„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 480-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.018351
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
480-IIს
22/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
320110000.05.001.018351
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/03/2017 - 19/12/2019)

 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ჰ56“–„ჰ59“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჰ56) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა – კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით;

 ჰ57) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით;

58) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული საშუალებების გამოყენებით;

59) მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურაში არის შუალედური რგოლი უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემასა და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურას შორის და უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციისა და დეაქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ტექნიკურ აღსრულებას;“;

 ბ) „ჰ61“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ61) ობიექტი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 31-ე ნაწილით განსაზღვრული ობიექტი, აგრეთვე „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტი;“;

გ) „ჰ64“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ65“ და „ჰ66“ ქვეპუნქტები:

„ჰ65) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 37-ე ნაწილით განსაზღვრული იდენტიფიკატორი, აგრეთვე „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იდენტიფიკატორი;

66) უფლებამოსილი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო;“;

დ) „ჰ66“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ67“ ქვეპუნქტი:

„ჰ67) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა:

67.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში, ავტომატურ რეჟიმში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას;

67.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების მიზნით ობიექტის მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ ბრძანების ინიციირებით მისი გეოლოკაციის რეალურ დროში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას;“;

ე) „ჰ67“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ68“ და „ჰ69“ ქვეპუნქტები:

„ჰ68) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დროებითი ან მუდმივი განთავსებით/მონტაჟით;

69) უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემა – კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურის შემადგენელი პროგრამული ინტერფეისი, რომლითაც უფლებამოსილი ორგანო ახდენს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციისა და დეაქტივაციის შესახებ ბრძანებათა დისტანციურ ინიციირებას და რომელიც გადაჭერილი ინფორმაციის მიღების საბოლოო პუნქტია.“.

 2. მე-8 მუხლის:

 ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც უფლებამოსილი ორგანო ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებს და ამ კანონის 8მუხლით განსაზღვრულ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირებას.

4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია საგამოძიებო ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს გადასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით.“;

 ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (შემოწმება, განცხადების განხილვა).“.

 3. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვება სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით

1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს, იქონიოს მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით განსაზღვრული არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობების ორგანიზების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების შემდგომ ღონისძიებებს ახორციელებს უშუალოდ, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ტექნიკური და სამართლებრივი მონაწილეობის გარეშე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.

3. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.

4. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კომუნიკაციის ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით გადაჭერის ორგანიზებისა და განხორციელების და ტექნიკური მოპოვების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.“.

 4. 8მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 83. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება

1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.“.

 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 მუხლი:

„მუხლი 84. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა

1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს იმ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური და სასადგურე ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს შესაბამისი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის შემდგომ ღონისძიებებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს უშუალოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლით და„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.

2. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის შესაძლებლობას. 

 3. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის არქიტექტურა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.“.

6. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გარდა:

 ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად:

ა.ა) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში იქონიოს კომუნიკაციის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის და მხარდაჭერის მქონე სასადგურე აპარატურის, მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის მქონე მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის, შესაბამისი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ქონას და პერიოდულ განახლებას, აგრეთვე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირება;

ა.ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას დაეხმაროს მის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი დაუბრკოლებელი დაშვება ინფრასტრუქტურის შესაბამის კომპონენტებთან, აგრეთვე უზრუნველყოს სათანადო აპარატურის უსასყიდლო განთავსება/მონტაჟი, მისი უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ა.გ) გონივრული ვადით ადრე წერილობით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს იმ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარულ ტექნიკურ შესაძლებლობაზე;

ა.დ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება;

ა.ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განხორციელებისას დაეხმაროს მის წარმომადგენლებს და ტექნიკურად უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების იმ ვადით და წესით შენახვა, რომლებიც აუცილებელია უფლებამოსილი პირის მიერ მათი კოპირების ტექნიკური პროცესის განხორციელებისთვის;

 ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად შეასრულოს ამ პუნქტის „ა.ბ“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აგრეთვე უზრუნველყოს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლების დაუბრკოლებელი დაშვება შესაბამის აპარატურასთან დღე-ღამის ნებისმიერ დროს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განსახორციელებლად;

გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის შესაძლებლობის ქონის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, ვალდებულია:

გ.ა)იქონიოს მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის და მხარდაჭერის მქონე სასადგურე აპარატურა და უზრუნველყოს მისი პერიოდული განახლება;

გ.ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 84 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას დაეხმაროს მის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი დაუბრკოლებელი დაშვება ინფრასტრუქტურის შესაბამის კომპონენტებთან, აგრეთვე უზრუნველყოს სათანადო აპარატურის უსასყიდლო განთავსება/მონტაჟი, მისი უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

დ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, ვალდებულია დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოსაძიებლად იქონიოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობა;

 ე) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.“. 

 მუხლი 2

1. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ შექმნას ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის შესახებ მონაცემების საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – „112“-ისთვის ავტომატურად მიწოდებას. 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების მიწოდება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკიდან.

 მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა და პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, პირველი მუხლის მე-5 პუნქტი და პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 მარტი 2017 წ.

N480-IIს