ს.ს,,საქგაზი”-ის გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

  • Word
ს.ს,,საქგაზი”-ის გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/9147-14
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 09/03/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/9147-14
09/03/2017
ვებგვერდი, 17/03/2017
ს.ს,,საქგაზი”-ის გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/9147-14

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

09.03.2017 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი - სს ,,საქგაზი

საიდენტიფიკაციო 230805616

დირექტორი - ვალეტინ აკოფოვი

 

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ნათია სახოკია

 

მოთხოვნა - გაკოტრების მმართველის დანიშვნა

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და

 

გამოარკვია:

 

2014 წლის 02 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,საქგაზის” დირექტორმა ვალენტინ აკოფოვმა და მოითხოვა სს ,,საქგაზის” მიმართ გგაკოტრების საქმისწარმოების დაწყების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

37-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი მმართველის კანდიდატურა, სასამართლომ ზ/აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე გაკოტრების მმართველად დანიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284, 285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                        თამარ ჭუნიაშვილი