„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 624
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 15/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.019691
624
29/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
240140000.10.003.019691
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №624

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და მათი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს დაევალოთ, ხოლო მუნიციპალიტეტებს, მათ მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს ეთხოვოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ან/და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის შესრულების ხელშეწყობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური პირი (მხოლოდ უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში) და იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; ასევე ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პირი − უცხოური საწარმო, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად. აგრეთვე ამ პროგრამის მე-8 მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ სოფლის მეურნეობის ნაწილის პროგრამის ბენეფიციარი;“;

ა.ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) გუდვილი − ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS 3) შესაბამისად განსაზღვრული გუდვილი.“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიღებული კრედიტ(ებ)ით დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა:

ა) გუდვილის შეძენა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების (გარდა იმ სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება პროდუქციის წარმოების პროცესში), მათ შორის, საჰაერო ან/და მცურავი საშუალებების შეძენა, რემონტი;

გ) მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა.

5. სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კრედიტ(ებ)ი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში.“;

გ) მე-6 მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს:

ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში;

ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის, მაგრამ არა უმეტეს 2,500,000.0 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

3. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებული სასტუმროს გაფართოებისთვის/გადაიარაღებისათვის, კომერციული ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს:

ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში;

ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს:

ბ.ა) 2,500,000.0 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა - საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით;

ბ.ბ) 1,000,000.0 (ერთი მილიონი) ლარისა - საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე.

4. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული საწარმოს გაფართოებისთვის/გადაიარაღებისათვის, პროგრამის ბენეფიციარისთვის პირველად გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 150,000.0 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს.

5. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული სასტუმროს გაფართოებისთვის/გადაიარაღებისათვის პირველად გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 200,000.0 (ორასი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში - 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე - 2,000,000.0 (ორი მილიონი) ლარს.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კომერციული ბანკის მიერ პროექტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიმართულებებზე გაცემული კრედიტის სარგებლობისათვის განსაზღვრული მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარამდე − არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7 (შვიდი) პროცენტისა;

ბ) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარამდე − არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6 (ექვსი) პროცენტისა;

გ) 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარიდან 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარამდე − არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5 (ხუთი) პროცენტისა.“;

ე) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. ერთი პროექტის ფარგლებში შესაძლებელია კომერციული ბანკის მიერ დამტკიცდეს/გაიცეს ერთი ან რამდენიმე კრედიტი.“;

ზ) 61 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100,000.0 (ასი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ პროგრამის ბენეფიციარზე ერთსა და იმავე ინდუსტრიაში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუკი ლიზინგის პროექტების ღირებულებათა ჯამური მოცულობა არ აღემატება 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს.

4. ლიზინგის გამცემის მიერ, სალიზინგო პროექტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარისთვის დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 100,000.0 (ასი ათასი) ლარიდან - 500,000.0 (ხუთასი ათასი) ლარამდე - არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 9 (ცხრა) პროცენტი;

ბ) 500,000.0 (ხუთასი ათასი) ლარიდან - 1,000,000.0 (ერთი მილიონი) ლარამდე - არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8 (რვა) პროცენტი;

გ) 1,000,000.0 (ერთი მილიონი) ლარიდან - 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარამდე - არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7 (შვიდი) პროცენტი.“;

თ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამ პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების სააგენტოში წარდგენის ვადა განისაზღვრება არა უგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრისა.“;

ი) 121 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საკონკურსო კომისია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია კონტრაქტორის/კონტრაქტორთა ჯგუფის შერჩევის პროცედურის განხორციელებაზე. კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე).“;

კ) 128 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 128. სხვა დებულებები

ამ პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით, ამ პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრება არა უგვიანეს 2017 წლის 15 სექტემბრისა.“;

ლ) 1211 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ) 1212 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პოპულარიზაციის ელემენტის შემთხვევაში, დამატებით მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 2%-დან 5%-მდე ანაზღაურებას, პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;“;

ნ) 1213 მუხლის:

ნ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფარგლებში, მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მინიმალური მოცულობა, საიდანაც მოხდება მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%-ის ანაზღაურება ამ პროგრამის 1211 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარისა. ამ პროგრამის 1211 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარს. ამ პროგრამის მხოლოდ 1211 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებაზე შესაძლებელია მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მინიმალური მოცულობის დაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანადაფინანსება.“;

ნ.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სააგენტო, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, დამატებით განახორციელებს მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 2-დან 5 პროცენტამდე ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბოლოო პროდუქტი შეიცავს პოპულარიზაციის ელემენტ(ებ)ს. დამატებითი ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ 1211 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამის მიმართულების შესაბამისად, საბოლოო პროდუქციისთვის.“;

ო) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობა არ უნდა იყოს 1,500,000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარს.“;

პ) მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 1,500,000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან 3,000,000 (სამი მილიონი) ლარამდე − არა უმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6 (ექვსი) პროცენტისა წლიურად;

ბ) 3,000,000 (სამი მილიონი) ლარიდან 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარამდე − არა უმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5 (ხუთი) პროცენტისა წლიურად.“;

ჟ) მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იქნება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2,500,000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული უზრუნველყოფა წარმოადგენს მეორად უზრუნველყოფას და ძალაშია სესხის გაცემიდან არა უმეტეს მომდევნო 48 თვის განმავლობაში. მეორადი უზრუნველყოფის გამოყენების უფლება კომერციულ ბანკს ექნება მხოლოდ სესხის პირველადი უზრუნველყოფის სრულად რეალიზაციის შემდგომ, კომერციული ბანკის მიერ სააგენტოსთვის შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციის შედეგად კომერციული ბანკი ვერ მიიღებს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 100%-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არა უმეტეს სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 50%‑ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2,500,000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით. კომერციული ბანკი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს სააგენტოს და მიაწოდოს სესხის პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო სააგენტო მოთხოვნილ შესაბამის თანხას გადაურიცხავს კომერციულ ბანკს 5 სამუშაო დღის ვადაში, იმ პირობით, რომ სესხი გაცემულია ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.“;

რ) 29-მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,500,000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარს. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ პროგრამის ბენეფიციარზე ერთსა და იმავე დარგში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუკი ლიზინგის პროექტების ღირებულებათა ჯამური მოცულობა არ აღემატება 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარს.

3. ლიზინგის გამცემის მიერ, სალიზინგო პროექტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარისთვის დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7 (შვიდი) პროცენტისა.“;

ს) დადგენილების დანართი №1-ის:

ს.ა) 1.8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.8. მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი

ალაოს ექსტრაქტი (1901)

სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი (1902)

ტაპიოკა და მისი შემცვლელები, მომზადებული სახამებლისაგან (1903)

მზა კვების პროდუქტები, მიღებული პურეული მარცვლოვანების გაფუებით ან მოხალვით (1904)

  “;

ს.ბ) 5.11 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5.11. დანარჩენი ქიმიური პროდუქტები

გრაფიტი (3801)

ნახშირი გააქტიურებული (3802)

ზეთი თალიუმისა, რაფინირებული ან არარაფინირებული (3803)

თუთქი, რომელიც რჩება მერქნის ცელულოზის დამზადებისას (3804)

სკიპიდარი (3805)

კანიფოლი და ფისოვანი მჟავები და მათი წარმოებულები (3806)

კუპრი მერქნისა; ზეთები, მიღებული მერქნის კუპრისაგან; ნაფტა მერქნისა (3807)

ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები (3808)

გასაწყობი საშუალებები, ღებვის დამაჩქარებელი ან საღებავების ფიქსაციის საშუალებები (3809)

პრეპარატები ლითონის ზედაპირების ამოსაჭმელად (3810)

ანტიდეტონატორები, ანტიოქსიდანტები, ფისწარმომქმნელი ინჰიბიტორები და სხვა (3811)

დამაჩქარებლები კაუჩუკის ვულკანიზაციისა მზა (3812)

შემადგენილობები და მუხტი ცეცხლსაქრობებისათვის; დამუხტული ცეცხლსაქრობი ჭურვები (3813)

გამხსნელები და განმზავებლები რთული ორგანული (3814)

ინიციატორები, დამაჩქარებლები რეაქციებისა და კატალიზატორები (3815)

ცეცხლგამძლე ცემენტები, სამშენებლო ხსნარები, ბეტონი და ანალოგიური შედგენილობები (3816)

ალკილბენზოლები შერეული და ნარევი ალკილნაფტალინები (3817)

ქიმიური ელემენტები ლეგირებული, ელექტრონიკაში გამოსაყენებლად განკუთვნილი (3818)

სითხეები სამუხრუჭე ჰიდრავლიკური და ჰიდრავლიკური გადაცემებისათვის (3819)

ანტიფრიზები და სითხეები ანტიშემომყინვი მზა (3820)

კულტურალური გარემოები მიკროორგანიზმების გამოსაყვანად (3821)

რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული (3822)

სამრეწველო მონოკარბონული ცხიმმჟავები; მჟავური ზეთები რაფინირების შემდეგ (3823)

ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი (3824)

ქიმიური ან მრეწველობის მომიჯნავე დარგების ნარჩენი პროდუქტები (3825)

ბიოდიზელი და მისი ნარევები (3826)

  “;

ს.გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „15. მინერალური პროდუქტები

15.1. მარილი; გოგირდი; მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი; მადნები, წიდა და ნაცარი; მინერალური საწვავი, ნავთობი და მათი გამოხდის პროდუქტები; ბიტუმოვანი ნივთიერებები; მინერალური ცვილები

მარილი (სუფრისა და დენატურირებული მარილის ჩათვლით) და ნატრიუმის ქლორიდი სუფთა, წყალში გახსნილი ან გაუხსნელი, ან შეწებების შემაფერხებელი (ან ფხვიერობის უზრუნველმყოფი) აგენტების დანამატების შემცველი; ზღვის წყალი (2501)

  “;

ტ) დანართი №2-ის 26-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

26

026

პროგრამის ბენეფიციარის მიერ წამყვან პოზიციებზე დასაქმებული არარეზიდენტი ფიზიკური პირისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი ხელფასი, რომელიც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით და გადახდილია საქართველოს ბიუჯეტში.

წამყვან პოზიციებზე დასაქმებულში იგულისხმება: მსახიობი - მთავარი როლის შემსრულებელი ან შემსრულებლები; პროდიუსერი; რეჟისორი; დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

 

 

 

15%

  “.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ − ე“, „ზ“ და „ო - რ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, მათ შორის, დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამის კომერციულ ბანკებში/სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტოში/ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში წარდგენილ განაცხადებაზე.
მუხლი 3
დადგენილება, გარდა  ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ო - რ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2016 წლის 15 დეკემბრიდან.
მუხლი 4
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ო - რ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი