კომისიის 2006 წლის 23 თებერვლის რეგულაცია (EC) No 401/2006 საკვებ პროდუქტებში მიკოტოქსინების დონის სახელმწიფო კონტროლისთვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების განსაზღვრის შესახებ

კომისიის 2006 წლის 23 თებერვლის რეგულაცია (EC) No 401/2006

საკვებ პროდუქტებში მიკოტოქსინების დონის სახელმწიფო კონტროლისთვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების განსაზღვრის შესახებ

(ტექსტი შეესაბამება ევროპის ეკონომიკურ სივრცეს)

ევროპის გაერთიანების კომისიამ,

ევროპის კავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების გათვალისწინებით,

სურსათისა და ცხოველის საკვების კანონმდებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ცხოველთა კეთილდღეობის წესების დაცვის გადამოწმების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო კონტროლის განხორციელების თაობაზე, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაციის (EC) No 882/20041, კონკრეტულად კი ამ რეგულაციის მე-11(4) მუხლის გათვალისწინებით,

ვინაიდან:

1) კომისიის 2001 წლის 8 მარტის რეგულაცია (EC) No 466/2001, „საკვებ პროდუქტებში გარკვეული დამაბინძურებლების მაქსიმალური დონის განსაზღვრის შესახებ“2, ადგენს გარკვეული სახის საკვებ პროდუქტებში მიკოტოქსინების მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს.

2) ნიმუშების აღებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ლოტში მეტად არაერთგვაროვნად განაწილებული მიკოტოქსინების დონეების ზუსტად განსაზღვრისთვის. აქედან გამომდინარე, საჭიროა ზოგადი კრიტერიუმების დადგენა ნიმუშის აღების მეთოდისთვის.

3) ასევე, საჭიროა იმ ზოგადი კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ანალიზის მეთოდი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაკონტროლებელი ლაბორატორიების მიერ შესრულების შესაბამისი დონის ანალიზის მეთოდების გამოყენება.

4) კომისიის 1998 წლის 16 ივლისის დირექტივა 98/53/EC „საკვებ პროდუქტებში გარკვეული დამაბინძურებლების დონეთა სახელმწიფო კონტროლის მიზნით ნიმუშების აღების მეთოდებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“3 ადგენს ნიმუშის აღების მეთოდებსა და სამუშაო კრიტერიუმებს იმ ანალიზის მეთოდებისთვის, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს საკვებ პროდუქტებში აფლატოქსინების დონეების სახელმწიფო კონტროლის მიზნით.

5) კომისიის 2002 წლის 13 მარტის დირექტივა 2002/26/EC „საკვებ პროდუქტებში ოხრატოქსინი A-ს დონეების სახელმწიფო კონტროლის მიზნით ნიმუშის აღების მეთოდებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“4, კომისიის 2003 წლის 11 აგვისტოს დირექტივა 2003/78/EC „საკვებ პროდუქტებში პატულინის დონეების სახელმწიფო კონტროლის მიზნით ნიმუშის აღების მეთოდებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“5, და კომისიის 2005 წლის 6 ივნისის დირექტივა 2005/38/EC „საკვებ პროდუქტებში ფუზარიუმის ტოქსინების დონეთა სახელმწიფო კონტროლის მიზნით ნიმუშის აღების მეთოდებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“6, ასევე ადგენს ნიმუშის აღების მეთოდებსა და სამუშაო კრიტერიუმებს შესაბამისად ოხრატოქსინი A-ს, პატულინის და ფუზარიუმის ტოქსინებისთვის.

6) ერთი და იგივე პროდუქტის შემთხვევაში სასურველია შეძლებისდაგვარად ნიმუშის აღების ერთი და იგივე მეთოდის გამოყენება მიკოტოქსინების კონტროლის მიზნით. აქედან გამომდინარე, ყველა მიკოტოქსინის სახელმწიფო კონტროლის მიზნით გამოსაყენებელი ნიმუშის აღების მეთოდები და ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები უნდა გაერთიანდეს ერთ სამართლებრივ აქტში, რათა შესაძლებელი იყოს მათი მარტივად გამოყენება.

7) აფლატოქსინები მეტად არაერთგვაროვნად არის გადანაწილებული საქონლის ლოტში, განსაკუთრებით კი სურსათის ლოტში, რომელიც დიდი ნაწილაკებისგან შედგება, მაგალითად ლეღვის ჩირი და მიწის თხილი. იგივე რეპრეზენტატული შედეგის მიღების მიზნით, დიდი ნაწილაკებისგან შემდგარი საკვები პროდუქტების პარტიიდან აღებული გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა აღემატებოდეს მცირე ზომის ნაწილაკებისგან შემდგარი საკვები პროდუქტების პარტიიდან აღებული ნიმუშის წონას. რადგან დამუშავებულ პროდუქტებში მიკოტოქსინების გადანაწილება ზოგადად ნაკლებად არაერთგვაროვანია, ვიდრე დაუმუშავებელ მარცვლოვნების პროდუქტებში, მიზანშეწონილია დამუშავებული პროდუქტების შემთხვევაში ნიმუშის აღების შედარებით მარტივი სამართლის ნორმების დადგენა.

8) აქედან გამომდინარე დირექტივები 98/53/EC, 2002/26/EC, 2003/78/EC და 2005/38/EC უნდა გაუქმდეს.

9) მიზანშეწონილია, რომ წინამდებარე რეგულაციის გამოყენების თარიღი დაემთხვეს კომისიის 2005 წლის 6 ივნისის რეგულაციის (EC) No 856/2005 გამოყენების თარიღს, რომლითაც შესწორებები შევიდა რეგულაციაში (EC) No 466/2001 „ფუზარიუმის ტოქსინების შესახებ“7.

10) წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული ზომები შეესაბამება კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედი კომიტეტის მოსაზრებებს,

მიიღეს წინამდებარე რეგულაცია:

მუხლი 1

საკვებ პროდუქტებში მიკოტოქსინების დონის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს I დანართით განსაზღვრული მეთოდების შესაბამისად.

მუხლი 2

საკვებ პროდუქტებში მიკოტოქსინების დონის სახელმწიფო კონტროლის მიზნით გამოყენებული ანალიზის მეთოდები და ნიმუშების მომზადება უნდა შეესაბამებოდეს II დანართით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

მუხლი 3

გაუქმდეს დირექტივები 98/53/EC, 2002/26/EC, 2003/78/EC და 2005/38/EC. მითითება გაუქმებულ დირექტივებზე განიმარტება როგორც მითითება წინამდებარე რეგულაციაზე.

მუხლი 4

წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის მისი ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

რეგულაციის გამოყენება შესაძლებელია 2006 წლის 1 ივლისიდან.

წინამდებარე რეგულაცია მთლიანად სავალდებულოა და ის უშუალოდ ვრცელდება ყველა წევრ სახელმწიფოზე.

შედგენილია ბრიუსელში, 2006 წლის 23 თებერვალს.

                                                 კომისიის სახელით

                                                მარკოს კიპრიანოუ

                                             კომისიის წევრი

 

დანართი I8

ნიმუშის აღების მეთოდები საკვებ პროდუქტებში მიკოტოქსინების დონის სახელმწიფო კონტროლისთვის

A. ზოგადი დებულებები

სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება რეგულაციის (EC) No 882/2004 დებულებების შესაბამისად. ქვემოთ მოცემული ზოგადი დებულებები გამოიყენება რეგულაციის (EC) No 882/2004 დებულებების შეზღუდვის გარეშე.

A.1. მიზანი და მოქმედების სფერო

საკვებ პროდუქტებში მიკოტოქსინების შემცველობის დონის სახელმწიფო კონტროლისთვის ნიმუშების აღება უნდა მოხდეს წინამდებარე დანართში მითითებული მეთოდების შესაბამისად.

ამგვარად მიღებული გაერთიანებული ნიმუშები განიხილება როგორც მოცემული ლოტის რეპრეზენტატული ნიმუშები.

რეგულაციით (EC) No 466/2001 დადგენილ მაქსიმალურ ზღვართან შესაბამისობა განისაზღვრება ლაბორატორიულ ნიმუშებში დადგენილი დონეების საფუძველზე.

A.2. განმარტებები

წინამდებარე დანართის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

A.2.1. „ლოტი“ ნიშნავს ერთჯერადად მიწოდებული სასურსათო საქონლის იდენტიფიცირებად რაოდენობას, რომელიც შესაბამისი ოფიციალური პირის მიერ განისაზღვრება როგორც საერთო მახასიათებლების როგორიცაა: საერთო წარმომავლობის, სახეობის, შეფუთვის, შემფუთავის, ტვირთის გამგზავნის ან ეტიკეტის მქონე საქონელი;

A.2.2. „ქველოტი“ ნიშნავს დიდი ლოტის კონკრეტულ ნაწილს, რომელთან მიმართებაშიც გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშის აღების მეთოდი; შესაძლებელი უნდა იყოს თითოეული ქველოტის ფიზიკურად განცალკევება და იდენტიფიცირება;

A.2.3. „ინკრემენტალური ნიმუში“ ნიშნავს მასალის რაოდენობას, რომელიც აღებულია ლოტის ან ქველოტის ერთი კონკრეტული ადგილიდან;

A.2.4. „გაერთიანებული ნიმუში“ ნიშნავს ლოტიდან ან ქველოტიდან აღებული ინკრემენტალური ნიმუშების შეჯამებულ საერთო ნიმუშს;

A.2.5. „ლაბორატორიული ნიმუში“ ნიშნავს ლაბორატორიისთვის განკუთვნილ ნიმუშს.

A.3. ზოგადი დებულებები

A.3.1. პერსონალი

ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს წევრი სახელმწიფოს მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირის მიერ.

A.3.2. სანიმუშე მასალა

ნიმუშები აღებულ უნდა იქნეს ცალ-ცალკე თითოეული შესამოწმებელი ლოტიდან. სხვადასხვა მიკოტოქსინებისთვის განსაზღვრული ნიმუშის აღების კონკრეტული სამართლის ნორმების შესაბამისად, დიდი ლოტები უნდა დაიყოს ქველოტებად, მათგან ნიმუშების ცალ-ცალკე აღების მიზნით.

A.3.3. სიფრთხილის ზომები

ნიმუშის აღებისა და მომზადების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ცვლილებები, რომლებიც გავლენას მოახდენს:

– მიკოტოქსინების შემცველობაზე, უარყოფითად იმოქმედებს ანალიტიკურ განსაზღვრაზე ან გაერთიანებულ ნიმუშებს არარეპრეზენტატულად აქცევს;

– იმ სურსათის ლოტების უვნებლობაზე, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშის აღება. ამასთან, მიღებული უნდა იქნეს ყველა საჭირო ზომა იმ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც იღებენ ნიმუშებს.

A.3.4. ინკრემენტალური ნიმუში

შეძლებისდაგვარად ინკრემენტალური ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ლოტის ან ქველოტის სხვადასხვა ადგილიდან. აღნიშნული პროცედურის შეუსრულებლობის შესახებ ჩანაწერი გაკეთდება წინამდებარე I დანართის A.3.8 ნაწილის შესაბამისად.

A.3.5. გაერთიანებული ნიმუშის მომზადება

გაერთიანებული ნიმუში მიიღება ინკრემენტალური ნიმუშების გაერთიანების შედეგად.

A.3.6. რეპლიკატური ნიმუში

განხორციელების, ვაჭრობისა (აკრძალვის) და მითითების (მისათითებელი) მიზნებისთვის განკუთვნილი რეპლიკატური ნიმუშები აღებული უნდა იქნეს ჰომოგენური გაერთიანებული ნიმუშიდან, თუ ასეთი პროცედურა არ ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოების წესებს იმ ბიზნეს-ოპერატორების უფლებების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას ცხოველის საკვების სფეროში.

A.3.7. ნიმუშების შეფუთვა და გადაცემა

თითოეული ნიმუში უნდა მოთავსდეს სუფთა, ინერტულ კონტეინერში, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატურ დაცვას დასნებოვნებისგან და დაზიანებისგან ტრანსპორტირების დროს. მიღებული უნდა იქნეს სიფრთხილის ყველა საჭირო ზომა ტრანსპორტირების ან საწყობში შენახვის დროს ნიმუშის შემადგენლობის შეცვლის პრევენციის მიზნით.

A.3.8. ნიმუშების დალუქვა და ეტიკეტირება

ოფიციალური გამოყენების მიზნით აღებული თითოეული ნიმუში უნდა დაილუქოს მისი აღების ადგილზე, ხოლო მისი იდენტიფიცირება უნდა მოხდეს წევრი სახელმწიფოს წესების შესაბამისად.

ნიმუშის აღების თითოეული შემთხვევისთვის კეთდება ჩანაწერი, რაც თითოეული ლოტის ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, ნიმუშის აღების თარიღისა და ადგილის, ასევე ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მითითებით, რომელიც დახმარებას გაუწევს ქიმიკოს-ანალიტიკოსს.

A.4. ლოტების სხვადასხვა სახეები

სასურსათო საქონლით ვაჭრობა ხორციელდება შეფუთვის გარეშე, კონტეინერებში ან ინდივიდუალურ შეფუთვაში როგორიცაა: ტომრები, პარკები, საცალო შეფუთვა.

ნიმუშის აღების მეთოდი შესაძლოა გამოყენებული იქნეს ყველა ფორმასთან მიმართებაში, რა ფორმითაც არის საქონელი წარმოდგენილი ბაზარზე.

წინამდებარე დანართის სხვა ნაწილებით დადგენილი კონკრეტული სამართლის ნორმების შეზღუდვის გარეშე, შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ფორმულის გამოყენება ისეთი ლოტებიდან ნიმუშების აღებისას, რომლითაც ვაჭრობა ხორციელდება ინდივიდუალურ შეფუთვაში როგორიცაა: ტომრებით, პარკებით, საცალო შეფუთვით.

ნიმუშის აღების სიხშირე (SF) n

=

ლოტის წონა × ინკრემენტალური ნიმუშის წონა

გაერთიანებული ნიმუშის წონა × ინდივიდუალური შეფუთვის წონა

 

– წონა: კგ-ში

– ნიმუშის აღების სიხშირე (SF): ყოველი მე-n ტომარა ან პარკი, საიდანაც უნდა მოხდეს ინკრემენტალური ნიმუშის აღება (ათწილადები უნდა დამრგვალდეს უახლოეს მთელ რიცხვამდე).

B. მარცვლოვნების და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტების ნიმუშის აღების მეთოდი

ნიმუშის აღების ეს მეთოდი გამოიყენება მარცვლოვნებსა და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებულ პროდუქტებში აფლატოქსინის B1, სრული აფლატოქსინის, ოხრატოქსინის A და ფუზარიუმის ტოქსინებისთვის, დადგენილი მაქსიმალური დონეების სახელმწიფო კონტროლის მიზნით.

B.1. ინკრემენტალური ნიმუშის წონა

ინკრემენტალური ნიმუშის წონა უნდა იყოს დაახლოებით 100 გრამი, თუ დანართი I-ის წინამდებარე B ნაწილით სხვაგვარად არ განისაზღვრა.

საცალო შეფუთვაში მოთავსებული ლოტების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე.

100 გრამზე მეტი წონის საცალო შეფუთვის შემთხვევაში, გაერთიანებული ნიმუშის წონა 10 კგ-ზე მეტს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი საცალო შეფუთვის წონა ბევრად აღემატება 100 გრამს, თითოეული საცალო შეფუთვიდან მოხდება 100 გრამის აღება ინკრემენტალური ნიმუშის სახით. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ნიმუშის აღების დროს ან ლაბორატორიაში. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ნიმუშის აღების ამ მეთოდს აქვს მიუღებელი კომერციული შედეგები ლოტის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმების, სატრანსპორტო საშუალების და ა.შ. გამო), შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. მაგალითად, როდესაც ძვირადღირებული პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია 500 გრამიან ან 1 კილოგრამიან საცალო შეფუთვაში, გაერთიანებული ნიმუში მიიღება გარკვეული წერტილოვანი ნიმუშების გაერთიანების შედეგად, რომელთა რაოდენობა არ აღემატება N 1 და N 2 ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობას იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა უდრის N 1 და N 2 ცხრილებით გათვალისწინებული გაერთიანებული ნიმუშის საჭირო წონას.

იმ შემთხვევაში, თუ საცალო შეფუთვის წონა 100 გრამზე ნაკლებია და სხვაობა დიდი არ არის, ერთი საცალო შეფუთვა ჩაითვლება ერთ ინკრემენტალურ ნიმუშად, ხოლო გაერთიანებული ნიმუშის წონა, ამ შემთხვევაში, 10 კგ-ზე ნაკლები იქნება. იმ შემთხვევაში, თუ საცალო შეფუთვის წონა 100 გრამზე ბევრად ნაკლებია, ერთი ინკრემენტალური ნიმუში შედგება ორი ან მეტი საცალო შეფუთვისგან, რომლის წონაც შეძლებისდაგვარად მიახლოებული იქნება 100 გრამთან.

 

B.2. მარცვლოვნების და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტების ნიმუშის აღების მეთოდის ზოგადი კვლევა

ცხრილი N 1

ლოტების ქველოტებად დაყოფა პროდუქტისა და ლოტის წონიდან გამომდინარე

საქონელი

ლოტის წონა (ტონა)

ქველოტების წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა

მარცვლოვნები და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტები

≥ 1 500

500 ტონა

100

10

> 300 და < 1 500

3 ქველოტი

100

10

≥ 50 და ≤ 300

100 ტონა

100

10

< 50

3-100 (*)

1-10

 

(*) დამოკიდებულია ლოტის წონაზე – იხ. ცხრილი N 2.

B.3. მარცვლოვნების და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტების ნიმუშის აღების მეთოდი, როდესაც ლოტები ≥ 50 ტონაზე

– იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ქველოტის ფიზიკურად განცალკევება, თითოეული ლოტი დაყოფილი უნდა იქნეს ქველოტებად, N 1 ცხრილის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ ლოტის წონა ყოველთვის არ უდრის ქველოტების წონის ზუსტ ნამრავლს, ქველოტის წონა შესაძლოა აღემატებოდეს აღნიშნულ წონას მაქსიმუმ 20%-ით. იმ შემთხვევაში, თუ ლოტი არ არის ან შეუძლებელია მისი ფიზიკურად განცალკევება ქველოტებად, ლოტიდან აღებული უნდა იქნეს მინიმუმ 100 ინკრემენტალური ნიმუში;

– ნიმუშების აღება უნდა მოხდეს თითოეული ქველოტიდან ცალ-ცალკე;

– ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა: 100. გაერთიანებული ნიმუშის წონა = 10კგ;

– იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია წინამდებარე ქვეპუნქტში მითითებული ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, რადგან მას აქვს მიუღებელი კომერციული შედეგები ლოტის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმების, სატრანსპორტო საშუალების, და ა.შ. გამო), შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, თუ იგი შეძლებისდაგვარად რეპრეზენტატულია და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული. ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ზემოთ მითითებული ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგ., როდესაც მარცვლოვნების დიდი ლოტი მოთავსებულია საწყობში ან მარცვლოვნები შენახულია სილოსებში9.

B.4. მარცვლოვნების და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტების ნიმუშის აღების მეთოდი, როდესაც ლოტები < 50 ტონაზე

50 ტონაზე ნაკლები მარცვლოვნების და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტების ლოტების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშის აღების გეგმა 10-დან 100-მდე ინკრემენტალური ნიმუშით, ლოტის წონიდან გამომდინარე, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა 1-დან 10 კგ-მდე იქნება. ძალიან მცირე ზომის ლოტების (≤ 0,5 ტონა) შემთხვევაში, შესაძლებელია შედარებით მცირე რაოდენობის ინკრემენტალური ნიმუშების აღება, თუმცა ყველა ინკრემენტალური ნიმუშის გაერთიანების შედეგად მიღებული გაერთიანებული ნიმუში არანაკლებ 1 კგ-ს უნდა შეადგენდეს.

N 2 ცხრილში მოცემული ციფრები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით.

ცხრილი N 2

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა მარცვლოვნების და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტების ლოტის წონის მიხედვით

ლოტის წონა (ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა

(კგ)

≤ 0,05

3

1

> 0,05-≤ 0,5

5

1

> 0,5-≤ 1

10

1

> 1-≤ 3

20

2

> 3-≤ 10

40

4

> 10-≤ 20

60

6

> 20-≤ 50

100

10

 

B.5. ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე

საკვები პროდუქტებიდან ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე შეძლებისდაგვარად უნდა განხორციელდეს I დანართის B ნაწილის დებულებების შესაბამისად.

თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუში საკმარისად რეპრეზენტატულია მოცემული ლოტისთვის, და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული. ნებისმიერ შემთხვევაში, გაერთიანებული ნიმუშის წონა მინიმუმ 1 კგ-ს უნდა შეადგენდეს10.

B.6. ლოტის ან ქველოტის მიღება

– მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება მაქსიმალურ ზღვარს აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით;

– არ მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება მაქსიმალურ ზღვარს გონივრულ ეჭვს მიღმა აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით.

C. ჩირის, მათ შორის ქიშმიშისა და წარმოებული სურსათის, ლეღვის ჩირის გარდა, ნიმუშის აღების მეთოდი

ნიმუშის აღების ეს მეთოდი ითვალისწინებს სახელმწიფო კონტროლის გამოყენებას შემდეგი ერთეულების მაქსიმალური დონეებისთვის:

– აფლატოქსინი B1 და სრული აფლატოქსინი ჩირში, გარდა ლეღვის ჩირისა; და

– ოხრატოქსინი A ქიშმიშში (კორინთული ქიშმიში, ქიშმიში და თეთრი ქიშმიში).

C.1. ინკრემენტალური ნიმუშის წონა

ინკრემენტალური ნიმუშის წონა დაახლოებით 100 გრამს უნდა შეადგენდეს, თუ I დანართის C ნაწილით სხვაგვარად არ განისაზღვრა.

საცალო შეფუთვით წარმოდგენილი ლოტების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე.

100 გრამზე მეტი წონის საცალო შეფუთვის შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა 10 კგ-ზე მეტს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი საცალო შეფუთვის წონა ბევრად აღემატება 100 გრამს, თითოეული საცალო შეფუთვიდან მოხდება 100 გრამის აღება ინკრემენტალური ნიმუშის სახით. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ნიმუშის აღების დროს ან ლაბორატორიაში. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ნიმუშის აღების ამ მეთოდს აქვს მიუღებელი კომერციული შედეგები ლოტის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმების, სატრანსპორტო საშუალების, და ა.შ. გამო), შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. მაგალითად, როდესაც ძვირადღირებული პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია 500 გრამიან ან 1 კილოგრამიან საცალო შეფუთვაში, გაერთიანებული ნიმუშის აღება შესაძლებელია ინკრემენტალური ნიმუშების შეკრებით, რომელთა რაოდენობა არ აღემატება N 1 და N 2 ცხრილებში მითითებულ რაოდენობას იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა შეესაბამება N 1 და N 2 ცხრილებში მითითებულ გაერთიანებული ნიმუშის წონას.

