სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ - ადიგენის მუნიციპალიტატის სოფელ მოხის საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 07/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
07/12/2016
ვებგვერდი, 17/01/2017
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
სსიპ - ადიგენის მუნიციპალიტატის სოფელ მოხის საჯარო სკოლა

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიშს

 

 ა) სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლაში შემოვიდა 3 (სამი) მოთხოვნა, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე, სოფელ მოხის საჯარო სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა 3 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.

 დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ 2016 წლის წლიურ ანგარიშს ცხრილის სახით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

3

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის

დირექტორი მ.შ  ნათია რეხვიაშვილი