აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020000.32.057.016240
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
09/03/2017
ვებგვერდი, 15/03/2017
190020000.32.057.016240
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/03/2017 - 27/02/2018)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №5

2017 წლის 9 მარტი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 911 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 191 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით

გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე

არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების

ფონდიდან თანხის გამოყოფის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალის­წინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (შემდგომში – ფონდი) თანხის გამოყოფის წესი (შემდგომში წესი) განსაზღვრავს მუნიციპალური და რესპუბლიკური მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ფონდიდან, მუნიციპალიტეტებში მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტების განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოყენების პირობებს.

2. მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტები მოიცავს მუნიციპალიტეტში გზების, ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციას, ხიდების მშენებლობა-­რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციას, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას, მუნიციპალური ნარჩენების მართვას, საცხოვრებელი და საჯარო შენობების შეკეთება-რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საჭირო სხვა პროექტებს.

3. პროექტი მუნიციპალურ პროექტად განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს მუნიციპალიტეტს და პროექტის განმახორციელებელი მუნიციპალიტეტია.

4. პროექტი რესპუბლიკურ პროექტად განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს მუნიციპალიტეტს, ხოლო პროექტის განმახორციელებელია ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულე­ბა/საბიუჯეტო ორგანიზაცია.

5. ფონდიდან დასაფინანსებელი მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტის დაფინანსება კანონმდებლობით გათვალისწინებული და სხვა ნებადართული სახსრებით ხორციელდება ამ წესის, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 2. ფონდიდან დასაფინანსებელი მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტების შერჩევის პროცედურა
1. ფონდიდან დასაფინანსებელი მუნიციპალური პროექტების შესახებ წინადადებას ამზადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო რესპუბლიკური პროექტების შესახებ წინადადებას – ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულების/საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

2. მუნიციპალური/რესპუბლიკური პროექტების ფონდიდან დაფინანსების თაობაზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერისა და მხარჯავი დაწესებულე­ბის/საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის წინადადება (შემდგომში – წინადადება) მოიცავს მუნიციპალური/რესპუბლიკური პროექტის განხორციელებასთან დაკავში­რებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ხარჯების (მათ შორის, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისა და საექსპერტო მომსახურების ხარჯები) დაფინანსების მიზნით,  თანხის მოთხოვნას და საპროექტო წინადადებას №1 დანართის შესაბამისად, ან უკვე არსებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, ინფრასტრუქტრული პროექტის/სხვა პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, თანხის მოთხოვნას და №2 დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.

3. მუნიციპალური პროექტების ინიციირების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წინადადებას განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღე­ბად უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

4. მუნიციპალური პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადა­დების მოწონების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

5. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ხარჯების (მათ შორის, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისა და საექსპერტო მომსახურების ხარჯები) დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

6. საკრებულოს მოწონებულ წინადადებას მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას (შემდგომში მთავრობა).

7. მხარჯავი დაწესებულება/საბიუჯეტო ორგანიზაცია რესპუბლიკური პროექტის შესახებ წინადადებას წარუდგენს მთავრობას.

8. მუნიციპალური/რესპუბლიკური პროექტის დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მთავრობა შესაბამის დოკუმენტაციას წერილობითი მიმართვით უგზავნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) ფონდიდან მთავრობის სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების მიზნით.

9. თუ ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, სამინისტროს წარდგინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.

10. მუნიციპალური/რესპუბლიკური პროექტის განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყოფილი სახსრების კანონიერ და მიზნობრივ განკარგვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი/მხარჯავი დაწესე­ბულება/საბიუჯეტო ორგანიზაცია.


მუხლი 3. მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტების შერჩევ
1. მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტების შერჩევა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელების მინიმალური ღირებულებაა 100 000 ლარი.  

2. 100 000 ლარზე ნაკლები ღირებულების მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტი შესაძლებელია განხილულ იქნეს მთავრობის მიერ მხოლოდ მუნიცი­პალიტეტის/მხარჯავი დაწესებულების/საბიუჯეტო ორგანიზაციის შესაბამისი დასა­ბუთების შემთხვევაში.

3. მთავრობა უფლებამოსილია, მუნიციპალური/რესპუბლიკური პროექტის განხილვისას მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორის საპროექტო დოკუმენტაციაზე ექსპერტის დასკვნა.


მუხლი 4. მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტების განხორციელების მიმდინარეობა
1. მთავრობა უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტიდან/მხარჯავი დაწესე­ბუ­ლებიდან/საბიუჯეტო ორგანიზაციიდან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტები დაფინანსებული მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მუნიციპალიტეტი/მხარჯავი დაწესებულება/საბიუჯეტო ორგანიზაცია ვალდებულია, მოთხოვნიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში წარუდგინოს მთავრობას მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები, ასევე პროექტის მიმდინარეობის ადგილზე დათვალიერება.

2. მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია/მხარჯავი დაწესებულება/საბიუჯეტო ორგანიზაცია მთავრობასა და სამინისტროს წარუდგენს კვარტალურ ანგარიშს (ნაზარდი ჯამით) ფონდიდან დაფინანსებული მუნიციპალური და რესპუბლიკური პროექტების განხორციელების თაობაზე ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო წლიურ ანგარიშს წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 თებერვლისა.



დანართი №1

----------------------------------------------------------------------

მუნიციპალიტეტი/მხარჯავი დაწესებულება/საბიუჯეტო ორგანიზაცია

საპროექტო წინადადება

(ლარი)

საპროექტო წინადადების დასახელება

პროექტის სავარაუდო ღირებულება

მ.შ. მიმდინარე წელს ფონდიდან მოთხოვნილი თანხა (ლარი)

საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვებისთვის მოთხოვნილი თანხა

პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადები შენიშვნა
             

მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი/მხარჯავი დაწესებულების/საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი .


დანართი №2

----------------------------------------------------------------------

მუნიციპალიტეტი/მხარჯავი დაწესებულება/საბიუჯეტო ორგანიზაცია

საპროექტო წინადადება

(ლარი)

საპროექტო დასახელება

ინფრასტრუქტურული პროექტის სრული ღირებულება (საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე)/სხვა პროექტის ღირებულება

მ.შ. მიმდინარე წელს ფონდიდან მოთხოვნილი თანხა (ლარი)

პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადები შენიშვნა
           

მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი/მხარჯავი დაწესებულების/საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი .


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.