„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.019812
103
22/02/2017
ვებგვერდი, 23/02/2017
470000000.10.003.019812
„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №103

2017 წლის 22 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2016, 470000000.10.003.019705) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №9 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა):

1.  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი  8.  პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5,500.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

  1

ანტენატალური მეთვალყურეობა

3,102.6

  2

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა (2017 წლის 1 მარტამდე დამდგარი შემთხვევების ანაზღაურება)

500.0

  3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.3

  4

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით („ბ“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფა

379.5

  5

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენი-ლალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

800.0

  6

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

94.5

  7

მედიკამენტებითა და საკვები დანამატით უზრუნველყოფა

210.1

 7.1

ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების შესყიდვა

20.0

 7.2

სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

54.0

 7.3

მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატის შესყიდვა

136.1

          სულ:

5,500.0

       

                                                                                                                                                                                                              .“.

2.  მე-9 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერვისი 2017 წლის 1 მარტიდან მიეწოდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში, ხოლო 2017 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2017 წლის 1 მარტის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს ამავე პროგრამის ფარგლებში, რომლითაც დაიწყო მომსახურება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი