„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/0000000264/001“

„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/0000000264/001“
დოკუმენტის ნომერი 1034
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 26/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016460
1034
26/09/2016
ვებგვერდი, 17/02/2017
480610000.03.030.016460
„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/0000000264/001“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ხელშეკრულების სიმბოლო: UNHCR/GEO01/2016/0000000264/001

პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი)

პროექტი

ხელშეკრულება დადებულია

გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროგრამის ფარგლებში

შემდეგ მხარეებს შორის:

გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

(შემდგომში „გლუკი“)

და

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

(შემდგომში „პარტნიორი“)

(ორივე მხარე ხელშეკრულებაში „მხარეებადაა“ მოხსენიებული)



პრეამბულა

i.  იმის  გათვალისწინებით,  რომ  მხარეებმა  ხელი  მოაწერეს  პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულების დედანსა და ცვლილების ხელშეკრულებას (შემდგომში ერთად       მოიხსენიება, როგორც: „ხელშეკრულება“)

GEO01/2016/0000000264 შემდეგ თარიღში:

გლუკი

18/01/2016

პარტნიორი

18/01/2016

ii. იმის      გათვალისწინებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ პროექტის  განხორციელების ერთობლივად გაგრძელებაზე ლტოლვილთა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა დასაცავად;

iii.  იმის  გათვალისწინებით,  რომ  მას  შემდეგ,  რაც  ორმხრივი  კონსულტაციების საფუძველზე  მხარეები  შეთანხმდნენ  ცვლილებების  საჭიროებაზე  პროექტის მიზნების განხორციელებისათვის (შემდგომში: ცვლილების ხელშეკრულება), ხელშეკრულების მე-12 მუხლის საფუძველზე;

iv.  იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით დადგენილი დებულებები და ნებისმიერი წინა შესწორება რჩება ძალაში, გარდა ამ ხელშეკრულების ცვლილებით განხორციელებული შესწორებისა.

მხარეები შეთანხმდნენ:


მუხლი 1 - განახლებული დებულებები

1.1 მხარეები შთანხმდნენ ხელშეკრულების გადახედვაზე წამოჭრილი საჭიროებების გათვალისწინებით. ცვლილებები მოიცავს:

პროექტის ძირითადი მონაცემების გადახედვა

პროექტით გათვალისწინებული პოპულაცია: 4 GEOD

მიზნები:                    PF

ღირებულების ცნტრი: 21081

სიტუაციები:  4900

პროექტის აღწერის გადახედვა (დანართი „ა“)

მოსალოდნელი  შედეგები  გადაიხედა  წამოჭრილი  საჭიროებების შესაბამისად, რომელიც გადმოცემულია განახლებულ პროექტის აღწერაში (დანართი „ა“)

პროექტის ბიუჯეტის დონე და მხარეთა მონაწილეობა

პროექტის     ბიუჯეტი     ჩასწორებულია     ქვემოთ     მოცემული     ცხრილის შესაბამისად  და  დეტალურად  მოცემულია პროექტის  ბიუჯეტში  (დანართი „ბ“)

კონტრიბუციის განმახორციელებელი მხარე

მთლიანი     თანხა (ნაღდი ფული)

განახლებული მთლიანი       თანხა (ნაღდი ფული)

არამატერიალური

ვალუტა

თანხა (არა უმეტეს)

ვალუტა

თანხა (არა უმეტეს)

(ეკვივალენტი აშშ დოლარში)

გლუკის კონტრიბუცია, გათვალისწინებული პროექტის  ბიუჯეტის მიხედვით  (დანართი „ბ“)

ლარი

139,883.00

ლარი

155,283.00

 

პარტნიორი

ლარი

38,400.00

ლარი

38,400.00

სხვა მხარეები

 

 

მუხლი 2 - სხვა ცვლილებები

2.1    პროექტის  პარტნიორობის  ხელმოწერილ  ხელშეკრულებაში  მოცემული  ძირითადი დებულებები არ ექვემდებარება ცვლილებებს კონტროლერის თანხმობის გარეშე

მუხლი 3 - პროექტის ანგარიში

3.1  მხარე  თანახმაა  წარმოადგინოს  პროექტის  საბოლოო  ანგარიში  ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად და ასახოს ის ცვლილებები და პროგრესი, რომელიც წინამდებარე ცვლილების ხელშეკრულებითაა დადგენილი:

პროექტის

საბოლოო ანგარიშები

პროექტის შესრულების ანგარიში

პროექტის  ფინანსური ანგარიში

საქონლისა და საკუთრების ანგარიში

პროექტის თანამშრომელთა  ანგარიში

                          

მუხლი 4 - დამატებები და დანართები

4.1  დამატებები  და  დანართები  წარმოადგენს  ხელშეკრულების  არსებით  შემადგენელ ნაწილს და შესწორებულია შემდეგნაირად:

მხარეების მიერ  წინამდებარე ცვლილების ხელშეკრულებზე ხელმოწერა წარმოადგენს ოფიციალურ დადასტურებას განახლებულ დანართებზე მოცემული  მუხლით 4.1.

მუხლი 5 - ცვლილების ხელშეკრულება

5.1      წინამდებარე ცვლილების ხელშეკრულება:

ა. ინტერპრეტირებულია და იყენებს განმარტებებს, როგორც ეს მოცემულია ხელშეკრულებაში;

ბ. პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (შესწორებული ვერსია)

წარმოადგენს გაუყოფად შეთანხმებას მხარეებს შორის  და წინამდებარე ცვლილების ხელშეკრულების ასლი უნდა დაერთოს პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულების თითოეულ დედანს;

გ. მხარეების მიერ ხელმოწერის თარიღი უნდა იყოს ეფექტური იმგვარად, რომ

შეთანხმება წაკითხულ და ინტერპრეტირებულ იქნეს იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც მოცემულია წინამდებარე ცვლილების ხელშეკრულებაში და ნებისმიერი მითითება შეთანხმებაში გაგებულ უნდა იქნეს, როგორც ეს შეცვლილი, მოდიფიცირებული და შევსებულია წინამდებარე ცვლილების ხელშეკრულებით.

5.2      ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში ხელშეკრულების ვადები და პირობები რჩება უცვლელი.

მუხლი 6 - ენა

6.1 მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ხელმოწერილია ინგლისურ ენაზე და პარტნიორის ოფიციალურ ენაზე თარგმანი დამატებულია  წინამდებარე  ხელშეკრულებაზე  -  სათაურით  „არაოფიციალური თარგმანი“. წინამდებარე ხელშეკრულების ინტერპრეტაციაში რაიმე დავის ან კამათის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენას.

ხელმოწერილია ორ ეგზემპლარად სათანადო უფლებამოსილების მქონე ხელმომწერების მიერ შემდეგი მხარეების სახელით:

ხელმოწერა:                                   გლუკი                                          პარტნიორი
                                            

სახელი:                                         სიმონე უოლკენი                               სოზარ სუბარი

თანამდებობა:                              რეგიონალური წარმომადგენლი    მინისტრი

თარიღი:

ადგილი:                                       საქართველო, თბილისი                   საქართველო, თბილისი

პარტნიორის ლოგო ან ბეჭედი

შეთანხმების სიმბოლო: UNHCR/GE001/2016/PillarIV0000000264/000

დანართი გ.2: სავარაუდო ჩარიცხვის გეგმა

 

 

პროექტის სახელწოდება:

საქართელოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების ხელშეწყობა

საბიუჯეტო წელი:

2016

სიტუაციები:

4900

მოქმედება:

GEO RO ABC

 

პროექტის სამიზნე ჯგუფი:

იგპ და იგპ-თა მდგომარეობაში მყოფი

პირები

მიზნები:

დაცვა და გადაჭრის

შერეული საშუალებები

ღირებულების ცენტრი:

21081

პარტნიორის კოდი:

1093000

დაგეგმილი საანგარიშო პერიოდი:

01/01/2016 – 31/12/2016

 

 

ვერსია №1: სავარაუდო

მოამზადა: ნინო გელაშვილი

თარიღი:08/12/2015

 

 

აღწერა

ანგარიში

 

 

სრული ბიუჯეტი

პირველი ტრანში

მეორე ტრანში

მესამე ტრანში

მეოთხე ტრანში

 

 

იან

 

 

თებ

 

 

მარ

 

 

აპრ

 

 

მაი

 

 

ივნ

 

 

ივლ

 

 

აგვ

 

 

სექ

 

 

ოქტ

 

 

ნოე

 

 

დეკ

ამოცანა: გადაწყვეტის სტრატეგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შედეგი: სტრატეგია შემუშავებული და დანერგილია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პარტნიორის ადგილობრივი თანამშრომლების ხელფასები

614020

111,000

8,750

8,750

8,750

8,750

8,750

8,750

8,750

8,750

8,750

8,750

11,750

11,750

საკონსულტაციო ხარჯები

615010

33,400

 

 

6,000

6,000

6,000

6,000

 

 

4,700

4,700

 

 

სხვა კომერციული ხელშეკრულებები, სერვისები

 

5,723

 

5,723

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაუკონკრეტებელი სერვისები (კონტრაქტები)

610999

4,680

390

390

390

390

390

390

390

390

390

390

390

390

საკომუნიკაციო ხარჯები

624491

480

40

40

40

40

40

40

40

40

40

40

40

40

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრული თანხა

155,283

9,180

14,903

15,180

15,180

15,180

15,180

9,180

9,180

13,880

13,880

12,180

12,180


                                                                                     54,443               39,540          36,940              24,360

პროექტის აღწერა

პროექტის სახელწოდება:

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების ხელშეწყობა

საბიუჯეტო წელი:

2016

სიტუაცია(ები):

4900

მოქმედება:

GEO RO ABC

პროექტით

იგპ და იგპ მდგომარეობაში მყოფნი

გათვალისწინებული

პოპულაცია:

მიზნები:

დაცვა და შერეული გადაჭრის გზები

ღირებულების ცენტრი:

21081

პარტნიორის კოდი:

1093000

პროექტის       განხორციელების

01/01/2016-31/12/2016

1.0  პროექტის მიმოხილვა

1.1  საპროექტო  განაცხადი

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის სტრატეგიის - იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერას - სამართლებრივი კონსულტაციების  გაწევითა  და  მათთვის  ინფორმაციის  მიწოდებით სამინისტროში არსებული სერვისებისა და მათი უფლებების შესახებ, მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით.

1.2    ოპერაციული კონტექსტი

2015 წლის დეკემბრის მონაცემებით საქართველოში 268,016 იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფება, რომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდანაა. მათი იძულებით გადაადგილება მოხდა ორ ტალღად - 90-იანებსა და 2008 წლებში. წარმოშობის ადგილებში დაბრუნება დევნილთა უმრავლესობისთვის არჩევანს არ   წარმოადგენს,   რადგან   დაბრუნება   დაშვებული   არ   არის   ადგილზე   მოქმედი მთავრობის    მიერ.  ბევრი გამოწვევის მიუხედავად, 50,000 დევნილი დაბრუნდა გალში, აფხაზეთში, ხოლო 1994 წლისთვის 20,000 ადამიანი კი ცხინვალის რეგიონს, ქალაქ ახალგორს დაუბრუნდა.

საქართველოს მთავრობა განაგრძობს დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული  გადაწყვეტის  შესახებ  სტრატეგიის  განხორციელებას განსაკუთრებით  დევნილთა  გრძელვადიანი  განსახლების  გზით.  საქართველოს მასშტაბით   დევნილთა   შეფასების   შედეგად   UNHCR-მა   დაადგინა   დაცვის   მხრივ არსებული სირთულეები, საჭიროებების ჩათვლით: i) საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, მოწყვლად დევნილთა საჭიროებებზე დაყრდნობით მთავრობის მხრიდან მათი განსახლების უზრუნველყოფა; ii) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გადამზადებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ჩათვლით; iv)   ყველა დევნილისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, თემების მართვის სტრუქტურების გაძლიერება, როგორიცაა ამხანაგობები; v) ქვეყნის მასშტაბით დაცვის მონიტორინგის ქსელის შენარჩუნება სირთულეების იდენტიფიცირებისა და გადაჭრისათვის; vi) სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მოხდენა; vii) უფლებებისა და სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დევნილთათვის (განსაკუთრებით შშმ დევნილებისათვის) ინფორმაციის მიწოდების გაძლიერება.

1.3    პრობლემები, ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები

სამინისტროსთან ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ და ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სამინისტროს ძალისხმევას უპასუხოს დევნილთა საჭიროებებს გადაჭრის გზების განხორციელების მხრივ. პროექტი სხვა უწყებების მუშაობის დამატებას წარმოადგენს, რომლებიც სამინისტროსთან ერთად მუშაობენ და მხარს უჭერენ მას.

პროექტის საერთო ამოცანას წარმოადგენს სამინისტროს მხარდაჭერა დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით დევნილებთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიწოდებისა და საერთო კოორდინაციის გაუმჯობესების გზით.

ეს პასუხობს UNHCR-ის ამოცანებს:

1)  საქართველოს  მთავრობის  მიერ  სირთულეების  გადაჭრის  სტრატეგიის იმპლემენტაციის ხელშეწყობა

სამინისტრო   აგრძელებს   საქართველოს   ყველა   იძულებით   გადაადგილებული   პირის წინაშე არსებული სირთულეების გრძელვადიან გადაწყვეტას. მაშინ, როცა სამინსიტროს რესურსები  ბიუჯეტის  ხარჯზე        გაიზარდა,  კვლავ  არსებობს  პრობლემები კვალიფიციური  კადრების  არარსებობის  კუთხით,  რომლებიც  მოახდენდნენ სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობების განხორციელების კოორდინირებას სხვა აქტორებთან,  სხვა  უწყებებისა  და  დონორების  ჩათვლით.  აქედან  გამომდინარე, აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანია სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს სამუშაოების ორგანიზებითა  და  კოორდინირებით,  რაც  მოიცავს  დევნილთა  საკითხების  ჩართვას ზოგად სახელმწიფო სტრატეგიებში, პოლიტიკის, სამოქმედო გეგმებისა და გრძელვადიან განსახლებასა და საარსებო წყაროებთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების განვითარებას,  სამინისტროს  ანალიტიკური  და  საკომუნიკაციო  ფუნქციების განვითარებასა და დახმარების აღმოჩენას.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული მექანიზმების ეფექტურობის გაზრდის მიზნით

ხელშეკრულების სიმბოლო: UNHCR/GEO01/2016/Pillar 4/0000000264/001

პროექტის აღწერა: დანართი „ა“

მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული კომპონენტის იმპლემენტაცია შემდეგნაირად მოახდინონ:

• თუ  არსებობს  დევნილთა  მიმართ  პოლიტიკის,  სტრატეგიის  ან  კანონმდებლობის შეცვლის/გაუმჯობესების საჭიროება, სამინისტრო კონსულტაციას გაივლის ექსპერტებთან  კონკრეტულ საკითხზე, რათა მიიღოს რჩევა   არსებული საუკეთესო გზების შესახებ, მათ შორის UNHCR-ისგან შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

•   ზემოაღნიშნულზე   დაყრდნობით,   სამინისტრო   დაასრულებს   მის   წინადადებას ცვლილებების ან ახალი ინიციატივების შესახებ;

•    შემდეგ სამინისტრო აწყობს არაფორმალური ტიპის საკონსულტაციო შეხვედრებს ან

ღონისძიებებს   (ექსპერტთა   დროებითი   ჯგუფების   ნაცვლად),   სადაც   ჩართული იქნებიან ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება და დევნილები წარმოშობისა და ამჟამინდელი ბინადრობის ყველა რეგიონიდან, რათა განხილული იქნეს შეთავაზებული ცვლილებები. ეს უზრუნველყოფს უფრო ფართომაშტაბიან მონაწილეობას და დიალოგს, ვიდრე ეს ამჟამად არსებობს და აღმოფხვრის ექსპერტთა დროებითი  ჯგუფების  ზედმეტ  ფორმალობას,  ისევე  როგორც  შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებულია მონაწილე მხარეებისთვის;

•    სამინისტრო ასრულებს ცვლილებებზე მუშაობას;

•   სამინისტრო  წარუდგენს  ცვლილებებს/ახალ  ინიციტივებს  სამეთვალყურეო  საბჭოს, და უზრუნველყოფს, შეძლებისდაგვარად, როგორც ეს შეთანხმდა, სრულ უწყებათაშორის წარმომადგენლობას.

•    იმის  გათვალისწინებით,       რომ       წინასწარ       მოხდება       ფართომასშტაბიანი კონსულტაციების გავლა, სამეთვალყურეო საბჭო იქნება მაღალი დონის წარმომადგენლობის ფორუმი.

2)  სამართლებრივ დახმარებასა და საშუალებებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესებულია

გამოცდილებამ აჩვენა, რომ სამინისტროს ცხელი ხაზი ეფექტურად მუშაობს, რაც სამინისტროსა  და ბენეფიციარებს     შორის     ინფორმაციის     გაცვლას აადვილებს.

2015 წელს, სამინისტროში დაახლოებით 46, 023 ზარი დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობა ეხებოდა რეგისტრაციას, დოკუმენტაციას, უფლებებსა და დახმარებებს, როგორიცაა დევნილთა შემწეობა, პენსია, დაზღვევა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ამას გარდა, შედარებით ახლად დაარსებულმა საჩივრების ცხელმა ხაზმა აჩვენა მისი, როგორც   დაკმაყოფილების   მექანიზმის   ეფექტურობა.   იძულებით   გადაადგილებულ პირებს აქვთ ისეთ პრობლემატურ საკითხებზე საჩივრების დარეგისტრირებისა და დროული უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა, როგორებიცაა - სტატუსის შეწყვეტა, შეცდომის დაშვება ქულების დათვლის დროს, განსახლების დროს დაშვებული დარღვევები, სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა, სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მშენებლობების დროს დაშვებული ხარვეზები.  უფრო  კონკრეტულად   კი,  2015  წელს  ტელეფონისა  და ელექტრონული ფოსტის საშუალებით 475 საჩივარი დაარეგისტრირდა და შესაბამისი რეაგირება მიეცა.

აღიშნული   პროექტი   უზრუნველყოფს საინფორმაციო და საჩივრების ცხელი ხაზის განყოფილებების საქმიანობის გაგრძელებას, რითაც მოხდება ბენეფიციარების სამართლებრივი დაცვისა და ინფორმირების ხარისხის გაზრდა.

3) სამინისტროსათვის ტექნოლოგიური გამართვის მექანიზმების უზრუნველყოფის ხელშეწყობა

2015   წელს   სსიპ-თვის   ვებგვერდისა   და   მონაცემთა   ბაზის   შექმნის,   უკვე   მოქმედ დევნილთა ბაზაში დამატებითი საჭირო მოდულების დამატებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების სისტემის დანერგვის შემდეგ, აღნიშნული პროექტი ფოკუსირდება სოციალური საკითხების მოდულის (ფინანსური დახმარება, ფინანსური დახმარება ქირასთან დაკავშირებით), სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული მოდულის შექმნაზე. ამას გარდა, მოხდება დოკუმენტების ელექტრონული მიმოცვლის პროგრამის იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება დაბოლოს, შეიქმნება ცხელი ხაზის გაუმჯობესებული პროგრამა.1 დაბოლოს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება სამართალწარმოების მონაცემთა ბაზის შექმნა და დანერგვა.

2.0     პროექტის მიზნობრივი მოსახლეობა/სხვა  პირები, რომელთა დახმარებასაც უზრუნველყოფს პროექტი

2.1    პროექტის სამიზნე პოპულაცია

სამინისტროს მიერ განხორციელებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, საქართველოში 268,016 იძულებით გადაადგილებული პირია.

აღნიშნული ცხრილი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობას ასახავს:

რეგიონი

იგპ

აჭარა

6733

გურია

499

თბილისი

103152

იმერეთი

25675

კახეთი

1493

მცხეთა-მთიანეთი

11027

რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი

825

სამეგრელო-ზემო სვანეთი

86207

სამცხე-ჯავახეთი

2368

ქვემო ქართლი

12913

შიდა ქართლი

17124

ჯამი

268,016

1 იხილეთ ამომწურავი ინფორმაცია პროექტის განხორციელების ნაწილში

იძულებით  გადაადგილებულ  პირთა  უმრავლესობა  თბილისსა  და  სამეგრელოში ცხოვრობს, მათ შორის კოლექტიური ჩასახლების პუნქტებში (რეაბილიტირებულ- არარეაბილიტირებულში),      ავარიულ      ჩასახლებებში,      კოტეჯებში,      ნათესავებთან ერთად კერძო სახლებში (იხდიან ან არ იხდიან ქირას). სამინისტროს მონაცემებით, 1415 კოლექტიურ ჩასახლების ცენტრში 124,499 იძულებით გადაადგილებული   პირი ცხოვრობს. მათ შორის 254 რეაბილიტირდა, რითაც ისარგებლა 51,598 დევნილმა. სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 53 კოლექტიური ჩასახლების ცენტრი დანგრევის ზღვარზეა.  მათ  შორის,  47  შენობა  აშკარად  ავარიულია.  შესაბამისად,  არის დევნილთათვის   ზიანის   მიყენების   რისკი.   დამატებით,   სამხარაულის   ექსპერტიზის ბიურო დევნილთა მოთხოვნის შესაბამისად ადასტურებს აღნიშნულს და გასცემს ცენტრების მდგომარეობის შესახებ საბუთს.

2.2    დემოგრაფიული მონაცემები

ქვემოთ  მოყვანილი  მონაცემები  რეგისტრაციის  დროს  შეგროვდა.  პროცესი  2015 წლის ოქტომბერში დასრულდა.

ასაკობრივი

მამაკაცი

ქალი

სულ

ჯგუფი

რიცხვებში

%-ში

რიცხვებში

%-ში

რიცხვებში

%-ში

0-5

11850

10%

11306

8%

23156

9%

5-17

26778

21%

24560

17%

51338

19%

18-59

67277

54%

77847

54%

145124

54%

60 >

18780

15%

29618

21%

48398

18%

Total

124,685

100%

143,331

100%

268,016

100%

2.3    სხვა მსგავსი ჯგუფები

3.0    განხორციელების ღონისძიებები

3.1    განხორციელება

მაშინ,  როცა  პროექტის  ერთი  ნაწილი  დაეყრდნობა  წინა  წლების  მიღწევებს,  მეორე ნაწილი კონცენტრირებული იქნება სამინისტროსათვის ტექნოლოგიურ აღჭურვაზე. ამას გარდა, პროექტის საშუალებით მოხდება სამინისტროს მიერ შემუშავებული დევნილთა დაცვის სრული და ხანგრძლივი პოლიტიკის განვრცობა. საბოლოო ჯამში, მოხდება სამინისტროს პოლიტიკა გაერთიანდება სახელმწიფო სტრატეგიასთან, დევნილთა სამოქმედო გეგმასა და დევნილთათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველოფის     სამოქმედო გეგმასთან, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან.    აღნიშნულით მოხდება მთავრობის დევნილებზე გავლენის შედეგების გააზრება, რაც   მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, დევნილთა სტატუსით,   მოწყვლადობით,   ინტეგრაციითა  და სამომავლო გეგმებით.

სამინისტროს ცხელი ხაზის მუშაობისა და საჩივრის დაკმაყოფილების მექანიზმების ხელშეწყობა

UNHCR-ი განაგრძობს სამინისტროსათვის დახმარების აღმოჩენას, 4 (ოთხი) ცხელი ხაზის ოპერატორის ფინანსური მხარდაჭერით, რომელთა ფუნქციაა დევნილებისათვის არსებულ სერვისებზე, უფლებებზე ინფორმაციის მიწოდება და ასევე, მათთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა. იძულებით გადაადგილებული პირებისგან ცხელმა ხაზმა დადებითი  შეფასება  დაიმსახურა.  ასევე  გამოვლინდა  ცხელი  ხაზის  მუშაობის გაგრძელების საჭიროება. როგორც წინა წლებში, UNHCR-ი გააგრძელებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის და კარგად მოქმედი სერვისის დაფინანსებას:

o    დევნილებს  შეუძლიათ  ცხელ  ხაზში  დარეკვა  და  კითხვების  დასმა,  მათ უფლებებზე, იმ ინფორმაციის გამოთხოვაზე, რაც ეხება დოკუმენტებს, საარსებო წყაროებს, განსახლებასა და სხვა;

o    დევნილთა   გადამისამართება   მოხდება   შესაბამის   პირებთან   შემდგომი დახმარების მიღების მიზნით;

o    ცხელი   ხაზის   საშუალებით   მიღებული   ინფორმაცია   გამოყენებული   იქნება ტენდენციებისა და დევნილთა საჭიროებების გაანალიზებისთვის.

ამას გარდა, UNHCR-ი დამატებით დააფინანსებს ორ (2) ცხელი ხაზის ოპერატორს, რომლებიც ძირითადად საჩივრებზე იმუშავებენ. ასევე დაფინანსებულ იქნება საჩივრების განხილვის კოორდინატორის ერთი პოზიცია, რომელის პასუხისმგებლობაშიც შევა მიღებული საჩივრების შესაბამის დეპარტამენტებში გადაგზავნა, ტენდენციებისა და ტიპოლოგიების გაანალიზება. ეს საქმიანობა მოიცავს:

o    საჩივრებზე  იმ  სახით  განხილვა/პასუხი,  რაც  საბოლოო  ჯამში  ხელს შეუწყობს დაკმაყოფილების პროცესის ეფექტურად წარმართვას;

o    საჩივრების  ცხელი  ხაზის  მიერ  მიღებული  მონაცემები  გამოყენებული იქნება  დევნილთა  მიმართ  სამინისტროს  საქმიანობის  სუსტი  მხარეების სისტემური ანალიზისთვის.

საკომუნიკაციო სტრატეგია

ამას გარდა, UNHCR-ი დაინტერესებულია სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის გარკვეული    ნაწილების    განხორციელების    ხელშეწყობით.    ეს    უკანასკნელი იქმნება  სამინისტროსა და ევროკავშირის  პროექტების მიერ.  მას შემდეგ, რაც მოხდა სამოქმედო გეგმის განვითარება, UNHCR-ს შეუძლია დევნილთა უფლებებსა და ხელმისაწვდომ სერვისებზე ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესებაში დახმარება.

UNHCR-სა და სამინისტროს პროექტის ეს ნაწილი განვითარდება მაშინ, როცა შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

სამინისტროსთვის ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენა
ეს    არის    4    თვიანი    პროექტი,2      რაც    საბოლოო    ჯამში    უზრუნველყოფს არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში ცალკეული მოდულების შექმნას, რომელიც შეეხება სოციალურს დახმარებსა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამას გარდა, პროექტის აღნიშნული კომპონენტი უზრუნველყოფს დოკუმენტების ელექტრონული მიმოცვლის პროგრამისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბაზის ინტეგრაციას. დაბოლოს, მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამართალწარმოების მონაცემთა ბაზა, უფრო კონკრეტულად:

I.  სოციალური საკითხების მოდული

სამინისტროს შესაბამისი ერთეულის, სოციალურ საკითხთა სამმართველოს მიერ ყოველთვიურად, საშუალოდ 600-1000-მდე განაცხადი რეგისტრირდება, რომლებიც ეხება ფინანსური დახმარების აღმოჩენის მოთხოვნას. ამას გარდა, ყოველთვიურად სამინისტროს აღნიშნულ სამმართველოში ქირის თანხის დარიცხვის მოთხოვნით დაახლოებით 300-მდე განაცხადი შემოდის. დღეის მდგომარეობით, განყოფილება ზემოთ ხსენებულ მონაცემებს excel-ის პროგრამაში/ფაილში ამუშავებს.

იმისათვის, რათა პროცესი უფრო ეფექტური გახდეს და თავიდან იქნეს აცილებული ხარვეზები, უკვე არსებულ და ფუნქციონირებად დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცალკე მოდული შეიქმნება. ეს უკანასკნელი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დევნილთათვის გაწეული ფინანსური დახმარება

აღნიშნული შემოთავაზება შესაძლებლობას მოგვცემს:

-     იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზიდან მოახდინოს მხოლოდ იმ მონაცემების გადატანა, რაც აუცილებელია ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით;

-     იძულებით  გადაადგილებულ  პირთა  მონაცემთა  ბაზაში  აისახოს  იმ  იძულებით გადაადგილებულ პირთა (ოჯახების) რაოდენობა, ვინც სამინისტროს მომართა ფინანსური დახმარების მოთხოვნით;

-     მოხდეს    დევნილთა    საკითხების    შემსწავლელი    კომისიის    მიერ    მიღებული გადაწყვეტილების დარეგისტრირება;

-     მოიძებნოს   დევნილთა   საკითხების   შემსწავლელი   კომისიის   მიერ   მიღებული გადაწყვეტილება;

-     დაიხუროს უწყისი ისე, რომ მასში ცვლილების შეტანა არ იყოს შესაძლებელი.

ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ქირის საფასურის დაფარვის მიმართულებით ფინანსური დახმარების აღმოჩენა

აღნიშნული მოდული სამინისტროს მისცემს შესაძლებლობას:

-     იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზიდან მხოლოდ იმ მონაცემების გადმოტანა, რომელიც მნიშვნელოვანია საცხოვრებლის დაქირავების მიზნით დახმარების კომპონენტში;

-     მონაცემების  მოძიება  იმ  იძულებით  გადაადგილებულ  პირთა  (ოჯახების)  მიერ

2 მარტი-ივნისი, 2016

გაკეთებულ მიმართვაზე, ვინც სამინისტროს ქირის საფასურის დაფარვის მიზნით მიმართა;

-     დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების მოძიება;

-     დადებითი  გადაწყვეტილების  არსებობის  შემთხვევაში  დაფინანსების  ოდენობისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მოძიება;

-     საჯარო   რეესტრის   ეროვნულ   სააგენტოში   საკუთრების   შესახებ   მონაცემების გადამოწმება;

-     დაიხურება უწყისი ისე, რომ მასში ცვლილებების შეტანა არ იქნება შესაძებელი.

II.       სარეაბილიტაციო სამუშაოების მოდული

დღეის მდგომარეობით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია excel-ის პროგრამაში ჯგუფდება. ტექნოლოგიური დახმარების არარსებობის გამო ინფორმაცია არ არის სისტემატიზებული და შესაბამისად, საჭიროებს უკვე არსებულ იძულებით  გადაადგილებულ  პირთა  მონაცემთა  ბაზაში  სპეციალური  მოდულის დამატებას, რაც მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა:

-     კოლექტიური    განსახლების    ობიექტების    სია,    რომლებიც    დაექვემდებარნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს;

-     შესრულებული სამუშაოების განრიგი;

-     სამუშაოების ტიპი, რაც განხორციელდა;

-     ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ეს სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

-     მოდულს   ექნება   სპეციალური   განყოფილება,   სადაც   განთავსდება   ინფორმაცია სამინისტროსა და თბილისის მერიის თანადაფინანსებით რეაბილიტირებულ შენობებთან დაკავშირებით,

-     ახალ მშენებარე შენობებზე ინფორმაცია;

გამარჯვებულ     კომპანიასთან     კონტრაქტის     გაფორმების ;თარიღის შესახებ ინფორმაცია;

ოთახების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;

კონტრაქტის ღირებულება;

საბოლოო პროდუქტის ჩაბარების თარიღი.

სპეციალური სექცია ნაწილობრივ რეაბილიტაციებზე

ახალ მშენებარე შენობებზე ინფორმაცია;

გამარჯვებულ     კომპანიასთან     კონტრაქტის     გაფორმების      თარიღის  შესახებ ინფორმაცია;

ოთახების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;

კონტრაქტის ღირებულება;    

საბოლოო პროდუქტის ჩაბარების თარიღი.

დაბოლოს,  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნის დასკანერებული ვარიანტი თან დაერთვება კოლექტიურ ცენტრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

კოლექტიური ცენტრების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფუნქციონალი უნდა დაემატოს

იძულებით  გადაადგილებულ  პირთა  მონაცემთა  ბაზას.  კონკრეტულად  კი  საუბარია ისეთი ტიპის ინფორმაციაზე, როგორიცაა:

1.   კოლექტიურ ცენტრი;

2.   კოლექტიურ ცენტრები განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები;

3.   კოლექტიურ  ცენტრებში  განხორციელებული  სარეაბილიტაციო  სამუშაოების  ტიპი

(სრული, ნაწილობრივი, ა.შ.);

4.   სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების თარიღი;

5.   სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი;

6.   შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულება;

7.   სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი;

8.   სარეაბილიტაციო სამუშაოების სპონსორი;

9.   სარეაბილიტაციო სამუშაოების სტატუსი (მიმდინარე, დასრულებული, ა.შ.);

10. საჭირო დოკუმენტების ელექტრონული ვერსია;

11. ლევან   სამხარაულის   სახელობის   სასამართლო   ექსპერტიზის  ეროვნული  ბიუროს დასკვნა;

12. შესრულებული სამუშაოების დეტალები;

13. ანგარიშგების მომზადების შესაძლებლობა.

მოდული ინტეგრირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში.

III. დოკუმენტების       ელექტრონული       მიმოცვლის       პროგრამის       იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება

ბენეფიციარების შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების, ერთ სივრცეში თავმოყრისა და კანცელარიის/დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ფუნქციონირების ხარისხის ამაღლების მიზნით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება დოკუმენტების ელექტრონული მიმოცვლის პროგრამის იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება.

უფრო კონკრეტულად, იძულებით გადაადგილებულ პირთა უნიფიცირებული პროფილი შეიქმნება იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში, სადაც კანცელარიასა თუ ცხელი ხაზის საშუალებით დარეგისტრირებული განცხადებები იქნება მითითებული. უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული მოდულის დამატებით მოხდება იძულებით გადაადგილებული პირის პირადი ნომერი, განცხადების ნომერი, წერილის ტიპი, წერილის კატეგორია, წერილის ქვე-კატეგორია, წერილის ელექტრონული ვერსია, შაბლონის ტექსტი, განცხადების ჩაბარების თარიღი, განცხადების მიმღები.

ამას  გარდა,  ინტეგრირებულ  იძულებით  გადაადგილებულ  პირთა  მონაცემთა  ბაზაში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

1. პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასება/უკუკავშირი;

2. განცხადების სტატუსი;

3.  დოკუმენტის ელექტრონული ვერსია;

4. ცხელი ხაზის მიერ დარეგისტრირებული საკითხები.

იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული პირების მონაცემების გადაყვანა მოხდება დოკუმენტების ელექტრონული მიმოცვლის პროგრამაში. მონაცემთა ბაზასთან კონტაქტის დამყარება მოხდება ვებ-სერვისების საშუალებით, ID იქნება მაიდენტიფიცირებელი. თანდართული ინდივიდუალური და ჯგუფური განცხადებების ფუნქიონალი დაემატება იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზას.

ამას გარდა, კონკრეტულ განცხადებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში დაუიდენტიფიცირებელი განცხადების დართვის შესაძლებლობა.

IV.     ცხელი ხაზის ეფექტური და გამართული პროგრამა

ამჟამინდელი ცხელი ხაზის პროგრამა „DocVision“ საჭიროებს უფრო დახვეწილ და გამართულად ფუნქციონირებად  სოფტს,  რაც უზრუნველყოფს  განყოფილების ეფექტიან და   გაადვილებულ   ფუნქციონირებას.   აღნიშნული   პროექტის   ფარგლებში   მოხდება სერვერის ინსტალაცია/კონფიგურირება, გაფართოვებული სტატისტიკური მოდულის (დაახლოებით 10 ოპერატორისთვის, 4 წლის ვადით) ჩამოყალიბება და ამ უკანასკნელის ინტეგრირება.

საბოლოო ეტაპზე სოფტი უზრუნველყოფს:

-     სამიზნეების, საუბრის ხანგრძლივობისა და აგენტის აქტივობების გაზომვას;

-     ზუსტი ანგარიშებისა და სტატისტიკური ინფორმაციის შექმნას;

-     ინდივიდუალური რიგების განცალკევება და უსაფრთხოების ზომების დაცვას;

-     ვირტუალური და რამდენიმე მესაკუთრის პროდუქციების გარემოს მხარდაჭერას;

-     ბიზნეს პროცესის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება პროგრამის მახასიათებლებს, ეს უკანასკნელი შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:

-     პირდაპირი ადმინისტრატორისა და ზედამხედველი ცხელი ხაზის სტატუს პანელი;

-     საქალაქთაშორისო   სატელეფონო   კოდის   ჩაშლები   დარეკვისა   და   მოლოდინის დროის ჩათვლით;

-     აგენტის საანგარიშო და გადასახდელი დრო სრული გაყიდვების, კონტაქტებისა და საუბრის სტატისტიკის მითითებით;

-     აგენტის გვერდი მოლოდინის რიგისა და აგენტის კონტროლის მითითებით;

-     პასუხგაცემული    ზარების    სრული    რაოდენობა,    საუბრისა    და    მოლოდინის ხანგრძლივობის მითითებით;

-     პასუხგაუცემელი ზარების სრული რაოდენობა კონტაქტის გაწყვეტის დროისა და პოზიციის მითითებით;

-     ზარების    სრული    სიხშირული    განაწილების    სტატისტიკა,    გაყიდვებისა    და კონტაქტების (კვირის, დღისა და საათების) მითითებით;

-     ადმინისტრატორის  შეტყობინება და მოკლე ტექსტური შეტყობინების ფუნქციონალი;

-     აგენტის სრული წვდომა სესიისა და შეყოვნების დეტალებითა და ისტორიით;

-     შემავალი ავტომატური ზარების გამნაწილებელი გაზომვის ფუნქციით, რომელიც ოპერატორისთვის არის ხელმისაწვდომი;

-     ასტერიქსის ზარის მაიდენტიფიცირებელი კოდის (ID) და ჩაწერილი ზარის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

-     პასუხგაცემული  და  უპასუხო  ზარების,  ასევე  კავშირის  გაწყვეტის  მიზეზების ინკლუზიური სერვისის დონის შეთანხმება;

-     მრავალმხრივი ხარისხის შეფასების მოდული;

-     არასამუშაო საათებში შემოსული PDF/XLS ექსპორტების ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაგზავნა;

-     დაანგარიშებული ზარები.

V.  სამართალწარმოების მონაცემთა ბაზა

ტექნიკური დავალება v1.0

პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალური აღწერა

დასაწყისისთვის  უნდა  აღინიშნოს,  რომ  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიულ სამსახურს (დეპარტამენტს), სამინისტროს საქმიანობიდან გამომდინარე, უხდება სასამართლოებში წარმომადგენლობის განხორციელება ქვეყნის საერთო სასამართლოების სისტემაში.

სამინისტროს  მონაწილეობით  წარმოებული  საქმეები  მრავალმხრივია  თავის  შინაარსის,ბუნების  და  სამართლის  დარგების  გათვალისწინებით.  ეს  საკითხები  ეხება  იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელ პირებს.

ბოლო  სტატისტიკური  აღრიცხვის  მდგომარეობით,  სამინისტრო  მონაწილეობას  იღებს

ხუთასამდე ადმინისტაციულ და სამოქალაქო საქმეში. სულ კი სამინისტროში, მოქმედი და დასრულებული საქმეების სახით, დაგროვილია 1500-მდე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის მასალები. ამ მასალათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღის წესრიგში დგას მათი სისტემატიზაციის, აღრიცხვის და დაარქივების ელექტრონული პროგრამის შექმნის საჭიროება. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ხორციელდება საქმის მასალების ფიზიკური დაარქივების და მათი word-ისა და excel-ის პროგრამებში აღრიცხვის გზით, რაც ვეღარ პასუხობს ამ მიმართებით საჭირო მოთხოვნებს.

საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება სპეციალური ელექტრონული პროგრამის შემუშავება, რომელიც შესაძლებლობას შექმნის, რომ მოხდეს ამ მასალების აღრიცხვა, ელექტრონული დაარქივება, სხვადასხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების მეშვეობით საქმეების და პროცესში მონაწილე სუბიექტების იდენტიფიკაცია და სხვადასხვა შინაარსობრივი მახასიათებლების მეშვეობით მათი ანალიზი და სისტემატიზაცია.

აქტივობები   ორ   ფაზაში   განხორციელდება   -   პირველი   დაეთმობა   ელექტრონული პროგრამის შექმნას, მაშინ როცა პროგრამაში მონაცემების შეყვანას პროცესის მეორე ფაზა დაეთმობა.

პროგრამის სპეციფიკაცია

1. პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების ადმინისტრირების ფუნქციონალი:

• მომხმარებლის როლები;

•  როლების უფლებები;

•  მომხმარებლის რეგისტრაცია;

•  მომხმარებლის ავტორიზაცია წინასწარგანსაზღვრული როლის მიხედვით;

•  საცნობარო    ცხრილების    და    სისტემის    სამართავად     საჭირო    ადმინისტრირების ფუნქციონალი.

2. სამართალწარმოების „საქმის“ რეგისტრაციის ფუნქციონალი:

•  საჩივრის     განაცხადის     რეგისტრაცია.     (ტიპების     მიხედვით:     ადმინისტრაციული, სამოქალაქო, სისლხის სამართალი);

•  საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების მიბმის და მართვის ფუნქციონალი;

•  საქმისწარმოების ინსტანციებში მოძრაობის აღწერის ფუნქციონალი;

•  საქმისწარმოების კალენდარი ვადების კონტროლის ფუნქციონალი;

•  არქივაცია;

•  საქმისწარმოების სიის ექსპორტის ფუნქციონალი.

3. საძიებო სისტემა;

4. რეპორტინგი;

·  საბეჭდი რეპორტის ამოღება დროის, საქმის სტატუსისა და გადაწყვეტილების მიღების

ჭრილში.

ტექნოლოგიური გადაწყვეტილება

1. ტექნოლოგიური პლატფორმა;

2. სერვერული პლატფორმა, სისტემური მოთხოვნები;

3. საჭირო დაშვებები არსებულ სისტემასთან.

პროცესის სქემატური აღწერა - PDF files EM.pdf-ების მიმაგრება

1. პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების ადმინისტრირების ფუნქციონალი

პროგრამა  უნდა  უზრუნველყოფდეს  მომხმარებლის  (შემდეგში  user)  და  მომხმარებლის

როლების (შემდეგში User role) შექმნის, რედაქტირების საშუალებას. მომხმარებლი, User role

- შექმნის ფუნქციონალი უნდა ჰქონდეს ყველაზე მაღალი დონის User-ს პროგრამის ადმნისტრატორს, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფუნქციონალზე დაშვებებს (ფუნქციონალის გამოჩენა, დამალვა, რეგისტრაციის, რედაქტირების, წაშლის და მხოლოდ

ნახვის უფლებებს).

მომხმარებლის  როლის  შექმნა  უნდა  შეიძლებოდეს  პროგრამის  ყველა  ფუნქციონალზე,

კომბინირებულად.

2. სამართალწარმოების „საქმის რეგისტრაციის ფუნქციონალი“

პროგრამას უნდა ჰქონდეს საქმის რეგისტრაციის და განახლების ფუნქციონალი. შემდეგი

მონაცემებით.

•  საქმის უნიკალური ნომერი (სისტემამ უნდა მიანიჭოს შიდა ნომერი ავტომატურად);

• სამართალწარმოების ტიპის (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართალი);

•  სამინისტროს რეგისტრაციის ნომერი;

•  სამინისტროში შემოსვლის თარიღი;

•  სასამართლოს ნომერი;

•  მოსარჩელის ინფორმაცია სახელი, გვარი;

•  მოსარჩელის მისამართი;

•  მოპასუხის სახელი, გვარი;

•  მოპასუხის  მისამართი;

•  მესამე პირი;

•  დავის საგნის მისამართი;

•  სასარჩელო მოთხოვნა;

•  სამინისტროს პროცესუალური სტატუსი;

•  საქმეზე პასუხისმგებელი პირი;

•  პირველი ინსტანცია;

•  გადაწყვეტილების მიღების თარიღი;

•  სამინისტროში შემოსვლის თარიღი;

•  სამინისტროში შემოსვლის ნომერი;

•  მეორე ინსტანცია;

•  გადაწყვეტილების მიღების თარიღი;

•  გადაწყვეტილების შემოსვლის თარიღი;

•  სამინისტროში შემოსვლის ნომერი;

•  მესამე ინსტანცია;

•  სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღი;

•  სასამართლოს გადაწყვეტილების შემოსვლის თარიღი;

•  სამინისტროში შემოსვლის ნომერი;

• შენიშვნა.

საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების მიბმის და მართვის ფუნქციონალი

პროგრამას    უნდა    ჰქონდეს    საშუალება    შეინახოს    ელექტრონული    (სკანირებული დოკუმენტები), საქმის რეგისტრაციის და პროცესუალური სტატუსის ცვლილების დროს.

პროგრამას უნდა ჰქონდეს ელექტრონული დოკუმენტების ექსპორტის ფუნქციონალი.

საქმისწარმოების ინსტანციებში მოძრაობის აღწერის ფუნქციონალი

რეგისტრირებულ საქმეს უნდა ჰქონდეს ინსტანციებში მოძრაობის აღწერის ფუნქციონალი.

შესაბამისი   ელექტრონული   დოკუმენტების   ატვირთვით   და   კომენტარით.   სტატუსის ცვლილების დროს საქმე უნდა გადავიდეს შესაბამისი ინსტანციის  რეესტრში.

საქმისწარმოების კალენდარი - ვადების კონტროლის ფუნქციონალი პროგრამას  უნდა  ჰქონდეს  საქმისწარმოების  კალენდარი  ანუ  ე.წ.  „Deshboard“,  სადაც გამოჩდება დარეგისტრირებული საქმე, სტატუსი ფერების მიხედვით, პასუხისმგებელი პირი, ჩანიშნული პროცესის დრო, მომხარებლის შენიშვნა, კალენდარმა უნდა გამოყოს თანმხვედრი პროცესები გარკვეული ნიშნით. სასამართლო პროცესის წინა 3 კალენდარული დღით  ადრე  პასუხისმგებელ  პირს  გაუგზავნოს  ელექტრონული  ფოსტით  შეტყობინება მოახლოებულ პროცესზე.

არქივაციის ფუნქციონალი

დასრულებული საქმეები უნდა გადავიდეს არქივის რეესტრში და აღარ ჩანდეს მიმდინარე

პროცესების  რეესტრში.  პროგრამას  უნდა  ჰქონდეს  საშუალება  აჩვენოს  მომხმარებელს არქივირებული საქმის სრული განვლილი პროცესი და მასზე ატვირთული ელექტრონული დოკუმენტაცია.

საქმისწარმოების სიის ექსპორტის ფუნქციონალი პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს    წინასწარშეთანხმებული ფილტრის

გამოყენებით საქმისწარმოების რეესტრის excel-ში ექსპორტის ფუნქციონალი.

3. საძიებო სისტემა

მონაცემთა ბაზაში პროგრამას  უნდა ჰქონდეს შემდეგი პარამეტრებით ძიების საშუალება.

•  საქმის უნიკალური ნომერი;

•  სამართალწარმოების ტიპის (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართალი);

•  სამინისტროს რეგისტრაციის ნომერი;

•  სამინისტროში შემოსვლის თარიღი;

•  სასამართლოს ნომერი;

•  მოსარჩელის სახელი, გვარი:

•  მოპასუხე;

•  სამინისტროს პროცესუალური სტატუსი;

•  საქმეზე პასუხისმგებელი პირი;

•  ინსტანცია.

4. რეპორტინგი

პროგრამაში უნდა იყოს ინტეგრირებული წინასწარგანსაზღვრული რეპორტების სისტემა.

1. სამართალწარმოების რეესტრი დროის ჭრილში (პერიოდის მითითებით);

2. სამართალწარმოების რეესტრი ინსტანციების მიხედვით;

3. სამართალწარმოების რეესტრი პროცესუალური სტატუსის მიხედვით;

4. მოგებული, წაგებული, მიმდინარე საქმეების რეესტრი.

ტექნოლოგიური პლატფორმა

მონაცემთა ბაზა - MSSQL

ვებაპლიკაცია - MVC/ASP angular.

სამეთვალყურეო საბჭოსა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფების ტექნიკური მხარდაჭერა

აღნიშნული ნაწილი, როგორც ეს წინა წლებში იყო, ემსახურება სამეთვალყურეო საბჭოსა და  დროებითი  საექსპერტო  ჯგუფების   გამართული  და  გაადვილებული  საქმიანობის ხელშეწყობას.

პროექტის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება:

•     სამინისტროს   მიერ   დროებითი   საექსპერტო   ჯგუფების   საქმიანობის კოორდინირებასა და მათ კონსულტირებაზე (პრივატიზება, დაცვა, საარსებო წყაროები, საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომა, და ა.შ.);

•   სამეთვალყურეო    საბჭოს    შეხვედრების    მოწყობა    და    თავმჯდომარეობა, თითოეული შეხვედრის ოქმის შედგენა. სამინისტროს ვებგვერდზე ოქმების ატვირთვა, ისე, რომ შეხვედრის შემდეგ დევნილებმა და მხარეებმა მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე შემუშავებული პოლიტიკის შესახებ;

•   სხვა  შესაბამის   უწყებებთან  თანამშრომლობა, პროცედურების, კანონმდებლობისა და დასახმარებელი პროგრამების განვითარების კუთხით;

•    ფორმალური ანგარიშების სახით ინფორმაციის მეთოდური შეგროვება და ანალიზი, შუალედური და საბოლოო ანგარიშების შედგენა დონორი ორგანიზაციებისათვის;

•     დევნილთა       საჭიროებებისა       და       სამინისტროს       პოლიტიკის მიმართულებით პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი. სამინისტროს მენეჯმენტისათვის პოლიტიკის ცვლილებების მიმართულებით არსებული შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

•    საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

•    სხვადასხვა აქტივობებით,        პუბლიკაციებით,        შეხვედრებით, ბრიფინგებით, ინფორმაციის გაცვლით სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან დევნილთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

•     პროექტში  ჩართული  პერსონალის  საქმიანობის  კოორდინირება,  მათ მიერ განხორციელებული აქტივობების ეფექტურობის შეფასების, რეკომენდაციების გაწევისა და მათი მუშაობის ეფექტურობის ხარისხის გაზრდის კუთხით;

•     პროექტის თანამშრომლების შერჩევა.

ცხელი ხაზის ოპერატორი პასუხისმგებელი იქნება:

•    სატელეფონო   ზარებზე   პასუხი   და   დევნილთათვის   კონსულტაციების გაწევაზე;

• კონსულტაციების   გაწევის   დროს   პრობლემური   საკითხების რეგისტრაციაზე.

საჩივრების  მიმართულების  ცხელი  ხაზის ოპერატორი პასუხისმგებელი იქნება:

•   სატელეფონო   ზარებზე   პასუხის   გაცემასა   და   ბენეფიციარების   მიერ გაჟღერებული საჩივრების მიდევნებზე;

•    ყველა   შესაძლო   მონაცემების   შეგროვებაზე,   რაც   საჩივრის შესწავლისთვის იქნება საჭირო;

•   მონაცემების         დაჯგუფებაზე         და         მენეჯერისათვის გადაგზავნაზე.

საჩივრების კოორდინატორი პასუხისმგებელი იქნება:

•     სამინისტროს    შესაბამის    დეპარტამენტებისათვის    ინფორმაციის მიწოდებაზე;

•    საჩივრების   მიღებაზე,   ოქმების   შედგენასა   და   მონაცემების გაანალიზებაზე;

•     სამინიტროს  შესაბამისი      დეპარტამენტებისგან      მიღებული უკუკავშირის პროექტის ბენეფიციარებისთვის მიწოდებაზე;

•    პროექტის  მენეჯერისათვის        ანალიტიკური        ანგარიშების მომზადებაზე, ძირითადი ტენდენციებისა და ტიპოლოგიების იდენტიფიცირებაზე;

• აღმოჩენილი    სისტემური    სირთულეების    განხილვაზე,    პოლიტიკის ცვლილების კუთხით წინადადებების შემუშავებასა და საბოლოოდ მათ პროექტის მენეჯერისათვის მიწოდებაზე.

მონაცემთა ბაზის დეველოპერი/ბიზნეს ანალიტიკოსი პასუხისმგებელი იქნება:

• სრული   მოდულარული   სტრუქტურით,   ანალიზსა   და   ბაზის მოთხოვნებში ბიზნეს მოთხოვნების გადაყვანაზე;

•  ბაზის   დიზაინის   შემუშავებასა   და   განვითარებაზე,   მანამდე   არსებულ სისტემებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფით;

• კონცენტრატორის   საშუალებით    ბაზაში   არსებული   მონაცემების გადატანა და მისი მუდმივი/პერიოდული მეფინგი;

• SQL-ბაზის   განვითარება,   გაუმართაობის   აღმოჩენა   და   მისი იმპლემენტაცია კლიენტ-სერვერისა და ვებგვერდის აპლიკაციებისთვის;

• ორი   დამოუკიდებელი   მოდულის   მიწოდება   პროექტის   მენეჯერისგან მიღებული დაზუსტებების შესაბამისად;

• SQL   ანგარიშების   შემუშავება   და   მხარდაჭერა   აუდიტორული მოთხოვნების შესაბამისად;

•   ბიზნეს-წესებისა   და   კოდების   დოკუმენტირება,   კოდის   ვერსიის შენარჩუნება.

პროგრამისტი/ინტერფეის დეველოპერი პასუხისმგებელი იქნება:

•    ბიზნეს-მოთხოვნების       ანალიზი       და       მათი       მისადაგება ფუნქციონალური სისტემის მოთხოვნებთან, მომხმარებლის საჭიროებებისა და უპირატესობების ანალიზი;

•    პროგრამული     უზრუნველყოფის     შემუშავება     ბიზნეს-მოთხოვნებზე პასუხის გაცემის მიზნით, რომელიც დამტკიცებულია პროექტის მენეჯერის მიერ;

•    ვებ-გვერდზე     და     კლიენტზე     ორიენტირებული     აპლიკაციების შემუშავება და განვითარება, მათი მასშტაბების უზრუნველყოფა;

•   მონაცემთა   ბაზის   დეველოპერსა   და   ხარისხის   უზრუნველყოფის სპეციალისტთან თანამშრომლობა, ტესტ-სკრიპტების დაწერის, პროგრამული  დეფექტების  ღმოჩენისა  და  მოგვარების მიმართულებით;

•    აპლიკაციების ოპტიმალური მუშაობის უზრუნველყოფა, მოცულობისა და დატვირთვის დატესტვით.

სამართალწარმოების მონაცემთა ბაზის ოპერატორი პასუხისმგებელი იქნება:

•  სამართალწარმოების   მონაცემთა   ბაზის   ფუნქციონალის   სრულად გაცნობა მისთვის წინასწარ ჩატარებული გადამზადების/დატრენინგების საშუალებით;

•   სამართალწარმოების      მონაცემთა      ბაზაში      სამინისტროს      მიერ სხვადასხვა   ინსტანციის   სასამართლოებში   წარმოებული   საქმეების შესახებ მონაცემების შეყვანა.

ყველა თანამშრომელის ხელფასი, რომელიც ჩართულია პროექტის განხორციელების პროცესში სრულად ანაზღაურდება UNHCR-ის მიერ. თითოეული თანამშრომელი დაქირავებული იქნება მათი უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით (მათი უფლება-მოვალეობების ჩამონათვალი უნდა დაერთოს აღნიშნულ საპროექტო განაცხადს).

3.2    რისკების მართვა

ზემოთ განხილული აქტივობების პოზიტიური გავლენა დიდწილად დამოკიდებულია სამინიტროს მხრიდან საკუთარი საქმიანობის ყველა ჩართულ მონაწილესთან წარმატებულ კოორდინაციაზე. ამას გარდა, იმის გამო, რომ სამინისტროს წინაშე მდგარი სირთულეების გრძელვადიანი  გადაჭრისათვის  გამოყოფილი  ბიუჯეტი  საგრძნობლად  შემცირებულია, არის იმის რისკი, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ვერ განხორციელდება სრულად და დროულად.

3.3    კოორდინირება

UNHCR-ი  და  სამინისტრო  კოორდინირებას  გაუწევენ  პროექტის  ყველა  ასპექტს  გაეროს სხვა   სააგენტოებთან,   სამინისტროებთან,   დონორებთან   და   შესაბამის   პირებთან.   ამ პროექტის დიდი ნაწილი ემსახურება კორდინაციის გაძლიერებას სამინისტროსა და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს შორის.

3.4    განხილვა და ანგარიშგება

სამინისტრო უზრუნველყოფს ანგარიშების დროულად მიწოდებას, UNHCR-ის მოთხოვნების შესაბამისად. სამინისტრო UNHCR-ს მიაწვდის კვარტალურ ნარატიულ ანგარიშს, ასევე ფინანსურ ანგარიშებს, რომლებიც    შემოწმდება და დაზუსტდება რეგულარულად  ორგანიზებული  შეხვედრების,  ოფისში  განხორციელებული  ვიზიტების და ასევე UNHCR-ის ვორკშოფებში, ბრიფინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობით. ცალკეული მონიტორინგის გეგმა დააზუსტებს სხვა სახის შეთანხმებებს.

პროექტის სხვადასხვა კომპონენტები შემოწმდება ერთობლივად UNHCR-ის და საველე თანამშრომლების მიერ, ვინც მიღებულ მონაცემებს გაუზიარებს სამინისტროს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უკუკავშირის მიღება აღმოჩენილ პრობლემებსა და სხვადასხვა სირთულეებზე.

UNHCR-ი  დაცვისა  და  პროგრესის  მონიტორინგის  საშუალებით  შეაგროვებს დევნილებისგან  მიღებულ  უკუკავშირს  იმ  აქტივობებზე,  რომლებიც  მოცემულია აღნიშნულ ხელშეკრულებაში. მიღებული მონაცემების გაზიარება მოხდება სამინისტროსთან.

3.5    ხილვადობ

ყურადსაღებია UNHCR-ის მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება ანგარიშგებას, ოპერაციულ/უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ხილვადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები მოცემულია ხელშეკრულების 11.26 მუხლში 11.30 მუხლის საშუალებით (მისი ჩათვლით). შესაბამისი UNHCR-ისა და სამინისტროს ხილვადობა უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ყველა გამოცემაში, ასევე დაცული უნდა იყოს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზების დროს.

3.6    სხვა

არ არის ხელმისაწვდომი

4.0    დაკავშირებული შედეგები და პროექტები

4.1    პარტნიორი

2016  წლისთვის , რომელიც 2014 წლის მსგავსია, სახელმწიფო  ბიუჯეტიდან  სამინისტრომ  მოითხოვა  70,000,000  ლარი (44 მლნ აშშ დოლარი), რაც დევნილებთან ერთად ფარავს ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ეკომიგრანტთა საჭიროებებს.

4.2    სხვა მხარეები

სამინისტრომ   ასევე   მიიღო   ფულადი   დახმარება   ევროკავშირისგან   და   სხვა დონორი ორგანიზაციებისგან (თანხა არ არის დაზუსტებული). მჭიდრო კოორდინაცია ყველა დონორს   შორის   უზრუნველყოფს   იმას,   რომ   ადგილი   არ   ჰქონდეს   რაიმე   სახის დუბლირებას.

5.0    ხელშეკრულების ცვლილების ისტორია

6.0     მოსალოდნელი შედეგები

შედეგობრივი ჯაჭვი

პროექტის სამიზნე ჯგუფი:

4GEOD - იგპ და იგპ-ის მდგომარეობაში მყოფი პირები

მიზანი:

PF – დაცვის შერეული საშუალებები

უფლებრივი ჯგუფი:

გადაჭრის გრძელვადიანი  გზები

პრობლემის ანალიზი - ამოცანა

პრობლემის დასახელება:

ამომწურავი გადაჭრის სტრატეგიის არარსებობა

პრობლემის აღწერა:

 

ამოცანის დასახელება:

ამომწურავი გადაჭრის სტრატეგია შედგენილია, გაძლიერებული და განახლებულია

მოსალოდნელი შედეგი/გავლენა:

სამინისტროს დახმარება იგპ დაცვისათვის საჭირო გრძელვადიანი და სრულყოფილი პოლიტიკის შემუშავების კუთხით. სამინისტოს პოლიტიკის ინტეგრირება სახელმწიფო   სტრატეგიასა   და   სამოქმედო   გეგმასთან,   რაც   თავის   მხრივ   თანხმობაში   მოდის   საერთაშორისო   სტანდარტებთან,   რათა   უზრუნველყოფილ   იქნეს მოსალოდნელი იმ შედეგების გათვალისწინება, რასაც საქართველოს მთავრობა ცდილობს ჰქონდეს იგპ-ზე. ეს უკანასკნელი მოიცავს სტატუსთან, მოწყვლადობასთან, ინტეგრაციასთან და სამომავლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ცხელი ხაზის გაუმჯობესების შედეგად იგპ-ები ინფორმირებული და დაკმაყოფილებულები არიან - ყველა იგპ-ი იღებს სამართლებრივ და საინფორმაციო დახმარებას

სამინისტროში მოქმედი ცხელი ხაზისა და საჩივრების ცხელი ხაზის საშუალებით.

სოციალურ საკითხებსა და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით უკვე მოქმედ იგპ ბაზას დაემატება მოდულები. ამას გარდა, მოხდება დოკუმენტების ელექტრონული მიმოცვლის პროგრამის იგპ მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაინერგება ცხელი ხაზის გამართული პროგრამა.  დაბოლოს, ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნება და დაინერგება სამართალწარმოების მონაცემთა ბაზა.

შედეგების/გავლენის ინდიკატორები

გავლენის ინდიკატორის

გავლენის ინდიკატორის აღწერა

ადგილმდებარეობა

საბაზისო გავლენის

გავლენის სამიზნე ინდიკატორი

დასახელება

ინდიკატორი

გადაჭრის სრულყოფილი სტრატეგია იდენტიფიცირებული და შეჯერებულია

 

ქვეყნის მასშტაბით

90%

90%

 

შეჯერებული შედეგები

 

 

შედეგის დასახელება

შედეგის მოკლე აღწერა

ადგილმდებარეობა

შესრულების

შესრულების სამიზნე

საბიუჯეტო სამიზნე

 

 

 

ქვეყნის მასშტაბით

ინდიკატორები

 

 

 

სტრატეგია შემუშავებული და დანერგილია

•     სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრები ორგანიზებულია დროებითი საექსპერტო ჯგუფებისათვის სპეციფიური დოკუმენტების შემუშავების დელეგირებისა და სამართლებრივი დოკუმენტების მიღების მიზნით.

•     ყველა ჩართულ მხარეს წვდომა აქვს იმ ცვლილებებზე, რაც პოლიტიკასა და სამართლებრივ დოკუმენტებში აისახა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.

•    დევნილთათვის ცხელი ხაზის საშუალებით სერვისის მიწოდება, რაც სამინისტროში ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,  09:00სთ-დან

18:00 სთ-მდე მუშაობს.

•     ცხელი ხაზის ყოველთვიური ანგარიშები ცვლილებების ანალიზის გათვალისწინებით მომზადებუბლია.

•     სამართლიანობის აღდგენის მექანიზმები, როგორც იგპ დაცვის საზომი გარანტირებულია 2 საჩივრის ცხელი ხაზის თანამშრომლის ჩართულობით.

•     სოციალურ და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო მოდულები შექმნილია.

•   დოკუმენტების ელექტრონული მიმოცვლის პროგრამის იგპ მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება განხორციელებულია.

•    ცხელი ხაზის პროგრამა დანერგილია.

•     დაბოლოს, ერთობლივი პროექტის ფარგლებში

სამართალწარმოების მონაცემთა ბაზა შექმნილი და დანერგილია.

 

ამომწურავი გადაჭრის სტრატეგია შემუშავებული და შეთანხმებულია ყველა ჩართულ მხარესთან

(დიახ)

155,283 ლარი

 

 

 

 

სამინისტროს ინდიკატორები:

 

დევნილთა რაოდენობა, რომელთაც საინფორმაციო ცხელმა ხაზმა დახმარება აღმოუჩინა

 

 

 

25,000

 
               

 

 

პროქტის სამუშაი

გეგმა

პროექტის სახელწოდება:

საქართელოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების ხელშეწყობა

საბიუჯეტო წელი:

2016

სიტუაცია(ები):

4900

მოქმედება:

GEO RO ABC

პროექტით        გათვალისწინებული პოპულაცია:

იგპ და იგპ-თა მდგომარეობაში მყოფი პირები

მიზანი(ები):

დაცვა და გადაჭრის შერეული საშუალებები

ღირებულების ცენტრ(ებ)ი:

21081

პარტნიორის კოდი:

1093000

პროექტის                განხორციელების პერიოდი:

01/01/2016 –31/12/2016

შედეგობრივი ჯაჭვი:

სამიზნე ჯგუფი:

იგპ და იგპ-თა მდგომარეობაში მყოფი პირები

მიზანი:

დაცვა და გადაჭრის შერეული საშუალებები

უფლებრივი ჯგუფი:

გრძელვადიანი გადაჭრის გზები

 

ამოცანა: ამომწურავი/სრულყოფილი გადაჭრის სტრატეგია განვითარებული, გაძლიერებული და განახლებულია

შედეგი: სტრატეგია განვითარებული და დანერგილია

 

 

 

 

აქტივობა

 

 

 

 

ადგილმდებარეობა

აქტივობის დაწყებისა და დასრულების დრო/პერიოდი

კვარტალი 1

კვარტალი 2

კვარტალი 3

კვარტალი 4

 

იანვარი

 

თებერვალ

 

მარტი

 

აპრილი

 

მაისი

 

ივნისი

 

ივლისი

 

აგვისტო

 

სექტემბერი

 

ოქტომბერი

 

ნოემბერი

 

დეკემბერი

პარტნიორის მიერ დაქირავებული თანამშრომლების მხარდაჭერა

 

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

სამინისტროს ცხელი ხაზი და დაკმაყოფილების მექანიზმების ხელშეწყობა

 

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

 

X

სამინისტროს საჩივრების მექანიზმის ხელშეწყობა

 

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრების ორგანიზება

 

 

 

X

 

 

X

 

 

X

 

 

X

დამატებითი მოდულების შექმნა, დოკუმენტების ელექტრონული მიმოცვლის პროგრამისა და იგპ მონაცემთა ბაზის ინტეგრირება, სამინისტროს ცხელი ხაზის განყოფილებისთვის გამართული პროგრამის შექმნა

 

 

 

 

 

X

 

 

X

 

 

X

 

 

X

 

 

 

 

 

 

პარტნიორის საკონსულტაციო ხარჯების დაფარვის მხარდაჭერა

 

 

 

 

X

 

X

 

X

 

X

 

 

 

 

 

 

სამინისტროში სამართალწარმოების მონაცემთა ბაზის შექმნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

 

X

 

 

ოპერატორების მიერ მონაცემების ბაზაში შეყვანა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

X

საბიუჯეტო ანგარიში  - დეტალური

გვერდების ოდენობა: 2

შექმნის თარიღი:03/08/2016

ანგარიშის  საიდენტიფიკაციო კოდი: HEPMN03 შექმნის დრო:09:57:40 მოქმედებები: GEO RO ABC მოდელი: დეტალი 2016 (მთავარი ვერსია) საბიუჯეტო წელი: 2016 სვეტი: 4 განმახორციელებელი: 1093000 ღირებულების ცენტრი: 21081

ამოცანა/შედეგი

განმახორციელებელი: 1093000 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

სიტუაცია: 4900 - წლიური საბიუჯეტო აღმასრულებელი კომიტეტი

პროექტით გათვალისწინებული პოპულაციის ჯგუფი: 4GEOD - იგპ და იგპ-თა მდგომარეობაში მყოფი პირები მიზანი:  დაცვა და გადაჭრის შერეული საშუალებები

610 - გადაჭრის სტრატეგია

610AD - სტრატეგია შექმნილი და დანერგილია

610998 სხვა კომერციული კონტრაქტები,

მოწყობა ლარში  5,723.00

სრული თანხა: 610998 ლარი  5,723.00

SE 1.00 ერთიანი თანხა ლარში  5723.00; ცხელი ხაზის პროგრამის

610999 განუსაზღვრელი სერვისები  (კონტრაქტი  12.00 თვეზე ლარში  390.00; ლიცენზია ლარში  4,680.00

სრული თანხა: 610999 ლარი  4,680.00

614020 IP ადგილობრივი თანამშრომლების სახელფასო ხარჯები  12.00 თვეზე ლარში  4800.00; 6 ცხელი ხაზის ოპერატორის ხელფასი ლარში  57,600.00

12.00 თვე ლარი  2700.00; პროექტის მენეჯერის ხელფასი ლარში  32,400.00                               

ხელშეკრულების სიმბოლო: GEO01/2016/0000000264/001

12.00 თვე ლარი  1250.00; საჩივრების კოორდინატორის ხელფასი ლარში  15,000.00

2.00 თვე ლარი 1000.00; სამართალწარმოების მონაცემთა ბაზის ოპერატორის ხელფასი ლარში 6,000.00

სრული თანხა: 614020 ლარი  111,000.00

615010 საკონსულტაციო ხარჯები  4.00 თვეზე ლარში  3000.00; პროგრამისტი/ბიზნეს ანალიტიკოსის ხელფასი

ლარში  12,000.00

4.00 თვეზე ლარში 3000.00; პროგრამისტი/ინტერფეის დეველოპერის ხელფასი ლარში  12,000.00

2.00 თვე ლარი 2700.00; მონაცემთა ბაზის დეველოპერი/ბიზნეს ანალიტიკოსის ხელფასი ლარში 5400.00

2.00 თვე ლარი 2000.00; პროგრამისტი/ინტერფ

ის დეველოპერის ხელფასი ლარში 4000.00

სრული თანხა:  615010 ლარი  33,400.00

624491 საკომუნიკაციო ხარჯები  (TELEX, T 12.00 თვეზე ლარში  40.00; საკომუნიკაციო ხარჯები ლარში  480.00

სრული თანხა:  624491 ლარი  480.00

-----------------------------------------------------------------

შედეგისთვის საჭირო სრული თანხა: 610AD ლარი 155,283.00

-----------------------------------------------------------------

ამოცანისთვის საჭირო სრული თანხა: 610

ლარი 155,283.00

----------------------------------------------------------------

მიზნისთვის საჭირო სრული თანხა: PF ლარი 155,283.00

-----------------------------------------------------------------

პარტნიორისთვის საჭირო სრული თანხა:

4GEOD ლარი 155,283.00

-----------------------------------------------------------------

სიტუაციისთვის საჭირო სრული თანხა: 4900 ლარი 155,283.00 განმახორციელებელისთვის საჭირო სრული თანხა: 1093000 ლარი 155,283.00

საბიუჯეტო ცენტრისთვის საჭირო მთლიანი თანხის ოდენობა: 21081 ლარი 155,283.00