„ტექნიკური რეგლამენტის − „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019773
64
06/02/2017
ვებგვერდი, 07/02/2017
300160070.10.003.019773
„ტექნიკური რეგლამენტის − „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2017 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილების:

1.   მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ III, IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობებისა და ნაგებობების დაგეგმარებაზე, მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე.

2. იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი.

3. თუ შენობა-ნაგებობები აშენებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე ამ დადგენილების მოთხოვნების შეუსაბამოდ, მათი რეკონსტრუქციისას დაუშვებელია დადგენილების მოთხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა.“.

2. წესების 406.9 ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9 მსუბუქი ავტომობილების ავტოსადგომები საზოგადოებრივი გზების მიღმა“.

3. წესების 406.9.2.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9.2.3 მიწის ნაკვეთის მდებარეობა

წესებში მოთხოვნილი ავტოსადგომი სივრცეები უნდა განთავსდეს პროექტირებით გათვალისწინებულ იმავე საკადასტრო ერთეულზე.“.

4. წესების 406.9.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9.3 ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილის ზომები

 ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილის ზომები უნდა შეესაბამებოდეს:

  406.9.3.1 სიგანე

 ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი თითოეული ადგილის მინიმალური  სიგანე  2,5 მ უნდა იყოს.

გამონაკლისი:

1. ავტოსადგომზე  ავტომობილისთვის  განკუთვნილი  ადგილის  სიგანე  უნდა გაიზარდოს 25 სმ-ით ბარიერების არსებობისას, როცა ეს ბარიერები ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილის  ორივე მხარეს მისადგომი გასავლელიდან 4,3 მეტრის საზღვრებში მდებარეობს.

2. 406.9.4.3.2 ცხრილის გამოყენების შემთხვევაში − 2,4 მ.

3.მისაწვდომი ავტოსადგომები უნდა დაგეგმარდეს ICC A 117.1-ის მიხედვით.

406.9.3.2  სიგრძე

 ავტოსადგომზე ავტომობილისთვის  განკუთვნილი თითოეული  ადგილის სიგრძე, სულ მცირე, 5,5 მეტრი უნდა იყოს.

გამონაკლისი:

ავტოსადგომზე ავტომობილისათვის განკუთვნილი გასავლელის ან საავტომობილო გზის მიმართ პარალელური ადგილის სიგრძე დასაშვებია იყოს, სულ მცირე, 6,5 მ.“.

5. წესების 406.9.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9.4 ავტოსადგომი მომსახურების საშუალებების დაგეგმარება ავტოსადგომი უნდა დაგეგმარდეს შემდეგნაირად:

406.9.4.1  ავტოსადგომის საავტომობილო  გზის  სიგანე

ყველა  ავტოსადგომს  უნდა  ჰქონდეს ერთი ან ერთზე მეტი საავტომობილო გზა, რომლის სიგანეა:

1.ცალმხრივი საავტომობილო გზისთვის, სულ მცირე,  3,6 მ.

2 ორმხრივი საავტომობილო გზისთვის, სულ მცირე, 7,0 მ.

გამონაკლისი:

ინდივიდუალური გამოყენების ავტოსადგომის საავტომობილო გზის სიგანე დასაშვებია იყოს, სულ მცირე, 2,8 მეტრი;

406.9.4.2 ავტოსადგომის საავტომობილო  გზის მოხვევის რადიუსი      

 ავტოსადგომის საავტომობილო  გზის მოხვევის შიგა რადიუსი სულ მცირე, 4,5 მ-ია;

406.9.4.3 ავტოსადგომების ზომების, განლაგებისა და გასავლელების  მიმართ მოთხოვნები

ავტოსადგომების ზომების, განლაგებისა და გასავლელების  მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება 406.9.4.3.1 და 406.9.4.3.2 ცხრილების შესაბამისად.

406.9.4.3.1 ცხრილი

ავტოსადგომების ზომების, განლაგებისა და გასავლელების მიმართ მოთხოვნები

მინიმალური სიგანე (მეტრი)

გასავლელის მიმართ ავტოსადგომის განთავსების კუთხე (გრადუსი)

გასავლელის მინიმალური სიგანე (მეტრი)

მინიმალური სიგრძე (მეტრი)

2,5

80-90

6,0

5,5

2,5

60-80

5,5

5,5

2,5

45-60

4,0

5,5

2,5

30-45

3,5

5,5

2,5

პარალელური

3,5

6,5

406.9.4.3.2 ცხრილი

ავტოსადგომების ზომების, განლაგების და გასავლელების მიმართ მოთხოვნები

მინიმალური სიგანე (მეტრი)

გასავლელის მიმართ ავტოსადგომის განთავსების კუთხე (გრადუსი)

გასავლელის მინიმალური სიგანე (მეტრი)

მინიმალური სიგრძე (მეტრი)

2,4

80-90

6,5

5,5

2,4

60-80

6,0

5,5

2,4

45-60

4,5

5,5

2,4

30-45

4,0

5,5

2,4

პარალელური

3,5

6,5

406.9.4.4 ავტოსადგომის საავტომობილო გზისა და პანდუსის ქანობები

ავტოსადგომის საავტომობილო გზის ან პანდუსის ქანობი 16%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საავტომობილო გზის ან პანდუსის 12%-დან 16%-მდე დახრის შემთხვევაში, საავტომობილო გზის ან პანდუსისა და თარაზული სავალი ზედაპირის შეხების ადგილიდან, სულ მცირე, 3,5 მეტრ მანძილზე  საავტომობილო გზის ან პანდუსის ქანობი უნდა იყოს 8%-დან 10%-მდე, რათა არ მოხდეს ავტომობილის გადაადგილებისას მისი დაზიანება.

გამონაკლისი:

შენობაში მდებარე ავტოსადგომის, სწორხაზოვანი საავტომობილო პანდუსის ქანობი დასაშვებია იყოს 18%-მდე. საავტომობილო  პანდუსის 12%-დან 18%-მდე დახრის შემთხვევაში, საავტომობილო  პანდუსისა და თარაზული სავალი ზედაპირის შეხების ადგილიდან, სულ მცირე, 3,5 მეტრ მანძილზე საავტომობილო პანდუსის ქანობი უნდა იყოს 8%-დან 10%-მდე, რათა არ მოხდეს ავტომობილის გადაადგილებისას მისი დაზიანება.

406.9.4.5 ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილ ადგილთან მიდგომა

ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილ თითოეულ ადგილს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური და დაუბრკოლებელი მისადგომები.

406.9.4.6 დახაზვა

ყველა ავტოსადგომზე ავტომობილებისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა დაიხაზოს.“.

6. წესების 722.6.2.6 და 1404.3 ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი