დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 49 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/01/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.019759 |
|
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/03/2014, 010040000.10.003.017846) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის“:
1. მე-3 თავის 3.3 პუნქტის მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამავდროულად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტური კერების არსებობა. აღნიშნული კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გადმოდინების საფრთხესთან ერთად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების ინტენსიურ ფაზაში გადასვლამ გამოიწვიოს ისეთი კონკრეტული საფრთხეები, როგორებიცაა - იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივი შემოსვლა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას და მათთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფების შემოღწევის საშიშროება, კონტრაბანდისა და სხვა სახის ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის ზრდა. ასევე საფრთხე შეექმნება კავკასიაში არსებული სატრანსპორტო და ენერგოპროექტების სტაბილურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.“. 2. მე-4 თავის 4.2 პუნქტის 4.2.6 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია, გასცეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი.“. 3. მე-4 თავის 4.2 პუნქტის 4.2.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მონაწილეობს საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბებასა და ამ სფეროში ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობაში. ამასთანავე იგი ახორციელებს, ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირებას, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზებას, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნასა და სოციალურ დაცვას.“. 4. მე-5 თავის 5.12 პუნქტის 5.12.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.12.3. წინადადებები/რეკომენდაციები უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმები, რათა განაწილდეს პასუხისმგებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სხვა უწყებებს შორის ისეთი საგანგებო სიტუაციების დროს, როგორებიცაა – შეიარაღებული ჯგუფების შემოჭრა, იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივი შემოსვლა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას, ტერორისტული ქმედებები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა ინციდენტები სახელმწიფო საზღვარზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები