„სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019844
135
21/03/2017
ვებგვერდი, 24/03/2017
300160070.10.003.019844
„სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №135

2017 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

 

„სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/11/2015, 300160070.10.003.018953) შეტანილ იქნეს ცვლილება და „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) დასაშვები მაქსიმალური ზღვარის“ დანართის მე-2 ნაწილის:

1. მე-2 ნაწილის:

ა) 2.2.11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.2.11

სანელებლები, მათ შორის, მშრალი სანელებლები

 

Piper spp. (ნაყოფი, თეთრი და შავი პილპილი)

Myristica fragrans (ჯავზი)

Zingiber officinale (კოჭა)

Curcuma longa (ყვითელი კოჭა)

15 მკგ/კგ

Capsicum spp. (წიწაკა − მშრალი, მთელი ან დაფქული ნაყოფი, მათ შორის, მწარე წიწაკა ჩილი, ბულგარული წიწაკა)

20 მკგ/კგ

 

სანელებლების ნარევი, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ ზემოაღნიშნულ სანელებელს

15 მკგ/კგ

       “;

 

ბ)  2.8.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                             2.8     ციტრინინი

2.8.1

სურსათის (სასურსათო) დანამატი, ბრინჯის ფუძეზე დამზადებული, რომელიც მიიღება ბრინჯის წითელი საფუარით (Monascus purpureus) ფერმენტაციით

2 000  

 

 “.

 

2.  მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.9 პუნქტი:

2.9

ჭვავის რქის სკლეროცეა და ჭვავის რქის ალკალოიდიები

 

2.9.1.

ჭვავის რქის სკლეროცეა

 

2.9.1.1.

გადაუმუშავებელი მარცვლოვნები (18), გარდა სიმინდისა და ბრინჯისა

0,5 გ/კგ

2.9.2

ჭვავის რქის ალკალოიდიები

-

  “.

 

3.  მე-3 ნაწილის:

ა) 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3.1

 ტყვია

 

3.1.1.

ნედლი რძე(6), თერმულად(თბურად) დამუშავებული რძე და რძე, რომელიც გამოიყენება რძის პროდუქტების დასამზადებლად

0,020

3.1.2.

ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის და დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის

 

 

ფხვნილის სახით (3)(26)

0,050

 

 თხევადი სახით (3)(26)

0,010

3.1.3

მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებული სურსათი და ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სურსათი (3)(26), გარდა 3.1.5 პუნქტით განსაზღვრული სურსათისა

 

 

0,050

3.1.4.

განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათი (9) განკუთვნილი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის

 

 

ფხვნილის სახით (26)

0,050

 

 თხევადი სახით (26)

0,010

3.1.5.

ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი წვენები, რომლებიც ეტიკეტირებული და რეალიზებული იქნა ასეთად, გარდა 3.1.2 და 3.1.4. პუნქტებით განსაზღვრულისა

 

 

თხევადი სახით ან ბიზნესოპერატორის ინსტრუქციების შესაბამისად აღსადგენი, მათ შორის, ხილის წვენები(4)

0,030

 

ნაყენის ან ნახარშის დასამზადებლად განკუთვნილი (26)

1.50

3.1.6.

მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, ღორისა და ფრინველის ხორცი (გარდა სუბპროდუქტებისა)(6)

0,10

3.1.7.

მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის, ღორისა და ფრინველის სუბპროდუქტები (6)

0,50

3.1.8.

თევზის ფილე (კუნთოვანი ქსოვილის ხორცი)(22)(23)

0,30

3.1.9.

თავფეხიანები(47)

0,30

3.1.10

კიბოსნაირები (24)(40)

0,50

3.1.11

ორსადგულიანი მოლუსკები (24)

1.50

3.1.12

მარცვლოვნები და ბურღულეული

0,20

3.1.13

ბოსტნეული, გარდა კომბოსტოსებრთა გვარის წარმომადგენლებისა, ბაღის ფამფარასი, ფოთლოვანი ბოსტნეულის, ახალი მწვანილის, სოკოსი, ზღვის წყალმცენარეებისა და ნაყოფის მქონე ბოსტნეულისა (25)(48)

0,10

3.1.14

კომბოსტოსებრთა გვარის წარმომადგენლები, ბაღის ფამფარა,ფოთლოვანი ბოსტნეული, გარდა ახალი მწვანილისა და შემდეგი სოკოებისა:

                 ქამა სოკო (შამპინიონი) (Agaricus bisporus)

                 კალმახა სოკო (ხეთამხალი) (Pleurotus osteatus)

                 სოკო შიტაკი (Lentinula edodes) (25)

 

 

 

 

0,30

3.1.15

ნაყოფის მქონე ბოსტნეული

 

 

ტკბილი სიმინდი (25)

0,10

 

გარდა ტკბილი სიმინდისა (25)

0,05

3.1.16

ხილი, გარდა მოცხარის, მოცვის, ანწლისა და მარწყვისა (25)

0,10

3.1.17

მოცხარი, მოცვი, მარწყვი და ანწლი (25)

0,20

3.1.18

ცხიმები და ზეთები, მათ შორის, რძის ცხიმი

0,10

3.1.19

ხილის წვენები, კონცენტრირებული ხილის წვენები − აღდგენილი და ხილის ნექტარი

 

 

მხოლოდ კენკრა და სხვა მცირე ზომის ნაყოფის მქონე ხილისგან (14)

0,05

 

სხვა ხილისგან, გარდა კენკრისა და სხვა მცირე ზომის ნაყოფის მქონე ხილისგან (14)

0,03

3.1.20

ღვინო (მათ შორის, შუშხუნა ღვინო, გარდა ლიქიორული ღვინისა), სიდრი, მსხლის სიდრი და ხილის ღვინო (11)

 

 

პროდუქტი, რომელიც წარმოებულია 2001 წლის მოსავლისაგან 2015 წლის მოსავლამდე

0,20

 

პროდუქტი, რომელიც წარმოებულია 2016 წლის მოსავლის შემდეგ

0,15

3.1.21

არომატიზებული ღვინო, ღვინის შემცველი არომატიზებული სასმელები და არომატიზებული ღვინის კოქტეილები (13)

 

 

პროდუქტი, რომელიც წარმოებულია 2001 წლის მოსავლისაგან 2015 წლის მოსავლამდე

0,20

 

პროდუქტი, რომელიც წარმოებულია 2016 წლის ხილის მოსავლის შემდეგ

0,15

3.1.22

სასურსათო დანამატები (35)

3,0

3.1.23

თაფლი

0,10

  “;

 

ბ)  3.2.21 და 3.2.22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3.2.21

სურსათის (სასურსათო) დანამატები (35),  გარდა 3.2.22 პუნქტით განსაზღვრული საკვები დანამატებისა

1,0

3.2.22

 სურსათის (სასურსათო) დანამატები (35),      რომელიც შედგება მხოლოდ, ან ძირითადად მშრალი წყალმცენარეებისაგან, ასევე, პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ზღვის მშრალი წყალმცენარეებისა ან მშრალი ორსადგულიანი მოლუსკებისაგან

3,0

  “;

 

გ)  3.3.3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3.3.3

სურსათის (სასურსათო) დანამატები (35), 

            0,10

  “.

 

4.  მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3.5 პუნქტი:

3.5 დარიშხანი (არაორგანული) (49) (50)

 

3.5.1

დაფქული ბრინჯი, ორთქლით დამუშავების(მოწალვის) გარეშე (გაპრიალებული ბრინჯი ან თეთრი ბრინჯი )

0,20

3.5.2

ორთქლით დამუშავებული(მოწალული) ბრინჯი და გაუპრიალებელი ბრინჯი

0,25

3.5.3

ბრინჯის ვაფლი, ბრინჯის ფირფიტები, ბრინჯის კრეკერები და ბრინჯის ნამცხვრები

0,30

3.5.4

 ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა სურსათის წარმოებისათვის განკუთვნილი ბრინჯი (3)

0,10

    “.

 

5. მე-6 ნაწილის 6.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სურსათის დასახელება

მაქსიმალური ზღვარი

(მკგ/კგ)

6.1 ბეზო(a)პირენი , ბენზო(a)ანთრაცინი, ბენზო(a)ფლუორენი, ქრიზენი

ბეზო(a)პირენი

ბეზო(a)პირენის , ბენზო(a)ანთრაცინის, ბენზო(a)ფლუორენის და ქრიზენის საერთო რაოდენობა

ჯამი (41)

6.1.1

ცხიმები და ზეთები (გარდა კაკაოს ცხიმისა და ქოქოსის ზეთისა), რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ სურსათად მოხმარებისათვის ან სურსათში ინგრედიენტის სახით გამოყენებისათვის

 

2,0

 

10,0

6.1.2

კაკაოს მარცვლები და მათგან მიღებული პროდუქტები, გარდა 6.1.11-პუნქტით განსაზღვრული სურსათისა

5,0 მკგ/კგ

ცხიმში

30,0 მკგ/კგ

ცხიმში

6.1.3

ქოქოსის ზეთი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ სურსათად მოხმარებისათვის ან სურსათში ინგრედიენტის სახით გამოყენებისათვის

2,0

20,0

6.1.4

ხორცი შებოლილი და შებოლილი ხორცპროდუქტები

2,0

12,0 მკგ/კგ

 

6.1.5

ფილე შებოლილი თევზისა და შებოლილი თევზპროდუქტები (23), (32), გარდა პუნქტები: 6.1.6-ითა და 6.1.7 -ით განსაზღვრული თევზის პროდუქტებისა,

შებოლილი კიბოსნაირებისათვის მაქსიმალური ზღვარი გამოიყენება სხეულის სხვადასხვა სეგმენტიდან (დანამატებიდან) და მუცლის ღრუდან მიღებულ ხორცთან მიმართებით (40), შებოლილი კიბორჩხალისა და კიბორჩხალის მსგავსი კიბოსნაირებისათვის (Brachyura და Anomura), მაქსიმალური ზღვარი გამოიყენება დანამატებიდან მიღებულ ხორცთან მიმართებით

2,0

12,0 მკგ/კგ

 

6.1.6

შებოლილი ქარხალა (Sprattus sprattus) და შებოლილი ქარხალას კონსერვი (23), (43), შებოლილი ბალტიური ქაშაყი (Clupea harengus membras) , რომლის სიგრძე ≤ 14 სმ-ისა და დაკონსერვებული ბალტიური ქაშაყი, რომლის სიგრძე ≤ 14 სმ-ისა. (23), (43), გამომშრალი ბონიტო (Katsuwonus pelamis), ორსადგულიანი მოლუსკები (ახალი, გაცივებული, გაყინული) (24) თერმულად (თბურად) დამუშავებული ხორცი და თერმულად (თბურად) დამუშავებული ხორცის პროდუქტები(42), რომლებიც უშუალოდ მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს

5,0

30,0

6.1.7

ორსადგულიანი მოლუსკები, შებოლილი (32),

6,0

35,0

6.1.8

 მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებული სურსათი და ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი (3), (26),

1,0

1,0

6.1.9

ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის და დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის, მათ შორის, რძიანი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის და რძიანი დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის (8), (26),

1,0

1,0

6.1.10

განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების დიეტური სურსათი (9), (26) სპეციალურად ჩვილი ბავშვებისათვის

1,0

1,0

6.1.11

კაკაოს ბოჭკო და მისგან მიღებული პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია სურსათის ინგრედიანტად გამოსაყენებლად

3,0

15,0

6.1.12

ბანანის ჩიპსები

2,0

20,0

6.1.13

სურსათის (სასურსათო) დანამატები, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ კომპონენტებს და მათი პრეპარატები (35), (51) (52)

სურსათის (სასურსათო) დანამატები, რომლებიც შეიცავენ პროპოლისს, ფუტკრის რძეს, სპირულინას და მათი პრეპარატები (35)

10,0

50,0

6.1.14

მწვანილი მშრალი

10,0

50,0

6.1.15

მშრალი სუნელები, გარდა ილისა და შებოლილი წიწაკისა (Capsicum spp.)

10,0

50,0

   “.

 

6.  მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნაწილი 8. მცენარეული ტოქსინი

        სურსათის დასახელება (1)

მაქსიმალური ზღვარი (გ/კგ)

8.1 ერუკის მჟავა

8.1.1

მცენარეული ზეთები და ცხიმები

50 (46)

8.1.2

სურსათი, რომელსაც დამატებული აქვს მცენარეული ცხიმი ან/და ზეთი, გარდა 8.1.3 პუნქტით განსაზღვრული სურსათისა

50 (46)

8.1.3

ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის და დამატებითი ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის, ( 3)

10 (46)

სურსათის დასახელება (1)

მაქსიმალური ზღვარი (მკგ/კგ)

8.2 ტროპანის ბირთვის მქონე ალკალოიდები (53)

 

ატროპინი

სკოპოლამინი

8.2.1

მარცვლოვნების ფუძეზე წარმოებული სურსათი და ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი, რომლებიც შეიცავენ ფეტვს, სორგოს, წიწიბურასა და მათგან მიღებულ პროდუქტებს (26)

1,0 მკგ/კგ

1,0 მკგ/კგ

  “.

 

7.  მინიშნებები:

ა) (1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(1) ხილი, ბოსტნეული და მარცვლოვანები შეესაბამება „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №623 დადგენილებით განსაზღვრულ სურსათის კატეგორიებს. ეს იმას ნიშნავს, რომ წიწიბურა (Fagopyrum sp.) მიეკუთვნება „მარცვლოვნებს“, ხოლო მისგან მიღებული პროდუქტები − „მარცვლოვნებისგან მიღებულ პროდუქტს (ბურღული)“. კაკლოვანებისათვის მაქსიმალური ზღვარი არ აღნიშნავს ხილისათვის განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს.“;

ბ) (3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(3) მითითებული სურსათი მოიცავს ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ სურსათს, განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათსა და წონის კონტროლის მიზნით განკუთვნილ განსაკუთრებულ დიეტურ სურსათს.

 წონის კონტროლის მიზნით განსაკუთრებული დიეტური სურსათი − სურსათი, რომელიც განსაკუთრებული შედგენილობის ან დამზადების პროცესის გამო მკვეთრად განსხვავდება ნორმალური გამოყენებისათვის განკუთვნილი სურსათისგან და შეესაბამება დეკლარირებულ (გაცხადებულ) დიეტური მიზნით გამოყენებას. ბაზარზე განთავსებისას ამგვარი გამოყენების შესახებ მითითებული უნდა იქნეს პროდუქტზე.“;

გ) (7) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(7) მაქსიმალური ზღვარი დგინდება მშრალი ნივთიერებაზე გადაანგარიშებით. „სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 7 ნოემბრის წლის №497 დადგენილებით.“;

დ) (8) და (9) ამოღებულ იქნეს;

ე) (10) და (11) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(10) რძისა და რძის პროდუქტებისათვის მაქსიმალური ზღვარი მოცემულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის მზა სურსათისათვის (რომელიც განთავსებულია ბაზარზე, ან იმ სურსათისათვის, რომელიც აღდგენილია ბიზნესოპერატორის ინსტრუქციის შესაბამისად), ხოლო რძისა და რძის პროდუქტების გარდა სხვა პროდუქტებისათვის − მაქსიმალური ზღვარი დგინდება მშრალი ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, „სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ნოემბრის №497 დადგენილებით.

(11) ღვინისა და შუშხუნა ღვინის განმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (ღვინო − პროდუქტი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად;

შუშხუნა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 200 C ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 2,5 ბარზე ნაკლები; („ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონი).“;

ვ) (13) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(13) მაქსიმალური ზღვარი დადგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად განსაზღვრული გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცულ არომატიზებული ღვინის, არომატიზებულ ღვინოზე დამზადებული სასმელებისა და არომატიზებული ღვინის პროდუქტების - კოქტეილებისათვის. ოხრატოქსინ A-ს მაქსიმალური ზღვარი ამ სასმელებში წარმოადგენს საბოლოო (მზა) პროდუქტში ღვინის და/ან ყურძნის თანაფარდობის ფუნქციას.“;

ზ) (16) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(16) ამ კატეგორიაში მითითებული სურსათი მოიცავს ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ სურსათს, განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათსა და წონის კონტროლის მიზნით განკუთვნილ განსაკუთრებულ დიეტურ სურსათს.“;

თ) (18) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(18) მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება პირველადი გადამუშავებისათვის განკუთვნილ, ბაზარზე განთავსებულ გადაუმუშავებელ მარცვლოვნებზე. „პირველადი გადამუშავება“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან თერმულ (თბურ) გადამუშავებას, გარდა მარცვლის შრობისა. გაწმენდა, დახარისხება და შრობა არ წარმოადგენს „პირველად გადამუშავებას“, რამდენადაც ფიზიკური ზემოქმედება უშუალოდ მარცვალზე არ ხდება და მარცვალი დახარისხებისა და გაწმენდა-გასუფთავების შემდეგ რჩება მთელი.

მარცვლის გაწმენდა უნდა განხორციელდეს ჯაგრისებით და ძლიერად.

თუ მარცვალში აღმოჩენილია ჭვავის რქა, გაწმენდამდე იგი ექვემდებარება პირველად გასუფთავებას. თუ გაწმენდა ხორციელდება მტვრის ასპირატორით, დაფქვამდე უნდა მოხდეს მისი დახარისხება შეფერილობის მიხედვით. წარმოებისა და გადამუშავების ინტეგრირებული სისტემები გულისხმობს სისტემებს, რომლებშიც მარცვლოვნების ყველა პარტია ექვემდებარება გასუფთავებას, დახარისხებასა და გადამუშავებას ერთსა და იმავე საწარმოში. წარმოებისა და გადამუშავების ასეთ ინტეგრირებულ სისტემებში მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება გადაუმუშავებელ მარცვლოვნებზე გასუფთავებისა და დახარისხების შემდეგ, პირველად გადამუშავებამდე.

ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ამ კრიტიკული საკონტროლო წერტილის ეფექტური მონიტორინგი НАССР-ის პროცედურებით.“;

ი) (32) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(32) მაქსიმალური ზღვარი დადგენილი უნდა იქნეს შემდეგი პროდუქტების მიმართ:

− თევზი გამომშრალი, დამარილებული ან მარილწყალში, შებოლილი, რომელიც დაექვემდებარა ან არ დაექვემდებარა თერმულ დამუშავებას შებოლვამდე ან შებოლვისას, თევზის ფქვილი, მსხვილი და წვრილი დაფქვის სიმსხოთი, გრანულები, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის − (სეს ესნ კოდი 0305);

− კიბოსნაირები, ჯავშნით, ან ჯავშნის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაყინული, გაცივებული, გამომშრალი, დამარილებული ან მარილწყალში, კიბოსნაირები ჯავშნით, ორთქლში ან წყალში მოხარშული, ან გაუცივებელი, გაუყინავი, არაგამომშრალი, არადამარილებული, არამარილწყალში, კიბოსნაირების ფქვილი, მსხვილი და წვრილი დაფქვის სიმსხოთი, გრანულები, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის − (სეს ესნ კოდი 0306);

− მოლუსკები, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, გამომშრალი,  დამარილებული ან მარილწყალში; მოლუსკები შებოლილი, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, რომელიც დაექვემდებარა ან არ დაექვემდებარა თერმულ დამუშავებას შებოლვამდე ან შებოლვისას; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები მოლუსკებისგან, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის - (სეს ესნ კოდი 0307);

− მზა ან დაკონსერვებული კიბოსებრნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები − (სეს ესნ კოდი 1605).“;

კ) (35) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(35) მაქსიმალური ზღვარი განსაზღვრული უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებულ სურსათის (სასურსათო) დანამატებში.“;

ლ) (39) და (40) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(39) მაქსიმალური ზღვარი ფოთლოვანი ბოსტნეულისათვის არ ვრცელდება „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №623 დადგენილების „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და სხვა პროდუქტები, რომელთა მიმართ განსაზღვრულია ნმდ (MRL)“ დანართი №1-ით, კოდი 0256000-ით განსაზღვრულ ჯგუფზე.

(40) დანამატებისა და მუცლის კუნთების ხორცი. ეს განმარტება არ მოიცავს კიბოსნაირების თავსა და მკერდს. კიბორჩხალებისა და კიბორჩხალის მსგავსი კიბოსნაირებისათვის (Brachyura და Anomura) დანამატების კუნთების ხორცი.“;

მ) (45) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(45) მაქსიმალური ზღვარი დადგენილი უნდა იქნეს ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილ კაკაოსა და შოკოლადის კონკრეტული ნაწარმისათვის.“;

ნ) (47), (48), (49), (50), (51), (52), (53) დაემატოს შემდეგი შინაარსით:

„(47) მაქსიმალური ზღვარი განსაზღვრულია ცხოველისთვის, რომელიც ბაზარზე განთავსებულია შიგნეულობის (შინაგანი ორგანოების) გარეშე.

 (48) კარტოფილის შემთხვევაში მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება გაფცქვნილ კარტოფილზე.

 (49) სამვალენტიანი (III) და ხუთვალენტიანი (V) დარიშხანის ჯამი.

 (50) ტერმინები − ბრინჯი, გაუპრიალებელი ბრინჯი, დაფქული ბრინჯი და მოწალული ბრინჯი შეესაბამება Codex Standart 198-1995-ით განსაზღვრულ ტერმინებს და აღნიშნავს:

− ბრინჯი − მცენარე Oriza sativa L − მთლიანი ან დამსხვრეული მარცვალი;

− გაუპრიალებელი ბრინჯი − დაუმსხვრეველი ჩენჩომოცილებული ბრინჯი. ქატოს ნაწილი შეიძლება მოცილებულ იქნა ჩენჩოს მოცილების ან სხვა ტიპის დამუშავებისას;

−  დაფქული ბრინჯი − (თეთრი ბრინჯი) გაპრიალებული ბრინჯი, რომელსაც დაფქვის პროცესში ქატო და ჩანასახი სრულად აქვს მოცილებული;

− მოწალული (ორთქლით დამუშავებული) ბრინჯი − დაფქული ან გაუპრიალებელი ბრინჯი, რომელიც დამზადებულია გაუპრიალებელი ბრინჯისაგან წყალში დალბობითა და შემდგომში სახამებლის კლეისტერიზაციისათვის თერმული დამუშავებითა და შემდგომი შრობით.

(51) მცენარეული კომპონენტები და მათი პრეპარატები წარმოადგენენ პრეპარატებს, რომელთა მიღება ხდება მცენარეების კომპონენტებისაგან (მაგ.: მთლიანი მცენარე, მცენარეთა ნაწილები ან დაჭრილი მცენარე) სხვადასხვა მეთოდის (დაწნეხა, გამოწვილვა, ექსტრაქცია, რექტიფიკაცია, დისტილაცია, კონცენტრირება, გამოშრობა, დუღილი) გამოყენებით. ეს განმარტება მოიცავს ასევე დაქუცმაცებული მცენარის, წყალმცენარის, სოკოების, მღიერების ფხვნილებს, ნაყენებს, ექსტრაქტებს, ეთერზეთებს (გარდა მცენარეული ზეთებისა, რომელიც მოცემულია პუნქტი 6.1.1-ში), გამოწურულ წვენსა და დამუშავებულ ექსუდატებს.

(52) მაქსიმალური ზღვარი არ გამოიყენება სურსათის (სასურსათო) დანამატებისათვის, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ ზეთებს. მცენარეული ზეთი, რომელიც გამოიყენება სურსათის (სასურსათო) დანამატში, როგორც ინგრედიენტი, უნდა შეესაბამებოდეს პუნქტ 6.1.1.-ით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს.

(53) ტროპანის ბირთვის შემცველი ალკალოიდებია ატროპინი და სკოპოლამინი. ატროპინი წარმოადგენს (-) და (+) ჰიოსციამინების ნარევს, მათგან მხოლოდ სტერეოიზომერი (-) ჰიოსციმინი ამჟღავნებს ანტიქოლინერგიულ აქტივობას. ანალიზის განხორციელებისას ყოველთვის ვერ ხდება ჰიოსციმინების განსხვავების დადგენა. მაქსიმალური ზღვრები განსაზღვრულია ატროპინისა და სკოპოლამინისთვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი