების ვაქცინის ბანკი ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის რეზერვის შესანახად.

2. წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ წვდომა გაერთიანების ვაქცინის ბანკზე კომისიისთვის მიმართვის საფუძველზე.

3. კომისიას შეუძლია მიაწოდოს ვაქცინები მესამე მსოფლიოს ქვეყანებს, თუ ეს შედის გაერთიანების ინტერესებში.

გაერთიანებასა და მესამე მსოფლიოს ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმებების შეზღუდვის გარეშე, გაერთიანების ვაქცინის ბანკზე წვდომაზე ავტორიზაციის გაცემა უნდა მოხდეს 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, კომისიასა და შესაბამის მესამე მსოფლიოს ქვეყანას შორის ფინანსურ და ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული დეტალური შეთანხმების გათვალისწინებით, რომელიც მიღებული უნდა იქნეს ამ პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 59

ეროვნული ვაქცინის ბანკები

1. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, 62-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფარგლებში, შექმნან ან იქონიონ დირექტივის 2001/82/ЕС მე-5-15 მუხლების შესაბამისად დამტკიცებული ეროვნული ვაქცინის ბანკი ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესანახად, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს გადაუდებელი და პროფილაქტიკური ვაქცინაციისათვის.

2. წევრი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ეროვნული ვაქცინების ბანკი, ვალდებულნი არიან აცნობონ კომისიას შენახული ვაქცინის რაოდენობისა და ტიპის შესახებ.

თავი X

გაერთიანების კონტროლის ზომები, სანქციები და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები

მუხლი 60

გაერთიანების კონტროლის ზომები

გაერთიანების ექსპერტებმა შესაძლოა განახორციელონ შემოწმება ადგილზე კომპეტენტური ორგანოს დახმარებით, თუ ეს აუცილებელია ამ დირექტივის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად კომისიის 1998 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების 98/139/EC შესაბამისად, რომელიც ადგენს წევრ სახელმწიფოებში კომისიის ექსპერტთა მიერ ვეტერინარიის სფეროში ადგილზე ჩატარებულ შემოწმებებთან დაკავშირებულ გარკვეულ დეტალურ წესებს19 და ვროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაციის (EC) N 882/2004 45-ე მუხლის შესაბამისად, ოფიციალური კონტროლის ზომების შესახებ, რომელიც ტარდება სურსათისა და საკვების შესახებ კანონმდებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობის წესების დაცვის შემოწმების უზრუნველყოფის მიზნით20.

 

მუხლი 61

სანქციები

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ წესები სანქციების შესახებ, რომლებიც გამოყენებული იქნება ამ დირექტივის შესაბამისად მიღებული ეროვნული სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევებში და, ასევე უნდა მიიღონ ყველა ზომა მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად.

გათვალისწინებული სანქციები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას ამ დებულებების შესახებ 67(1)-ე მუხლის პირველი ქვეაბზაცით გათვალისწინებული თარიღისთვის და, ასევე დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ მათ ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ რომელიც გავლენას იქონიებს აღნიშნულზე.

მუხლი 62

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეადგინონ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა X დანართის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს აფეთქების შემთხვევაში მისაღებ ეროვნულ ზომებს, და უნდა წარუდგინონ ეს გეგმა კომისიას დასამტკიცებლად.

2. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს წვდომას შენობა-ნაგებობებზე, მოწყობილობა-დანადგარებზე, პერსონალსა და ყველა სხვა შესაბამის საჭირო მასალებზე, რომლებიც აუცილებელია აფეთქების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრისთვის.

გეგმაში მითითებული უნდა იყოს ყველა კომერციული შინაური ფრინველის სადგომის რაოდენობა და ადგილმდებარეობა.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმაში აღნიშნული უნდა იყოს შინაური ფრინველის მაქსიმალური რაოდენობა, სახეობების მიხედვით, რომელიც შესაძლოა იყოს ამ კომერციულ სადგომებში.

წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე უნდა განსაზღვრონ ვაქცინების საორიენტაციო რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში.

3. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მჭიდრო თანამშრომლობა იმ კომპეტენტურ ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა სექტორზე, კერძოდ, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, მომუშავეთა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ კი ფერმერებისთვის, მეფრინველეობის სფეროში მომუშავე თანამშრომლებისა და საზოგადოებისთვის შესაძლო რისკების სათანადოდ შეტყობინების მიზნით.

4. კომისიამ უნდა შეისწავლოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები იმის დასადგენად იძლევიან თუ არა ისინი სასურველი მიზნის მიღწევის საშუალებას, და, ასევე უნდა შესთავაზოს წევრ სახელმწიფოებს ნებისმიერი საჭირო ცვლილების მიღება, კერძოდ კი იმის უზრუნველსაყოფად რომ ისინი შეესაბამებოდეს სხვა წევრი სახელმწიფოების გეგმებს.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები უნდა დამტკიცდეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

ამ გეგმაში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება უნდა დამტკიცდეს იმავე პროცედურის შესაბამისად.

5. წევრმა სახელმწიფომ უნდა განაახლოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა მინიმუმ 5 წელიწადში ერთხელ და წარუდგინოს ის კომისიას დასამტკიცებლად 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

6. პირველი-მეოთხე აბზაცებით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად შეიძლება მიღებულ იქნეს დამატებითი წესები ფრინველის გრიპის სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის სამართლის ნორმები დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ექსპერტთა ჯგუფებისა და რეალურ დროში განგაშის რეჟიმის შესახებ.

თავი XI

საიმპლემენტაციო უფლებამოსილება და საკომიტეტო პროცედურები

მუხლი 63

საიმპლემენტაციო უფლებამოსილება

1. წინამდებარე დირექტივის განხორციელებისათვის მიღებული უნდა იქნეს დეტალური წესები 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, რომელიც კერძოდ შესაძლოა მოიცავდეს სპეციალურ წესებს შემდეგთან დაკავშირებით:

(a) ტანხორცის განადგურება, და

(b) დასნებოვნებული ან სავარაუდოდ დასნებოვნებული საკვების, საგებლის, გამოყენებული ჭუჭყიანი საგებლის, ნაკელისა და წუნწუხის გადაადგილება და გადამუშავება.

2. გადაწყვეტილება დანართებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინების მიზნით მიღებული უნდა იქნეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

3. დეტალური წესები, რომლებიც საჭიროა წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული მინიმალური კონტროლის ზომების სრულყოფისთვის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, მიღებული უნდა იქნეს 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

4. შიდა ბაზრის სრულყოფის მიზნით გაერთიანების შიდა ვაჭრობაში ვეტერინარული შემოწმების შესახებ საბჭოს 1989 წლის 11 დეკემბრის დირექტივის 89/662/EEC21 მე-9 მუხლით ან შიდა ბაზრის სრულყოფის მიზნით გაერთიანების შიდა ვაჭრობისას გამოსაყენებელი ვეტერინარული და ზოოტექნიკური შემოწმების შესახებ საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის დირექტივის N 90/425/EEC22 მე-10 მუხლით გათვალისწინებული დამცავი ზომების შეუზღუდავად, 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად მიღებულ უნდა იქნეს დროებითი საგანგებო ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის გამო, რომელიც გამოწვეულია ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსებით, გარდა მე-2(1) მუხლით განსაზღვრული ვირუსებისა.

მუხლი 64

საკომიტეტო პროცედურა

1. კომისიას დახმარებას გაუწევს „კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედი კომიტეტი“, რომელიც იქმნება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 28 იანვარის რეგულაციის (EC) N 178/2002 თანახმად რომელიც ადგენს სურსათის კანონმდებლობის ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, აფუძნებს "ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოს" და ადგენს პროცედურებს სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით23.

2. ამ აბზაცზე მითითების შემთხვევაში, მოქმედებს გადაწყვეტილების1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები.

გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5(6) მუხლით გათვალისწინებული პერიოდი განისაზღვრება სამი თვით.

3. ამ აბზაცზე მითითების შემთხვევაში, მოქმედებს გადაწყვეტილების1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები.

აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5(6) მუხლით გათვალისწინებული პერიოდი განისაზღვრება 15 დღით.

4. კომიტეტმა უნდა მიიღოს თავისი რეგლამენტი.

თავი XII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 65

გაუქმება

დირექტივა 92/40/EEC გაუქმდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

მითითება დირექტივაზე 92/40/EEC განიმარტება როგორც მითითება წინამდებარე დირექტივაზე და უნდა იკითხებოდეს XI დანართში მოცემული კორელაციის ცხრილის შესაბამისად.

მუხლი 66

გარდამავალი დებულებები

1. ამ დირექტივის მიზნებისთვის ძალაში რჩება დირექტივის 92/40/EEC მე-17(4) მუხლის შესაბამისად მიღებული და 2007 წლის 1 ივლისს ძალაში შესული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები ფრინველის გრიპის კონტროლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

თუმცა, 2007 წლის 30 სექტემბრამდე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარუდგინონ კომისიას ცვლილებები აღნიშნულ რეაგირების გეგმებში, მათი წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

შესწორებული გეგმები უნდა დამტკიცდეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

2. წინამდებარე დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანამდე, შესაძლებელია მიღებულ იქნეს ფრინველის გრიპის კონტროლთან დაკავშირებული დამატებითი გარდამავალი დებულებები 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 67

ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანა

1. არაუგვიანეს 2007 წლის 1 ივლისისა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული სამართლის ნორმები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე დირექტივას.

მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

წევრი სახელმწიფოების მიერ ამ ზომების მიღებისას, მათში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე დირექტივა ან მათ თან უნდა ერთოდეს ასეთი მითითება მათი ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში.

ამგვარი მითითების გაკეთების მეთოდები უნდა განისაზღვროს წევრი სახელმწიფოების მიერ.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას ეროვნული კანონმდებლობის ძირითადი სამართლებრივი ნორმების ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ სფეროში.

მუხლი 68

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში მისი გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

მუხლი 69

ადრესატები

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში, 2005 წლის 20 დეკემბერს.

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

. ბეკეტი

დანართი I

(მითითებულია მე-2 მუხლში)

ფრინველის გრიპის განმარტება

1. „ფრინველის გრიპი“ ნიშნავს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ინფექციას, რომელიც გამოწვეულია A ტიპის გრიპის ვირუსის:

(a) H5 ან H7 ქვეტიპით; ან

(b) ექვსი კვირის ასაკის წიწილებში 1,2-ზე მაღალი ინტრავენური პათოგენურობის ინდექსით (IVVP);

2. „მაღალპათოგენური ფრინველის გრიპი (HPAI)" ნიშნავს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ინფექციას, რომელიც გამოწვეულია:

(a) H5 და H7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის ვირუსით გენომური თანმიმდევრობით, რომელიც ახდენს ძირითადი ამინომჟავების მრავალჯერადი თანმიმდევრობის კოდირებას ჰემაგლუტინინის მოლეკულის გახლეჩის ადგილას სხვა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსების ანალოგიურად რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჰემაგლუტინინის მოლეკულა შეიძლება გაიხლიჩოს მასპინძლის უბიქვიტარული პროტეაზით; ან

(b) ფრინველის გრიპის ვირუსებით ექვსი თვის ასაკის წიწილებში 1.2; 2-ზე მაღალი ინტრავენური პათოგენურობის ინდექსით;

3. „დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი (LPAI)" ნიშნავს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ინფექციას, რომელიც გამოწვეულია H5 ან H7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის ვირუსებით, რომელიც არ შედის მე-2 აბზაცით განსაზღვრული განმარტების ფარგლებში.

დანართი II

(მითითებულია მე-5(2) მუხლში)

წევრი სახელმწიფოების მიერ დაავადების შეტყობინება და დამატებით წარსადგენი ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია

1. სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებებში ფრინველის გრიპის პირველადი აფეთქების ან გამოვლენის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ დირექტივის 82/894/EEC მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად უნდა აცნობოს შემდეგი:

(a) შეტყობინების თარიღი;

(b) შეტყობინების დრო;

(c) შესაბამისი წევრი სახელმწიფოს სახელწოდება;

(d) დაავადების სახელწოდება;

(e) სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებაში ფრინველის გრიპის აფეთქებათა რაოდენობა ან კვლევის დადებითი შედეგი;

(f) თარიღი, როდესაც გაჩნდა პირველი ეჭვი აფეთქებაზე;

(g) დადასტურების თარიღი;

(h) დადასტურებისთვის გამოყენებული მეთოდები;

(i) დაადასტურდა თუ არა დაავადება სადგომზე, სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებაში;

(j) სასაკლაოზე და ტრანსპორტირების საშუალებაში ფრინველის გრიპის აფეთქების ან დადებითი შედეგით დასრულებული კვლევის გეოგრაფიული მდებარეობა;

(k) გამოყენებული დაავადების კონტროლის ღონისძიებები.

2. სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებებში ფრინველის გრიპის კვლევის დადებითი შედეგის შემთხვევაში, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ პირველი აბზაცით გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად უნდა გაუგზავნოს შემდეგი ინფორმაცია:

(a) სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებებში დაავადებისადმი მგრძნობიარე შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობა კატეგორიების მიხედვით;

(b) სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებებში მკვდარი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობა კატეგორიების მიხედვით;

(c) შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის თითოეული კატეგორიისათვის ავადობის დადგენილი მაჩვენებელი და შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობა, რომელსაც დაუდასტურდა ფრინველის გრიპი;

(d) სასაკლაოზე და ტრანსპორტირების საშუალებებში დახოცილი ან დაკლული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობა;

(e) განადგურებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობა;

(f) სასაკლაოს შემთხვევაში, დაშორება უახლოეს კომერციული სადგომამდე, სადაც განთავსებულია შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი;

(g) ინფიცირებული ფრინველის ან ტანხორცის წარმოშობის სადგომის ან სადგომების ადგილმდებარეობა.

3. განმეორებითი აფეთქების შემთხვევაში, პირველი და მეორე აბზაცებით გათვალისწინებული ინფორმაციის გადაგზავნა უნდა მოხდეს დირექტივის 82/894/EEC მე-4(1) მუხლით დადგენილ ვადებში.

4. შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სასაკლაოზე და ტრანსპორტირების საშუალებებში ფრინველის გრიპის ნებისმიერი აფეთქების ან კვლევის დადებითი შედეგების შესახებ პირველი, მეორე და მესამე აბზაცების თანახმად მისაწოდებელ ინფორმაციას შეძლებისდაგვარად სწრაფად მიჰყვეს წერილობითი ანგარიში კომისიისა და სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომელიც მოიცავს მინიმუმ შემდეგს:

(a) თარიღს, როდესაც მოხდა შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვა ან დაკვლა და მათი ტანხორცის განადგურება სადგომზე, სასაკლაოზე ან ტრანსპორტირების საშუალებაში;

(b) ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება ფრინველის გრიპის შესაძლო წარმოშობას ან, თუ დადგინდება, მის ფაქტობრივ წარმოშობას;

(c) ინფორმაციას კონტროლის სისტემის შესახებ, რომელიც შეიქმნა ცხოველების გადაადგილების კონტროლის ღონისძიებების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად;

(d) შესაბამისი ვირუსის გენეტიკურ ტიპს სასაკლაოზე და ტრანსპორტირების საშუალებაში ფრინველის გრიპის გამოვლენის შემთხვევაში;

(e) თუ შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი იქნა დახოცილი ან დაკლული საკონტაქტო სადგომებში ან ისეთ სადგომებში, სადაც განთავსებულია ფრინველის გრიპით ინფიცირებაზე საეჭვო შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი, ინფორმაციას შემდეგის შესახებ:

(i) დაკვლის ან დახოცვის თარიღს და თითოეულ სადგომში დახოცილი ან დაკლული თითოეული კატეგორიის შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სავარაუდო რაოდენობას;

(ii) ინფექციის წყაროსა და თითოეულ საკონტაქტო სადგომს შორის ეპიდემიოლოგიურ კავშირს ან სხვა მიზეზებს, რაც წარმოქმნის ეჭვს ფრინველის გრიპის არსებობაზე;

(iii) იმ შემთხვევაში, თუ არ მომხდარა საკონტაქტო სადგომებში შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვა ან დაკვლა, წარდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია იმ მიზეზების შესახებ რის გამოც არ მოხდა მათი დახოცვა ან დაკვლა.

5. შინაურ ფრინველში, სხვა მოშინაურებულ ფრინველში ან გაერთიანების საზღვარზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ან იმპორტის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ საკარანტინო ობიექტებზე ან ცენტრებში იმპორტირებულ ან შემოტანილ მეფრინველეობის პროდუქტებში ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას ამ დადასტურების შესახებ და წარადგინოს ანგარიში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

6. კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს უნდა ეცნობოს 24 საათის განმავლობაში, თუ ზედამხედველობის შედეგად გამოვლინდა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე.

დანართი III

(მითითებულია მე-8(3) მუხლსა და მე-13(3) მუხლში)

მე-8(3) მუხლისა და მე-13(3) მუხლის შესაბამისად სადგომიდან კვერცხის გატანის ავტორიზაცია

კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გასცეს ავტორიზაცია სადგომიდან კვერცხის ტრანსპორტირებაზე წინამდებარე დირექტივის მე-8(3) მუხლის და მე-13(3) მუხლის შესაბამისად საწარმოში, რომელსაც აქვს უფლება აწარმოოს კვერცხის პროდუქტები რეგულაციის (EC) N 853/2004 შესაბამისად („სპეციალურად განსაზღვრული საწარმო“) შემდეგი პირობებით:

1. წარმოშობის სადგომიდან გატანის ნებართვის მისაღებად, კვერცხები უნდა გაიგზავნოს პირდაპირ საეჭვო სადგომიდან სპეციალურად განსაზღვრულ საწარმოში; გაგზავნამდე თითოეულ პარტია უნდა დაილუქოს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია საეჭვო სადგომზე, ან მისი ზედამხედველობის ქვეშ და უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში სპეციალურად განსაზღვრულ საწარმომდე ტრანსპორტირების განმავლობაში;

2. კვერცხის წარმოშობის სადგომზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა აცნობოს სპეციალურად განსაზღვრული საწარმოს კომპეტენტურ ორგანოს მისთვის კვერცხის გაგზავნის განზრახვის შესახებ;

3. სპეციალურად განსაზღვრულ საწარმოზე პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ:

(a) პირველი აბზაცით განსაზღვრული კვერცხი ინახებოდეს სხვა კვერცხებისგან იზოლირებულად მათი მიწოდების მომენტიდან მათ დამუშავებამდე;

(b) ასეთი კვერცხის ნაჭუჭი განადგურდეს;

(c) კვერცხისთვის გამოყენებული შეფუთვა განადგურდეს, გაიწმინდოს და დეზინფიცირებული იქნეს ისე, რომ განადგურდეს ფრინველის გრიპის ყველა ვირუსი;

(d) პირველი აბზაცით გათვალისწინებული კვერცხის ტრანსპორტირება მოხდეს გაწმენდილი და დეზინფიცირებული სატრანსპორტო საშუალებებით.

ბიოუსაფრთხოების ღონისძიებები გამოყენებული იქნეს პერსონალთან, მოწყობილობა-დანადგარებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან, რომლებიც გამოიყენება კვერცხების ტრანსპორტირებისთვის.

დანართი IV

(მითითებულია მე-15(2) მუხლში, 32(2)-ე მუხლსა და 42(2)-ე მუხლში)

ძირითადი კრიტერიუმები და რისკ-ფაქტორები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს საკონტაქტო სადგომებში ან დამატებით შეზღუდულ ზონებში რისკის ქვეშ მყოფ სადგომებში ან ზონებში ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას

ინდიკატორული კრიტერიუმები

დეპოპულაციის მიზნით

დეპოპულაციის საწინააღმდეგოდ

კლინიკური ნიშნები, რომლებიც მიუთითებს ფრინველის გრიპის არსებობაზე საკონტაქტო სადგომებში

არ არსებობს კლინიკური ნიშნები, რომლებიც მიუთითებს ფრინველის გრიპის არსებობაზე საკონტაქტო სადგომებში და არ არსებობს ეპიდემიოლოგიური კავშირი

დომინირებული შინაური ფრინველის სახეობების მაღალი მგრძნობელობა დაავადების მიმართ

დომინირებული შინაური ფრინველის სახეობების დაბალი მგრძნობელობა დაავადების მიმართ

შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილება სადგომებიდან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპის არსებობა საკონტაქტო სადგომებში, ამ ინფიცირებულ სადგომებში ვირუსის სავარაუდო შეტანის შემდეგ

არ არის ცნობილი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილების შესახებ სადგომიდან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპის არსებობა საკონტაქტო სადგომებში, ამ ინფიცირებულ სადგომებში ვირუსის სავარაუდო შეტანის შემდეგ

საკონტაქტო სადგომების ადგილმდებარეობა შინაური ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის მქონე ზონაში

საკონტაქტო სადგომების ადგილმდებარეობა შინაური ფრინველის დაბალი სიმჭიდროვის მქონე ზონაში

დაავადება არსებობდა გარკვეული დროის მანძილზე ვირუსის შესაძლო გავრცელებით სადგომებიდან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპის არსებობა აღმოფხვრის ღონისძიებების გამოყენებამდე

დაავადება არსებობდა, თუმცა შეზღუდული იყო გავრცელება სადგომებიდან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი აღმოფხვრის ღონისძიებების გამოყენებამდე

საკონტაქტო სადგომების ადგილმდებარეობა იმ სადგომებიდან 500 მეტრის1 ფარგლებში, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი

საკონტაქტო სადგომების ადგილმდებარეობა იმ სადგომებიდან 500 მეტრზე2 მეტი მანძილის მოშორებით, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი

საკონტაქტო სადგომები, რომლებიც დაკავშირებულია ერთზე მეტ სადგომთან, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი

საკონტაქტო სადგომები არ არის დაკავშირებული იმ სადგომებთან სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი

ეპიდემია არ ექვემდებარება კონტროლს და სადგომების რაოდენობა, სადაც დადასტურდა ფრინველის გრიპი, იზრდება

ეპიდემია ექვემდებარება კონტროლს

 

1 იმ შემთხვევებში, როდესაც ფრინველის სიმჭიდროვე ძალიან მაღალია, გათვალისწინებული უნდა იქნეს უფრო დიდი მანძილი.

2 იმ შემთხვევებში, როდესაც ფრინველის სიმჭიდროვე ძალიან მაღალია, გათვალისწინებული უნდა იქნეს უფრო დიდი მანძილი.

დანართი V

(მითითებულია 39 (1)-ე მუხლში)

დაბალპათოგენურ ფრინველის გრიპთან დაკავშირებით სადგომებში ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები

შინაური ფრინველის ან კვერცხის გადაადგილების ან 39(1)-ე მუხლის შესაბამისად სადგომის დეპოპულაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მინიმუმ შემდეგ კრიტერიუმები:

(a) მოცემული სახეობები;

(b) სადგომების რაოდენობა გამგზავნი სადგომის გარშემო არსებულ ზონაში;

(c) სპეციალურად განსაზღვრული სასაკლაოების, სანაშენეებისა და შეფუთვის ცენტრების მდებარეობა;

(d) სადგომებში, შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელ გალიებში მიღებული ბიოუსაფრთხოების ზომები ტრანსპორტირების ან დაკვლის დროს;

(e) ტრანსპორტირების მარშრუტი;

(f) გავრცელების მტკიცებულება;

(g) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

(h) მოცემული პროდუქტების შემდგომი გადამუშავება; (i) სოციალურ-ეკონომიკური და სხვა გავლენა.

დანართი VI

(მითითებულია 48-ე მუხლში)

სადგომების გაწმენდის, დეზინფექციისა და დამუშავების პრინციპები და პროცედურები

1. 48-ე მუხლის თანახმად გაწმენდის, დეზინფექციისა და დამუშავების დროს გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი ზოგადი პრინციპები და პროცედურები:

(a) გაწმენდა და დეზინფექცია, და, საჭიროების შემთხვევაში, მღრღნელებისა და მწერების გასანადგურებელი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ და სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული მითითებების შესაბამისად;

(b) გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებები და მათი კონცენტრაცია უნდა დამტკიცდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ფრინველის გრიპის ვირუსის განადგურების უზრუნველყოფის მიზნით;

(c) სადეზინფექციო საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან სახელმწიფო ვეტერინარის ან/და კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

(d) სადეზინფექციო საშუალებების და სადეზინფექციო პროცედურების შერჩევა უნდა მოხდეს იმ სადგომების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ობიექტების გათვალისწინებით, რომელთა დამუშავებაც უნდა მოხდეს;

(e) პირობები, რომელთა თანახმადაც გამოიყენება ცხიმის გამცვლელი და სადეზინფექციო საშუალებები უნდა უზრუნველყოფდნენ ეფექტურობას; კერძოდ, დაცული უნდა იყოს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრები, როგორიცაა წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო;

f. გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების მიუხედავად დაცული უნდა იქნეს შემდეგი ზოგადი წესები:

(i) საგებლის და ჭუჭყიანი საგებლის, ასევე ფეკალური მასების სადეზინფექციო საშუალებებით კარგად გაჟღენთვა;

(ii) მიწის, იატაკის, სტელაჟების და კედლების გარეცხვა და გაწმენდა ჯაგრისით და გახეხვა, სადაც შესაძლებელია მოწყობილობა-დანადგარების მოხსნის ან დემონტაჟის შემდეგ, თუ ისინი ხელს უშლის გაწმენდისა და დეზინფექციის პროცედურების ეფექტურად განხორციელებას;

(iii) შემდეგ სადეზინფექციო საშუალების დამატებით გამოყენება მინიმალური საკონტაქტო პერიოდის განმავლობაში მწარმოებლის რეკომენდაციების თანახმად;

(g) თუ გარეცხვა ხორციელდება წნევის ქვეშ სითხის გამოყენებით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უკვე გაწმენდილი ნაწილების ხელახალი დასნებოვნება;

(h) გათვალისწინებული უნდა იქნეს მოწყობილობა-დანადგარების, აღჭურვილობის ან სავარაუდოდ დასნებოვნებული ნივთების გარეცხვა, დეზინფექცია ან განადგურება;

(i) სადეზინფექციო პროცედურების შემდეგ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ხელახალი დასნებოვნება;

(j) წინამდებარე დირექტივის ფარგლებში გათვალისწინებული გაწმენდა და დეზინფექცია უნდა გაფორმდეს სადგომის ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ჟურნალში, ან ოფიციალური ნებართვის საჭიროების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იქნეს ზედამხედველი სახელმწიფო ვეტერინარის ან მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ;

(k) პერსონალის მიერ ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების გაწმენდა და დეზინფიცირება.

2. ინფიცირებული სადგომების გაწმენდა და დეზინფიცირება უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად:

(a) წინასწარი გაწმენდა და დეზინფიცირება:

(i) შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვისას მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელება; ეს ზომები უნდა მოიცავდეს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟს, დამცავი ტანსაცმლის მიწოდებას, შხაპს, გამოყენებული მოწყობილობა-დანადგარების, ინსტრუმენტებისა და ობიექტების გაუსნებოვნებას, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას ვენტილაციისათვის;

(ii) მოკლული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ტანხორცზე უნდა შესხურდეს სადეზინფექციო საშუალება;

(iii) შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ტანხორცის ტრანსპორტირება, რომლებიც გაყვანილი უნდა იქნან სადგომიდან მათი განადგურების მიზნით, უნდა განხორციელდეს დახურული, ჰერმეტული სატრანსპორტო საშუალებით ან კონტეინერებით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელება;

(iv) მოკლული შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის განადგურების მიზნით გაყვანისთანავე, სადგომის იმ ნაწილში რომელშიც ისინი იყვნენ განთავსებული, და დახოცვის ან სიკვდილის შემდგომი გამოკვლევისას დასნებოვნებული სხვა ნაგებობების, ეზოების და ა.შ. ნებისმიერ ნაწილში, აუცილებლად უნდა შესხურდეს 48-ე მუხლით ნებადართული სადეზინფექციო საშუალებები;

(v) დახოცვის ან სიკვდილის შემდგომი გამოკვლევისას დაღვრილი სისხლი ან დავარდნილი ქსოვილები ფრთხილად უნდა შეგროვდეს და განადგურდეს დახოცილ შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან ერთად;

(iv) სადეზინფექციო საშუალება უნდა იყოს ზედაპირზე მინიმუმ 24 საათის განმავლობაში;

b. საბოლოო გაწმენდა და დეზინფექცია:

(i) ნაკელი და გამოყენებული საგებელი უნდა იქნეს გატანილი და დამუშავებული მე-3 მუხლის (a) ქვეპუნქტის მიხედვით;

(ii) ცხიმი და ჭუჭყი უნდა იქნეს მოცილებული ყველა ზედაპირიდან ცხიმის გამომცლელი ნივთიერებით, ხოლო ზედაპირი უნდა გაიწმინდოს წყლით;

(iii) ცივი წყლით გარეცხვის შემდეგ აუცილებელია სადეზინფექციო საშუალების შესხურება;

(iv) შვიდი დღის შემდეგ სადგომი უნდა დამუშავდეს ცხიმის გამომცლელი ნივთიერებით, ჩამოირეცხოს წყლით, შესხურდეს სადეზინფექციო საშუალება და შემდეგ კვლავ ჩამოირეცხოს წყლით.

3. დასნებოვნებული საგებლის, ნაკელის ან წუნწუხის დეზინფექცია უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად:

a. ნაკელი და გამოყენებული საგებელი უნდა:

(i) დამუშავდეს ორთქლზე მინიმუმ 70°C ტემპერატურაზე; (ii) დაიწვას;

(ii) ჩაიფლას საკმარის სიღრმეზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათზე წვდომა გარეული ფრინველების და სხვა ცხოველების მიერ; ან

(iii) დაიწყოს გროვებად და შესხურდეს სადეზინფექციო საშუალება, და დაყოვნდეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში;

b. ინფექციური მასალის ბოლო დამატების შემდეგ წუნწუხი უნდა ინახებოდეს მინიმუმ 60 დღის განმავლობაში გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპეტენტური ორგანოები დაუშვებენ წუნწუხის შენახვას უფრო ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, თუ ის დამუშავებულია ეფექტურად სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესაბამისად ვირუსის განადგურების უზრუნველსაყოფად.

კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას სავარაუდოდ დასნებოვნებული ნაკელის, საგებლის და ჭუჭყიანი საგებლის ტრანსპორტირება დამტკიცებულ გადამამუშავებელ საწარმოში, სადაც ხორციელდება გადამუშავება გრიპის ვირუსის განადგურების უზრუნველყოფის მიზნით, ან შუალედური შენახვის მიზნით განადგურებამდე ან გადამუშავებამდე, რეგულაციის (EC) N 1774/2002 ან ამ დირექტივის 63(1)-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული წესების შესაბამისად.

ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს დახურული, დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით ან კონტეინერებით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელება.

4. თუმცა, პირველი და მეორე აბზაცებიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაადგინოს გაწმენდისა და დეზინფექციის კონკრეტული პროცედურები სადგომის ტიპის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აცნობოს კომისიას გამონაკლისის დაშვების შესახებ და მიაწოდოს მას დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროცედურების შესახებ.

5. 48-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შეუზღუდავად, თუ კომპეტენტური ორგანო დარწმუნდება, რომ შეუძლებელია რომელიმე სადგომის ან სადგომის ნაწილის გაწმენდა ან დეზინფიცირება, მან შესაძლოა აკრძალოს ნებისმიერი პირის, სატრანსპორტო საშუალების, შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრის შესვლა ან შეყვანა ასეთ სადგომში ან სადგომის ნაწილში, და ეს აკრძალვა უნდა მოქმედებდეს მინიმუმ 12 თვის განმავლობაში.

დანართი VII

(მითითებულია 51(1)-ე მუხლში)

ფრინველის გრიპის საკითხებზე გაერთიანების რეფერალური ლაბორატორია

1. ფრინველის გრიპის საკითხებზე გაერთიანების რეფერალური ლაბორატორია არის:

ვეტერინარული ლაბორატორიების სააგენტო (VLA) New Haw, Weybridge, Surrey KT 15 3NB, გაერთიანებული სამეფო.

2. გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიის ფუნქციები და მოვალეობები მოიცავს შემდეგს:

a. წევრ სახელმწიფოებში გამოყენებული ფრინველის გრიპის დიაგნოსტირების მეთოდების შეთანხმება კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე, კერძოდ:

(i) ფრინველის გრიპის ვირუსის შტამების ტიპირება, შენახვა და მიწოდება სეროლოგიური ტესტების და იმუნური შრატების მოსამზადებლად;

(ii) სტანდარტული შრატის და სხვა რეფერალური რეაქტივების მიწოდება ეროვნული რეფერალური ლაბორატორიებისთვის, წევრ სახელმწიფოებში გამოყენებული ტესტებისა და რეაქტივების სტანდარტიზაციის მიზნით;

(iii) ფრინველის გრიპის ვირუსის შტამებისა და იზოლატების კოლექციის შექმნა და შენახვა;

(iv) დიაგნოსტიკური პროცედურების პერიოდული შედარებითი ტესტების ორგანიზება გაერთიანების დონეზე;

(v) მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება და შედარება გაერთიანებაში გამოყენებულ დიაგნოსტიკის მეთოდებსა და ჩატარებული ტესტების შედეგებთან დაკავშირებით;

(vi) ფრინველის გრიპის ვირუსის იზოლატების დახასიათება ყველაზე თანამედროვე, ხელმისაწვდომი მეთოდების გამოყენებით, რაც იძლევა ფრინველის გრიპის ეპიდემიოლოგიის უკეთ გაგების საშუალებას და წარმოდგენას ქმნის ვირუსის ეპიდემიოლოგიაზე და მაღალპათოგენური და პოტენციურად პათოგენური შტამების წარმოქმნაზე;

(vii) მთელ მსოფლიოში ფრინველის გრიპის ზედამხედველობის, ეპიდემიოლოგიისა და პრევენციის სფეროში განვითარებული მოვლენების ცოდნა;

(viii) ფრინველის გრიპის ვირუსისა და მასთან დაკავშირებული სხვა ვირუსების შესახებ ექსპერტული ცოდნის ქონა, რაც იძლევა სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტირების საშუალებას;

(iX) ფრინველის გრიპის კონტროლისთვის გამოყენებული ვეტერინარული იმუნოლოგიის პროდუქტების მომზადებისა და გამოყენების შესახებ ცოდნის მიღება;

b. გაერთიანების ფარგლებში აფეთქების დიაგნოსტირებაში აქტიური დახმარების გაწევა ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის იზოლატების მისაღებად დამადასტურებელი დიაგნოზისთვის, დახასიათებისა და ეპიდემიოლოგიური კვლევებისთვის, და პირველადი აფეთქებიდან ვირუსის იზოლატების მიღების მიზნით, რომელთა წარმოდგენაც უნდა მოხდეს გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე გაერთიანებაში ცოცხალი შინაური ფრინველისა და შინაური ფრინველის ხორცის იმპორტის ავტორიზაციის მქონე მესამე მსოფლიოს ქვეყნების მიერ; მიღებულ ვირუსის იზოლატებზე გაერთიანების რეფერალურმა ლაბორატორიამ უნდა განახორციელოს განსაკუთრებით შემდეგი პროცედურები:

(i) ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის განსაზღვრის ანალიზი, რომელიც იძლევა ჰემაგლუტინინის მოლეკულის გახლეჩის ადგილზე წარმოქმნილი ამინომჟავის თანმიმდევრობის დადგენის საშუალებას;

(ii) ინტრავენური პათოგენურობის ინდექსის განსაზღვრა;

(iii) ანტიგენური ტიპირება;

(iv) ფილოგენეტიკური ანალიზი ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელშესაწყობად;

c. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სფეროში ექსპერტების მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა გაერთიანების მთელს ტერიტორიაზე მეთოდოლოგიის ჰარმონიზაციის მიზნით;

d. პროგრამებისა და სამუშაო დოკუმენტების მომზადება ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების ყოველწლიური შეხვედრისთვის;

e. წევრ სახელმწიფოებში შინაურ ფრინველსა და გარეულ ფრინველებში ფრინველის გრიპის არსებობაზე კვლევის ჩატარების ხელშეწყობა ანტიგენების მიწოდებით პროგრამის ფარგლებში და ტესტირების დამტკიცებული პროცედურებით, ხოლო კვლევის შედეგებზე შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება;

f. ფრინველის გრიპის ვირუსის შესაძლო ზოონოზური გავლენის მხედველობის ქვეშ ქონა და თანამშრომლობა საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის გრიპის ლაბორატორიებთან;

g. კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავება, რომელიც უნდა მოიცავდეს დებულებებს ფრინველის გრიპთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ "ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა" და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეფერალურ ლაბორატორიებთან და, სიტუაციიდან გამომდინარე, გაერთიანების ფარგლებში სხვა საერთაშორისოდ აღიარებულ ლაბორატორიებთან.

დანართი VIII

(მითითებულია 51(1)-ე მუხლში)

ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების ფუნქციები და მოვალეობები

1. ეროვნული რეფერალური ლაბორატორიები პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ თითოეულ წევრ სახელმწიფოში ფრინველის გრიპის გამოვლენისა და ვირუსის იზოლატების გენეტიკური ტიპის იდენტიფიკაციისათვის ლაბორატორიული ტესტების ჩატარება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

ამ მიზნით, მათ შესაძლოა გააფორმონ სპეციალური შეთანხმებები გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიასთან და სხვა ეროვნულ ლაბორატორიებთან.

2. ეროვნულმა რეფერალურმა ლაბორატორიებმა დაუყოვნებლივ უნდა წარუდინონ ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის იზოლატები გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას სრული აღწერის ჩატარების მიზნით:

a. ფრინველის გრიპის ყველა ძირითადი აფეთქების შემთხვევიდან;

b. აფეთქების წარმომადგენლობითი რაოდენობიდან მეორადი აფეთქების შემთხვევაში;

c. შინაურ ფრინველში, სხვა მოშინაურებულ ფრინველში ან ძუძუმწოვრებში I(1) დანართით გათვალისწინებულის გარდა სხვა გრიპის ვირუსების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას.

3. თითოეულ წევრ სახელმწიფოში ეროვნული რეფერალური ლაბორატორია პასუხისმგებელია ამ წევრ სახელმწიფოში თითოეულ ფრინველის გრიპის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიაში არსებული სტანდარტებისა და დიაგნოსტიკის მეთოდების შეთანხმებაზე.

ამ მიზნით:

 (a) მას შეუძლია უზრუნველყოს ცალკეული ლაბორატორიები დიაგნოსტიკური რეაქტივებით;

 (b) ის უნდა აკონტროლებდეს ამ წევრ სახელმწიფოში გამოყენებული ყველა დიაგნოსტიკური რეაქტივის ხარისხს;

 (c) მან პერიოდულად უნდა ჩაატაროს შედარებითი ტესტები;

 (d) მას უნდა ჰქონდეს აფეთქების დროს აღებული ფრინველის გრიპის ვირუსის და სხვა ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის იზოლატები, რომელიც გამოვლენილი იქნა წევრ სახელმწიფოში;

 (e) ის უნდა თანამშრომლობდეს ადამიანის გრიპის ეროვნულ ლაბორატორიებთან.

დანართი IX

(მითითებულია 55(1)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტში)

მოთხოვნები შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყენება გადაუდებელი ვაქცინაციის შემთხვევაში

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ 55-ე მუხლის შესაბამისად ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ან მათი პროდუქტების გადაადგილების კონტროლის განხორციელება

მე-3-8 აბზაცების მიხედვით, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ტრანსპორტირების საშუალებაზე და მოწყობილობა-დანადგარებზე, რომელიც გამოიყენება ცოცხალი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, კვერცხის და შინაური ფრინველის ხორცის ტრანსპორტირებისთვის წინამდებარე დანართის ფარგლებში, უნდა ჩატარდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი გაწმენდის, დეზინფექციისა და დამუშავების პროცედურა დაუყოვნებლივ მათი გამოყენების შემდეგ.

3. ვაქცინაციის ზონაში ცოცხალი შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველისა და კვერცხის გადაადგილებაზე ვრცელდება შემდეგი სამართლის ნორმები:

a. საინკუბაციო კვერცხები:

(i) უნდა იყოს აღებული ვაქცინირებული ან არავაქცინირებული სანაშენე გუნდიდან, რომელიც გამოკვლეულ იქნა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და კვლევის შედეგები აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი;

(ii) დეზინფიცირებული უნდა იქნეს გაგზავნამდე, კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული მეთოდის გამოყენებით;

(iii) ტრანსპორტირებულ უნდა იქნეს პირდაპირ დანიშნულების სანაშენეში;

(iv) უნდა იყოს მიკვლევადი სანაშენეს ფარგლებში;

b. კვერცხები უნდა იყოს აღებული ვაქცინირებული და არავაქცინირებული კვერცხისმდებელი ქათმის გუნდიდან, რომელზედაც ჩატარდა კვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და კვლევის შედეგები აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, და მათი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

(i) კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ შეფუთვის ცენტრში ("სპეციალურად განსაზღვრული შეფუთვის ცენტრი"), იმ პირობით რომ მათი დაფასოება მოხდება ერთჯერად შეფუთვაში და ამავე დროს დაცული იქნება კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, ან

(ii) კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში რეგულაციის (EC) N 853/2004 II თავის X ქვეთავის III დანართის თანახმად, რათა მათი განკარგვა და გადამუშავდება მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 XI თავის II დანართის შესაბამისად;

c. ერთი დღის ასაკის წიწილები:

(i) უნდა იყოს მიღებული საინკუბაციო კვერცხისგან, რომელიც უნდა აკმაყოფილებს (a) ქვეპუნქტით დადგენილ პირობებს;

(ii) უნდა განთავსდეს საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ არის ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი;

d. უნდა მოხდეს ცოცხალი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის:

(i) ვაქცინაცია ფრინველის გრიპის წინააღმდეგ, თუ ეს გათვალისწინებულია ვაქცინაციის პროგრამით;

(ii) გამოკვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მიღებული უნდა იქნეს დამაკმაყოფილებელი შედეგები;

(iii) განთავსება საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ იმყოფება ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი.

e. დასაკლავად განკუთვნილი შინაური ფრინველი:

(i) დატვირთვამდე უნდა შემოწმდეს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მიღებულ უნდა იქნეს დამაკმაყოფილებელი შედეგები;

(ii) გაიგზავნოს პირდაპირ სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლის მიზნით.

4. ვაქცინაციის ზონის გარეთ მდებარე სადგომებიდან ვაქცინაციის ზონის შიგნით მდებარე სადგომებში ცოცხალი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის და კვერცხის გადაადგილებაზე ვრცელდება შემდეგი სამართლის ნორმები:

a. უნდა მოხდეს საინკუბაციო კვერცხის:

(i) ტრანსპორტირება პირდაპირ დანიშნულების სანაშენეში;

(ii) მიკვლევა სანაშენეს ფარგლებში;

b. კვერცხის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს:

(i) კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ შეფუთვის ცენტრში ("სპეციალურად განსაზღვრული შეფუთვის ცენტრი") იმ პირობით, რომ ისინი დაფასოებული იქნება ერთჯერად შეფუთვაში და დაცული იქნება კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ყველა ზომა, ან

(ii) კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, რათა მოხდეს მათი განკარგვა და დამუშავდება რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის შესაბამისად;

c. ერთი დღის ასაკის წიწილები უნდა განთავსდეს საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ იმყოფება ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი;

d. ცოცხალი შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი:

(i) უნდა განთავსდეს საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ იმყოფება ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი;

(ii) იქნეს ვაქცინირებული დანიშნულების სადგომზე, თუ ეს გათვალისწინებულია ვაქცინაციის პროგრამით.

e. დასაკლავად განკუთვნილი შინაური ფრინველი უნდა გაიგზავნოს პირდაპირ სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლის მიზნით.

5. ვაქცინაციის ზონაში მდებარე სადგომებიდან ვაქცინაციის ზონის გარეთ მდებარე სადგომებში ცოცხალი შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის და კვერცხის გადაადგილებაზე ვრცელდება შემდეგი სამართლის ნორმები:

a. საინკუბაციო კვერცხი:

(i) აღებული უნდა იქნეს ვაქცინირებული ან არავაქცინირებული სანაშენე გუნდიდან, რომელიც გამოკვლეულ იქნა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და კვლევის შედეგები აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი;

(ii) დეზინფიცირებული უნდა იქნეს გაგზავნამდე, კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული მეთოდის გამოყენებით;

(iii) ტრანსპორტირებულ უნდა იქნეს პირდაპირ დანიშნულების სანაშენეში;

(iv) უნდა იყოს მიკვლევადი სანაშენეს ფარგლებში;

b. კვერცხი აღებული უნდა იქნეს ვაქცინირებული ან არავაქცინირებული კვერცხისმდებელი ფრინველის გუნდიდან, რომელსაც ჩაუტარდა გამოკვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და კვლევის შედეგები აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, და მოხდეს მათი ტრანსპორტირება:

(i) კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ შეფუთვის ცენტრში („სპეციალურად განსაზღვრული შეფუთვის ცენტრი“) იმ პირობით, რომ მათი დაფასოება მოხდება ერთჯერად შეფუთვაში და ამავე დროს დაცული იქნება კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, ან

(ii) კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, რათა მათი განკარგვა და გადამუშავება მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის შესაბამისად;

c. ერთი დღის ასაკის წიწილები:

(i) არ უნდა იყოს ვაქცინირებული;

(ii) უნდა იყოს მიღებული საინკუბაციო კვერცხისგან, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მე-2 აბზაცის (a) ქვეპუნქტს, მე-3 აბზაცის (a) ქვეპუნქტს და მე-4 აბზაცის (a) ქვეპუნქტს;

(iii) უნდა განთავსდეს საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ იმყოფება ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი;

d. ცოცხალი შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი:

(i) არ უნდა იყოს ვაქცინირებული;

(ii) უნდა იქნეს გამოკვლეული დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, და მიღებული უნდა იქნეს დამაკმაყოფილებელი შედეგები;

(iii) განთავსდეს საფრინველეში ან ფარდულში, რომელშიც არ იმყოფება ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი;

e. დასაკლავად განკუთვნილი შინაური ფრინველი უნდა:

(i) იქნეს დატვირთვამდე გამოკვლეული დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მიღებული უნდა იქნეს დამაკმაყოფილებელი შედეგები;

(ii) გაიგზავნოს პირდაპირ სპეციალურად განკუთვნილ სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლის მიზნით.

6. ვაქცინაციის ზონაში არსებული შინაური ფრინველის ხორცთან დაკავშირებით, მიღებული უნდა იქნეს შემდეგი სამართლის ნორმები:

a. ვაქცინირებული შინაური ფრინველისგან მიღებული ხორცის შემთხვევაში, უნდა მოხდეს შინაური ფრინველის:

(i) ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომელიც აკმაყოფილებს DIVA სტრატეგიის მოთხოვნებს;

(ii) შემოწმება და მასზე ტესტების ჩატარება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მიღებული უნდა იქნეს უარყოფითი შედეგები;

(iii) კლინიკურად შემოწმება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ დატვირთვამდე 48 საათის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, სადგომში არსებული ყველა ინდიკატორული ფრინველის შემოწმება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ;

(iv) გაგზავნა პირდაპირ სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლის მიზნით.

b. დასაკლავად გაგზავნილი არავაქცინირებული შინაური ფრინველის ხორცისგან მიღებული ნებისმიერი ხორცის შემთხვევაში, შინაური ფრინველი უნდა დაექვემდებაროს მონიტორინგს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

7. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას ტანხორცის და კვერცხების გადაადგილება სადგომიდან მათი განადგურების მიზნით.

8. არ უნდა იქნეს მიღებული დამატებითი შეზღუდვები შეფუთული კვერცხის და იმ შინაური ფრინველის ხორცის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომელიც ექვემდებარება დაკვლას წინამდებარე დანართის შესაბამისად.

9. წევრი სახელმწიფოებიდან შინაური ფრინველის (მათ შორის, ერთი დღის ასაკის წიწილების), ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილება გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან 54-ე მუხლის თანახმად გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმის დამტკიცებამდე და გაერთიანების დამატებითი ღონისძიებების შეზღუდვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს ნებადართულია მიმღები წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.

დანართი X

(მითითებულია 62(1)-ე მუხლში)

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის კრიტერიუმები

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ შემდეგ კრიტერიუმებს:

1. აუცილებელია კრიზისული ცენტრის შექმნა ეროვნულ დონეზე, რომელიც კოორდინაციას გაუწევს კონტროლის ყველა ღონისძიებას წევრ სახელმწიფოში;

2. წარმოდგენილი უნდა იქნეს დაავადებათა კონტროლის იმ ადგილობრივი ცენტრების სია, რომელთაც აქვთ საჭირო ტექნიკური საშუალებები დაავადებათა კონტროლის ზომების ადგილობრივ დონეზე კოორდინირებისათვის;

3. წარმოდგენილი უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია იმ პერსონალის შესახებ, რომელიც ჩართულია კონტროლის ღონისძიებებში, ასევე მათი პროფესიული უნარების, მოვალეობებისა და მათთვის შემუშავებული მითითებების შესახებ, პირადი დაცვის საჭიროებისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ფრინველის გრიპით გამოწვეული პოტენციურ რისკის გათვალისწინებით;

4. დაავადებათა კონტროლის თითოეულ ადგილობრივ ცენტრს უნდა შეეძლოს სწრაფად დაკავშირება იმ ადამიანებთან ან ორგანიზაციებთან, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან აფეთქებასთან;

5. დაავადების კონტროლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები;

6. წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური მითითებები ინფექციაზე ან დასნებოვნებაზე ეჭვის ან მათი დადასტურების შემთხვევაში მისაღები ზომების, მათ შორის ტანხორცის განადგურების შემოთავაზებული მეთოდების შესახებ;

7. უნდა შეიქმნას პროფესიული მომზადების პროგრამები საველე და ადმინისტრაციულ პროცედურებში უნარების შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით;

8. დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს უნდა ჰქონდეს აღჭურვილობა სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის ჩასატარებლად, სეროლოგიისა და ჰისტოლოგიის საჭირო შესაძლებლობები და ა.შ., და უნდა გააჩნდეს პროფესიული უნარები სწრაფი დიაგნოსტიკისთვის.

მიღებული უნდა იქნეს ზომები ნიმუშების სწრაფი ტრანსპორტირებისთვის.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, ასევე უნდა შეიცავდეს მოკლე მონახაზს ლაბორატორიის მიერ ტესტების ჩატარების საწარმოო შესაძლებლობებისა და აფეთქებასთან გასამკლავებლად საჭირო არსებული რესურსების შესახებ;

9. უნდა შემუშავდეს ვაქცინაციის გეგმა, რომელშიც განხილული იქნება რამდენიმე სცენარი, და მითითებული იქნება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის პოპულაცია, რომელსაც შესაძლოა ჩაუტარდეს ვაქცინაცია, საჭირო ვაქცინის სავარაუდო რაოდენობა და მისი ხელმისაწვდომობა.

10. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათ ტერიტორიაზე კომერციული შინაური ფრინველის სადგომების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამ სფეროში გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილი სხვა შესაბამისი სამართლის ნორმების შეზღუდვის გარეშე.

11. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის აღიარება.

12. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შინაური ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის მქონე ზონების იდენტიფიცირება.

13. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლებრივი უფლებები, რომელიც საჭიროა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების განსახორციელებლად.

დანართი XI

კორელაციის ცხრილი

ეს დირექტივა

დირექტივა 92/40/EEC

მუხლი 1(1)(a), (c)

მუხლი 1(1)(b)

მუხლი 1, პირველი ქვეაბზაცი

მუხლი 1(2)

მუხლი 2(1)

დანართი III

მუხლი 2(2)

დანართი III, მე-3 ქვეაბზაცი

მუხლი 2(3)

 

მუხლი 2, (4)-(15), (17), (20), (21) და (22)-(32) პუნქტები

მუხლი 2(16)

მუხლი 2(b)

მუხლი 2(18)

მუხლი 2(d)

მუხლი 2(19)

მუხლი 2(e)

მუხლი 3 –

მუხლი 4 –

მუხლი 5(1)

მუხლი 3 –

მუხლი 5(2)

მუხლი 5(3)

მუხლი 6(1)

მუხლი 4(2)(g)

მუხლი 6(2)

მუხლი 7(1)

მუხლი 6(3) და (4)

მუხლი 7(1)

მუხლი 4(1)

მუხლი 7(2)(a) და (b)

მუხლი 4(2)(a)

მუხლი 7(2)(c)

მუხლი 4(2)(b)

მუხლი 7(2)(d)

მუხლი 4(2)(c)

მუხლი 7(2)(e) და (g)

მუხლი 4(2)(d)

მუხლი 7(2)(f)

მუხლი 4(2)(e)

მუხლი 7(2)(h)

მუხლი 4(2)(f)

მუხლი 7(3)

მუხლი 4(2)(g)

მუხლი 7(4)

მუხლი 8 –

მუხლი 9 –

მუხლი 4(5)

მუხლი 10 –

მუხლი 11(1)

მუხლი 5(1), შესავალი

მუხლი 11(2), პირველი ქვეაბზაცი

მუხლი 5(1)(a)

მუხლი 11(2), მე-2 და მე-3 ქვეაბზაცები

მუხლი 11(3)

მუხლი 5(1)(a)

მუხლი 11(4)

მუხლი 5(1)(d)

მუხლი 11(5)

მუხლი 5(1)(c) და (d)

მუხლი 11(6) და (7)

მუხლი 5(1)(b)

მუხლი 11(8)

მუხლი 5(1)(e)

მუხლი 11(9)

მუხლი 11(10)

დანართი III, 3(3) თავი

მუხლი 12

მუხლი 13

მუხლი 14

მუხლი 6

მუხლი 15

მუხლი 8

მუხლი 16(1)

მუხლი 9(1)

მუხლი 16(2), (3) და (4)

მუხლი 16(5)

მუხლი 9(6)

მუხლი 17(1)

მუხლი 10

მუხლი 17(2)

მუხლი 13

მუხლი 17(3), (4)

მუხლი 18(a)

მუხლი 9(2)(a)

მუხლი 18(b)

მუხლი 9(2)(b)

მუხლი 18(c)

მუხლი 19(a)

მუხლი 9(2)(c)

მუხლი 19(b), (c) და (d)

მუხლი 19(e), პირველი წინადადება

მუხლი 9(2)(f), შესავალი

მუხლი 19(e), მეორე წინადადება, (f), (g) და (h) ქვეპუნქტები

მუხლი 20

მუხლი 9(2)(g)

მუხლი 21

მუხლი 9(2)(h)

მუხლი 22(1) და (3)

მუხლი 9(2)(e)

მუხლი 22(2)

მუხლი 23(1)

მუხლი 9(2)(f)(i)

მუხლი 23(2)

მუხლი 24(1)

მუხლი 9(2)(f)(ii)

მუხლი 24(2)

მუხლი 25

მუხლი 26(1)

მუხლი 9(2)(f)(iii)

მუხლი 26(2)

მუხლი 27

მუხლი 9(2)(e)

მუხლი 28

მუხლი 29

მუხლი 9(3)

მუხლი 30(a)

მუხლი 9(4)(a)

მუხლი 30(b), (c)

მუხლი 9(4)(b), (c) და (d)

მუხლი 30(d), (e), (g) და (j)

მუხლი 30(f)

მუხლი 9(4)(b)

მუხლი 30(h)

მუხლი 9(4)(e)

მუხლი 30(i)

მუხლი 9(4)(f)

მუხლი 31

მუხლი 9(5)

მუხლი 32

მუხლი 33

მუხლი 34

მუხლი 35

მუხლი 36

მუხლი 37

მუხლი 38

მუხლი 39

მუხლი 40

მუხლი 41

მუხლი 42

მუხლი 43

მუხლი 44

მუხლი 45

მუხლი 46

მუხლი 47

მუხლი 48

მუხლი 11

მუხლი 49

მუხლი 5(1)(f)

მუხლი 50

მუხლი 51(1)

დანართი V

მუხლი 51(2) და (3)

მუხლი 14

მუხლი 51(4)

მუხლი 52

მუხლი 53(1)

მუხლი 16, შესავალი

მუხლი 53(2)

მუხლი 16, პირველი ქვეაბზაცი

მუხლი 53(3)

მუხლი 16(b)

მუხლი 54

მუხლი 16(b)

მუხლი 55

მუხლი 16(a), მეორე ქვეაბზაცი

მუხლი 56

მუხლი 57

მუხლი 58

მუხლი 59

მუხლი 60

მუხლი 18

მუხლი 61

მუხლი 62

მუხლი 17

მუხლი 63(1) და (3)

მუხლი 63(2)

მუხლი 20

მუხლი 64

მუხლი 21

მუხლი 65

მუხლი 66

მუხლი 67

მუხლი 22

მუხლი 68

მუხლი 69

მუხლი 23

დანართი I(1)

დანართი III

დანართი I(2)

დანართი III, მე-3 ქვეაბზაცი

დანართი I(3)

დანართი II

დანართი III

დანართი I

დანართი IV

დანართი V

დანართი VI

დანართი II

დანართი VII

დანართი V

დანართი VIII

დანართი IX

დანართი X

დანართი VI

დანართი XI

 


1 დასკვნა გაცემულია 2005 წლის 1 დეკემბერს (ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში).

2 დასკვნა გაცემულია 2005 წლის 28 სექტემბერს (ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში).

3 ოფიციალური ბიულეტენი, L 167, 22.06.1992, გვ. 1, დირექტივა რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა 2003 წლის მიერთების შესახებ აქტით.

4 ოფიციალური ბიულეტენი, L 142, 04.30.2004, გვ. 1.

5 ოფიციალური ბიულეტენი, L 340, 31.12.1993, გვ 21. დირექტივა რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა საბჭოს რეგულაციით (EC) N1/2005 (ოფიციალური ბიულეტენი, L 3, 05.01.2005, გვ. 1).

6 ოფიციალური ბიულეტენი, L 278, 31.10.2000, გვ. 26. გადაწყვეტილება სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა გადაწყვეტილებით 2002/279/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 99, 16.04.2002, გვ. 17).

7 ოფიციალური ბიულეტენი, L 378, 31.12.1982, გვ. 58. დირექტივა სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა კომისიის გადაწყვეტილებით 2004/216/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 67,05.03.2004, გვ. 27).

8 ოფიციალური ბიულეტენი, L 123, 24.04.1998, გვ. 1. დირექტივა სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა რეგულაციით (EC) N 1882/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 284, 31.10.2003, გვ. 1).

9 ოფიციალური ბიულეტენი, L 273, 10.10.2002, გვ. 1. რეგულაცია სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა კომისიის რეგულაციით (EC) N 416/2005 (OJ L 66, 12.03.2005, გვ. 10).

10 ოფიციალური ბიულეტენი, L 139, 30.04.2004, გვ. 55. შესწორებული ვერსია, ოფიციალური ბიულეტენი, L 226, 25.06.2004, გვ. 22.

11 ოფიციალური ბიულეტენი, L 139, 30.04.2004, გვ. 1. შესწორებული ვერსია, ოფიციალური ბიულეტენი, L 226, 25.06.2004, გვ. 3.

12 ოფიციალური ბიულეტენი, L 184, 17.07.1999, გვ. 23.

13 ოფიციალური ბიულეტენი, C 321, 31.12.2003, გვ. 1.

14 ოფიციალური ბიულეტენი, 121, 29.7.1964, გვ. 1977. დირექტივა სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა რეგულაციით (EC) N 1/2005 (ოფიციალური ბიულეტენი, L 3, 05.01.2005, გვ. 1).

15 ოფიციალური ბიულეტენი, L 18, 23.01.2003, გვ. 11.

16 ოფიციალური ბიულეტენი, L 224, 18.08.1990, გვ. 19.

17 ოფიციალური ბიულეტენი, L 311, 28.11.2001, გვ. 1. დირექტივა სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 2004/28/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 136, 30.04.2004, გვ. 58).

18 ოფიციალური ბიულეტენი, L 136, 04.30.2004, გვ. 1.

19 ოფიციალური ბიულეტენი, L 38, 12.02.1998, გვ. 10.

20 ოფიციალური ბიულეტენი, L 165, 30.04.2004, გვ. 1. შესწორებული ვერსია მოცემულია ოფიციალურ ბიულეტენში, L 191, 28.05.2004, გვ. 1.

21 ოფიციალური ბიულეტენი, L 395, 30.12.1989, გვ. 13. დირექტივა, რომელიც შესწორდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 2004/41/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 157, 30.04.2004, გვ. 33).

22 ოფიციალური ბიულეტენი, L 224, 18.08.1990, გვ. 29. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 2002/33/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 315, 19.11.2002, გვ. 14).

23 ოფიციალური ბიულეტენი, L 31, 01.02.2002, გვ. 1. რეგულაცია რომელიც შესწორდა რეგულაციით (EC) N 1642/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 245, 29.09.2003, გვ. 4).