დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023135 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №217
2017 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისაუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფოქონებისშესახებ“ საქართველოსკანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − იუსტიციის სახლს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, სანაპიროს ქ. №2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის (მიწის (უძრავიქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.03.003.024) ნულოვან სართულზე მდებარე 118.15 კვ. მფართი, აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადასცეს შპს „ჯემედს“ 5 (ხუთი) თვის ვადით (2017 წლის 15 მაისიდან 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით), ყოველთვიური საიჯარო ქირით − 4 000 (ოთხი ათასი) ლარად, JUSTcafe-ს საზაფხულო ტერასად გამოყენების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები