დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 38 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 06/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016936 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03.01.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოიწერება შემდეგი სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-05, დანართი №III-051 და დანართი №III-06- სპეციალური); ბ) ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-09); გ) კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.“. |
2.
52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – საფ), მათ შორის ელექტრონული ფორმით, გამოიწერება დანართი №III-05 ფორმით. ამავე ფორმის საფ-ი გამოიწერება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც დასაბეგრი საქონლის/მომსახურების მიწოდებასთან ერთად ხორციელდება მისი ტრანსპორტირება (გარდა 57-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანართი №III-06 ფორმის სპეციალური საფ-ი. ამ ფორმის საფ-ის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის. 3. საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე, მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გამოიწერება დანართი №III-051 ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. 4. საქონლის მრავალსახეობის დროს, როდესაც საფ-ში საკმარისი არ არის სტრიქონების რაოდენობა, გამოიყენება საფ-ის დანართი (დანართი №III-07).“. |
3.
დაემატოს დანართი №III-051 თანდართული რედაქციით. |
4.
53-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 531 მუხლი:
„მუხლი 531. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში 1. დანართი №III-051 ფორმის საფ-ი (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) გამოიწერება 2 ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. საფ-ი გამოიწერება მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში და კორექტირების შემთხვევაში ცალ-ცალკე. 2. დანართი №III-051 ფორმის საფ-ში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სტრიქონებსა და სვეტებში. ამასთან: ა) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება ოპერაციის კორექტირება. სხვა შემთხვევაში, მასში იწერება ტირე „ –“; ბ) ცხრილის პირველი, მე-2 და მე-3 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის; გ) ცხრილის მე-4 სვეტში მიეთითება საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე გადახდილი მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი; დ) ცხრილის სტრიქონზე „სულ“ – აისახება მე-4 და მე-5 სვეტების მონაცემთა ჯამები; ე) საქონლის გამყიდველის (მიმწოდებელი) ან/და მომსახურების გამწევი პირის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ბეჭდით დადასტურება ხდება მისი (ბეჭდის) არსებობის შემთხვევაში. 3. კორექტირების შემთხვევაში დანართი №III-051 ფორმის საფ-ის რეკვიზიტები ივსება ამ მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, ცხრილის შესაბამის სვეტებში მონაცემები აისახებ ორ სტრიქონად: კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ. სტრიქონზე „სულ“ აისახება მე-4 და მე-5 სვეტებში „კორექტირებამდე“ და „კორექტირების შემდეგ“ სტრიქონებზე ასახული მონაცემების ჯამებს შორის სხვაობა. 4. ელექტრონული ფორმის დანართი №III-051 ფორმის საფ-ში კორექტირების შემთხვევაში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები.“. |
5.
54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დანართი №III-05 და დანართი №III-051 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი საქონლის/მომსახურების მყიდველს (მიმღებს) წარედგინება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო დანართი №III-06 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი – მიწოდებისთანავე. საფ-ის მეორე ეგზემპლარები რჩება საქონლის/მომსახურების გამყიდველს (მიმწოდებელს).“. |
6.
დანართი №III-25-ის დანართი „ა“-ს: |
ა)
ნაწილი I ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; |
ბ)
ნაწილი III ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
7.
75-ე მუხლის მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეკლარაციის III ნაწილის და „ა“ და „ბ“ დანართების უჯრებში მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-15 უჯრის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის პირველ უჯრაში, ხოლო „ა“ დანართის მე-2 ნაწილის მე-4 უჯრის მონაცემები გადაიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე-8 უჯრაში. „ა“ დანართის პირველი ნაწილის პირველი–მე-8 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი აისახება დეკლარაციის III ნაწილის მე-2 უჯრაში, „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-9–14 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი – დეკლარაციის III ნაწილის მე-3 უჯრაში. ამასთან, „ა“ დანართის III ნაწილის მე-10 უჯრის მე-3 სვეტის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე-11 უჯრაში. 31. დეკლარაციის III ნაწილის „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-15 უჯრაში მითითებული მონაცემი არ უნდა იყოს დაბეგვრაზე წარდგენილი შესაბამის თვეში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გამოანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვაზე ნაკლები.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. |
|
|
ნაწილი I
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები
|
„ნაწილი III
დღგ-ის ჩასათვლელი თანხა
“. |
დოკუმენტის კომენტარები