დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 10/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.108.016299 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.108.016278) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა.ა) 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ა.ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6643,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ა.გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1774,6 ათ.ლარი. მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1924,6 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ა.დ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ა.ე) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,2.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1. 76,9 ათ. ლარი - გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეაბილიტრებული იქნება ძირითადი გზები, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება ქალაქის ქუჩებში, მოიხრიშება და მოწესრიგდება თემების/სოფლის შიდა საუბნო გზები.“; ა.ვ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,2.2.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.2.1. 494,7 ათ.ლარით - კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ქალაქის ქუჩებისა და ტროტუარების აღდგენა, სკვერების პარკებისა და გამწვანების ობიექტების რეაბილიტაცია. შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება და სხვა ღონისძიებები.“; ა.ზ) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის ,,5.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.1. 140,6 ათ.ლარი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
· ეპიდზედამხედველობის პროგრამას, რომელიც მოიცავს გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობას და კონტროლს; პირველადი ეპიდზედამხედველობის განხორციელებას; ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვას; · იმუნიზაციის პროგრამას, რომელიც მოიცავს იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვას და მასზე ანგარიშგებას დადგენილი წესის მიხედვით; იმუნოპროფილაქტიკაზე რუტინულ სტატისტიკურ ანგარიშგებას; იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინულ ანალიზს, შეფასებას, დაზუსტებას; ვაქცინების, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრას; ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის ლოჯისტიკაზე ზედამხედველობას; დამხმარე ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტში შემავალ პჯდ დაწესებულებებში. · პარაზიტოლოგიის პროგრამა, რომელიც მოიცავს პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგულ კვლევას; მალარიის სკრინინგულ კვლევას კერებში და კერის გარშემო; მალარიის დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკურ მკურნალობას. · პროფილაქტიკური მედიცინა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებერივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობას.“; ა.თ) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის ,,5.2.1.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.2.1.1 183,4 ათ. ლარით - მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურებისა და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ - სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურეობის და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და მეურვეობას მოკლებული მოსახლეობის დღეში ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა (გარდა კვირა დღისა), ყოველკვარტალურად ტკბილეულისა და სადღესასწაულოდ საჩუქრების გადაცემა.“; ა.ი) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“; |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები