აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 588
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023401
  • Word
588
24/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
000000000.00.003.023401
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №58 8

2017 წლის 24 მარტი

. თბილისი

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის − „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ დამატება;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 7 574 400 (შვიდი მილიონ ხუთას სამოცდათოთხმეტი ათას ოთხასი) ლარის მიმართვა ქვეპროგრამაში − „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები“;

გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქვეპროგრამით − „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები“ გათვალისწინებული თანხიდან:

გ.ა) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობისათვის 4 854 400 (ოთხი მილიონ რვაას ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი) ლარის გადარიცხვა, მათ შორის:

გ.ა.ა) 1 421 300 ლარი − ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 14 213 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.ბ) 11 500 ლარი − თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდისთვის 115 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.გ) 124 300 ლარი − ხობის მუნიციპალიტეტისთვის 1 243 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.დ) 108 900 ლარი − სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 1 089 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.ე) 49 600 ლარი − აბაშის მუნიციპალიტეტისთვის 496 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.ვ) 321 900 ლარი − მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის 3 219 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.ზ) 480 800 ლარი − ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის 4 808 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.თ) 406 600 ლარი − წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის 4 066 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.ი) 762 700 ლარი − ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 7 627 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.კ) 46 300 ლარი − თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთისათვის 463 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.ლ) 170 700 ლარი − ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის 1 707 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.მ) 199 800 ლარი − ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 1 998 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.ნ) 150 000 ლარი − სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის 1 500 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ა.ო) 600 000 ლარი − აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობისთვის გალის რაიონში 6 000 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ბ) 70 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის შესყიდვა, საიდანაც შესაბამის მუნიციპალიტეტებსა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობას გადაეცემა:

გ.ბ.ა) 58 253 ლიტრი − 1.5 ჰა-მდე თხილის ფართობის დასამუშავებლად;

გ.ბ.ბ) 6 240 ლიტრი − იმ პირებისთვის გადასაცემად, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი;

გ.გ) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების, მათ შორის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის გადაცემა.

2. ეთხოვოთ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებსა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობას, მათთვის გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყონ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის აყვანა და იმ პირთა თხილის ფართობების ორჯერადი დამუშავება, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.5 ჰა-მდე თხილის ფართობი, ასევე ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის გადაცემა იმ პირებისთვის, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლება მიეცეს, ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

4. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული საერთო კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

 

 

პრემიერ - მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი