დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 306 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023146 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №30 6
2017 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
1. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 201 7 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 2 378 800 (ორი მილიონ სამას სამოცდათვრამეტი ათას რვაასი) ლარი, მათ შორის:
ა) იმ ოჯახებისათვის, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, თითოეულ აბონენტზე 200 (ორასი) ლარის დარიცხვის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 2 233 200 (ორი მილიონ ორას ოცდაცამეტი ათას ორასი) ლარი;
ბ) იმ ოჯახებისათვის, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ბუნებრივი აირის აბონენტებად, თითოეულ ოჯახზე 200 (ორასი) ლარის გასაცემად, მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 145 600 (ას ორმოცდახუთი ათას ექვსასი) ლარი, კერძოდ:
ბ.ა) ქარელის მუნიციპალიტეტს – 67 400 (სამოცდაშვიდი ათას ოთხასი) ლარი;
ბ.ბ) ონის მუნიციპალიტეტს – 28 400 (ოცდარვა ათას ოთხასი) ლარი;
ბ.გ) გორის მუნიციპალიტეტს – 24 800 (ოცდაოთხი ათას რვაასი) ლარი;
ბ.დ) კასპის მუნიციპალიტეტს – 16 400 (თექვსმეტი ათას ოთხასი) ლარი;
ბ.ე) საჩხერის მუნიციპალიტეტს – 8 600 (რვა ათას ექვსასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, თითოეულ აბონენტზე 200 (ორასი) ლარის დარიცხვის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები