დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 492 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023335 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 492
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „ნენსკრა ჰიდროს“ (ს/კ: 405112220).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა “ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ნენსკრა ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ -მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები