„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.019763
54
02/02/2017
ვებგვერდი, 06/02/2017
340170000.10.003.019763
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №54

2017 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საკლავი, სანაშენე ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანის დროს, თუ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტზე პასუხისმგებელ პირს საქონლის მიმართ აქვს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვა, ამის თაობაზე მან უნდა განაცხადოს საბაჟო გამშვებ პუნქტშივე. რა დროსაც, საქონლის მიმართ ხორციელდება ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პროცედურები.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საკლავი, სანაშენე ცხოველების ტრანზიტის შემთხვევაში, საქონლის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოტვირთვა და სხვა ტვირთთან შერევა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომლის დროსაც აუცილებელია საქონლის ჩამოტვირთვა, რის შესახებ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს.“.

3. №8 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ცოცხალი ცხოველი შემოყვანილ უნდა იქნეს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც დამუშავებული და მომზადებული უნდა იყოს ექსპორტიორ ქვეყანაში დადგენილი წესების მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი