საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი

საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016310
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
24/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
010250050.35.132.016310
საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/03/2017 - 26/12/2017)

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №6

2017 წლის 24 მარტი

ქ. ბათუმი

 

საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 84-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი, თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისას საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 19 ივლისის №10-5 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: გაზეთი „აჭარა“ №108; გამოქვეყნების თარიღი: 26 ივლისი, 2007 წ. სარეგისტრაციო კოდი: 01025005035132001342).

2. გაუქმდეს „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისას საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 19 ივლისის №10-5 დადგენილების ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა სირაბიძე



დანართი

 

საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის

დროებითი სარგებლობის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წესით რეგულირდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუ­შაო­ების წარმოებისას საზოგადოებრივი ტერი­ტო­რიის/სივრცის დროებით სარგებლობასთან, ასევე სა­ზო­გადოებრივ ტერი­ტო­რიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთების განთავსებასთან დაკავ­ში­რე­ბული სამართ­ლებ­რი­ვი, ორგანიზაციული, ტექნიკური და ფინანსური საკითხები.

2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სა­მუ­შაო­ების წარმოებისას საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვა, ასევე სა­ზო­გადოებრივ ტერი­ტო­რიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთების განთავსება შესაძლებელია დაინტერესებულ პირსა და ქა­ლაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლი­ტეტის უფლებამოსილ ორგანოს (პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელ­შეკ­რუ­ლებას უთანაბრდება დაინტერესებული პირის განცხადება (საჭირო დოკუმენ­ტებ­თან ერთად) და უფ­ლე­ბამოსილი ორგანოს (პირის) მიერ სამუშაოების წარმოების დაწყებაზე/ნივთის განთავსებაზე გაცემული თანხმობა (ნებართვა).

3. ამ წესის მიზნებისათვის საზოგადოებრივ ტერი­ტო­რიად/სივრცედ ითვლება განაშენია­ნე­ბული ტე­რი­ტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკ­ვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრ­ცეები, ასევე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვე­თ(ებ)ი, რომლის გამოყენებითაც ან რომელზეც ხორციელდება სამ­შე­ნებ­ლო-სარემონტო სა­მუ­შაო­ები ან/და ხდება სხვადასხვა ნივთების განთავსება.

4. საზოგადოებრივ ტერი­ტო­რიაზე/სივრცეში სამშენებლო-სარემონტო სა­მუ­შაო­ების წარმოება, ასევე სხვადასხვა ნივთების განთავსება იმგვა­რად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უზრუნველყოფილი იქნეს როგორც მშენებლობის, ისე ტრანს­პორ­ტი­სა და ხალხის მოძრაობის უსაფრთხოება.

5. საზოგადოებრივ ტერი­ტო­რიაზე/სივრცეში სამშენებლო-სარემონტო სა­მუ­შაო­ების წარმოება, ასევე სხვადასხვა ნივთების განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებითა და ნორმებით, მათ შორის უსაფრთხოების წესებით.

6. საზოგადოებრივ სივრცეებში წინამდებარე წესის შესაბამისად განთავსებულ ხაზობრივ ნაგებო­ბებ­ზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია ნაგებობა, რჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.


მუხლი 2. საზოგადოებრივი ტერი­ტო­რიის/სივრცის დროებით სარგებლობის (საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის) პირობები
1. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვა (საზოგადოებრივ ტერი­ტო­რია­ზე/სივ­რ­ცეში სამშენებლო-სარემონტო სა­მუ­შაო­ების წარმოება) შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სამშენებლო ობიექტის მშენებლობის ნებართვით ან სხვა აქტით განსაზღვრული ვადით. საზოგადოებრივი და სა­ხელმ­წიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმას­რუ­ლე­ბელი ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგინდეს სა­ზო­გა­დოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის შეჩერება ან/და გაუქმება.

2. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვა ხორციელდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების (სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული საზოგადოებრივი ადგილის შემომ­საზღვ­რელი დროებითი დამცავი ღობე, სამშენებლო მოედნის შემომფარგვლელი დროებითი უსაფრთ­ხოე­ბის ღობე და სხვა) გამოყენებით. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვისათვის გამო­ყე­ნე­ბული ტექნიკური საშუალება უნდა იყოს ვიზუალურად (ესთეტიკურად) გამართულ მდგომარეობაში და არ უნდა ამახინჯებდეს ქალაქის გარე იერსახესა და სილამაზეს.

3. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის დროს შეიძლება ნაწილობრივ შეიზ­ღუ­დოს (შეიკვეცოს) გზის, ქუჩის, მოედნის და სხვა საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობა. ყველა შემ­თ­ხ­ვე­ვაში გზის, ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივი ადგილის შეზღუდვის დროს, როგორც წესი უნდა დარჩეს ავ­ტომანქანით ცალმხრივად გადაადგილების შესაძლებლობა მაინც.

4. გზის სარგებლობის მთლიანი შეზღუდვა (ჩაკეტვა) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი შეზღუდვა აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში სავალ­დე­ბუ­ლოა დარჩეს ფეხით უსაფრთხოდ გადასაადგილებელი ადგილი მაინც.

5. თუ საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის შეზღუდვით იფარება ქუჩაზე (გზაზე) გამავალი ტროტუარი, მაშინ სავალდებულოა ასეთ შემთხვევაში ღობის გასწვრივ, ქუჩის (გზის) მხრიდან მოეწყოს ფეხით მოსიარულეთა გადასაადგილებელი დროებითი ტროტუარი. ამ პუნქტით განსაზღვრულ დროებით ტროტუარს ქუჩის (გზის) მხრიდან უნდა გაუკეთდეს მოაჯირი.

6. სამშენებლო-სარემონტო სა­მუ­შაო­ების წარმოების ვადის გასვლის ან შესაბამისი საფუძვლის არ­სე­ბო­ბისას ხელშეკრულების (თანხმობის/ნებართვის) ვადამდე შეწყვეტის/გაუქმების შემთხვევაში შეზღუდ­ვით მოსარგებლე პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საზო­გა­დოებ­რივი ადგილის სარგებლობის შეზღუდვისათვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებების დემონტაჟი, გატანა და უძრავი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მიმდებარე ტერიტორიის მოწეს­რი­გე­ბა (დაზიანებული ასფალტისა თუ ქვაფენილის დაგება, სამშენებლო ნარჩენების გატანა, ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება და ა.შ.).

7. საჭიროებისას, საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის სხვა დამატებითი პი­რო­ბე­ბი, მიწისქვეშა ან/და მიწისზედა კომუნიკაციის მფლობელებთან სამუშაოების შეთანხმების წესი დგინ­დე­ბა და უფლე­ბა­მო­სი­ლი ორგანოს (პირის) მიერ ხელშეკრულების გაფორმებასთან ან/და სამუშაოების წარ­მოების დაწყებაზე თანხმობის (ნებართვის) გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წეს­რიგ­დე­ბა ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლი­ტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.


მუხლი 3. საზღაურის ოდენობა და მისი გადახდის წესი
1. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის, ასევე სა­ზო­გადოებრივ ტერი­ტო­რია­ზე/სივ­რცეში სხვადასხვა ნივთების განთავსების მიზნით, სა­ზო­გადოებრივი ტერი­ტო­რიის/სივ­რცის დაინ­ტე­რესებული პირის სასარგებლოდ გამოყენებისათვის (დატვირთვისათვის) დაინტერესებულმა პირმა აღ­ნიშ­ნულის სანაცვლოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს ამ წესით გან­საზღვ­რუ­ლი საზღაური.

2. გადასახდელი საზღაური განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 1 (ერთი) გრძივი მეტრი სიგრძის ხაზობრივი ნაგებობის განთავსება - 1 (ერთი) ლარი;

ბ) საზოგადოებრივ ტერი­ტო­რია­ზე/სივ­რ­ცეში სამშენებლო (დამცავი, უსაფრთხოების) ღობის გან­თავ­სე­ბა - საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის ყოველ შეზღუდულ 1 (ერთი) კვმ-ზე თვეში 1 (ერთი) ლარი;

გ) საზოგადოებრივ ტერი­ტო­რია­ზე/სივ­რ­ცეში სხვადასხვა ნივთის (მათ შორის, კიბის უჯ­რე­დის, აგ­რე­გა­ტის და სხვა მსგავსი ტიპის ნივთის/ნაგებობის) განთავსება - ერთი ერთეული ნივთი 1 000 (ერთი ათასი) ლარი.

დ) გზაჯვარედინებზე არსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხით სარგებლობა - 1 (ერთი) გრძივი მეტრი 83 (ოთხმოცდასამი) ლარი.

3. საზღაურის გადახდა ხდება ერთჯერადად, წინასწარ, საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის, სა­ზო­გადოებრივ ტერი­ტო­რიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთების განთავსების ხელშეკ­რუ­ლე­ბის გაფორ­მე­ბამ­დე (თანხ­მო­ბის/ნებართვის გაცემამდე).

4. დაინტერესებული პირი საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის, სა­ზო­გა­დოებ­რივ ტერი­ტო­რიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთების განთავსების უფლების მოპოვებისათვის კანონმ­დებ­ლო­ბით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგენს საზოგადოებრივი ტერი­ტო­რიის/სივ­რ­ცის შეზღუდვისათვის, ნივთის განთავსებისათვის წინამდებარე წესით დადგენილი საზღაურის გადახ­დის დამადასტურებელ დოკუმენტს.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული საზღაური შეიტანება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

6. ამ წესით დადგენილი საზღაურის გადახდისაგან თავისუფლდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ორგანოები, ასევე მათ მიერ დაფუძნებული (მათ დაქვემდებარებაში არსებული) ორგანიზაციები.


მუხლი 4. პასუხისმგებლობა
1. ამ წესის შესაბამისად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის სის­წო­რეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამარ­თუ­ლობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია განმც­ხა­დე­ბელი (სამუშაოს მწარმოებელი, ნაგებობის მფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი).

2. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის თვითნებური შეზღუდვისათვის დამრღვევ პირს ეკის­რება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ წესის ან/და ხელშეკ­რუ­ლე­ბით/თანხ­მო­ბით/ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევა ან ამ წესით გათვალისწინებული სამუშაოების ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მი­ტო­ვე­ბა ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანილი ტერიტორიის 1 წლის ვადაში დაზიანება ან/და ჩავარდნა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148, 152-ე მუხლებით გათ­ვა­ლის­წი­ნებულ დარღვევად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, ხოლო დამ­დ­გარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ­დარ­ღვევათა კოდექსის 401 მუხლის შესაბამისად.


მუხლი 5. სხვა დებულებები
1. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილებითა და „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტ­კი­ცე­ბის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენი­ლე­ბით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე.

2. წინამდებარე წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დად­გე­ნი­ლი წესის შესაბამისად, საკრებულოს დადგენილებით.