„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016784
26
21/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
100110000.22.038.016784
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №26

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზესაქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2015, 100110000.22.038.016485) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

  1. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1- ის :

) მე -11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი   11.   გუნდისთვის   უსაფრთხოებასთან   დაკავშირებული   მასალების   მომზადება

1. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიღებული მსჯავრდებულთა სიის შესაბამისად, სიის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, პენიტენციარული დაწესებულებიდან მიღებული და მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ავსებს ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილ ფორმას და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით უგზავნის გუნდს.

2. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ, ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილ ფორმაში ისეთი სახის ინფორმაციის შეტანისას, რომელიც მოპოვებულიაოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილი ფორმა დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით ეგზავნება გუნდს, საიდუმლოობის შესაბამისი გრიფის მინიჭების გზით.“;

  ) მე -12 მუხლის :

. ) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. სხდომაზე იწარმოება სხდომის ოქმი, რომელშიც ფიქსირდება თითოეული წევრის ხმა და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს სხდომის მონაწილე ყველა წევრი.”;

. ) მე -4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41  პუნქტი :

„41. გუნდის გადაწყვეტილება და სხდომის ოქმი, რომელშიც ასახული ინფორმაცია მიღებულია ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი გაცნობა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

  ) მე -15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 15. მსჯავრდებულის უფლება მისი საშიშროების რისკის განსაზღვრის გადაწყვეტილების გაცნობაზე

1. გუნდის გადაწყვეტილება, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტისა, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებასთან ერთად ეცნობება მსჯავრდებულს უშუალოდ თავისუფლების აღკვეთის იმავე დაწესებულებაში დატოვებისას ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, ხოლო წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა გადაწყვეტილება და საქმის მასალები.

2. მსჯავრდებულს, წერილობითი მოთხოვნისას, ამ წესის მე-12 მუხლის 41  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხდომის ოქმი და საქმის მასალები შეიძლება გაეცნოს გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ღია ინფორმაციის მიწოდების გზით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

  ) მე -16  მუხლის :

. ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხდება საშიშროების რისკის სახის შესაბამისად:

) საშიშროების მაღალი რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა;

) საშიშროების მომეტებული რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 18 თვისა;

) საშიშროების საშუალო რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 24 თვისა;

) საშიშროების დაბალი რისკის შეფასების შემდგომ, თუ მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.“;

. ) მე -2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი :

„21. №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებული მსჯავრდებულის, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებული მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხდება მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.“.

  2. მე -2 მუხლით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 „ დანართი   №3

(საიდუმლო დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში)

   უსაფრთხოებასთან   დაკავშირებული   ინფორმაცია

  ( ივსება   პენიტენციური   დეპარტამენტის   უსაფრთხოების   მთავარი   სამმართველოს   მიერ )

1. მსჯავრდებულის პირადი მონაცემები:

1.1 სახელი_________ გვარი_________ მამის სახელი_________

1.2 მსჯავრდებულის პირადი №________________

 2. დამოკიდებულება კრიმინალურ სუბკულტურასთან ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან/ ორგანიზაციასთან:

2.1 მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს, ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ, რაც დგინდება შემდეგით:

2.1.1  თვითაღიარება (მსჯავრდებული სიტყვიერად ან წერილობით აღიარებს, კრიმინალური

იდეოლოგიის მიმდევრობას, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრობას)

_________________________________________________________________________________

2.1.2  ტატუირება (მსჯავრდებულს აქვს ტატუები, რომლებიც მიუთითებენ კრიმინალური

იდეოლოგიის  მიმდევრობაზე, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრობაზე)

_________________________________________________________________________________

2.1.3  ჯგუფური ფოტო/ვიდეომასალა (მსჯავრდებული ჩანს ფოტოზე/ვიდეოკადრებში კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებთან)

_________________________________________________________________________________

2.1.4 გამოკვეთილი კავშირი (მსჯავრდებულს ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებთან, ახორციელებს მათთან სატელეფონო ზარებს ან სხვაგვარად არის დაკავშირებული მათთან)

_________________________________________________________________________________

2.1.5 ფინანსური მხარდაჭერა (მსჯავრდებული მონაწილეობს კრიმინალური იდეოლოგიის, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) გაძლიერების მიზნით ფინანსური სახსრების, მატერიალური საშუალებების, ან სხვა ქონების მოძიებასა და შეგროვებაში ან და განაწილებაში)

_________________________________________________________________________________

2.1.6 დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

_________________________________________________________________________________

2.1.7 პრესა/ტელევიზია/რადიომაუწყებლობა (პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, წარმოადგენდა მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

_________________________________________________________________________________

2.1.8 მონაწილეობა, ან ასეთის მცდელობა კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებისათვის დამახასიათებელ აქტივობაში

_________________________________________________________________________________

2.2 მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს, რაც დგინდება შემდეგით:

2.2.1 თვითაღიარება (მსჯავრდებული სიტყვიერად ან წერილობით აღიარებს ტერორისტობას ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს)

_________________________________________________________________________________

2.2.2 ჯგუფური ფოტო/ვიდეომასალა (მსჯავრდებული ჩანს ფოტოზე/ვიდეოკადრებში ტერორისტებთან ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებთან)

_________________________________________________________________________________

2.2.3 გამოკვეთილი კავშირი (მსჯავრდებულს ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებთან, ახორციელებს მათთან სატელეფონო ზარებს ან სხვაგვარად არის დაკავშირებული მათთან)

_________________________________________________________________________________

2.2.4 ფინანსური მხარდაჭერა (მსჯავრდებული მონაწილეობს ტერორისტის ან ტერორისტულ ორგანიზაციათა გაძლიერების მიზნით ფინანსური სახსრების, მატერიალური საშუალებების, ან სხვა ქონების მოძიებასა და შეგროვებაში ან და განაწილებაში, ან იგი იღებს ფინანსურ მხარდაჭერას ტერორისტისგან ან ტერორისტული ორგანიზაციიდან)

_________________________________________________________________________________

2.2.5 დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრს)

_________________________________________________________________________________

2.2.6 პრესა/ტელევიზია/რადიომაუწყებლობა (პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

_________________________________________________________________________________

 3.  დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია ან პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია ან/და უსაფრთხოების სამსახურების მიერ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულის ქმედებით შესაძლოა სახელმწიფო უშიშროების ისეთი ხელყოფა, რაც გამოიწვევს მძიმე შედეგს ან ისეთ შედეგს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი)

_________________________________________________________________________________

 4. აგრესიის გამოვლენის ფაქტები სხვა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიმართ

_________________________________________________________________________________

 5. დაწესებულების მოსამსახურეზე ზეგავლენის მოხდენა/მცდელობა დამატებითი   პრივილეგიის მიღების მიზნით თავისთვის ან/და სხვისთვის

_________________________________________________________________________________

 6. აგრესიის გამოვლენის ფაქტები დაწესებულების მოსამსახურეთა ან დაწესებულებაში დროებით შესულ პირთა მიმართ

_________________________________________________________________________________

 7.  დამოკიდებულება:

7.1 ალკოჰოლისადმი (მათ შორის, დამზადება)

__________________________________________________________________________________

7.2 ფსიქოტროპული საშუალებებისადმი (ექიმის დანიშნულების გარეშე, ან

დანიშნულების დარღვევით)

___________________________________________________________________________________

7.3 ნარკოტიკული საშუალებებისადმი

__________________________________________________________________________________

 8. აკრძალული ნივთების, ნივთიერებების შეძენის, გასაღების, შენახვის, ტარების, დამზადების, განკარგვის ან ასეთის მცდელობის ფაქტები

__________________________________________________________________________________

  3. მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი   5

1. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებულ მსჯავრდებულებზე.

2. ამ ბრძანების მოქმედება ასევე არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოთავსებულია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით.  

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი