დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 53 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.019762 |
53
02/02/2017
ვებგვერდი, 06/02/2017
340170000.10.003.019762
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 11/01/2011; 340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადებას, ფრინველის მექანიკურად განცალკევებული ხორცის იმპორტის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბუთებისა, ასევე უნდა ერთოდეს ექსპორტიორი ქვეყნის აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული სალმონელაზე (Salmonella) გამოკვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი თითოეულ პარტიაზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი მარტიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები