ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელების დაშვებისა და ახალი სახეობების სანთებელების აკრძალვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელების დაშვებისა და ახალი სახეობების სანთებელების აკრძალვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 635
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.019702
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
635
30/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
240110000.10.003.019702
ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელების დაშვებისა და ახალი სახეობების სანთებელების აკრძალვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2016 - 08/01/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №635

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელების დაშვებისა და ახალი სახეობების სანთებელების აკრძალვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის  ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის  ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIX დანართით („მომხმარებელთა პოლიტიკა“) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 55-ე - 58-ე მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელების დაშვებისა და ახალი სახეობების სანთებელების აკრძალვის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელების დაშვებისა და ახალი სახეობების სანთებელების აკრძალვის შესახებ


მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის წინამდებარე ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სანთებელა - მექანიკურად მართვადი ცეცხლის წარმომქმნელი საწვავზე მომუშავე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სიგარეტის, სიგარისა და ჩიბუხის ასანთებად და რომელიც ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქაღალდის, ფითილის, სანთლისა და ჩირაღდნის ასანთებად, რომელსაც ინტეგრირებულად მიეწოდება საწვავი, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია საწვავის დამატება თუ - არა;

ბ) ახალი სახეობის სანთებელა - ყველა სანთებელა, რომელსაც მოიცავს საქართველოს სტანდარტი სსტ ენ 13869:2016/2016-ის 3.2 პუნქტის განსაზღვრება;

გ) ბავშვის მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელა - სანთებელა, რომელიც დაპროექტებული და აწყობილია იმგვარად, რომ ჩვეულებრივი მოხმარების პირობებში შეუძლებელია მისი გამოყენება 51 თვეზე მცირე ასაკის ბავშვის მიერ, მათ შორის, ანთებისათვის საჭირო ძალის, ან მისი დიზაინის ან მისი ასანთები მექანიზმის დაცვის, ან ანთების საჭირო ქმედებების კომპლექსურობისა და თანმიმდევრულობის გამო. ბავშვის მოხმარებისათვის სანთებელას რეზისტენტულობის პრეზუმფცია მოქმედებს იმ სანთებელას მიმართ:

გ.ა) რომელიც შეესაბამება საქართველოს სტანდარტის სსტ ენ 13869:2016/2016-სა და მის 3.1, 3.4 და 5.2.3 ნაწილებს;

გ.ბ) რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა წარმოებულია სხვა ქვეყანაში და რომლის რეგულაციებიც ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების ეკვივალენტურია;

დ) სანთებელას მოდელი - ერთი მწარმოებლის მიერ წარმოებული სანთებელები, რომლებიც არ განსხვავდება დიზაინით ან მახასიათებლებით, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის მოხმარებისათვის სანთებელას რეზისტენტულობაზე;

ე) „ბავშვის მოხმარებისათვის სანთებელას რეზისტენტულობის გამოცდა“ - სისტემური გამოცდა სანთებელას ბავშვის მოხმარებისთვის კონკრეტული სანთებელას მოდელზე, ნიმუშზე, რომელიც ტარდება საქართველოს სტანდარტის „სსტ ენ 13869:2016/2016“-ის შესაბამისად, მათ შორის, 3.1, 3.4 და 5.2.3 ქვეპუნქტების ან იმ წესის შესაბამისად, რომელიც გამოიყენება სხვა ქვეყანაში, თუმცა იგი ამ რეგლამენტის ეკვივალენტურია;

ვ) უფლებამოსილი ორგანო - სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო;

ზ) მწარმოებელი − პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული მწარმოებელი;

თ) დისტრიბუტორი – პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული დისტრიბუტორი;

ი) ბაზარზე განთავსება − პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული ბაზარზე განთავსება.

 

მუხლი 2. სანთებელების ბაზარზე განთავსება

1. დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სანთებელების განთავსება ბაზარზე . 

2. აკრძალულია ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ახალი სახეობის სანთებელების ბაზარზე განთავსება. 

 

მუხლი 3. სანთებელას ბაზარზე განთავსებისათვის საჭირო წინაპირობები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, მწარმოებელმა, სანთებელას ბაზარზე განთავსების მიზნით, უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი:

ა) შეინახოს და, მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ბავშვის მოხმარებისთვის რეზისტენტულობაზე ჩატარებული გამოცდის ანგარიში სანთებელას ყველა მოდელზე და ასევე იმ სანთებელას ნიმუში, რომელზეც ჩატარდა გამოცდა, ბაზარზე განთავსებული სანთებელების მოდელის ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტულობის დასადასტურებლად;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, დაადასტუროს, რომ ბაზარზე განთავსებული ყველა სანთებელა თითოეულ პარტიაში შეესაბამება გამოცდილ მოდელებს და, მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს დოკუმენტაცია გამოცდის შესახებ და ასეთი გამოცდის განმახორციელებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) მუდმივად განახორციელოს ზედამხედველობა წარმოებული სანთებელების იმ ტექნიკურ გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაზე, რომელიც უზრუნველყოფს სანთებელას რეზისტენტულობას ბავშვებისთვის მოხმარებაზე, გამოიყენოს შესაბამისი გამოცდის მეთოდები და შეინარჩუნოს უფლებამოსილი ორგანოს დაკვირვების ქვეშ წარმოების ჩანაწერები, იმისათვის, რომ დაადასტუროს ყველა წარმოებული სანთებელას შესაბამისობა გამოცდილ მოდელთან; 

დ) შეინახოს და მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს ახალი ანგარიში სანთებელას ბავშვის მოხმარებისათვის რეზისტენტულობაზე, იმ შემთხვევაში, თუ სანთებელას სერტიფიცირებულ მოდელში განახორციელა ისეთი ცვლილება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოდელის შესაბამისობაზე ამ ტექნიკურ რეგლამენტთან.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ დისტრიბუტორმა, უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტაცია, რაც უზრუნველყოფს სანთებელას მწარმოებლის მიკვლევადობას და ნებისმიერი იმ პირის იდენტიფიცირებას, რომლისგანაც დისტრიბუტორს მიეწოდა ამ რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტი.

3. სანთებელა, რომლისთვისაც ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასაც მწარმოებელი და დისტრიბუტორი არ წარუდგენენ უფლებამოსილ ორგანოს ამ ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამოღებულ უნდა იქნეს ბაზრიდან.

 

მუხლი 4. ბავშვის მოხმარებისთვის სანთებელას რეზისტენტულობის გამოცდის ანგარიში და დოკუმენტაცია

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრული ბავშვის მოხმარებისთვის რეზისტენტულობის გამოცდის ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგს:

ა) სანთებელას მწარმოებლის მონაცემებსა და ძირითადი საქმიანობის ადგილმდებარეობის მითითებას;

ბ) სანთებელას სრულ აღწერას, მათ შორის, ზომას, ფორმას, წონას, საწვავს, საწვავის მოცულობას, ამნთებ მექანიზმსა და ბავშვის მოხმარებისთვის რეზისტენტულ მოწყობილობას, დიზაინს, ტექნიკურ გადაწყვეტას და სხვა მონაცემებს, რომლებიც უზრუნველყოფს სანთებელას რეზისტენტულობას ბავშვების მოხმარებაზე ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; ანგარიში ასევე უნდა შეიცავდეს სანთებელას ყველა პარამეტრის დეტალურ აღწერას, ანთებისთვის საჭირო ძალის მოთხოვნებსა და სხვა მახასიათებლებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვების მოხმარებისთვის სანთებელას რეზისტენტულობაზე, ასევე ამ ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტების შენახვის ადგილმდებარეობას;

გ) გამოცდისა და მიღებული შედეგების დეტალურ აღწერას, გამოცდის ჩატარების ადგილმდებარეობას, იმ ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, (დასახელება და რეგისტრირებული მისამართი), რომელმაც განახორციელა გამოცდა და ასევე გამოცდის განმახორციელებელი ორგანიზაციის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას;

დ) ინფორმაციას სანთებელას წარმოების ადგილის შესახებ.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრული ბავშვების მიერ სანთებელების მოხმარებაზე რეზისტენტულობის გამოცდის ანგარიში უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ ძირითად ფაქტორებს:

ა) გამოცდის განმახორციელებელი ორგანო უნდა იყოს აკრედიტებული საქართველოს სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2005-ის შესაბამისად;

ბ) უნდა იყოს ლაბორატორიების აკრედიტაციის საერთაშორისო თანამშრომლობის (ILAC) მიერ აკრედიტებული ან უნდა ახორციელებდეს სანთებელების გამოცდებს ბავშვების მოხმარებისთვის, ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს აღიარების საფუძველზე.