,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 29-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 10/02/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 17/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 020090000.31.056.016050
29-უ.ს.რ.ს.
10/02/2017
ვებგვერდი, 13/02/2017
020090000.31.056.016050
,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 
,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 მარტის №99 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 20.03.2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 020090000.31.056.016042) დამტკიცებულ „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი. საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტში ვებგვერდის ადმინისტრირებისათვის პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტს:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის „ა“, „გ“, „ე“–„თ“, „ი“–„მ“ და „ძ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ინფორმაციას აწვდის აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;

ბ) ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“, „დ“, „ნ“, „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ინფორმაციას აწვდის აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი;

გ) ამ წესის მე-3 მუხლის „ო“–„რ“, „ტ“–„ფ“ და „ყ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ინფორმაციას აწვდის აპარატის საერთო (საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის) დეპარტამენტი;

დ) ამ წესის მე-3 მუხლის „ს“, „ქ“, „ღ“ და „ც“ ქვეპუნქტებში მითითებულ ინფორმაციას აწვდის ბუღალტერია.

2. საჯარო ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტს ვებგვერდზე განსათავსებლად PDF ფორმატში მიეწოდება.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

ჩაქვი,

10 თებერვალი 2017 წ.

N29-უ.ს.რ.ს.