იმ შემთხვევაში, თუ საცალო შეფუთვის წონა 100 გრამზე ნაკლებია და სხვაობა ძალიან დიდი არ არის, ერთი საცალო შეფუთვა ჩაითვლება ერთ ინკრემენტალურ ნიმუშად, ხოლო გაერთიანებული ნიმუშის წონა ამ შემთხვევაში 10 კგ-ზე ნაკლები იქნება. იმ შემთხვევაში, თუ საცალო შეფუთვის წონა 100 გრამზე ბევრად ნაკლებია, ერთი ინკრემენტალური ნიმუში შედგება ორი ან მეტი საცალო შეფუთვისგან, რომლის წონაც შეძლებისდაგვარად მიახლოებული უნდა იყოს 100 გრამთან.

 

C.2. ლეღვის ჩირის გარდა სხვა ხილის ჩირის ნიმუშის აღების მეთოდის ზოგადი კვლევა

ცხრილი N 1

ლოტების ქველოტებად დაყოფა პროდუქტისა და ლოტის წონიდან გამომდინარე

საქონელი

ლოტის წონა (ტონა)

ქველოტების წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა

ჩირი

≥ 15

15-30 ტონა

100

10

< 15

10-100 (*)

1-10

 

(*) ლოტის წონის მიხედვით – იხილეთ წინამდებარე დანართის ამ ნაწილის N 2 ცხრილი.

C.3. ლეღვის ჩირის გარდა სხვა ხილის ჩირის ნიმუშის აღების მეთოდი (ლოტი≥ 15 ტონაზე)

– იმ პირობით, თუ შესაძლებელია ქველოტის ფიზიკურად განცალკევება, თითოეული ლოტი უნდა დაიყოს ქველოტებად N 1 ცხრილის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ ლოტის წონა ყოველთვის არ უდრის ქველოტების წონის ზუსტ ნამრავლს, ქველოტის წონა შესაძლოა აღემატებოდეს აღნიშნულ წონას მაქსიმუმ 20%-ით;

– ნიმუშების აღება უნდა მოხდეს თითოეული ქველოტიდან ცალ-ცალკე;

– ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა: 100. გაერთიანებული ნიმუშის წონა = 10კგ;

– იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ზემოთ აღწერილი ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, რადგან მას აქვს მიუღებელი კომერციული შედეგები ლოტის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმების, სატრანსპორტო საშუალების, და ა.შ. გამო), შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, თუ იგი შეძლებისდაგვარად რეპრეზენტატულია და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული.

C.4. ლეღვის ჩირის გარდა სხვა ხილის ჩირის ნიმუშის აღების მეთოდი (ლოტი < 15 ტონაზე)

ლეღვის ჩირის გარდა 15 ტონამდე წონის სხვა ხილის ჩირის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშის აღების გეგმა 10-დან 100-მდე ინკრემენტალური ნიმუშით, ლოტის წონიდან გამომდინარე, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 1-დან 10 კგ-მდე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებული ციფრები შესაძლოა გამოყენებული იქნეს ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით.

 

ცხრილი N 2

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა ჩირის ლოტის წონის მიხედვით

ლოტის წონა (ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა

≤ 0,1

10

1

> 0,1-≤ 0,2

15

1,5

> 0,2-≤ 0,5

20

2

> 0,5-≤ 1,0

30

3

> 1,0-≤ 2,0

40

4

> 2,0-≤ 5,0

60

6

> 5,0-≤ 10,0

80

8

> 10,0-≤ 15,0

100

10

 

C.5. ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე

საცალო ვაჭრობის ეტაპზე საკვები პროდუქტების ნიმუშის აღება შეძლებისდაგვარად უნდა განხორციელდეს I დანართის წინამდებარე ნაწილის დებულებების შესაბამისად.

თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუში საკმარისად რეპრეზენტატულია მოცემული პარტიისთვის, და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული. ნებისმიერ შემთხვევაში, გაერთიანებული ნიმუშის წონა მინიმუმ 1 კგ-ს უნდა შეადგენდეს11.

C.6. ლეღვის ჩირის გარდა ჰერმეტულ შეფუთვაში მოთავსებული სხვა ხილის ჩირის ნიმუშის აღების კონკრეტული პირობები

15 ტონის ან მეტი წონის მქონე ლოტის შემთხვევაში აღებული უნდა იქნეს მინიმუმ 25 ინკრემენტალური ნიმუში, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ, ხოლო 15 ტონაზე ნაკლები წონის მქონე ლოტის შემთხვევაში, აღებული უნდა იქნეს N 2 ცხრილში მითითებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის 25%, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეესაბამებოდეს სანიმუშე ლოტის წონას (იხ. ცხრილი N 2).

C.7. ლოტის ან ქველოტის მიღება

– მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება მაქსიმალურ ზღვარს აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით;

– არ მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება მაქსიმალურ ზღვარს გონივრულ ეჭვს მიღმა აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით.

D. ლეღვის ჩირის, მიწის თხილისა და თხილის ნიმუშის აღების მეთოდი

ნიმუშის აღების ეს მეთოდი გამოიყენება ლეღვის ჩირში, მიწის თხილსა და თხილში აფლატოქსინის B1 და სრული აფლატოქსინის შემცველობის დადგენილი მაქსიმალური დონეების სახელმწიფო კონტროლის მიზნით.

D.1. ინკრემენტალური ნიმუშის წონა

ინკრემენტალური ნიმუშის წონა დაახლოებით 300 გრამს უნდა შეადგენდეს, თუ I დანართის D ნაწილით სხვაგვარად არ განისაზღვრა.

საცალო შეფუთვით წარმოდგენილი ლოტების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე.

თუ საცალო შეფუთვის წონა 300 გრამს აღემატება, გაერთიანებული ნიმუშის წონა 30 კგ-ზე მეტს უნდა შეადგენდეს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი საცალო შეფუთვის წონა ბევრად აღემატება 300 გრამს, თითოეული საცალო შეფუთვიდან მოხდება 300 გრამის აღება ინკრემენტალური ნიმუშის სახით. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ნიმუშის აღების დროს ან ლაბორატორიაში. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ნიმუშის აღების ამ მეთოდს აქვს მიუღებელი კომერციული შედეგები ლოტის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმების, სატრანსპორტო საშუალების და ა.შ. გამო), შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. მაგალითად, როდესაც ძვირადღირებული პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია 500 გრამიან ან 1 კილოგრამიან საცალო შეფუთვაში, გაერთიანებული ნიმუში მიიღება გარკვეული ინკრემენტალური ნიმუშების გაერთიანების შედეგად, რომელთა რაოდენობა არ აღემატება N 1, N 2 და N 3 ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობას იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა უდრის N 1, N 2 და N 3 ცხრილებით გათვალისწინებული გაერთიანებული ნიმუშის წონას.

იმ შემთხვევაში, თუ საცალო შეფუთვის წონა 300 გრამზე ნაკლებია და სხვაობა დიდი არ არის, ერთი საცალო შეფუთვა ჩაითვლება ერთ ინკრემენტალურ ნიმუშად, ხოლო გაერთიანებული ნიმუშის წონა, ამ შემთხვევაში, 30 კგ-ზე ნაკლები იქნება. იმ შემთხვევაში, თუ საცალო შეფუთვის წონა 300 გრამზე ბევრად ნაკლებია, ერთი ინკრემენტალური ნიმუში შედგება ორი ან მეტი საცალო შეფუთვისგან, რომლის წონაც შეძლებისდაგვარად მიახლოებული უნდა იყოს 300 გრამთან.

D.2. ლეღვის ჩირის, მიწის თხილისა და თხილის ნიმუშის აღების მეთოდის ზოგადი კვლევა

 

ცხრილი N 1

ლოტების ქველოტებად დაყოფა პროდუქტისა და ლოტის წონიდან გამომდინარე

საქონელი

ლოტის წონა (ტონა)

ქველოტების წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა

ლეღვის ჩირი

≥ 15

15-30 ტონა

100

30

< 15

10-100 (*)

≤ 30

მიწის თხილი, ფსტა, ბრაზილიური კაკალი და სხვა თხილეული

≥ 500

100 ტონა

100

30

> 125 და < 500

5 ქველოტი

100

30

≥ 15 და ≤ 125

25 ტონა

100

30

< 15

10-100 (*)

≤ 30

 

(*) ლოტის წონის მიხედვით – იხილეთ წინამდებარე დანართის ამ ნაწილის ცხრილი N 2.

D.3. ლეღვის ჩირის, მიწის თხილისა და თხილის ნიმუშის აღების მეთოდი (ლოტები ≥ 15 ტონაზე)

– იმ პირობით, თუ შესაძლებელია ქველოტის ფიზიკურად განცალკევება, თითოეული ლოტი უნდა დაიყოს ქველოტებად N 1 ცხრილის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ ლოტის წონა ყოველთვის არ უდრის ქველოტების წონის ზუსტ ნამრავლს, ქველოტის წონა შესაძლოა აღემატებოდეს აღნიშნულ წონას მაქსიმუმ 20%-ით;

– ნიმუშების აღება უნდა მოხდეს თითოეული ქველოტიდან ცალ-ცალკე.

– ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა: 100;

– გაერთიანებული ნიმუშის წონა = 30 კგ, რომელიც დაფქვამდე უნდა შეერიოს და დაიყოს სამ თანაბარ, 10 კგ-იან ლაბორატორიულ ნიმუშად (სამ ლაბორატორიულ ნიმუშად დაყოფა საჭირო არ არის მიწის თხილის და თხილის შემთხვევაში, რომელიც ექვემდებარება შემდგომ დახარისხებას ან სხვაგვარ ფიზიკურ გადამუშავებას, და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დანადგარი, რომელსაც შეუძლია 30 კგ-ის წონის ნიმუშის ჰომოგენიზება);

– 10 კგ-ის წონის თითოეული ლაბორატორიული ნიმუში ცალკე უნდა დაიფქვას წმინდად და კარგად შეერიოს სრული ჰომოგენურობის მიღწევის მიზნით II დანართის დებულებების შესაბამისად;

– იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ზემოთ აღწერილი ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, რადგან მას აქვს მიუღებელი კომერციული შედეგები ლოტის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმების, სატრანსპორტო საშუალების, და ა.შ. გამო), შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, თუ იგი შეძლებისდაგვარად რეპრეზენტატულია და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული.

D.4. ლეღვის ჩირის, მიწის თხილისა და თხილის ნიმუშის აღების მეთოდი (ლოტები< 15 ტონაზე)

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა დამოკიდებულია ლოტის წონაზე, რომელიც შესაძლოა შეადგენდეს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 100 კგ-ს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში N 2 მითითებული ციფრები შესაძლოა გამოყენებული იქნეს ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრის და გაერთიანებული ნიმუშის შემდგომი გაყოფის მიზნით.

ცხრილი N 2

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა პარტიის წონისა და გაერთიანებული ნიმუშის ქვედანაყოფების რაოდენობის მიხედვით

ლოტის წონა (ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ.) (საცალო შეფუთვის შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა შესაძლოა განსხვავდებოდეს – იხ. ქვეპუნქტი D.1)

გაერთიანებული ნიმუშიდან აღებული ლაბორატორიული ნიმუშების რაოდენობა

≤ 0,1

10

3

1 (დაყოფის გარეშე)

> 0,1-≤ 0,2

15

4,5

1 (დაყოფის გარეშე)

> 0,2-≤ 0,5

20

6

1 (დაყოფის გარეშე)

> 0,5-≤ 1,0

30

9 (– < 12 კგ)

1 (დაყოფის გარეშე)

> 1,0-≤ 2,0

40

12

2

> 2,0-≤ 5,0

60

18 (– < 24 კგ)

2

> 5,0-≤ 10,0

80

24

3

> 10,0-≤ 15,0

100

30

3

 

– გაერთიანებული ნიმუშის წონა ≤ 30 კგ, რომელიც დაფქვამდე შერეულ უნდა იქნეს და დაიყოს ორ ან სამ თანაბარ ≤ 10 კგ-იან ლაბორატორიულ ნიმუშად (ორ ან სამ ლაბორატორიულ ნიმუშად დაყოფა საჭირო არ არის ლეღვის ჩირის, მიწის თხილისა და თხილის შემთხვევაში, რომლებიც ექვემდებარება შემდგომ დახარისხებას ან სხვაგვარ ფიზიკურ გადამუშავებას, და იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დანადგარი, რომელსაც შეუძლია 30 კგ-იანი ნიმუშის ჰომოგენიზება).

იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა 30 კგ-ზე ნაკლებია, გაერთიანებული ნიმუში უნდა დაიყოს ლაბორატორიულ ნიმუშებად შემდგომი სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით:

– < 12 კგ: ლაბორატორიულ ნიმუშებად დაყოფის გარეშე;

– ≥ 12 – < 24 კგ: ორ ლაბორატორიულ ნიმუშად დაყოფა;

– ≥ 24 კგ: სამ ლაბორატორიულ ნიმუშად დაყოფა.

– თითოეული ლაბორატორიული ნიმუში ცალკე წმინდად უნდა დაიფქვას და კარგად შეერიოს სრული ჰომოგენურობის მიღწევის მიზნით II დანართის დებულებების შესაბამისად.

– იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ზემოთ აღწერილი ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, რადგან მას აქვს მიუღებელი კომერციული შედეგი ლოტის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმების, სატრანსპორტო საშუალების, და ა.შ. გამო), შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, თუ ის შეძლებისდაგვარად რეპრეზენტატულია და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული.

D.5. ნიმუშის აღების მეთოდი წარმოებული სურსათისა და შერეული სურსათის შემთხვევაში

D.5.1. წარმოებული სურსათი, რომლის შემადგენელი ნაწილაკები ძალიან მცირე წონისაა, მაგალითად როგორიცაა ფქვილი, არაქისის კარაქი (აფლატოქსინით დასნებოვნების ერთგვაროვანი განაწილება)

– ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა: 100; 50 ტონაზე ნაკლები წონის ლოტების შემთხვევაში ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა იქნება 10-დან 100-მდე, ლოტის წონის მიხედვით (იხ. ცხრილი N 3),

ცხრილი 3

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა ლოტის წონის მიხედვით

ლოტის წონა (ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა

≤ 1

10

1

> 1-≤ 3

20

2

> 3-≤ 10

40

4

> 10-≤ 20

60

6

> 20-≤ 50

100

10

 

– ინკრემენტალური ნიმუშის წონა დაახლოებით 100 გრამი უნდა იყოს. საცალო შეფუთვაში მოთავსებული ლოტების შემთხვევაში ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე;

– გაერთიანებული ნიმუშის წონა = 1-10 კგ, სათანადოდ შერეული.

D.5.2. გაცილებით დიდი ზომის ნაწილაკების მქონე სხვა წარმოებული სურსათი (აფლატოქსინით დასნებოვნების არაერთგვაროვანი განაწილება)

ნიმუშის აღებისა და მიღების მეთოდი ლეღვის ჩირის, მიწის თხილისა და თხილის შემთხვევაში (D.3 და D.4).

D.6. ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე

საცალო ვაჭრობის ეტაპზე საკვები პროდუქტების ნიმუშის აღება შეძლებისდაგვარად უნდა განხორციელდეს I დანართის წინამდებარე ნაწილის დებულებების შესაბამისად.

თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების სხვა ეფექტური მეთოდების გამოყენება იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუში საკმარისად რეპრეზენტატულია ამ ლოტისთვის, და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, გაერთიანებული ნიმუშის წონა მინიმუმ 1 კგ-ს უნდა შეადგენდეს12.

D.7. ვაკუუმ შეფუთვაში წარმოდგენილი მიწის თხილის, თხილის, ლეღვის ჩირისა და წარმოებული სურსათის ნიმუშის აღების კონკრეტული მეთოდი.

D.7.1. ფსტა, მიწის თხილი, ბრაზილიური კაკალი და ლეღვის ჩირი

15 ტონის ან მეტი წონის ლოტების შემთხვევაში აღებული უნდა იქნეს მინიმუმ 50 ინკრემენტალური ნიმუში, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 30 კგ, ხოლო 15 ტონაზე ნაკლები წონის მქონე ლოტების შემთხვევაში აღებული უნდა იქნეს ცხრილში N 2 მითითებული ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის 50%, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეესაბამებოდეს სანიმუშე ლოტის წონას (იხ. ცხრილი N 2).

D.7.2. თხილი ფსტის და ბრაზილიური კაკლის გარდა

15 ტონის ან მეტი წონის მქონე ლოტების შემთხვევაში, აღებული უნდა იქნეს მინიმუმ 25 ინკრემენტალური ნიმუში, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 30 კგ, ხოლო 15 ტონაზე ნაკლები წონის მქონე ლოტების შემთხვევაში, აღებული უნდა იქნეს ცხრილში N 2 მითითებული ინკრემენტალური ნიმუშების 25%, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეესაბამებოდეს სანიმუშე ლოტის წონას (იხ. ცხრილი N 2).

D.7.3. თხილის, ლეღვისა და მიწის თხილისგან წარმოებული სურსათი მცირე ზომის ნაწილაკებით

15 ტონის ან მეტი წონის მქონე ლოტების შემთხვევაში, აღებული უნდა იქნეს მინიმუმ 25 ინკრემენტალური ნიმუში, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ, ხოლო 15 ტონაზე ნაკლები წონის მქონე ლოტების შემთხვევაში, აღებული უნდა იქნეს ცხრილში N 3 მითითებული ინკრემენტალური ნიმუშების 25%, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეესაბამებოდეს სანიმუშე ლოტის წონას (იხ. ცხრილი N 3).

D.8. ლოტის ან ქველოტის მიღება

– ლეღვის ჩირის, მიწის თხილისა და თხილის შემთხვევაში, რომლებიც ექვემდებარება დახარისხებას ან სხვა სახის ფიზიკურ გადამუშავებას:

– მიიღება, თუ გაერთიანებული ნიმუში ან ლაბორატორიული ნიმუშების საშუალო მაჩვენებელი შეესაბამება მაქსიმალურ ზღვარს აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით;

– არ მიიღება, თუ გაერთიანებული ნიმუში ან ლაბორატორიული ნიმუშების საშუალო მაჩვენებელი აღემატება მაქსიმალურ ზღვარს გონივრულ ეჭვს მიღმა აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით.

– ლეღვის ჩირის, მიწის თხილისა და თხილის შემთხვევაში, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ პირდაპირი მოხმარებისთვის:

– მიიღება, თუ არცერთი ლაბორატორიული ნიმუში არ აღემატება მაქსიმალურ ზღვარს აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით;

– არ მიიღება, თუ ერთი ან მეტი ლაბორატორიული ნიმუში აღემატება მაქსიმალურ ზღვარს გონივრულ ეჭვს მიღმა აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით.

– იმ შემთხვევებში, როდესაც გაერთიანებული ნიმუშის წონა არის 12 კგ. ან უფრო ნაკლები:

– მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება მაქსიმალურ ზღვარს აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით;

– არ მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება მაქსიმალურ ზღვარს გონივრულ ეჭვს მიღმა აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით.

E. სანელებლების ნიმუშის აღების მეთოდი

ნიმუშის აღების ეს მეთოდი ასევე გამოიყენება სანელებლებში აფლატოქსინის B1 და სრული აფლატოქსინის შემცველობის დადგენილი მაქსიმალური დონეების სახელმწიფო კონტროლის მიზნით.

E.1. ინკრემენტალური ნიმუშის წონა

ინკრემენტალური ნიმუშის წონა დაახლოებით 200 გრამი უნდა იყოს, თუ I დანართის E ნაწილით სხვაგვარად არ განისაზღვრა.

საცალო შეფუთვით წარმოდგენილი ლოტების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებულია საცალო შეფუთვის წონაზე.

თუ საცალო შეფუთვის წონა >100 გრამზე, გაერთიანებული ნიმუშის წონა 10 კგ-ზე მეტს უნდა შეადგენდეს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი საცალო შეფუთვის წონა > 100 გრამზე, თითოეული საცალო შეფუთვიდან ინკრემენტალური ნიმუშის სახით აღებული უნდა იქნეს 100 გრამი. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ნიმუშის აღების დროს ან ლაბორატორიაში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის აღების ამ მეთოდს აქვს მიუღებელი კომერციული შედეგები ლოტის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმების, სატრანსპორტო საშუალების და ა.შ. გამო), შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. მაგალითად, როდესაც ძვირადღირებული პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია 500 გრამიან ან 1 კილოგრამიან საცალო შეფუთვაში, გაერთიანებული ნიმუშის მიღება შესაძლებელია ინკრემენტალური ნიმუშების გაერთიანებით, რომელთა რაოდენობა არ აღემატება N 1 და N 2 ცხრილებში მითითებულ რაოდენობას იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა შეესაბამება N 1 და N 2 ცხრილებში მითითებულ გაერთიანებული ნიმუშის წონას.

იმ შემთხვევაში, თუ საცალო შეფუთვის წონა 100 გრამზე ნაკლებია და სხვაობა ძალიან დიდი არ არის, ერთი საცალო შეფუთვა ჩაითვლება ერთ ინკრემენტალური ნიმუშად, ხოლო გაერთიანებული ნიმუშის წონა ამ შემთხვევაში 10 კგ-ზე ნაკლები იქნება. იმ შემთხვევაში, თუ საცალო შეფუთვის წონა 100 გრამზე ბევრად ნაკლებია, ერთი ინკრემენტალური ნიმუში უნდა შედგებოდეს ორი ან მეტი საცალო შეფუთვისგან, რომლის წონაც შეძლებისდაგვარად მიახლოებული უნდა იყოს 100 გრამთან.

E.2. სანელებლების ნიმუშის აღების მეთოდის ზოგადი კვლევა

ცხრილი N 1

ლოტების ქველოტებად დაყოფა პროდუქტისა და ლოტის წონიდან გამომდინარე

საქონელი

ლოტის წონა (ტონა)

ქველოტების წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ)

სანელებლები

≥ 15

25 ტონა

100

10

< 15

5-100 (*)

0,5-10

 

(*) ლოტის წონის მიხედვით – იხილეთ წინამდებარე დანართის ამ ნაწილის ცხრილი N 2.

E.3. სანელებლების ნიმუშის აღების მეთოდი (ლოტები ≥ 15 ტონაზე)

– იმ პირობით, თუ შესაძლებელია ქველოტის ფიზიკურად განცალკევება, თითოეული ლოტი უნდა დაიყოს ქველოტებად N 1 ცხრილის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ ლოტის წონა ყოველთვის არ უდრის ქველოტების წონის ზუსტ ნამრავლს, ქველოტის წონა შესაძლოა აღემატებოდეს აღნიშნულ წონას მაქსიმუმ 20%-ით;

– ნიმუშების აღება უნდა მოხდეს თითოეული ქველოტიდან ცალ-ცალკე;

– ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა: 100. გაერთიანებული ნიმუშის წონა = 10კგ;

– იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ზემოთ აღწერილი ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, რადგან მას აქვს მიუღებელი კომერციული შედეგები ლოტის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმების, სატრანსპორტო საშუალების, და ა.შ. გამო), შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, თუ ის შეძლებისდაგვარად რეპრეზენტატულია და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული.

