დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 238-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.04.001.016187 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 641 მუხლი: „მუხლი 641. მომხმარებლის უფლებების დაცვა ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ შესაძლებელია დაადგინოს: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესები; ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულების არსებითი პირობა იცვლება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. |
ქუთაისი, 29 დეკემბერი 2016 წ. N238-რს |
დოკუმენტის კომენტარები