„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 330120000.35.132.016305
1
18/01/2017
ვებგვერდი, 20/01/2017
330120000.35.132.016305
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №1

2017 წლის 18 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონ­ის, საქართ­ველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი დასახლებათა ტერიტორიების გამოყე­ნე­ბისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 ოქტომბრის №54 გან­კა­რგულების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

 


მუხლი 1
1. „თვითმმართველი ქალაქის ბა­თ­უ­მის მიწათსარგებლობის გენერალური გეგ­მ­ის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის ბა­თ­უმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებე­რვლის №4-1 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №28; 12-13 მარტი, 2009 წ. გვ: 14, 15, 16) შეტანილ იქნეს ცვლილება და თანდართული (გრაფიკული) სახით დამტკიცდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილის ზოგადი ზონირების ახალი რუკა (1.1).

2. წინამდებარე დადგენილება საჯაროდ გაცნობის მიზნით, მისი ძალაში შეს­ვლის შემდეგ, საკრებულოს რეგლა­მენტით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრე­ბულოს ინტერნეტგვერდზე  და გაზეთ „აჭარაში".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა სირაბიძე