E.4. სანელებლების ნიმუშის აღების მეთოდი (ლოტები < 15 ტონაზე)

15 ტონამდე წონის სანელებლების ლოტის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშის აღების გეგმა 5-დან 100-მდე ინკრემენტალური ნიმუშით, ლოტის წონიდან გამომდინარე, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 0,5-დან 10 კგ-მდე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილი ციფრები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით.

ცხრილი 2

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა სანელებლების ლოტის წონის გათვალისწინებით

ლოტის წონა (ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა

≤ 0,01

5

0,5

> 0,01-≤ 0,1

10

1

> 0,1-≤ 0,2

15

1,5

> 0,2-≤ 0,5

20

2

> 0,5-≤ 1,0

30

3

> 1,0-≤ 2,0

40

4

> 2,0-≤ 5,0

60

6

> 5,0-≤ 10,0

80

8

> 10,0-≤ 15,0

100

10

E.5. ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე

საკვები პროდუქტების ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად I დანართის ამ ნაწილის დებულებების შესაბამისად.

თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუში საკმარისად რეპრეზენტატულია მოცემული ლოტისთვის, და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული. ნებისმიერ შემთხვევაში გაერთიანებული ნიმუშის წონა მინიმუმ 0,5 კგ-ს უნდა შეადგენდეს.13

E.6. ვაკუუმ შეფუთვით წარმოდგენილი სანელებლების ნიმუშების აღების კონკრეტული მეთოდი

15 ტონის ან მეტი წონის მქონე ლოტების შემთხვევაში, აღებული უნდა იქნეს მინიმუმ 25 ინკრემენტალური ნიმუში, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ, ხოლო 15 ტონაზე ნაკლები წონის მქონე ლოტების შემთხვევაში, აღებული უნდა იქნეს ცხრილში N 2 მითითებული ინკრემენტალური ნიმუშების 25%, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეესაბამებოდეს სანიმუშე ლოტის წონას (იხ. ცხრილი N 2).

E.7. ლოტის ან ქველოტის მიღება

– მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება მაქსიმალურ ზღვარს აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით;

– არ მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება მაქსიმალურ ზღვარს გონივრულ ეჭვს მიღმა აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით.

F. რძისა და რძის პროდუქტების ნიმუშის აღების მეთოდი; ჩვილ ბავშვთა საკვები და დამატებითი საკვები ჩვილი ბავშვებისთვის, მათ შორის რძე, რომელიც განკუთვნილია ჩვილი ბავშვების საკვებად და დამატებით საკვებად ჩვილი ბავშვებისთვის

ნიმუშის აღების ეს მეთოდი გამოიყენება აფლატოქსინის M1 შემცველობის დადგენილი მაქსიმალური დონეების სახელმწიფო კონტროლის მიზნით რძესა და რძის პროდუქტებში, ასევე ჩვილ ბავშვთა საკვებში და დამატებით საკვებში ჩვილი ბავშვებისთვის, მათ შორის რძეში, რომელიც განკუთვნილია ჩვილ ბავშვთა საკვებად და დამატებით საკვებად ჩვილი ბავშვებისთვის, და სპეციალურად, ჩვილი ბავშვებისთვის სპეციალური სამედიცინო მიზნით დამზადებულ დიეტურ სურსათში (რძე და რძის პროდუქტები).

F.1. რძისა და რძის პროდუქტების, ჩვილ ბავშვთა საკვებისა და ჩვილი ბავშვებისთვის დამატებითი საკვების, და ასევე ჩვილ ბავშვთა საკვებად და ჩვილი ბავშვებისთვის დამატებით საკვებად განკუთვნილი რძის ნიმუშის აღების მეთოდი.

გაერთიანებული ნიმუში მინიმუმ 1 კილოგრამს ან 1 ლიტრს უნდა შეადგენდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული შეუძლებელია, მაგ., როდესაც ნიმუში ერთი ბოთლისგან შედგება.

ლოტიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა გათვალისწინებულია N 1 ცხრილით. ინკრემენტალური ნიმუშების დადგენილი რაოდენობა არის ჩვეულებრივი ფუნქცია, სადაც ხდება შესაბამისი პროდუქტის გამოშვება. ჩამოსასხმელი თხევადი პროდუქტის შემთხვევაში, უშუალოდ ნიმუშის აღებამდე ლოტი შეძლებისდაგვარად კარგად უნდა იქნეს შერეული ხელით ან მექანიკური საშუალებით ისე, რომ ამან ზეგავლენა არ მოახდინოს პროდუქტის ხარისხზე. ასეთ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ აფლატოქსინი M1 ერთგვაროვნად არის გადანაწილებული მოცემულ ლოტში. ამგვარად, გაერთიანებული ნიმუშის მისაღებად საკმარისია პარტიიდან სამი ინკრემენტალური ნიმუშის აღება.

ინკრემენტალური ნიმუშები, რომლებიც ხშირად შესაძლოა ბოთლს ან შეკვრას წარმოადგენდეს, ერთი და იგივე წონის უნდა იყოს. ინკრემენტალური ნიმუშის წონა მინიმუმ 100 გრამს უნდა შეადგენდეს, ხოლო გაერთიანებული ნიმუშის წონა − მინიმუმ 1 კილოგრამს ან 1 ლიტრს. აღნიშნული მეთოდის შეუსრულებლობის შესახებ ჩანაწერი გაკეთდება წინამდებარე I დანართის A.3.8 ნაწილის შესაბამისად.

ცხრილი N 1

ლოტიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

გამოშვების ფორმა

ლოტის მოცულობა ან წონა (ლიტრი ან კგ.)

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის მინიმალური მოცულობა ან წონა (ლ. ან კგ.)

ნაყარი მასა

3-5

1

ბოთლი/შეკვრა

≤ 50

3

1

ბოთლი/შეკვრა

50-დან 500-მდე

5

1

ბოთლი/შეკვრა

> 500

10

1

F.2. ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე

საკვები პროდუქტების ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე შეძლებისდაგვარად უნდა განხორციელდეს I დანართის ამ ნაწილის დებულებების შესაბამისად.

თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუში საკმარისად რეპრეზენტატულია მოცემული პარტიისთვის, და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული14.

F.3. ლოტის ან ქველოტის მიღება

– მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება მაქსიმალურ ზღვარს აღდგენისა და გაზომვის ცდომილების (ან ზღვრული მნიშვნელობის − იხ. II დანართის 4.4 ქვეპუნქტი) კორექტირების გათვალისწინებით;

– არ მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება მაქსიმალურ ზღვარს გონივრულ ეჭვს მიღმა აღდგენისა და გაზომვის ცდომილების (ან ზღვრული მნიშვნელობის − იხ. II დანართის 4.4 ქვეპუნქტი) კორექტირების გათვალისწინებით.

G. ყავისა და ყავის პროდუქტების ნიმუშების აღების მეთოდი

ნიმუშის აღების ეს მეთოდი გამოიყენება ოხრატოქსინი A-ს შემცველობის დადგენილი დონეების სახელმწიფო კონტროლის მიზნით ყავის მოხალულ მარცვლებში, ყავის მოხალულ დაფქვილ მარცვალსა და ხსნად ყავაში.

G.1. ინკრემენტალური ნიმუშის წონა

ინკრემენტალური ნიმუშის წონა დაახლოებით 100 გრამს უნდა შეადგენდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა I დანართის წინამდებარე G ნაწილით.

საცალო შეფუთვაში მოთავსებული ლოტების შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებული იქნება საცალო შეფუთვის წონაზე.

100 გრამზე მეტი წონის საცალო შეფუთვის შემთხვევაში, გაერთიანებული ნიმუშის წონა 10 კგ-ზე მეტს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი საცალო შეფუთვის წონა ბევრად აღემატება 100 გრამს, თითოეული საცალო შეფუთვიდან მოხდება ინკრემენტალური ნიმუშის სახით 100 გრამის აღება. აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს ნიმუშის აღების დროს ან ლაბორატორიაში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის აღების ამ მეთოდს აქვს მიუღებელი კომერციული შედეგები ლოტის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმების, სატრანსპორტო საშუალების და ა.შ. გამო), შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. მაგალითად, როდესაც ძვირადღირებული პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია 500 გრამიან ან 1 კილოგრამიან საცალო შეფუთვაში, გაერთიანებული ნიმუშის მიღება შესაძლებელია ინკრემენტალური ნიმუშების შეკრებით, რომელთა რაოდენობა არ აღემატება N 1 და N 2 ცხრილებში მითითებულ რაოდენობას იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუშის წონა შეესაბამება N 1 და N 2 ცხრილებში მითითებულ გაერთიანებული ნიმუშის წონას.

იმ შემთხვევაში, თუ საცალო შეფუთვის წონა 100 გრამზე ნაკლებია და სხვაობა ძალიან დიდი არ არის, ერთი საცალო შეფუთვა ჩაითვლება ერთ ინკრემენტალური ნიმუშად, ხოლო გაერთიანებული ნიმუშის წონა ამ შემთხვევაში 10 კგ-ზე ნაკლები იქნება. იმ შემთხვევაში, თუ საცალო შეფუთვის წონა 100 გრამზე ბევრად ნაკლებია, ერთი ინკრემენტალური ნიმუში უნდა შედგებოდეს ორი ან მეტი საცალო შეფუთვისგან, რომლის წონაც შეძლებისდაგვარად მიახლოებული იქნება 100 გრამთან.

G.2. მოხალული ყავის ნიმუშის აღების მეთოდის ზოგადი კვლევა

ცხრილი N 1

ლოტების ქველოტებად დაყოფა პროდუქტისა და ლოტის წონიდან გამომდინარე

საქონელი

ლოტის წონა (ტონა)

ქველოტების წონა ან რაოდენობა

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ.)

ყავის მოხალული მარცვლები, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვალი და ხსნადი ყავა

≥ 15

15-30 ტონა

100

10

< 15

10-100 (*)

1-10

 

(*) ლოტის წონის გათვალისწინებით – იხ. წინამდებარე დანართის ცხრილი N 2.

G.3. ყავის მოხალული მარცვლების, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლების და ხსნადი ყავის ნიმუშის აღების მეთოდი (ლოტები ≥ 15 ტონაზე)

– იმ პირობით, თუ შესაძლებელია ქველოტის ფიზიკურად განცალკევება, თითოეული ლოტი უნდა დაიყოს ქველოტებად N 1 ცხრილის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ ლოტის წონა ყოველთვის არ ემთხვევა ქველოტების წონის ნამრავლს, ქველოტის წონა შესაძლოა განსხვავდებოდეს მითითებული წონისგან მაქსიმუმ 20%-ით;

– ნიმუშების აღება უნდა მოხდეს თითოეული ქველოტიდან ცალ-ცალკე;

– ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა: 100;

– გაერთიანებული ნიმუშის წონა = 10კგ;

– იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ზემოთ აღწერილი ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, რადგან მას აქვს მიუღებელი კომერციული შედეგები პარტიის დაზიანების გამო (შეფუთვის ფორმების, სატრანსპორტო საშუალების, და ა.შ. გამო), შესაძლებელია ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, თუ ის შეძლებისდაგვარად რეპრეზენტატულია და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული.

G.4. ყავის მოხალული მარცვლების, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლების, ხსნადი ყავის ნიმუშის აღების მეთოდი (ლოტები < 15 ტონაზე)

ყავის მოხალული მარცვლების, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლების, ხსნადი ყავის 15 ტონაზე ნაკლები ლოტის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშის აღების გეგმა 10-დან 100-მდე ინკრემენტალური ნიმუშით ლოტის წონიდან გამომდინარე, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 1-10 კგ. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებული ციფრები შესაძლოა გამოყენებული იქნეს ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით.

