დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | ნ-4 |
დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 29/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240000.64.076.016012 |
|
,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 (სსმ, ვებგვერდი, 31/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010240000.64.076.016003) ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა (შემდგომ – კანონი) და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. უარყოფითი შედეგების გამოვლენისას, სამსახურის უფროსის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინფორმაცია 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება სამსახურის ვებგვერდზე და ეგზავნება შესაბამის პროფესიულ ორგანიზაციასა და მის წევრ აუდიტორებს. 11. სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში გაწევრიანდეს საქართველოს იმ პროფესიულ ორგანიზაციაში, რომელიც აკმაყოფილებს კანონით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აუდიტორის სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ადგილი (ძირითადი ან/და არაძირითადი, ინდივიდუალურად ან აუდიტორული ფირმის მეშვეობით) და სარეგისტრაციო ნომერი; ბ) იმ აუდიტორული ფირმის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, იურიდიული მისამართი, ვებგვერდის მისამართი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია აუდიტორი ან რომელშიც ის არის პარტნიორი/აქციონერი, მმართველობითი ორგანოს წევრი ან რომელთანაც სხვაგვარად არის დაკავშირებული;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პროფესიულ ორგანიზაციაში წევრობის შესახებ, პროფესიული ორგანიზაციის სახელწოდების, პროფესიული ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომრის, პროფესიული ორგანიზაციის ვებგვერდის მითითებით;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული და პროფესიული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, არსებობის შემთხვევაში ვებგვერდის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო და სარეგისტრაციო ნომერი;“; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული (არადაქირავებული) და პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აუდიტორული ფირმების რეესტრის მთავარ გვერდზე აისახება აუდიტორული ფირმების ჩამონათვალი ანბანური თანმიმდევრობით, თითოეული აუდიტორული ფირმის საიდენტიფიკაციო და სარეგისტრაციო ნომრის, სამართლებრივი ფორმის და სახელწოდების მითითებით.“. 4. მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „31. სარეგისტრაციო განაცხადი ელექტრონულად წარდგენისას გადის წინასწარ მონიტორინგს, რითაც სამსახური ახორციელებს სარეგისტრაციო განაცხადის კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსების უზრუნველყოფას. წინასწარი მონიტორინგი ტექნიკური ხასიათისაა და არ მოიცავს სარეგისტრაციო განაცხადის სამსახურში მატერიალური ფორმით წარდგენის შემდეგ გასატარებელ სამართლებრივ პროცედურებს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით შევსებული ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადი, სამსახურში წარდგენილი უნდა იქნეს ასევე მატერიალური ფორმით, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადის სამსახურში მატერიალურად წარდგენის შემდეგ, პირის მიერ დამატებით წარსადგენი დოკუმენტაცია ყოველ შემდეგ ეტაპზე წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. ამასთან, რეესტრში პირველადი რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირი უფლებამოსილნი არიან რეგისტრაციის მიზნით ერთდროულად მიმართონ სამსახურს სარეგისტრაციო განაცხადით.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „41. სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს აუდიტორული მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული (მათ შორის კონფიდენციალური) ინფორმაცია.“; დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი სარეგისტრაციო განაცხადი და გასცეს მისი მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს სარეგისტრაციო განაცხადით წარმოდგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და სამსახურის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის სარეგისტრაციო წარმოებაში მიღების ფაქტს. სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის სამსახურში მატერიალური ფორმით წარმოდგენის მომდევნო დღიდან; 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირისათვის, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენს განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, იგი შესაძლებელია გახდეს სამსახურის მიერ, ამ წესით დადგენილ ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.“; ე) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ვ) დაემატოს მე-13 პუნქტი: „13. სერტიფიცირებული ბუღალტერი, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეასრულოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდეგ ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 იანვრის №12 ბრძანების შესაბამისად წარადგინონ აღრიცხვის ფორმა. 5. მე-8 მუხლის: ა) მესამე პუნქტის: ა.ა) „ა“ - ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველ პუნქტში (ზოგადი ინფორმაცია) მიეთითება ინფორმაცია რეგისტრაციით დაინტერესებული პირის პირადი ნომრის, სახელის და გვარის (ქართულ და ინგლისურ ენებზე), იურიდიული მისამართის, ფაქტობრივი მისამართის, საკონტაქტო ნომრ(ებ)ის, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის და ვებგვერდის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ და ასევე დანართის სახით აიტვირთება ფოტოსურათი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი აპირებს აუდიტორული საქმიანობის ძირითადად ინდივიდუალურად განხორციელებას, მიეთითება ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, რაც აისახება აუდიტორთა რეესტრის მთავარ გვერდზე; ბ) მე-2 პუნქტში (სამუშაო ადგილი – აუდიტორული ფირმა/ინდივიდუალურად) მიეთითება ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ (ძირითადი ან არაძირითადი საქმიანობის ადგილის აღნიშვნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის, სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების/სახელის და გვარის, (უცხო ქვეყნის ფირმის შემთხვევაში – მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერი და სახელწოდება) დამსაქმებლის იურიდიული მისამართის, დამსაქმებლის ვებგვერდის (არსებობის შემთხვევაში), დამსაქმებელთან დაკავებული თანამდებობის, აუდიტორულ ფირმაში მუშაობის დაწყების და დასრულების თარიღი (მუშაობის დასრულების თარიღი მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილი არ არის მიმდინარე). დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა პირის დასაქმების შესახებ სამსახურში წარმოდგენილი უნდა იქნეს მატერიალური სახით. შენიშვნა 1: რეესტრის წარმოების მიზნებისთვის ძირითად სამუშაო ადგილად ითვლება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული ის აუდიტორული ფირმა, რომელიც რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ აისახება აუდიტორთა რეესტრის მთავარ გვერდზე. არაძირითადი სამუშაო ადგილი მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაქმებულია ძირითადის გარდა სხვა აუდიტორულ ფირმაში, სხვა საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელ აუდიტორთან ან ახორციელებს საქმიანობას ინდივიდუალურად. შენიშვნა 2: იმ შემთხვევაში, თუ ძირითად ან/და არაძირითად სამუშაო ადგილას პირის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება არ არის საკმარისი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტში მოთხოვნილი პრაქტიკული გამოცდილებისთვის, პირი ასახავს წინა სამუშაო ადგილებს, სადაც ის ახორციელებდა აუდიტორულ საქმიანობას. შენიშვნა 3: იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული ფიზიკური პირის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენისას, ამ პირის მიერ მითითებული დამსაქმებელი იურიდიული პირი/ ფილიალის მიმართ არ არის დაწყებული ან დაწყებულია და არ დასრულებულა სარეგისტრაციო წარმოება, ფიზიკური პირის სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სამსახური იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის სარეგისტრაციო წარმოების არაუმეტეს 30 დღით შეჩერების თაობაზე. თუ აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების პერიოდში განმცხადებელი ფიზიკური პირის მიერ მითითებული იურიდიული პირი/ფილიალი სამსახურის მიერ დარეგისტრირდება აუდიტორული ფირმების რეესტრში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირისათვის სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. თუ აუდიტორულმა ფირმამ არ მიუთითა განმცხადებელი ფიზიკური პირი აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ აუდიტორად/გარიგების პარტნიორად ან დამსაქმებელი იურიდიული პირი/ფილიალი არ/ვერ დარეგისტრირდა აუდიტორული ფირმების რეესტრში, განმცხადებელი ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ის დარეგისტრირდება საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორის სტატუსით. თუ განმცხადებელი ფიზიკური პირის მიერ მოთხოვნილი არ იქნება აუდიტორების რეესტრში საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელება, პირის მიმართ სარეგისტრაციო წარმოება წყდება; გ) მე-3 პუნქტში მიეთითება დაინტერესებული პირის აუდიტორის ზედამხედველობით ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების (აუდიტორულ გარიგებებში მონაწილოების) არანაკლებ 3-წლიან პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებით დამსაქმებელი აუდიტორული ფირმის სახელწოდება, ზედამხედველობის ქვეშ პრაქტიკული გამოცდილების მიღების ქვეყანა, ზედამხედველ აუდიტორთან პრაქტიკული გამოცდილების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზედამხედველი აუდიტორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასევე, პრაქტიკული გამოცდილების შესახებ ზედამხედველი აუდიტორის წერილობითი დასტური (სუბიექტის სახელწოდების და საიდენტიფიკაციო ნომრის, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხელშეკრულების საგნისა და პერიოდის მითითებით, საიდანაც უნდა ირკვეოდეს პირის 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება) სამსახურს წარედგინება სარეგისტრაციო განაცხადის დანართის სახით; შენიშვნა: 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მითითებისას, გამოიყენება სამუშაო ადგილის განსაზღვრის შემდეგი რიგითობა: ძირითადი სამუშაო ადგილი, არაძირითადი სამუშაო ადგილი, წინა სამუშაო ადგილი; დ) მე-4 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია პროფესიული სერტიფიცირების თაობაზე, სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის (საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციის შემთხვევაში), სამართლებრივი ფორმის, ვებგვერდის, პროფესიული სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელების, დოკუმენტის ნომრის, დოკუმენტის გაცემის თარიღისა და, დოკუმენტის მოქმედების ვადის (არსებობის შემთხვევაში) მითითებით. პროფესიული სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი სამსახურს წარედგინება მატერიალური ფორმით, ხოლო სერტიფიცირების დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტის შესაბამის ვებგვერდზე არსებობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი (შესაბამისი ბმული). შენიშვნა: უცხო ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციის მითითების შემთხვევაში სერტიფიკატის გამცემ ორგანიზაციად უნდა მიეთითოს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აგრეთვე კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე სამსახურის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაცია. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების სერტიფიკატის შესახებ ინფორმაცია; ე) მე-5 პუნქტში მიეთითება იმ აუდიტორული ფირმის საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, რომელშიც დაინტერესებული პირი არის მმართველობითი ორგანოს წევრი (წევრობის ფორმის მითითებით) მფლობელი (მფლობელობის ფორმის მითითებით), ან/და რომელთანაც გარდა მმართველობით ორგანოში წევრობისა და მფლობელობისა სხვაგვარად არის დაკავშირებული (დაკავშირებული მხარე განიმარტება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 24-ის –,,დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები“ მიხედვით).“. ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მე-7 პუნქტში აისახება ინფორმაცია პროფესიულ ორგანიზაციაში წევრობის თაობაზე, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს ქვეყანა, რომლის რეზიდენტია პროფესიული ორგანიზაცია (უცხო ქვეყანა მიეთითება მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევაში), პროფესიული ორგანიზაციის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, ვებგვერდის, პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანების თარიღის და რეგისტრაციის ნომრის მითითებით. პროფესიულ ორგანიზაციაში აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის წევრობა დადასტურებული უნდა იქნეს წერილობით, რომელიც სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით. აუდიტორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საქართველოს პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც აუდიტორი არის გაწევრიანებული, შეესაბამება კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. თუ სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლინდება, რომ ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებული აუდიტორი, არ აკმაყოფილებს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს შეუჩერდება სარეგისტრაციო წარმოება. შენიშვნა: უცხო ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციის მითითების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აგრეთვე კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე სამსახურის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაცია. ამასთან, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები რეესტრში რეგისტრაციამდე ვალდებულნი არიან მიმართონ საქართველოს პროფესიულ ორგანიზაციას მათთან გაწევრიანების მოთხოვნით.“; ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) მე-9 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია ინდივიდუალურად მოქმედი აუდიტორის მიერ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის თაობაზე, დაზღვეული პერიოდის, სადაზღვევო კომპანიის სახელწოდების და სადაზღვევო თანხის (ეროვნულ ვალუტაში) მითითებით. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამსახურში წარდგენილი უნდა იქნეს სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად. სადაზღვევო პოლისის ასლი სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პოლისში არ არის ასახული სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, სამსახური უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს სადაზღვევო ხელშეკრულების სამსახურისათვის წარმოდგენა. დაინტერესებული პირის მიერ აუდიტორულ ფირმაში საქმიანობის შემთხვევაში ამ პუნქტით წარმოდგენილი სვეტები/უჯრები არ ივსება;“; ა.დ) „ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მე-11 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია პირის ნასამართლეობის თაობაზე (ცნობის გაცემის თარიღის მითითებით). ცნობა (დედანი) სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის მატერიალური სახით. ამ პუნქტის საფუძველზე სამსახურში წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლეობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს; მ) მე-12 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია პირის მიერ უკანასკნელი წლის განგრძობითი განათლების მიღების თაობაზე (ცნობის გაცემის თარიღის მითითებით), რისი დამადასტურებელი ცნობა სამსახურში წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური სახით. განგრძობითი განათლების შესახებ ცნობა სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით. შენიშვნა: ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომლებიც სარეგისტრაციო წარმოებამდე არ არიან გაწევრიანებული საქართველოს პროფესიულ ორგანიზაციაში, განგრძობითი განათლების შესახებ დასტურს წარმოადგენენ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აგრეთვე კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე სამსახურის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციიდან, რომელშიც ისინი გაწევრიანებულნი არიან. განგრძობითი განათლების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი სამსახურს წარედგინება სარეგისტრაციო განაცხადის დანართის სახით.“. ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სარეგისტრაციო განაცხადის ელექტრონულად შევსების და წინასწარი მონიტორინგის გავლის შემდეგ განმცხადებელი პირი სარეგისტრაციო განაცხადს სამსახურში წარადგენს მატერიალური ფორმით, თანდართული დოკუმენტაციის ორიგინალები/ასლები უნდა იყოს დანომრილი და დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში).“. 