„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 361-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240020.05.001.018343
361-IIს
09/03/2017
ვებგვერდი, 22/03/2017
010240020.05.001.018343
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191) მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ, გამოძიების უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს უფლება აქვთ, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით, გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

2. სამსახურის მოსამსახურე ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე−32-ე მუხლებით, 33-ე მუხლით (გარდა 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა), 34-ე მუხლით (გარდა 34-ე მუხლის მე-11 პუნქტისა) და 35-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით.“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

9 მარტი 2017 წ.

N361-IIს