„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 14/03/2017
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 040170030.57.069.016104
6
14/03/2017
ვებგვერდი, 15/03/2017
040170030.57.069.016104
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №6

2017 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებულ „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესსა და პირობებში“ (www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საკონკურსო კომისია – კონკურსის ჩატარების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია;“;

ბ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება, თუ მასში მონაწილე ყველა პრეტენდენტმა კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარი თქვა საკონკურსო წინადადებაზე ან კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება საკონკურსო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ საკონკურსო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი საკონკურსო კომისიის დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერისთანავე უნდა აიტვირთოს სისტემაში.

8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე