„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.019831
122
09/03/2017
ვებგვერდი, 10/03/2017
470000000.10.003.019831
„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №122

2017 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 470000000.10.003.019705) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №2 დანართის  (იმუნიზაცია) მე-9 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებული პაციენტებისათვის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „B“ ჰეპატიტის ვაქცინისა და ასაცრელი მასალებისა და მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება სჯდ ცენტრების მეშვეობით იმ დაწესებულებებზე, რომლებიც არიან სახელმწიფო პროგრამის − „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების მიმწოდებლები.“.

2. №7 დანართის (ტუბერკულოზის მართვა) მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ცენტრის მიერ და/ან დონორული დაფინანსებით მიწოდებული ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალით უზრუნველყონ ახლად გამოვლენილი პაციენტების სკრინინგი აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე. აღნიშნული ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა განხორციელდება ცენტრის მიერ სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვისა“ და „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებებსა (მ.შ., საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტზე) და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უზრუნველყოფენ მედიკამენტების მიწოდებას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობაში ჩართული პაციენტებისათვის.“;

გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13.  ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პირველი და    მე-2 რიგის მედიკამენტების თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს  სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.“.

3. №8 დანართის (აივ-ინფექცია/შიდსის მართვა) მე-9 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება „აივ-ინფექცია/შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს  სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, მე-3 მუხლის „ა.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების მიწოდების თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი