დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 10/01/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016250 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/01/2017 - 26/01/2017)
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი დანართი N1 შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი №1
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
|
მუხლი 3.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა
|
2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 177,6 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება –177,6 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 250,0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 115,0 ათასი ლარის ოდენობით; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 130,0 ათასი ლარის ოდენობით; |
გ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%–ის ფარგლებში. ცვლილების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში ინფორმაცია ცნობის სახით მიეწოდოს ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს. |
მუხლი 17 |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 101–ე მუხლის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 32,0 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის. |
მუხლი 18.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. |
ა)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2017 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, არსებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემის, აგრეთვე გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი არხების გაწმენდა-რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდა კვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ , სოფლების – თამარისის, თაქალოს, ქუთლიარის, ბაიდარის, მუღალნოს, სადახლოს, კაჩაგანის, კაპანახჩის, ალგეთის, შაუმიანის, პირველი ქესალოს, მეორე ქესალოს, ხანჯიგაზლოს, წერაქვის, ნორგიულის, ბეგლიარის, ზემო სალარის, ზემო ყულარის, წერეთლის, ყიზილაჯლოში თბილისის ქუჩის I ჩიხის, ჟორდანიას და ზეინალოვის ქუჩების, აღმამედლოს, დამია-გეურახის, ახლო-ლალოს, ლეჟბადინის შიდა გზების რეაბილიტაცია, კასუმლოში საგზაო ნიშნების შემაკავებელი ბარიერების დაყენება, არაფლოში, სადგურ სადახლოში, იმირჭალაში, სიონში, სვანების დასახლებაში და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის, ყიზლაჯლოში სკოლის გარშემო ასფალტის დაგება, ქვემო ყულარში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მობეტონება, სოფელ იმირჭალას გზების რეაბილიტაცია, ცოფში ავტობუსების მოსაცდელების მოწყობა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად სულ 317,0 ათასი ლარი. |
ბ)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში წყალმომარაგების, სარწყავი არხების, ქ. მარნეულის საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება ახალი ნაგავსაყრელის გამართული ფუნქციონირება, მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. |
ბ.ა)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სოფლებში ბურმაში, ქვემო სარალში, კირაჩმუღალნოში, კაჩაგანში, დამიაში წყალსადენი სისტემის მოწყობა, იმირში, ხიხანში ქეშალოში, ამბაროვკაში და ალგეთის ღვინის ქარხანაში სასმელი წყლის რეაბილიტაცია მოსახლეობის ზედაპირული გრუნტის წყლის მოხვედრისაგან დაცული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით. |
ბ.ბ)
შპს "მარნეულის სოფწყალი"–ს დაფინანსება
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სოფლებისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შ.პ.ს „მარნეულის სოფწყალი“–ს სუბსიდირება. |
ბ.გ)
სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის სოფლებში– ლეჟბადინში, ბაიდარში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები, და ქ.მარნეულში რუსთაველის ქ.№7–ის მე–8 ჩიხში სარწყავი სისტემის მოწყობა მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით. |
ბ.დ)
საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. მარნეულში მრავალსართულიანი კორპუსების გარე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია. |
ბ.ე)
მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მოწყობა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.მარნეულში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების სახურავის შეკეთება და კედლების გამაგრება. |
ბ.ვ)
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მიმდინარე რეაბილიტაცია, აგრეთვე ქ.მარნეულში რამდენიმე ქუჩაზე (საბირის, 300 არაგველის, ჰამლეტის, მამედოვის, ბაბეკის, ნასიმის, 9 ძმის ) და სოფლებში ყიზილაჯლოში, წითელ სოფელში, დიდ ბეგლიარში, ბეითარაფჩიში, ულაშლოში, დამიაში, კიროვკაში, თაზაქენდში, ბურმაში, გიულბახში; |
ბ.ზ)
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები
ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში საჭიროების მიხედვით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. დაგეგმილია ახალი ნაგვის ურნების შეძენა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. |
ბ.თ)
ა(ა)იპ „სუფთა მარნეულის" დაფინანსება
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება, დაგეგმილია სოფელ ალგეთში სანაგვე ურნების დადგმა, ასევე ახალი ნაგვის ურნების შეძენა. |
ბ.ი)
„მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს“ დაფინანსება
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება შპს „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს“ სუბსიდირება, ნაგავსაყრელის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად, რაც აუმჯობესებს ქალაქის სანიტარიულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. |
გ)
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა-ნაგებობების საკადასტრო რუკებისა და ნახაზების მომზადება. |
გ.ა)
სკვერებისა და პარკების გაშენება-რეკონსტრუქციისა და ქალაქის გამწვანების და მოვლა-პატრონობის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და პარკების, დასასვენებელი ადგილების მოვლა და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია და აგრეთვე ახალი სკვერების, პარკების და დასასვენებელი ადგილების მოწყობა, კერძოდ ქ.მარნეულში და სოფლებში წერეთელსა, დიდ მუღალნოში სკვერების მოწყობა, თამარისში და ბაიდარში საბავშვო მოედნების მოწყობა/რეაბილიტაცია, წერეთელში ბავშვთა გასართობი მოედნის, ბაითალოში გასართობი და დასვენების მოედნის მოწყობა. |
დ)
მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით მისი სუბსიდირება. |
3.
განათლება
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. |
ა)
ა(ა) იპ „სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დაფინანსება
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 13 საბავშვო ბაღი. პროგრამის ფარგლებში მოხდება ააიპ – „სკოლამდელი აღზრდის ცენტრის" სუბსიდირება არსებული საბავშვო ბაღების სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის, მათი ნორმალური ფუნქციონირების მიზნით. |
ბ)
სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ საიმერლო საბავშვო ბაღის მშენებლობა; |
გ)
ზოგადი განათლების ხელშეწყობა
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალური დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისათვის, რომლებიც არ ცხოვრობენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (თითოეულზე 50 ლარის ოდენობით), ზაფხულის საშვებულებო პერიოდის (ივლისი, აგვისტო) გარდა. აგრეთვე დაგეგმილია სოფლებში, ალგეთში, არაფლოში, თაქალოში, მოლა-ოღლიში, ახკერპში, წერაქვში საჯარო სკოლების შენობებში სკოლამდელი აღზრდის ცენტრების გახსნა. |
4.
კულტურა, რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; ასევე პროგრამა ითვალისწინებს მარნეულის ტელევიზიის „მარნეული ტვ“ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობას, რომელიც ახორციელებს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებას, ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქების უზრუნველყოფას. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
პროგრამის ფარგლებში მოხდება სპორტული ობიექტების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია; |
ა.ა)
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
2017 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ტურნირებზე და შეჯიბრებებზე ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობა, წახალისდებიან წარმატებული სპორტსმენები სხვადასხვა ჯილდოთი. |
ა.ბ)
სპორტული სკოლები
2017 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტული სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს „ძიუდოს“, „სპორტული აკრობატიკის“, „ქართული ჭიდაობის“, „ძალისმიერი სამჭიდის“, „კრივის“, „კიკბოქსინგის“, „ტაიკვანდოს“, „ფეხბურთის“ ორი ასაკობრივი ჯგუფის – 12 წლამდე და 16 წლამდე, „კალათბურთის“ ორი ასაკობრივი ჯგუფის – 14 წლამდე და 18 წლამდე სექცია, რომელიც აერთიანებს 1000-მდე სპორტსმენს; |
ა.გ)
სპორტული ობიექტების მოწყობა, რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლებში მარადისში, კასუმლოში, თაქალოში და ხულდარში სპორტული მოედნებისა და დარბაზების მოწყობა- რეაბილიტაცია. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურის ობიექტების დაფინანსება. |
ბ.ა)
კულტურის ცენტრის დაფინანსება
ქვეპროგრამის ფარგლებში 2017 წელს გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, 2017 წლის განმავლობაში დაფინანსდება: 6 კულტურის სახლი, 1 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 90-მდე მოსწავლე, 6 ბიბლიოთეკა, 2 მუზეუმი. |
ბ.ბ)
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
ბ.გ)
კულტურის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ წერაქვში ახალი მუზეუმის მშენებლობა. |
გ)
ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა
პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას. რისთვისაც ერთ-ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების (როგორც წარმომადგენლობითი, ისე აღმასრულებელი ორგანოს) მიერ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის შესახებ. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და აქტივობების შესახებ სრული ინფორმაციის დროული გავრცელება. აღნიშნული მექანიზმის ეფექტიანად ამუშავებისათვის აუცილებელია ტელევიზიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც მოხდება საკრებულოს სხდომების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანი შეხვედრებისა და გაერთიანებული თათბირების გაშუქება, რომელიც შეიცავს საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციებს. უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციის განცხადების სახით გავრცელება და სხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების გაშუქება. |
დ)
რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა, რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლეობის სულიერების ამაღლების მიზნით. ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია განხორციელდეს მცირე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.ასევე დაგეგმილია სოფელ თამარისში რიტუალების სახლის მოპირკეთება. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
|
ბ)
სოციალური პროგრამები
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
ბ.ა)
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარების გაწევას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე. |
ბ.ბ)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის ყოფითი დახმარების გაწევას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე. |
ბ.გ)
სარიტუალო მომსახურება
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება. |
მუხლი 19.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები