დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 93 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.10.003.019802 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/02/2017 - 23/03/2017)
|
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის მიზნით, შეიქმნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისია (შემდგომში –
კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; დ) საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი; ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; ვ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; ზ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; თ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი; კ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი; ლ) „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი; მ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; ნ) კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი. |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი.
|
მუხლი 3 |
ამ წესის დაცვით შედგენილი მოსამართლის კანდიდატურების სია საქართველოს მთავრობას წარედგინოს არაუგვიანეს 2017 წლის 1 აპრილისა.
|
მუხლი 4 |
კომისიის მუშაობა დასრულებულად ჩაითვალოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ კენჭისყრის პროცედურის დასრულებისთანავე.
|
მუხლი 5 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილება.
|
მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი
|
მუხლი 1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც შექმნილია ამ წესის შესაბამისად 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისათვის მათი წარდგენის მიზნით.
მუხლი 2 1. უფლებამოსილებათა განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2004 წლის №1366, 2009 წლის №1646, 2010 წლის №1726 და მინისტრთა კომიტეტის (2009)5 და (2010)6 რეზოლუციებით. 2. კომისიის ამოცანაა მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შედეგად შეადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისეთი სია, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რეალური არჩევანის საშუალებას მისცემს. მუხლი 3 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის წევრებს შორის გადაწყვეტილების შეჯერება შეიძლება მოხდეს ელექტრონული წესით, სხდომის მოწვევის გარეშე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის დროს მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიასთან იქმნება სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 4 1. კომისია უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 3. კომისიის სხდომები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. კანდიდატებთან გასაუბრება ოქმდება აუდიოჩანაწერებით, რომლებიც დაინტერესებულ პირზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ შესაბამისი კანდიდატის თანხმობით. 4. კომისიის სხდომები ღიაა მედიის იმ წარმომადგენლებისათვის, რომლებიც წინასწარ გაივლიან რეგისტრაციას კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირთან. სხდომის დაწყების შემდეგ მედიის წარმომადგენლები დარბაზში არ დაიშვებიან. 5. მედიის მიერ ვიდეო და ფოტოგადაღება დაიშვება მხოლოდ სხდომის დაწყებისას, სხდომის დაწყების შემდეგ კი შესაბამისი დანიშნულების აპარატურა დარბაზიდან გატანილი უნდა იქნეს. 6. კომისიის ის სხდომები, რომლებზეც კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს, ღიაა მედიისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თავად კანდიდატი გამოთქვამს თანხმობას გასაუბრებაზე მედიის დასწრების შესახებ. მუხლი 5 1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატი შეიძლება იყოს 30-დან 65 წლამდე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენას; ბ) კარგად ფლობს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისურს ან ფრანგულს); გ) სრულყოფილად ფლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცენდენტულ სამართალს და აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას; ე) აკმაყოფილებს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან არის აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნე; ვ) აქვს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; ზ) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია. 2. ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ფლობა მოცემული კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება. მუხლი 6 1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის მიზნით, კომისია საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ, უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას და დაინტერესებულ პირებს დოკუმენტაციის წარსადგენად განუსაზღვრავს არანაკლებ ორკვირიან ვადას. 2. კანდიდატი ვალდებულია, კომისიას წარუდგინოს საკონკურსო განაცხადი, რომელიც შედგება სამოტივაციო ბარათის, ავტობიოგრაფიისა (Curriculum Vitae) და მასში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტებისაგან. 3. ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae) შედგენილი უნდა იყოს ამ წესის დანართში (დანართი №1) მოცემულ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ სამოდელო ფორმატში, ქართულ ენასა და ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. 4. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატის განაცხადი არ მიიღება განსახილველად. მუხლი 7 1. ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად, საკონკურსო განაცხადების პირველად გადარჩევას აწარმოებს კომისიის სამდივნო და შედეგებს ელექტრონული წესით დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის წევრებს. პირველადი გადარჩევის შედეგები დამტკიცებულად ითვლება, თუ ამ შედეგებზე თანხმობას გამოხატავს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 2. პირველადი შედეგების დამტკიცების შემდეგ, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ტესტირებას შესაბამის უცხო ენაში. 3. ტესტირებაში გამარჯვებულ (მინიმუმ B1 დონე) კანდიდატებს კომისია იწვევს გასაუბრებაზე და ისმენს თითოეული მათგანის მოსაზრებებს ცალ-ცალკე. 4. კომისიის წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე აფასებს ამ წესის დანართში მოცემული შეფასების ფორმის მიხედვით (დანართი №2) და ანიჭებს მას ქულას, რომელიც უნდა იყოს მთელი რიცხვი. კომისიის წევრის შეფასებები ბარდება კომისიის სამდივნოს გასაუბრების დღესვე. 5. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე, გასაუბრების დღესვე ხდება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით საშუალო ჯამური ქულის გამოყვანა კომისიის სამდივნოს მიერ. საშუალო ჯამური ქულების გამოყვანის პროცესს ესწრებიან კომისიის დაინტერესებული წევრები. 6. საშუალო ჯამური ქულების კლებადობის მიხედვით, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, სამდივნო შეადგენს 2 სიას. ამ სიების საფუძველზე, სამდივნო ადგენს 5 კანდიდატისაგან შემდგარ სიას, რომელშიც ორივე სიიდან შედის საუკეთესო შედეგის მქონე პირველი 2 კანდიდატი, ასევე ერთ-ერთ სიაში ქულების მიხედვით მომდევნო ადგილის მქონე ის კანდიდატი, რომელსაც შესაბამის სიაში იმავე ადგილის მქონე სხვა სქესის კანდიდატთან შედარებით უფრო მაღალი ქულა აქვს. მოცემულ სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 7. კომისიის ოქმები, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ასევე შერჩევის ყველა ეტაპზე მონაწილე კანდიდატების ვინაობა, მათ მიერ კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები, ტესტირების შედეგები და გასაუბრების საშუალო ჯამური ქულები საჯაროა. მუხლი 8 1. საქართველოს მთავრობა განიხილავს კომისიის მიერ მისთვის წარდგენილ კანდიდატურებს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარსადგენად 5 კანდიდატიდან იწონებს ნებისმიერ 3 კანდიდატს, რომელთაგან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. 2. თუ საქართველოს მთავრობა არ მოიწონებს არცერთ კანდიდატს, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ხელახლა იწყებს კანდიდატთა შერჩევის პროცესს. საქართველოს მთავრობის მიერ სამზე ნაკლები კანდიდატის მოწონების შემთხვევაში, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ხელახლა ატარებს შერჩევის პროცესს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული სიის 3 კანდიდატამდე შევსების მიზნით. მუხლი 9. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებს წარუდგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. |
დოკუმენტის კომენტარები