„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 09/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.019769
60
03/02/2017
ვებგვერდი, 06/02/2017
340030000.10.003.019769
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №60

2017 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის  დროს  გამოსაყენებელი   ვეტერინარული  სერტიფიკატების  ფორმებისა და  მათი გაცემის  წესის  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ მე-6 მუხლის:

1. 23 და 24 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს, ცხოველთა ჯანმრთელობის დადგენის მიზნით, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება ერთი დღით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას და განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნება ვეტერინარი ექიმის მიერ დამოწმებული ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, რომ იმპორტიორი მხარის ვეტერინარული მოთხოვნები (დოკუმენტის დედნის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) შესრულებულია (ვაქცინაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და სხვა).

24. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საკარანტინო ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ საერთო საკარანტინო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს. საკარანტინო ვადის ამოწურვისას, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება, თუ არ იქნება შეცვლილი სადგომის ადგილმდებარეობა, არ მოხდება ცხოველების გადაჯგუფება ან/და სხვა ნებისმიერი სახის ცვლილება,  რომელსაც შეუძლია განაპირობოს ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზემოქმედება.“.

2. 25 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი