ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016234
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
13/02/2017
ვებგვერდი, 15/02/2017
010250050.35.164.016234
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/02/2017 - 10/04/2017)

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2017 წლის 13 თებერვალი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამა და ბიუჯეტი №1 და №2   დანართების შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ყვარლის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22  თებერვლის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250050.35.164.016212; 23/02/2016).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი



                                                                                                                                                           დანართი №1

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამა

თავი I

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამა

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1.  ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა

 ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.

 

მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა

1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება.

2. სიღარიბის დაძლევის  და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების  წარმატებულად განხორციელების მიუხედავად, არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დახმარებას.

 

მუხლი 3. პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება.

2. მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ.

3. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

4. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და  სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

5. უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

6. უსახლკაროთა რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა თავშესაფრით.

 

მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:

1. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

2. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება.

3. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა.

4. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა.

5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.

 

თავი II

სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

 

მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები

სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (პირველი ჯგუფის ინვალიდი).

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა  (18 წლამდე ასაკის) ოჯახები.

3.  ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახები.

4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახები.

5. სოციალურად დაუცველი ოჯახები.

6. მრავალშვილიანი ოჯახები, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი და სამი მაინც 18 წლამდე ასაკის შვილი.

7. მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი.

8. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახები.

9. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირები (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის).

10. ოჯახი, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობას (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და გეგმური განმეორებითი საკეისრო კვეთისა), მაგრამ არ ფლობს სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს) ან გაცემული პოლისი არ ითვალისწინებს ფორმა №IV/100-ში მითითებული სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსებას.

11. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები.

12. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტები.

13. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტები.

14. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტები

(ცელიაკია, ფენილკეტონურია, ჰემოფილია).

15. ომის ვეტერანების სადღესასწაულო და  სარიტუალო  დახმარება.

 16. ონკოლოგიური  და სხვა მძიმე დაავადების მქონე პაციენტების თანადაფინანსება  მედიკამენტების შესაძენი თანხით.

 

თავი III

სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

 

მუხლი 6. სოციალური დახმარების დაფინანსება

პროგრამის დაფინანსების წყაროა ყვარლის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის   გათვალისწინებულია   294  000   ლარი.

 

მუხლი 7. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 8. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მკვეთრად გამოხატული  შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის ცნობა;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.

4. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

5.  სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიანი სოციალური დაცვის პროგრამის“ მიხედვით 57000-ზე მეტი და 120000-ზე ნაკლებია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილებიდან.

6. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და მათ შორის სამი  მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

7. მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი.

8. იძულებით გადაადგილებული (დევნილი) ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

9. მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი.

10. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ინვოისი – ანგარიშ-ფაქტურა – კალკულაცია;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) ცნობა – მიმართვა სადაზღვევო დაწესებულებიდან, იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევა არ ანაზღაურებს საჭირო მომსახურებას.

11. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

12. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

13. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

14. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტები (ცელიაკია, ფენილკეტონურია, ჰემოფილია):

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

15. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან.

16. ონკოლოგიური  და სხვა მძიმე დაავადების მქონე პაციენტების თანადაფინანსება  მედიკამენტების შესაძენი თანხით:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ინვოისი – ანგარიშ-ფაქტურა – კალკულაცია;

ე) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

მუხლი 9. სოციალური დახმარების ოდენობა

1. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე: პირველ ბავშვზე - 200 ლარი, მეორე ბავშვზე - 250 ლარი.

2. სოციალურად დაუცველთა  ერთჯერადი ფულადი დახმარება მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 57-120 ათას ქულას,  თანხა განისაზღვროს კომისიის გადაწყვეტილებით 50 ლარიდან.

3. სოციალურად დაუცველი  ოჯახის  ერთჯერადი  დახმარება ზამთრის სეზონზე სათბობი შეშის  შესაძენად  (ასი ლარის ოდენობით) მომართვის საფუძველზე.

4. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი  შვილი და აქედან სამი მაინც არასრულწლოვანი – სადღესასწაულო დღეებში,  წელიწადში სამჯერ  ფულადი საჩუქარი შვილთა რაოდენობის მიხედვით 4 შვილზე  100 ლარი, 5 შვილზე  - 150,  6  შვილზე და მეტზე - 200 ლარის ოდენობით.

5. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე - ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება თვეში 8 ლარის ოდენობით (წელიწადში 96 ლარის ოდენობით).

6. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აუცილებელი  სარიტუალო ხარჯებისათვის - 200 ლარი. ასევე ომის ვეტერანთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით სარიტუალო ხარჯისთვის  - 250 ლარის ოდენობით.

7. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს გადაუდებელ დიაგნოსტიკურ კვლევას და სხვა სახის   სამედიცინო დახმარებას -  საყოველთაო დაზღვევით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება 500 ლარამდე - 50%, 500-1000 ლარის - 30%, 1000 ლარის ზევით 20%.  მაქსიმალური  გასაცემი თანხა  შეადგენს  500 ლარს.

8. დიალიზის პროგრამაში ჩართული  გაჭირვებული პაციენტების უზრუნველყოფა ტრანსპორტის ხარჯით, თვეში 100 ლარის ოდენობით.

9. ონკოლოგიური  და სხვა მძიმე დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსება მედიკამენტების შესაძენი თანხით  50-250 ლარის ფარგლებში, ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

10. ოჯახზე, რომელიც არის  სოციალურად დაუცველი უსახლკარო, შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე  – ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარისა, ბინის ქირის დასაფარად.

11. მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირებზე ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება თვეში 8 ლარის ოდენობით (წელიწადში 96 ლარი).

12. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ფულადი საჩუქარი -  100 ლარის ოდენობით.

13.ომის ვეტერანთა სარიტუალო  დახმარება -250 ლარის ოდენობით.

14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 200 ლარი.

15. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულ პაციენტთა დახმარება   მედიკამენტების შესაძენი  და სამედიცინო გამოკვლევების   დასაფინანსებელი თანხით, წელიწადში 400 ლარის ოდენობით  თითოეულ პაციენტზე.

16. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე პათოლოგიის (ჰემოფილია, ცელიაკია, ფენილკეტონურია) მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დახმარება წელიწადში 400 ლარის ოდენობით  სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.

 

მუხლი 10. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:

1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.

2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას   აკონტროლებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის „მინიმალური სოცპაკეტის  დასაფინანსებელი თანხის გამანაწილებელი“ კომისია.

3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.

4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, საგარანტიო წერილის გაცემიდან სამი თვის ვადაში.

5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა გამგეობას.

6. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.

 

მუხლი 11. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:

1. საორგანიზაციო ნაწილში - ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.

2. საფინანსო ნაწილში - ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სამეურნეო განყოფილება.

 

მუხლი 12. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვროს 2017 წლის 1 იანვრიდან  2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

მუხლი 13. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები

პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:

1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.

2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა.

3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა.

4. პროგრამის განხორციელების ვადები.

 

მუხლი 14. პროგრამის განხორცილების შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად:

1. უკეთესობისკენ შეიცვლება სოციალური ფონი.

2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობას ფენის შემცირებას.

3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები.

4. გაუმჯობესდება მოსახლოების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 


დანართი №2

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

 

სოციალური დახმარების მოცულობა (ლარი)

რეალიზაციის ვადა

ერთ ბენეფიციარზე

სულ

1

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

190,0

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2

მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახების დახმარება

 

100,0

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

3

სარიტუალო ხარჯი ომის ვეტერანებზე

 

4,0

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად