სს „სასწავლო ავიაცენტრის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე

  • Word
სს „სასწავლო ავიაცენტრის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „სასწავლო ავიაცენტრი“
მიღების თარიღი 24/02/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
24/02/2017
ვებგვერდი, 27/02/2017
სს „სასწავლო ავიაცენტრის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
სს „სასწავლო ავიაცენტრი“

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება (სს) „სასწავლო ავიაცენტრის“ (საიდენტიფიკაციოკოდი: 208 141 991) აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე

 

მოწვევის განმახორციელებელი პირი: სს „სასწავლო ავიაცენტრის“ გენერალური დირექტორი, მედეა გელაშვილი

2017 წლის 20 მარტს, სს „სასწავლო ავიაცენტრის“ (შემდგომში, საზოგადოება) იურიდიულ მისამართზე: აეროპორტი 0158 „სასწავლო ავიაცენტი“, 14 საათზე, გაიმართება სს „სასწავლო ავიაცენტრის“ აქციონერთა საერთო კრება (შემდგომში, კრება).

კრებაზე დასწრების უფლება გააჩნიათ საზოგადოების აქციონერებს, რომლებსაც საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, გააჩნდათ აქციებზე საკუთრების უფლება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სააღრიცხვო დღისათვის, − 2017 წლის 28 თებერვლის მონაცემებით.

კრების დღის წესრიგი:

1. საზოგადოების ფინანსური აუდიტის დასკვნის განხილვა.

2. ბიუჯეტის წინაშე არსებული საზოგადოების დავალიანების საკითხის განხილვა და დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

3. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდა და გაზრდილი ოდენობის შესაბამისი ჩვეულებრივი აქციების გამოშვება/განთავსება (კრებაზე წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის/გათვლების მიხედვით);

4. აქციონერთა მიერ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმება მხოლოდ კონკრეტული, დღის წესრიგში მითითებული, ოპერაციის მიზნებისათვის;

5. საზოგადოების აქციონერისათვის, მედეა გელაშვილისათვის პირველ პუნქტში მითითებული აქციების (რომლითაც იზრდება საწესდებო კაპიტალი) საკუთრებაში გადაცემა მისი მხრიდან საზოგადოების მიმართ არსებული ფულადი მოთხოვნის საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით განხორციელების სანაცვლოდ;

6. განხორციელებული ცვლილებების (კაპიტალის გაზრდა აქციათა გამოშვების გზით, აქციონერისათვის გადაცემა) შესაბამისი საბუღალტრო აღრიცხვისა და კანონისმიერი რეგისტრაციის უზრუნველყოფის დავალება საზოგადოების გენერალური დირექტორისათვის.

წარმოდგენილ დღის წესრიგთან დაკავშირებით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას იძლევიან, რათა განხორციელდეს საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის, მათ შორის აქციონერისა და ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების საკითხის ადეკვატური შეფასება, დავალიანების დაფარვის გზების განხილვა და აქციონერისა და ბიუჯეტის დროული დაკმაყოფილება საზოგადოებისათვის ფინანსურად ნაკლებად დამაზარალებელი ოპერაციების ხარჯზე (აქციონერებს უფლება აქვთ საზოგადოების დირექტორისაგან მოითხოვონ და მიიღონ სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 9 თებერვლის სხდომის ოქმი, რომელშიც დაწვრილებით აღწერილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც ეფუძნება აღნიშნული რეკომენდაცია).

კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმების პროცედურა:

საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, შეამოწმონ კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება, რაც გამოიხატება წინამდებარე შეტყობინებაში მითითებული სააღრიცხვო დღისათვის მათ საკუთრებაში არსებული აქციათა კლასისა და რაოდენობის თაობაზე ინფორმაციის მიღებაში, საზოგადოების აქციათა რეესტრის დამოუკიდებელ რეგისტრატორთან, „საქართველოს რეგისტრატორი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205156374 ), მდებარე მისამართზე: მოსაშვილის ქ.11.

   გარდა ზემოაღნიშნულისა, აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ საზოგადოების დირექტორს და გამოითხოვონ მათი კრებაში მონაწილეობისა და მათ განკარგულებაში არსებულ ხმათა რაოდენობის წერილობითი დასტური.

   აქციონერები კრების მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას პირადობის მოწმობის, პასპორტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე.

   დასაშვებია წარმომადგენლობა სათანადოდ გაფორმებული, ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.

 

სს „სასწავლო ავიაცენტრის“

 

გენერალური დირექტორი                                                                       მედეა გელაშვილი