„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016622
48
01/02/2017
ვებგვერდი, 01/02/2017
140130000.22.034.016622
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №48

2017 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016248) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს 151 მუხლი:

"მუხლი 151

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური ახორციელებს მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი) სამედიცინო უზრუნველყოფას კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 10000 ლარის ოდენობით.

2. სამინისტროს მოსამსახურის სამედიცინო უზრუნველყოფა შესაძლებელია 10000 ლარზე მეტი ოდენობით მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში.  სამინისტროს მოსამსახურისათვის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო დახმარების საკითხების შემსწავლელი კომისია, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.".

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი