დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 623 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.019690 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 01/06/2018)
|
მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი − მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ |
მიზანი და მოქმედების სფერო
1. ტექნიკური რეგლამენტი „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ“ (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვას მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის (შემდგომში - ნმდ) შემცველობასთან დაკავშირებით. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება დანართი №1-ით − „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და სხვა პროდუქტები, რომელთა მიმართ განსაზღვრულია ნმდ (MRL)“ განსაზღვრულ მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტზე ან მათ ნაწილებზე, რომლებიც გამოიყენება, როგორც გადაუმუშავებელი, ასევე გადამუშავებული სახით, ან როგორც შედგენილი სურსათი/ცხოველის საკვები, რომელშიც შესაძლებელია პესტიციდების ნარჩენების არსებობა. 3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება დანართი №1-ით განსაზღვრულ პროდუქტებზე, რომელთა მიმართ, შესაბამისი მტკიცებულებით, დადასტურებულია, რომ მისი გამოყენება ხდება ერთ-ერთი მიზნით: ა) სურსათის/ცხოველის საკვების გარდა სხვა პროდუქტის წარმოებისათვის; ბ) დასათესად ან გასამრავლებლად; გ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საქმიანობისათვის, რომელიც დაკავშირებულია აქტიური ნივთიერებების (მოქმედი ნივთიერებების) ტესტირებასთან. 4. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი პესტიციდების ნმდ არ ვრცელდება დანართი №1-ით განსაზღვრულ პროდუქტზე, თუ ეს პროდუქტი განკუთვნილია ექსპორტისათვის, დამუშავდა უშუალოდ ექსპორტზე გაგზავნის წინ და არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, რომ მიმღები ქვეყანა, მის ტერიტორიაზე მავნე ორგანიზმების შეტანა-გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თანახმაა ან მოითხოვს გარკვეულ დამუშავებას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებსა და აბრევიატურას აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აქტიური ნივთიერება (მოქმედი ნივთიერება) - ნებისმიერი ნივთიერება ან მიკროორგანიზმები, მათ შორის, ვირუსები, რომელთაც ახასიათებთ საერთო ან სპეციფიკური მოქმედება მავნე ორგანიზმებზე ან მცენარეებზე, მცენარეთა ნაწილებზე ან მცენარეულ პროდუქტებზე; ბ) აღმოჩენის (გამოვლენის) ზღვარი (LOD) – ნარჩენების ვალიდირებული, ყველაზე უმცირესი რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს რაოდენობრივად და რეგისტრირებულ იქნეს რუტინული მონიტორინგის განხორციელებისას კონტროლის ვალიდური მეთოდების გამოყენებით; გ) დასაშვები სადღეღამისო მიღება (დოზა) − სხეულის მასის მიხედვით, მოსახლეობის მგრძნობიარე ჯგუფების (მაგ.: ბავშვებისა და მუცლადმყოფი ბავშვების) გათვალისწინებით, სურსათში ნივთიერების რაოდენობის შეფასება, რომელიც, შეფასების დროს ყველა ცნობილი ფაქტის საფუძველზე, შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლის მანძილზე, მნიშვნელოვანი რისკის გარეშე; დ) კარგი (სანიმუშო) სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა (GAP) − საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული და დაშვებული (ნებადართული), რეკომენდებული მცენარეთა დაცვის საშუალებების ფაქტობრივ (რეალურ) პირობებში უვნებელი გამოყენება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, ტრანსპორტირების, დისტრიბუციისა და გადამუშავების ნებისმიერ ეტაპზე; იგი ასევე მოიცავს კონკრეტულ კლიმატურ ზონაში მავნებლების ინტეგრირებული კონტროლის პრინციპებს და ასევე პესტიციდების მინიმალური რაოდენობის გამოყენებასა და ნარჩენების მაქსიმალური დონის/ნარჩენების დროებითი მაქსიმალური დონის დაწესებას ისეთ უმცირეს დონეზე, რომელიც სასურველი ეფექტის (შედეგის) მიღების საშუალებას იძლევა; ე) მნიშვნელოვანი (ინტენსიური) კარგი (სანიმუშო) სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა − კარგი (სანიმუშო) სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა (GAP), როდესაც არსებობს ერთზე მეტი კარგი (სანიმუშო) სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა აქტიური ნივთიერების (მოქმედი ნივთიერების)/პროდუქტის კომბინაციასთან დაკავშირებით, რომელიც განაპირობებს დამუშავებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურაში პესტიციდების ნმდ-ს და წარმოადგენს ნმდ-ის დადგენის საფუძველს; ვ) მწვავე რეფერენტული დოზა − სხეულის მასის მიხედვით, მოსახლეობის მგრძნობიარე ჯგუფების (მაგ.: ბავშვებისა და მუცლადმყოფი ბავშვების) გათვალისწინებით, სურსათში ნივთიერების რაოდენობის შეფასება, რომელიც, შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში მცირე დროის განმავლობაში (როგორც წესი, ერთი დღის განმავლობაში), მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანი რისკის გარეშე; ზ) მცენარეთა დაცვის საშუალება − პროდუქცია, რომელიც დაფასოებულია ისეთი სახით, როგორც მიეწოდება მომხმარებელს და რომელიც შედგება ან შეიცავს აქტიურ ნივთიერებას (მოქმედ ნივთიერებას), ანტიდოტებს ან სინერგისტებს და გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის: ზ.ა) მცენარეების ან მცენარეული პროდუქტების ყველა მავნე ორგანიზმებისაგან დასაცავად ან ამ ორგანიზმების მოქმედების აღსაკვეთად, თუ ამ პროდუქციის ძირითადი მიზანი არ არის ჰიგიენური დანიშნულებით გამოყენება, რომელიც განსხვავდება მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების დაცვისაგან; ზ.ბ) მცენარის სასიცოცხლო პროცესებზე ზეგავლენისათვის, მაგ., ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ მათ ზრდაზე, გარდა საკვები ნივთიერებებისა; ზ.გ) მცენარეული პროდუქტების დაცვისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ წარმოადგენენ კონსერვანტებს; ზ.დ) არასასურველი მცენარეებისა და მცენარეთა არასასურველი ნაწილების განადგურებისათვის, გარდა წყალმცენარეებისა, თუ პროდუქცია არ გამოიყენება ნიადაგზე ან წყალში მცენარეთა დაცვისათვის; ზ.ე) მცენარეთა არასასურველი ზრდის კონტროლის ან აღკვეთისათვის, გარდა წყალმცენარეებისა, თუ პროდუქცია არ გამოიყენება ნიადაგზე ან წყალში მცენარეთა დაცვისათვის; თ) ნარჩენების მაქსიმალური დონე (ნმდ) – სურსათში/ცხოველის საკვებ(ზე)ში ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების კონცენტრაციის ზედა დასაშვები რაოდენობა, რომელიც კარგი (სანიმუშო) სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკიდან და მომხმარებელზე ზემოქმედების ყველაზე უმცირესი რაოდენობიდან გამომდინარე, აუცილებელია მოწყვლადი (მგრძნობიარე) ჯგუფების დასაცავად; ი) მოწყვლადი (მგრძნობიარე) ჯგუფი − პირები, რომლებიც მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე და ქრონიკული შედეგების შეფასების დროს, საჭიროებენ განსაკუთრებულ განხილვას. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსული და მეძუძური დედები, მუცლადმყოფი ბავშვები, ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები, ასევე ის პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიან პესტიციდების ზემოქმედებას; კ) პესტიციდების ნარჩენი − მცენარეთა დაცვის საშუალებების ნარჩენები, მათ შორის, აქტიური ნივთიერებები (მოქმედი ნივთიერებები), მეტაბოლიტები და/ან დაშლის პროდუქტები, ან აქტიური ნივთიერებების (მოქმედი ნივთიერებები) რეაქციის პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება მოცემულ პერიოდში ან გამოიყენებოდა წარსულში, რომელიც არსებობს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრულ პროდუქტებში ან პროდუქტებზე, მათ შორის, იმ ნარჩენების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნან მცენარეთა დაცვაში, ვეტერინარიაში და ბიოცოდური პრეპარატის სახით გამოყენების შედეგად; ლ) საიმპორტო ტოლერანტობა − საერთაშორისო ვაჭრობის მოთხოვნების შესაბამისობის მიზნით იმპორტირებულ პროდუქტებზე/ში ნარჩენების მაქსიმალური დონე, როდესაც სრულდება ერთ-ერთი პირობა: ლ.ა) მცენარეთა დაცვის სპეციფიკური პროდუქტებისა და სპეციფიკური გამოყენებისათვის მცენარეთა დაცვის საშუალებაში გამოყენებული აქტიური ნივთიერება (მოქმედი ნივთიერება) არ არის დაშვებული, გარდა ჯანმრთელობის დაცვისა, სხვა მიზეზით; ლ.ბ) მცენარეთა დაცვის სპეციფიკური პროდუქტებისა და სპეციფიკური გამოყენებისათვის დასაშვებია განსხვავებული ნმდ, რამდენადაც არსებული მაქსიმალური დონე დადგენილი იქნა სხვა მიზეზით, გარდა ჯანმრთელობის დაცვისა; მ) საკვალიფიკაციო ტესტირება − ერთი და იმავე ნიმუშ(ებ)ის შედარებითი გამოკვლევა, როდესაც რამდენიმე ლაბორატორია იდენტურ ნიმუშებზე ატარებს გამოკვლევას (ანალიზს), რაც საშუალებას იძლევა, შეფასებულ იქნეს თითოეული ლაბორატორიის მიერ განხორციელებული გამოკვლევის (ანალიზის) ხარისხი; ნ) საშიში ნივთიერება − ნებისმიერი ნივთიერება, რომელსაც ახასიათებს ადამიანზე, ცხოველზე ან გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე არსებობს ან წარმოიქმნება მცენარეთა დაცვის საშუალებებში ისეთი კონცენტრაციით, რაც ასეთი ზემოქმედების რისკებს წარმოქმნის; ო) CXL – ნარჩენების მაქსიმალური დონე, რომელიც განსაზღვრულია Codex alimentarius-ის (კოდექს ალიმენტარიუს) კომისიის მიერ. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.
მუხლი 3. პროდუქტების ჯგუფები, რომელთა მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ნმდ 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტები, პროდუქტების ჯგუფები ან/და მათი ნაწილები, რომელთა მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჰარმონიზებული ნმდ, განსაზღვრულია დანართი №1-ით. 2. დანართი №1 მოიცავს ყველა პროდუქტს, რომლისთვისაც დადგენილია ჰარმონიზებული ნმდ და ასევე სხვა პროდუქტებს, რომელთათვისაც, მომხმარებელთა ბალანსირებულ კვებასა (დიეტა) და ვაჭრობაში გამოყენების თვალსაზრისით, მიზანშეწონილია ნმდ-ის დადგენა. 3. პროდუქტები დაჯგუფებულია იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად შესაძლებელი იქნეს ნმდ-ის დადგენა მსგავსი და მონათესავე პროდუქტებისათვის.
მუხლი 4. აქტიური ნივთიერებები (მოქმედი ნივთიერებები), რომელთა მიმართ არ არის სავალდებულო ნმდ-ის განსაზღვრა მცენარეთა დაცვის საშუალებების აქტიური ნივთიერებები (მოქმედი ნივთიერებები), რომელთა მიმართ არ არის სავალდებულო ნმდ-ის დადგენა, განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №4-ით − „მცენარეთა დაცვის საშუალებების აქტიური ნივთიერებები, რომელთა მიმართ არ არის სავალდებულო ნმდ-ის დადგენა“.
მუხლი 5. ნარჩენების მაქსიმალურ დონესთან შესაბამისობა 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრული პროდუქტები, სურსათად/ცხოველის საკვებად ბაზარზე განთავსების ეტაპიდან არ უნდა შეიცავდნენ ნებისმიერი პესტიციდის ნარჩენებს, რომელთა რაოდენობა აღემატება: ა) ნმდ-ს, რომელიც ამ პროდუქტებისათვის განსაზღვრულია დანართი №2-ით − „პესტიციდების ნარჩენები და ნმდ“ და დანართი №3-ით „დროებითი ნმდ ნივთიერებებისათვის, რომელთა მიმართ არ არის დადგენილი ნმდ და დროებითი ნმდ სხვა პროდუქტებისათვის“, რომლის განსაზღვრა ხდება კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის საფუძველზე; ბ) 0,01 მგ/კგ-ს იმ პროდუქტებისათვის, რომელთა მიმართ დანართი №2-ითა და დანართი №3-ით არ არის განსაზღვრული კონკრეტული ნმდ ან იმ აქტიური ნივთიერებებისათვის (მოქმედი ნივთიერებებისათვის), რომლებიც არ არის განსაზღვრული დანართი №4-ით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი და იმავე აქტიური ნივთიერებისათვის (მოქმედი ნივთიერებებისათვის) დადგენილია სხვადასხვა სტანდარტული მნიშვნელობები, ხელმისაწვდომი რუტინული ანალიზური მეთოდების გამოყენებით. ასეთი სტანდარტული მნიშვნელობები მოცემულია დანართი №5-ში − „პესტიციდების ნარჩენები და ნმდ-ის სტანდარტული მნიშვნელობები“. 2. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია არ აკრძალოს ან არ შეზღუდოს დანართი №1-ით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე განთავსება ან სასურსათო დანიშნულების ცხოველთა საკვებად გამოყენება, თუ ისინი შეიცავენ პესტიციდების ნარჩენებს შემდეგი ერთ-ერთი პირობით: ა) ეს პროდუქტები აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) აქტიური ნივთიერებები (მოქმედი ნივთიერებები) განსაზღვრულია დანართი №4-ით.
მუხლი 6. გადამუშავებულ და შედგენილ პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. დაუშვებელია, სურსათად ან ცხოველის საკვებად ბაზარზე განთავსებისათვის, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრული პროდუქტების გადამუშავება ან/და შერევა იმავე ან სხვა პროდუქტებთან განზავების მიზნით, თუ ისინი არ შეესაბამებიან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 2. თუ გადამუშავებული და/ან შედგენილი სურსათის ან ცხოველის საკვებისთვის, ნმდ არ არის დადგენილი ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ითა და დანართი №3-ით, ამ შემთხვევაში მისაღებ ნმდ-ად განსაზღვრულ უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მნიშვნელობა გადამუშავების ან/და შერევისას პესტიციდების ნარჩენების დონის ცვლილების გათვალისწინებით.
1. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნმდ-ის შესაბამისობის შეფასება წარმოებს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. 2. სახელმწიფო კონტროლის დროს ნიმუშის აღება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
დოკუმენტის კომენტარები