დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 161 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 30/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.019870 |
|
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/03/2014, 010040000.10.003.017846) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის“:
1. 4.2.2 პუნქტის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სასაზღვრო უსაფრთხოების საინფორმაციო ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას, ამ მიმართულებით კოორდინირებას უწევს საინფორმაციო სისტემების, საკომუნიკაციო ქსელების, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებასა და მათ განვითარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საქმიანობის მართვას.“. 2. 5.8.2 პუნქტის მე-7 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ შემუშავებულია და განვითარების პროცესშია სასაზღვრო ოპერაციების საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პროექტი – „სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემა – BOMS“.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები