დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ან/და დისტრიბუტორ ბიზნესოპერატორთა ვალდებულებებისა და მათი აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 619 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.019686 |
|
მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ან/და დისტრიბუტორ ბიზნესოპერატორთა ვალდებულებებისა და მათი აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ან/და დისტრიბუტორ ბიზნესოპერატორთა ვალდებულებებისა და მათი აღრიცხვის წესი“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. |
|
მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ან/და დისტრიბუტორ ბიზნესოპერატორთა ვალდებულებები და მათი აღრიცხვის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი ადგენს მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ან/და დისტრიბუტორ ბიზნესოპერატორთა ვალდებულებებსა და მათი აღრიცხვის პროცედურებს. მუხლი 2. მიზანი და რეგულირების სფერო1. ამ წესის მიზანია მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ან/და დისტრიბუტორ ბიზნესოპერატორთა აღრიცხვა, მიკვლევადობა და სახელმწიფო კონტროლი. 2. ეს წესი ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორებზე, რომლებიც ეწევიან მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. 3. ეს წესი არ ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზე, რომელიც ახორციელებს მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების წარმოებას არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით. 4. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბიზნესოპერატორის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − საჯარო რეესტრი), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებულ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ბიზნესოპერატორთა აღრიცხვასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). მუხლი 3. ტერმინთა განმარტებაამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 4. სააგენტოს ვალდებულებები1. სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორების აღრიცხვის მიზნით. 2. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს: ა) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის მონაცემთა ბაზიდან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორების იდენტიფიცირება; ბ) იდენტიფიცირებული ბიზნესოპერატორის შემოწმება, რათა დადასტურდეს მათ მიერ მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის წარმოების, გადამუშავების ან/და დისტრიბუციის განხორციელების ფაქტი; გ) იმ ბიზნესოპერატორთა მონაცემების ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანა, რომლებთან დაკავშირებითაც შემოწმების შედეგად დადასტურდა მათ მიერ მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის წარმოების, გადამუშავების ან/და დისტრიბუციის განხორციელების ფაქტი; დ) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხული ბიზნესოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების სახელმწიფო კონტროლი; ე) ელექტრონული მონაცემთა ბაზის განახლება, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ ბიზნესოპერატორმა შეიცვალა საქმიანობის სფერო. მუხლი 5. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია: ა) შემოწმების დროს სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ტერიტორიის მესაკუთრისა და ტერიტორიის გამოყენების შესახებ (მცენარეული კულტურა ან კულტურები, ფართობი, მცენარეული პროდუქტის შენახვის ადგილი, ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ტიპი და მათი დანიშნულება და არსებული აღჭურვილობა); ბ) სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის მიზნით აწარმოოს ჩანაწერები: ბ.ა) მცენარისა და მცენარეული პროდუქტის მიკვლევადობის შესახებ (მცენარე, მცენარეული პროდუქტი წარმოებულია ან შეძენილია შენახვის (დასაწყობების) მიზნით ან დასარგავად); ბ.ბ) წარმოების პროცესში ჩატარებული ღონისძიებების, მათ შორის, ვეგეტაციის პერიოდში გამოვლენილი მავნე ორგანიზმებისა და მათ წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ; ბ.გ) მცენარეთა სიჯანსაღის გაუმჯობესების მიზნით არსებული მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ; ბ.დ) დამუშავებული მცენარის, მცენარეული პროდუქტის ან სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის შესახებ; ბ.ე) დამკვეთისთვის გაგზავნილი მცენარის, მცენარეული პროდუქტის ან სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის შესახებ; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს მავნე ორგანიზმების თავიდან ასაცილებლად ჩატარებული დაცვითი ღონისძიებებისა და გამოყენებული მცენარეთა დაცვის საშუალებების აღრიცხვა; დ) უზრუნველყოს სააგენტოს წარმომადგენლების დაშვება სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად, ასევე ითანამშრომლოს სააგენტოსთან; ე) სააგენტოს წარმომადგენელს მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდოს პირადად, ან აღნიშნულის უზრუნველსაყოფად გამოყოს უფლებამოსილი პირი; ვ) შეასრულოს სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციები დადგენილ ვადაში. 2. ბიზნესოპერატორმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები უნდა შეინახოს არანაკლებ ერთი წლის მანძილზე. 3. ბიზნესოპერატორმა მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს. |
დოკუმენტის კომენტარები