სააქციო საზოგადოება „თელასის“აქციონერთა ხელახალი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

  • Word
სააქციო საზოგადოება „თელასის“აქციონერთა ხელახალი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „თელასი“
მიღების თარიღი 17/01/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
17/01/2017
ვებგვერდი, 18/01/2017
სააქციო საზოგადოება „თელასის“აქციონერთა ხელახალი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
სს „თელასი“

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციონერთა ხელახალი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომში – სს „თელასი“) გატყობინებთ 2017 წლის 08 თებერვალს აქციონერთა ხელახალი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხის განხილვისთვის) შემდეგი დღის წესრიგით :

1. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის შესახებ.

2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის შესახებ.

სს „თელასის“ აქციონერთა ხელახალ რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა შესადგენად სააღრიცხვო დღეა 2016 წლის 26 დეკემბერი.

საზოგადოების აქციონერთა ხელახალი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილიასაქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

საზოგადოების აქციონერთა ხელახალი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დროა 09სთ. 30 წთ. ადგილობრივი დროით.

საზოგადოების აქციონერთა ხელახალი რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 09 სთ. 00 წთ. ადგილობრივი დროით.

საზოგადოების აქციონერთა ხელახალი რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა ხელახალი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ. 54-ის შესაბამისად, წინამდებარე შეტყობინების დანართში „ა“ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის.

საზოგადოების აქციონერთა ხელახალ რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2017 წლის 19 იანვრიდან 2017 წლის 08 თებერვლამდე, 09 სთ 00 წთ-დან 18 სთ 00 წთ-მდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

2017 წლის 08 თებერვალს

სააქციო საზოგადოება „თელასის“

აქციონერთა ხელახალი რიგგარეშე საერთო კრების

ჩატარების შესახებ შეტყობინების

დანართი „ა“

დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

სს „თელასის“ წესდების 10 მუხ. 10.14 ქვეპუნქტის შესაბამისად, შეტყობინება სს „თელასის“ (შემდგომში – საზოგადოება ) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ ქვეყნდება საზოგადოების მიერ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე საზოგადოების ვებსაიტზე ინტერნეტის ქსელში არაუგვიანეს აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე 20 დღით ადრე.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა ერთვოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილოების უფლება.

2017 წლის 08 თებერვალს სს „თელასის“ აქციონერთა ხელახალ რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმების პროცედურის აღწერა

კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილოების უფლება სს „თელასის“ რეგისტრატორთან – სს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ხელშეკრულება №ср-394/515 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა. (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (99532) 222-53-51, 225-15-60. ფაქსი: (99532) 225-15-60.