 

ცხრილი N 2

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა ყავის მოხალული მარცვლების, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლების და ხსნადი ყავის ლოტის წონის მიხედვით

ლოტის წონა (ტონა)

ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ.)

≤ 0,1

10

1

> 0,1-≤ 0,2

15

1,5

> 0,2-≤ 0,5

20

2

> 0,5-≤ 1,0

30

3

> 1,0-≤ 2,0

40

4

> 2,0-≤ 5,0

60

6

> 5,0-≤ 10,0

80

8

> 10,0-≤ 15,0

100

10

 

G.5. ვაკუუმ-შეფუთვაში მოთავსებული ყავის მოხალული მარცვლების, ყავის მოხალული დაფქვილი მარცვლების და ხსნადი ყავის ნიმუშის აღების მეთოდი

15 ტონის ან მეტი წონის მქონე ლოტების შემთხვევაში, აღებული უნდა იქნეს მინიმუმ 25 ინკრემენტალური ნიმუში, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა იქნება 10 კგ, ხოლო 15 ტონაზე ნაკლები წონის მქონე ლოტების შემთხვევაში, აღებული უნდა იქნეს ცხრილში N 2 მითითებული ინკრემენტალური ნიმუშების 25%, რა შემთხვევაშიც გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა შეესაბამებოდეს სანიმუშე ლოტის წონას (იხ. ცხრილი N 2).

G.6. ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე

საკვები პროდუქტების ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად I დანართის ამ ნაწილის ნიმუშის აღების დებულებების შესაბამისად.

თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუში საკმარისად რეპრეზენტატულია მოცემული ლოტისთვის, და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული. ნებისმიერ შემთხვევაში, გაერთიანებული ნიმუშის წონა მინიმუმ 1 კგ-ს უნდა შეადგენდეს.15

G.7. ლოტის ან ქველოტის მიღება

– მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება მაქსიმალურ ზღვარს აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით;

– არ მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება მაქსიმალურ ზღვარს გონივრულ ეჭვს მიღმა აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით.

H. ხილის წვენების, მათ შორის ყურძნის წვენის, ყურძნის ტკბილის, სიდრის და ღვინის ნიმუშის აღების მეთოდი; ნიმუშის აღების ეს მეთოდი გამოიყენება შემდეგი ნივთიერებების დადგენილი მაქსიმალური დონეების სახელმწიფო კონტროლის მიზნით

– ოხრატოქსინი A ღვინოში, ყურძნის წვენსა და ტკბილში და

– პატულინი ხილის წვენებში, ხილის ნექტარში, ალკოჰოლურ სასმელებში, სიდრში და სხვა ფერმენტირებულ სასმელში, რომელიც მიღებულია ვაშლის გადამუშავების შედეგად ან შეიცავს ვაშლის წვენს.

H.1. ნიმუშის აღების მეთოდი

გაერთიანებული ნიმუში მინიმუმ 1 ლიტრს უნდა შეადგენდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული შეუძლებელია, მაგ., როდესაც ნიმუში ერთი ბოთლისგან შედგება.

ლოტიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა გათვალისწინებულია N 1 ცხრილით. ინკრემენტალური ნიმუშების დადგენილი რაოდენობა არის ჩვეულებრივი სახის ფუნქცია, სადაც ხდება შესაბამისი პროდუქტის გამოშვება. ჩამოსასხმელი თხევადი პროდუქტის შემთხვევაში, უშუალოდ ნიმუშის აღებამდე ლოტი შეძლებისდაგვარად კარგად უნდა იქნეს შერეული ხელით ან მექანიკური საშუალებით ისე, რომ ამან ზეგავლენა არ მოახდინოს პროდუქტის ხარისხზე. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ ოხრატოქსინი A და პატულინი ერთგვაროვნად არის გადანაწილებული მოცემულ ლოტში. ამგვარად, გაერთიანებული ნიმუშის მისაღებად საკმარისია ლოტიდან სამი ინკრემენტალური ნიმუშის აღება.

ინკრემენტალური ნიმუშები, რომლებიც ხშირად შესაძლოა ბოთლს ან შეკვრას წარმოადგენდეს, ერთი და იგივე წონის უნდა იყოს. ინკრემენტალური ნიმუშის წონა მინიმუმ 100 გრამს უნდა შეადგენდეს, ხოლო გაერთიანებული ნიმუში − მინიმუმ 1 კილოგრამს ან 1 ლიტრს. აღნიშნული მეთოდიდან გადახვევის შესახებ ჩანაწერი გაკეთდება წინამდებარე I დანართის A.3.8 ნაწილის შესაბამისად.

 

ცხრილი N 1

ლოტიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

გამოშვების ფორმა

ლოტის მოცულობა (ლიტრი)

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის მინიმალური მოცულობა (ლიტრი)

დაუფასოებელი მასა (ხილის წვენი, ალკოჰოლური სასმელები, სიდრი, ღვინო)

3

1

ბოთლი/შეკვრა

(ხილის წვენი, ალკოჰოლური სასმელები, სიდრი)

≤ 50

3

1

ბოთლი/შეკვრა

(ხილის წვენი, ალკოჰოლური სასმელები, სიდრი)

50-დან 500-მდე

5

1

ბოთლი/შეკვრა

(ხილის წვენი, ალკოჰოლური სასმელები, სიდრი)

> 500

10

1

ბოთლი/შეკვრა ღვინო

≤ 50

1

1

ბოთლი/შეკვრა ღვინო

50-დან 500-მდე

2

1

ბოთლი/შეკვრა ღვინო

> 500

3

1

 

H.2. ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე

საკვები პროდუქტების ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა განხორციელდეს I დანართის ამ ნაწილში მითითებული დებულებების შესაბამისად.16

თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუში საკმარისად რეპრეზენტატულია მოცემული ლოტისთვის, და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული.

H.3. ლოტის ან ქველოტის მიღება

– მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება მაქსიმალურ ზღვარს აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით;

– არ მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება მაქსიმალურ ზღვარს გონივრულ ეჭვს მიღმა აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით.

I. ვაშლისგან დამზადებული ბლანტი კონსისტენციის პროდუქტები და ჩვილი ბავშვებისთვის და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ვაშლის წვენისა და ვაშლის პროდუქტების ნიმუშის აღების მეთოდი

ნიმუშის აღების ეს მეთოდი გამოიყენება პატულინის დადგენილი მაქსიმალური დონეების სახელმწიფო კონტროლის მიზნით, ვაშლისგან დამზადებულ ბლანტი კონსისტენციის პროდუქტებში, მათ შორის ჩვილი ბავშვებისთვის და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ვაშლისგან დამზადებულ ბლანტი კონსისტენციის პროდუქტებში.

I.1. ნიმუშის აღების მეთოდი

გაერთიანებული ნიმუშის წონა უნდა იყოს მინიმუმ 1 კგ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია, მაგ., ერთი შეკვრის ნიმუშის აღებისას.

ლოტიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა გათვალისწინებულია N 1 ცხრილით. თხევადი პროდუქტის შემთხვევაში, უშუალოდ ნიმუშის აღებამდე ლოტი შეძლებისდაგვარად კარგად უნდა იქნეს შერეული ხელით ან მექანიკური საშუალებით. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ პატულინი ერთგვაროვნად არის გადანაწილებული მოცემულ ლოტში. ამგვარად, გაერთიანებული ნიმუშის მისაღებად საკმარისია პარტიიდან სამი ინკრემენტალური ნიმუშის აღება.

ინკრემენტალური ნიმუშები ერთი და იგივე წონის უნდა იყოს. ინკრემენტალური ნიმუშის წონა მინიმუმ 100 გრამს უნდა შეადგენდეს, ხოლო გაერთიანებული ნიმუშის წონა − მინიმუმ 1 კგ-ს. აღნიშნული მეთოდის შეუსრულებლობის შესახებ ჩანაწერი გაკეთდება წინამდებარე I დანართის A.3.8 ნაწილის შესაბამისად.

ცხრილი N 1

ლოტიდან ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

ლოტის წონა (კგ.)

ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ.)

< 50

3

1

50-დან 500-მდე

5

1

> 500

10

1

 

თუ ლოტი ცალკეული შეკვრებისგან შედგება, გაერთიანებული ნიმუშის მიღების მიზნით ასაღები შეკვრების რაოდენობა მოცემულია ცხრილში N 2.

ცხრილი N 2

გაერთიანებული ნიმუშის მიღების მიზნით ასაღები შეკვრების რაოდენობა (ინკრემენტალური ნიმუშები), თუ ლოტი ცალკეული შეკვრებისგან შედგება

ლოტში შეკვრების ან ერთეულების რაოდენობა

ასაღები შეკვრების ან ერთეულების რაოდენობა

გაერთიანებული ნიმუშის წონა (კგ.)

1-დან 25-მდე

1 შეკვრა ან ერთეული

1

26-დან 100-მდე

დაახლოებით 5%, მინიმუმ ორი შეკვრა ან ერთეული

1

> 100

დაახლოებით 5%, მაქსიმუმ 10 შეკვრა ან ერთეული

1

 

I.2. ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე

შეძლებისდაგვარად საკვები პროდუქტების ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე უნდა განხორციელდეს I დანართის B ნაწილში მითითებული დებულებების შესაბამისად. თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუში საკმარისად რეპრეზენტატულია მოცემული ლოტისთვის, და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული.17

I.3. ლოტის ან ქველოტის მიღება

– მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება მაქსიმალურ ზღვარს აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით;

– არ მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება მაქსიმალურ ზღვარს გონივრულ ეჭვს მიღმა აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით.

J. ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათისა და ჩვილი ბავშვებისთვის და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებული სურსათის ნიმუშის აღების მეთოდი

ნიმუშის აღების ეს მეთოდი გამოიყენება პატულინის დადგენილი მაქსიმალური დონეების სახელმწიფო კონტროლის მიზნით, შემდეგი ნივთიერებებისთვის:

– აფლატოქსინი, ოხრატოქსინი A და ფუზარიუმის ტოქსინები ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილ სურსათში და ჩვილი ბავშვებისა და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებულ სურსათში;

– აფლატოქსინი და ოხრატოქსინი A ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეციალური სამედიცინო დანიშნულების დიეტურ საკვებში (რძისა და რძის პროდუქტების გარდა); და

– პატულინი ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ სურსათში, გარდა ჩვილი ბავშვებისა და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებული სურსათისა.

ჩვილი ბავშვებისთვის და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ვაშლის წვენში და ვაშლისგან დამზადებულ ბლანტი კონსისტენციის პროდუქტებში პატულინის დადგენილი მაქსიმალური დონეების კონტროლის მიზნით გამოყენებული იქნება I დანართის I ნაწილით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდი.

J.1. ნიმუშის აღების მეთოდი

– I დანართის B.4 ქვეპუნქტში მითითებული მარცვლოვნებისა და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებული პროდუქტების დადგენილი ნიმუშის აღების მეთოდი გამოყენებული უნდა იქნეს ჩვილი ბავშვებისთვის და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სურსათის შემთხვევაში. შესაბამისად, ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა დამოკიდებული იქნება ლოტის წონაზე, მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 100 ინკრემენტალური ნიმუში I დანართის B.4 ქვეპუნქტში მოცემული N 2 ცხრილის მიხედვით. ძალიან მცირე მოცულობის ლოტების შემთხვევაში (≤ 0,5 ტონა) შესაძლებელია ნაკლები რაოდენობის ინკრემენტალური ნიმუშის აღება, თუმცა ყველა ინკრემენტალური ნიმუშის გაერთიანებული ნიმუში ამ შემთხვევაშიც მინიმუმ 1 კგ-ს უნდა შეადგენდეს.

– ინკრემენტალური ნიმუშის წონა დაახლოებით 100 გრამს უნდა შეადგენდეს. საცალო შეფუთვებით წარმოდგენილი ლოტის შემთხვევაში, ინკრემენტალური ნიმუშის წონა დამოკიდებული იქნება საცალო შეფუთვის წონაზე, ხოლო ძალიან მცირე მოცულობის ლოტების შემთხვევაში (≤ 0,5 ტონა), ინკრემენტალური ნიმუშების წონა იქნება ისეთი, რომ მათი გაერთიანებით მიღებულმა გაერთიანებული ნიმუშის წონამ შეადგინოს მინიმუმ 1 კგ. აღნიშნული მეთოდის შეუსრულებლობის შესახებ ჩანაწერი გაკეთდება წინამდებარე I დანართის A.3.8 ნაწილის შესაბამისად;

– გაერთიანებული ნიმუშის წონა = 1-10 კგ. სათანადოდ შერეული.

J.2. ნიმუშების აღება საცალო ვაჭრობის ეტაპზე

საცალო ვაჭრობის ეტაპზე საკვები პროდუქტების ნიმუშის აღება შეძლებისდაგვარად უნდა განხორციელდეს I დანართის წინამდებარე ნაწილის დებულებების შესაბამისად.

თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია საცალო ვაჭრობის ეტაპზე ნიმუშის აღების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, თუ გაერთიანებული ნიმუში საკმარისად რეპრეზენტატულია მოცემული ლოტისთვის, და სრულად არის აღწერილი და დასაბუთებული.18

J.3. ლოტის ან ქველოტის მიღება

– მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში შეესაბამება მაქსიმალურ ზღვარს აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით;

– არ მიიღება, თუ ლაბორატორიული ნიმუში აღემატება მაქსიმალურ ზღვარს გონივრულ ეჭვს მიღმა აღდგენისა და გაზომვის ცდომილების კორექტირების გათვალისწინებით.

 

დანართი II

საკვებ პროდუქტებში მიკოტოქსინების დონის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ნიმუშის მომზადებისა და გამოყენებული ანალიზის მეთოდების კრიტერიუმები

1. შესავალი

1.1. სიფრთხილის ზომები

რადგან მიკოტოქსინების გავრცელება ზოგადად არაერთგვაროვანია, ნიმუშების მომზადება და განსაკუთრებით კი, ჰომოგენიზაცია უკიდურესად ფრთხილად უნდა განხორციელდეს.

ლაბორატორიის მიერ მიღებული სრული ნიმუში ჰომოგენიზებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ჰომოგენიზაცია ლაბორატორიის მიერ ხორციელდება.

აფლატოქსინის ანალიზის შემთხვევაში, პროცედურის განმავლობაში შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნეს აცილებული დღის სინათლის მოხვედრა, რადგან აფლატოქსინი თანდათან იშლება ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენით.

1.2. მთლიანი თხილის ნაჭუჭის/გულის თანაფარდობის გამოთვლა

რეგულაციით (EC) No 466/2001 დადგენილი აფლატოქსინის ზღვრული ნორმა ეხება საჭმელად ვარგის ნაწილს. საჭმელად ვარგის ნაწილში აფლატოქსინის დონე შესაძლოა განისაზღვროს:

– „ნაჭუჭში“ მოთავსებული თხილის ნიმუშებიდან ნაჭუჭის მოცილებით და აფლატოქსინის დონის განსაზღვრით საჭმელად ვარგის ნაწილში;

– „ნაჭუჭში“ მოთავსებულ თხილზე ნიმუშის მომზადების პროცედურის განხორციელებით. ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდით განისაზღვრება გაერთიანებულ ნიმუშში თხილის გულის წონა. გაერთიანებულ ნიმუშში თხილის გულის წონა დადგინდება მთლიან თხილში თხილის ნაჭუჭსა და თხილის გულს შორის არსებული თანაფარდობის კოეფიციენტის დადგენის შემდეგ. ეს თანაფარდობა გამოიყენება ნიმუშის მომზადებისა და ანალიზის მეთოდის გამოყენების დროს დაუფასოებელი მასის ნიმუშში გულის რაოდენობის დადგენის მიზნით.

დაახლოებით 100 მთლიანი თხილი აღებული უნდა იქნეს ლოტიდან შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ან გამოიყოს თითოეული გაერთიანებული ნიმუშიდან. თანაფარდობა თითოეული ლაბორატორიული ნიმუშისთვის შესაძლოა მიღებული იქნეს მთლიანი თხილის აწონვის, შემდეგ ნაჭუჭის მოცილების და ნაჭუჭისა და გულის განმეორებითი აწონვის გზით.

თუმცა ნაჭუჭისა და გულის თანაფარდობა შესაძლოა დადგენილ იქნეს ლაბორატორიის მიერ რამოდენიმე ნიმუშიდან და გათვალისწინებული იქნეს მომავალი ანალიტიკური მუშაობის დროს. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ლაბორატორიული ნიმუში ეწინააღმდეგება რომელიმე ზღვრულ ნორმას, თანაფარდობა მოცემული ნიმუშისთვის დადგინდება ცალკე, გამოყოფილი დაახლოებით 100 თხილის გამოყენებით.

2. ლაბორატორიაში მიღებული ნიმუშის დამუშავება

თითოეული ლაბორატორიული ნიმუში წმინდად უნდა დაიფქვას და კარგად აირიოს სრული ჰომოგენიზაციის მიღწევისთვის საჭირო პროცედურის გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური დონე ვრცელდება მშრალ ნივთიერებაზე, პროდუქტის მშრალი ნივთიერების შემადგენლობა განისაზღვრება ჰომოგენიზებული ნიმუშის ნაწილზე, მშრალი ნივთიერების შემცველობის ზუსტად განსაზღვრის მეთოდის გამოყენებით.

3. რეპლიკატური ნიმუში

განხორციელების, ვაჭრობისა (აკრძალვის) და მითითების (მისათითებელი) მიზნებისთვის განკუთვნილი რეპლიკატური ნიმუშები აღებული უნდა იქნეს ჰომოგენიზებული გაერთიანებული ნიმუშიდან გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი პროცედურა არ ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოების წესებს იმ ბიზნეს-ოპერატორების უფლებების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას ცხოველის საკვების სფეროში.

4. ლაბორატორიის მიერ გამოსაყენებელი ანალიზის მეთოდი და ლაბორატორიული კონტროლის მოთხოვნები

4.1. განმარტებები

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ყველაზე ხშირად გამოყენებადი განმარტება, რომელთა გამოყენებაც მოეთხოვება ლაბორატორიას:

r = განმეორებადობა, მაჩვენებელი რომელზე ქვემოთაც აბსოლუტური სხვაობა ორი ტესტის შედეგს შორის, რომელიც მიღებულია ერთი და იგივე განმეორებადობის პირობებში, კერძოდ ერთი და იგივე ნიმუშის, ოპერატორის, დანადგარის, ლაბორატორიის და მოკლე ინტერვალის პირობებში, არის კონკრეტული ალბათობის ფარგლებში (ჩვეულებრივ 95%) და მაშასადამე r =2,8 × Sr;

Sr = სტანდარტული გადახრა, რომელიც გამოითვლება განმეორებადობის პირობებში მიღებული შედეგებიდან;

RSDr = ფარდობითი სტანდარტული გადახრა, რომელიც გამოითვლება განმეორებადობის პირობებში მიღებული შედეგებიდან [(Srx) × 100];

R = შედეგის განმეორებადობა, მაჩვენებელი, რომლის ქვემოთაც აბსოლუტური სხვაობა ერთი ტესტის შედეგებს შორის, რომელიც მიღებულია შედეგის განმეორებადობის პირობებში, კერძოდ ოპერატორების მიერ, სტანდარტული ტესტის საშუალებით, სხვადასხვა ლაბორატორიებში მიღებულ იდენტურ მასალაზე, არის გარკვეული ალბათობის ფარგლებში (ჩვეულებრივ 95%); R = 2,8 × SR;

SR = სტანდარტული გადახრა, რომელიც გამოითვლება შედეგის განმეორებადობის პირობებში მიღებული შედეგებიდან;

RSDR = ფარდობითი სტანდარტული გადახრა, რომელიც გამოითვლება შედეგის განმეორებადობის პირობებში მიღებული შედეგებიდან [(SR √x ) ×100].

4.2. ზოგადი მოთხოვნები

სურსათის კონტროლის მიზნით გამოყენებული ანალიზების მეთოდები შესაბამისობაში უნდა იყოს რეგულაციის (EC) No 882/2004 III დანართის 1 და 2 საკითხის დებულებებთან.

 

4.3. კონკრეტული მოთხოვნები

4.3.1. სამუშაო კრიტერიუმები

თუ გაერთიანების კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული საკვებ პროდუქტებში მიკოტოქსინების დონის განსაზღვრის კონკრეტული მეთოდები, ლაბორატორიას უფლება აქვს შეარჩიოს ნებისმიერი მეთოდი, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) სამუშაო კრიტერიუმები აფლატოქსინებისთვის:

კრიტერიუმი

კონცენტრაციის დიაპაზონი

რეკომენდებული მაჩვენებელი

მაქსიმალური დასაშვები მნიშვნელობა

სუფთა ნიმუში

ყველა

უმნიშვნელო

აღდგენა − აფლატოქსინი M1

0,01-0,05 μგ/კგ

60 -120 %

 

> 0,05 μგ/კგ

70 - 110 %

 

აღდგენა − აფლატოქსინი B1, B2, G1, G2

< 1,0 μგ/კგ

50 - 120 %

 

1-10 μგ/კგ

70 - 110 %

 

> 10 μგ/კგ

80 - 110 %

 

სიზუსტის RSDR

ყველა

Horwitz-ის განტოლების მიხედვით

2 × Horwitz-ის განტოლებით მიღებული მაჩვენებელი

 

სიზუსტის RSDr შესაძლოა გამოთვლილ იქნეს როგორც 0,66-ჯერ სიზუსტის RSDR წილის კონცენტრაციაზე.

შენიშვნა:

– მნიშვნელობები რომლებიც ვრცელდება როგორც B1-ზე, ასევე B1 + B2 + G1 + G2 ჯამზე;

– იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ცალკეული აფლატოქსინი B1 + B2 + G1 + G2 ჯამის მითითება, ცნობილი ან ექვივალენტური უნდა იყოს თითოეულის რეაქცია ანალიტიკურ სისტემაზე.

(b) სამუშაო კრიტერიუმები ოხრატოქსინი A-სთვის:

 

დონე μგ/კგ

ოხრატოქსინი A

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

<1

≤ 40

≤ 60

50-დან 120-მდე

1-10

≤ 20

≤ 30

70-დან 110-მდე

 

 

(c) სამუშაო კრიტერიუმები პატულინისთვის:

 

დონე μგ/კგ

პატულინი

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

< 20

≤ 30

≤ 40

50-დან 120-მდე

20-50

≤ 20

≤ 30

70-დან 105-მდე

> 50

≤ 15

≤ 25

75-დან 105-მდე

 

 (d) სამუშაო კრიტერიუმები დეზოქსივანელონისთვის:

 

დონე μგ/კგ

დეზოქსივანელონი

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

> 100-≤ 500

≤ 20

≤ 40

60-დან 110-მდე

> 500

≤ 20

≤ 40

70-დან 120-მდე

 

(e) სამუშაო კრიტერიუმები ზეარალენონისთვის:

 

დონე μგ/კგ

ზეარალენონი

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

≤ 50

≤ 40

≤ 50

60-დან 120-მდე

> 50

≤ 25

≤ 40

70-დან 120-მდე

 

(f) სამუშაო კრიტერიუმები ფუმონიზინი B1 და B2-სთვის:

 

დონე μგ/კგ

ფუმონიზინი B1 ან B2

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

≤ 500

≤ 30

≤ 60

60-დან 120-მდე

> 500

≤ 20

≤ 30

70-დან 110-მდე

 

(g) სამუშაო კრიტერიუმები T-2 და HT-2 ტოქსინისთვის:

 

დონე μგ/კგ

T-2 ტოქსინი

RSDr %

RSDR %

აღდგენა %

50-250

≤ 40

≤ 60

60-დან 130-მდე

> 250

≤ 30

≤ 50

60-დან 130-მდე

 

 

(h) შენიშვნები მიკოტოქსინების სამუშაო კრიტერიუმებთან დაკავშირებით:

– გამოყენებულ მეთოდებში დეტექციის ზღვარი მითითებული არ არის, რადგან სიზუსტის მნიშვნელობები მოცემულია წილის კონცენტრაციის მიხედვით;

– სიზუსტის მნიშვნელობები გამოითვლება Horwitz-ის განტოლებით, კერძოდ კი

RSDR = 2(1-0,5logC)

სადაც:

– RSDR არის ფარდობითი სტანდარტული გადახრა, რომელიც გამოითვლება შედეგის განმეორებადობის პირობებში მიღებული შედეგებიდან [(sRx) × 100];

– C არის კონცენტრაციის კოეფიციენტი (ე.ი. 1 = 100g/100g, 0,001 = 1 000 მგ/კგ).

ეს არის განზოგადებული სიზუსტის განტოლება, რომელიც მიიჩნევა საანალიზო კომპონენტისგან და მატრიცასგან დამოუკიდებლად, თუმცა დამოკიდებულია მხოლოდ კონცენტრაციებზე უმეტესობა ანალიზების რუტინული მეთოდების შემთხვევაში.

4.3.2. მიდგომა − „დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისიანობა

იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სრულიად დადასტურებული ანალიზის მეთოდების შეზღუდული რაოდენობა, სხვა შემთხვევაში მიდგომა − „დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისიანობა“, რომელიც განსაზღვრავს ერთ კონკრეტულ პარამეტრს, ანალიზის მეთოდების დასაშვებობის შესაფასებლად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შესაბამისობის ფუნქცია. შესაბამისობის ფუნქცია არის განუსაზღვრელობის ფუნქცია, რომელიც განსაზღვრავს განუსაზღვრელობის მაქსიმალურ დონეს, რომელიც ითვლება შესაბამისად კონკრეტული მიზნისთვის.

ერთობლივი კვლევებით სავსებით დადასტურებული ანალიზის მეთოდების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით T-2 და HT-2 ტოქსინების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც ადგენს მაქსიმალურ დასაშვებ განუსაზღვრელობას, შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნეს იმ ანალიზის მეთოდის შესაბამისობის შესაფასებლად („დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისიანობა“), რომელსაც იყენებს ლაბორატორია. ლაბორატორიას უფლება აქვს, გამოიყენოს მეთოდი, რომელიც იძლევა შედეგებს მაქსიმალური სტანდარტული ცდომილების ფარგლებში. მაქსიმალური სტანდარტული ცდომილება შესაძლოა გამოთვლილ იქნეს შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

– Uf არის მაქსიმალური სტანდარტული ცდომილება (μგ/კგ);

– LOD არის მეთოდის განსაზღვრის ზღვარი (μგ/კგ);

– α არის მუდმივა, რიცხობრივი კოეფიციენტი, რომელიც გამოიყენება C-ს მნიშვნელობის მიხედვით. გამოსაყენებელი მნიშვნელობები დადგენილია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში;

– C არის წილის კოცენტრაცია (μგ/კგ).

იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის მეთოდით მიღებული შედეგის გაზომვის ცდომილება ნაკლებია მაქსიმალურ სტანდარტულ ცდომილებაზე, ჩაითვლება, რომ მეთოდი თანაბრად შესაბამისია იმ მეთოდისა, რომელიც აკმაყოფილებს 4.3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო კრიტერიუმებს.

 

ცხრილი

რიცხობრივი მნიშვნელობები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს α-სთვის როგორც მუდმივასთვის წინამდებარე ქვეპუნქტში მითითებულ ფორმულაში წილის კონცენტრაციის მიხედვით

C (μგ/კგ)

α

≤ 50

0,2

51-500

0,18

501-1 000

0,15

1 001-10 000

0,12

> 10 000

0,1

 

4.4. გაზომვის ცდომილების შეფასება, აღდგენის გამოთვლა და შედეგების ანგარიშგება19

ანგარიშით წარმოდგენილი ანალიზის შედეგი უნდა იყოს აღდგენაზე დაკორექტირებული ან დაუკორექტირებელი. ანგარიშით წარმოდგენილი უნდა იქნეს ანგარიშგების ფორმა და აღდგენის დონე. აღდგენაზე დაკორექტირებული ანალიზის შედეგი გამოიყენება შესაბამისობის კონტროლის მიზნით.

ანალიზის შედეგების ანგარიშით წარმოდგენა უნდა მოხდეს x +/– U ფორმით, სადაც x არის ანალიზის შედეგი, ხოლო U არის გაფართოებული გაზომვის ცდომილება. U არის გაფართოებული გაზომვის ცდომილება, სადაც დაფარვის ფაქტორი არის 2, რომელიც იძლევა დაახლოებით 95%-იან სანდოობის დონეს.

ცხოველური წარმოშობის სურსათის შემთხვევაში გაზომვის ცდომილების გათვალისწინება შესაძლებელია ასევე მოხდეს ზღვრული მნიშვნელობის (CCα) დადგენით კომისიის გადაწყვეტილების 2002/657/EC20 მიხედვით (დანართის ქვეპუნქტი 3.1.2.5. – დადგენილი დასაშვები ზღვრული ნორმის მქონე ნივთიერებების შემთხვევაში).

ანალიზის შედეგების არსებული ინტერპრეტირების წესები ლოტის მიღების ან მიღებაზე უარის შესახებ ვრცელდება სახელმწიფო კონტროლის მიზნით აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგებზე. აკრძალვის ან მითითების მიზნით ჩატარებული ანალიზების შემთხვევაში, მოქმედებს ეროვნული წესები.

4.5. ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტი

ლაბორატორია უნდა აკმაყოფილებდეს რეგულაციის (EC) No 882/2004 მე-12 მუხლის დებულებებს სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ კანონმდებლობის, ცხოველთა ვეტერინარული და კეთილდღეობის წესების დაცვის გადამოწმების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების თაობაზე.21


1 ოფიციალური ბიულეტენი, L 165, 30.04.2004, გვ. 1, რომელიც შესწორებულია ოფიციალური ბიულეტენით, L 191, 28.05.2004, გვ. 1.

2 ოფიციალური ბიულეტენი, L 77, 16.03.2001, გვ. 1. რეგულაცია, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა რეგულაციით (EC) No 199/2006 (ოფიციალური ბიულეტენი, L 32, 04.02.2006, გვ. 34).

3 ოფიციალური ბიულეტენი, L 201, 17.07.1998, გვ. 93. დირექტივა, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 2004/43/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 113, 20.04.2004, გვ. 14).

4 ოფიციალური ბიულეტენი, L 75, 16.03.2002, გვ. 38. დირექტივა, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 2005/5/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 27, 29.01.2005, გვ. 38).

5 ოფიციალური ბიულეტენი, L 203, 12.08.2003, გვ. 40.

6 ოფიციალური ბიულეტენი, L 143, 07.06.2005, გვ. 18.

7 ოფიციალური ბიულეტენი, L 143, 07.06.2005, გვ. 3.

8 სახელმძღვანელო დოკუმენტი კომპეტენტური უწყებებისთვის აფლატოქსინების შესახებ ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლის თაობაზე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://europa.eu.int/comm/food/food/chemicalsafety/contaminants/aflatoxin_guidance_en.pdf სახელმძღვანელო დოკუმენტში მოცემულია დამატებითი პრაქტიკული ინფორმაცია, თუმცა სახელმძღვანელო დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია ექვემდებარება წინამდებარე რეგულაციის დებულებებს. http://europa.eu.int/comm/food/food/chemicalsafety/contaminants/aflatoxin_guidance_en.pdf

9 სახელმძღვანელო მითითებები ასეთი ლოტებიდან ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 2006 წლის 1 ივლისიდან შემდეგ ვებგვერდზე:

http://europa.eu.int/comm/food/food/chemicalsafety/contaminants/index_en.htm

10 თუ სანიმუშე პორცია იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ-ის წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა შესაძლოა იყოს 1 კგ-ზე ნაკლები.

11 თუ სანიმუშე პორცია იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ.-ის წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა შესაძლოა იყოს 1 კგ-ზე ნაკლები.

12 თუ სანიმუშე პორცია იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ-ის წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა შესაძლოა იყოს 1 კგ-ზე ნაკლები.

13 იმ შემთხვევაში, თუ სანიმუშე პორცია იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 0.5 კგ. გაერთიანებული ნიმუშის მიღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა შესაძლოა 0.5 კგ-ზე ნაკლებიც იყოს.

14 თუ სანიმუშე პორცია იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ-ის წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა შესაძლოა იყოს 1 კგ-ზე ნაკლები.

15 თუ სანიმუშე პორცია იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ-ის წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა შესაძლოა იყოს 1 კგ-ზე ნაკლები.

16 თუ სანიმუშე პორცია იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 ლ. მოცულობის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუშის მოცულობა შესაძლოა იყოს 1 ლიტრზე ნაკლები.

17 თუ სანიმუშე პორცია იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ-ის წონის გაერთიანებული ნიმუშის აღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა შესაძლოა იყოს 1 კგ-ზე ნაკლები.

18 თუ სანიმუშე პორცია იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია 1 კგ-ის წონის გაერთიანებული ნიმუშის მიღება, გაერთიანებული ნიმუშის წონა შესაძლოა იყოს 1 კგ-ზე ნაკლები.

19 დაწვრილებითი ინფორმაცია გაზომვის ცდომილების გამოთვლისა და აღდგენის შეფასების პროცედურებზე ხელმისაწვდომია ანგარიშში – „ანგარიში ანალიზის შედეგებს, გაზომვის ცდომილების, აღდგენის კოეფიციენტსა და სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ ევროპის კავშირის კანონმდებლობის დებულებებს შორის დამოკიდებულებაზე.“ – http://europa.eu.int/comm/food/food/chemicalsafety/contaminants/report-sampling_analysis_2004_en.pdf

20 ოფიციალური ბიულეტენი, L 221, 17.08.2002, გვ. 8. გადაწყვეტილება, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა გადაწყვეტილებით 2004/25/EC (ოფიციალური ბიულეტენი, L 6, 10.01.2004, გვ. 38).

21 ასევე იხილეთ გარდამავალი ზომები, რომელიც გათვალისწინებულია კომისიის 2005 წლის 5 დეკემბრის რეგულაციის (EC) No 2076/2005 მე-18 მუხლით, რომელიც ადგენს გარდამავალ ზომებს ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციების (EC) No 853/2004, 854/2004 და 882/2004 განხორციელებისთვის, და რომლითაც შესწორებები შედის რეგულაციებში (EC) No 853/2004 და 854/2004 (ოფიციალური ბიულეტენი, L 338, 22.12.2005, გვ. 83).