სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 641
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019708
641
30/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
010240010.10.003.019708
სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №641

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა

 

სარჩევი

შესავალი

თავი 1. სამოქმედო გეგმის პრინციპები;

თავი 2. სამოქმედო გეგმის მიზნები;

თავი 3. ბაზარზე ზედამხედველობის არსებული მდგომარეობის მიმოხილვა;

თავი 4. ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესი:

4.1. ინფორმაციის მყისიერი გაცვლის ელექტრონული სისტემა;

4.2. თანამშრომლობა სსიპ შემოსავლების სამსახურთან;

4.3. თანამშრომლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოებთან;

4.4. რისკების ანალიზი;

4.5. ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები: ტექნიკური ან/და დოკუმენტური კონტროლი;

4.6. ეკონომიკური ოპერატორები;

4.7. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვალდებულებები;

4.8. სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სიტემის ჩამოყალიბებისათვის განხორციელებული საქმიანობა.

თავი 5 ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო:

5.1.არასასურსათო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობა;

5.2.საპილოტე პროექტების აღწერა;

დანართი 1

ცხრილი №1

ცხრილი №2

  შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიან სამოქმედო გეგმას (შემდგომში “სამოქმედო გეგმა”). სამოქმედო გეგმა მოიცავს ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით არსებულ მდგომარეობის მიმოხილვას, განხორციელებულ ქმედებებსა და შემუშავებული დოკუმენტების აღწერილობას, ასევე, ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურებს ინფორმაციის მიღების მომენტიდან, შესაბამისი გადაწყვეტილებების აღსრულებამდე, ამასთან, განსაზღვრავს სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებს შესაბამისი ვადების მითითებით.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)  გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა საქართველოში ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების შესაბამისი  ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბება.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად  ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა ტექნიკური დახმარების პროექტი “ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მხარდაჭერა ეროვნული ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად” (შემდგომში “ტექნიკური დახმარების პროექტი”). პროექტი მიმართული იყო სააგენტოს გაძლიერების მხარდაჭერისათვის ვინაიდან, სააგენტო წარმოადგენს ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის ძირითად რგოლს.

ტექნიკური დახმარების პროექტი

ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში განხორცილდა:

-       ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ხარვეზებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება;

-       ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს  ინსტიტუციური და საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

-       ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება პრიორიტეტულ სფეროებში ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივებთან დაკავშირებით; 

-    სასწავლო ვიზიტები ლიტვასა და დიდ ბრიტანეთში  ბაზარზე ზედამხედველობის  ევროპული სისტემის  შესწავლის მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში  შესწავლილ იქნა ამ ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემები, მათ შორის, სტრუქტურა, ფუნქციები, ინსპექტირების მეთოდები და პროცედურები, სანქციონირების მექანიზმები, ასევე სამომხმარებლო პროდუქტების შემოწმების მეთოდები - ე.წ. ზედაპირული („screening“) შემოწმება და ლაბორატორიული შემოწმება, საგამოცდო ლაბორატორიების  აღჭურვილობები. ამასთანავე ბაზარზე ზედამხედველობის ელექტრონული მონაცემთა ბაზები. ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა  საპილოტე პროექტი ორი შერჩეული სეგმენტისათვის სათამაშოები და ელექტრო მოწყობილობები.

წინამდებარე სამოქმედო გეგმა შემუშავდა აღნიშნული ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ლიტველი და ბრიტანელი ექსპეტების მიერ გაცემული რეკომენდაციების, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 დეკემბრის №2639 განკარგულებით დამტკიცებული “სამრეწველო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგიის” და სსიპ-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2015 წლის 31 დეკემბრის N ს-238 ბრძანებით დამტკიცებული ,,სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების გეგმის” შესაბამისად.

აღნიშულ დოკუმენტებში მოცემულია,  აუცილებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ბაზარზე ზედახედველობის კუთხით. დოკუმენტი ასევე მოიცავს მითითებებს  რეფორმების მიზნების,  განხორციელების შესაბამისი ინდიკატორების, ვადების, ღირებულებებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.

სამოქმედო გეგმის დამტკიცების და მასში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზანია ბაზრის ეფექტური ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება და საქართველოს კანონმდებლობის კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

  თავი 1

 სამოქმედო გეგმის პრინციპები

ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

●   ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოების ინსტიტუციონალური ეფექტურობის უზრუნველყოფა;

●    ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის გამიჯვნა შესაბამისობის შეფასების განმახორციელებლი პირების საქმიანობისაგან, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით;

●   ბაზრის ზედამხედველობის განხორციელება რეაქტიული[1] და პროაქტიული ზედამხედველობით[2];

●  ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა, მიზანმიმართულობა და რისკის პროპორციული ქმედება;

●   ეკონომიკური ოპერატორების მიმართ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოების მხრიდან მხოლოდ იმ პროცედურების შემოღება, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

●   ბაზარზე ზედამხედველობა, მხოლოდ ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე;

●   ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისათვის ეფექტური, პროპორციული და აღმკვეთი ხასიათის ჯარიმების შემოღება;

●   იმ სფეროებში, სადაც არ არის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები, ზედამხედველობის მიზნებისთვის გამოიყენება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვული ზოგადი უსაფრთხოების მოთხოვნები;

     თავი 2

სამოქმედო გეგმის მიზნები

სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი მიზნებია:

●        ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს  დაცვა;

●        ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა;

●        ეფექტური და პროპორციული ზედამხედველობის სისტემის დანერგვა;

სამოქმედო გეგმის საშუალოვადიანი მიზნებია:

●        საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის უზრუნველყოფა საქართველოში ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ჩამოსაყალიბებლად ევროკავშირში არსებული გამოცდილების გათვალისწინებით.

●        იმ სახელმწიფო ინსტიტუტების განსაზღვრა, რომლებიც გაუწევენ კოორდინაციას საქართველოში პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვას და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების  განსაზღვრა, რომლებიც განახორციელებენ ბაზარზე განთავსებული ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტის ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

●        ბაზარზე ზედამხედველობის სისტემისთვის აუცილებელი ინფორმაციული სისტემის შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფა, რომელიც მოემსახურება ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურების გატარების შედეგად მიღებული და სხვა ქვეყნების საზედამხედველო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადაცემას უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

●        ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურების და ინსტიტუტების განვითარება და შესაბამისობაში მოყვანა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან;

●        ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის მიერ ბაზრის ეტაპობრივი დაფარვა  შერჩეული სექტორებისა და პროდუქტის ჯგუფების მიხედვით;

თავი 3

ბაზარზე ზედამხედველობის არსებული მდგომარეობის მიმოხილვა

დღეისათვის არსებული მდგომარეობით, საქართველოს  არასასურსათო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის ერთადერთ სახელმწიფო ორგანოს  წარმოადგენს სსიპ-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში “სააგენტო”), რომელიც ახორციელებს ისეთი ინდუსტრიული პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლს, როგორებიცაა ლიფტები, საბაგირო გზები, ატრაქციონები, მაგისტრალური ენერგომატარებლები, წნევის ჭურჭლები, ცხელი წყლის ბოილერები. სააგენტო ასევე, ახორციელებს რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტის კონტროლს, მათ შორის ნახშირის მომპოვებელი შახტები, კარიერები და ა.შ. სააგენტო მომავალში ასევე განახორციელებს ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივებით გათვალისწინებულ იმ სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობას, რომლებიც მოექცევა სააგენტოს რეგულირების სფეროში (იხ. დანართი 1, ცხრილი N1).

ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ინსტიტუციური ორგანიზების პრინციპია - სექტორული ორგანიზების პრინციპი (მაგ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ექცევა სამედიცინო სექტორის პროდუქტები, რომელთაც ფარავს   შემდეგი დირექტივები 93/42/EEC სამედიცინო მოწყობილობები; 90/385/EEC აქტიურად იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობები; 98/79/EC ინ-ვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში ექცევა შემდეგი დირექტივებით და რეგულაციით დაფარული პროდუქტები: 94/9/EC ფეთქებად გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები (ATEX); 93/15/EEC სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი მასალები; 305/2011 სამშენებლო მასალები).

აღნიშნული პრინციპი გულისხმობს პროდუქტების პირობით დაყოფას სექტორების მიხედვით, რომლებზე  ზედამხედველობასაც  განახორციელებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები მათი კომპეტენციის გათვალისწინებით. „სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საკანონმდებლო რეფორმის და ტექნიკური რეგლამენტების მიღების სამთავრობო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს N 1140 განკარგულება და ასევე, „სამრეწველო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგია“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 დეკემბრის N2639 განკარგულება ითვალისწინებს პროდუქტების ზედამხედველობის განხორციელებას სექტორული დაყოფით, შესაბამისად, ამავე დოკუმენტში სხვადასხვა დირექტივებით გათვალისწინებული პროდუქტების ზედამხედველობა მიკუთვნებულია განსხვავებულ სახელმწიფო უწყებებს.

დანართი N1 -ის ცხრილში N1 მოცემულია პროდუქტების დაყოფა და მათი მიკუთვნება შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოებისათვის ზემოთხსენებული  სექტორული დაყოფის პრინციპებისა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

თავი 4

ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესი

ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესი მოიცავს რისკის ან დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე რისკების ანალიზს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განხორციელებულ ტექნიკური ან/და დოკუმენტური კონტროლსა და ბაზარზე ზედამხედველობის  შემზღუდველი პროცედურების აღსრულებას.

4.1 ინფორმაციის მყისიერი გაცვლის ელექტრონული სისტემა

იმისათვის, რომ განხორციელდეს ბაზარზე ზედამხედველობა აუცილებელია არსებობდეს ინფორმაციის მოპოვების ეფექტური საშუალება, ამ მიზნით აუცილებელია შეიქმნას ინფორმაციის მყისიერი გაცვლის ელექტრონული სისტემა (შემდგომში ”სისტემა”), რომელიც, იქნება დადასტურებული საფრთხის[3] მქონე პროდუქტების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ინსტიტუტებს შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალება. სისტემა გააერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მათ შორის  დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემებს და სახელმძღვანელო დოკუმენტებს, მნიშვნელოვნად გაადვილებს ბაზარზე არსებული საფრთხის შემცველი პროდუქტების იდენტიფიცირებასა და მათზე ეფექტური ზედამხედველობის ღონისძიებების გატარებას და საბოლოო ჯამში მოემსახურება პროდუქტების უსაფრთხოების გაზრდას ქვეყნის მასშტაბით.

სისტემის  დანერგვის მიზანია უზრუნველყოს ინფორმაციის სწრაფი გაცვლა ქვეყნის ფარგლებში არსებულ  ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებს, ეკონომიკურ ოპერატორებსა და ინსპექტირების ორგანოებს შორის, იმ პრევენციული და შემზღუდველი ზომების შესახებ, რომლებიც მიმართულია რისკის შემცველი პროდუქტების მიმართ.  

სისტემა განკუთვნილი იქნება პროდუქტების უსაფრთხოების სფეროში მოქმედი იმ სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომლებიც ჩართულნი იქნებიან სისტემის ერთიან ქსელში. მათ შორის ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისათვის და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომში „შემოსავლების სამსახური“). სისტემის საშუალებით სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოების მიერ განხორციელებული საპასუხო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ პროდუქტების უსაფრთხოების სფეროში არსებულ შესაბამის ორგანოებს. 

აღნიშნული სისტემის დანერგვის მიზნით შემუშავებულ უნდა იქნას შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტი,  რომელიც განსაზღვრავს:

●  რისკის მქონე პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გადაცემის პროცედურას, პასუხისმგებელ პირებს და რისკის შეფასების ზოგად პრინციპებს;

●  რისკის მქონე პროდუქტების შესახებ ინფორმაციის  გადაცემის ტექნოლოგიური სტრუქტურის ძირითად ასპექტებს;

● დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების პროცედურას;

●  რისკის შეფასების პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ეკონომიკური ოპერატორების და ასევე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ვალდებულებებს დადასტურებული საფრთხის შემცველი ობიექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და გადაცემის კუთხით.

4.2. თანამშრომლობა შემოსავლების სამსახურთან

 შემოსავლების სამსახური შესაძლოა იყოს რისკის შემცველი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოწოდების წყარო, რადგანაც ახორციელებს სასაზღვრო კონტროლს  იმპორტირებულ პროდუქტებზე. შესაბამისად, ბაზარზე ზედამხევდელობის განხორციელებაში მათი ჩართულობა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ამ კუთხით აუცილებელია, რომ განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახური ფლობს ინფორმაციას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტის შემოტანის შესახებ, ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არ დაშვების შესახებ, და აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ  აცნობოს  ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებს. შესაბამისად ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებსა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობა აუცილებელია მათი ფუნქციების განაწილებისა  და შესაბამის სფეროში არსებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით. თანამშრომლობის ეფექტურად განსახორციელებლად საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება:

●        მხარეებს შორის ოფიციალური წერილობითი შეთანხმების გაფორმება - მემორანდუმი;

●        მხარეების წარმომადგენლებისგან ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც შეიკრიბება რეგულარულად საქართველოში იმპორტირებული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის  ხელშეწყობის მიზნით;

●        მხარეების მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტურად და პროდუქტიულად განხორციელების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გატარება;

●        ერთობლივი სწავლებების ჩატარება განსახორციელებელი ღონისძიებების უკეთესად კოორდინირების მიზნით.

4.3. თანამშრომლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან

შემოსავლების სამსახურის გარდა ინფორმაციის მოწოდების ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს პროდუქტის უშუალო მომხმარებელი, შესაბამისად ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან/კავშირებთან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული საფრთხის შემცველი პროდუქტების ბაზარზე განთავსება და მომხმარებლების მიერ მათი გამოყენება. ეფექტური თანამშრომლობისათვის აუცილებელია :

●        მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

●        მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა სახიფათო პროდუქტებთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით.

●        მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან და სხვაგვარ კავშირებთან მუდმივი კონტაქტი, ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.

4.4.     რისკების ანალიზი

პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის ანალიზი. ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას საზედამხედველო ორგანოებმა შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ უნდა განახორციელონ აღნიშნული რისკების ანალიზი და შეფასება.

 რისკის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, როგორც შესაძლო ზიანის/საფრთხის სიმძიმე, ასევე მათი გამოვლენის ალბათობის ხარისხი. რისკის განსაზღვრა „რისკად“ ან „დადასტურებულ საფრთხედ“ წარმოადგენს ზედამხედველობის ორგანოების მიერ ბაზარზე შემზღუდველი ზომების გატარების წინაპირობას.

რისკის შეფასებისას გათვლისწინებულ უნდა იქნეს პროდუქტთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის - მსგავს პროდუქტზე ყველა მანამდე არსებული ზიანის შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა უცხოურ თუ ეროვნულ ბაზარზე; შემოწმების დრომდე გატარებული ყველა რისკის შემამცირებელი ზომა, რომელიც გატარებულ იქნა პროდუქტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ; მიზნობრივი ჯგუფები (მაგ: ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასაკოვანი პირები); სხვა პროდუქტების გრძელვადიანი უარყოფითი ზეგავლენა (მაგ: დასაწყობებისას ან გადატანისას სახიფათო პროდუქტებთან სიახლოვე) და ა.შ.

რისკის ანალიზის განხორციელებისას უნდა განისაზღვროს დაზიანების მიღების შესაძლო სცენარი და შესაძლო დაზიანების ხარისხი. პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შემცველობის და ხარისხის დასადგენად ზემოთხსენებული პრინციპების დაცვით ანალიზი უნდა განახორციელოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანომ და უზრუნველყოს რისკების თავიდან აცილება ნებისმიერი გზით. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო რისკის ანალიზს ახდენს შემდეგ ინფორმაციაზე დაყრდნობით: პროდუქტის მომხმარებლების ასაკობრივი მონაცემები; პროდუქტის გამოყენებისას რამდენ ხანში და რა ვითარებაში ივარაუდება ზიანის დადგომა; რა ზომა უნდა იქნას მიღებული ზიანის გამოსარიცხად ან მისი უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად; რა ფასეულობებს ემუქრება ზიანი: ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას, საკუთრებას თუ გარემოს, გავრცელების მასშტაბები და ა.შ.

აღნიშნულის ეფექტურად განსახორციელებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება:

●        რისკის შეფასების ზოგადი პრინციპები;

●        რისკის შეფასებაზე პასუხისმგებელი პირები და რისკის შეფასების პასუხისმგებელი პირების მოვალეობები, მათ შორის ეკონომიკური ოპერატორების, ასევე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ვალდებულებები;

●        დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების პროცედურა.

4.5.       ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები: ტექნიკური ან/და დოკუმენტური კონტროლი.

რისკის ანალიზის საფუძველზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ყოველწლიური გეგმების შემუშავება, რომელთა საფუძველზე განხორციელდება ბაზარზე ზედამხედველობა. აღნიშნული გეგმების დაკორექტირება მოხდება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

ევროკავშირის ქვეყნებში ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება სახელმწიფო ან მთავრობის პირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფი უწყებების მიერ. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი გავლენას მოახდენს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოების როლისა და პასუხისმგებლობის ფორმულირებაზე, დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოების როლს არა მხოლოდ შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის არამედ  ინსპექტირების განხორციელების კუთხითაც, კერძოდ აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოები ახდენენ პერიოდულ შემოწმებებს, რომელთა შედეგებს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის სახით უგზავნიან სააგენტოს რაც ნაწილობრივ წარმოადგენს სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებას. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ბაზარზე ზედამხედველობის ფუნქციები დაეკისრება მხოლოდ ზედამხედველობის ორგანოებს. აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოების ფუნქციები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. მათ ფუნქციას უნდა წარმოადგენდეს შესაბამისობის შეფასება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა.

შესაბამისად უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები რომლის მიხედვითაც:

●        ბაზარზე ზედამხედველობის ფუნქციები გაიმიჯნება და დაეკისრება მხოლოდ ბაზარზე ზედამხედველობის სახელმწიფო ორგანოს;

●        შესაბამისობის შემფასებელი ორგანოები თავიანთ ფუნქციებს შეასრულებენ - შესაბამის სერტიფიკატს გასცემენ სამომხმარებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე;

●        კოდექსში ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება და აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურების ფარგლებში განხორციელებული შემოწმებები.

ბაზარზე  პროდუქტის ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს, როგორც პროდუქტის ნიმუშების ტექნიკური შემოწმების, ასევე პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების შემოწმების გზით, პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში საბაჟო ტერიტორიაზე.

ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი უნდა იყოს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომლის თაობაზეც გააჩნია ინფორმაცია ან/და დასაბუთებული ეჭვი, რომ აღნიშნული პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს მიმართ. თუმცა, შესაბამის შემთხვევაში, ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილებით გარკვეულ პროდუქტებს შემოწმება შეიძლება ჩაუტარდეს ადგილზე, ამ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორს უნდა აეკრძალოს ამ კონკრეტული პროდუქტის მონტაჟი და ექსპლუატაცია შემოწმების დასრულებამდე.

პროდუქტის ნიმუშების აღების შემდგომი ეტაპია მათი ლაბორატორიული შემოწმება, რისთვისაც აუცილებელია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოების მხრიდან შესაბამისი ლაბორატორიების წინასწარი იდენტიფიცირება, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს შემოწმების პროცედურებს.

აღნიშნულის ეფექტურად განსახორციელებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებს უფლება ექნებათ:

●        ეკონომიკური ოპერატორებისგან  მოითხოვონ, ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მათი საქმიანობის განხორციელებისათვის;

●        საჭიროების შემთხვევაში, შევიდნენ ეკონომიკური ოპერატორების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე  პროდუქტების ადგილზე შემოწმების ან მათი ნიმუშების აღების მიზნით.

4.6.            ეკონომიკური ოპერატორები

კანონმდებლობით გათვალისწინებული  მწარმოებლის, დისტრიბუტორისა და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსებას, უკეთ განსაზღვრისათვის საჭიროა კანონმდებლობაში ერთიანი ცნების შემოტანა, აღნიშნული პირები კოდექსში უნდა მოექცეს ერთიანი ტერმინის ქვეშ, მაგალითად  “ეკონომიკური ოპერატორი”. იმისათვის, რომ ეკონომიკურმა ოპერატორებმა სათანადოდ შეძლონ კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, დასჭირდებათ მხარდაჭერა და რჩევა, რათა ინფორმირებულნი იყვნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობებისა და  მათი აღსრულების მექანიზმების შესახებ. ამასთან, უნდა მოხდეს იმ ბიზნესების იდენტიფიცირება, რომლებიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ახორციელებენ რეალიზაციას შეუსაბამო, სახიფათო პროდუქტების, რათა შეჩერდეს სახიფათო პროდუქტების საქართველოს ბაზარზე განთავსება. ამასთან, ბაზარზე ზედამხედველოების ორგანოების ვებ-გვერდი და სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდები უნდა განვითარდეს და შეიქმნას შესაბამისი ინსტრუმენტები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემის მიზნით.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება და მათზე ეფექტური ზედამხედველობა, განხორციელებულ უნდა იქნას შემდეგი ქმედებები:

●        შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების უფლება-მოვალეობები;

●        დაიგეგმოს ეკონომიკურ ოპერატორებთან საკონსულტაციო შეხვედრები, რომლის განმავლობაშიც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ;

●        განვითარდეს ბაზარზე ზედამხედველოების ორგანოების ვებ-გვერდი და სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემის მიზნით.

4.7.ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვალდებულებები

გარდა ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებების განსაზღვრისა, ზედამხედველობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, შესაბამისად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს შემდეგი უფლება-მოვალეობები:

●        ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებს უფლება უნდა ჰქონდეთ, საჭიროების შემთხვევაში,   ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვონ ბაზრიდან ამოიღოს ან მომხმარებელისაგან გამოითხოვოს დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტები; 

●        ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებს უფლება უნდა ჰქონდეთ, საჭიროების შემთხვევაში,   ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვონ საშიში ნივთიერებების, მათ შორის ბირთვული/ქიმიური/ტოქსიკური ან სხვა ნაერთების ან სხვაგვარი საფრთხის შემცველი ისეთი პროდუქტების განადგურება, შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით, რომელიც გადამუშავების შემდგომ შესაძლოა ინარჩუნებდეს რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან გარემოსათვის;

●        ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოები ვალდებულნი უნდა იყვნენ საფრთხის აღმოჩენიდან გონივრულ ვადებში,  მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა და გააფრთხილონ მომხმარებლები საფრთხის შემცველი ნებისმიერი პროდუქტის აღმოჩენის შესახებ, დაზიანებების და სხვა საფრთხეების შემცირების მიზნით;

●        ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოები ვალდებულნი უნდა იყვნენ ითანამშრომლონ ეკონომიკურ ოპერატორებთან  გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ეკონომიკური ოპერატორების მიერ ბაზარზე გატანილი პროდუქტებისგან გამოწვეული საფრთხეები;

●        ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებს უფლება უნდა ჰქონდეთ, საჭიროების შემთხვევაში,   ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვონ პროდუქტის რეალიზაციის დროებითი შეჩერება, აუკრძალონ პროდუქციის ბაზარზე განთავსება ან/და სხვა თანდართული ქმედებები.

 განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებში გათვალისწინებულ უნდა იქნას პრევენციული ან შემზღუდავი ზომები, რომლების განხორციელების უფლება ექნება ზედამხედველობის ორგანოს, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ეკონომიკური ოპერატორების მიერ არ განხორციელდა, ესენია:

●     პროდუქტის ბაზრიდან ამოღება[4];

●     პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვა[5];

●     საშიში ნივთიერებების, მათ შორის ბირთვული/ქიმიური/ტოქსიკური ან სხვა ნაერთებს ან სხვაგვარი საფრთხის შემცველი ისეთი პროდუქტების განადგურება, შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით რომელიც გადამუშავების შემდგომ შესაძლოა ინარჩუნებდეს რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან გარემოსათვის.

4.8  სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სიტემის ჩამოყალიბებისათვის განხორციელებული საქმიანობა

ზოგადი ინფორმაცია

წინამდებარე დოკუმენტში თავმოყრილია სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის (შემდგომში ბაზარზე ზედამხედველობა) ეფექტური სისტემის შექმნისათვის 2016 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც განხორციელდა სსიპ - სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მიერ.

2015 - 2016 წლებში სააგენტოში განხორციელდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა - „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მხარდაჭერა ეროვნული ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“. პროექტის ფარგლებში ევროპელი ექსპერტების დახმარებით განხორციელდა სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზებისა და ინსტიტუციური განვითარების საჭიროებების გამოვლენა და ასევე, სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო მრავალი ღონისძიება. პროექტის დასრულების შემდგომ, ექსპერტების მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები საბოლოო ანგარიშის სახით, რომელიც მოიცავდა სააგენტოს ინსტიტუციური და საკანონმდებლო განვითარების კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებს და რომლებიც საფუძვლად დაედო ამ დოკუმენტის მომზადებას.

ინსტიტუციური განვითარება

თანამშრომლების ტრენინგი

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების მიზნით 2015 წელს სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული ინსტიტუციური განვითარების გეგმის შესაბამისად 2016 წელ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში განხორციელდა სააგენტოს თანამშრომლების ტრენინგები ბაზარზე  ზედამხედველობის  სისტემის  გაუმჯობესების მიზნით,  ევროკავშირის საუკეთესო  პრაქტიკის  შესაბამისად, შემდეგ სფეროებში:

·         ბაზრის ზედამხედველობის ძირითადი საკითხები ევროკავშირის ქვეყნებში;

·         ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული მმართველობის საუკეთესო პრაქტიკა;

·         საქართველოს წინაშე არსებულ მოსალოდნელი ცვლილებები სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემაში და ამ ცვლილებებისადმი მიდგომები.

·         ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილებებისა და საქმიანობის აღწერა, ზედამხედველობის მეთოდები, ბაზარზე ზედამხედველობის სისტემაში ჩართული სხვა ორგანოების უფლებამოსილებებისა და საქმიანობის აღწერა და ფუნქციები;

·         ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივების პრაქტიკული აღსრულება, რომელიც მოიცავდა ლიფტების, ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების, წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლების, თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.

·         სამშენებლო პროდუქტების შესახებ დირექტივის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები;

·         სათამაშოებსა და ელექტრო მოწყობილობების უსაფრთხოების საკითხები, შემოწმების მეთოდები, ვიზუალური, ზედაპირული (screening) და ლაბორატორიული შემოწმებები.

ევროპული გამოცდილების გაზიარება

განხორციელდა 2 სასწავლო ვიზიტი ლიტვასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც სააგენტოს თანამშრომლების მიერ შესწავლილ იქნა ამ ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემები,  ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების სტრუქტურა, ფუნქციები, ინსპექტირების მეთოდები, პროცედურები, სამომხმარებლო პროდუქტების ინსპექტირება, საგამოცდო ლაბორატორიები, მათი აღჭურვილობა, მონაცემთა ბაზები RAPEX, TARIC და ICSMS.  

საკანონმდებლო დაახლოება

2016 წლის განმავლობაში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური განვითარების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით სააგენტოს მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ცვლილებების პროექტი. პროექტი ეყრდნობა  ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში.

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების  კუთხით 2016 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა ტექნიკური რეგლამენტის პროექტი „ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობების და სისტემების შესახებ“. აღნიშნული რეგლამენტის შემუშავება განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების თავით განსაზღვრული საკანონმდებლო დაახლოების ცხრილით გათვალისწინებული შესაბამისი ახალი მიდგომის დირექტივის (94/9/EC Equipment for potentially explosive atmospheres ATEX) შესაბამისად.

უწყებათაშორის თანამშრომლობა ბაზარზე ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით

სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტური სისტემა გულისხმობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობას და ურთიერთთანამშრომლობას საფრთხის პრევენციის მიზნით. ამ კუთხით 2 შეხვედრა გაიმართა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან და ასევე, განხორციელდა საქართველოს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების  და სააგენტოს თანამშრომლების ერთობლივი ტრენინგი ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6 წარმომადგენელმა შემოსავლების სამსახურიდან. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს შორის, რომელიც მემორანდუმის სახით იქნა გაფორმებული. მიღწეულია შეთანხმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რათა მოხდეს ამ ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება.

თავი 5

 ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო 

5.1. არასასურსათო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობა

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ასევე ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გასათვალისწინებლად და ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტური სისტემის დანერგვისათვის აუცილებელია განისაზღვროს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც განახორციელებს ზედამხედველობას ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივების შესაბამისად შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტებით დაფარულ პროდუქტებზე. ასეთი პროდუქტებია: დაბალი ძაბვის მოწყობილობები; სათამაშოები; მანქანა დანადგარები; პერსონალური დაცვის მოწყობილობები; სამშენებლო პროდუქტები; აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები; სამოქალაქო მოხმარების ფეთქებადი მასალები; ფეთქებად გარემოში მომუშავე მოწყობილობები, გაზომვის საშუალებები, არაავტომატური სასწორები.

როგორც ზემოთ აღინიშნა, არასასურსათო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის ერთადერთ ორგანოს დღესდღეობით წარმოადგენს სააგენტო, რომელიც ასევე განახორციელებს ჩამოთვლილ პროდუქტებზე ზედამხედველობას. მომავალში დასაახლოებელი ახალი მიდგომის დირექტივებით დაფარული პროდუქტების ზედამხედველობის განხორციელებას წინ უნდა უსწრებდეს საპილოტე პროექტები.  საპილოტე პროექტები უფრო დეტალურად განხილული იქნება შემდგომში.

მომავალში დასაახლოებელი ახალი მიდგომის დირექტივებით დაფარული პროდუქტების ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭიროა შემდეგი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები:

●        სააგენტოში შეიქმნას ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ეტაპობრივად განახორციელებს ზედამხედველობას სამშენებლო პროდუქტებზე და ასევე სამომხმარებლო პროდუქტებზე, მათ შორის დაბალი ძაბვის მოწყობილობებსა და სათამაშოებზე;

●        გაიზარდოს სააგენტოს არსებული შტატები;

●        განხორციელდეს სააგენტოს თანამშრომლების გადამზადება;

●        გაიზარდოს სააგენტოს ბიუჯეტი (გაზრდილი კადრების ანაზღაურებისა და დამატებითი საოფისე ფართის რემონტისა და მოწყობისათვის);

●        განისაზღვროს ბიუჯეტი ნიმუშების აღებისა და სატესტო ლაბორატორიებში შემოწმებების, ასევე ინსპექტირებისა და გამოცდის განსახორციელებელი აღჭურვილობებისათვის; 

●        შევიდეს შესაბამისი ცვლილებები კოდექსში და სააგენტოს დებულებაში;

●        შემუშავდეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები;

●        შემუშავდეს სააგენტოს სამოქმედო გეგმები 2017-2019 წლებისათვის;

●        მომზადდეს ბაზრის ზედამხედველობის სახელმძღვანელო/სამოქმედო ინსტრუქცია შემდეგი სფეროებისთვის: საბაგირო გზები, ლიფტები, წნევაზე მომუშავე მოწყობილობები, წნევაზე მომუშავე მარტივი ჭურჭლები და საქვაბე დანადგარები;

●        განხორციელდეს საპილოტე ბაზრის კვლევა, რათა დადგინდეს შერჩეული სეგმენტის - სამშენებლო პროდუქტების (პირველ ეტაპზე არმატურა, ცემენტი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

●        განხორციელდეს საპილოტე ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზი და მომზადდეს რეკომენდაციები და ანგარიშები;

●        მოძიებულ იქნეს ბაზარზე ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების შესაძლებლობები.

სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელი ქმედებები ღონისძიებების, ინდიკატორების, ვადებისა და დაფინანასების წყაროების მითითებით მოცემულია N2 ცხრილში.

5.2. საპილოტე პროექტების აღწერა

     საპილოტე პროექტების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები მოახდენენ ბაზრის შესწავლას, ბაზარზე განთავსებული პროდუქციის ფარული შესყიდვის გზით. აღნიშნული მეთოდის ფარგლებში, წარმომადგენლები ფარულად შეიძენენ პროდუქტს და  მოახდენენ მათ ზედაპირულ შემოწმებას, ე.წ screening-ს. აღნიშნული კვლევის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში, პროდუქტს ასევე ჩაუტარდება ლაბორატორიული შემოწმება, შესაბამის უფლებამოსილ ან აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.

ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესაბამისობის დადგენას, ნაკლოვანებების დროულ გამოვლენასა და მათ აღმოფხვრას.

საპილოტე პროექტის მიზნები:

●     ბაზარზე არსებული სამშენებლო პროდუქტების ნაკლოვანებების იდენტიფიცირება

●     არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელი პროცედურების განსაზღვრა

სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

●     ბაზარზე არსებული პროდუქტების სააგენტოს ინპექტორების მიერ  ფარული შესყიდვა.

●     შესყიდული პროდუქტის ზედაპირული შემოწმება (screening)

●     ზედაპირული შემოწმებისას გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ლაბორატორიული კვლევა.

●     შესაბამისი ლაბორატორიის იდენტიფიცირება და პროდუქტების გადაგზავნა შესამოწმებლად.

●     საპილოტე პროექტის შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება.

დანართი №1

ცხრილი  № 1

ცხრილში მოცემულია პროდუქტების დაყოფა და მათი მიკუთვნება შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოებისათვის ზემოთხსენებული განკარგულებით გათვალისწინებული სექტორული დაყოფის პრინციპებისა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

დირექტივა

ჩართული უწყება

ადამიანთა გადასაყვანად გამიზნული საბაგირო მოწყობილობები  2000/9/EC

სსიპ-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

95/16/EC ლიფტები

სსიპ- ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები 97/23/EC

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების ეფექტურობის მოთხოვნები 92/42/EEC

სსიპ- ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

მარტივი წნევის ჭურჭელი 87/404/EEC

სსიპ- ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

რეკრეაციული მოწყობილობები  94/25/EC

სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

93/15/EEC  სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი მასალები

სსიპ-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

94/9/EC  ფეთქებად ატმოსფეროში გამოსაყენებელი მოწყობილობები (ATEX)

სსიპ-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

1999/5/EC რადიოტექნიკის მოწყობილობები და ტელეკომუნიკაციების ტერმინალის მოწყობილობები  და მათი შესაბამისობის შეფასების ურთიერთაღიარება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

2004/108/EC ელექტრომაგნიტური თავსებადობა  (EMC)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

2006/95/EC დაბალი ძაბვა

სსიპ-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

93/42/EEC სამედიცინო მოწყობილობები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

98/79/EC ინ-ვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

90/385/EEC აქტიურად იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

90/396/EEC  აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები

სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის საგენტო;

89/686/EEC პერსონალური დაცვის აღჭურვილობა (PPE)

სსიპ-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის საგენტო;

98/37/EC მოწყობილობა/მექანიზმები

სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

88/378/EEC სათამაშოების უსაფრთხოება

სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

89/106/EEC სამშენებლო  მასალები

სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

90/384/EEC არაავტომატური საწონი ინსტრუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2004/22/EC გაზომვის საშუალებები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო

ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების, ინდიკატორების, ვადებისა და დაფინანსების წყაროების ცხრილი.

ცხრილის შემუშავებაში ასევე გამოყენებულია სსიპ-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2015 წლის 31 დეკემბრის N ს-238 ბრძანებით დამტკიცებული ,,ინსტიტუციური განვითარების გეგმის” შესაბამისად.

ცხრილი №2

 

მიზანი

ქმედებები

ინდიკატორები

განხორციელების ვადები

დაფინანსების წყარო

 კომენტარები

1. ინსტიტუციური განვითარება

ა) საქართველოს კანონის - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის გადასინჯვა და მასში ცვლილებების შეტანა ბაზრის ზედამხედველობის განსახორციელებლად

საქართველოს კანონში -პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ცვლილებები დამტკიცებულია და ასახავს ინსტიტუციური განვითარების გეგმითა და მრავალწლიან სამოქმედო გეგმის რეკომენდაციებს.

2017 წლის I კვარტალი

სააგენტოს ბიუჯეტი

პროექტი შემუშავებულია და მიმდინარეობს პროცედურები მისი საკანონმდებლო ინიცირებისათვის

 

ბ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სტრუქტურული ცვლილების განხორციელება - ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა და ახალი თანამშრომლების აყვანა.

სააგენტოს სტრუქტურული ცვლილება განხორციელებულია, სააგენტოს დებულებაში ცვლილებები შეტანილია,

ახალი დამატებითი თანამშრომლები აყვანილია.

2017 II კვრტ. – 2017 - IV კვრტ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 

 

 

გ) ახალი სტრუქტურული ერთეულისათვის დამატებითი საოფისე ფართის მოწყობა და აღჭურვა.

სააგენტოს ახალი სტრუქტურული ერთეულისათვის დამატებითი საოფისე ფართი მოწყობილი და აღჭურვილია.

2017 წელი

 

 

 

 

 

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 

 

 

დ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კომპიუტერული აღჭურვილობის განახლება;

 

კომპიუტერული აღჭურვილობა განახლებულია

 

 

2017 წელი

 

 

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 

 

 

ე) ზედამხედველობის ფარგლებში, ინსპექტირებების განსახორციელებლად ნიმუშების აღების, და ზედაპირული შემოწმებისთვის (screening test) ტექნიკური საშუალებების შეძენა; 

ინსპექტირებების განსახორციელებლად ტექნიკური საშუალებები შეძენილია;

2017 - 2022 წლები

 

სააგენტოს ბიუჯეტი

შეძენა განხორციელდება ზერიოდულად დანეგრილი დირექტივების შინაარსის შესაბამისად.

 

ვ)სააგენტოს ბაზარზე ზედამხედველობის ყოველკვარტალური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება 

სააგენტოს ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით დამტკიცებულია ბაზარზე ზედამხედველობის მიმიდინარე წლის სამოქმედო გეგმა.

2017 - 2022 წლები 

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 

 

 

ზ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების დეტალური გეგმის შემუშავება შესაბამისი განხორციელების ვადებითა და ტრენინგის თემატიკით.

შემუშავებულია

ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების გეგმა.

2018 -2022 წლები

 

დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის სახსრები

 

გეგმის შემუშავება დამოკიდებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის დაწყებაზე

 

 

2. შესაძლებლობების გაძლიერება

ა) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლების სიღრმისეული პრაქტიკული და თეორიული მომზადება 5 ახალი მიდგომის დირექტივასთან (საბაგირო გზები, ლიფტები, წნევაზე მომუშავე მოწყობილობები, წნევაზე მომუშავე მარტივ ჭურჭლები და საქვაბე დანადგარები) დაახლოებული რეგლამენტების განხორციელების საკითხებში.

ყველა შესაბამის თანამშრომელს გავლილი აქვს მომზადება შესაბამისი დარგის/პროდუქტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პრაქტიკულ საკითხებში

2018-2019 წლები

 

დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის სახსრები

აღნიშნული ღონისძიების განხორციელება დამოკიდებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის დაწყებაზე

 

 

ბ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისა და სხვა შესაბამისი ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ბაზრის ზედამხედველობის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის პრინციპების გათვალისწინებით ამ ცხრილის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივების სფეროებში

ყველა შესაბამის თანამშრომელს გავლილი აქვს მომზადება ბაზრის ზედამხედველობის პრინციპებზე და დარგის პროდუქტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საკითხებში

 

2018 - 2022 წლები

დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის სახსრები

შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ბიუჯეტები

საჭიროა დამატებითი დონორების მოძიება

აღნიშნული ღონისძიების განხორციელება ძირითადად დამოკიდებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning-ის) პროექტსა და სხვა დონორების დახმარებებზე

 

გ) პრიორიტეტული/დასაახლოებლად გამიზნული დირექტივების დანერგვისთვის მიზნობრივი სამმართველოს თანამშრომლებს და საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ხელმძღვანელობას ჩაუტარდება ინსტრუქტორთა ტრენინგი

შერჩეულ თანაშრომლებს და სააგენტოს ხელმძღვანელობას გავლილი აქვთ ტრენინგი

2018-2022 წლები

დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის სახსრები

სააგენტოს ბიუჯეტი.

საჭიროა დამატებითი დონორების მოძიება

აღნიშნული ღონისძიების განხორციელება დამოკიდებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning-ის) პროექტსა და სხვა დონორების დახმარებებზე

 

დ) სააგანტოს მმართველობითი რგოლის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი შემდეგ საკითხებზე -- ლიდერობა, ცვლილებების მართვა, პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში ევროკავშირის ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკა, საზედამხედველო საქმიანობის მართვა

შერჩეულ მენეჯერებს გავლილი აქვთ მომზადება

2018 – 2019 წლები

დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის სახსრები

აღნიშნული ღონისძიების განხორციელება დამოკიდებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის დაწყებაზე

 

 

ე) სახელმძღვანელოების /სამოქმედო ინსტრუქციის მომზადება ბაზრის ზედამხედველობის შესახებ შემდეგი მიმართულებით: საბაგირო გზები, ლიფტები, წნევაზე მომუშავე მოწყობილობები, წნევაზე მომუშავე მარტივი ჭურჭლები და საქვაბე დანადგარები

მომზადებულია სახელმძღვანელოები/სამოქმედო ინსტრუქცია

2017-2018 წლები

 

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის სახსრები

 

სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარება

 

 

 

 

ვ) სახელმძღვანელოების/ ინსტრუქციების მომზადება ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებით შემდეგ სფეროებში: სათამაშოები, ელექტრო მოწყობილობები, პერსონალური დაცვის მოწყობილობები (PPE), სამანქანო დანადგარები, სამშენებლო მასალები, აირსაწვავზე მომუშავე მოწყობილობები, სამოქალაქო მოხმარების ფეთქებადი ნივთიერებები და ფეთქებად გარემოში მომუშავე მოწყობილობები, გაზომვის საშუალებები, არაავტომატური საწონი საშუალებები

სახელმძღვანელოები/სამოქმედო ინსტრუქცია მომზადებულია

2018 – 2022

წლები

 

დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის სახსრები

 

სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარება

 

 

3. ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელება

ა) უკვე დაახლოებული 5

ახალი მიდგომის დირექტივით დაფარული სექტორებისათვის რისკის/საფრთხის ანალიზის პროცედურის შემუშავება და დანერგვა

შემუშავებულია და მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია რისკის/საფრთხის ანალიზის პროცესის განმსაზღვრელი ტექნიკური რეგლამენტი

2017-2018 წლები

დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის სახსრები

 

სხვა დონორი ორგანიზაციების

 

 

 

 

ბ) ინფორმაციის მყისიერი გაცვლის სისტემის შესაქმნელად ტექნიკური პირობების შემუშავება

ტექნიკური პირობების შემცველი დოკუმენტი შემუშავებულია.

2018-2019 წლები

დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის სახსრები

 

 

გ) ინფორმაციის მყისიერი გაცვლის ელექტრონული სისტემის შექმნა.

 ინფორმაციის მყისიერი გაცვლის ელექტრონული სისტემა შექმნილია

2022 წლამდე

სააგენტოს ბიუჯეტი

 

სხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსება

 

 

დ) ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელება შემდეგი სფეროებისთვის: წნევაზე მომუშავე მოწყობილობები, წნევაზე მომუშავე მარტივი ჭურჭლები და საქვაბე დანადგარები.

განხორციელებულია შესაბამისი შემოწმებები და შედგენილია შესაბამისი ოქმები

2017 წელი

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 

 

 

ე) საპილოტე ზედამხედველობისათვის შერჩეული სეგმენტის - სამშენებლო პროდუქტის (პირველ ეტაპზე არმატურა, ცემენტი) დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებისთვის კვლევის განხორციელება.

საპილოტე კვლევა დასრულებულია მომზადებულია შესაბამისი ანგარიში

2018წელი

 

 

 

სააგენტოს ბიუჯეტი

 

აღნიშნული ღონისძიების განხორციელება დამოკიდებულია „კოდექსის“ ცვლილებების დამტკიცებაზე

4. ცნობიერების ამაღლება/ურთიერთთანამშრომლობის დამყარება

ა) მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან და ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება ბაზრის ზედამხედველობის ცნობიერების გაზრდის მიზნით

ჩატარებულია შესაბამისი შეხვედრები (შეხვედრების რაოდენობა) მიზნობრივი ბაზრის წარმომადგენლებთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან

2017 -2022

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 

 

 

ბ) შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს წარმომადგენლებისგან ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც შეიკრიბება რეგულარულად საქართველოში იმპორტირებული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის ხელშეწყობის მიზნით.

სამუშაო შეხვედრების რაოდენობა

2017- 2022 წლები

 

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 

გ) შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს მიერ ერთობლივი სწავლებების ჩატარება განსახორციელებელი ღონისძიებების უკეთესად კოორდინირების მიზნით.

ერთობლივი სწავლებების ჩატარება განხორციელებულია

2018 - 2022

წლები

დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის სახსრები

აღნიშნული ღონისძიების განხორციელება დამოკიდებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის დაწყებაზე

 

დ) ბაზარზე ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციებში (როგორიცაა მაგალითად PROSAFE) გაწევრიანების შესაძლებლობების ანალიზი

გაწევრიანებისთვის საჭირო ანალიზი ჩატარებულია

2017

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 

ე) ბაზარზე ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციებში (როგორიცაა PROSAFE) გაწევრიანების შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე, გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი აუცილებელი ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება

გაწერიანებისთვის აუცილებელი ღონისძიებები განხორციელებულია 

2018-2019 წლები

დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის სახსრები

აღნიშნული ღონისძიების განხორციელება დამოკიდებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning-ის) პროექტის დაწყებაზე

 

ვ) სათანადო ლაბორატორიების იდენტიფიცირება, რომლებსაც შეეძლებათ შესაბამისი ტექნიკური კვლევების ჩატარება

იდენტიფიცირებულია ლაბორატორიები

2017 - 2022წლები

 

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 

 

5. საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროპის ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივებთან

ა) საქართველოს ტექნიკური რეგლამენტების დაახლოება

 

2014/34/EU დირექტივასთან, რომელიც ეხება პოტენციურად ფეთქებად გარემოში გამოსაყენებელ მოწყობილობებსა და დამცავ სისტემებს;

 

1999 წლის 9 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 1999/5/EC დირექტივა რადიო მოწყობილობების და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობების და მათი შესაბამისობის ურთიერთაღიარების შესახებ

ახალი მიდგომის დირექტივის შესაბამისად შემუშავებულია და მთავრობის დადგენილების მიერ დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები

 2018

საგენტოს ბიუჯეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტი

 

 

ბ) საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება: 2008 წლის 4 აპრილის კომისიის 2008/43/EC დირექტივასთან, რომელიც საბჭოს 93/15/EEC დირექტივის შესაბამისად, აფუძნებს სამოქალაქო დანიშნულების ასაფეთქებელი (ფეთქებადი) ნივთიერებების იდენტიფიცირებისა და მიკვლევადობის სისტემას;

 

2009 წლის 30 ნოემბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2009/142/EC დირექტივასთან, რომელიც ეხება აიროვან საწვავზე მომუშავე მოწყობილობებს

 

1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს 89/686/EEC დირექტივასთან ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობის შესახებ წევრი ქვეყნების კანონების დაახლოების თაობაზე

1998 წლის 22 ივნისის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 98/37/EEC დირექტივასთან მოწყობილობების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების დაახლოების თაობაზე

2009 წლის 18 ივნისის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2009/48/EC დირექტივასთან სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ

ახალი მიდგომის დირექტივის შესაბამისად შემუშავებულია და მთავრობის დადგენილების მიერ დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები

2019 წელი

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 

გ) საქართველოს ტექნიკური რეგლამენტების დაახლოება:

 

1993 წლის 14 ივნისის საბჭოს 93/42/EEC დირექტივასთან სამედიცინო მოწყობილობების შესახებ:

 

1998 წლის 27 ოქტომბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 98/79/EC დირექტივასთან ინვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების შესახებ

 

1990 წლის 20 ივნისის საბჭოს 90/385/EEC დირექტივასთან აქტიური იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების დაახლოების თაობაზე

ახალი მიდგომის დირექტივის შესაბამისად შემუშავებულია და მთავრობის დადგენილების მიერ დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები

2019 წელი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი

 

 

დ) საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება:

2006 წლის 12 დეკემბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2006/95/EC დირექტივა ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი

ელექტრო მოწყობილობების

შესახებ წევრი ქვეყნების კანონების

ჰარმონიზაციის შთაობაზე

 

2011 წლის 9 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 305/2011 რეგულაცია, რომელიც ადგენს სამშენებლო პროდუქციის მარკეტინგის ჰარმონიზებულ პირობებს

ახალი მიდგომის დირექტივის შესაბამისად შემუშავებულია და მთავრობის დადგენილების მიერ დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები

2022

სააგენტოს ბიუჯეტი

 

 

ე) საქართველოს ტექნიკური რეგლამენტების დაახლოება:

 

2009 წლის 23 აპრილის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2009/23/EC დირექტივასთან, არაავტომატური ასაწონი საშუალებების შესახებ;

 

2004 წლის 31 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2004/22/EC დირექტივასთან გაზომვის საშუალებების შესახებ

ახალი მიდგომის დირექტივის შესაბამისად შემუშავებულია და მთავრობის დადგენილების მიერ დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები

2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

 

 

ვ) საქართველოს ტექნიკური რეგლამენტების დაახლოება 2004 წლის 15 დეკემბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2004/108/EC დირექტივა ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ წევრი ქვეყნების კანონების დაახლოებაზე

ახალი მიდგომის დირექტივის შესაბამისად შემუშავებულია და მთავრობის დადგენილების მიერ დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი

2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტი

 

 

 



[1] რეაქტიული ზედამხედველობა - ხორცილედება შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიღების საფუძველზე, ფორსმაჟორის, ავარიის  ან უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან ლეტალური შედეგი.

[2] პროაქტიული ზედამხედველობა - ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით.

[3] ვრცლად იხ. თავი 4.4 - რისკების ანალიზი

[4] ქმედება, რომელიც მიმართულია სახიფათო პროდუქტის დისტრიბუციის, მომხმარებლისათვის შეთავაზების ან მიწოდების შეწყვეტისაკენ.

[5] ქმედება, რომელიც მიმართულია სახიფათო პროდუქტის დაბრუნებისკენ, რომელიც მწარმოებლის ან მისი წარმომადგენლის  ან დისტრიბუტორის მიერ უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის.