2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016315
1/2017
20/01/2017
ვებგვერდი, 20/01/2017
010240060.15.008.016315
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №1/2017

2017 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი

პროგრამული კოდი ხარჯთაღრიცხვა  თანხა (ლარი) 
სულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია         39,011,899
  ხარჯები               37,654,754
  შრომის ანაზღაურება               17,496,769
  საქონელი და მომსახურება                  7,907,429
  სხვა ხარჯები               12,250,556
  არაფინანსური აქტივების ზრდა                  1,357,145
06 02 01  არჩევნების ჩატარების ღონისძიებები         28,120,049
  ხარჯები               26,762,904
  შრომის ანაზღაურება               17,274,469
  საქონელი და მომსახურება                  7,099,729
  სხვა ხარჯები            2,388,706
  არაფინანსური აქტივები                  1,357,145
06 02 02 არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება - გადამზადება           1,030,000
  ხარჯები                  1,030,000
  შრომის ანაზღაურება                     222,300
  საქონელი და მომსახურება                     807,700
06 02 03 საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი           2,242,850
  ხარჯები                  2,242,850
  სხვა ხარჯები                  2,242,850
06 02 04 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსება           7,619,000
  ხარჯები                  7,619,000
  სხვა ხარჯები                  7,619,000