„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019811
102
22/02/2017
ვებგვერდი, 23/02/2017
470230000.10.003.019811
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

2017 წლის 22 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1.  მე-4 მუხლის:  

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა (ა(ა)იპ) და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი, 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2016 წლის 15 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდონ განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის  წევრებისა, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულებები მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართი №1.5-ით გათვალისწინებული მომსახურებისა. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების  მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება, გარდა ამავე მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა (ა(ა)იპ) და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს/ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში აქვთ 50%-ზე მეტი წილი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდონ  განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით,  მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართი №1.5-ით გათვალისწინებული მომსახურებისა. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების  მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა):

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

„31. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.5-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქე მაღალი რისკის ორსულები, მშობიარეები და მელოგინეები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას და ამავდროულად, აკმაყოფილებს „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების დანართი №1.1-ის (პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები) პირველი მუხლის მე-3 პუნქტით  განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ამასთან, პროგრამის მიზნებისათვის, საქართველოს მოქალაქეში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.“;

ბ) მე-4  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. პროგრამის მიმწოდებელი

1. პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან:

ა) თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში – სამეანო-ნეონატალური სერვისის  მიმწოდებელია პირი:

ა.ა) რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე;

ა.ბ) რომლის საანგარიშგებო წლის წინა წლის განმავლობაში გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა >500-ზე. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირება დაიწყეს საანგარიშგებო წელს ან საანგარიშგებო წლის წინა წელს ისე, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან არ შესრულებულა საანგარიშგებო წლის წინა სრული კალენდარული  წელი,  ასევე  საუნივერსიტეტო სტაციონარებზე – სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილ, მრავალპროფილიან, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებშიც სამეანო-ნეონატალური მიმართულებით მიმდინარეობს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და სამეცნიერო კვლევა; 

ბ) დანართი №1.5-ით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია  დაწესებულება, რომელსაც „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე და აკმაყოფილებს ამავე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) 2017 წლის 1 აპრილიდან დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების – II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა – მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ) მე-3 მუხლის 21 პუნქტს (სტაციონარულ დაწესებულებაში „რეანიმაციული“ სერვისის წარმოების შემთხვევაში, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არ უნდა იყოს სტაციონარული დაწესებულების საწოლების საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტი). ამასთან, პროგრამის მიზნებისთვის, ამ სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციული საწოლების გარდა არსებულ საწოლფონდში ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროფილური საწოლების რაოდენობას, ხოლო ამ პროფილური საწოლების დატვირთვა უნდა იყოს არანაკლებ 30%-ისა.

2. ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და  შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“;

გ) მე-19 მუხლის:

გ.ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა (თუ ის არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევას) მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის  პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით.“;

გ.ბ) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი:

„22. ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6  თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა  23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა)   საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი)  შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“;  

დ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) გაითვალისწინოს, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის მონიტორინგის ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.“;

ე) 21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას   დანართი №1.5-ის შესაბამისად.“;

ვ) 22-ე მუხლის 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4პუნქტი:

„43. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება დანართი №1.5-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“;

ზ) 23-ე მუხლის:

ზ.ა) 321 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 322,  323  და 324 პუნქტები:

„322. დანართი №1-ის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის 2017 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2017 წლის 1 მარტის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს იმავე პროგრამის ფარგლებში, რომლითაც დაიწყო მომსახურება.  

323. თუ დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს  დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, 2017 წლის 1 აპრილამდე  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2017 წლის 1 აპრილის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში.

324.  ამავე მუხლის 38-ე და 41-ე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით,  „მიმწოდებლის“ სტატუსის შეჩერების შემთხვევაში,  აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება  „მიმწოდებლის“ სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს  პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.“;

ზ.ბ) 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში,  მომსახურება გაწიოს დანართი №1.2-ის პირველი პუნქტის (გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება) 1.5, 1.6, 1.9, 1.10 და 1.11 ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა და №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული  მცირე ქირურგიული ოპერაციებისა და მანიპულაციების შესაბამისად.“;

ზ.გ) 37-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე, 39-ე, მე-40, 41-ე, 42-ე და 43-ე  პუნქტები:

„38. თუ სათანადო კომპეტენტური ორგანოს მიერ პერინატალური რეგიონალიზაციის მოვლის დონის გადამოწმებისას და/ან მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ  სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება  ვერ აკმაყოფილებს პერინატალური მოვლის ვერცერთ დონეს, ან შეეცვალა დონე და ვეღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლის კრიტერიუმებს, რაც დადასტურდება უფლებამოსილი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილებით და ამის თაობაზე  კომპეტენტური ორგანოს მიერ წერილობით ეცნობება განმახორციელებელს, განმახორციელებელი დაუყოვნებლივ უჩერებს მას მიმწოდებლის სტატუსს.

39. სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 38-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა  მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, სათანადო უფლებამოსილი ორგანოსადმი მიმართვისა და პერინატალური მოვლის დონის მინიჭების შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.

40. სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელს, პროგრამის ფარგლებში, უფლება აქვს, მიაწოდოს მხოლოდ პერინატალური რეგიონალიზაციის მოვლის დონის შესაბამისი სერვისი. აღნიშნული 2018 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება იმ რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში განთავსებულ სერვისის მიმწოდებლებზე, სადაც არ განხორციელებულა პერინატალური მოვლის დონის შეფასებისა და სათანადო დონის მინიჭების პროცესი.

41. განმახორციელებელი ვალდებულია, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ორეტაპიანი მონიტორინგის შემდგომ, კომპეტენტური ორგანოს მიერ ადგილზე ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმებისას გამოვლენილი მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის  დარღვევის შესახებ დასკვნის გათვალისწინებით, შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი.

 42. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 41-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა  მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და აღნიშნულის თაობაზე კომპეტენტური ორგანოს სათანადო დასკვნის (კომპეტენტური ორგანოს მიერ  სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმების საფუძველზე გაცემული დასკვნა) არსებობის შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით. 

43. ამ მუხლის 39-ე და 42-ე პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, განმახორციელებელი ვალდებულია, დაწესებულებას განცხადებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მიმწოდებლის სტატუსი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1.5:

„დანართი №1.5

სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის  31 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის

1. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:

ა) მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება – ღირებულება შეადგენს 833 ლარს და ითვალისწინებს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას. მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ღირებულებისა. ამასთან  დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის 80%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს  ღირებულებისა,  ხოლო დადგენილების დანართი №1-ის  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის მიწოდებული მომსახურება არ ექვემდებარება თანაგადახდას;

ბ) მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა – ღირებულება შეადგენს 3000 ლარს. ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს  ღირებულებისა, ამასთან ღირებულება ითვალისწინებს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას;

გ) მშობიარობა – ლიმიტი 500 ლარი;

დ) საკეისრო კვეთა – ლიმიტი 800 ლარი.“. 

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი