ევროპული კომისიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება საბჭოს დირექტივის 2005/94/EC თანახმად ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ

ევროპული კომისიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება საბჭოს დირექტივის 2005/94/EC თანახმად ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2005/94/EC
დოკუმენტის მიმღები ევროპის გაერთიანებების კომისია
მიღების თარიღი 04/08/2006
დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2017
სარეგისტრაციო კოდი
2005/94/EC
04/08/2006
ვებგვერდი, 29/03/2017
ევროპული კომისიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება საბჭოს დირექტივის 2005/94/EC თანახმად ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ
ევროპის გაერთიანებების კომისია

ევროპული კომისიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება

საბჭოს დირექტივის 2005/94/EC თანახმად ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ

(შეტყობინება გაკეთებულია დოკუმენტის ნომრით C(2006) 3477)

(ტექსტი შეესაბამება ევროპის ეკონომიკურ სივრცეს)

(2006/437/EC)

ევროპის გაერთიანების კომისიამ,

გაერთიანების ფარგლებში ფრინველის გრიპის საკონტროლო ზომების შესახებ საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის დირექტივის 2005/94/EC გათვალისწინებით, და დირექტივის 92/40/EEC1, კონკრეტულად კი აღნიშნული დირექტივის 50(1)-ე მუხლის მეორე ქვეაბზაცის გაუქმებით,

ვინაიდან:

1) დირექტივა 2005/94/EC განსაზღვრავს ფრინველის გრიპის მეთვალყურეობასთან და ადრეულ სტადიაზე გამოვლენასთან დაკავშირებულ რიგ აღმკვეთ ღონისძიებებს, აგრეთვე იმ მინიმალურ საკონტროლო ღონისძიებებს, რომლებიც გატარებული უნდა იქნეს შინაურ ფრინველებში ან სხვა მოშინაურებულ ფრინველში აღნიშნული დაავადების აფეთქების შემთხვევაში;

2) ფრინველის გრიპის აფეთქების დადასტურების მიზნით, აუცილებელია გაერთიანების დონეზე შემუშავდეს დიაგნოსტიკური პროცედურები, ნიმუშის აღების მეთოდები და ლაბორატორიული ტესტების შედეგების შეფასების კრიტერიუმები;

3) დირექტივის 2005/94/EC VII დანართი განსაზღვრავს გაერთიანების ფარგლებში ფრინველის გრიპის რეფერალური ლაბორატორიის ფუნქციებსა და მოვალეობებს წევრ სახელმწიფოებში აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოყენებული მეთოდების კოორდინაციასთან დაკავშირებით კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე. აღნიშნული ფუნქციები და მოვალეობები მოიცავს პერიოდული შედარებითი ტესტების ორგანიზებას და სტანდარტული რეაქტივების მიწოდებას გაერთიანების დონეზე;

4) ბოლო დროს შემუშავდა ლაბორატორიული ტესტები ფრინველის გრიპის სწრაფი დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის მიზნით;

5) ბოლო წლების განმავლობაში ფრინველის გრიპის კონტროლისას მიღებული გამოცდილების შედეგად მოხდა სხვადასხვა სიტუაციებში აღნიშნული დაავადების შესაბამისი დიაგნოსტიკისათვის საჭირო ნიმუშის აღებისა და ლაბორატორიული ტესტების შეფასების კრიტერიუმების მეტად ხელსაყრელი პროცედურების იდენტიფიცირება;

6) წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ღონისძიებები შეესაბამება კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედი კომიტეტის მოსაზრებებს,

მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:

მუხლი 1

დამტკიცდეს დირექტივით 2005/94/EC გათვალისწინებული და წინამდებარე გადაწყვეტილების დანართის სახით წარმოდგენილი დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო.

მუხლი 2

წევრი სახელმწიფოების მიერ წინამდებარე დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო გამოყენებული უნდა იქნეს მათ მიერ დირექტივის 2005/94/EC ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანის დღიდან ან 2007 წლის 1 ივლისიდან, რომელიც უფრო ადრე იქნება.

მუხლი 3

წინამდებარე გადაწყვეტილება ეხება წევრ სახელმწიფოებს.

შედგენილია ბრიუსელში, 2006 წლის 4 აგვისტოს.

                                    კომისიის სახელით

                                  მარკოს კიპრიანოუ

                              კომისიის წევრი

 

დანართი

ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო

თავი I

შესავალი, მიზნები და განმარტებები

1. გაერთიანებაში ფრინველის გრიპის (AI) დიაგნოსტიკის ერთგვაროვანი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით, წინამდებარე სახელმძღვანელო განსაზღვრავს:

(a) რეკომენდაციებსა და მინიმალურ მოთხოვნებს დიაგნოსტიკის პროცედურებთან, ნიმუშების აღების მეთოდებთან და ფრინველის გრიპის შესაბამისი დიაგნოსტიკისათვის ჩატარებული ლაბორატორიული ტესტების შედეგების შეფასებასთან დაკავშირებით;

(b) ლაბორატორიულ ტესტებს, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკისათვის, და ფრინველის გრიპის ვირუსის იზოლატების გენოტიპისათვის გამოყენებულ ლაბორატორიულ მეთოდს;

(c) მინიმალურ ბიოუსაფრთხოების მოთხოვნებს და ხარისხის სტანდარტებს, რომლებიც დაცული უნდა იქნეს დიაგნოსტიკური ლაბორატორიების მიერ და ნიმუშების ტრანსპორტირებისას.

2. წინამდებარე დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო განკუთვნილია ფრინველის გრიპის კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანოებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული ძირითადად ეხება ლაბორატორიული ტესტების პრინციპებსა და მათ გამოყენებას, ტესტების შედეგების შეფასებასა და ლაბორატორიულ მეთოდს.

3. წინამდებარე დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს მიზნებისათვის, დირექტივის 2005/94/EC მე-2 მუხლით დადგენილი განმარტებების გარდა, გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

„დიაგნოსტიკისათვის განკუთვნილი ნიმუში“ ნიშნავს ნებისმიერ ცხოველურ მასალას, მათ შორის ცხოველის ტანხორცს, რომლის ტრანსპორტირებაც ხორციელდება დიაგნოსტიკური ან კვლევითი მიზნებისათვის, ცოცხალი დაინფიცირებული ცხოველების გარდა.

4. შინაურ ფრინველებში ან სხვა მოშინაურებულ ფრინველში ფრინველის გრიპის დადასტურება უნდა მოხდეს წინამდებარე დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურების, ნიმუშის აღების მეთოდებისა და ლაბორატორიული ტესტების შედეგების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და უნდა ეფუძნებოდეს (a), (b) და (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთ ან მეტ კრიტერიუმს:

(a) ინფექციური ვირუსის, ანტიგენის ან სპეციფიკური გენეტიკური მასალის გამოვლენა შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ქსოვილებში, სისხლში ან ექსკრემენტებში;

(b) აღნიშნულ ფრინველებში დაავადების კლინიკური ნიშნებისა და სიკვდილის შემდგომი დაზიანებების გამოვლენა;

(c) აღნიშნული ფრინველების სისხლის ნიმუშებში სპეციფიკური იმუნური რეაქციის გამოვლენა.

5. ძუძუმწოვრების მაღალპათოგენური ან H5 ან H7 დაბალპათოგენური მქონე ფრინველური წარმოშობის A ტიპის გრიპის ვირუსით დაინფიცირების დადასტურება უნდა ეფუძნებოდეს (a) ან (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთ ან მეტ კრიტერიუმს:

(a) ფრინველის გრიპის ინფექციური ვირუსის, ანტიგენის ან სპეციფიკური გენეტიკური მასალის გამოვლენა ძუძუმწოვრების ქსოვილის, სისხლის ან ექსკრემენტის ნიმუშებში;

(b) ძუძუმწოვრების სისხლის ნიმუშებში ფრინველის გრიპზე სპეციფიკური იმუნური რეაქციის გამოვლენა.

6. ლაბორატორიული ტესტების ჩატარების პროცედურები, ნიმუშის აღების მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა:

(a) განისაზღვროს წინამდებარე დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოში; ან

(b) იყოს სანქცირებული კომპეტენტური ორგანოს მიერ იმ პირობით, თუ:

(i) სანქცირებული ლაბორატორიული ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიკურობა არის ეფექტური ფრინველის გრიპთან მიმართებაში გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიის მიერ ორგანიზებული შედარებითი ტესტის შესაბამისად (გაერთიანების რეფერალური ლაბორატორია); ან

(ii) იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიის მიერ არ განხორციელდება ამგვარი შეფასება კონკრეტული ტიპის ლაბორატორიულ ტესტთან მიმართებაში, სანქცირებული ლაბორატორიული ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა უნდა დამტკიცდეს ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის მიერ ისე, რომ აღნიშნული ტესტი აკმაყოფილებდეს მისი გამოყენების მიზანს; ამგვარი დამტკიცების შედეგები განსახილველად უნდა წარედგინოს გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას.

თავი II

ფრინველის გრიპის აღწერა განსაკუთრებით დიფერენციალურ დიაგნოზთან მიმართებაში

1. ეტიოლოგია და ვირულენტობა

ფრინველის გრიპი წარმოადგენს მეტად გადამდებ ვირუსულ ინფექციას, რომელიც გამოწვეულია Orthomyxoviridae ოჯახის, influenzavirus A გვარის ვირუსებით. A ტიპის გრიპის ვირუსი არის ერთადერთი ორთომიქსოვირუსი, რომლითაც ცნობილია რომ ინფიცირდებიან ფრინველები. დადგინდა, რომ ფრინველების მრავალი სახეობა არის მგრძნობიარე A ტიპის გრიპის ვირუსთან მიმართებაში; წყლის ფრინველები წარმოადგენენ აღნიშნული სახის ვირუსის ძირითად რეზერვუარს, თუმცა იზოლატების უმეტესობა ხასიათდება დაბალი პათოგენურობით ქათმებსა და ინდაურებში, რომლებიც არიან ეკონომიური მნიშვნელობის მქონე ძირითადი ფრინველები, რომლებზედაც ზეგავლენას ახდენს დაავადება.

A ტიპის გრიპის ვირუსს გააჩნია ანტიგენურად დაკავშირებული ნუკლეოპროტეინები და ანტიგენურად დაკავშირებული მატრიქსის პროტეინები, თუმცა კლასიფიცირებულია ქვეტიპებად ზედაპირული გლიკოპროტეინების ჰემაგლუტინინთან (HA) და ნეირამინიდაზასთან (NA) ანტიგენული კავშირის საფუძველზე. ამჟამად ცნობილია 16 HA ქვეტიპები (H1–H16) და 9 NA ქვეტიპები (N1–N9). თითოეულ A გრიპის ვირუსს ნებისმიერ კომბინაციაში გააჩნია ერთი HA და ერთი NA ანტიგენი.

A ტიპის გრიპის ვირუსი იყოფა ორ ჯგუფად ამ დაავადებისადმი მგრძნობიარე ფრინველებში დაავადების გამოწვევის უნარის მიხედვით, კერძოდ:

(a) მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის (HPAI) ვირუსი, რომელიც იწვევს ძალიან სერიოზულ დაავადებას დაინფიცირებული შინაური ფრინველების გენერალიზებული ინფექციით, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს ფრინველების გუნდის მაღალი სიკვდილიანობა (100%-მდე);

(b) დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის (LPAI) ვირუსი, რომელიც იწვევს მსუბუქ, ძირითადად რესპირატორულ დაავადებას ფრინველებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაავადების გამწვავება არ ხდება სხვა კოინფექციით ან ფაქტორებით.

გარეული ფრინველები, განსაკუთრებით კი გადამფრენი გარეული წყლის ფრინველები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ A ტიპის გრიპის ვირუსის რეზერვუარის სახით, რაც გამოიხატება გარეული ფრინველების HA და NA ქვეტიპების თითქმის ყველა შესაძლო კომბინაციის იზოლირებით. ზოგადად, დაინფიცირებული შინაური ფრინველებისგან მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის გავრცელების შემთხვევების გარდა, გარეულ ფრინველებში ვლინდება მხოლოდ დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი.

ფრინველების ფერმაში ფრინველის გრიპის ვირუსის პირველადი შეტანა სავარაუდოდ ხდება გარეულ ფრინველებთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის შედეგად.

შესაძლებელია, რომ შინაურ ფრინველებში გარეული რეზერვუარიდან შემოტანილი დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობდეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები მსუბუქია ან საერთოდ არ არის გამოხატული.

შინაურ ფრინველებში შეღწევისთანავე დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის H5 და H7 შტამის ქვეტიპებმა შესაძლოა განიცადოს მუტაცია მაღალპათოგენურ ფრინველის გრიპის შტამებად. დღეისათვის, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის გამომწვევად განისაზღვრება მხოლოდ H5 და H7 ქვეტიპის ვირუსები.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, შეიძლება რამდენიმე მექანიზმი იწვევდეს დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსად მუტაციას, აღნიშნული მუტაციის გამომწვევი ფაქტორები კვლავაც უცნობია. რიგ შემთხვევებში, გარეული ფრინველებიდან ვირუსის შეღწევის შემდეგ მუტაცია პირველად ადგილზე ხორციელდება სწრაფად, ხოლო სხვა შემთხვევებში, დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსი შინაურ ფრინველებში მიმდინარეობს თვეების განმავლობაში, სანამ მოხდება მისი მუტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, საერთოდ თუ მოხდება და როდის მოხდება მუტაცია. თუმცა, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ რაც უფრო მეტადაა დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი გავრცელებული შინაურ ფრინველებში, მით უფრო მაღალია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსად მუტაციის შესაძლებლობა.

რთულია საინკუბაციო პერიოდის განსაზღვრა, რომელიც სავარაუდოდ იცვლება ვირუსის შტამისა და ვირუსის მატარებლის მიხედვით, ზოგადად აღნიშნული პერიოდი გრძელდება ხუთიდან ექვს დღემდე, თუმცა ცალკეულ ფრინველებთან მიმართებაში აღნიშნული ვადა მერყეობს რამდენიმე საათიდან შვიდ დღემდე.

2. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით დაინფიცირებული ფრინველების კლინიკური ნიშნები

კლინიკური ნიშნები საკმაოდ ცვლებადია და მათზე ზეგავლენას ახდენს ისეთი ფაქტორი როგორიცაა: მაინფიცირებელი ვირუსის ვირულენტობა, დაინფიცირებული სახეობები, ასაკი, სქესი, თანმხვედრი დაავადებები და გარემო.

ადრეული ნიშნები შესაძლოა მოიცავდეს უმადობას, წყლის მიღების შემცირებას და სიკვდილიანობის შედარებით დაბალ მაჩვენებელს. თუმცა შესაძლოა, დაავადება მოულოდნელად გამოვლინდეს ფრინველების გუნდში და ბევრი ფრინველი დაიღუპოს პროდრომალური ნიშნების გარეშე ან დეპრესიის, უმადობის, აბურძგნული ბუმბულის ან ცხელების მინიმალური ნიშნების გამოვლინების ფონზე. ზოგადად, რაც უფრო დიდხანს ცოცხლობს ფრინველი, მით მეტადაა გამოვლენილი კლინიკური ნიშნები. ნიშნების გამოვლენის პერიოდი დამოკიდებულია ვირუსზე, ვირუსის მატარებელზე, საწყის მაინფიცირებელ დოზასა და სამეურნეო სისტემაზე. საბროილერო შენობებთან შედარებით ვირუსი უფრო ნელა ვრცელდება გალიებში მოთავსებულ კვერცხისმდებელ ქათმებში ან შენობებს გარეთ მყოფ ფრინველებში.

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით დაინფიცირებული ქათმები თავდაპირველად შესაძლოა დებდნენ რბილნაჭუჭიან კვერცხებს, თუმცა მალევე შეწყვიტონ კვერცხის დება. დაინფიცირებული ფრინველები ხშირად სხედან ან დგანან ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში და თავით ეხებიან მიწას. ფრინველის ქედები და საყურეები არის ციანოტური და შეშუპებული, და შესაძლოა ბოლოებზე აღენიშნებოდეს პეტექიალური ან ციანოტური სისხლჩაქცევები. ხშირად წარმოდგენილი არის დიდი რაოდენობით წყლიანი ფაღარათი და ფრინველებს აქვთ წყურვილის მოჭარბებული შეგრძნება. შესაძლოა გართულდეს სუნთქვა და ადგილი ჰქონდეს მოჭარბებულ ცრემლდენას. სისხლჩაქცევები შესამჩნევია კანის იმ ნაწილებზე, რომლებიც არ არის დაფარული ბუმბულით. ფრინველთა გუნდის სიკვდილიანობის კოეფიციენტი მერყეობს 50-დან 100%-მდე.

სხვა შინაურ ფრინველებთან შედარებით ბროილერში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის ნიშნები ნაკლებად არის გამოვლენილი და როგორც წესი, მოიცავს მწვავე დეპრესიას და უმადობას, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა შესაძლოა წარმოადგენდეს პირველ გამოვლენილ პათოლოგიას. აგრეთვე, შესაძლოა აღინიშნებოდეს სახისა და კისრის შეშუპება და ისეთი ნევროლოგიური ნიშნები როგორიცაა კისერმრუდობა და ატაქსია.

ინდაურებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსი ჰგავს შინაურ ქათმებში გამოვლენილ ვირუსს, თუმცა ზოგი მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსი მეტად ვირულენტურია ინდაურებში სხვა ვირუსებთან შედარებით.

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით დაინფიცირებულ ბატებში დეპრესიის, უმადობისა და დიარეის ნიშნები ჰგავს კვერცხისმდებელ ქათმებში გამოვლენილ იგივე ნიშნებს, თუმცა ხშირად ვლინდება შეშუპებული სინუსებით. შედარებით მცირე ასაკის ფრინველებში შესაძლოა გამოვლინდეს ნევროლოგიური ნიშნები.

იხვების მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა არ იქნეს გამოვლენილი კლინიკური ნიშნები, თუმცა აღმოჩნდა რომ ზოგი შტამი იწვევს ბატებში გამოვლენილი ნიშნების მსგავს ნიშნებს სიკვდილიანობასთან ერთად.

კლინიკური ნიშნები შესაძლოა არ გამოვლინდეს დაბალ და მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით სირაქლემების დაინფიცირების დროს. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა იტალიაში 1999 და 2000 წლებში, ციცარი და იაპონური მწყერი მგრძნობიარე აღმოჩნდა ინფექციის მიმართ, რომელთა ნიშნები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰგავდა ქათმებსა და ინდაურებში გამოვლენილ დაავადების ნიშნებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს. თუმცა გარკვეული ექსპერიმენტული კვლევების შედეგად, გამოვლენილი იქნა ციცრის მედეგობა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ზოგიერთი შტამის მიმართ. ყველა ფრინველში, ვაქცინაციის ან ბუნებრივი დაინფიცირების შედეგად H ქვეტიპის ანტისხეულების არსებობა შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით დაინფიცირებამ არ გამოიწვია აშკარა კლინიკური ნიშნების გამოვლენა.

3. სიკვდილის შემდგომი დაზიანებები მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით დაინფიცირებულ ფრინველში

მწვავე დაავადების შედეგად დაღუპულ ფრინველებში შესაძლოა გამოვლენილი იქნეს მინიმალური დაზიანებები, რომლებიც მოიცავს შინაგანი ორგანოებისა და კუნთების გაუწყლოებას და ჰიპერემიას.

დაავადების ხანგრძლივი კლინიკური მიმდინარეობის შედეგად დაღუპულ ფრინველებში, მთელ სხეულზე ჩნდება პეტექიალური და ციანოტური სისხლჩაქცევები, კერძოდ კი ხორხზე, სასულეზე, კუჭწინა აბგასა და ეპიკარდიალურ ცხიმზე და მკერდის ძვალის მიმდებარე სეროზულ ზედაპირზე. ვლინდება მასიური კანქვეშა შეშუპება, განსაკუთრებით თავისა და გალოს ძვლის მიდამოებში. ტანხორცი შესაძლოა გაუწყლოებული იყოს. ყვითელი ან ნაცრისფერი ფერის ნეკროტული კერები შესაძლოა აღინიშნებოდეს ელენთაში, ღვიძლში, თირკმელებსა და ფილტვებში. საჰაერო ჩანთებში შესაძლოა აღინიშნებოდეს გამონადენი. ელენთა შესაძლოა იყოს გადიდებული და აღენიშნებოდეს სისხლჩაქცევა.

ჰისტოლოგიური თვალსაზრისით, ფრინველის გრიპი ხასიათდება სისხლძარღვთა სისტემის დარღვევებით, რასაც შედეგად მოჰყვება შეშუპება, სისხლჩაქცევა და სისხლძარღვების ირგვლივ ლიმფოციტებისა და პლაზმის დაგროვება, განსაკუთრებით კი, გულის კუნთში, ელენთაში, ფილტვებში, ტვინში, პანკრეასსა და საყურეებში. ნეკროტული კერები წარმოდგენილია ფილტვებში, ღვიძლსა და თირკმელებში. ტვინში შესაძლოა აღინიშნებოდეს გლიოზი, სისხლძარღვების პროლიფერაცია და ნეიროდეგენერაცია.

4. დიფერენციალური დიაგნოზი

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის დიფერენციალური დიაგნოზის დასმისას განსაკუთრებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი დაავადებები:

(a) სხვა დაავადებები, რომლებიც იწვევს უეცარი მაღალი სიკვდილიანობის დონეს, როგორიცაა:

(i) ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადება;

(ii) ინფექციური ლარინგოტრაქეიტი;

(iii) იხვის ჭირი;

(iv) მწვავე მოწამვლა.

(b) სხვა დაავადებები, რომლებიც იწვევს ქედისა და საყურეების შეშუპებას, როგორიცაა:

(i) ფრინველის მწვავე ქოლერა და სხვა სეპტიცემიური დაავადებები;

(ii) ქედისა და საყურეების კანის ბაქტერიული ანთება.

5. კლინიკური ნიშნები დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით დაინფიცირებულ ფრინველებში

დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადების სიმწვავეზე ზეგავლენას ახდენს:

(a) ვირუსის შტამი;

(b) ვირუსის მატარებლის სახეობა და ასაკი;

(c) ვირუსის მატარებლის იმუნური სტატუსი ვირუსთან მიმართებაში, კერძოდ კი სხვა ინფექციის აღმძვრელების არსებობა, როგორიცაა:

(i) პასტეურელა (Pasteurella spp.);

(ii) ნიუკასლის დაავადების ვირუსები (სავაქცინე შტამების ჩათვლით);

(iii) ფრინველის პნევმოვირუსი, ინფექციური ბრონქიტის ვირუსი;

(iv) ეშერიხია კოლი (E. coli);

(v) მიკოპლაზმა (Mycoplasma spp.);

(d) იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;

(e) გარემო ფაქტორები (როგორიცაა მოჭარბებული ამიაკი, მტვერი, ცხელი ან ცივი ტემპერატურა).

ერთის მხრივ, დაავადების კლინიკური ნიშნები შესაძლოა არ იყოს კარგად გამოხატული ან იყოს უმნიშვნელო, რაც გამოიხატება მხოლოდ სუსტი რესპირატორული ნიშნებით ან კვერცხისმდებელ ფრინველებში − კვერცხის დებასთან დაკავშირებული პრობლემებით. მეორეს მხრივ, დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციები შესაძლოა უკავშირდებოდეს დაავადების მწვავე კლინიკურ ნიშნებს, განსაკუთრებით ინდაურებში. აღნიშნული კლინიკური ნიშნები ძირითადად ვლინდება ხიხინით, ხველით, თვალისქვეშა სინუსების შესიებით, და მადის დაკარგვასთან და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებული ციებ-ცხელების მდგომარეობით.

დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი შესაძლოა აგვერიოს ან გართულდეს რესპირატორული ან ენტერო ნიშნების მქონე სხვა დაავადებებით. ფრინველის გრიპის არსებობაზე ეჭვი მიტანილ უნდა იქნეს შინაურ ფრინველებში ნებისმიერი დაავადების აფეთქებისას, რომელიც გრძელდება სხვა დაავადებების აღმკვეთი და თერაპიული ღონისძიებების გატარების მიუხედავად.

6. კლინიკური ნიშნები მოშინაურებულ ფრინველებში

კლინიკური ნიშნების სპექტრი შესაძლოა საკმაოდ ფართო იყოს, მაგალითად, როგორც შინაური ფრინველის შემთხვევაში, და საერთოდ არ იყოს გამოხატული ან გამოიხატოს მწვავე ნიშნებით, რაც იწვევს მაღალ სიკვდილიანობას.

როგორც წესი, ინფექცია შედარებით ნელა ვრცელდება მოშინაურებული ფრინველების ჯგუფში, მასში შემავალი დაავადებისადმი განსხვავებული მგრძნობელობის მქონე სხვადასხვა სახეობის, ვირუსის გამოყოფის არასათანადო დონისა და ხშირად დაავადების შედარებით ნელა გადაცემის გამო, რაც გამოწვეულია კონტაქტის დაბალი კოეფიციენტითა და შედარებით დაბალი სულადობის კონცენტრაციით მასშტაბის ერთეულზე დროის გარკვეულ მონაკვეთში.

თავი III

სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ფრინველის გრიპზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში

როგორც მაღალპათოგენური, ასევე დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის კლინიკური ნიშნების სახესხვაობა ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია ვირუსის საეჭვო აფეთქებასთან დაკავშირებით მკვეთრად განსაზღვრული მითითებების ჩამოყალიბება. შინაურ ფრინველებში გამოვლენილი უეცარი მაღალი სიკვდილიანობა, მე-2 თავში აღწერილი მისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებით ან მათ გარეშე, შესწავლილი უნდა იქნეს ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის ნიმუშების წარდგენით, თუმცა მაღალი სიკვდილიანობის არარსებობის შემთხვევაში, უფრო რთულია ფრინველის გრიპის არსებობაზე ეჭვის შეტანა ან მისი გამორიცხვა.

ვინაიდან, H5 და H7 ქვეტიპებით გამოწვეული მაღალპათოგენური და დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის სწრაფ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ადრეული კონტროლისა და აღმოფხვრისთვის, ფრინველის გრიპი ყოველთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული დიფერენციალურ დიაგნოზში რესპირატორული პრობლემების, კვერცხის დებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შინაურ ფრინველებში სიკვდილიანობის ზრდის შემთხვევაში და უნდა მოხდეს შესაბამისი ნიმუშების წარდგენა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით.

ნახაზი

დიაგნოსტიკური ეტაპების სქემატური მიმოხილვა

ფრინველის გრიპის დადასტურების მიზნით

 

თავი IV

ნიმუშების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ზოგადი პროცედურები

1. დირექტივა 2005/94/EC და დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო

როდესაც დირექტივაში 2005/94/EC მითითება კეთდება დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოზე, ჩატარებული უნდა იქნეს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს წინამდებარე თავით გათვალისწინებული კვლევები, ნიმუშების აღებისა და ზედამხედველობის პროცედურები.

2. ფრინველის გრიპის საეჭვო აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები

იმ შემთხვევაში, თუ ვეტერინარს გააჩნია კლინიკური ეჭვი ფრინველის გრიპის აფეთქებასთან დაკავშირებით ან, თუ ამ დაავადებასთან დაკავშირებით ჩატარებული ლაბორატორიული ტესტის პასუხი არ არის უარყოფითი, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს წინამდებარე თავით გათვალისწინებული გამოკვლევის ჩატარება დირექტივის 2005/94/EC მე-7 მუხლის შესაბამისად, და ამ გამოკვლევის წარმატებით დასრულება დაავადების არსებობის გამორიცხვამდე.

3. ვირუსოლოგიური ტესტის ინტერპრეტაცია

კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა ივარაუდოს, რომ ფრინველის გრიპის ვირუსის არსებობის გამორიცხვა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ვირუსის ან მისი გენომის აღმოჩენის მიზნით წინამდებარე თავის შესაბამისად წარმოდგენილი იქნება დაავადებული ან მკვდარი ფრინველებისა და ტრაქეალური/პირ-ხახის ან კლოაკალური ნაცხის საკმარისი რაოდენობა და თუ V ან VI თავებით გათვალისწინებული ან I თავის მე-6(b) ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ სანქცირებული ერთ-ერთი განსაზღვრული ვირუსის გამოვლენის მეთოდის გამოყენებით განხორციელებული ტესტი უარყოფითი შედეგით დასრულდება.

4. ვირუსოლოგიური ან სეროლოგიური ლაბორატორიული ტესტირებისათვის საჭირო ნიმუშების სტანდარტული ნაკრები

ფრინველის გრიპის ვირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო სადგომის გამოკვლევის მიზნით, უნდა მოხდეს სტანდარტული ნიმუშების ნაკრების აღება ვირუსოლოგიური ან სეროლოგიური ტესტირებისათვის (a) და (b) ქვეპუნქტების (სტანდარტული ნიმუშები) თანახმად და მათი წარდგენა უშუალოდ ვირუსოლოგიური ან სეროლოგიური ლაბორატორიული ტესტების ჩასატარებლად.

(a) ვირუსოლოგიური ტესტისთვის ნიმუშების სტანდარტული ნაკრები მოიცავს:

(i) მინიმუმ ხუთ დაავადებულ/მკვდარ ფრინველს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; და/ან

(ii) მინიმუმ 20 ტრაქეული/პირ-ხახისა და 20 კლოაკალური ნაცხის ნიმუშს.

აღებული უნდა იქნეს იმ ფრინველების ტანხორცი, რომლებიც დაიღუპნენ ბოლო პერიოდში ან რომლებიც იყვნენ მძიმედ დაავადებულნი ან მომაკვდავი და მოკლულ იქნენ ჰუმანური გზით.

ნაცხის აღება უნდა მოხდეს (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფრინველებიდან, ან საეჭვო სადგომზე არსებული ყველა ფრინველიდან, თუ სადგომში შედარებით მცირე რაოდენობის ფრინველია. ნიმუშების აღება უნდა მოხდეს იმ ფრინველებიდან, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების კლინიკური ნიშნები.

კლოაკალური ნაცხი წარმოდგენილი უნდა იქნეს ფეკალიებთან ერთად (ოპტიმალური რაოდენობა არის 1 გრ). იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო არაპრაქტიკულია კლოაკალური ნაცხის აღება ცოცხალი ფრინველებიდან, ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით ახალი ფეკალიების ნიმუშის აღება.

ხშირად, ყველაზე პრაქტიკულია ტრაქეული/პირ-ხახის ნიმუშის აღება პირის ღრუს ლოყის მხრიდან.

როგორც კი ცნობილი გახდება ვირუსის განვითარების მახასიათებლები, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გადაწყვიტოს ან ტრაქეული/პირ-ხახის ან კლოაკალური ნაცხის აღება ორივე მათგანის აღების ნაცვლად, იმისდა მიხედვით, თუ რომელი წარმოადგენს ხელსაყრელ გარემოს ვირუსის გავრცელებისათვის – რესპირატორული თუ კუჭნაწლავის ტრაქტი, და ასევე მოცემული სახეობების გათვალისწინებით.

(b) აღება უნდა მოხდეს (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ფრინველიდან, ან სადგომის ყველა ფრინველიდან იმ შემთხვევაში, თუ სადგომში შედარებით მცირე რაოდენობის ფრინველია. ნიმუშების აღება უნდა მოხდეს იმ ფრინველებიდან, რომლებიც ავად არიან ან, რომლებსაც აღენიშნებათ აშკარა გამოჯანმრთელების ნიშნები.

კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ არ არსებობს სტანდარტული ნიმუშების სრულად აღების საჭიროება და აღნიშნულის ნაცვლად შესაძლებელია სტანდარტული ნიმუშების ქვეკომპლექტის აღება.

5. ნიმუშების ტრანსპორტირება

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს ნიმუშების შენახვა და ტრანსპორტირება ლაბორატორიაში ტესტების ჩასატარებლად.

ნაცხი დაუყოვნებლივ უნდა გაცივდეს ყინულით ან გაყინული გელის პაკეტით და შეძლებისდაგვარად სწრაფად იქნეს მიწოდებული ლაბორატორიისათვის. დაუშვებელია ნიმუშების გაყინვა, გარდა გადაუდებელი საჭიროებისა. იმ შემთხვევაში, თუ არ არის გარანტირებული ნიმუშების ლაბორატორიაში ტრანსპორტირება 24 საათის განმავლობაში, ნიმუშები დაუყოვნებლივ უნდა გაიყინოს, შეინახოს და შემდეგ მოხდეს მათი ტრანსპორტირება მშრალი ყინულის გამოყენებით.

გაციების გარდა, და არა მისი ალტერნატივის სახით, ნაცხი უნდა მოთავსდეს ანტიბიოტიკურ ან ვირუსის სპეციალურ გადასატან გარემოში 4oC გრადუსზე, ისე რომ ნაცხის ნიმუშები სრულად იქნეს დაფარული ამ გარემოთი. აღნიშნული გარემოს არარსებობის შემთხვევაში, ნაცხის ნიმუშები უნდა დაბრუნდეს მათ სათავსოში და მშრალ მდგომარეობაში მიეწოდოს ლაბორატორიას ტესტების ჩასატარებლად.

ნიმუშების შენახვასა და ტრანსპორტირებაზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მრავალმა ფაქტორმა და ამრიგად, ტრანსპორტირებისათვის შერჩეული მეთოდი შესაბამისი უნდა იყოს ამ მიზნისათვის.

6. ანტიბიოტიკური გარემო

მე-5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანტიბიოტიკური გარემო უნდა შეიქმნას ფოსფატო-მარილიანი ბუფერული ხსნარის საფუძველზე, რომლის pH მერყეობს 7,0-დან 7,4-მდე (უნდა შემოწმდეს ანტიბიოტიკების დამატების შემდეგ).

ცილების საფუძველზე შექმნილი გარემო როგორიცაა გულისა და ტვინის ექსტრაქტის თხევადი გარემო ან ტრის-ბუფერული ტრიპტოზის ხსნარის გარემო, უზრუნველყოფს ვირუსისთვის მეტ სტაბილურობას, განსაკუთრებით კი ტრანსპორტირების დროს. გამოყენებული ანტიბიოტიკები და მათი კონცენტრაცია შესაძლოა განსხვავდებოდეს ადგილობრივ პირობებთან და ხელმისაწვდომობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

ფეკალური ნიმუშებისათვის შესაძლოა საჭირო იყოს ანტიბიოტიკების ძალიან მაღალი დონე, და შესაბამის დონეს წარმოადგენს: 10 000 IU/მლ პენიცილინი, 10 მგ/მლ სტრეპტომიცინი, 0,25 მგ/მლ გენტამიცინი, და 5 000 IU/მლ ნისტატინი. ქსოვილებისა და ტრაქეული ნაცხის შემთხვევაში, აღნიშნული დონეები შესაძლოა ხუთჯერ შემცირდეს.

ქლამიდოფილიის კონტროლის საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს 0,05-დან 0,1 მგ/მლ ოქსიტეტრაციკლინი.

7. ტვინის და გულის ექსტრაქტის თხევადი გარემო

სტერილიზაციამდე ხსნარი უნდა მომზადდეს წყლით და შეიცავდეს 15% w/v ტვინისა და გულის ექსტრაქტის ფხვნილს (121 oC-ზე 15 წუთის განმავლობაში ავტოკლავში სტერილიზაციით).

სტერილიზაციის შემდეგ უნდა დაემატოს ანტიბიოტიკები შემდეგი რაოდენობით: 10 000 IU/მლ პენიცილინი G, 20 µg ამფოტერიცინი B და 1 000 µg/მლ გენტამიცინი. მომზადებული გარემოს შენახვა შესაძლებელია 4 oC ტემპერატურაზე მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში.

8. დირექტივის 2005/94/EC შესაბამის დებულებებთან მიმართებაში განსახორციელებელი პროცედურები

8.A. საეჭვო აფეთქების შემთხვევა

8.1. მუხლი 7(1) − აფეთქებაზე საეჭვო სადგომებში გამოსაყენებელი ღონისძიებები

როდესაც სახელმწიფო ვეტერინარი ახორციელებს აფეთქებაზე საეჭვო სადგომის ინსპექტირებას, გატარებულ უნდა იქნეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება, ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში. სახელმწიფო ვეტერინარმა ინსპექციის ოქმში უნდა დააფიქსიროს სიკვდილიანობის ყოველდღიური მონაცემები და კვერცხის დების, ცხოველის საკვების და/ან წყლის მიღების ყოველდღიური მონაცემები, ფრინველის გრიპის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ერთი კვირით ადრე პერიოდიდან სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სადგომის ინსპექტირების დღემდე;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის აღნიშნული სადგომის სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების, განსაკუთრებით დაავადებული ფრინველების, კლინიკური გამოკვლევა;

(c) სანამ კომპეტენტური ორგანო არ დარწმუნდება, რომ შესაძლებელია საეჭვო აფეთქების გამორიცხვა (a) და (b) ქვეპუნქტების თანახმად ჩატარებული სამედიცინო ინსპექციის საფუძველზე, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები;

(d) სტანდარტულ ნიმუშებზე ჩატარებული ტესტების უარყოფითი შედეგებისგან დამოუკიდებლად და ადგილობრივი ფაქტორების გათვალისწინებით, სახელმწიფო ზედამხედველობის მოხსნამდე უნდა ჩატარდეს თითოეული საწარმოო ერთეულის შინაური ფრინველების სამედიცინო ინსპექცია.

8.2. მუხლი 10(3) − დამატებითი ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე

სტანდარტული ნიმუშების აღება უნდა მოხდეს თითოეულ საწარმოო ერთეულში დახოცილი შინაური ფრინველიდან და სხვა მოშინაურებული ფრინველიდან.

8.B. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსი (HPAI)

8.3. მუხლი 11(4) − ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება იმ კვერცხიდან გამოჩეკილი შინაური ფრინველების შემთხვევაში, რომელიც შეგროვდა აფეთქებაზე დადასტურებულ სადგომებში

თუ სახელმწიფო ვეტერინარი ახორციელებს იმ სადგომის ინსპექციას, რომელზე არსებული შინაური ფრინველებიც გამოიჩეკნენ საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში, იმ სადგომზე მოგროვებული კვერცხიდან, სადაც დადასტურდა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპი, უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება. სახელმწიფო ვეტერინარმა ფერმის ინსპექციის ოქმში უნდა დააფიქსიროს სიკვდილიანობის ყოველდღიური მონაცემები და კვერცხის დების, ცხოველის საკვების და/ან წყლის მიღების ყოველდღიური მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ერთი კვირით ადრე პერიოდიდან სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ფერმის ინსპექციის დღემდე;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია და შინაური ფრინველის კლინიკური გამოკვლევა, კერძოდ კი იმ ფრინველების გამოკვლევა, რომლებიც სავარაუდოდ დაავადებულნი არიან ან არ იზრდებიან ისე როგორც მოსალოდნელია;

(c) სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს ორიდან სამ კვირამდე ასაკის შინაური ფრინველიდან;

(d) სადგომის სახელმწიფო ზედამხედველობა შესაძლოა შეწყდეს 21 დღეზე მეტი ასაკის შინაური ფრინველის კლინიკური გამოკვლევის შემდეგ, სტანდარტული ნიმუშების ტესტების უარყოფითი შედეგების შემთხვევაში.

8.4. მუხლი 13(2)(b) − შეზღუდვა გარკვეულ სადგომებთან მიმართებაში

როდესაც სახელმწიფო ვეტერინარი ახორციელებს იმ სადგომის ინსპექციას, რომელსაც აქვს დირექტივის 2005/94/EC მე-11(2) მუხლიდან გამონაკლისის დაშვების უფლება, განხორციელებული უნდა იქნეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება, ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის აღნიშნული სადგომის სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების, განსაკუთრებით დაავადებული ფრინველების, კლინიკური გამოკვლევა;

(c) ლაბორატორიული ტესტების ჩატარების მიზნით, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ბოლო დადებითი გამოვლინებიდან 21 დღის შემდეგ და მინიმუმ 21-დღიანი ინტერვალით სტანდარტული ნიმუშების ნაცვლად თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს შემდეგი ნიმუშები:

(i) ნიმუშის აღების მომენტისათვის არსებული მკვდარი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ნიმუშები;

(ii) სადაც შესაძლებელია მინიმუმ 60 შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, ან თუ სადგომზე 60-ზე ნაკლები ფრინველია, ყველა ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ტრაქეალური/პირ-ხახის ან კლოაკალური ნაცხი; იმ შემთხვევაში, თუ ფრინველები არიან მცირე ზომის, ეგზოტიკური და არ არიან შეჩვეული მათთან მუშაობას, ან თუ მათთან მუშაობა საფრთხეს შეუქმნის ადამიანებს, უნდა შეგროვდეს ახალი ფეკალიების ნიმუშები.

თუმცა რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაძლოა მინიჭებულ იქნეს (i) და (ii) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშების ზომიდან გამონაკლისის დაშვების უფლება.

(d) (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიმუშების აღება და აღნიშნულ ნიმუშებზე ლაბორატორიული ტესტების ჩატარება უნდა გაგრძელდეს ორი თანმიმდევრული უარყოფითი შედეგის მიღებამდე, რომელთა შორის ინტერვალიც უნდა შეადგენდეს მინიმუმ 21 დღეს.

8.5. მუხლი 15(1) და (3) − საკონტაქტო სადგომებში განსახორციელებელი ღონისძიებები

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ საკონტაქტო სადგომის ინსპექტირებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება, ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში. სახელმწიფო ვეტერინარმა ფერმის ინსპექციის ოქმში უნდა დააფიქსიროს სიკვდილიანობის ყოველდღიური მონაცემები და კვერცხის დების, ცხოველის საკვების და/ან წყლის მიღების ყოველდღიური მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ფრინველის გრიპით დაინფიცირებაზე საეჭვო გუნდთან კონტაქტამდე ერთი კვირით ადრე პერიოდიდან სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სადგომის ინსპექტირების დღემდე;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის აღნიშნული სადგომის სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების, განსაკუთრებით დაავადებული ფრინველების, კლინიკური გამოკვლევა;

(c) თუ შინაურ ფრინველში ან სხვა მოშინაურებულ ფრინველში აღინიშნება კლინიკური ნიშნები ან იზრდება დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი (ფრინველების გუნდში ჩვეულებრივ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე >3) ან მცირდება კვერცხის დების დღიური მოცულობა (>5%) ან წყლის და/ან საკვების მიღების დღიური მოცულობა (>5%), დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სტანდარტული ნიმუშების აღება თითოეული საწარმოო ერთეულიდან;

(d) (b) და (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნიშნების არარსებობის შემთხვევაში სტანდარტული ნიმუშების აღება უნდა მოხდეს დაინფიცირებულ სადგომთან ბოლო საეჭვო კონტაქტის დღიდან ან შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის მოკვლიდან 21 დღის განმავლობაში.

8.6. მე-18 მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტებისახელმწიფო ვეტერინარის მიერ განხორციელებული აღწერა და ინსპექცია, და ზედამხედველობა დამცავ ზონაში არსებულ სადგომებზე

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ კომერციული სადგომის ინსპექტირებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება. დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის (ფრინველების გუნდში ჩვეულებრივ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე >3) ან დღიური კვერცხის დების შემცირების (>5%) ან წყლის და/ან საკვების მიღების დღიური მაჩვენებლის (>5%) შემცირების შემთხვევაში, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, რაც მოიცავს აღნიშნული სადგომის სამედიცინო ისტორიის შეფასებასა და შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, განსაკუთრებით დაავადებული ფრინველის, კლინიკურ გამოკვლევას;

(c) იმ შემთხვევაში, თუ შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების სახეობებს არ აღენიშნებათ დაავადების გამოხატული ნიშნები, ან ვაქცინირებული ფრინველების შემთხვევაში, რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება თითოეული საწარმოო ერთეულიდან სტანდარტული ნიმუშების აღების თაობაზე;

(d) რისკების შეფასების შედეგების საფუძველზე, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სამიზნე სადგომებში, დანაყოფებში ან წარმოების ფორმებში დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სამედიცინო ინსპექციისა და ლაბორატორიული ტესტების ჩატარების მიზნით ნიმუშების აღების საშუალებით.

8.7. მე-19 მუხლის (f) ქვეპუნქტიდამცავ ზონებში არსებულ სადგომებში განსახორციელებელი ღონისძიებები

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იმ სადგომის ინსპექტირებისას, რომელშიც აღინიშნება ავადობის ან სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა ან ცვლილება საწარმოო მონაცემებში, უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება. დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის (ფრინველების გუნდში ჩვეულებრივ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე >3) ან დღიური კვერცხის დების შემცირების (>5%) ან წყლის და/ან საკვების მიღების დღიური მაჩვენებლის (>5%) შემცირების შემთხვევაში, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის აღნიშნული სადგომის სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების, განსაკუთრებით დაავადებული ფრინველების, კლინიკური გამოკვლევა.

8.8. 23- მუხლის (b) ქვეპუნქტიგადახვევა გადაუდებელი დაკვლის მიზნით ფრინველის პირდაპირ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იმ სადგომის ინსპექტირებისას, რომელსაც მიენიჭა დირექტივის 2005/94/EC 22-ე მუხლიდან გამონაკლისის დაშვების უფლება, უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის აღნიშნული ერთეულის სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველის კლინიკური გამოკვლევა, განსაკუთრებით იმ შინაური ფრინველების, რომლებიც დაავადებულნი არიან ფრინველების ტრანსპორტირებამდე 24 საათით ადრე;

(c) კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული რისკების შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და სტანდარტული ნიმუშების ნაცვლად, უნდა მოხდეს მინიმუმ 60 ტრაქეალური/პირ-ხახის ნაცხისა და 60 კლოაკალური ნაცხის აღება თითოეული საწარმოო ერთეულიდან დასაკლავად გასაგზავნი ფრინველიდან, ამ ფრინველის ტრანსპორტირებამდე 48 საათით ადრე.

8.9. 25- მუხლის (b) ქვეპუნქტიგადახვევა კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

როდესაც სახელმწიფო ვეტერინარი ახორციელებს იმ სადგომის ინსპექტირებას, რომელსაც მიენიჭა 22-ე მუხლიდან გამონაკლისის დაშვების უფლება, კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის ტრანსპორტირებამდე უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის მისი სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველის კლინიკური გამოკვლევა, განსაკუთრებით იმ ფრინველების, რომლებიც დაავადებულნი არიან ტრანსპორტირებამდე 24 საათით ადრეც;

(c) კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული რისკების შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და სტანდარტული ნიმუშების ნაცვლად, უნდა მოხდეს მინიმუმ 60 ტრაქეალური/პირ-ხახის და/ან 60 კლოაკალური ნაცხის აღება თითოეული საწარმოო ერთეულიდან დასაკლავად გასაგზავნი ფრინველიდან, ამ ფრინველის ტრანსპორტირებამდე 48 საათით ადრე.

8.10. მუხლი 26(1)(a) − გამონაკლისი საინკუბაციო და საჭმელი კვერცხის პირდაპირ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სანაშენე კვერცხისმდებელი ფრინველების გუნდის იმ სადგომის შემოწმებისას, რომელსაც მიენიჭა 22-ე მუხლიდან გამონაკლისის დაშვების უფლება საინკუბაციო კვერცხის პირდაპირ ტრანსპორტირებამდე, უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია ყოველ 15 დღეში;

(c) სტანდარტული ნიმუშები აღებულ უნდა იქნეს თითოეული საწარმოო ერთეულიდან.

8.11. მუხლი 29(1) − ღონისძიებების ხანგრძლივობა

დირექტივის 2005/94/EC IV თავის მე-3 ქვეთავის შესაბამისად, დამცავ ზონაში მოქმედი ღონისძიებები შეიძლება შეწყვეტილ იქნეს დაინფიცირებული სადგომების წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის დღიდან არანაკლებ 21 დღის შემდეგ იმ პირობით, რომ:

(a) დამცავ ზონაში არსებული ყველა კომერციული სადგომი შემოწმებულია სახელმწიფო ვეტერინარის მიერ და 8.6(a), (b) და (c) და 8.7 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა შემოწმება, სამედიცინო ინსპექცია და ტესტი დასრულდა უარყოფითი შედეგებით;

(b) სახელმწიფო ვეტერინარმა განახორციელა დამცავ ზონაში იდენტიფიცირებული ყველა არაკომერციული სადგომის ინსპექტირება და არც სამედიცინო ინსპექციის და არც ლაბორატორიული ტესტების შედეგად არ წარმოქმნილა ეჭვი ფრინველის გრიპის ინფექციის არსებობასთან დაკავშირებით;

(c) 8.6(d) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებითი სახელმწიფო ზედამხედველობა უარყოფითი შედეგებით დასრულდა.

8.12. 30- მუხლის (g) ქვეპუნქტისაკონტროლო ზონაში განსახორციელებელი ღონისძიებები

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იმ სადგომის ინსპექტირებისას, რომელშიც აღინიშნება ავადობის ან სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა ან ცვლილება საწარმოო მონაცემებში, უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის აღნიშნული სადგომის სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების, განსაკუთრებით დაავადებული ფრინველების, კლინიკური გამოკვლევა;

(c) სტანდარტული ნიმუშები აღებულ უნდა იქნეს თითოეული საწარმოო ერთეულიდან.

8.13. მუხლი 35 − სასაკლაოებსა და სატრანსპორტო საშუალებებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის საეჭვო არსებობის კვლევა

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში ფრინველების წარმომავლობის სადგომის ინსპექტირებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება, ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის მისი სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის კლინიკური გამოკვლევა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარის კონსულტაციები, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია წინა შემოწმების მონაცემებისა და სიკვდილამდე და სიკვდილის შემდგომი კვლევის შედეგების შესახებ;

(c) გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპეტენტური ორგანო არ დარწმუნდება, რომ (a) და (b) ქვეპუნქტების თანახმად ჩატარებული ვეტერინარული გამოკვლევის საფუძველზე შესაძლებელია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის საეჭვო არსებობის გამორიცხვა, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები;

(d) სტანდარტული ნიმუშების გარდა, ლაბორატორიული ტესტების ჩასატარებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მინიმუმ ხუთი დაავადებული, მკვდარი ან დაკლული ფრინველის ნიმუშები პათოლოგიური კვლევის შედეგების მქონე სასაკლაოდან.

8.14. მუხლი 36(1) − სასაკლაოზე განსახორციელებელი ღონისძიებები

8.13 ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევის დასრულების შემდგომ და იმ პირობით, რომ ლაბორატორიული ტესტების შედეგები არის უარყოფითი და რომ არ არსებობს წარმომავლობის სადგომში და სასაკლაოზე მაღალი პათგენურობის ფრინველის გრიპის არსებობის კლინიკური ეჭვი, შესაძლებელია სახელმწიფო ზედამხედველობის შეწყვეტა.

8.15. მუხლი 37(1) და (2) − სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და სატრანსპორტო საშუალებებში განსახორციელებელი ღონისძიებები

8.15.1. სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იზოლაციაში მყოფი იმ შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების შემოწმებისას, რომლებიც გადმოყვანილი არიან სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან ან სატრანსპორტო საშუალებებიდან მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ეჭვის ან დადასტურების გამო, უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) შესაბამისი ჩანაწერებისა და დოკუმენტების შემოწმება, ამგვარი დოკუმენტების ან ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში;

(b) იზოლაციაში მყოფი შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების კლინიკური გამოკვლევა და სხვა შინაური ფრინველების ან მოშინაურებული ფრინველების, განსაკუთრებით დაავადებული ფრინველების სამედიცინო ინსპექცია;

(c) სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს სხვადასხვა ტრანსპორტირების ხის ყუთებიდან ან გალიებიდან შერჩეული შინაური ფრინველებიდან ან სხვა მოშინაურებული ფრინველებიდან.

8.15.2 შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაკვლის შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იდენტიფიცირებული წარმომავლობის სადგომის შემოწმებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება, ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის მისი სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის კლინიკური გამოკვლევა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარის კონსულტაციები, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია წინა შემოწმების მონაცემებისა და სიკვდილამდე და სიკვდილის შემდგომი კვლევის შედეგების შესახებ;

(c) გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპეტენტური ორგანო არ დარწმუნდება, რომ (a) და (b) ქვეპუნქტების თანახმად ჩატარებული ვეტერინარული გამოკვლევის საფუძველზე შესაძლებელია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის საეჭვო არსებობის გამორიცხვა, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები;

(d) (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტანდარტული ნიმუშების გარდა, ლაბორატორიული ტესტების ჩასატარებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მინიმუმ ხუთი დაავადებული, მკვდარი ან დაკლული ფრინველის ნიმუშები პათოლოგიური კვლევის შედეგების მქონე სასაკლაოდან;

(e) იმ პირობით, თუ (c) და (d) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ლაბორატორიული ტესტების შედეგები უარყოფითია და თუ არ არსებობს წარმომავლობის სადგომში და სასაკლაოზე მაღალი პათგენურობის ფრინველის გრიპის არსებობის კლინიკური ეჭვი, შესაძლებელია სახელმწიფო ზედამხედველობის შეწყვეტა.

8.C. დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი (LPAI)

8.16. მუხლი 39(6)(b) და (h) − ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სადგომებში, სადაც დადასტურდა დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქება

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სადგომის ინსპექტირებისას ფრინველების სასაკლაოზე ან იმ სადგომზე ტრანსპორტირებამდე, სადაც ფრინველები გამოიჩეკნენ საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შეგროვებული კვერცხებიდან, უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის მისი სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების კლინიკური გამოკვლევა;

(c) სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს სასაკლაოზე გასაგზავნი თითოეული საწარმოო ერთეულის ფრინველებიდან, მათ გაგზავნამდე არაუმეტეს 48 საათით ადრე;

(d) სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს თითოეული საწარმოო ერთეულის იმ შინაური ფრინველებიდან, რომლებიც გამოიჩეკნენ საინკუბაციო პერიოდში შეგროვებული კვერცხებიდან.

8.17. მუხლი 40(2)(b) − აფეთქების დადასტურების შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებებიდან გამონაკლისის დაშვება გარკვეული სადგომებისთვის

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იმ სადგომის ინსპექტირებისას, რომელსაც მიენიჭა დირექტივის 2005/94/EC 39(2)-ე მუხლისა და 39(5)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტიდან გამონაკლისის დაშვების უფლება, უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება, ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის რეგულარული სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის მისი სამედიცინო ისტორიის და შინაური ფრინველებისა და სხვა მოშინაურებული ფრინველების, განსაკუთრებით დაავადებული ფრინველების, კლინიკური გამოკვლევა;

(c) თითოეულ საწარმოო ერთეულში დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ბოლო დადებითი შედეგიდან 21 დღის შემდეგ და 21 დღიანი ინტერვალით სტანდარტული ნიმუშების ნაცვლად ლაბორატორიული ტესტებისთვის აღებული უნდა იქნეს შემდეგი ნიმუშები:

(i) ნიმუშის აღების მომენტისათვის არსებული მკვდარი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ნიმუშები;

(ii) ტრაქეალური/პირ-ხახის ან კლოაკალური ნაცხი მინიმუმ 60 შინაური ფრინველიდან ან სხვა მოშინაურებული ფრინველიდან, ან ყველა ფრინველიდან ან სხვა მოშინაურებული ფრინველიდან, თუ სადგომში 60-ზე ნაკლები ფრინველია; იმ შემთხვევაში, თუ ფრინველები არიან მცირე ზომის, ეგზოტიკური და არ არიან შეჩვეული მათთან მუშაობას, ან თუ მათთან მუშაობა საფრთხეს შეუქმნის ადამიანებს, უნდა შეგროვდეს ახალი ფეკალიების ნიმუშები.

თუმცა რისკების შეფასების საფუძველზე, კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაძლოა მინიჭებულ იქნეს (i) და (ii) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშების ზომიდან გამონაკლისის დაშვების უფლება.

(d) (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიმუშების აღება და აღნიშნულ ნიმუშებზე ლაბორატორიული ტესტების ჩატარება უნდა გაგრძელდეს ორი თანმიმდევრული უარყოფითი შედეგის მიღებამდე, რომელთა შორის ინტერვალიც უნდა შეადგენდეს მინიმუმ 21 დღეს.

8.18. მუხლი 42(1) და (3) − საკონტაქტო სადგომებში განსახორციელებელი ღონისძიებები

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ საკონტაქტო სადგომის ინსპექტირებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) საკონტაქტო სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის აღნიშნული სადგომის სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების, განსაკუთრებით დაავადებული ფრინველების, კლინიკური გამოკვლევა;

(c) სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს თითოეული საწარმოო ერთეულიდან ან შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველების დაკვლისას.

8.19. მუხლი 44(1)(b) − შეზღუდულ ზონებში განსახორციელებელი ღონისძიებები

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ შეზღუდულ ზონაში კომერციული სადგომის ინსპექტირებისას, უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის აღნიშნული სადგომის სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების, განსაკუთრებით დაავადებული ფრინველების, კლინიკურ გამოკვლევა;

(c) სტანდარტული ნიმუშები აღებულ უნდა იქნეს თითოეული საწარმოო ერთეულიდან;

(d) რისკების შეფასების შედეგების საფუძველზე, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სამიზნე სადგომებში, დანაყოფებში ან წარმოების ფორმებში დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სამედიცინო ინსპექციისა და ლაბორატორიული ტესტების ჩატარების მიზნით ნიმუშების აღების საშუალებით.

8.20. 45- მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტებიღონისძიებების ხანგრძლივობა

ღონისძიებები, რომლებიც ვრცელდება შეზღუდულ ზონებში დირექტივის 2005/94/EC V თავის მე-3 ქვეთავის თანახმად, შესაძლოა შეწყდეს სადგომის ფრინველისგან დაცარიელების შემდეგ, დაინფიცირებული სადგომის წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციიდან მინიმუმ 21 დღის შემდეგ, ან დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის დადასტურებიდან მინიმუმ 42 დღის შემდეგ იმ პირობით, თუ:

(a) შეზღუდულ ზონაში არსებული ყველა კომერციული სადგომი ინსპექტირებულ იქნა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, და ჩატარდა და ხელმისაწვდომია 8.13 (c) და (d) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნიმუშების ყველა ლაბორატორიული ტესტი;

(b) ხელმისაწვდომია ნებისმიერი დამატებითი სამედიცინო ინსპექციისა და ლაბორატორიული ტესტების შედეგები, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს არაკომერციულ სადგომებს დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის გავრცელების რისკის განსაზღვრის მიზნით;

(c) თუ რისკების შეფასების საფუძველზე, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ლაბორატორიული ტესტების შედეგების გათვალისწინებით, კომპეტენტური ორგანო დარწმუნებულია რომ დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა; ამგვარი შეფასების საფუძველზე, სეროლოგიური კვლევის დადებითი შედეგებისა და ვირუსოლოგიური კვლევის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში, შეზღუდვები შესაძლოა გაუქმდეს.

8.D. ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის სხვა სახეობებზე გავრცელების აღსაკვეთად გამიზნული ღონისძიებები

8.21. მუხლი 47(1) და (6) − ლაბორატორიული ტესტები და სხვა ღონისძიებები ღორებთან და სხვა სახეობებთან მიმართებაში

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ღორების სადგომის ინსპექტირებისას ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება, ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის მისი სამედიცინო ისტორიის შეფასება და ღორების, განსაკუთრებით კი დაავადებული ღორების, კლინიკური გამოკვლევა;

(c) თითოეული საწარმოო ერთეულიდან მინიმუმ 60 ღორიდან, ან ყველა ღორიდან იმ სადგომების შემთხვევაში, სადაც 60-ზე ნაკლები ღორია, ცხვირის/პირ-ხახის ნაცხი აღებული უნდა იქნეს დაინციფირებული შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების გადარჩევამდე ან უშუალოდ გადარჩევის დღეს. ღორებიდან აღებული უნდა იქნეს მინიმუმ 60 სისხლის ნიმუში გადარჩევის დღიდან ორიდან ოთხ კვირამდე პერიოდში;

(d) ღორების ერთი სადგომიდან მეორე სადგომში გადაყვანა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის გრიპის არსებობის დამადასტურებელი ანალიზების დადებითი შედეგებიდან 14 დღის შემდეგ თითოეული საწარმოო ერთეულის ღორებიდან აღებული მინიმუმ 60 ცხვირის/პირ-ხახის ნაცხისა და 60 სისხლის ნიმუშის ანალიზის შედეგები უარყოფითია.

ღორების სასაკლაოზე გადაყვანა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის გრიპის არსებობის დამადასტურებელი ანალიზების დადებითი შედეგებიდან 14 დღის შემდეგ თითოეული საწარმოო ერთეულის ღორებიდან აღებულ მინიმუმ 60 ცხვირის/პირ-ხახის ნაცხის ანალიზის შედეგები უარყოფითია.

ლაბორატორიული ტესტების არადამაჯერებელი ან დადებითი შედეგების შემთხვევაში, საჭიროა შემდგომი კვლევა ფრინველის გრიპით ღორების დაინფიცირების ან გადაცემის თავიდან აცილების მიზნით;

(e) თუ სახელმწიფო ვეტერინარი, ეჭვობს რომ სადგომის სხვა ძუძუმწოვრებს, კერძოდ იმ ძუძუმწოვრებს, რომლებშიც გამოვლინდა მგრძნობელობა H5 და H7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის ვირუსით ინფიცირების მიმართ, შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდათ დაინფიცირებულ შინაურ ფრინველებთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველებთან, აღებული უნდა იქნეს ნიმუშები ლაბორატორიული ტესტების ჩასატარებლად.

8.E. რეპოპულაცია

8.22. მუხლი 49(3)(b) და (c) − სადგომების რეპოპულაცია

სახელმწიფო ვეტერინარის მიერ კომერციული სადგომების ინსპექტირებისას, რომლებშიც მოხდა რეპოპულაცია, განხორციელებული უნდა იქნეს შემდეგი ღონისძიებები:

(a) სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება;

(b) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის აღნიშნული სადგომის სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების, განსაკუთრებით დაავადებული ფრინველების კლინიკური გამოკვლევა;

(c) სტანდარტული ნიმუშების ნაცვლად თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს შემდეგი ნიმუშები:

(i) შინაური ფრინველის სადგომში განთავსებისთანავე მინიმუმ 20 სისხლის ნიმუში, გარდა ერთი დღის ასაკის წიწილებისა; საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღება შესაძლოა განხორციელდეს შინაური ფრინველის წარმომავლობის სადგომში, მათი რეპოპულაციის მიზნით სხვა სადგომში გადაყვანამდე;

(ii) მკვდარი შინაური ფრინველის ნიმუშები ან კვირაში მაქსიმუმ 10 მკვდარი ფრინველის ტანხორციდან აღებული ნაცხის ნიმუშები რეპოპულაციის თარიღიდან 21 დღის განმავლობაში.

(d) იმ შემთხვევაში, თუ სადგომი წარსულში დაინფიცირებული იყო მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით, თითოეული საწარმოო ერთეულის წყლის ფრინველებიდან (ბატი/იხვი) უნდა მოხდეს 20 ტრაქეალური/პირ-ხახის და 20 კლოაკალური ნაცხის აღება, საჭიროების შემთხვევაში, რეპოპულაციის თარიღიდან 21 დღიანი პერიოდის ბოლო კვირის განმავლობაში;

(e) იმ შემთხვევაში, თუ სადგომი წარსულში დაინფიცირებული იყო დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსით, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს მინიმუმ 20 ტრაქეალური/პირ-ხახის და 20 კლოაკალური ნაცხისა და 20 სისხლის ნიმუში.

8.F. ვაქცინაცია

8.23. მუხლი 56(2)(i) − შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია

დირექტივის 2005/94/EC IX თავით განსაზღვრული ლაბორატორიული ტესტები უნდა ჩატარდეს ვაქცინირებულ შინაურ ფრინველზე ან სხვა მოშინაურებულ ფრინველზე დამტკიცებული „ინფიცირებული და ვაქცინირებული ცხოველების დიფერენციაციის“ (DIVA) ანალიზის მეშვეობით, თუ ცნობილია ველზე არსებული ვირუსი.

ინდიკატორული ფრინველის გამოყენების შემთხვევაში, ეს ფრინველები წარმოდგენილნი უნდა იყოს თითოეულ ვაქცინირებულ გუნდში, უნდა ჩატარდეს მათი სამედიცინო ინსპექცია და ტესტირება ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების (HI) ტესტის გამოყენებით. ამ მიზნით, თითოეულ ვაქცინირებულ სადგომზე არავაქცინირებული ინდიკატორული ფრინველებიდან აღებული უნდა იქნეს 20 სისხლის ნიმუში მინიმუმ 60 დღეში ერთხელ.

8.24. დანართი IX − შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველების და ფრინველის პროდუქტების გადაადგილების მოთხოვნები გადაუდებელ ვაქცინაციასთან დაკავშირებით

ფრინველის გრიპის ინფექციის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ცოცხალი შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველების, ასევე მათი კვერცხების გადაადგილებაზე ვრცელდება მკაცრი კონტროლის ღონისძიებები.

ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, გადაუდებელი ვაქცინაციის დასაწყისში უნდა მოქმედებდეს იგივე კონტროლის ღონისძიებები ცოცხალი შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის და მათი კვერცხის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ფრინველის გრიპის ინფექციის გავრცელების რისკი ვაქცინაციის ზონაში და მის ფარგლებს გარეთ.

(a) ვაქცინაციის ზონაში და მის ფარგლებს გარეთ საინკუბაციო კვერცხისა და საჭმელი კვერცხის პირველ გადაადგილებამდე და ამის შემდეგ მინიმუმ ყოველ 30 დღეში ერთხელ სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

(i) არავაქცინირებული სანაშენე ან კვერცხისმდებელი ფრინველის სამედიცინო ინსპექცია თითოეულ საწარმოო ერთეულში, მათ შორის მისი სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველების, განსაკუთრებით დაავადებული შინაური ფრინველების, კლინიკური გამოკვლევა; თითოეული საწარმოო ერთეულის ფრინველებიდან აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები; ან

(ii) ვაქცინირებული სანაშენე ან კვერცხისმდებელი ფრინველის სამედიცინო ინსპექცია თითოეულ საწარმოო ერთეულში, მათ შორის მისი სამედიცინო ისტორიის შეფასება და ამ გუნდებში არსებული ინდიკატორული ფრინველების კლინიკური გამოკვლევა; აღებული უნდა იქნეს აღნიშნული ინდიკატორული ფრინველების სტანდარტული ნიმუშები.

(b) ცოცხალი ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველების სხვა სადგომში გადაყვანის, ან ცოცხალი ვაქცინირებული შინაური ფრინველის ვაქცინაციის ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ გადაადგილების მიზნებისათვის, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

(i) სადგომის წარმოებისა და მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება;

(ii) თითოეული საწარმოო ერთეულის სამედიცინო ინსპექცია, მათ შორის აღნიშნული სადგომის სამედიცინო ისტორიის შეფასება და შინაური ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველების კლინიკური გამოკვლევა მათ გადაადგილებამდე 72 საათით ადრე, რა შემთხვევაშიც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ინდიკატორულ ფრინველებს;

(iii) თუ შემოწმებისა და (i) და (ii) ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო ინსპექციისა და კლინიკური გამოკვლევის შედეგები არ არის დამაკმაყოფილებელი, უნდა მოხდეს სტანდარტული ნიმუშების აღება ინდიკატორული ფრინველებიდან; თუმცა თუ აღნიშნული შედეგები დამაკმაყოფილებელია, აღებული უნდა იქნეს შემდეგი ნიმუშები შემდეგი ფრინველებიდან:

– ვაქცინირებული შინაური ფრინველები ან სხვა მოშინაურებული ფრინველები: გადაადგილებამდე 72 საათით ადრე აღებული უნდა იქნეს მინიმუმ 20 ტრქეალური/პირ-ხახის და 20 კლოაკალური ნაცხი, აგრეთვე 20 სისხლის ნიმუში შესაბამისი DIVA ანალიზისთვის; და

– ინდიკატორული ფრინველები: გადაადგილებამდე აღებული უნდა იქნეს 20 ტრქეალური/პირ-ხახის და 20 კლოაკალური ნაცხი, აგრეთვე 20 სისხლის ნიმუში სეროლოგიური ანალიზისთვის ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების ტესტის გამოყენებით.

თავი V

დიაგნოსტიკური ვირუსოლოგიური კვლევები და მათი შედეგების შეფასება

1. მოლეკულარული ტესტის შექმნამდე და შემუშავებამდე ფრინველის გრიპის ვირუსის ყველაზე მგრძნობიარე დიაგნოსტიკურ ტესტად ითვლებოდა განაყოფიერებული შინაური ქათმის კვერცხის ინოკულაცია ვირუსის იზოლაციით, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მაინფიცირებელი ვირუსის შემდგომი იდენტიფიცირებისა და დახასიათებისათვის. ძირითადი ეტაპები წარმოდგენილია წინამდებარე თავში.

2. ნიმუშების დამუშავება

„მშრალ“ მდგომარეობაში წარდგენის შემთხვევაში, ნაცხი უნდა მოთავსდეს ანტიბიოტიკურ გარემოში, რითაც ის სრულად უნდა დაიფაროს. შესაძლებელია ნიმუშების გაერთიანება პარტიებად ისე, რომ ერთი პარტია შედგებოდეს ხუთი ნიმუშისგან, იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშები აღებულია ერთი და იგივე სახეობებიდან, ერთსა და იმავე დროს და ერთი და იგივე ეპიდემიოლოგიური ერთეულიდან.

ლაბორატორიისათვის მიწოდებულ ტანხორცზე უნდა მოხდეს სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის ჩატარება და აღებული უნდა იქნეს შემდეგი ორგანოების ნიმუშები: ფეკალიები ან ნაწლავების შიგთავსი, ტვინის ქსოვილი, ტრაქეა, ფილტვები, ღვიძლი, ელენთა და სხვა დაზიანებული ორგანოები. შესაძლებელია ამ ორგანოებისა და ქსოვილების გაერთიანება, თუმცა აუცილებელია ფეკალური მასალის ცალკე დამუშავება.

უნდა განხორციელდეს ფეკალური ნიმუშებისა და ორგანოების ჰომოგენიზაცია (დახურულ შემრევში ან ქვასანაყისა და ქვიჯის და სტერილური ქვიშის გამოყენებით) ანტიბიოტიკურ გარემოში და მომზადდეს 10%-დან 20%-მდე w/v სუსპენზია.

გარემოში მოთავსებული ნაცხი და სუსპენზია დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ოთახის ტემპერატურაზე (ან 4 oC ტემპერატურაზე უფრო მეტი დროის განმავლობაში) და შემდეგ გასუფთავდეს ცენტრიფუგირების გზით (მაგალითად: 800-დან 1 000 x g-მდე 10 წუთის განმავლობაში).

3. ვირუსის იზოლაცია განაყოფიერებულ შინაური ქათმის კვერცხებში

გასუფთავებული სუპერნატანტი სითხე 0,1-0,2 მლ. ოდენობით შეყვანილი უნდა იქნეს მინიმუმ ოთხი განაყოფიერებული შინაური ქათმის კვერცხის ალანტოისურ ღრუში, რომელთა ინკუბაციაც ხორციელდებოდა 9-11 დღის განმავლობაში. იდეალურ სიტუაციაში, აღნიშნული კვერცხები უნდა მოგროვდეს სპეციფიკური პათოგენებისგან თავისუფალი (SPF) ფრინველების გუნდიდან, თუმცა თუ ეს შეუძლებელია შესაძლოა გამოყენებული იქნეს ფრინველის გრიპის ანტისხეულებისგან (შრატში ანტისხეულებზე უარყოფითი რეაქციის მქონე – SAN) თავისუფალი გუნდიდან მოპოვებული კვერცხებიც.

ინოკულირებული კვერცხები შენახული უნდა იქნეს 37 oC ტემპერატურაზე და ყოველდღიურად შემოწმდეს სინათლეზე. მკვდარ ან მომაკვდავჩანასახიანი კვერცხები და სხვა დანარჩენი კვერცხები ინოკულაციიდან 6 დღის შემდეგ უნდა გაცივდეს 4 oC ტემპერატურაზე და ალანტოისურ-ამნიოტური სითხეები უნდა შემოწმდეს ჰემაგლუტინაციის აქტივობასთან მიმართებაში. თუ არ გამოვლინდა ჰემაგლუტინაცია, აღნიშნული პროცედურა უნდა განმეორდეს ინოკულუმის სახით გაუზავებელი ალანტოისურ-ამნიოტური სითხის გამოყენებით. ჰემაგლუტინაციის გამოვლენის შემთხვევაში, კულტურით უნდა გამოირიცხოს ბაქტერიის არსებობა. ბაქტერიის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია სითხე გატარდეს 450 მმ. მემბრანიან ფილტრში, დაემატოს ანტიბიოტიკები და შეყვანილ იქნეს განაყოფიერებულ კვერცხებში ზემოთ აღნიშნული წესით.

დიაგნოზის დაჩქარების მიზნით, ზოგი ლაბორატორია იყენებს ორ-სამდღიან პასაჟს ან ორდღიან და ოთხდღიან პასაჟებს, და წარმოადგენს მათ ექვსდღიან პასაჟთან შედარებით შედეგებს, თუმცა აღნიშნული ჯერჯერობით არ არის სრულად შეფასებული.

დადებითი შედეგის მქონე სითხეები უნდა შემოწმდეს ბაქტერიის არარსებობასთან დაკავშირებით. ბაქტერიის არსებობის შემთხვევაში, სითხეები შესაძლოა გატარდეს 450 მმ. მემბრანიან ფილტრში ან მოხდეს მათი ცენტრიფიგურება ბაქტერიისგან გათავისუფლების მიზნით, და უფრო მეტი ანტიბიოტიკის დამატების შემდეგ ხელახლა იქნეს შეყვანილი კვერცხებში.

4. დიფერენციალური დიაგნოზი

(a) წინასწარი დიფერენციაცია

ვინაიდან მნიშვნელოვანია ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელების შემცირებისკენ მიმართული საკონტროლო ღონისძიებების შეძლებისდაგვარად სწრაფად განხორციელება, ყოველმა ეროვნულმა რეფერალურმა ლაბორატორიამ, რომელმაც განახორციელა ჰემაგლუტინაციის ვირუსის იზოლირება, უნდა შეძლოს მისი იდენტიფიცირება თუ არის ეს H5 ან H7 ქვეტიპის A ტიპის გრიპის ვირუსი ან ნიუკასლის დაავადება. ჰემაგლუტინაციის სითხეები გამოყენებული უნდა იქნეს ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების ტესტებში, IX თავის თანახმად. დადებითი ინჰიბირება როგორიცაა დადებითი კონტროლის ტიტრი 2-დან 3 log2-მდე, A ტიპის გრიპის ვირუსის H5 ან H7 ქვეტიპებისათვის დამახასიათებელი პოლიკლონალური იმუნური შრატით, შესაძლოა გამოყენებული იქნეს წინასწარი იდენტიფიცირებისთვის, რაც იძლევა შუალედური საკონტროლო ღონისძიებების დაწესების შესაძლებლობას;

(b) დამადასტურებელი იდენტიფიკაცია

გრიპის ვირუსის ჰემაგლუტინინის 16 ქვეტიპისა და ნეირამინიდაზას 9 ქვეტიპის არსებობისა და მათში არსებული ვარიაციების გამო, ეროვნული რეფერალური ლაბორატორიებისთვის არც პრაქტიკული და არც ეკონომიურად ეფექტურია ისეთი იმუნური შრატის ქონა, რომელიც იძლევა გრიპის იზოლატების სრული ქვეტიპების იდენტიფიკაციის საშუალებას. თუმცა თითოეულმა ეროვნულმა რეფერალურმა ლაბორატორიამ მინიმუმ უნდა:

(i) დაადასტუროს, რომ იზოლატი არის A ტიპის გრიპის ვირუსი ანტიგენების ჯგუფების გამოვლენის მიზნით ორმაგი იმუნოდიფუზიის ტესტის გამოყენებით;

(ii) განსაზღვროს არის თუ არა იზოლატი H5 ან H7 ქვეტიპის, დადებითი იდენტიფიკაცია საჭიროებს H5 და H7 ქვეტიპის დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის საკონტროლო ღონისძიებების დანერგვას;

(iii) დაუყოვნებლივ წარუდგინოს ყველა H5 და H7 ქვეტიპის და ყველა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის იზოლატები გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას დადასტურებისა და სრული დახასიათებისთვის, გარდა იმ შემთვევისა, როდესაც დაშვებულია ამ წესიდან გამონაკლისი (d) ქვეპუნქტის შესაბამისად.

გარდა ამისა, შესაბამისი აღჭურვილობის მქონე ლაბორატორიებში სასურველია:

(i) ინტრავენური პათოგენურობის ინდექსის ტესტის ჩატარება ექვსი კვირის ასაკის წიწილებში VII თავის თანახმად. 1,2-ზე მაღალი ინტრავენური პათოგენურობის ინდექსი აღნიშნავს ვირუსის არსებობას და საჭიროებს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის საკონტროლო ღონისძიებების სრულ დანერგვას.

ეროვნულმა რეფერალურმა ლაბორატორიებმა, ასევე უნდა გაითვალისწინონ ისეთი ცოდნისა და მოწყობილობა-დანადგარების დანერგვა, რომელიც იძლევა ჰემაგლუტინინის გენის ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის მიერ ჰემაგლუტინინის წინამორბედი ცილის გახლეჩის ადგილზე მრავლობითი ძირითადი ამინომჟავების არსებობის განსაზღვრის საშუალებას ნებისმიერი დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის H5 ან H7 ვირუსის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ დირექტივის 2005/94/EC VII დანართის მე-2(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვალეობების ფარგლებში, გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიის მიერ პათოგენურობის განსაზღვრას მიენიჭება განსაკუთრებული პრიორიტეტი, ეროვნულ დონეზე ვირუსის ამგვარი დახასიათება მნიშვნელოვნად შეამცირებს დიაგნოსტიკისთვის საჭირო დროს და დადებითი შედეგის შემთხვევაში, საკონტროლო ღონისძიებების სრულად დანერგვისთვის საჭირო დროს, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის შემთხვევაში.

(c) იზოლატების კლასიფიცირება და დახასიათება

გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის მიერ უნდა გადაეგზავნოს ჰემაგლუტინირებელი ვირუსები შემდგომი ანტიგენური ან გენეტიკური კვლევების მიზნით, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება დაავადებ(ებ)ის ეპიზოოტოლოგიის მეტად გაცნობა დირექტივის 2005/94/EC VII დანართით განსაზღვრული გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიის ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად.

აღნიშნული ფუნქციებისა და მოვალეობების გარდა გაერთიანების რეფერალურმა ლაბორატორიამ უნდა განახორციელოს ყველა მიღებული გრიპის ვირუსის სრული ანტიგენური კლასიფიცირება. H5 და H7 ვირუსების შემთხვევაში, რომელთა ინტრავენური პათოგენურობის ინდექსი არ აღემატება 1,2-ს, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ჰემაგლუტინინის გენის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის განსაზღვრა ჰემაგლუტინინის წინამორბედი ცილის გახლეჩის ადგილზე მრავლობითი ძირითადი ამინომჟავების არსებობის განსაზღვრის მიზნით და შედეგები მათი მიღებისთანავე უნდა ეცნობოს ეროვნულ რეფერალურ ლაბორატორიასა და წარმომავლობის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რათა სრულად განხორციელდეს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის საკონტროლო ღონისძიებები;

(d) მაღალპათოგენურ ფრინველის გრიპთან/დაბალპათოგენურ ფრინველის გრიპთან მიმართებაში ცვალებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია როგორც კომისიასთან, ასევე გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიასთან შეთანხმების საფუძველზე გამონაკლისი იქნეს დაშვებული ვირუსის სწრაფად დახასიათების სრული უფლებამოსილების მქონე ლაბორატორიებისთვის, მონაცემების შემოწმების შემდეგ ამ ვირუსების პარამეტრების წარდგენასთან დაკავშირებით, და გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიებისთვის შესაბამისი არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გამონაკლისის დაშვება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები სწრაფად გენერირდება ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის მიერ და მიეწოდება გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას.

 

თავი VI

მოლეკულური ტესტები და შედეგების შეფასება

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებული განმარტება იძლევა ვირულენტობის ფაქტორების მოლეკულური იდენტიფიკაციის საშუალებას და ადასტურებს ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკისთვის მოლეკულური ტექნიკის გამოყენებას. ბოლო დროს დაფიქსირდა მათი გამოყენების ახალი მიღწევები უშუალოდ ინფიცირებული ფრინველების კლინიკურ ნიმუშებში ფრინველის გრიპის ვირუსის გამოვლენისა და დახასიათებისთვის. კლინიკურ ნიმუშებთან დაკავშირებით გამოყენებული RT-PCR (უკუტრანსკრიფციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) ტრადიციული მეთოდი, სწორად განსაზღვრული პრაიმერებით, იწვევს სწრაფ გამოვლენასა და ქვეტიპის (მინიმუმ H5 და H7-ის შემთხვევაში) იდენტიფიცირებას, PCR ამპლიკონური პროდუქტის ჩათვლით, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის განსაზღვრისთვის, და როგორც აღმოჩნდა მისი გამოყენება მნიშვნელოვანია ძირითადი დაინფიცირებული ობიექტების აღმოჩენისა და ვირუსის დახასიათების შემდეგ აფეთქების სწრაფად იდენტიფიცირების გამო. პრაიმერის/ფლუორესცირებული ზონდის სისტემების (rRT-PCR) გამოყენებით 'რეალურ დროში' ერთსაფეხურიანი RT-PCR იძლევა გაცილებით სწრაფი და მგრძნობიარე დიაგნოსტირების შესაძლებლობას, კლინიკურ ნიმუშებში ფრინველის გრიპის გამოვლენისა და H5 ან H7 ქვეტიპების განსაზღვრის საშუალებით.

RT-PCR და rRT-PCR სისტემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დღეისათვის სხვადასხვა ლაბორატორიების მიერ შემუშავებული იქნა სხვადასხვა სისტემები, რომლებიც მიუხედავად სრულიად ლეგიტიმურობისა, არ არის დამტკიცებული და არ ექვემდებარება სხვადასხვა ლაბორატორიაში დიდი რაოდენობით ნიმუშებზე ტესტების ჩატარებას. გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიები და კონკრეტული ეროვნული რეფერალური ლაბორატორიები აღნიშნულ პრობლემას განიხილავენ გაერთიანების მიერ დაფინანსებული პროექტის (EU AVIFLU) ფარგლებში, რათა შეადგინონ რატიფიცირებული პროტოკოლები ტრადიციულ RT-PCR-თან და rRT-PCR-თან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მიღებული იქნეს სხვა ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების მიერ. თუ ტესტის პარამეტრები როგორიცაა ციკლის განმეორების პერიოდი და გაჯერების დრო, განსხვავდებიან შესაბამისი პროტოკოლებით რეკომენდირებული პარამეტრებისგან, წინამდებარე დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს I თავის მე-6 აბზაცის შესაბამისად, გამოყენებამდე უნდა მოხდეს მათი კონკრეტული მიზნისთვის შესაბამისობის დემონსტრირება.

გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიის მიერ გამოყენებული მოლეკულური ტესტებისა და მათი შეფასების სტანდარტული პროტოკოლები ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: http://www.defra.gov.uk/corporate/vla/science/science-viral-ai-reflab.htm

თავი VII

ცოცხალ ორგანიზმში (in vivo) პათოგენურობის ტესტი და შედეგების შეფასება

ჩიტებისგან იზოლირებული გრიპის A ტიპის ვირუსის ვირულენტობა წიწილებისთვის უნდა შეფასდეს ინტრავენური პათოგენურობის ინდექსის (IVPI) ტესტის გამოყენებით, რომელიც უნდა ჩატარდეს შემდეგნაირად:

(a) ახალი ინფექციური ალანტოისური სითხე HA ტიტრით >1/16 (>24 ან >log24 იმ შემთხვევაში, თუ გამოხატულია უკუსიდიდით) პასაჟის ყველაზე დაბალი ხელმისაწვდომი დონიდან, უკეთეს შემთხვევაში, საწყისი იზოლაციით ყოველგვარი შერჩევის გარეშე, გაზავებულია 1/10 სტერილურ იზოტონურ ხსნარში;

(b) 0,1 მლ გაზავებული ვირუსი ინტრავენური ინექციის სახით შეჰყავთ ათივე ექვსი კვირის ასაკის სფეციფიკური პათოგენებისგან თავისუფალ (SPF) ან შრატში ანტისხეულებზე უარყოფითი რეაქციის მქონე (SAN) წიწილაში;

(c) ფრინველების შემოწმება ხდება 10 დღის განმავლობაში 24 საათიანი ინტერვალებით. ყოველი დაკვირვებისას თითოეული ფრინველის შეფასება ხორციელდება შემდეგინაირად – 0 ქულა ჩვეულებრივი მდგომარეობის შემთხვევაში; 1 – დაავადების შემთხვევაში; 2 – მძიმედ დაავადების შემთხვევაში; 3 – სიკვდილის შემთხვევაში. დაავადებული და მძიმედ დაავადებული ფრინველების გარჩევა სუბიექტური კლინიკური შეფასების საფუძველზე ხდება.

ჩვეულებრივ „დაავადებულ“ ფრინველებს აღენიშნებათ ერთ-ერთი, ხოლო „მძიმედ დაავადებულ“ ფრინველებს კი რამდენიმე შემდეგი ნიშანი: სასუნთქი სისტემის გართულებები, დეპრესია, დიარეა, კანის ან საყურეების ციანოზი, სახის და/ან თავის შეშუპება, ნერვული ნიშნები. მკვდარი ფრინველების შეფასდება 3 ქულით ფრინველის სიკვდილის შემდგომ განხორციელებული დაკვირვების დარჩენილი დღეების განმავლობაში.

კეთილდღეობის მიზნით, თუ ფრინველები ისე ავად არიან, რომ ვერ იღებენ საკვებს ან სასმელს, უნდა მოხდეს მათი ჰუმანური გზით დახოცვა და შემდეგი დაკვირვებისას უნდა შეფასდნენ მკვდარ ფრინველებად, ვინაიდან ისინი მოკვდებიან 24 საათის განმავლობაში ყოველგვარი ჩარევის გარეშე. აღნიშნული მიდგომა მისაღებია აკრედიტაციის ორგანოებისთვის;

(d) ინტრავენური პათოგენურობის ინდექსი (IVPI) წარმოადგენს 10 დღიანი პერიოდის განმავლობაში თითოეული ფრინველის შეფასების საშუალო ქულას. ინდექსი 3,00 ნიშნავს იმას, რომ ყველა ფრინველი დაიღუპა 24 საათის განმავლობაში, ხოლო ინდექსი 0,00 ნიშნავს იმას, რომ 10-დღიანი დაკვირვების პერიოდში არცერთ ფრინველს არ აღენიშნებოდა კლინიკური ნიშნები.

შედეგების აღრიცხვისა და ინდექსების გამოთვლის მარტივი მეთოდები წარმოდგენილია შემდეგ მაგალითში:

კლინიკური ნიშნები

ინოკულაციის მომდევნო დღე

მთლიანი ქულა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

ნორმალური

10

2

0

0

0

0

0

0

0

0

12 x 0 = 0

დაავადებული

0

4

2

0

0

0

0

0

0

0

6 x 1 = 6

მძიმედ დაავადებული

0

2

2

2

0

0

0

0

0

0

6 x 2 = 12

მკვდარი

0

2

6

8

10

10

10

10

10

10

76 x 3 = 228

                     

სულ = 246

 

შენიშვნები:

10 დღის განმავლობაში დაკვირვება განხორციელდა 10 ფრინველზე = 100 დაკვირვება;

ინდექსი = თითოეული დაკვირვებისას თითოეული ფრინველის საშუალო მაჩვენებელი = 246/100 = 2,46;

მიუხედავად ქვეტიპისა, ნებისმიერი A ტიპის გრიპის ვირუსი, რომლის IVPI ტესტის მნიშვნელობა 1,2-ზე მეტია, ითვლება მაღალპათოგენურ ფრინველის გრიპის ვირუსად.

თავი VIII

სეროლოგიური ტესტები და შედეგების შეფასება

A ტიპის გრიპის ვირუსის არსებობის გამოვლენის უკეთესი მეთოდი მოიცავს ყველა A ტიპის გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი ნუკლეოპროტეინის ან მატრიქსის ანტიგენის არსებობის დემონსტრირებას.

აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ორმაგი იმუნოდიფუზიის ტესტის საშუალებით, რომელიც მოიცავს კონცენტრირებულ ვირუსულ პრეპარატებს ან ინფიცირებული ქორიოალანტოური მემბრანის ექსტრაქტს.

ფრინველის გრიპის ვირუსის ანტისხეულების სეროლოგიური ტესტებისთვის უკეთეს მეთოდებს წარმოადგენს ჰემაგლუტინაციისა (HA) და ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების (Hl) ტესტები.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) „ხმელეთის ცხოველებისთვის დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინაციის სახელძღვანელოს“ 2.7.12 თავი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ლაბორატორიული მეთოდებისა და შედეგების შეფასების შესახებ.

გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიების მიერ გამოყენებული სეროლოგიური ტესტებისა და მათი შედეგების შეფასების სტანდარტული ოქმები მოცემულია ვებგვერდზე: http://www.defra.gov.uk/corporate/vla/science/science-viral-ai-reflab.htm

თავი IX

ვაქცინაციასთან დაკავშირებული მონიტორინგის სისტემა

1. დირექტივა 2005/94/EC და დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო

2005/94/EC დირექტივის IX თავის მე-2 და მე-3 ქვეთავების მიხედვით, დასაშვებია გადაუდებელი და პროფილაქტიკური ვაქცინაციის ჩატარება გარკვეულ პირობებში. ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს DIVA (ვაქცინირებული და ინფიცირებული ცხოველების დიფერენცირება) სტრატეგიის გამოყენება.

ვაქცინაციის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ინფექციის და შესაბამისად გუნდებს შორის ვირუსის გავრცელების აღკვეთა. არსებობს უდავო მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინაცია ზრდის ფრინველების დაინფიცირებისათვის საჭირო ვირუსის რაოდენობას და ამცირებს გამოყოფილი ვირუსის რაოდენობას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული ფრინველები აღარ ავლენენ კლინიკურ ნიშნებს, მათ მაინც შეუძლიათ ვირუსის გავრცელება, როდესაც ამის საფრთხე არსებობს. ამრიგად, H5 და H7 ქვეტიპის მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსი შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში შეუმჩნევლად ვრცელდებოდეს გუნდში იმუნიტეტის პირობითად ოპტიმალური დონის არსებობის შემთხვევაში, ისევე როგორც დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსი არავაქცინირებულ გუნდში. აქედან გამომდინარე, არსებობს ვირუსზე დადებითი რეაქციის მქონე ვაქცინირებული გუნდების იდენტიფიცირების საჭიროება, რომლებიც დაინფიცირდნენ ველზე გავრცელებული ვირუსით ისე, რომ შესაძლებელი იყოს სხვა საკნოტროლო ღონისძიებების გატარება, როგორიცაა ვირუსის განადგურება.

2. ინდიკატორული ფრინველების გამოყენება ინფექციის მონიტორინგის მიზნით

გუნდის დონეზე მარტივ მეთოდს წარმოადგენს ვაქცინირებულ გუნდში არავაქცინირებული ინდიკატორული ფრინველების რეგულარული მონიტორინგი, თუმცა აღნიშნულ მიდგომას აქვს მართვის პრობლემები, განსაკუთრებით დიდ გუნდებში ინდიკატორული ფრინველების იდენტიფიცირების კუთხით. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კონტაქტი ვაქცინირებულ და ინდიკატორულ ფრინველებს შორის.

3. DIVA ლაბორატორიული ტესტი ინფექციის მონიტორინგისათვის

ალტერნატივის ან დამატების სახით, ვაქცინირებულ ფრინველებზე შესაძლოა ჩატარდეს საველე პირობებში ზემოქმედების ტესტი DIVA ლაბორატორიული ტესტირების მეთოდის გამოყენებით. ბოლო წლებში შემუშავებული იქნა ტესტირების რამდენიმე სისტემა, რომელთა მეშვეობითაც აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინირებული ფრინველებისთვის ველზე არსებული პრობლემების გამოვლენა. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც წარმატებით გამოიყენება აღნიშნულთან დაკავშირებით გულისხმობს იმავე ჰემაგლუტინინის (H) ქვეტიპის ვირუსის, მაგრამ ველზე გავრცელებული დომინირებული ვირუსისგან განსხვავებულ ნეირამინიდაზას (N) შემცველი ვაქცინის გამოყენებას. არსებული ველზე გავრცელებული ვირუსის ნეირამინიდაზას ანტისხეულები მოქმედებენ ინფექციის ბუნებრივი მარკერების სახით.

2000 წელს აღნიშნული სისტემა გამოყენებული იქნა იტალიაში H7N1 ტიპის დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის განმეორებითი გამოვლენის შემდგომ. პირდაპირი საკონტროლო ღონისძიებების სრულყოფის მიზნით ველზე გავრცელებულ H7N1 ვირუსთან საბრძოლველად განხორციელდა DIVA სტრატეგია, H7N3-ის შემცველი ვაქცინის გამოყენებით. ვაქცინირებული და ველზე არსებული ფრინველების დიფერენცირება ხდებოდა სეროლოგიური ტესტის გამოყენებით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა კონკრეტული N1-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა. იგივე სტრატეგია გამოიყენებოდა H7N3-ით გამოწვეული დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის კონტროლის მიზნით იტალიაში 2002-2003 წლებში, რა შემთხვევაშიც H7N1 ვაქცინითა და სეროლოგიური ტესტით ხდებოდა კონკრეტულად N3-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა. ორივე შემთხვევაში DIVA სტრატეგიის გამოყენებით განხორციელებულ ვაქცინაციას ვირუსის განადგურებით შედეგად მოჰყვა ველზე გავრცელებული ვირუსის განადგურება.

აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები წამოიჭრება იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნება იმავე N ანტიგენის მქონე საველე ვირუსი, რომელიც გააჩნია არსებულ საველე ვირუსს, თუმცა არის H5 ან H7 ქვეტიპის გარდა H-ის სხვა ქვეტიპის, ან თუ იმავე N ანტიგენის მქონე ქვეტიპები უკვე გავრცელებულია ველზე. ცნობილია, რომ განსაკუთრებით იხვები არიან ერთზე მეტი ქვეტიპის მატარებლები. აგრეთვე, საჭირო იყო შესაბამისი ტესტის შემუშავება, რომელიც იძლეოდა გუნდების სტანდარტული მონიტორინგის საშუალებას ნეირამინიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულებთან მიმართებაში. იტალიაში შემუშავებული და გამოყენებული იქნა არაპირდაპირი ფლურესცენციული ანტისხეულების ანალიზის საფუძველზე შექმნილი სპეციალური სეროლოგიური ტესტი, ბაკულოვირუსის რეკომბინატით გამოხატული N ანტიგენის ცილების გამოყენებით. მყარფაზოვანი იმუნოფერმენტული ანალიზის (ELISA) შემუშავების შემდგომ აღნიშნული შესაძლოა შედარებით ფართოდ და მარტივად გამოიყენებოდეს.

მხოლოდ HA-ს შემცველი ვაქცინების გამოყენება როგორიცაა რეკომბინატი ვექტორული ვაქცინა, იძლევა ვაქცინირებულ ფრინველებში ინფექციის გამოვლენის მიზნით კლასიკური აგარის გელის იმუნოდიფუზიის (AGID) ტესტების ან ELISA ტესტების გამოყენების საშუალებას ნუკლეოპროტეინების, არასტრუქტურული ცილების ან მატრიქსის პროტეინების საფუძველზე.

არააქტივირებულ ვაქცინებთან მიმართებაში წარმოდგენილია ტესტი, რომელიც არასტრუქტურული ვირუსის ცილასთან მიმართებაში გამოავლენს მხოლოდ ბუნებრივი ინფექციის განმავლობაში წარმოქმნილ ანტისხეულებს. აღნიშნული სახის სისტემა ჯერ კიდევ დასამტკიცებელია ველზე გამოსაყენებლად, მაგრამ აქვს შეზღუდვა იმასთან დაკავშირებით, რომ გუნდის ბუნებრივი ინფიცირება ფრინველის გრიპის ნებისმიერი ვირუსით, ქვეტიპის მიუხედავად, იწვევს არასტრუქტურული ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას.

ვირუსის გამოვლენის სწრაფი და მგრძნობიარე მეთოდების შემუშავება, განსაკუთრებით კი იმ მეთოდებისა, რომელთა ავტომატიზაციაც შესაძლებელია როგორიცაა RT-PCR რეალური დროის რეჟიმში, ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინირებული ფრინველების მარტივი ფართოდ გავრცელებული და რეგულარული ტესტებისთვის ველზე არსებული ვირუსის გამოვლენის მიზნით. თუმცა აგენტის გამოვლენა შემოიფარგლება ინფექციის გამწვავების ფაზაში ხანმოკლე პერიოდით და შეუძლებელია აღნიშნულის გამოყენება იმის დასადგენად, რომ წარსულში გუნდზე გავლენა არ მოუხდენია ვირუსს. აღნიშნული მიდგომა მეტად ხელსაყრელია ვაქცინირებულ ფრინველებზე ტესტების ჩასატარებლად გადაადგილებამდე, მათში აქტიური ინფექციის არარსებობის დემონსტრირების მიზნით.

შერჩეული სისტემის მიერ შესამოწმებელი ნიმუშების რაოდენობა უნდა იძლეოდეს გუნდში ფრინველის გრიპის ვირუსის 15%-ზე მეტი პრევალენტობის გამორიცხვის საშუალებას 95%-იანი სიზუსტის დონეზე.

თავი X

ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის სტრატეგიები

დირექტივის 2005/94/EC მე-4 დანართის შესაბამისად, სპეციალურ ზონებში და საკონტაქტო სადგომებში ღონისძიებების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებები და აღნიშნული ღონისძიებების სიმკაცრე შესაძლოა მკვეთრად იცვლებოდეს რისკის სიდიდის შესაბამისად. ანალოგიურად, დაავადების დადასტურებისათვის საჭირო დიაგნოსტიკა სავარაუდოდ დაბალანსებული იქნება საერთო მდგომარეობასთან, საფრთხის სიდიდესა და რისკის ხარისხთან მიმართებაში. ვეტერინარული ორგანოების მიერ მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება დიაგნოსტიკური მტკიცებულების შესახებ, რომელიც ახდენს სწრაფი კონტროლისა და დაავადების აღმოფხვრას დაბალანსებას არასწორი დიაგნოზის პოტენციურ ზეგავლენასთან მიმართებაში. აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს მოცემული პერიოდისთვის მრავალი ფაქტორის ფონზე, თუმცა შესაძლებელია გარკვეული ფაქტორების წინაწარ განსაზღვრა.

 

დაავადების მდგომარეობა

პოტენციური პრობლემა

დიაგნოსტიკის კრიტერიუმები

არასპეციფიკური ნიშნება, ოფიციალური ეჭვის არარსებობა

იზოლირებული სადგომი

სწრაფი გამოვლენა M გენის RT-PCR-ის საფუძველზე. დიფერენციალური დიაგნოზი საჭიროების მიხედვით.

პირველადი საეჭვო აფეთქება

იზოლირებული სადგომი

სრული დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება, ვირუსის იზოლაცია და დახასიათება.

პირველადი საეჭვო აფეთქება

შინაური ფრინველებით მჭიდროდ დაკომპლექტებულ ზონაში არსებული სადგომი

უნდა ჩატარდეს სრული დიაგნოსტიკური ტესტი, ვირუსის იზოლაცია და დახასიათება, თუმცა ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს სწრაფი გამოვლენისა და დახასიათების მეთოდებზე, განსაკუთრებით კი იმ მეთოდებზე, რომლებიც ეფუძნება RT-PCR-ს და თანმიმდევრობის განსაზღვრას2.

მეორე და მომდევნო საეჭვო აფეთქებები

თავდაპირველ საეჭვო აფეთქებასთან ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული იზოლირებული სადგომები

ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს სწრაფი გამოვლენისა და დახასიათების მეთოდებზე, განსაკუთრებით კი იმ მეთოდებზე, რომლებიც ეფუძნება RT-PCR-სა და თანმიმდევრობის განსაზღვრას(1).

მეორე და მომდევნო საეჭვო აფეთქებები

შინაური ფრინველით მჭიდროდ დაკომპლექტებულ ზონაში არსებული ან ბევრი ეპიდემიოლოგიური კავშირის მქონე სადგომები

სწრაფი გამოვლენის მეთოდებზე დაყრდნობა, რომლებიც იძლევიან ფრინველის გრიპის ნებისმიერი ვირუსის არსებობის ყველაზე ადრეულ მტკიცებულებას (1).

მრავლობითი საეჭვო აფეთქება ან სწრაფად გავრცელებადი დაავადება ზედამხედველობის ჩათვლით

სწრაფი ჩარევის გარეშე გავრცელება არაკონტროლირებადი გახდება

სწრაფი გამოვლენის მეთოდებზე დაყრდნობით, რომლებიც იძლევა ფრინველის გრიპის ნებისმიერი ვირუსის არსებობის ადრეულ მტკიცებულებას ან კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით (1).

 

თავი XI

ფრინველის გრიპის ვირუსის ინფექციის დიაგნოსტიკა ღორებსა და სხვა ძუძუმწოვრებში

1. ფრინველის გრიპი ღორებში

ფრინველის გრიპის ვირუსი ადვილად აინფიცირებს ღორებს და მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი შემთხვევები, უმეტეს შემთხვევაში, შედარებით შეზღუდულია, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ დაინფიცირებულმა ღორებმა დაავადება გადასდონ შინაურ ფრინველებსა და დაავადებისადმი მგრძნობიარე სხვა ცხოველებს. დღეისათვის, არ არსებობს საველე მტკიცებულება დაინფიცირებული ღორების მიერ H5 და H7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის ვირუსის გადადებასთან დაკავშირებით.

2003 წელს ნიდერლანდებში მომხდარი ვირუსის აფეთქების შედეგად მიღებული გამოცდილებიდან ჩანს, რომ H7N7 ტიპით ინფიცირებულ ღორებს არ აღენიშნებოდათ H7N7 ინფექციისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები გარდა ამისა, დღემდე არ არსებობს მონაცემები აზიაში და სხვა ქვეყნებში H5N1 ვირუსის აფეთქების დროს დაავადებული ღორების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკური ნიშნები არ განსაზღვრავენ ღორების დაინფიცირებას, თუმცა ფრინველური წარმოშობის სხვა გრიპის ვირუსით ღორების დაინფიცირება შესაძლოა კლინიკურად გამოვლინდეს ვირუსის მის მატარებელთან ადაპტირების შემდეგ. ღორებში ფრინველის გრიპის ვირუსის დიაგნოსტიკა არსებითად ჰგავს ფრინველის სახეობების დიაგნოსტიკას, ვირუსის იზოლაციაზე, მოლეკულურ მეთოდზე და ჰემაგლუტინინის ინჰიბირების ტესტით გზით სპეციფიკური ანტისხეულების გამოვლენაზე დაყრდნობით. თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავებები და არცერთი ტესტი არ არის სავსებით დამტკიცებული ღორების შემთხვევაში გამოსაყენებლად ფრინველის გრიპის ვირუსით დაინფიცირების დასადასტურებლად.

2. ნიმუშები ვირუსის იზოლაციისთვის

ფრინველის გრიპის ვირუსის ინფექცია ღორებში, როგორც წესი, შემოიფარგლება რესპირატორული ტრაქტით და ნიმუშები წარმოდგენილი უნდა იქნეს რესპირატორული ტრაქტის ქსოვილის, და საჭიროების შემთხვევაში, პირ-ხახის ან ცხვირის ნაცხის სახით, რომლებიც აღებული უნდა იქნეს დაავადების ნიშნების მქონე ღორებიდან. აღნიშნული ნიმუშები და ნაცხი შესაძლოა დამუშავდეს ვირუსის გამოყოფის ან ვირუსის მოლეკულური გამოვლენის მიზნით, იგივე ტექნიკის გამოყენებით, რომელიც აღწერილია ზემოთ ფრინველების ნიმუშებთან დაკავშირებით. თუმცა, PCR ტექნიკის გამოყენებისას, უნდა მოხდეს სათანადო კონტროლის გამოყენება, რაც უზრუნველყოფს ამპლიფიკაციის ინჰიბირების თავიდან აცილებას ღორებიდან აღებული ნიმუშების ნივთიერებებში.

3. კვერცხების ინოკულაცია და ინკუბაცია

9-11 დღის ასაკის შინაური ქათმის განაყოფიერებულ კვერცხებში ძუძუმწოვრების გრიპის ვირუსის იზოლაციისათვის ჩვეულებრივი პრაქტიკა გულისხმობს თითოეული კვერცხის ინოკულაციას ალანტოისური და ამნიოტური ღრუს მეშვეობით. თუმცა ფრინველის გრიპის ვირუსთან დაკავშირებული ღორების ტესტირებისას, როდესაც ვირუსს ჰქონდა ადაპტირების მცირე შესაძლებლობა, ალბათ საკმარისია ინოკულაცია ალანტოისური ღრუს საშუალებით.

ანალოგიურად, ძუძუმწოვრების A ტიპის გრიპის ვირუსის იზოლაციისათვის რეკომენდირებულია 35oC ინკუბაციის ტემპერატურა, თუმცა ღორებთან ცუდად ადაპტირებულ ვირუსებთან მიმართებაში 37 oC ტემპერატურა არ იქნება საზიანო ვირუსის იზოლაციისთვის.

4. ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების ტესტში (HI) სპეციფიკური ანტისხეულების ტესტი

ღორებში ფრინველის გრიპის ვირუსის ინფექციის განსასაზღვრად ყველაზე მგრძნობაირე მეთოდებს წარმოადგენს ვირუსის იზოლაცია ან მოლეკულური გამოვლენა. თუმცა სეროლოგიური რეაქციები ღორებში გამოვლენილი იქნა ვირუსის იზოლაციის ან გამოვლენის არარსებობის შემთხვევაში. HI ტესტები, სადაც გამოიყენება ღორის შრატი, საჭიროებს VIII თავით გათვალისწინებული ფრინველის შრატთან მიმართებაში გამოყენებული ტესტების გარკვეულ მოდიფიკაცას.

ღორის შრატი ცნობილია HI ტესტებში მისი არასპეციფიკური ინჰიბირების მახასიათებლებით და შესაბამისად, აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, შრატის თითოეული ნიმუში უნდა დამუშავდეს რეცეპტორის დამშლელი ფერმენტით (RDE). გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი მეთოდი:

(a) ღორის 100 µl იმუნურ შრატს უნდა დაემატოს 400 µl RDE (წინასწარ განსაზღვრული სამუშაო ხსნარი) და კარგად შეერიოს;

(b) განხორციელდეს ინკუბაცია 37 oC ტემპერატურაზე ერთი საათის განმავლობაში;

(c) შემდეგ განხორციელდეს ინკუბაცია 56 oC ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში;

(d) შემდეგ ნიმუშები უნდა გაგრილდეს 4 oC ტემპერატურაზე მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში;

(e) შემდეგ უნდა დაემატოს 10 µl 30 %-იანი (v/v ერითროციტების მასა) ქათმის სისხლის წითელი უჯრედები და კარგად შეერიოს;

(f) განხორციელდეს ინკუბაცია 4 oC ტემპერატურაზე მთელი ღამის განმავლობაში. ალტერნატივის სახით, მეორეს მხრივ, თუ მნიშვნელოვანია ნიმუშების იმავე დღეს გამოყენება, ინკუბაცია უნდა განხორციელდეს 37 oC ტემპერატურაზე ერთი საათის განმავლობაში, ხოლო ცენტრიფუგირება – 300 x g-ზე ხუთი წუთის განმავლობაში.

აღნიშნულის შემდეგ დამუშავებული შრატი გამოიყენება [..] ქვეპუნქტში ფრინველის შრატთან მიმართებაში აღწერილ HI ტესტებში, ხოლო პირველადი გაზავებული ხსნარი იქნება: 1:10. ღორების შრატის ნაკრები, რომელსაც ფრინველის გრიპთან მიმართებაში აქვს სერო-უარყოფითი სტატუსი, გამოყენებული უნდა იქნეს გამოსაყენებელი ვირუსის შტამის HI ტესტის სპეციფიკურობის შესაფასებლად (იხ. აფეთქების შედეგად მიღებული ვირუსის შტამი სეროლოგიისთვის; VIII თავი ). 2003 წელს ნიდერლანდებში მომხდარი აფეთქებისას, აფეთქებისგან დამოუკიდებლად შეგროვებული ღორის შრატის გამოყენებით ჩატარებული HI ტესტებით გამოვლინდა 2,6%-მდე არასპეციფიკური ქიმიური რეაქტორები.

5. ნიმუშების აღება ღორებიდან

განსაკუთრებით იმ ფერმებში, სადაც ღორები და შინაური ფრინველები ცხოვრობენ ერთად ან განცალკევებულ სადგომებში, შინაურ ფრინველებთან ან შინაური ფრინველების პროდუქტებთან შეხების გამო ღორები იმყოფებიან ფრინველის გრიპის ვირუსით პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინფიცირების რისკის ქვეშ. აღნიშნული სახის დაინფიცირების გამოსარიცხად უნდა შეგროვდეს პირ-ხახის ან ცხვირის ნაცხი და სისხლის ნიმუშები IV თავის 8.21 ქვეპუნქტში აღწერილი პროცედურების შესაბამისად. ნიმუშების აღება უნდა მოხდეს იმ ღორებიდან, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების კლინიკური ნიშნები. თუმცა კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, ნიმუშების აღება შესაძლებელია შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, სადგომის ყველა ნაწილიდან. თუ ლაბორატორია იძლევა ამის საშუალებას, ნაცხის ნიმუშებზე ტესტი უნდა ჩატარდეს სწრაფი მოლეკულური ტესტის და/ან ვირუსის იზოლაციის გზით. RT-PCR სათანადოდ უნდა დამტკიცდეს და მისი მგრძნობელობა უნდა იყოს მინიმუმ A ტიპის ფრინველის გრიპის ვირუსის შემთხვევაში, კვერცხებში ვირუსის იზოლაციის ექვივალენტური.

ფრინველის გრიპის ვირუსით დაინფიცირებული შინაური ფრინველის გადარჩევის შემდეგ ორიდან ოთხ კვირამდე პერიოდის განმავლობაში ღორებიდან აღებული უნდა იქნეს მინიმუმ 60 სისხლის ნიმუში ისე, რომ მინიმუმ რამდენიმე ნიმუშის აღება მაინც მოხდეს ღორების იმ ჯგუფებიდან, რომლებსაც უშუალო კონტქტი აქვთ ერთმანეთთან. ნიმუშებზე ტესტები უნდა ჩატარდეს HI ტესტის საშუალებით, შინაურ ფრინველებში გრიპის აფეთქებისას მოპოვებული ვირუსის გამოყენებით. ერთი და იგივე ტესტი უნდა ჩატარდეს როგორც გამწვავების, ასევე გამოჯანმრთელების ფაზაში აღებულ ნიმუშებზე. დადებითი ნიმუშების დადასტურება შესაძლებელია ვირუსის ნეიტრალიზაციის და/ან იმუნობლოტინგის ანალიზის საშუალებით.

ნიმუშებზე ჩატარებული რომელიმე ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს დამცავ ზონაში არსებული ყველა ღორების ფერმის ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა, მიუხედავად იმისა ეს ფერმები შერეული სახეობებისაა თუ არა.

6. ფრინველის გრიპის ვირუსი ღორების გარდა სხვა ძუძუმწოვრებში

განხორციელებული უნდა იქნეს კვლევა ღორების გარდა ფრინველის გრიპის ვირუსის მიმართ მგრძნობიარე სხვა ძუძუმწოვრებში, კატების ჩათვლით. H5N1 ტიპის მაღალპათოგენური ფრინველის გრიპზე სპეციფიკური მითითებით კატებზე ტესტის ჩასატარებლად უნდა განხორციელდეს შემდეგი:

ვირუსის გამრავლებასთან დაკავშირებული მაკროსკოპიული პათოლოგიური დარღვევები ძირითადად თავმოყრილია ფილტვებსა და ღვიძლზე და ამგვარად ვირუსოლოგიური კვლევისათვის საჭირო ნიმუშები უმჯობესია აღებული იქნეს მკვდარი ცხოველების აღნიშნული ორგანოებიდან. ცოცხალ ცხოველებში ვირუსის გამოვლენის მიზნით უმჯობესია ტრაქეისა და პირ-ხახის ნაცხის აღება. გარდა ამისა, ცალკე უნდა იქნეს აღებული ფეკალიის ნიმუშებიც.

HI ანალიზით გამოსაკვლევი სისხლის ნიმუშები საჭიროებს თერმულ დამუშავებას 56 oC ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში და შესაძლებელია RDE დამუშავების გამოტოვება.

თავი XII

უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები ნიმუშების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

1. ისეთი ნიმუშების ტრანსპორტირება, რომლებშიც არსებობენ პათოგენები, ან არსებობს ეჭვი მათში ამგვარი პათოგენების არსებობის შესახებ, ექვემდებარება მკაცრ ეროვნულ და საერთაშორისო რეგულაციებს, რომელიც მუდმივად უნდა იყოს დაცული. ვირუსის იზოლატები არ კლასიფიცირდება დიაგნოსტიკური ნიმუშების სახით, თუმცა მათი შეფუთვა უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

წინამდებარე თავით გათვალისწინებული მითითებები განკუთვნილია საჰაერო ტრანსპორტირებისათვის, თუმცა ნიმუშების სახმელეთო ან საზღვაო ტრანსპორტირების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს შეფუთვის ანალოგიური წესები.

2. დიაგნოსტიკური ნიმუშების შეფუთვა ტრანსპორტირებისათვის

„საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის“ (IATA) რეგულაციების თანახმად, ტრანსპორტირებულ დიაგნოსტიკურ ნიმუშებს ენიჭება გაეროს საიდენტიფიკაციო ნომერი − 2814, 2900 ან 3373 შესაბამისად.

სანამ პაკეტი არ მიაღწევს ტვირთის მიმღებამდე გადაზიდვაზე პასუხისმგებელია გადამზიდავი და არა ტრანსპორტირების კომპანია.

3. პირველადი შეფუთვა

(a) პირველადი კონტეინერი უნდა იყოს წყალგაუმტარი, მაგალითად, ხრახნის თავი დალუქული უნდა იქნეს პარაფილმით ან საიზოლაციო ლენტით ან უნდა გატარდეს დაცვის მსგავსი ზომები;

(b) მრავლობითი პირველადი კონტეინერები ინდივიდუალურად უნდა შეიფუთოს დაზიანების თავიდან აცილების მიზნით;

(c) გადასაზიდი დიაგნოსტიკური ნიმუშების მოცულობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ვირუსის ტრანსპორტირების გარემო;

(d) პირველად კონტეინერ(ებ)ში მოთავსებული ნიმუშის წონა არ უნდა აღემატებოდეს 500 გრამს ან 500 მილიგრამს.

პირველადი შეფუთვის მთლიან შემადგენლობას წარმოადგენს დიაგნოსტიკური ნიმუშები.

4. მეორადი შეფუთვა

(a) მეორად კონტეინერში მოთავსებული უნდა იყოს საკმარისი შემწოვი მასალა, რომელიც პირველადი კონტეინერის დაზიანების ან გაჟონვის შემთხვევაში შეიწოვს მის შიგთავსს;

(b) მეორადი შეფუთვა უნდა აკმაყოფილებდეს IATA-ს მოთხოვნებს დიაგნოსტიკური ნიმუშების შეფუთვასთან დაკავშირებით, რაც აგრეთვე მოიცავს 1,2 მეტრიდან (3,9 ფუტი) დავარდნის ტესტის პროცედურებს. თუ ინფექციური ნივთიერებების შეფუთვა აღემატება IATA-ს N 602 მითითებით გათვალისწინებულ დიაგნოსტიკური ნიმუშების შეფუთვის მოთხოვნებს, დასაშვებია აღნიშნულის გამოყენება;

(c) ინფექციური ნივთიერების შეფუთვაზე გაკეთებული უნდა იქნეს შესაბამისი წარწერა ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (გაერო უნდა იყოს შემოხაზული), მაგალითად როგორიცაა:

„UN 4G/CLASS 6.2/99/GB/2450“;

(d) მეორადი შეფუთვა უნდა იყოს წყალგაუმტარი. დაცული უნდა იქნეს შეფუთვის მწარმოებლის ან სხვა უფლებამოსილი მხარის მიერ შეფუთვასთან დაკავშირებით დაწესებული მითითებები, რომლებიც წარმოდგენილია მეორად შეფუთვასთან ერთად;

(e) მეორადი შეფუთვის უმცირესი მთლიანი გარე მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 100 მმ. (4 ინჩი);

(f) მეორადი შეფუთვა უნდა იყოს საკმარისად დიდი ზომის გადაზიდვის დოკუმენტაციისათვის როგორიცაა საჰაერო საგზაო უწყისი.

5. გარეთა შეფუთვა

(a) გარეთა შეფუთვის წონა არ უნდა აღემატებოდეს 4 ლ. ან 4 კგ-ს;

(b) საჭიროების შემთხვევაში, მეორადი შეფუთვის გარეთა მხარეს შესაძლებელია მშრალი ან სველი ყინულის მოთავსება. მშრალი ყინულის გამოყენების შემთხვევაში, შეფუთვიდან უნდა ხდებოდეს ნახშირორჟანგის აირის გამოშვება და არ უნდა ხდებოდეს წნევის დაგროვება, რამაც შესაძლოა დააზიანოს შეფუთვის მთლიანობა. სველი ყინულის გამოყენების შემთხვევაში, შეფუთვა უნდა იყოს ჰერმეტული.

თითოეული შეფუთვასა და საჰაერო საგზაო უწყისზე უნდა გაკეთდეს შემდეგი წარწერა:

„N 3373 დიაგნოსტიკური ნიმუში

შეფუთულია IATA-ს N 650 შეფუთვის ინსტრუქციის შესაბამისად“;

(c) მეორად შეფუთვასა და გარეთა შეფუთვას შორის უნდა მოთავსდეს შემადგენლობის დეტალური ჩამონათვალი;

(d) გარეთა შეფუთვა უნდა მოთავსდეს დალუქულ პლასტმასის ტომარაში მისი ტენიანობისგან დაცვის მიზნით;

(e) არ არის საჭირო „გადამზიდის დეკლარაცია საშიშ საქონელთან დაკავშირებით“.

თავი XIII

ვირუსებისა და ნიმუშების გაგზავნა გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიაში

1. გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიისათვის გასაგზავნი ნიმუშები უნდა აკმაყოფილებდნენ გაერთიანების ფარგლებში საშიში პათოგენების გადაზიდვის შესაბამის რეკომენდაციებს და აგრეთვე გაერთიანებულ სამეფოში მოქმედ დებულებებსა და კანონმდებლობას.

დაცული უნდა იქნეს წინამდებარე თავით განსაზღვრული მითითებები.

2. ვირუსის ან სხვა მასალების გაგზავნა გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიაში

(a) ყველა მასალა უნდა შეიფუთოს წინამდებარე თავით განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;

(b) გარეთა შეფუთვაზე დატანილი უნდა იქნეს შემდეგი წარწერა:

„ცხოველური პათოგენი – შეფუთვის გახსნა დასაშვებია მხოლოდ ფრინველის ვირუსოლოგიის სექტორში, VLA, WEYBRIDGE. „იმპორტი ნებადართულია ლიცენზიით N ....*...... , რომელიც გაცემულია ცხოველური პათოგენების იმპორტირების ბძანების საფუძველზე.“;

(c) დატანილი უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ლიცენზიის ნომერი:

 

 (i)

ფრინველის გრიპის ვირუსთან დაკავშირებით:

„AHZ/2232/2002/5*“

(ii)

ქსოვილებთან და სხვა მასალებთან დაკავშირებით:

„AHZ/2074C/2004/3*“

 

აღნიშნული ლიცენზიის ნომრების პერიოდული ცვლილების გამო, ნიმუშების გაგზავნამდე ნიმუშების გამგზავნმა ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს მათ მიერ მიმდინარე ლიცენზიის ნომრების გამოყენება;

(d) შეფუთვა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

ფრინველთა ვირუსოლოგია

VLA Weybridge,

New Haw, Addlestone,

Surrey KT15 3NB

გაერთიანებული სამეფო.

(e) ამანათს თან უნდა დაერთოს წერილი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება იზოლატის შეძლებისდაგვარად ვრცელი ისტორია, როგორიცაა სახეობები, ასაკი, იზოლაციის რეგიონი/ქვეყანა, ნებისმიერი სამედიცინო ისტორია;

(f) შეფუთვების გაგზავნა უნდა მოხდეს საჰაერო ფოსტით ან საჰაერო ტვირთის გადაზიდვის საშუალებით.

შეფუთვების საჰაერო ტვირთის გადაზიდვის საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში, მასალების ჩასვლამდე გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას ფაქსის, ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა ეცნობოს საჰაერო საგზაო უწყისის ნომერი.

საჰაერო ტვირთის გადაზიდვის საშუალებით გაგზავნილ შეფუთვებს გარკვევით უნდა ეწეროს შემდეგი:

„CARE OF TRANSGLOBAL“ („ტრანსგლობალისთვისგადასაცემად), რათა უზრუნველყოფილი იქნეს სწრაფი გაფორმება აეროპორტში.

გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიის საკონტაქტო ინფორმაცია

იან ჰ. ბრაუნი, რეფერალური ლაბორატორიის დირექტორი

ტელ.: (44-1932) 35 73 39;

ფაქსი: (44-1932) 35 72 39;

ელფოსტა: i.h.brown@vla.defra.gsi.gov.uk

რუთ მანველი, რეფერალური ლაბორატორიის მენეჯერი

ტელ.: (44-1932) 35 77 36 ან (44-1932) 35 77 08

ფაქსი: (44-1932) 35 78 56

ელფოსტა: r.manvell@vla.defra.gsi.gov.uk

თავი XIV

ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მინიმალური უსაფრთხოების მოთხოვნები

1. ფრინველის გრიპის ვირუსებზე მომუშავე დიაგნოსტიკური ლაბორატორიების უსაფრთხოების მოთხოვნები უნდა მოიცავდეს ვირუსის ლოკალიზაციას როგორც საფრთხეს ცხოველების ჯანმრთელობისთვის და ასევე ლაბორატორიაში მომუშავეთა (და ლაბორატორიის გარეთ მყოფთა) დაცვას ზოონოზური რისკისგან.

გაერთიანებაში მინიმალური უსაფრთხოების მოთხოვნები ლაბორატორიებისთვის განსაზღვრულია რამდენიმე დირექტივით. გარდა ამისა, ფუნქციონალური ასპექტები აღწერილია და დადგენილია საბაზისო ევროპული სტანდარტის (EN) შესაბამისად. ლაბორატორიების დიაგნოსტიკური მიზნით ფუნქციონირებისათვის არსებობს დამატებითი რეგულაციები (EN) როგორიცაა ლაბორატორიის კარგი პრაქტიკა.

2. გაერთიანების დირექტივები ლაბორატორიებთან დაკავშირებით:

საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივა 89/391/EEC სამსახურში თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ღონისძიებების დანერგვის თაობაზე (ოფიციალური ბიულეტენი, L 183, 29.06.1989, გვ. 1);

საბჭოს 1990 წლის 26 ნოემბრის დირექტივა 90/679/EEC სამუშაო ადგილზე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული რისკისგან თანამშრომელთა დაცვის თაობაზე (მეშვიდე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის შესაბამისად) (ოფიციალური ბიულეტენი, L 374, 31.12.1990, გვ. 1).

თუ დიაგნოსტიკა ხორციელდება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეშვეობით და ხდება PCR-პროდუქტების ბაქტერიულ პლაზმიდად კლონირება გამრავლების მიზნით, მაგალითად დნმ-ის თანმიმდევრობის განსაზღვრის მიზნით, ზემოთ აღნიშნულ ორ დირექტივასთან ერთად მოქმედებს შემდეგი დირექტივა და ევროპული სტანდარტი (EN):

საბჭოს 1990 წლის 23 აპრილის დირექტივა 90/219/EEC გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმების უწყვეტი გამოყენების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, L 117, 08.05.1990, გვ. 1).

3. გაერთიანების დირექტივების გარდა, აღიარებული უნდა იქნეს შემდეგი ევროპული სტანდარტი (EN):

EN 12128 ბიოტექნოლოგია. ლაბორატორიები კვლევებისათვის, განვითარებისა და ანალიზისათვის. მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების ლოკალიზაციის დონეები, რისკის ზონების, ადგილების და ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნები;

EN 12738 ბიოტექნოლოგია. ლაბორატორიები კვლევებისათვის, განვითარებისა და ანალიზისათვის. ექსპერიმენტების მიმდინარეობისას მიკროორგანიზმების გამოყენებით აცრილ ცხოველებში ლოკალიზაციასთან დაკავშირებული მითითებები;

EN 12740 ბიოტექნოლოგია. ლაბორატორიები კვლევებისათვის, განვითარებისა და ანალიზისათვის. მითითებები ნარჩენების განკარგვის, ინაქტივირებისა და ტესტირების შესახებ;

EN 12741 ბიოტექნოლოგია. ლაბორატორიები კვლევებისათვის, განვითარებისა და ანალიზისათვის. მითითებები ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

ლაბორატორიის ფუნქციონირებაზე/მართვაზე მოქმედებს შემდეგი პირობები:

4. მოთხოვნები ლაბორატორიებთან დაკავშირებით (ლოკალიზაციის დონე 1-დან 4-მდე)

სამსახურში ბიოლოგიურ აგენტებთან დაკავშირებული რისკებისაგან თანამშრომელთა დაცვის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 18 სექტემბრის დირექტივის 2000/54/EC შესაბამისად (მეშვიდე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის შესაბამისად) (ოფიციალური ბიულეტენი, L 262, 17.10.2000, გვ. 21), დირექტივა 90/219/EEC და ევროპული სტანდარტი: EN 12128; EN 12740; EN 12741.

 

ლოკალიზაციის ღონისძიებები

ლოკალიზაციის დონე

1

2

3

4

ლაბორატორიული კომპლექსი: იზოლაცია

არა

დიახ

დიახ

დიახ

კარებით გამოყოფილი ლაბორატორიები

არა

დიახ

დიახ

დიახ

წარმოდგენილი უნდა იყოს სამეთვალყურეო ფანჯარა ან მისი ალტერნატიული ვარიანტი, ისე რომ შესაძლებელი იყოს იქ მყოფთა დანახვა

არჩევითი

არჩევითი

არჩევითი

დიახ

პერსონალისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ხელსაბანი მოწყობილობები

დიახ

დიახ

დიახ

დიახ

უზრუნველყოფილი უნდა იქნეს (ხელების) სადეზინფექციო მოწყობილობები

არჩევითი

დიახ

დიახ

დიახ

შეზღუდული დაშვება

არა

დიახ

დიახ

დიახ

აეროზოლის კონტროლის სპეციალური ზომები

არა

დიახ

მინიმუმამდე დაყვანა

დიახ

პრევენცია

დიახ

პრევენცია

კარზე ბიოსაფრთხის აღმნიშვნელი ნიშანი

არა

დიახ

დიახ

დიახ

შხაპი

არა

არა

არჩევითი

დიახ

თვალების ამორეცხვა

დიახ

დიახ

დიახ

დიახ

ლაბორატორია: ჰერმეტული ფუმიგაციისთვის

არა

არა

დიახ

დიახ

წყლის, მჟავის, ტუტის, გამხსნელების, სადეზინფექციო საშუალების, გაუსნებოვნების აგენტებისადმი მედეგი და ადვილად გასაწმენდი ზედაპირი

დიახ (ტერასა)

დიახ (ტერასა)

დიახ (ტერასა, იატაკი)

დიახ (ტერასა, იატაკი)

ლაბორატორიაში შესასვლელი ატმოსფერული რაბიდან

არა

არა

არჩევითი

დიახ

უშუალო გარემოს წნევასთან შედარებით უარყოფითი წნევა

არა

არა

არჩევითი

დიახ

ლაბორატორიის შემავალი და გამოყოფილი ჰაერი უნდა იყოს მყარი ნაწილაკების დამჭერი მაღალი ეფექტურობის ფილტრით (HEPA) გაფილტრული

არა

არა

დიახ (გამოყოფილი ჰაერი)

დიახ

ავტოკლავი

ადგილზე

შენობაში

კამერაში

ლაბორატორიაში, ორმხრივი

დამცავი ტანსაცმელი

შესაბამისი დამცავი ტანსაცმელი

შესაბამისი დამცავი ტანსაცმელი

შესაბამისი დამცავი ტანსაცმელი (ფეხსაცმელი არ არის სავალდებულო)

ტანსაცმლის მთლიანად გამოცვლა

ხელთათმანები

არა

არჩევითი

დიახ

დიახ

ინფექციის გადამტანის ეფექტური კონტროლი (მაგ.: მღრღნელებისა და მწერებისთვის)

არჩევითი

დიახ

დიახ

დიახ

ბიოლოგიური აგენტის უსაფრთხო დასაწყობება

დიახ

დიახ

დიახ

დიახ

ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს საკუთარი მოწყობილობა-დანადგარები

არა

არა

რეკომენდებული

დიახ

არსებობს დამატებითი ევროპული სტანდარტები, რომლებიც ეხება ლაბორატორიის მართვისა და ორგანიზების საკითხებს.

აგრეთვე, არსებობს სხვა ეროვნული თუ საერთაშორისო რეგულაციები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა იქნეს დაცული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს მესამე გამოცემა თავის ვებგვერდზე:

http://www.who.int/csr/resources/publications/biosafety/WHO_CDS_CSR_LYO_2004_11/en/

5. ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ლოკალიზაცია

წევრი სახელმწიფოების ვეტერინარული სამსახურების მიერ დადგენილი უნდა იქნეს ფრინველის გრიპის, განსაკუთრებით კი მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის, ვირუსის ლოკალიზაციის მარეგულირებელი ნორმები, რაც აგრეთვე მოიცავს ფრინველის გრიპის H5 და H7 ქვეტიპის ვირუსებს. გარკვეული მითითებები წარმოდგენილია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „2005 წლის ხმელეთის ცხოველების კოდექსის“ 1.4.5 თავში, და მაღალპათოგენური რეგისტრაციას დაქვემდებარებული ფრინველის გრიპი (HPNAI) განისაზღვრება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლოკალიზაციის მე-4 ჯგუფის პათოგენად.

თუმცა, ფრინველის გრიპის ვირუსის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები დაინერგება წევრი სახელმწიფოების ვეტერინარული სამსახურების მიერ.

გაერთიანების რეფერალური ლაბორატორიების მიერ გამოყენებული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები, რაც თავის მხრივ წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ ნორმებს, ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე:

http://www.defra.gov.uk/corporate/vla/science/science-viral-ai-reflab.htm

6. ლოკალიზაცია ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ფრინველის გრიპის ვირუსებზე მომუშავე ლაბორატორიებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული წარმოადგენს მინიმუმ ადამიანის პოტენციურ პათოგენებს და ლაბორატორიის ფუნქციონირებისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული ლაბორატორიაში მომუშავეთა დაინფიცირება და ვირუსის ლაბორატორიის გარეთ მოხვედრა.

ფრინველის გრიპის A ტიპის ვირუსის საეჭვო შემცველობის ნიმუშების განკარგვის შესახებ სახელმძღვანელო მითითებები ხელმისაწვდომია

http://www.who.int/csr/disease/avian_influenza/guidelines/handlingspecimens/en/


1 ოფიციალური ბიულეტენი, L 10, 14.01.2006, გვ. 16;

2 აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს ნიმუშების სრულად აღება და ნიმუშები შენახული უნდა იქნეს შემდგომი შეფასების მიზნით.