6. მე-9 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ა“ - „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველ პუნქტში აისახება რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ფილიალის (შემდგომ – ფირმა) ლოგო, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართის სახით აიტვირთება ლოგოს გამოსახულება), საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება (ქართულ და ინგლისურ ენებზე), საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ნომრები, არსებობის შემთხვევაში - ფირმის ვებგვერდი); ბ) მე-2 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია ფირმაში დასაქმებული აუდიტორების შესახებ, აუდიტორის ან რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირის პირადი ნომრის, სახელის, გვარის, თანამდებობის და გარიგების პარტნიორის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მითითებით. ასევე მიეთითება აღნიშნული აუდიტორის მმართველობითი ორგანოში წევრობისა და მფლობელობის გარდა სხვა კავშირი ფირმასთან (განიმარტება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 24-ის „დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები“ მიხედვით); „შენიშვნა: დასაქმებულ სერტიფიცირებულ ბუღალტრებს შორის დაინტერებულ ფირმას უნდა ჰყავდეს მითითებული სულ მცირე ერთი ისეთი სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელსაც რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ფირმაში საქმიანობის განხორციელება სურს გარიგების პარტნიორის სტატუსით. ამასთან, დასაქმებული პირის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ რეესტრში ასახული აუდიტორების მონაცემებს, ან იმ რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირების მონაცემებს, რომელთა სარეგისტრაციო წარმოება დაწყებულია. გარიგების პარტნიორის სტატუსის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომელიც გაცემულია ფირმის მიერ, განაცხადს დაერთვის დანართის სახით.“. გ) მე-3 პუნქტში აისახება ფირმაში დასაქმებული, აუდიტორის გარდა სხვა სერტიფიცირებული ბუღალტრის თაობაზე ინფორმაცია, სერტიფიცირებული ბუღალტრის პირადი ნომრის, სახელის, გვარის, თანამდებობის მითითებით და აღნიშნული სერტიფიცირებული ბუღალტრის მმართველობით ორგანოში წევრობისა და მფლობელობის გარდა სხვა კავშირი ფირმასთან (განიმარტება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 24-ის „დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები“ მიხედვით).ასევე ინფორმაცია სერტიფიცირების თაობაზე, კერძოდ სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის (პირის) სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ვებგვერდი, სერტიფიკატის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა. ასევე, მიეთითება იმ პროფესიული ორგანიზაციის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და ვებგვერდი სადაც გაწევრიანებულია სერტიფიცირებული ბუღალტერი, პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანების თარიღისა და რეგისტრაციის ნომრის მითითებით.“. ა.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მე-5 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია პარტნიორების/აქციონერების წილობრივი მონაწილეობის თაობაზე (ფირმის სამართლებრივი ფორმის, წილის მფლობელის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომრის, ქვეყნის, სახელის და გვარის/დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). ამასთან, აღინიშნება პარტნიორის/აქციონერის ხმის უფლება და წილობრივი მონაწილეობა (პროცენტული თანაფარდობა) ფირმაში. აგრეთვე, მიეთითება ინფორმაცია ფირმასთან დაკავშირებული სხვა მხარეების შესახებ, მმართველობით ორგანოში წევრობისა და მფლობელობის გარდა (გარდა საერთაშორისო ქსელში შემავალი სხვა კომპანიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისა,რომლებიც არ არიან რეგისტრირებული საქართველოში), დაკავშირებული მხარის სამართლებრივი ფორმის (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 24-ის - „დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები“ მიხედვით), საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის, სახელწოდების/სახელის მითითებით; ვ) მე-6 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია სამსახურის მიერ დადგენილი წესით, ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის თაობაზე, დაზღვეული პერიოდის, სადაზღვევო კომპანიის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, სადაზღვევო თანხის მითითებით. სადაზღვევო პოლისის ასლი სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პოლისში არ არის ასახული სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, სამსახური უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს სადაზღვევო ხელშეკრულების სამსახურისათვის წარმოდგენა.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ელექტრონულად სარეგისტრაციო განაცხადის ელექტრონულად შევსებისა და წინასწარი მონიტორინგის გავლის შემდეგ განმცხადებელი პირი სარეგისტრაციო განაცხადს სამსახურში წარადგენს მატერიალური ფორმით, თანდართული დოკუმენტაცია (მათ შორის, ნოტარიულად დამოწმებული ასლები) უნდა იყოს დანომრილი და დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში). 5. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენისას ამ იურიდიული პირის მიერ მითითებულ სულ მცირე ერთი ფიზიკური პირზე (ფირმაში გარიგების პარტნიორის სტატუსით დასაქმებით დაინტერესებული) არ არის დაწყებული ან დაწყებულია და არ დასრულებულა სარეგისტრაციო წარმოება, იურიდიული პირის სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სამსახური იღებს გადაწყვეტილებას იურიდიული პირისათვის სარეგისტრაციო წარმოების არაუმეტეს 30 დღით შეჩერების თაობაზე.თუ აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა არ მიუთითა განმცხადებელი იურიდიული პირი თავის დამსაქმებლად ან არ/ვერ დარეგისტრირდა აუდიტორების რეესტრში, განმცხადებელი იურიდიული პირის მიმართ სარეგისტრაციო წარმოება წყდება.“. 7. მე-10 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების პერიოდში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება განახლდება. სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა ხელახლა იწყება.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-6 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები