დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 240-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 300090000.05.001.018320 |
240-რს
29/12/2016
ვებგვერდი, 13/01/2017
300090000.05.001.018320
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 595) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. მეწარმე სუბიექტს, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა – საკრედიტო კავშირისა, ეკრძალება 100 000 (ასი ათას) ლარამდე (უცხოური ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტის) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ეს შეზღუდვა აღნიშნულ მეწარმე სუბიექტზე არ ვრცელდება, თუ იგი თამასუქს 20-ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე გასცემს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან. |
ქუთაისი, 29 დეკემბერი 2016 წ. N240-რს |
დოკუმენტის კომენტარები