„სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.019788
79
13/02/2017
ვებგვერდი, 14/02/2017
240110000.10.003.019788
„სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №79

2017 წლის 13  თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2015, 240110000.10.003.018967) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის  მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ  ტექნიკური რეგლამენტის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) დესტრუქციული და არადესტრუქციული მეთოდით გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება, შენახვა, ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სტანდარტის − ISO 17604-ის შესაბამისად;“.

2. დანართის  „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები“ :

ა) პირველი ნაწილის „სურსათის უვნებლობის მაჩვენებლები:

ა.ა) 1.25 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 25

ცოცხალი

ორსაგდულიანი

მოლუსკი,

ცოცხალი

კანეკლიანი,

ცოცხალი

ტუნიკატი და

მუცელფეხიანი

 მოლუსკი

 

EE.coli (15)

5(16)

1

230 მარ/100 გ  

ხორცში ან

მანტიის სითხეში

(ერთეულ

მოცულობაში

 მიკრობთა

 ალბათური  რიცხვის

 დათვლის მეთოდი -

მარ-მეთოდი)

 

700  მარ/100 გ

ხორცში ან

მანტიის სითხეში

(ერთეულ

 მოცულობაში

მიკრობთა

 ალბათური

რიცხვის დათვლის

მეთოდი -

მარ-მეთოდი)

ISO/TS 16649-3

ბაზარზე

განთავსებული

სურსათი,

ვარგისიანობის

ვადის გასვლამდე“;

ა.ბ) 1.27.ა  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.27.ა

 

თევზის სოუსი,

რომელიც

წარმოებულია

თევზის

პროდუქტების ფერმენტაციით

ჰისტამინი

 1

0

400 მგ/კგ

მაღალეფექტური

თხევადი

ქრომატოგრაფია

(HPLC)(19 )

ბაზარზე განთავსებული

სურსათი, ვარგისიანობის

ვადის გასვლამდე“;

ა.ბ) მინიშნება (16) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„(16) გაერთიანებული  ნიმუში  მოიცავს  EN/ISO 6887-3-ით  განსაზღვრულ ცალკეულ ცხოველთა მინიმალურ რაოდენობას.“;

ა.გ) „გამოკვლევის შედეგების  ინტერპრეტაცია (ახსნა)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოკვლევის შედეგების  ინტერპრეტაცია (ახსნა)

·  დასაშვები ზღვარი ეხება თითოეულ გამოკვლეულ ნიმუშს;

·  ჩვილ ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი მზა სურსათისა და განსაკუთრებული  სამედიცინო დანიშნულების სურსათისათვის Listeria monocytogenes-ის გამოკვლევასთან  დაკავშირებით  მიღებული შედეგი არის:

-   დამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით მიღებული ყველა შედეგით დადგენილი იქნება ამ ბაქტერიის არარსებობა;

-   არადამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევის შედეგით ბაქტერია აღმოჩნდება თუნდაც ნებისმიერ ერთ ნიმუშში;

· მზა სურსათისათვის, რომელშიც შესაძლებელია Listeria monocytogenes-ი  ზრდა-განვითარება, გარდა ჩვილ ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი მზა სურსათისა და განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათისა, ვიდრე სურსათი  ექვემდებარება იმ ბიზნეს-ოპერატორის მიერ უშუალო კონტროლს, რომელიც მას აწარმოებს და იგი  სააგენტოს ვერ  წარუდგენს საკმარის მტკიცებულებას, რომ  სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, ამ მაჩვენებლის  მნიშვნელობა  არ იქნება  100 კწე/გ-ზე მეტი, Listeria monocytogenes-ის გამოკვლევასთან დაკავშირებით  მიღებული  შედეგი არის:

- დამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით მიღებული ყველა შედეგით დადგენილი იქნება ამ ბაქტერიის არარსებობა;

- არადამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევის შედეგით ბაქტერია აღმოჩნდება  თუნდაც ნებისმიერ ერთ ნიმუშში;

· სხვა სახეობის მზა სურსათისათვის Listeria monocytogenes-ის გამოკვლევასთან  დაკავშირებით  მიღებული შედეგი არის:

- დამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით მიღებული მაჩვენებლის ყველა მნიშვნელობა დასაშვებ ზღვარზე ნაკლებია ან ტოლია;

-   არადამაკმაყოფილებელი, თუ  გამოკვლევით მიღებული ნებისმიერი ერთი მაჩვენებლის  მნიშვნელობა მაინც აღემატება დასაშვებ ზღვარს;

ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკებისათვის, ცოცხალი კანეკლიანებისათვის, ცოცხალი ტუნიკატებისა და მუცელფეხიანი მოლუსკებისათვის E.coli-ის გამოკვლევასთან დაკავშირებით მიღებული შედეგი არის:

-  დამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით მიღებული ხუთივე მნიშვნელობა ნაკლებია ან ტოლია 230  მარ/100 გ  ხორცში ან მანტიის სითხეში (ერთეულ მოცულობაში მიკრობთა  ალბათური რიცხვის დათვლის  მეთოდი   მარ-მეთოდი)  ან თუ ხუთიდან ერთი ნიმუში მაინც აღემატება  230 მარ/100 გ ხორცში ან მანტიის სითხეში (ერთეულ მოცულობაში მიკრობთა  ალბათური რიცხვის დათვლის  მეთოდი   მარ-მეთოდი,  მაგრამ ტოლია ან ნაკლებია 700 მარ/100 გ  ხორცში ან მანტიის სითხეში (ერთეულ მოცულობაში მიკრობთა  ალბათური რიცხვის დათვლის  მეთოდი   მარ-მეთოდი); 

-    არადამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით მიღებული ხუთი მნიშვნელობიდან ერთი მაინც  აღემატება   700 მარ/100 გ  ხორცში ან მანტიის სითხეში (ერთეულ მოცულობაში მიკრობთა  ალბათური რიცხვის დათვლის  მეთოდი   მარ-მეთოდი)  ან თუ ხუთიდან ორი ნიმუში მაინც აღემატება  230 მარ/ 100 გ ხორცში ან მანტიის სითხეში (ერთეულ მოცულობაში მიკრობთა  ალბათური რიცხვის დათვლის  მეთოდი   მარ-მეთოდი); 

სხვადასხვა სახეობის  სურსათისათვის Salmonella-ს კვლევასთან დაკავშირებით  მიღებული  შედეგი არის:

-  დამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით მიღებული ყველა შედეგით დადგენილი იქნება ამ ბაქტერიის არარსებობა;

- არადამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით მიღებული შედეგით ბაქტერია აღმოჩნდება  თუნდაც ნებისმიერ ერთ ნიმუშში;

რძის პროდუქტებში სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის გამოკვლევასთან დაკავშირებით  მიღებული  შედეგი არის:

-  დამაკმაყოფილებელი, თუ ენტეროტოქსინი არ აღმოჩნდება  არცერთ ნიმუშში;

-  არადამაკმაყოფილებელი, თუ ენტეროტოქსინი  აღმოჩნდება  თუნდაც ნებისმიერ ერთ ნიმუშში;

მშრალ ფორმულაში ჩვილი ბავშვისათვის და განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების მშრალ სურსათში, განკუთვნილი 6 თვემდე ასაკის ჩვილ ბავშვთა კვებისათვის Enterobacter sakazakii-ის გამოკვლევასთან   დაკავშირებით  მიღებული  შედეგი არის:

-  დამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით მიღებული ყველა შედეგით დადგენილი იქნება ამ ბაქტერიის არარსებობა;

- არადამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევის შედეგით ბაქტერია აღმოჩნდება  თუნდაც ნებისმიერ ერთ ნიმუშში;

ჰისტიდინის მაღალი შემცველობის მქონე თევზის სხვადასხვა სახეობიდან მიღებულ თევზის პროდუქტებში ჰისტამინის გამოკვლევასთან დაკავშირებით  მიღებული  შედეგი, გარდა თევზის სოუსისა, რომელიც წარმოებულია  თევზის პროდუქტების ფერმენტაციით, არის:

-  დამაკმაყოფილებელი, თუ სრულდება შემდეგი პირობები:

ა) გამოკვლევით მიღებული საშუალო მნიშვნელობა ნაკლებია ან ტოლია m  მნიშვნელობის  (≤ m);

ბ) c რაოდენობის ნიმუშებში ჰისტამინის  შემცველობა m და M მნიშვნელობების საზღვრებშია;

გ) გამოკვლევით  მიღებული არცერთი  მნიშვნელობა არ აღემატება M  მნიშვნელობას;

-  არადამაკმაყოფილებელი, თუ:

გ.ა) გამოკვლევით მიღებული  საშუალო მნიშვნელობა აღემატება  m-ს (> m), ან

გ.ბ) c-ზე მეტი რაოდენობის ნიმუშებში ჰისტამინის შემცველობა m  და M მნიშვნელობების საზღვრებშია, ან         

გ. გ) გამოკვლევით  მიღებული ერთი ან მეტი  მნიშვნელობა აღემატება M-ს (>M);

ჰისტამინის გამოკვლევასთან დაკავშირებით მიღებული  შედეგი, თევზის სოუსისათვის, რომელიც წარმოებულია  თევზის პროდუქტების ფერმენტაციით, არის:

- დამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით  მიღებული შედეგი დასაშვებ ზღვარზე ნაკლებია ან ტოლი;

- არადამაკმაყოფილებელი, თუ გამოკვლევით  მიღებული შედეგი დასაშვებ ზღვარზე მეტია.“;

ბ)   „წარმოების  პროცესის ჰიგიენური მაჩვენებლების“ „2.4  „თევზის პროდუქტები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.4. თევზის პროდუქტები

სურსათის

სახეობა

მიკროორგანიზმი

ნიმუშის

 აღების

 გეგმა (1)

დასაშვები  ზღვარი

ანალიზის

ეტალონ-

ური

მეთოდი(2)

ეტაპი,

რომელზედაც

ხდება

მაჩვენებლის

განსაზღვრა

ქმედებები

შეუსაბამობის

დროს

n

c

m-მინიმალური

მნიშვნელობა

M-მაქსიმალური

მნიშვნელობა

2.4.1

ჯავშანისგან

გათავისუფლებული

კიბოსნაირებისა და

ნიჟარისგან

გათავისუფლებული

მოლუსკების მზა

პროდუქტები

 

 

E.coli

5

2

1 მარ/გ-ში

(ერთეულ

მოცულობაში  

მიკრობთა

ალბათური რიცხვის

დათვლის მეთოდი -

მარ-მეთოდი)

10 მარ/გ-ში

(ერთეულ მოცულობაში

მიკრობთა ალბათური

რიცხვის დათვლის

მეთოდი - მარ-მეთოდი)

 

 

ISO

16649 –3

წარმოების

პროცესის

დასრულებისას

წარმოების

 პროცესის

ჰიგიენის

გაუმჯობესება

კოაგულაზა-

დადებითი

სტაფილოკოკები

 

5

2

100 კწე/გ

 

1000 კწე/გ

 

EN/ISO

6888-1

ან 2

წარმოების

პროცესის

დასრულებისას

წარმოების

პროცესის

ჰიგიენის

გაუმჯობესება

(1)  n = პარტიიდან გამოკვლევისათვის აღებული ნიმუშების საერთო  რაოდენობა. c = პარტიიდან აღებული ნიმუშების ის მაქსიმალური  რაოდენობა, რომლებშიც მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის მნიშვნელობა   m-ზე მეტია, ან m და   M  მნიშვნელობებს შორისაა.

(2)   აუცილებელია სტანდარტის უახლესი  გამოცემის გამოყენება;“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი