დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVII-C დანართსა და XVII-D დანართის B ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება N1/2016 | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 200/42-GI-1/2016 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/11/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/11/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016464 |
|
გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
№1/2016 ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVII-C დანართსა და XVII-D დანართის B ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ |
გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი,
ითვალისწინებს რა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, და, კერძოდ, 179-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,b“ ქვეპუნქტს, იღებს რა მხედველობაში, რომ: (1) ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2012 წლის 1 აპრილს. (2) ეს შეთანხმება მოგვიანებით იქცა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილად (შემდგომში ,,შეთანხმება“), რომელიც ძალაში შევიდა ძალაში 2014 წლის 1 სექტემბერს. (3) შეთანხმების 171-ე მუხლი ითვალისწინებს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატების შესაძლებლობას, რომლებიც დაცული იქნება მის დანართებში XVII-C და XVII-D, მას შემდეგ რაც დასრულდება ამ შეთანხმებით გათვალისწინებული 170-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურა და მონაცემების შესწავლა ორივე მხარისთავის მისაღები შედეგით. (4) აღნიშნული პროცედურა და მონაცემების შესწავლა დასრულდა და, შესაბამისად, შესაძლებელია დანართში XVII-C და დანართის XVII-D B ნაწილში ცვლილებების შეტანა. მიიღო შემდგომი გადაწყვეტილება: |
მუხლი 1 1. ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XVII-C ჩანაცვლდეს ამ გადაწყვეტილების I დანართის ტექსტით. 2. ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართის XVII-D ნაწილი B ჩანაცვლდეს ამ გადაწყვეტილების II დანართის ტექსტით. მუხლი 2 ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღების თარიღიდან. შესრულებულია ბრიუსელში, 2016 წ. 10 ნოემბერს. გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სახელით თავმჯდომარე და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი
სუსანა მარაზუელა ასპიროზი ქვეკომიტეტის მდივნები
მდივანი ევროკავშირის მხრიდან ნუნო ვისენტე მდივანი საქართველოს მხრიდან ნიკოლოზ გოგილიძე დანართი 1 დანართი XVII - C 170-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნები ნაწილი A ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტები, გარდა ღვინის, სპირტიანი სასმელების და არომატიზებული ღვინოებისა, რომელთა დაცვა განხორციელდება საქართველოში
ნაწილი B საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტები, გარდა ღვინის, სპირტიანი სასმელების და არომატიზებული ღვინოებისა, რომელთა დაცვა განხორციელდება ევროკავშირში
|
დოკუმენტის კომენტარები