„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019753
51
27/01/2017
ვებგვერდი, 27/01/2017
470230000.10.003.019753
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №51

2017 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების მე-4 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.თ ქვეპუნქტი:

„ვ.თ) პროფესიული სტუდენტების შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ კომპეტენციის ფარგლებში წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;“;  

ბ) „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სტუდენტების შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეთანხმებული ფორმატით. ამასთან,  2014  წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოიყენოს ამ პროგრამის მიზნებისთვის;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა (ა(ა)იპ) და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი, 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2016 წლის 15 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის  წევრებისა, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულებები მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების  მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება, გარდა ამავე მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა):

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) სტუდენტი:

 ბ.გ.ა) საქართველოს მოქალაქე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

ბ.გ.ბ) პროფესიული სტუდენტი − საქართველოს მოქალაქე, რომელიც სწავლობს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურებზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.“.

ბ) მე-8 მუხლის  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშო თვეში პაციენტისათვის გაწეული დასრულებული მკურნალობის შემთხვევების მოცულობა და ღირებულება, რომელიც ამ პროგრამის მიზნებისთვის შემდგომში ასევე განიხილება, როგორც ამ შემთხვევების ფაქტობრივი ხარჯი, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

გ) მე-13 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და/ან ელექტრონული სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით.

2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:

ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ,  მოიცავს:

ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს;

ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;

ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას;

ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით);

გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით).“;

დ) მე-15 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ადგილი აქვს  კალკულაციაში წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობას მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან ან ჩატარებული მომსახურების მოცულობასთან;

კ)  ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.“;

დ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. განმახორციელებელი უფლებამოსილია, საჭირო ვადით შეაჩეროს შემთხვევის კლასიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თუ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია შემთხვევის შესახებ მონაცემების დამატებით შესწავლა, მათ შორის, რეგულირების სააგენტოს მხრიდან.“;

დ.გ) მე-4 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინსპექტირების დასრულების შემდგომ, შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან; მიღება-ჩაბარების აქტზე სააგენტოსა და მიმწოდებლის უფლებამოსილ წარმომადგენელთა ხელმოწერების ორმხრივად დაფიქსირებიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადისა მონაცემები აქტის შესახებ შეიტანება/რეგისტრირდება შესაბამის რეესტრში.“;

დ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტების რეესტრში რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“;

ე) 151 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შემოწმების აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი.“;

ვ) მე-16 მუხლის:

ვ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რევიზია წარმოებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. რევიზიისთვის საჭირო ინფორმაციას ასევე ითხოვს პროგრამის განმახორციელებლისგანაც. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მათი დამოწმებული ქსეროასლები (რევიზიის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად).“;

ვ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. რევიზიის შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს, გარდა ამ დანართის 191 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურებისა, უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო.  ამ დანართის 191 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს  უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი.“;

ზ) მე-19 მუხლის:

ზ.ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია:

ა) თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან დამძიმებულია, ან წარდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით;

ბ) თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება;

გ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას:

გ.ა) პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე;

გ.ბ) მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით/მდგომარეობით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით;

დ) თუ მიმწოდებელი არ ფლობს ლიცენზიას/ნებართვას ან სანებართვო დანართს შესაბამის სამედიცინო საქმიანობაზე, ან აწარმოებს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობას სავალდებულო შეტყობინების გარეშე;

ე) თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის;

ვ) თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამის მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ ან პროგრამის მონაწილე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და არაჯეროვანი სამედიცინო დახმარებით, თანხის დაბრუნება ხდება იმ დაწესებულების მიერ, რომლის მიზეზითაც უშუალოდ დაზარალდა მოსარგებლე;

ზ) თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს;

თ) თუ კონტროლის ან რევიზიის დროს ვერ იქნა წარმოდგენილი შემთხვევის ამსახველი პირველადი სამედიცინო დოკუმენტაცია (ამბულატორიული ან სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი; მშობიარობის ისტორია; ახალშობილის განვითარების ისტორია);“;

ზ.ბ) მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული თანხის  ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

10. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა (თუ ის არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევას) მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის   ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

11. სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით  ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

12. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე აღმოჩნდება, რომ ვაუჩერის მფლობელი და პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივად მიმღები სხვადასხვა პიროვნებაა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის   სამმაგი ოდენობის სახით.

13. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის ან რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა პროგრამული მომსახურებისათვის  მოსარგებლეს  გადაახდევინა მოსარგებლის მიერ პროგრამით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხაზე მეტი, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის სახით.

14. თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე:

ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში  ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით;

ბ) სხვა სახის დარღვევების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში ანაზღაურებული თანხის 2%-ით, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით;

გ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს დარღვევის არსებობის თვეში (თვეებში) მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხის 2%-ს, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით.“;

ზ.გ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი:

„181. კონტროლის ან რევიზიის დროს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის (ფორმა №IV-300/ა) არარსებობა განიხილება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევად.“;

თ) მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

„მუხლი 191. საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირება

1. მიმწოდებლის მიმართ პროგრამის ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოყენებული საჯარიმო სანქციები განიხილება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის/სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება (გადასახდელი).

2. ამ მუხლის საფუძველზე, განისაზღვრება პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოებისა და მიმწოდებლის შეთანხმება,  საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება, ოქმი, აქტი) გასაჩივრების, განხილვისა და აღსრულების პირობებზე, მათ შორის:

ა) თუ პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქცი(ებ)ის ჯამური ოდენობა აღემატება 10 000  (ათი ათასი) ლარს, ამავე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მისი გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის თავიდან ასაცილებლად, ამ აქტის აღსრულება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დაიწყება მიმწოდებლისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, მიუხედავად ამ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ან/და სასამართლო წარმოების დაწყებისა, თუ  სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა;

ბ) თუ პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქცი(ებ)ის ჯამური ოდენობა არ აღემატება 10 000  (ათი ათასი) ლარს, ამ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივარი შეაჩერებს მის აღსრულებას;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების  აღსრულება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დაიწყება ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების მიმწოდებლისათვის გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, თუ  სასამართლოს განჩინებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

დ)  საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და/ან მასთან დაკავშირებული, მიმწოდებლის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს დადგენილი წესით, საერთო სასამართლოებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

ე) მიმწოდებელი უფლებამოსილია, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან, საჯარიმო სანქციების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, ნებაყოფლობით გადაიხადოს დაკისრებული თანხა ან  მისი დარჩენილი ნაწილი.

3.  ამ მუხლის მიზნებისათვის, რეგულირების სააგენტო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“  და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, აღსრულებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებას 10 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის განმახორციელებელს.

4. რეგულირების სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს განმახორციელებელს მიმწოდებლის მხრიდან სადავოდ ქცეული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების კანონმდებლობის საფუძველზე შეჩერების ან/და ასეთი შეჩერების გაუქმების, ამ აქტთან დაკავშირებული დავის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თაობაზე, მასზე მიმდინარე აღსრულების შეჩერების, განახლების ან შეწყვეტის მიზნით, აგრეთვე მიმწოდებლის მხრიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საჯარიმო სანქციების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ.

5. პროგრამის განმახორციელებელი ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულებას უზრუნველყოფს მიმწოდებლისათვის თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხის 50%-იდან საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობის 20%-ის დაკავების გზით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. თუ საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობის 20% აღემატება ასანაზღაურებელი თანხის 50%-ს, სანქციების აღსრულება მოხდება ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის დაკავების გზით, ვალდებულების საბოლოო შესრულებამდე. აღნიშნული პირობა მიმწოდებლის მიმართ მოქმედებს პროგრამის ადმინისტრირების სხვადასხვა ორგანოების მხრიდან საჯარიმო სანქციების ერთდროულად დაკისრების მიუხედავად. ამ პუნქტის შესაბამისად, დაკავება განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რა პერიოდის მომსახურების ღირებულებას მოიცავს თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მიმწოდებლისათვის დაკისრებულ საჯარიმო სანქციებს შორის უპირატესად დაკავდება  უკან დასაბრუნებელი თანხების სახით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები.

7. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანო უფლებამოსილია, ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსასრულებლად აგრეთვე მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ზომებს.

8. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-10 პუნქტის გათვალისწინებით, მოითხოვოს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადება არა უმეტეს 12 თვეზე,  ასანაზღაურებელი თანხიდან დაკავების გზით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული, მისთვის მისაღები პირობებით.

9. საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სადავოდ არ ხდის საჯარიმო სანქციების დაკისრების საკითხს, თანხმობას აცხადებს დაკისრებული თანხის გადახდაზე და საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე  ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს:

ა) საჯარიმო სანქციების გადახდის  განაწილვადების წერილობით მოთხოვნას და არა უმეტეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების შემოთავაზებულ პირობებს;

ბ) ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფას (ვალდებულების ოდენობის შესაბამისი გარანტია), რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს განაწილვადების პერიოდს.

10. დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების განაწილვადებისათვის მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან დაკავების დაწყებისთანავე ერთჯერადად, დამატებით, დაუკავდება დაკისრებული ჯამური საჯარიმო სანქციის 1%, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ, რის შემდეგაც დაკავება განხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის დაცვით.

11. საჯარიმო სანქციების გადახდის  განაწილვადების თაობაზე მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება (ვალდებულების შესრულების განაწილვადების შეთანხმება).

12. იმ შემთხვევაში, თუ სრულად ან ნაწილობრივ ვერ ხერხდება რეგულირების სააგენტოსაგან მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განმახორციელებლის კომპეტენციის ფარგლებში  აღსრულება, მიმწოდებლის სტატუსის ცვლილების ან სხვა, განმახორციელებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, აღნიშნულის თაობაზე განმახორციელებელი წერილობით აცნობებს რეგულირების სააგენტოს.“;

ი) მე-20 მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე, დააკისროს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები და განახორციელოს მათი გადახდის ადმინისტრირება, დადგენილი წესის შესაბამისად;“;

ი.ბ)  მე-5 პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოს პროგრამის 191 მუხლის შესაბამისად შეთანხმებული საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირების პირობების დაცვის ხელშეწყობა;

თ) საჯარიმო სანქცი(ებ)ის დაკისრებისა და გადახდის ადმინისტრირების მიუხედავად, უზრუნველყოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება სრულფასოვნად და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების თანახმად;“;

ი.გ)  მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში 1 პჯდ გუნდთან მიმაგრებული მოსახლეობის ოპტიმალური რაოდენობა  შეადგენდეს არა უმეტეს 2,500 მოსახლეს.“;

კ) 23-ე მუხლის:

კ.ა) 29-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 291 პუნქტი:

„291. ბენეფიციარს შეუძლია, უარი თქვას აღნიშნული დადგენილების პირობებით სარგებლობაზე, რისთვისაც მან განცხადებით უნდა მიმართოს განმახორციელებელს.  უარის თქმის შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას, ისარგებლოს ამ უკანასკნელი დადგენილებით განცხადებით მომართვიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პირი ვალდებულია, განცხადებით მიმართოს განმახორციელებელს. ამ შემთხვევაში პირი  დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს  განცხადებით მიმართვის შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან, ჩართვის შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით.“;

კ.ბ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ მუხლის 35-ე პუნქტი ასევე ვრცელდება სახელმწიფოს მიერ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან მისი ინფრასტრუქტურის ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტისათვის გადაცემისას (ან/და პირიქით გათვალისწინებული შემთხვევები), ან/და შესაბამისი ფორმით პრივატიზების განხორციელებისას, თუკი გადაცემის/ პრივატიზების პირობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“;

კ.გ) 36-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე პუნქტი:

„37. პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან, ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მომსახურება გაწიოს დანართი №1.2-ის პირველი პუნქტის (გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება) 1.5, 1.6, 1.9, 1.10 და 1.11 ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა და №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული  მცირე ქირურგიული ოპერაციებისა და მანიპულაციების შესაბამისად.“.

3. დადგენილების №1.1 დანართის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და ა“დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანი­შ­ნუ­­ლებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი,  ოტო­რინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი − ითვალისწინებს ასანა­ზღა­ურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

ა.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე შემდეგი სახის ინ­­ს­ტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექო­სკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია − ელექტროკარდიოგრაფია არ ითვალის­წი­ნებს თანაგადახდას,  ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები   – ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

ა.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლა­ბო­რატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საე­რთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტე­რინი სისხ­ლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სის­ხლ­დენაზე, პროთრომბინის დრო (INR) − არ ითვალისწინებს თანაგა­დახდას, ღვი­ძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH − ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგა­და­ხ­დას მოსარგებლის მხრიდან;“.

4. დადგენილების №1.2 დანართის (გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები) პირველი პუნქტი (გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება

 

დასახელება

დაზუსტება

ჩარევის დასახელება

(ჩვენების შესაბამისად)

1.

ტრავმა/ჭრილობა/უცხო სხეული/დამწვრობა, მოყინვა/ცხვირიდან სისხლდენა *

1.1

 I დონის

ტრავმატოლოგი-ური დახმარება

მოტეხილობა ცდომის გარეშე/ამოვარდნილობა/

კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები

მოტეხილობის რენტგენოლოგი-ური კვლევა, იმობილიზაცია/ ჩაყენება

1.2

II დონის ტრავმატოლოგი-ური დახმარება

მოტეხილობა ცდომით/ ამოვარდნილობა/კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები

მოტეხილობის რენტგენოლოგი-ური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია/ იმობილიზაცია/ ბლოკადები

1.3

III დონის ტრავმატოლოგი-ური დახმარება

მოტეხილობა ცდომით/ ამოვარდნილობა/კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები/თითის/თითების ტრავმული ამპუტაცია

მოტეხილობის რენტგენოლოგი-ური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია/ მ.შ., ჩხირებით/ ტაკვის დამუშავება/ფორ-მირება

1.4

IV დონის ტრავმატოლოგი-ური დახმარება

სახის ძვლების მოტეხილობები

მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია

1.5

I დონის ქირურგიული დახმარება

ზედაპირული ტრავმა და მცირე ზომის ღია ჭრილობები

ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, შეხვევა, მედიკამენტები

1.6

II დონის ქირურგიული დახმარება

საშუალო ზომის ან ორი ან მეტი მცირე ზომის ჭრილობა

ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები

1.7

III დონის ქირურგიული დახმარება

დიდი ზომის ჭრილობები ან კომბინირებული ჭრილობები და/ან მყესთა დაზიანება

ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები

1.8

IV დონის ქირურგიული დახმარება

სახის არის ღია ჭრილობები (ძვლების დაზიანების გარეშე)

 

1.9

უცხო სხეული

ზედა სასუნთქ გზებში, ყურში სასმენ ხვრელში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში

 

1.10

თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქ-ტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა)

რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას

დაზიანებული უბნის ქირურგიული დამუშავება/ ნეკროტომია, შეხვევა

1.11

ცხვირიდან სისხლდენა

 

ტამპონადა (გარდა, უკანა ტამპონადისა)

2.

გადაუდებელი თერაპია − სტაბილიზაცია

2.1

გულის რითმის დარღვევები

მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი

 

2.2

გულის რითმის დარღვევები

წინაგულ-პარკუჭოვანი (ატრიო-ვენტრიკულური) და ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა

 

2.3

გულის რითმის დარღვევები

პაროქსიზმული ტაქიკარდია

 

2.4

გულის რითმის დარღვევები

წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა

 

2.5

გულის რითმის დარღვევები

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი

 

2.6

ჰიპერტონული კრიზი

 

ეკგ, არტერიული წნევის სტაბილიზაცია

2.7

მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი (კრუპი)

 

 

2.8

ბრონქიტი

ბრონქოსპაზმი

ბრონქოსპაზმის კუპირება

2.9

მწვავე ეპიგლოტიტი

 

 

2.10

ალერგია ანაფილაქსიური მდგომარეობისა და ხორხის შეშუპების განვითარების ტენდენციით

 

 

2.11

თირკმლის, აბდომინური და ნაღვლკენჭოვანი კოლიკა

 

სისხლის ს/ა, შარდის ს/ა, ერთი სისტემის ექოსკოპია, ი/ვ ინფუზია, ტკივილის კუპირება

2.12

ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი

 

ტკივილის კუპირება, ბლოკადა

2.13

შარდის შეკავება

 

კათეტერიზაცია (შარდის გამოშვება), ი/ვ ინფუზია და შარდის ს/ა

2.14

ინტოქსიკაციები

 

დეზინტოქსიკაცია / ინფუზიური თერაპია, ლაბორატორიული კვლევები

 

 *იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით (მათ  შორის, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით) მომსახურება

         

.“.

5. დადგენილების  №1.3 დანართის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის):

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტო­რინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი;

ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია,  საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექო­სკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია;

ბ.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტე­რინი სისხ­ლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე,  პროთრომბინის დრო (INR), ღვი­ძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH, ორსულობის ტესტი;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტო­რინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი;

ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია,  საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექო­სკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია,  კომპიუტერული ტომოგრაფია. კომპიუტერული ტომოგრაფია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა  ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს, თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ  ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;

ბ.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR),  ღვი­ძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის  „გ.ა1“,  „გ.ბ“ და  „გ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა1) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას, მოსარგებლის მხრიდან, გარდა ამ დადგენილების №1 დანართის მე-2  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. თანაგადახდას არ ითვალისწინებს კრიტიკული მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 0 − 5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება. გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება არა უმეტეს 5 საწოლდღისა;

გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები − წლიური ლიმიტი    15 000 ლარი ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.  თანაგადახდას არ ითვალისწინებს ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 0 – 5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;

გ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, აგრეთვე ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და  მედიკამენტები (გარდა ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა) – წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს და ასევე, გარდა ამავე პუნქტის „ბ.ა“ (0 – 5 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები) და „ბ.დ“ (შშმ ბავშვები) ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა, რომელთათვისაც სრულად ანაზღაურდება მომსახურების ხარჯები, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ  ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;“.

6. დადგენილების №1.4 დანართის (სამედიცინო  მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი,  ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი – ანაზღაურდება სრულად;

ა.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე შემდეგი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია – ანაზღაურდება სრულად;

ა.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR), ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH − ანაზღაურდება სრულად;“.

მუხლი 2
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი წინამდებარე დადგენილების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წერილობითი ფორმით განმახორციელებლის წინაშე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.
მუხლი 3
სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც საჯარიმო სანქციები დაკისრებული აქვს პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს მიერ წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით, უფლებამოსილია, მოითხოვოს მათი შესრულება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული  „საყოველთაო  ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 191 მუხლის მე-5 ან მე-9 პუნქტების შესაბამისად, რისთვისაც წერილობით უნდა მიმართოს პროგრამის განმახორციელებელს.
მუხლი 4
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ.ბ“, „თ“, „ი.ა“, „ი.ბ“, „ი.გ“ და „კ.გ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის  „ე“, „ვ.ბ“, „თ“, „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ, „ი.გ“ და „კ.გ“ ქვეპუნქტები, მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები და მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან, ხოლო მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი