დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 58 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.019767 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 11/01/2011; 340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სანებართვო საქმიანობის სახეები სანებართვო საქმიანობის სახეებია: ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტი (დანართი №1); ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი (დანართი №2); გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი (დანართი №3).“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს საბუთი პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნისა და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ, ცოცხალი ცხოველების იმპორტის შემთხვევაში (გარდა არაკომერციული დანიშნულების შინაური ბინადარი, საკლავი, საგამოფენო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე ცხოველებისა) − კანონმდებლობით დადგენილი იმპორტირებული და ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველების საკარანტინო სადგომის შესაბამისობის აქტი, ხოლო ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების იმპორტისას – სარეგისტრაციო მოწმობა.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წყლისა და ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კოდექსებით დადგენილი ნიმუშის შესაბამისი ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის ასლის წარდგენის საფუძველზე, ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ პროდუქციის დამზადების ადგილზე/ცოცხალი ცხოველის ადგილსამყოფელზე კონტროლის განხორციელების გარეშე, შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პროდუქციის იმპორტი ხორციელდება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში; ბ) თუ პროდუქცია წარმოშობილია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიასა და ისრაელში; გ) თუ პროდუქცია წარმოშობილია საწარმოებში, რომელთა ნუსხა, დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის გარანტიების საფუძველზე, დამტკიცებულია ევროკომისიის სამართლებრივი აქტით (ევროკომისიის ვებგვერდზე მითითებული ქვეყნებისა და პროდუქციის ჩამონათვალის გათვალისწინებით); დ) ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, სპორტულ და საგამოფენო ღონისძიებებში მონაწილე ცხოველების იმპორტისას, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ცოცხალი ცხოველების იმპორტისას, მათი სახეობების საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებაში აღდგენის (რეინტროდუქციის, რესტოკინგის) მიზნით. 5. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში არსებული ქვეყნებიდან (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, წყლისა და ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კოდექსებით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, მხოლოდ ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მათი დამზადების ადგილზე/ცოცხალი ცხოველის ადგილსამყოფელზე კონტროლის შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნული საწარმოებიდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის მიზანშეწონილად მიჩნევისას, ამ საწარმოდან იმპორტი შეიძლება განხორციელდეს ერთი წლის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევებში (რისკის ანალიზის საფუძველზე), თუ ეროვნული სააგენტო საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი ინსპექტირების ჩატარებას, შესაძლებელია მისი განხორციელება ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თუ ქვეყანა ისევ რჩება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში, იმპორტის ნებართვა გაიცემა განმეორებითი კონტროლის საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის პირველი მაისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები